სიყვარული.ნარკოტიკები და ღალატი(სრულად)
რა არის არა ცხოვრება.. გიყვარს მასაც უყვარხარ. ლაღი ხარ, ბედნიერი, მაგრამ როდისაა ცხოვრება მუდამ ნათელი ფერებით აჭრელებული. დიდი გზა გვჭირდება ადამიანებს სრულყოფილების მიღწევამდე, შეიძლება ეს ტანჯვის, ტკივილის ფასად დაგვიჯდეს, მაგრამ შეიძლება დიდი ძალისხმევით შევძლოთ სრულყოფილების მწვერვალზე ასვლა. მე ტატა ვარ 24 წლის,მართალია ასაკით დიდი არ ვარ,მაგრამ ცხოვრებაში ბევრი რამ მაქვს გამოვლილი: ტანჯვა, ტკივილი, სიყვარული, ბედნიერება და ამით დიდი ასეთუისე დიდი გამოცდილება მივიღე. ვეთანხმები ასი პროცენტით, ფრაზას: ადამიანები შეცდომებზე სწავლობენო. ოჯახს რაც შეეხება მყავს: დედა, მამა, 2წლის ძმა და ორი უსაყვარლესი დაქალი ტასო და კატო.ეს ორი ადამიანია რომლის გარეშეც ალბათ ვერ ვიარსებებდი და საერთოდ ვიცოცხლებდი კი? დღემდე მათ გარეშე. ტასო და კატოს წყალობით დღეს ცოცხალი ვარ და თავს ისე დაუცველ და უსურ არსებად აღარ აღვიქვამ როგორც ადრე. ბევრს არაღ გავაგრძელებ უბრალოთ მოგიყვებით ჩემს ისტორიას რომელიც რამოდენიმე წლის წინ გადამხდა თავს... **** ზამთარი იყო 1 დეკემბერი ძალიან ციოდა,ცოტა ქარიც იყო,აბიტურიენტი ვიყავი და ჩემი რეპეტიტორის სახლიდან მოვდიოდი.უცბად ძლიერი ქარი მოვარდა, იმდენად ძლიერი რომ ცოტა დამაკლდა და ცავიქცეოდი,მაგრამ უცბად ჩემს ფეხებთან სპორტული მანქანა გაჩერდა,იქიდან საკმაოდ მაღალი მამაკაცი გადმოვიდა,მის სახეს ვერ ვარჩევდი ზამთრის სუსხი ისე მიწვავდა თვალებს.ასეთ მდგომარეობაში,რომ დამინახა წაყვანა შემომთავაზა.თავიდან ვიუარე,უცხო ადამიანს მანქანაში როგორ ჩავუჯდებითქო ,მაგრამ დამარწმუნა რომ არაფერს დამიშავებდა და ისიც მითხრა რომ სულაც არ იყო ბოროტმოქმედი,მითხრა რომ მხოლოდ ჩემი დახმარება უნდოდა.დიდი ხნის ხვეწნის შემდეგ სხვა გზა არ მქონდა მეც დავთანხმდი უცნობს,მისამართი ვუკარნახე და მანქანაში ჩავსხედით.მთელი გზა არცერთს არ ამოგვიღია ხმა... დაახლოებით ერთ საათში ჩემს სახლთან ვიყავით.მანქანის კარები გავაღე და გადავედი,ზრდილობისთვის კი მადლობაც გადავუხადე და სახლისაკენ გავემართე,მან კი მანქანის ფანჯრიდან უცებ თავი გამოყო და მომაძახა: -ჰეი შენ პატარავ ოდესმე შევხვდებით კი ერთმანეთს? -ვინ იცის იქნებ შევხვდეთ,მეც მივაძახე და გავუღიმე მხოლოდ მაშინღა შევამჩნიე თუ რა ლამაზი თვალები ჰქონდა „უცნობს“ წამით შევჩერდი და უგზოუკლოდ ჩავიკარგე მის უძირო შავ თვალებში,მაგრამ რეალობას მალევე დავუბრუნდი და უკვე გამოფხიზებული შევტრიალდი უკან და სახლისკენ ავიღე გეზი.ჩემს ასეთ ქცევაზე გაეცინა „უცნობს“ და სწრაფად დაქოქა მანქანა,სანამ სადარბაზოში შევიდოდი კიდევ მომაძახა: -მე ბედისწერის მჯერა პატარავ და თუკი ბედისწერას ჩვენი შეხვედრა ენდომება აუცილებლად შევხვდებითო! -მე სანაცვლოდ გავუღიმე ისევ და გზა განვაგრძე... სახლში დაღლილი შევედი,საბედნიროდ მარტო ვიყავი,ჩემი მშობლები რამდენიმე კვირით სოფელში იყვნენ წასულები.