- სხეულის მასის ინდექსის კალკულატორი - სხეულის მასის ინდექსი არის ორგანიზმში ცხიმის შემცველობის განმსაზღვრელი კოეფიციენტი: წონა/სიმაღლე2 მიღებული კოეფიციენტის მიხედვით შეიძლება განსაზღვროთ რამდენად გამხდარი ან მსუქანი ხართ და რა შეიძება იყოს თქვენი იდეალური წონა
- წონის პრობლემები ქალებში - სიმსუქნე უარყოფითად აისახება მენსტრუალურ და რეპროდუქციულ ფუნქციაზეც. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ მივმართეთ გინეკოლოგ მეგი მინდიაშვილს. - ქალბატონო მეგი, რა გავლენას ახდენს სიმსუქნე ქალის ჯანმრთელობაზე? - ცნობილია, რომ სიმსუქნის სიხშირე ასაკზეა დამოკიდებული. რეპროდუქციული ასაკის ქალებში მისი გავრცელება 35-50%-ს აღწევს, ხოლო მენოპაუზური ასაკის ქალებში - 75%-ს. ნორმაში ცხიმოვანი ქსოვილი ქალის სხეულის საერთო მასის 25-30%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მის რაოდენობას მამაკაცებში - 15-20%-ს. დღეს სიმსუქნე ქალის რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მიიჩნევა, თუმცა ეს ურთიერთკავშირი უძველესი დროიდანვე იყო ცნობილი. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე აღნიშნავდა კავშირს სიმსუქნესა და რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევას შორის. სიმსუქნე ახალგაზრდა ქალებში ინვალიდობის საწინდარია. ის 7-10 წლით ამცირებს სიცოცხლის ხაგნრძლივობას და ქმნის თანმხლები დაავადებების განვითარების საშიშროებას. ეს შეიძლება იყოს მენსტრუალური და რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, ონკოდაავადებები (ენდომეტრიუმის, საშვილოსნოს ყელის, საკვერცხეების, სარძევე ჯირკვლების კიბო) და სხვა. მსუქან გოგონებს მენსტრუაცია უფრო ადრე ეწყებათ. მათ აქვთ ნაადრევი სქესობრვი მომწიფების ალბათობა. ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობაზეა დამოკიდებული პირველი მენსტრუაციის მოსვლის დრო. - არსებობს თუ არა რაიმე კავშირი საკვერცხეების პოლიკისტოზსა და სიმსუქნეს შორის? - არსებობს მონაცემები, რომ საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის მქონე ქალების 60%-ს აქვს ჭარბი წონა ან სიმსუქნე, პოლიკისტოზური საკვერცხეები კი არარეგულარული მენსტრუაციის, ენდოკრინული უშვილობის, ჰირსუტიზმის (თმის ჭარბი ზრდა), ალოპეციის (თმის ცვენა), სებორეისა და აკნეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სიმსუქნის დროს პოლიკისტოზის განვითარება, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედებში ესტროგენების ანდროგენებად გაძლიერებულ გარდაქმნას, რასაც თან სდევს ანდროგენების - მამაკაცური ჰორმონების - ჭარბი გამომუშავება; მეორე მხრივ, სიმსუქნის დროს ვითარდება ინსულინრეზისტენტობა და კომპენსირებული ჰიპერინსულინემია. როგორც ცნობილია, ინსულინი მარტო გლუკოზის დონეს კი არ არეგულირებს სისხლის შრატში, არამედ მრავალფეროვან ზემოქმედებასაც ახდენს ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემაზე. მისი ზემოქმედებით ძლიერდება სასქესო სტეროიდული ჰორმონების გამომუშავება საკვერცხეებში. შესაბამისად, იმატებს მამაკაცური სასქესო ჰორმონების პროდუქცია. ინსულინის სიჭარბე, რაც მსუქანი ქალებისთვის არის დამახასიათებელი, ბლოკავს