დაბადების ადგილი: ახლ. ქ. წალენჯიხა.
სწავლობდა წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში. სკოლაში "მოწაფეთა მეფეს" ეძახდნენ. უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. 1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო ''ნუცუბიძის კურსების" სახელით.... სრულად ნახვა
დაბადების ადგილი: ახლ. ქ. წალენჯიხა.
სწავლობდა წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში. სკოლაში "მოწაფეთა მეფეს" ეძახდნენ. უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. 1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო ''ნუცუბიძის კურსების" სახელით. ეს სასწავლებელი, რომელიც სრული გიმნაზიის უფლებებით მოქმედებდა, ტერენტი გრანელმა დაამთავრა 1920 წელს.
ტერენტი გრანელმა თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (1917-1918). გრანელის ლექსები ხასიათდება სევდითა და მისტიციზმით (კრებულები: "სამგლოვიარო ხაზები", 1921; "სულიდან საფლავები", 1922; "Memento mori ", 1924; "ტერენტი გრანელი", 1926), რის გამოც მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. 1987 წლის დეკემბერში პოეტის ნეშტი პეტრე-პავლეს სასაფლაოდან გადასვენებულ იქნა დიდუბის პანთეონში. წალენჯიხაში გაიხსნა ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი და ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა. 1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.114; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 97-98 აკეცვა