როცა მარტო ვარ
3-02-2018, 01:13. ავტორი: soff1 "-მიყვარხარ!
-მეც მიყვარხარ ჩემო ლამაზო არასდროს მიგატოვებ,სულ ერთად ვიქნებით, სულ
ნუთუ მართლა არაფფერიარსებობს ამ ქვეყნად? სულაც რას ნიშნავს სიყვარული? მხოლოდ გაცვეთილი ფრაზაა,თუ იმალება მისუკან რამე მნიშვნელობა?
ისე მენატრება როგორც არასდროს. ლოგინში ჩაწოლა მეზიზღება, რადგან ყოველ ჯერზე მისი მოგონება მტანჯავს. მისი თბილი სხეულის, ძლიერი ხელების, მისი სუნის, რომელიც ამ ქვეყანაზე ყველა სუნს მირჩევნია. მენატრება, ღმერთო, მენატრებაა! ისე მწვავს ეს მონატრება, რომ გული მტლიანად ცჰამწვა და ახლა მთელს სხეულს სარეველასავით მოედო. მეტი აღარ შემიძლია. ვგრძნობ, რომ მეტს ვეღარ გავძლებ. ისევ მარტო ვარ, ისევ ვეხუტები მისგან დატოვებულ ნივტებს და ისევ მასზე ვფიქრობ. მისი სუნი სუსტად ისევ შერჩენია მის პერანგს. ყველაფერს მირჩევნია ეს სუნი! ყოველ ღამით ჩემი უკუღმართ ბედით დატანჯული ღმერთს ვევედრები, რომ მის გვერდით გამაღვიძოს. ისევ მაგრძნობინოს თავი ქალად, ადამიანად და ზოგადად იმად, რაც ვარ. მის გარეშე კი არაფერს წარმოვადგენ. საერთოდ არაფერს. მინდა რომ ვიტირო, ხმამაღლა ვიტირო და ჩემი ხმა მივაწვდინო, მინდა ჩემსკენ გამოიქცეს და მაგრად ჩამეხუტოს, მითხრას, რომ ეს უკანასკნელია და მარტო აღარასდროს დამტოვებს. მაგრამ როგორ?! მას ხომ არასდროს ესმის ჩემი ხმა! ის ხომ სწორედ იმ დროს არ არის ჩემს გვერდით, როცა ყველაზე მეტად მჭირდება მისი გვერდით დგომა, მისი დახმარება. მოვკვდები, მართლა ვერ გავძლებ მის გარეშე. თუ რამე სისუსტე მაქვს, მხოლოდ ერთი: მისი სიყვარული და მეტი არაფერი. მე თავად ვარ საკუთარი თავის მტერი, ჩემივე სიყვარულით. და მაინც მე ისევ ველოდები.
მთავარზე დაბრუნება