ღვიძლში იმ ცილების გამომუშავებას, რომლებიც სასქესო სტეროიდულ ჰორმონებს ბოჭავს. სწორედ ამის გამო იმატებს ანდროგენების დონე, რაც ჰირსუტიზმს და კოსმეტიკურ პრობლემებს იწვევს. - როგორ აისახება სიმსუქნე უშვილობაზე? - სიმსუქნის დროს 5-6-ჯერ ხშირია მენსტრუაციის ისეთი დარღვევა, როგორიც არის ოლიგომენორეა და ამენორეა. სხეულის მასის მკვეთრი მატება, რასაც თან სდევს მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ხშირად პირველადი და მეორეული უშვილობის მიზეზია. ევროპაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ იმ ქალებში, რომელთაც მასის ინდექსი 30-ზე მეტი აქვთ, უშვილობა 2,7-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ნორმალური წონის მქონე ქალებში. სიმსუქნის დროს 3-ჯერ უფრო ხშირია ანოვულატორული უშვილობა და საგრძნობლად მცირდება ფერტილობის აღსადგენად მიმართული მკურნალობის ეფექტი. ეს ეხება როგორც ოპერაციულ ჩარევებს (საკვერცხეების სოლისებური რეზექცია ან კაუტერიზაცია, რაც მიზნად ისახავს მენსტრუაციის რიტმის რეგულირებას და დაორსულებას სპს-ის დროს), ასევე ოვულაციის სტიმულაციას. სიმსუქნის დროს გაცილებით ნაკლებეფექტურია ოვულაციის ინდუქტორები, მაგალითად, კლომიფენი (უფრო დიდი დოზა და ხანგრძლივი მიღებაა საჭირო), ასევე - დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები. ქალებს, რომელთაც აქვთ ჭარბი წონა ან ამა თუ იმ ხარისხის სიმსუქნე, არა მარტო მენსტრუაციის შეწყვეტა, არამედ საშვილოსნოდან სისხლდენაც აღენიშნებათ. ხშირია ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და კიბოსწინარე დაავადებებიც. ამრიგად, სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მჭიროდ უკავშირდება არა მარტო ექსტრაგენიტალურ, არამედ გინეკოლოგიურ დაავადებებსაც, რომლებსაც თან სდევს მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უშვილობა, პათოლოგიური ცვლილებები საკვერცხეებსა და ენდომეტრიუმში. - მაგრამ თუ ასეთმა ქალმა წონა დაიკლო?.. - ცნობილია, რომ სხეულის მასის შემცირება იწვევს დარღვეული მენსტრუალური ციკლის აღდგენას, საკმარისია, სხეულის მასა 10-15%-ით შემცირდეს, რომ მსუქანი ქალების 60-70%-ს აღუდგება რეგულარული მენსტრუალური ციკლი, ხოლო დაახლოებით 50% ორსულდება ჰორმონული პრეპარატებისა და სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენების გარეშე. - რა გავლენას ახდენს სიმსუქნე ორსულობაზე, რა გართულებაა ამ დროს მოსალოდნელი? - თანამედროვე მონაცემების თანახმად, გესტაციური პროცესის გართულებები მსუქან ქალებში ასიდან 45-85 შემთხვევაში იჩენს თავს. იმატებს ორსულობის, მშობიარობის, ლოგინობის პერიოდის პათოლოგიური მიმდინარეობის, ახალშობილთა განვითარების სხვადასხვა დარღვევის ალბათობა, რაც პერინატალური დაავადებებისა და სიკვდილიანობის მატებას იწვევს. რაც უფრო მეტს იწონის ქალი ორსულობამდე, მით უფრო ნაკლები უნდა მოიმატოს ორსულობის დროს. როგორც ცნობილია, ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობისას პლაცენტური ჰორმონები და პროგესტერონი დიაბეტოგენურ ზემოქმედებას ახდენს და ინსულინრეზისტენტობის განვითარებას იწვევს. ამის გამო სიმსუქნე, რომელსაც ისედაც ახასიათებს