- ა - • ალმასის პოვნა სიზმარში ნიშნავს - ქორწინებას და სიმდიდრეს, ხოლო დაკარგვა ნიშნავს - ვინმეს სიყვარულს. • აბანოს ნახვა და ბანაობა - კარგია • აბანოდან გამოხვიდე სიზმარში ნიშნავს - საშიშ საქმეს ჩამოშორდები, აბანოში გარეცხე - სასჯელი გელოდება. • ავადმყოფობის ნახვა სიზმარში - სიხარულია, თავის ავადმყოფობა ნიშანია კარგი ცხოვრების. • ამინდი ცუდი რომ ნახო სიზმარში, ნიშანია რომ აგისრულდება გულის წადილი. • არწივი ნახო სიზმარში და აჭამო მას ნიშნავს - კარგ ამბავს გაიგებ. იმისი ხმა გაიგო, ნიშნავს - ვინმესგან დახმარებას მიიღებ. • აუზის ნახვა წყლით – პატიოსნების და ბედნიერების ნიშანია. • აუზში ბანაობა – ცუდია,მაგრამ ბოლო კეთილია. • აუზი დამშრალი ნახო – უნაყოფო წელიწადი იქნება. • ავი ანგელოზის ნახვა – მეტად ცუდია და რაიმე განსაცდელში ჩავარდები. • აბანოში შესვლა – დარდისა და ბოროტების ნიშანია. • არაყის სმა – სირცხვილისა და სიმწარის ნიშანია. • აქლემი ნახო – ნიშანია შორეული და ბედნიერი მგზავრობის. • აქლმზე თუ იჯექი – უეცარი ფათერაკი გადაგხდება. • ახალი რაიმე ნახო – უცხოეთში წახვალ და უცხო ხალხს ნახავ. • ახალი რამე ჩაიცვა – სახარულისა და ბედნიერების ნიშანია. • ატმის ჭამა ავადმყოფობასა და რაიმე შეჭირვებას მოასწავებს. • ამაღლებულ ადგილზე რომ დადიოდე – ამხანაგებში ამაღლდები. • აბრეშუმი ნახო ან იყიდო – ნიშნავს სურვილის ასრულებას. • აბრეშუმის ჭია – ცუდია, ნიშნავს უეცარ ფათერაკში გაბმას. • ამოიოხრო თავად - განსაცდელში ჩავარდები, თუ სხვისა ნახო - სასარგებლოა. • აღვირის გაყრა ცხენისათვის – უსათუოდ ვისმეს დაუახლოვდები, დაუმეგობრდები. • აკვანი – კარგია და უმანკოების ნიშანია. • ამხანაგის ნახვა – ახალი საქმის და ახალი ამბავის ნიშანია. • ალერსი – კარგია და გულის წადილი აგისრულდება. • ანთება სანთლის – ბედნიერებისა და ფართო ცხოვრების ნიშანია. • ამაღლება ან ფრენა – ძალიან კარგია,სიწმინდე და სიწრფელის ნიშანია. - ბ - • ბულკის ჭამა სიზმარში, ნიშანია უკმაყოფილების. • ბალი რომ ჭამო სიზმარში, ნიშანია დაღონების, ბალის ხე რომ დარგო, ნიშანია სიმდიდრის. • ბეჭდის ნახვა სიზმარში, ნიშნავს - თვლიანი ბეჭედი - ნიშანია გაჭირვების. გატეხილი ან დაკარგული - ნიშანია ზარალის. • ბუზები რომ ნახო სიზმარში, ეჩხუბები ვისმეს. • ბანაობა წყალში ნიშნავს, ჯანმრთელობას და სიმდიდრეს. • ბალის ნახვა – ძალიან კარგია და კეთილი. • ბუდე ფრინველის – სიხარულისა და ბედნიერების ნიშანია. • ბატი ნახო – ნიშანია უცხოეთში წასვლის. • ბებერი ნახო ვინმე – კარგია • ბეჭედი ნიშნავს – სიხარულს და მალე ქორწინებას. • ბუხარი ნახო – სიმდიდრისა და ფართო ოჯახის, ანუ წარმატების ნიშანია. • ბრმა თუ ნახო – ავადმყოფობას გამოივლი. • ბრმა სხვა ნახო – ახალ რაიმეს ნიშნავს. • ბოლოკის ჭამა – ცუდია, მტრობის ნიშანია. • ბნელ ადგილას ჯდომა – მეტისმეტი სიცუდისა და სიბილწის ნიშანია. • ბროწეული – სიხარულია, და გაბედნიერება ოჯახის. • ბუკის ნახვა – ცუდი და უბედური ამბავის ნიშანია. • ბუკის ხმა თუ გაიგო – ავს და საზიანო რამეს გაიგებ. • ბროლი რაიმე ნახო – დიდი სიხარული ანუ ბედნიერება მოგეცემა • ბამბა – კარგია და მადლიან საქმეს აასრულებ. • ბრინჯის ნახვა – სიმართლეა და მეტისმეტი კეთილი ამბავია. • ბრინჯის ჭამა – ავადმყოფობის ნიშანია. • ბრწყინვალე ვარსკვლავი ან რომელიმე პლანეტა ნახო – კარგი ნიშანია. • ბაყაყის ნახვა – ნიშანია ერთგული ამხანაგის. • ბაყაყის მოკვლა – ცუდი ავდრებისა და წვიმების ნიშანია. • ბუს ნახვა – საძაგელი კაცისა და ცუდი საქციელის ნიშანია. • ბანკი ნახო – სიმდიდრეა და სიხარულის ნიშანია. • ბერიკაცი