ადამიანი წარსულიდან
ძვირფასი ადამიანი , ის ვინც ყველაზე ახლოსაა , ის ვისაც უყვები გულის ყველაზე ბნელ ადგილას გადამალულ საიდუმლოებებს , ის ვისაც დანა უჭირავს და არჩევანის წინაშე დგას . არ ვიცით რას აირჩევს , ამ დანას ჩვენს დასაცავად გამოიყენებს , თუ პირიქით გაგვანადგურებს . ზოგჯერ მეორე ვარიანტის ხალხი გვხვდება და ცრუ წარმოდგენას გვიტოვებს , ნამდვილად ჩვენი ცხორების მეგზურად ვთვლით და სინამდვილეში კი მხოლოდ მომენტს ელის , მომენტს რომ გაგაქროს , საკუთარი სახე დაგაკარგვინოს , ის გააკეთოს რასაც არ ელოდები , რასაც ვერ წარმოიდგენ . შეტრიალდები , გინდა გადავარდე , ენდობი , გინდა დაგიჭიროს , მაგრამ გაიწევა , დაეცემი და აორთქლდები , თითქოს გახურებულ ადგილას წყლის წვეთი დაეცა , რას წარმოიდგენდი ამას თუ ის პიროვნება გაგიკეთებდა ვისაც თვალდახუჭული ენდობოდი . გავა დრო , გადალახავ იმ ტკივილს , რომელიც მან მოგაყენა , შეიხორცებ ჭრილობებს , მაგრამ დგება ისეთი დღეები , რომლებიც ყველაფერს თავიდან გახსენებენ , თითქოს ის დღეები თავიდან განიცადე , სუნთქვა გეკვრის , გახსენდება , როგორი ბედნიერი იყავი , რა დაკარგე , ისევ საკუთარ თვს აადანაშაულებ , შემდეგ მასზე ბრაზობ , მერე ისევ გეღიმება სასიამოვნო დრო თვალწინ რო გიდგება , ეგუები იმ ფაქტს , რომ ეს ყველაფერი იყო და დასრულდა ... თვალზე ცრემლიც აღარ გადგება , ისე როგორც ერთი წლის წინ იყო ... გგონია შეიცვალე , მაგრმ ამის გაფიქრებისას შეშდები , გაქვავებული ხარ და შენში ორი მხარე იბრძვის , ერთი რომელიც არ გაძლევს უფლებას წარსულმა ისევ ტკივილი მოგაყენოს და მეორე რომელიც წარსულს აწმყოში ურევს და გაძლევს ნებას ისევ ისე დაეცე როგორც მანამდე , როცა მიგატოვეს . არჩევანი შენზეა , თუმცა ეს ორი მხარეც ხომ ისევ შენ ხარ ; სამწუხაროა , რომ საკუთარი ყოფნა , არ ყოფნის საკითხი არ შეგიძლია როგორც თათბირზე ისე განიხილო , შეკრიბო ხალხი , გააცნო სტატისტიკა , მოაწყო პრეზენტაცია , ანახო სლაიდშოუ ... გამართო კენჭისყრა და რომელ მხარესაც უფრო მეტი ხმა ექნება იმას ენდო . ეგრე არ ხდება , ამიტომაც გადაწყვეტილება შენით უნდა მიიღო ... გადაწყვეტილების მიღებისასაც კი სუნთქვა ჭირს , გესმის შენი გული როგორ ფეთქავს , ხედავ როგორ გიკანკალებს ხელები , ისიც კი გინდა თქვენი ძველი მიმოწერა გახსნა , მაგრამ თავს იკავებ , იცი წარსულიდან გადმოვარდნილი მტკივნეული თემის ახლიდან გახსნა ისევ ბევრ ტკივილს მოგაყენებს , რაც არ უნდა დავიწყებული გქონდეს და რაც არ უნდა უფრო მტკიცე და ძლიერი იყო . წარსული ყოველთვის სუსტ ადილებში გვირტყავს , იცის როგორ დაგვცეს მუხლებზე და ახლიდან გადაგვატანინოს ყველა ის საზიზღარი მომენტი , რომელიც დანასავით სერავს ჩვენს შინაგან სამყაროს ...მაგრამ გადის ეს წარსულში დაბრუნების დღეები და უბრუნდები ჩვეულ რიტმს , უბრუნდები იმ ცხოვრებას , რომელიც იმ ადამიანის გარეშე ააწყვე , ცხოვრებას რომელიც გეგონა არც კი გექნებოდა . უბრალო ჩანახატი , რომელიც მინდა შემიფასოთ , ველი კომენტარებს და იმედი მაქვს მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.