ინსულინრეზისტენტობა, გესტაციური დიაბეტის (ორსულთა დიაბეტი) განვითარების რისკის ფაქტორს წარმოადგენს. მსუქან ქალებში ორსულობის დროს შეინიშნება გამოხატული ჰემოდინამიკური დარღვევები: მომატებულია სისხლის შედედების უნარი, არტერიული წნევა, ირღვევა გულის მუშაობა. ორსულობა ხშირად რთულდება პრეეკლამფსიით (50-60%), პლაცენტური უკმარისობით (30-40%). სიმსუქნე არტერიული ჰიპერტენზიისა და მძიმე ფორმის პრეეკლამფსიის დამოუკიდებელ რისკის ფაქტორად განიხილება - ეს ორი გართულება მსუქან ორსულებში ყველაზე ხშირია. სიმსუქნის დროს პრეეკლამფსია ორსულობის ადრეულ ვადაზე იწყება. ამ ფონზე ხშირია პლაცენტური უკმარისობა, რასაც ინტრანატალურ ჰიპოქსიამდე და ნაყოფის განვითარების შეფერხებამდე მივყავართ. სხეულის მასის ზომიერი (25-28 კგ/მ2) მატება ორსულობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია, რაც განპირობებულია როგორც საკვერცხეებში ანდროგენების გაძლიერებული წარმოქმნით, ისე ჰიპერინსულინემიითაც. - რა ხდება მშობიარობისა და ლოგინობის პერიოდში? - სიმსუქნე ზრდის ნაადრევი მშობიარობის ალბათობას - ამ დროს ნაადრევი მშობიარობის სიხშირე 25-37%-ს აღწევს. მსუქან ქალებში ხშირია ორსულობის ვადაგადაცილებაც. ერთ-ერთი ყველაზე ადრეული გართულებაა სანაყოფე წ....ბის ნაადრევი დაღვრა. მშობიარობის პროცესი ხანგრძლივდება. მშობიარობის ერთ-ერთი თავისებურებაა სამშობიარო მოქმედების სისუსტე, რომლის სიმძიმეც სიმსუქნის ხარისხის პროპორციულად იმატებს. სამშობიარო მოქმედების სისუსტის გამო ხშირად მიმართავენ ოპერაციას - საკეისრო კვეთას. ასეთ ქალებს მაღალი აქვთ მშობიარობის შემდგომი სისხლდენის, მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტისა და თრომბოემბოლიური გართულების რისკი. - რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ნაყოფზე? - მსუქნებში ორსულობის ტიპობრივი გართულებაა ნაყოფის განვითარების შეფერხების სინდრომი, ნაყოფის ჰიპოქსია. დედის სიმსუქნე ნაყოფის წონაზე მოქმედებს. ჭარბწონიან და მსუქან ორსულებს ხშირად (20-44%) უჩნდებათ 4000 გ და მეტი წონის ბავშვები. დედის ჯანმრთელობის გართულებები ნაყოფის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება - ხელს უწყობს ახალშობილებში ასფიქსიის მატებას. გარდა ამისა, სიმსუქნის დროს ხშირდება ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილიანობა, განვითარების მანკები, სამშობიარო ტრავმები, მათ შორის - მხრების დისტოცია და ლავიწის მოტეხილობა, აგრეთვე - სიკვდილიანობა სიცოცხლის პირველ წელს. - მაშ, როგორ მოიქცეს ორსული? როგორი უნდა იყოს წონის ნამატი? - ორსულის კვება ენდოკრინოლოგსა და მეანთან უნდა იყოს შეთანხმებული. სიმსუქნის დროს სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების მიზანი ნივთიერებათა ცვლის პროცესების კორექტირება და უარყოფითი ენერგეტიკული ბალანსის შექმნაა. ეს შესაძლებელია კვების რეჟიმისა და ხასიათის დარეგულირებით, ანუ საკვების კალორიულობის დაქვეითებით და ფიზიკური აქტიურობის გაზრდით. ცხიმების წარმოქმნასა და ორგანიზმში მათ ჩალაგებაში უდიდეს როლს ასრულებს ნახშირწ....ბის ცხიმებად გარდაქმნა, ამიტომ საკვების კალორიულობა უნდა შემცირდეს ნახშირწ....