ისევ ფიქრები "მასზე"
			    
                    დიდხანს ვიყავი ბოგემა სარკის მე – საიქიოს მთვარით ნაბური. და მომენატრა ცის უფრო კარგის მზე ოქროსფერი და უდაბური. მაგრამ დილის და შუადღის ალებს ღონემიხდილი მე ძლივს ავიტან. ელეაზარი – სული კანკალებს, დაბრუნებუილ ცივ საფლავიდან. მე მზის წყურვილი ვერ მოვიკალი და მენატრება ახალი კანნა. ჩნდება უეცრად, როგორც გრიგალი, უცხო დაისის ფატა-მორგანა. ათრთოლებული დაისი არის ელიზიუმი ნაცნობ ლანდების, და აქვითინდა სიმები ქნარის, და ჰქრიან ქარნი სარაბანდების. გადავარდები როგორც ჯამბაზი დაისში თავით – ღვთისგან ქებული, და ვით პეპელა იწვის ლამფაზე, მე დავიწვები გაბრწყინებული. [thumb]https://4love.ge/uploads/posts/2016- 08/1470066189_4jtqz390xg.png[/thumb] ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]()  | 
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
			
			ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
			
  
		 
          	
          ყველა გამოკ	  
		  
	.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.
		  
        
            
    
