თუ ნახო მკვდარი – შენ დიდხანს იცოცხლებ. • ბატკანი ნახო – შემატებისა და ფართო ცხოვრების ნიშანია. • ბატკნის დაკვლა – ცოდვა და ვაგლახი ამბავია. • ბანაობა წყალში – სურვილის ასრულებას ნიშნავს. • ბაშმაკების ჩაცმა – შორეულ და საჩქარო გზის ნიშანია. • ბაშმაკებს რომ სხვა ვინმეს აცმევდე – ძალიან ცუდი ნიშანია. • ბულკის ნახვა – უკეთურობას და დიდ სამდურავს მოასწავებს. • ბარი თუ ნახო – ავი ენა არის და უსათუოდ ლაპარაკში გაებმები, თუ მიწა დაბარო - ცუდ და ფადარულ ამბავს გაიგებ. - გ - •გუბის ნახვა სიზმარში და გავლა იმაზე, ფათერაკია. • გვირგვინის დადგმა სიზმარში, ნიშნავს დაქორწინებულთათვის დაქვრივებას, ქალწულთათვის დაქორწინებას. • გაზომვა რისამე სიზმარში ნიშანია - დიდი პატივის. • გვრიტის დაჭერა სიზმარში, ნიშნავს ქორწილს. რომ გაუშვა გვრიტი ხელიდან, ნიშნავს ცოლის გაშვებას. • გვრიტი რომ გვრიტთან ნახო, ნიშნავს ქალისთვის გათხოვებას, ვაჟისათვის დაქორწინებას. • გზაზე წასვლა სიზმარში, ნიშნავს მწუხარებას, დაბრუნება კარგია. • გველის კბენა – ცუდი ნიშანია, სჩანს მტერი ადვილად მოგერევა. • გოგრის ნახვა ან ჭამა – ცუდია, ავადმყოფობას ნიშნავს. • გოგრის თესლის დათესვა – ციების ნიშანია. • გემები საომარი ნახო – ომიანობის და ჩხუბების ნიშანია. • გემები წყნარად დაბმული ნახო – ქვეყნის სიმშვიდეს ნიშნავს. • გემები დატვირთული ნახო – დიდი დოვლათის და სიმდიდრის ნიშანია. • გვამი მკვდრისა საფლავიდან აღდგენილი ნახო – სიხარულის ნიშანია. • გამხმარი ხე – სიკვდილისა და ხანგრძლივი ავადმყოფობის ნიშანია. • განძის პოვნა – დარდი და ვარამია. • გალავნის აშენება – იმედია და კეთილი ამბავის ნიშანია. • გუბე აღელვებული – ცუდსა და არეულ საქმეებს მოასწავებს. • გუბეში გადიოდე – იჩხუბებ ვინმესთან. • გვირგვინოსნობა ქორწინებულთათვის – დაქვრივების ნიშანია. • გვირგვინოსნობა ქალწულთათვის – დაქორწინების ნიშანია. • გვირგვინის დაჭერა – ვინმეს სიყვარულს ნიშნავს. • გვრიტის ხელიდან გაფრენა – სიყვარულს გულიდან მოიშორებ. • გველი თუ ორად გაწყვიტო – ძალიან საკეთილოს ნიშნავს. • გველი თუ მოჰკალი – უთუოდ მტერსაც მოერევი. • გველთან ლაპარაკი – მეტად კარგ რამეს მოასწავებს. • გაკრეჭილი შენი თავი ნახო – ძალიან ცუდი ამბავია. • გაფრენა შენი თავისა – სიხარულისა და შორს წასვლის ნიშანია. • გამხიარულება საწყალ ვინმესი – კარგია. • გვრიტის დაჭერა – ვინმეს სიყვარულს გულში ჩაიდებ. • გზად წასვლა – ცუდ და მავნებელ საქმეს ნიშნავს. • გზიდან დაბრუნება – კარგია და ნიშნავს ფათერაკის აცილებას. - დ - • დასახური - ახალი რამ დაიხურო სიზმარში, სიხარულია, ძველი რომ დაიხურო დაგეკარგება პატივი. რომ მოგპარონ სიზმარში, დიდ და ახლო მეგობარს დაკარგავ. • დედაკაცები რომ ნახო სიზმარში გაწეწილი თმებით, ნიშანია ავადმყოფობისა. იმათგან რომ სიზმარში მიიღო კმაყოფილება, ნიშანია რომ გაიმარჯვებ ყოველ საქმეში. • დიდი ბუქის ნახვა სიზმარში, ნიშანია რომ დიდი ჩხუბის მოწმე გახდები. • დანა ნახო სიზმარში - ქოწინების ნიშანია. • დროშა ნახო გაშლილი - დიდ ლხენას ნახავ. • დაჭრა - ნიშანია ავადმყოფობის. • დათვის ხმა თუ გაიგო – ახალ ამბავს გაიგებ. • დიდი ქარიშხალი თუ ნახო – დიდი არეულობისა და ჩხუბის ნიშანია • დამარხვა მკვდრისა – საწადელი აგისრულდეს. • დახრჩობა – ავი ამბავია, ან კარგი რამ ნივთი დაგეკარგება. • დაქორწინება ნახო – მწუხარების ნიშანია. • დარბაზი ნახო ან აშენება – ძალიან კარგია, გაბედნიერება არის და ცოლის შერთვა. • დარბაზი დაიკეტოს – მდიდარი ვინმე გაღარიბდება. • დედა შენი თუ ნახო – შენთვის კარგია და ბოლოც