ბის ხარჯზე დღეში 2300-2500 კკალ-მდე. ნახშირწ....ბი უპირატესად მცენარეული უჯრედისის - პურის, ბოსტნეულის, კენკრის სახით უნდა მივიღოთ. შაქრის, მურაბის, კანფეტების, თაფლის რაოდენობა მკვეთრად უნდა შემცირდეს. ამასთანავე, ორსულმა უნდა მიიღოს დღეში არანაკლებ 100-130 გ ნახშირწ....ბისა და 80-90 გ ცხიმებისა, ეს უკანასკნელი - ძირითადად ნაღებისა და მცენარეული ზეთის სახით. საქონლის ცხიმი და მარგარინი ჭარბწონიანი და მსუქანი ორსულებისთვის რეკომენდებული არ არის. ცილები აუცილებელია როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვისაც, ამიტომ მათი შემცირება არ შეიძლება. მჭლე ხორცი, თევზი, რძე ორსულს ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება. დღე-ღამეში 130 გრამი ცილა ქალმა აუცილებლად უნდა მიიღოს. მსუქანი ორსულების კვება უნდა იყოს 5-6-ჯერადი, მარილის ოდენობა 5 გრამამდე შემცირდეს, ხოლო ვიტამინებისა და მიკროელემენტებისა (ხილი, ბოსტნეული, წვენები) შენარჩუნდეს. ახალი ხილისა და ბოსტნეულის მიღება მარტო ვიტამინებითა და მიკროელემენტებით კი არ ამდიდრებს ორგანიზმს, არამედ ენერგოდანახარჯსაც ზრდის, რაც მსუქნებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კვებას მშობიარობის წინა პერიოდში. ამ დროს იცვლება შრომის პირობები, იზღუდება ფიზიკური აქტიურობა, მცირდება ენერგოდანახარჯი, ამიტომ საკვების კალორიულობა უნდა შემცირდეს. თუ ორსულს ამა თუ იმ მიზეზით წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული, საკვების კალორიულობა კიდევ 25-40%-ით უნდა შევამციროთ. კვების მართებული რეჟიმის დროს ორსულობის მეორე ნახევარში სხეულის მასის ნამატი კვირაში 300 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. სასარგებლოა განტვირთვის (ხაჭოს, ვაშლის, რძის) დღეები 1-2 კვირაში ერთხელ. ხაჭოთი განტვირთვის დღეს მთელი დღის განმავლობაში მიირთვით 500-600 გრამი ხაჭო და 1 ჭიქა კეფირი ან 2 ფინჯანი უშაქრო ჩაი, ხილით განტვირთვის დღეს - 1,5 ლ წყალი (ონკანისა, მინერალური). განტვირთვის დღეს უმჯობესია იწვეთ. დიეტის დროს ნორმალიზდება თანაფარდობა ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებს შორის, იმატებს ცხიმის დამშლელი ფერმენტების აქტიურობა, მცირდება სისხლში ქოლესტერინის დონე. - როგორც კი იმშობიარებს, ქალმა მაშინვე უნდა დაიწყოს ფიგურის აღდგენაზე ზრუნვა? - მშობიარობის შემდეგ ჰორმონული ცვლილებების ალაგებას, ჰორმონული ფონის მოწესრიგებას დაახლოებით ორი წელი სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში ქალი, რომელსაც ნივთიერებათა ცვლა არ აქვს დარღვეული, უპრობლემოდ იბრუნებს მშობიარობამდელ წონას, მაგრამ თუ ნივთიერებათა ცვლა დარღვეულია, შესაძლოა თავი იჩინოს სირთულეებმა - ქალმა არათუ არ მოიკლოს წონა, არამედ მოიმატოს კიდეც. ქალების უმრავლესობა წონას პირველი ორსულობისას იმატებს, ხოლო 25% - მეორე ორსულობისას. ეს მაშინ, როდესაც ქალი მიდრეკილია სიმსუქნისკენ, არარაციონალურად იკვებება და ცოტას მოძრაობს. კვებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. სწორი და ჯანსაღი ცხოვრების წესით შეიძლება არასასურველ გენეტიკასაც გავუმკლავდეთ. ამ პერიოდში სწრაფი გახდომის