ხანდახან მიყვარს მარტო ყოფნა და განმარტოვება,ეს აუცილებელიც კია.როცა ადამიანი განმარტოვდები ხოლმე შენთვის ბევრ რამეზე ფიქრობ,შენს მომავალზე შენს მიერ გავლილ ცხოვრებაზე,რა მოგწონს? რა გახარებს?რა გხდის სარეთოდ ბედნიერს?რა უნდა გააკეთო იმისთვის რომ იყო წარმატებული და ა.შ. რაც ჩამოვთვალე ყველაფერ ამაზე უნდა მეფიქრა,მაგრამ არა,რატომღაც „უცნობის თვალებზე მეფიქრებოდა,რაღაც უხილავი გრძნობა დამეუფლა როცა პირველად მის თვალებს წავაწყდი,მაგრამ არ ვიცი რა! რა სისულელეა უცბად ჩემი მეორე მე წამოენთო,რა ერთი ნახვით შეყვარება?,ტატა ამის ხომ ამის არასდროს გჯეროდა.. მართალია ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა,დავეთანხმე ჩემს მეს. ცოტა ხნის წინ დიდი ძალისხმევის შედეგად სამუდამოდ ამოვშალე ერთი პიროვნება ჩემი ცხოვრებიდან, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა,მასთან იყო პერიოდები როცა საერთოდ არ მქონდა კონტქტი მასთან,მაგრამ მთელი დღეები მასზე ვფიქრობდი,მისით ვარსებობდი.გული მტკიოდა რომ მისგან უყურადღებობას ვგრძნობდი ხანდახან მაგრამ მე „გულუბრყვილოს“წყენა მალევე მავიწყდებოდა და ყოველთვის თავად ვდგამდი შესარიგებლად ნაბიჯებს საყვარელ ადამიანთან..ორ წლიანი ურთიერთობის შედეგად დასრულდა ჩემი სიყვარული.მომბეზედა ის სიცივე და უყურადღებობა რასაც ხშირად ვგრძნობდი ილიას მხრიდან..მაბრმავებდა მისი სიყვარული ვერაფერზე ვფიქრობდი როცა მას ვწერდი,სულ სადღაც დავფრინავდი, სადღაც არარეალურ სამყაროში,საზღვრების იქით ჰორიზონტს მიღმა...ვერაფრით ვახერხებდი მის დავიწყებას რამდენ ბიჭთანაც გავწყვიტე ურთიერთობა მის გამო,ბევრ სამაგალითო ადამიანთან, დიახ მისი სიყვარულის გამო, რომელიც მთელ სხეულს მიწვავდა და ღრმა იარებს მიტოვებდა ხოლმე..ჩემი დაქალები გიჟებს გვანდნენ,სულ იმას ჩამჩიჩინებდნენ:არ ღირს ეგ ბიჭი ამდენადო,მაგრამ გრძნობებს ვერაფრით ვთოკავდი მიყვარდა ყველაფრისდამიუხედავად...მაგრამ გავიდა ეს ორი წელი მოვახერხე მისი დავიწყება,სარეთოდ ბუნებით თბილი ადამიანი გახლავართ და ალბათ ვეღარ გავუძელი ასეთ სიცივეს და სწორედ ამიტომ შევძელი მისი დავიწყება.... პს:არ ვიცი ჩემო კარგებო რა გამოვა,მაგრამ ჩემს სულს და გულს ჩავდებ ამ ისტორიაში ვეცდები წინა ისტორიასთან შედარებით ბევრად უფრო საინტერესო იყოს ეს.გამიხარდება თუ დააკომენტარებთ და გამიზიარებთ თქვენს აზრებს.ეს არ იქნება გრძელი ისტორია სულ რაღაც რამოდენიმე თავს დავდებ და მალევე დავასრულებ,უკვე მოფიქრებული მაქ როგორ განვავითარო მოვლენები.თუკი რამე შენიშვნა გექნებთ გავითვალისწინებ შემდეგში <3 მადლობა წინასწარ:* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.