მამა პეტრეს (კვარაცხელია) სიტყვები
ვიწყებ - შემეცნებას. ვეძებ - საკუთარ დანიშნულებას. ვგრძნობ - ღმერთს. ვდარდობ - შეცდომებს. ვემალები - სიყალბეს. ვიცი - უმცირესი. მჭამს - სტანდარტულობა. არ მაინტერესებს - ბანალური ისტორიები. ვკარგავ - ქაღალდის ნავს. მიკვირს - არაფერი. მახსოვს - სიკვდილი. უარვყოფ - არჩევანს. ვინახავ - ნიჟარას. ვივიწყებ - ბოროტებას. ვმალავ - ტკივილს. შემიძლია - გაფრენა. ვნანობ - სიბნელეს. მეშინია - სიჩუმის. ვტირი - ბავშვობას. ვემტერები - უწიგნურობას. ვპატიობ - ყველაფერს. ვიცინი - სიბეცეზე. ვნატრობ - განღმრთობას. მიხარია - საკუთარი თავი. მაინტერესებს - აკრძალული ნაყოფი. მრცხვენია - სარკის. ვერიდები - სიბრმავეს. ვუხეშობ - თევზებთან. ვუსმენ - მდუმარებას. ვხარჯავ - ცრემლებს. ვყოყმანობ - არასდროს. მძულს - სიძულვილი. მწყინს - უმადურობა. მსიამოვნებს - ცურვა. მენატრება - დედა. ვკამათობ - აჩრდილთან. ვკლავ - მოლოდინს. მიყვარს - სიყვარული. ვოცნებობ - ფრთებზე. ვეჭვინობ - მზეზე. ვალამაზებ - მზერას. დავცინი - საკუთარ თავს. ვაიგნორებ - სიცივეს. ვიტყუები - ცოლთან. ვაგროვებ - ფრანებს. ვიხდი - ანაფორას. მსურს - უკვდავება. გირჩევთ.... ...თავის პოვნას! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.