მამა პეტრეს (კვარაცხელია) სიტყვები
20-09-2015, 00:40. ავტორი: lukreisha ვიწყებ - შემეცნებას.
ვეძებ - საკუთარ დანიშნულებას.
ვგრძნობ - ღმერთს.
ვდარდობ - შეცდომებს.
ვემალები - სიყალბეს.
ვიცი - უმცირესი.
მჭამს - სტანდარტულობა.
არ მაინტერესებს - ბანალური ისტორიები.
ვკარგავ - ქაღალდის ნავს.
მიკვირს - არაფერი.
მახსოვს - სიკვდილი.
უარვყოფ - არჩევანს.
ვინახავ - ნიჟარას.
ვივიწყებ - ბოროტებას.
ვმალავ - ტკივილს.
შემიძლია - გაფრენა.
ვნანობ - სიბნელეს.
მეშინია - სიჩუმის.
ვტირი - ბავშვობას.
ვემტერები - უწიგნურობას.
ვპატიობ - ყველაფერს.
ვიცინი - სიბეცეზე.
ვნატრობ - განღმრთობას.
მიხარია - საკუთარი თავი.
მაინტერესებს - აკრძალული ნაყოფი.
მრცხვენია - სარკის.
ვერიდები - სიბრმავეს.
ვუხეშობ - თევზებთან.
ვუსმენ - მდუმარებას.
ვხარჯავ - ცრემლებს.
ვყოყმანობ - არასდროს.
მძულს - სიძულვილი.
მწყინს - უმადურობა.
მსიამოვნებს - ცურვა.
მენატრება - დედა.
ვკამათობ - აჩრდილთან.
ვკლავ - მოლოდინს.
მიყვარს - სიყვარული.
ვოცნებობ - ფრთებზე.
ვეჭვინობ - მზეზე.
ვალამაზებ - მზერას.
დავცინი - საკუთარ თავს.
ვაიგნორებ - სიცივეს.
ვიტყუები - ცოლთან.
ვაგროვებ - ფრანებს.
ვიხდი - ანაფორას.
მსურს - უკვდავება.
გირჩევთ.... ...თავის პოვნას!
მთავარზე დაბრუნება