ადამიანი წარსულიდან
20-01-2019, 02:34. ავტორი: მიკი ძვირფასი ადამიანი , ის ვინც ყველაზე ახლოსაა , ის ვისაც უყვები გულის ყველაზე ბნელ ადგილას გადამალულ საიდუმლოებებს , ის ვისაც დანა უჭირავს და არჩევანის წინაშე დგას .
არ ვიცით რას აირჩევს , ამ დანას ჩვენს დასაცავად გამოიყენებს , თუ პირიქით გაგვანადგურებს .
ზოგჯერ მეორე ვარიანტის ხალხი გვხვდება და ცრუ წარმოდგენას გვიტოვებს , ნამდვილად ჩვენი ცხორების მეგზურად ვთვლით და სინამდვილეში კი მხოლოდ მომენტს ელის , მომენტს რომ გაგაქროს ,
საკუთარი სახე დაგაკარგვინოს , ის გააკეთოს რასაც არ ელოდები , რასაც ვერ წარმოიდგენ . შეტრიალდები , გინდა გადავარდე , ენდობი , გინდა დაგიჭიროს , მაგრამ გაიწევა , დაეცემი და
აორთქლდები , თითქოს გახურებულ ადგილას წყლის წვეთი დაეცა , რას წარმოიდგენდი ამას თუ ის პიროვნება გაგიკეთებდა ვისაც თვალდახუჭული ენდობოდი . გავა დრო , გადალახავ იმ ტკივილს ,
რომელიც მან მოგაყენა , შეიხორცებ ჭრილობებს , მაგრამ დგება ისეთი დღეები , რომლებიც ყველაფერს თავიდან გახსენებენ , თითქოს ის დღეები თავიდან განიცადე , სუნთქვა გეკვრის , გახსენდება ,
როგორი ბედნიერი იყავი , რა დაკარგე , ისევ საკუთარ თვს აადანაშაულებ , შემდეგ მასზე ბრაზობ , მერე ისევ გეღიმება სასიამოვნო დრო თვალწინ რო გიდგება , ეგუები იმ ფაქტს , რომ ეს
ყველაფერი იყო და დასრულდა ... თვალზე ცრემლიც აღარ გადგება , ისე როგორც ერთი წლის წინ იყო ... გგონია შეიცვალე , მაგრმ ამის გაფიქრებისას შეშდები , გაქვავებული ხარ და შენში ორი
მხარე იბრძვის , ერთი რომელიც არ გაძლევს უფლებას წარსულმა ისევ ტკივილი მოგაყენოს და მეორე რომელიც წარსულს აწმყოში ურევს და გაძლევს ნებას ისევ ისე დაეცე როგორც მანამდე , როცა
მიგატოვეს .
არჩევანი შენზეა , თუმცა ეს ორი მხარეც ხომ ისევ შენ ხარ ; სამწუხაროა , რომ საკუთარი ყოფნა , არ ყოფნის საკითხი არ შეგიძლია როგორც თათბირზე ისე განიხილო , შეკრიბო ხალხი , გააცნო
სტატისტიკა , მოაწყო პრეზენტაცია , ანახო სლაიდშოუ ... გამართო კენჭისყრა და რომელ მხარესაც უფრო მეტი ხმა ექნება იმას ენდო .
ეგრე არ ხდება , ამიტომაც გადაწყვეტილება შენით უნდა მიიღო ... გადაწყვეტილების მიღებისასაც კი სუნთქვა ჭირს , გესმის შენი გული როგორ ფეთქავს , ხედავ როგორ გიკანკალებს ხელები , ისიც კი
გინდა თქვენი ძველი მიმოწერა გახსნა , მაგრამ თავს იკავებ , იცი წარსულიდან გადმოვარდნილი მტკივნეული თემის ახლიდან გახსნა ისევ ბევრ ტკივილს მოგაყენებს , რაც არ უნდა დავიწყებული გქონდეს
და რაც არ უნდა უფრო მტკიცე და ძლიერი იყო . წარსული ყოველთვის სუსტ ადილებში გვირტყავს , იცის როგორ დაგვცეს მუხლებზე და ახლიდან გადაგვატანინოს ყველა ის საზიზღარი მომენტი ,
რომელიც დანასავით სერავს ჩვენს შინაგან სამყაროს ...მაგრამ გადის ეს წარსულში დაბრუნების დღეები და უბრუნდები ჩვეულ რიტმს , უბრუნდები იმ ცხოვრებას , რომელიც იმ ადამიანის გარეშე ააწყვე
, ცხოვრებას რომელიც გეგონა არც კი გექნებოდა .
უბრალო ჩანახატი , რომელიც მინდა შემიფასოთ , ველი კომენტარებს და იმედი მაქვს მოგეწონებათ

მთავარზე დაბრუნება