კეთილია. • დაართვა ძაფი – შორს გზად წასვლისა ან დაბრუნების ნიშანია. • დაჭრილი რომ ნახო – ნათესავის ავადმყოფობას ნიშნავს. • დაცემინება ცხვირისა – შემატებისა და სიხარულის ნიშანია. • დევის ნახვა –ცუდს ნიშნავს. • დიდის ჩაცმა – დიდ სიხარულს და შვებას მოასწავებს. • დაბანვა ცივი წყლით – ცუდია და ალიაქოთის ნიშანია. • დაგვა სახლის – ნიშანია დოვლათის დაცარიელებისა. • დანგრეული შენობა ნახო – ყველა საქმე კარგად წაგივა. - ე - • ერბოს ან ზეთის ნახვა სიზმარში, კარგია და შეგემატება რამე. • ეკლესიაში შესვლა ნიშნავს - კარგად ცხოვრებას. • ეკალი თუ მუჭაზე დაიგროვე - ცუდი დრო დაგიდგა. • ეკლესიის გალავანი ნახო - სიწმინდეა. • ეკლესია გაბრწყინებული ნახო – სამოთხის ნიშანია. • ეკლესიაში შეხვიდე და ილოცო – ძალიან კეთილი ნიშანია. • ეპისკოპოსის ნახვა – ცუდი და სნეულების ნიშანია. • ეკლის ამოღება – მტრისგან მოშორებას ნიშნავს. • ეზო დაგვილი ნახო – კარგია და სიხარულს მოასწავებს. • ეზო ნახო საქონლით – უცხო სტუმრები გეწვევიან. - ვ - • ვარსკვლავები რომ ნახო სიზმარში, ნიშანია - საქმეში გამარჯვების. მაგრამ რომ გუნდათ დაინახო, ნიშნავს მწუხარებას და საქმეც ცუდად წავა. ჩამოვარდნილი ვარსკვლავი ნახო, დაკარგავ ვინმეს გვარეულობაში, ან მეგობრობაში. • ვერცხლი ან ვერცხლის ჭურჭელი რომ ნახო სიზმარში - შეგემატება რამე. • ვაზის ხის ნახვა – ცუდ რაიმეს ანუ ავადმყოფობას ნიშნავს. • ვენახში შესვლა და ყურძნის კრეფა – ავდარს ნიშნავს. • ვაზის ჩარგვა – ძალიან კარგია და ბედნიერებას მიაღწევ. • ვარსკვლავი ჩამოვარდნილი ნახო – დიდი ვინმე დოვლათიდან დაეცეს. • ვარსკვლავი დაბნელებული ნახო – მწუხარების და სევდის ნიშანია. • ვერცხლის ნივთები, ან სხვა რაიმე ვერცხლისა – სასარგებლოა. • ვალის აღება – დარდისა და ფიქრის შემატებას ნიშნავს. • ვალის გადახდა – ჭირისა და ვარამის მოშორებას ნიშნავს. • ვაჭრობა – კარგია, უეჭველად კარგ რამეს შეიძენ. • ვირი ნახო დატვირთული – კარგია • ვირების ნახვა ან ხმის სმენა – მწუხარების ნიშანია. • ვარდი ნახო – კარგია, სიხარულის და შვების ნიშანია. • ვარდის დაკრეფა – ცუდია, აგრეთვე შინ შეტანაც არ ვარგა. • ვაშლის ხე ნახო – დიდსა და სახელოვან ვინმეს დაინახავ. • ვაშლის ჭამა – კარგია და გამარჯვებით ყოფნას მოასწავებს. • ვაშლი ფერშეცვლილი ნახო – ავ რაიმე საქმეს ნიშნავს. - ზ - • ზღვა რომ ნახო დინჯად, ნიშანია სიხარულის და, თუ აღელვებული ნახე ნიშანია მწუხარების. • ზღვაში ბანაობა – ძალიან კარგია, გულის საწადელი აგისრულდება. • ზარი ჩამოვარდნილი ნახო – ცუდი და განსაცდელის ნიშანია. • ზარის ხმა – სიხარულისა და ახალი რაიმე ამბავის ნიშანია. • ზაქის ხორცის ჭამა – მეტად ცუდია და ავადმყოფობის ნიშანია. • ზაქი რომ ნახო – დიდსა და სახელოვან ვინმეს გაიცნობ. • ზანდუკი რომ ნახო – სიმდიდრისა და ფართო ცხოვრების ნიშანია. • ზურმუხტის ნახვა – კარგია, თუ იყიდო - დიდი სიხარული შეგემატება. • ზურნის ნახვა – ნიშანია ჯარისა და დიდძალი ხალხისა. • ზურნის ხმა თუ გაიგონო – დიდი ნიაღვარი მოვიდეს ანუ წვიმა. • ზამთარი ნახო – კარგია და მეტად კარგ მოსავალს მოასწავებს. • ზაფრანით საჭმელის ჭამა – კარგია და ჯანმრთელობას ნიშნავს. • ზაფრანის ნახვა – ავადმყოფობასა და ლოგინად ჩავარდნას ნიშნავს. • ზეცას აფრენა – სიწმინდე და პატივია ყოველი კაცისათვის. - თ - • თმები აწეწილი ჰქონდეს, ნიშანია საქმის არევის. რომ ივარცხნიდე, ნიშანია განთავისუფლების. შეჭრა სხვა ვინმეს, ნიშანია ბედნიერების. რომ შეგჭრას - ცუდია. • თავის მოჭრა – კარგია, მტერს ყოველ საქმეში მოერევი და დაამხობ. • თოფის ხმა ანუ გასროლა – ახალ ამბავს მოასწავებს. • თმა გახშირებული გქონდეს -ნიშანია შეძლებისა და შემატების. • თიხის ჭურჭელი ნახო – კარგია, ოჯახში რაიმე მოგემატება. • თევზი თუ წყლიდან ამოიყვანე – ნიშანია წვიმებისა და ავდრისა. • თევზის ნახვა – ავი ენა არის, ანუ ავად ხალხის ძრახვა. • თევზს ჭამდე – ცუდი და საძაგლობის ნიშანია. • თევზის შეწვა – ძალიან ცუდია, ქვეყნის უბედურების ნიშანია. • თაფლის ნახვა ან ჭამა – ორივე მეტად ცუდია და ფათერაკია. • თეთრი ფული ნახო –ძალიან კარგია, სიმდიდრე დ ქონება შეგემატება. • თეთრი ტანსაცმელი – უბიწოებისა და გულწრფელობის ნიშანია. • თხა ნახო – სარგებლობა მოგეცემა. • თხის ხორცის ჭამა – დარდია და ფათერაკია. • თუთის ხე თუ ნახო – კარგია და ბოლო კეთილია. • თამაში – ცუდია და ნიშნავს ჩხუბსა და არეულობას. • თოვლში თამაში – მატად ცუდია და ნაღველი. - ი - • ისტორია საწყენი რომ გაიგო - კარგ რამეს გაიგებ. • იპოვო რამე- შეგემატება რამე. • ინდაური – კარგია, დოვლათი მოგემატება. • იარაღი –კარგია, პატივი და ქონება მოგემატება. • იარაღის ხმარება – ჩხუბისა და ალიაქოთის ნიშანია. • ირემი – კარგია და ახალი სიხარულის შემატება არის • ირმის მოკვლა – ცუდია და სინანულის ნიშანია. • იის კრეფა – სიხარული და ლხინი მოგემატება. • იხვი – ცუდი ნიშანია ანუ ავდარს მოასწავებს. - კ - • კუბოს ყიდვა სიზმარში, ნიშანია ავადმყოფობის. • კვამლი სქელი რომ ნახო - ცუდია, დაფანტული და გაშლილი, ნიშანია მტერს შეურიგდები. • კბილები თეთრი, ნიშანია შეგემატება რამე, შავი და დამპალი ნახო, ნიშანია ჩხუბს შეხვდები, მაგრამ თუ გამოსაცვლელი კბილი ნახე, ნიშანია გაბედნიერების. • კურდღელი რომ ნახო, ნიშანია დიდი აყალმაყალის. • კარტის თამაში ნახო, შეგემატება რამე, თუ შენ ითამაშე, ნიშანია ჩხუბისა. • კატა ნახო, ჩხუბი მოგივა ვინმესთან. • კაცის მოკვლა – მწუხარებისა და ნაღველის მომატების ნიშანია. • კუბოს გაკეთება – ნიშანია სიხარულისა და პატივისცემისა. • კბილის ჩამოვარდნა – ნათესავის სიკვდილია. • კურდღელი – მშიშრობისა ან სხვა ცუდის ნიშანია. • კლიტე – კარგია • კვერცხი – საზიანო საქმე დაგემართება. • კვერცხს კრუხს უწყობდე – სარგებლობისა და ხეირის ნიშანია. • კამეჩი ნახო მორევში – ახალ ამბავს გაიგებ. • კამეჩი თუ შეაბი და ამუშავე – ცუდი და ფათერაკის ნიშანია. • კოცნა ვინმესი – კარგია და რაიმე დოვლათს შეიმატებ. • კოცნა მკვდრისა – ძალიან ცუდია და საშიში ნიშანია. • კოკის ნახვა – კარგია, ცარიელი კი - ცუდია. - ლ - • ლაპარაკი სიზმარში, ნიშანია სარგებლობის. ლაპარაკი სამღვდელო ვინმესთან კარგია. • ლომები რომ ნახო მშვიდი, ნიშანია, რომ საქმე გექნება დიდ კაცებთან. ანჩხლი ლომები ნახო, ნიშანია უბედურების. • ლაპარაკი რომ გაიგო მაღალი ხმით სიხარულია. • ლეკი რომ ნახო, შეხვდები ახალგაზრდა მეგობარს. • ლუდი დალიო, ნიშანია, აჯობებ მტერს. რომ მოკლა მტერი შენი, ნიშანია ზარალისა. • ლამაზი სახის ნახვა ან კოცნა – ძალიან კარგია. • ლეღვის ჭამა – მეტად ცუდი ნიშანია და ავადმყოფობაც მოსდევს. • ლეღვის ხე ნახო – ცუდია და საშიშ საქმეს მოასწავებს. • ლიმონის ნახვა – კარგია და რაიმე სიხარულს შეიმატებ. • ლიმონის ჭამა – ცუდია და სნულების ნიშანია. • ლეკვით თამაში – ძალიან კარგია და ბედნიერების ნიშანია. • ლოცვა ან საყდარში შესვლა – კარგია და ბედნიერებაა. • ლომის ნახვა – დიდი და სახელოვანი კაცის ნიშანია. • ლოგინის ნახვა – ცუდია და ავადმყოფობის ნიშანია. • ლაპარაკი სხვისა – კარგია, მხოლოდ ფრთხილად იყავი მტრისაგან. • ლურსმანი მოაგროვო ან იყიდო – კარგია. - მ - • მდიდარი იყო სიზმარში, ნიშანია ავადმყოფობის, სიმდიდრის