ისევ ფიქრები "მასზე"
1-08-2016, 20:22. ავტორი: LastStrangeAngel დიდხანს ვიყავი ბოგემა სარკის
მე – საიქიოს მთვარით ნაბური.
და მომენატრა ცის უფრო კარგის
მზე ოქროსფერი და უდაბური.
მაგრამ დილის და შუადღის ალებს
ღონემიხდილი მე ძლივს ავიტან.
ელეაზარი – სული კანკალებს,
დაბრუნებუილ ცივ საფლავიდან.
მე მზის წყურვილი ვერ მოვიკალი
და მენატრება ახალი კანნა.
ჩნდება უეცრად, როგორც გრიგალი,
უცხო დაისის ფატა-მორგანა.
ათრთოლებული დაისი არის
ელიზიუმი ნაცნობ ლანდების,
და აქვითინდა სიმები ქნარის,
და ჰქრიან ქარნი სარაბანდების.
გადავარდები როგორც ჯამბაზი
დაისში თავით – ღვთისგან ქებული,
და ვით პეპელა იწვის ლამფაზე,
მე დავიწვები გაბრწყინებული.
[thumb]https://4love.ge/uploads/posts/2016-
08/1470066189_4jtqz390xg.png[/thumb]
08/1470066189_4jtqz390xg.png[/thumb]















მთავარზე დაბრუნება