4Love.Ge - სასიყვარულო საიტი > ჩანახატი > მომენტები

მომენტები


10-10-2016, 19:43. ავტორი: shemiyvare ადამიანები ბედნიერები თვითონ ვხდებით, გააჩნია ბედნიერებას რას დავარქმევთ.. ამიტომაცაა ბედნიერება ასეთი მარტივი და თან რთულად მისაღები..
დიდი ნიჭია ყოველდღიური ხანმოკლე მომენტებით ტკბობა რომ შეუძლია ხალხს..
მომენტები, სასიამოვნო მომენტები მინდა ბევრი.
როგორიცაა:
წვიმის დროს ფანჯრიდან გაყოფილ ხელზე რომ წვეთები გეცემა.

მომენტები


სადმე გორაკზე რომ ზიხარ და თბილი ქარი გელამუნება სახეზე.

მომენტები


ვარსკვლავებით მოჭედილ ცას რომ უყურებ გულაღმა დაწოლილი.

მომენტები


კენჭებს რომ ისვრი წყალში.

მომენტები


ზღვის მივარდნილ ნაპირზე რომ ზიხარ გვიან ღამით და სიჩუმეს მარტო ტალღების ხმა არღვევს.

მომენტები


შხაპუნა წვიმაში რომ მოყვები და ქოლგას არ შლი, თან ნელა მიდიხარ რომ იგრძნო.

მომენტები


მეგობარი რომ ჩაგეხუტება უმიზეზოდ.

მომენტები


უცხოს ერთი თბილი გაღიმება რომ გაგყვება ნათელ წერტილად მთელი დღე.

მომენტები


სახლში მისულს და დაღლილს დედა რომ გახვედრებს საყვარელ კერძსა და ტკბილეულს.

მომენტები


ხიდის მოაჯირზე რომ გადაეკიდები და მდინარეს უყურებ.

მომენტები


მთელი ღამის გამოუძინებელი საწოლამდე რომ მიხვალ და დაეგდები ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მოგიდუნდება კუნთები და მაშივე იძინებ.

მომენტები



საქანელაზე რომ ქანაობ.

მომენტები


ჰამაკში რომ კითხულობ წიგნს.

მომენტები


გაზაფხულზე ქარს რომ აყვავებული ხეების სუნი მოაქვს.

მომენტები

ნეტავ ვისწავლოთ უბრალოებით ტკბობა...

გრაფინია

მთავარზე დაბრუნება