შოვნა სიზმარში, ცუდია. • მონადირეობა თევზის სიზმარში მწუხარებაა. • მკვდარი თუ გელაპარაკებოდეს სასაფლაოზე – კარგი რაიმეს ნიშანია. • მგალობელი ფრინველი ნახო – სიხარულია და ბედნიერების ნიშანია. • მოხარშვა რაიმესი – ძალიან ცუდია და შფოთების შემატებაა. • მიწისძვრა – საშინელი და საზარელი ამბავია. • მერცხლის ნახვა – კარგია, მტერზედ მუდამ გაიმარჯვებ. • მზე ღრუბელს მოფარებული – მწუხარებისა და დარდიანობის ნიშანია. • მზე ნახო ბრწყინვალედ – სიხარულსა და ბედნიერებას ნიშნავს. • მონადირე თავის იარაღით – ღმერთისაგან შემწეობა მოგეცეს. • მსხლის ჭამა – ცუდია და ავადმყოფობა არის. • მეფის ნახვა – კარგია და სარგებლობა არის, აგრეთვე ბედნიერებაა. • მკვდარს გამოართვა რამე – სარგებლობისა და შემატების ნიშანია. • მამლის ყივილი – კარგია, სიხარული მოგემატება. • მაღლიდან ჩამოვარდნა – დიდებიდან დაცემის ნიშანია. • მზე და მთვარე ერთად ნახო – ძალიან ცუდი ნიშანია. • მოკლული ნახო ვინმე – დიდი ვაგლახია და მწუხარებაა. • მგელი ნახო –ცრუ კაცია, ფრთხილად იყავი არავინ მოგატყუოს. • მგელი მოკლა – კარგია, მტერს მოერევი და გალახავ. • მატყლის ნახვა – სარგებლობა არის, თუ შავია - ცუდი ნიშანია. • მჭედელი – კარგია და რაიმეს იყიდი ოჯახისათვის. • მეხი – სიხარულია და მშვიდობიანობას მოასწავებს. • მონასტერი ნახო ან შესვლა – ცუდია და ნაღვლიანობაა. • მთაზე ასვლა – ცუდია • მოტევება ცოდვისა – კარგია,ქონება მოგემატება და გაიხარებ. • მოპარული რამე იყიდო ან ჭამო – ლოცვაა და სამძიმარი. • მდიდრობა – ცუდია და ავადმყოფობის ნიშანია. • მარილის ჭამა – სიმწარეა და დარდის შემატებაა. • მკვდარი მღვდელი ნახო – ცუდია და ვაგლახის ნიშანია. - ნ - • ნავით წასვლა სიზმარში, ნიშანია გამარჯვების და შორს წასულის ნახვა. კარეტით წასვლა, პატივი შეგემატება. ცხენით წასვლა, ნიშანია დიდი მტრობისა. • ნემსები რომ ნახო სიზმარში, გაქებს ვინმე. • ნაგვის გროვა რომ ნახო, ნიშანია მოსავლის. • ნაყოფი ჭამო სიზმარში, ნიშანია სიმდიდრის, მჟავე ნაყოფი ჭამო, სიხარულია. • ნავი ნახო დატვირთული – ცუდსა და საზიანო ამბავს მოასწავებს. • ნიგოზი – მშვიდობიანობა და კარგია. • ნადირის ნახვა – ცუდია და უსირცხვილო კაცს ნიშნავს. • ნახშირის ნახვა ან გაჩაღება – ცუდი და საზიანო საქმეა. • ნესვის ნახვა ან ჭამა – ძალიან ცუდია და ავადმყოფობაა. • ნამი – კარგია, თავისთვისაც და ქვეყნისთვისაც. • ნაქსოვი ოქროთი რამე ნახო – კარგია, გულის სურვილი აგისრულდება. • ნიორი – სიმწარის, ნაღვლისა და სნეულების ნიშანია. - ო - • ოქრო ნახო სიზმარში, სიმდიდრეს ნიშნავს. • ოქროს ჭურჭლით დალიო რამე, ნიშანია, რომ მიიღებ დიდ სიმდიდრეს. • ოქროს სამკაული, ან რაიმე საქონელი ნახო – ყოველივე კეთილია. • ოქროს ფული – ცუდია და ავადმყოფობისა და ზიანის ნიშანია. • ოქროს ბეჭედი – ძალიან კარგია და ქორწინების ნიშანია. • ომი – კარგია და ყოველი გაჭირვება მოგშორდება. - პ - • პომადის წასმა სიზმარში, ნიშანია მწუხარების ან ავადმყოფობის. • პურის ჭამა ან გამოცხობა – ორივე სულ ცუდია. • პირის დაბანა – ცუდია და განსაცდელის ნიშანია. • პორტრეტის ნახვა, ან ყიდვა – ცუდია და მწუხარების ნიშანია. • პირსახე ლამაზი ნახო, ან აკოცო –ძალიან კარგია და სასიხარულოა. - ჟ - - რ - • რქები გქონდეს სიზმარში, ნიშანია უშიშარობის. • რკინის ნახვა ან ყიდვა, დიდი მწუხარება არის. რკინით ცემა მწუხარება და ჭირია. • რეჰანის კრეფა – კარგია და სიხარული შეგემატება. • რუმბის ნახვა – დიდობისა და ფართოდ ყოფნის ნიშანია. • რძის ყიდვა, ან დალევა – კარგია და ჯანმრთელობაა. • რქიანი ნადირის ნახვა – საკვირველების ნიშანია. - ს - • სამრეკლო ნახო სიზმარში, სიმდიდრეა. • საზამთროს ნახვა საქმის დაბრკოლებაა. ჭამა ცუდია. • სიხარული სიზმარში ცხადად სიხარულს ნიშნავს. • სოკო რომ მოაგროვო, ნიშანია სარგებლის. • სანთელი აანთო – გეყოლება და გაიხარებ. • სახლის ყიდვა, ან ახალის აშენება – ერთიანად ცუდი ნიშანია. • სიზმარში სიზმარს ამბობდე – კარგია და სიხარულია. • სასწავლებელი – კარგია და ბედნიერების ნიშანია. • სარკეს ხმარობდე – ქორწინების ნიშანია და აგრეთვე სიხარულის. • სასმელისა ან ღვინის სმა – კარგია, ჯანმრთელობა არის. • საათის ნახვა ან ყიდვა – მეტად კარგია სარგებლობის ნიშანია. • სავარცხელი – ცუდია და საზიანო საქმეა. • სპილენძი – ცუდია, ფრთხილად უნდა იყო • საპყრობილე ნახო – მეტად ცუდია და გაჭირვებას ნიშნავს. • სისხლის გამოშვება – ცუდი ნიშანია, დაუძლურდები. • სეტყვა – ცუდი და მწუხარება არის მთელს ქვეყნისათვის. • სტუმრის მიპატიჟება და მიღება – სიხარულია. • სიცივე – ცუდია, ამხანაგებთან ჩხუბი მოგივა. • სამრეკლოს გუმბათის ნახვა – კარგია და სარგებლობის ნიშანია. • სიცილი – ტირილისა და მწუხარების ნიშანია. • სიარული ფეხსაცმლით – კარგია. • სიარული ფეხშიშველი – ცუდია. • საყდარი ააშენო, ან ილოცო – ნიშნავს რაიმეს შემატებას. - ტ - • ტალახი სიზმარში, მწუხარებაა, მაგრამ სახლში კარგია. • ტირიფი ნახო სიზმარში, პატივია. • ტაფის ნახვა სიზმარში და იმაში რამის მოხარშვა, ნიშანია ჩხუბის და საქმის დაფარვის. • ტყე ნახო სიზმარში, შეგემატება რამე, რომ მოსჭრა, ნიშანია აჯობებ შენს მტერს. • ტანისამოსის გარეცხვა, ნიშანია ზარალის. • ტანისამოსის დაკარგვა – ქვეყანაში შერცხვენა არის. • ტანისამოსის ჩაცმა – ყოველთვის კარგია და ბედნიერებაა. • ტიტველი შენი თავი ნახო ან სხვა – ორივე ცუდი ნიშანია. • ტყემალი ნახო ან დაკრიფო – კარგია, ჭამა კი ცუდი. • ტყვედ ჩავარდნა – ცუდი ნიშანია, მწუხარების მომტანია. • ტყვედ სხვა ნახო – შენთვის კარგია. • ტალახში სიარული – მწუხარების და ვაგლახის ნიშანია. • ტირიფი – კარგია და სიხარულის ნიშანია. • ტკბილი რამე ჭამო ან დალიო – ცუდია და მწუხარების ნიშანია. • ტახტზე ჯდომა – კარგია და სარჩოს შემატების ნიშანია. • ტირილი და გლოვა – სიხარულია. - უ - • უსუნო რამეს სიზმარში, შეგემატება რამე. • ურემი რომ ნახო და იმითი მიდიოდე სადმე, ნიშანია ახლო ნათესავის დაკარგვის. • უენო ანუ მუნჯი ნახო – კარგია და სიხარულია. • უღელში თუ შეგაბან – განსაცდელში და ფათერაკში გაებმები. • ურიის ნახვა ან წვალება – სრულიად ცუდია. • ურჯულოს ელაპარაკო – კარგია და საქმის წარმატებაა. • უცხო დედაკაცის კოცნა ან ხუმრობა – ძალიან კარგია. • უღელში ხარი შებმული ნახო – კარგია და სასიხარულო. • უნამუსო დედაკაცის ლაპარაკი – დიდი ბედნიერება არის. • უმანკო ქალის გადახვევნა – მეტად კეთილია და სიხარულია. - ფ - • ფული ოქროსი ან ვერცხლის ნახო, კარგია, მაგრამ სპილენძის ფული, ნიშნავს მწუხარებას. • ფორთოხლის ჭამა ნიშნავს - დიდ სარგებლობას გარეშე საქმიდან. • ფეხსაცმლის ჩაცმა სიზმარში. ნიშნავს საჩქარო გზას და საქმეში გამარჯვებას. • ფრინველების ჩხუბი – ცუდი ამბავია და საზიანო. • ფეხების დაბანა – შორი გზის ნიშანია. • ფორთოხლის ხის ნახვა – ცუდია, მაგრამ ჭამა - კეთილია. • ფქვილი – სარჩოს შემატება და სიმდიდრეა. • ფური ნახო და მოწველო – სარჩოს შემატების ნიშანია. • ფრჩხილების გაზრდა სიზმარში – საწყლობა და გლახაკობა არის. • ფარა ცხვრისა მინდვრად ნახო – დიდი ბედნიერება არის. • ფანჯარა თუ გააღო – სამწუხარო ამბავს გეტყვიან. • ფული სპილენძისა – ცუდია შეჭირვებაა. • ფრანი ანთებული – სიხარულის ნიშანია. - ქ - • ქაღალდის საქმეების გარჩევა, ნიშანია რომ აღარ ველოდოთ, რაზედაც თვალი გიჭირავს. • ქარის წისქვილი ნახო, შეგემატება მოლაპარაკე. • ქუხილი გაიგო სიზმარში, ახალ ამბავს გაიგებ. • ქათმის ნახვა – ძალიან ცუდი და ვაგლახი ნიშანია. • ქვა ისროლო – ავი საქმის გაახლება არის. • ქუხილი გაიგონო – ახალ ამბავს გაიგებ და გაიკვირვებ. • ქისა ფულით სავსე იპოვო – ძალიან კარგი ნიშანია. • ქლიავის მოკრეფა ან ჭამა – ცუდი ნიშანია. • ქვიშა ნახო – სიხარულია და კარგი ნიშანია. • ქუდის ნახვა – კარგია და სასიხარულო. • ქორწილში წასვლა – კეთილი ნიშანია. • ქერის ნახვა – საზიანო საქმეს მოასწავებს. • ქალაქში შესვლა – სიხარულია. - ღ - • ღვინო დალიო სიზმარში, ნიშანია ბედნიერების, რომ დაღვარო, ნიშანია დაცოლშვილების. • ღრუბელი რომ ნახო სიზმარში შენს თავზე, ნიშანია ბედნიერების. • ღვინის სმა – კარგია, ღონე შეგემატება. • ღმერთი შენს სახლში შესული ნახო – ძალიან კარგია. • ღმერთი ნახო – ძალიან კარგია, ყოველი შეჭირვებიდან განთავისუფლდე. • ღორის ნახვა – საძაგელი და მყრალი კაცია. • ღამით სიარული – კარგია და სიხარულის ნიშანია. - ყ - • ყვავი მოკლა, ნიშნავს გამარჯვებას მტერზე. • ყინული ნახო სიზმარში, საქმეში ვერ გაიმარჯვებ. • ყვავი თუ ნახო ან ხმა გაიგო – ნათესავს დაკარგავ. • ყვავილი ნახო – სიხარულია. • ყიდვა რაიმე ნივთისა – კარგი და კეთილია. • ყვირილის ხმა – სიწყნარისა და მშვიდობიანობის ნიშანია. • ყავარჯენის ნახვა ან ხელში დაჭერა – კარგია. • ყურძნის ნახვა ან მოკრეფა – ავდრობას მოასწავებს. • ყველი ჭამო – ცუდი საქმის ნიშანია. • ყმაწვილის აყვანა ხელში – ავადმყოფობის ნიშანია. - შ - • შეშის დაჭრა ნიშანია მტერზე გამარჯვების. • შინაურს ვინმეს აკოცო, კარგს ამბავს შეიტყობ. • შუშა ნახო, მოტყუვდები, და რომ დალიო რამე შუშის ჭურჭლით - ფათერაკია. შუშით ზეთი ნახო, კარგია. • შეშის შეტანა ან ყიდვა – ძალიან კარგია. • შინაურს აკოცო – კეთილი და სიხარულია. • შემოდგომის მოსავალი – ძალიან გამდიდრდე. • შავ ცხენზე ან ჯორზე ჯდომა – ბედნიერებას მოასწავებს. • შემწვარი ხორცი ჭამო – ავადმყოფობის ნიშანია. • შენი თავის გამდიდრება ნახო – კარგია, გაიხარებ. • შორეული მგზავრი ნახო – სიხარული მოგემატება. • შტვენა რომ გაიგო – საშიშ ამბავს გაიგებ. • შადრევანი ნახო წყლით – მეტისმეტად კარგი არის. • შენობის აშენება – კარგია და ოჯახის ბედნიერება არის. - ჩ - • ჩიტი მოინადირო, ახალ ვისმეს გაიცნობ. • ჩამოვარდნა მაღლობიდან – ცუდია, ძალიან შერცხვები. • ჩანგის კვრა ან მღერა – დიდი მწუხარება არის. • ჩოხა შავი ჩაიცვა – ცუდია, თეთრი კი კარგია. • ჩიტის ნახვა – ცუდია, ცრუ ვისმეს გაიცნობ. • ჩექმა ძველი გეცვას – ცუდია, ახალი - კარგია. • ჩითის ყიდვა ან ჩაცმა – სიხარულის ნიშანია. - ც - • ცეცხლი მოკიდებული ნახო, ნიშანია ჩხუბი მოგივა მეგობართან ან ნათესავთან. • ცემა ვისმესგან – შორს გზად წასვლას მოასწავებს. • ცურვა წყალში – ზოგჯერ კარგია, ზოგჯერ ავი • ცხენის ნახვა ან ჯდომა – ძალიან კარგია და სიხარულია. • ცხვარი – ამინდი შეიცვლება. • ცხენოსანი თუ ნახო – ფათერაკი გადაგხდება. • ცხენი მჭლე ნახო – ცუდი და გლახაკობის ნიშანია. • ცა მოწმენდილი – ძალიან კარგია. • ცა მოღრუბლული – ძალიან ცუდია. • ცისარტყელა – ბედი შეგეცვლება. • ცეცხლი თუ ნახო – ომისა და ჩხუბის ნიშანია. • ცეცხლში ჩავარდნა – შიმშილისა და მწუხარების ნიშანია. • ციხე – ფათერაკს გადაურჩები. • ცოცხალი ადამიანი მკვდრად ნახო – დიდხანს იცოცხლებს. • ცოლი შეირთო – ძალიან ცუდია და დარდის შემატებაა. - ძ - • ძმის ნახვა ნიშანია სიმდიდრის. იმისვე ნახვა წყალში, ნიშანია დიდი ხნის სიცოცხლის. • ძაფის დართვა სიზმარში - ნიშანია გზაზე წასვლის. • ძროხის ხორცის ჭამა –ცუდია და განსაცდელია. • ძროხის მოწველა –კარგია, ქონებას უფრო შეიძენ. ძმასთან ჩხუბი თუ მოგივიდეს –სხვასთან უსიამოვნებას მოახდენ. • ძუძუ –ვაჟიშვილი მოგეცეს და მეტად გაიხარო. • ძაფი დაართო –მწუხარებისა და სევდის ნიშანია. • ძვალი ნახო ან ხელში აიღო –კარგი ნიშანია. • ძუნწი კაცი ნახო – გაჭრვებაში ჩავარდები. • ძაღლი თუ ნახო –მტერია, ფრთხილად იყავი. • ძაღლის ლეკვი თუ ნახო –ძალიან კარგია. • ძაღლი ცოფიანი თუ ნახო –მეტად ცუდი ნიშანია. - წ - • წვერის მოპარსვა სიზმარში, ზარალია. დავარცხნა, ნიშანია მოგების. • წყალი მღვრიე ნახო –ცუდია, წმინდა - ძალიან კარგი. • წყლის ხმა გაიგონო – სხვასთან ლაპარაკი მოგივა. • წყალი მომავალი ნახო – კეთილი რამის ნიშანია. • წყალი აყროლებული ნახო – ცუდი საქმე შეგემთხვევა. • წყალობის მიღება ვისმესგან – ძალიან კარგი ნიშანია. • წამლის სმა – უნებურად ცუდი რამე დაგემართება. • წყლის იხვი ნახო ან ბატი – კარგი ნიშანია. • წოლა ლოგინში – ავადმყოფობის ნიშანია. • წიგნი დაგლეჯილი თუ გეჭიროს – ავად გახდები. • წყაროს ნახვა – კარგია, თუ დამშრალია - ცუდია. • წვიმის ხმა გესმოდეს – ჩხუბი მოგივა ვისმესთან. • წისქვილი – ბედნიერების ნიშანია. • წირვის ხმა გესმოდეს – ჩხუბი მოგივა ვისმესთან. • წყალი წმინდა თუ დალიე – კეთილია. • წისქვილის აშენება –ბედნიერების ნიშანია. • წისქვილში მისვლა – ცუდია, გაჭირვებაში ჩავარდები. • წიწილა – რამეს შეიმატებ, გამდიდრდები. - ჭ - • ჭარხლის დათესვა – კარგია, ჭამა - კი ძალიან ცუდი. • ჭაობიანი ადგილი – უძლურებისა და ავადმყოფობის ნიშანია. • ჭიდან წყლის ამოღება – კეთილი ნიშანია და შემატება. • ჭაში ჩავარდე – მეტისმეტი შეჭირვებისა და მოწყენილობისაა. • ჭიანჭველების ნახვა – კარგია და კეთილი, მხოლოდ დახოცვა - ცუდია. - ხ - • ხორბლით აავსო რაიმე სიზმარში ნიშნავს - დიდ მოგებას მიიღებ. • ხატვა ნახო რაიმესი – კეთილს დაამხობ. • ხიდი ჩაგიტყდეს ან ჩატეხილი ნახო – სიკვდილის ნიშანია. • ხელგახსნილი შენი თავი ნახო – სიმდიდრეს მალე მოეწევი. • ხორცის მჭამელი ფრინველი თუ ნახე – ცუდი ამბავია. • ხმა ტკბილი გესმოდეს – სასიხარულო დღეებს მოეწევი. • ხარის ნახვა – ხან კეთილია და ხანაც ავი საქმეა. • ხეს ფოთოლი სცვიოდეს – ომიანობისა და ჩხუბის ნიშანია. • ხე ნაყოფის მომცემი – კარგია, სარჩო და საცხოვრებელი შეგემატება. • ხის წაქცევა – კაცის სიკვდილს მოასწავებს. • ხახვის ნახვა ან ჭამა – სიმწარის ნიშანია. • ხორცის ნახვა ან ჭამა – განსაცდელის ნიშანია. • ხალხის ყრილობა ნახო – ცუდი რამე შეგემთხვევა. • ხმა ყვირილისა მოგესმას – სხვები მტრობას გაგიწევენ. • ხარბობა სიზმრად – მეტად ცუდი საქმეა. • ხორბლის დათესვა – კარგია. • ხელები შეგეღებოს – რაიმეს შეიმატებ, გამდიდრდები. - ჯ - • ჯვარი თუ გამოართვი ვინმეს – ცუდი რამე შეგემთხვევა. • ჯვარი ოქროსი ან ჯაჭვი გეკიდოს – სიმდიდრეს მიიღებ. • ჯვარი ოქროსი თუ იპოვნო – საწადელი შეგისრულდება. • ჯვარის დაწერა ვისმესთან საყდარში – კარგია. • ჯოჯოხეთში შესვლა – ცოდვის დამძიმების ნიშანია. • ჯდომა ფეხმოკეცილი – ცუდი და მძიმე ფიქრის ნიშანია • ჯაჭვი თუ ყელზე ჩამოიკიდე – კადნიერების ნიშანია. • ჯაჭვით დაბმული შენი თავი ნახო ან სხვა – ცუდია. • ჯარის ნახვა – საყოველთაოდ მწუხარების ნიშანია, ცეცხლის წაკიდებას მოასწავებს. - ჰ - • ჰაერში ფრენდე – ბედნიერებას მიაღწიო. • ჰაერი წმინდა ნახო – ბედნიერებას მიაღწევ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.