მეთოდების გამოყენება დაუშვებელია. გარდა ამისა, არ შეიძლება: ძუძუთი კვების დროს საკვების მკვეთრი შეზღუდვა, რადგან ბავშვი მაშინვე იგრძნობს ცილისა და სხვა აუცილებელი ნივთიერებების დეფიციტს; გასახდომი ჩაისა და ტაბლეტების მიღება, რადგან მათი შემადგენლობა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი. - როგორ შევამციროთ კალორიები - ალორიები რომ შევამციროთ, ამისთვის უნდა შევცვალოთ ტრადიციული კერძების ზოგიერთი კომპონენტი. ეს ზედმეტი წონის მოცილებაში დაგვეხმარება. ბოსტნეულის წვნიანი ბევრს ალბათ ერთი დღეც კი ვერ წარმოუდგენია გემრიელი, ნოყიერი წვნიანის გარეშე. ეს ნამდვილად საქებარია! წვნიანის მოსამზადებლად გამოიყენეთ არა ერთი, არამედ რამდენიმე სახეობის ბოსტნეული - კომბოსტო (ყვავილოვანი, ბროკოლი), სტაფილო, მწვანე ლობიო და სხვა. თქვენი საყვარელი სალათი ეცადეთ, სალათები თქვენ თვითონ გამოიგონოთ. როგორც წესი, დიასახლისები სალათებს ნაირ-ნაირი ბოსტნეულისგან: კომბოსტოსგან, სტაფილოსგან, კარტოფილისგან, კიტრისგან, პომიდვრისგან ამზადებენ, უმატებენ ხახვს, მწვანილს. შეგიძლიათ, ტრადიციულ რეცეპტებში ცვლილებები შეიტანოთ. მაგალითად, ჩვეული მწვანილი მჟაუნის ფოთლებით შეცვალოთ (ის მდიდარია ბეტა კაროტინით) ან დაამატოთ ავოკადო, რომელიც მდიდარია ვიტამინებით და წარმოადგენს ლუთეინის წყაროს. გადავიდეთ დესერტზე ხილი არა მხოლოდ შაქარს, არამედ საკვებ ბოჭკოებს, ვიტამინებს, მინერალებს, ანტიოქსიდანტებსაც შეიცავს. გამოდის, რომ მხოლოდ პირს კი არ ვიტკბარუნებთ, არამედ ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებითაც ვივსებთ. შაქრის შემცვლელები ბევრი, იმისთვის, რომ ჭარბი წონა მოიცილოს, შაქრის შემცვლელებს იყენებს. სპეციალისტთა აზრით, შაქრის შემცვლელები ნაკლებკალორიულია, ვიდრე ჩვეულებრივი შაქარი, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა ერთნაირად უსაფრთხო არ არის. ყველაზე უვნებელია ასპარტამი, საქარინი, სუკრალოზა, რომელიც გემოთი ყველაზე მეტად უახლოვდება ნამდვილ შაქარს. ნაკლებკალორიული შემცვლელები ყველა პროდუქტს შეიძლება მოვუძებნოთ. მაგალითად, ხორცს. ხშირად კითხულობენ, შეიძლება თუ არა, ხორცის ალტერნატივად მოვიაზროთ სოკო ან ლობიო. სინამდვილეში არჩევანი უფრო დიდია - ცხოველური წარმოშობის ცილები, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმისთვის, მოიპოვება სხვა მცენარეულ პროდუქტებშიც: ტოფუში - სოიის ხაჭოში, ასევე კაკალში, მზესუმზირაში, ოსპში. ჩართეთ ეს პროდუქტები თქვენს რაციონში - ის გაცილებით მრავალფეროვანი გახდება და მეტ სარგებლობასაც მოუტანს ორგანიზმს. ერთფეროვანი საკვები არც სასიამოვნოა და არც სასარგებლო. საუკეთესო სასუსნავი ხშირად ვამბობთ: "უნდა წავიხემსო". ასეთ დროსაც შეგიძლიათ სხვადასხვა პროდუქტის ნაკლებკალორიული, მაგრამ სასარგებლო შემცვლელები გამოიყენოთ. ისინი შეიძლება მიირთვათ გვიან საღამოსაც. საზოგადოდ, არ არის აუცილებელი, საღამოობით სასუსნავზე უარი თქვათ. უბრალოდ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მათი ენერგეტიკული ღირებულება 200 კკალ-ზე ნაკლებია. მაგალითად, ერთი ულუფა ქიშმიში ან გარგარის ჩირი სულ 80-90კკალ-ს შეიცავს. შიმშილს მოგიკლავთ ბანანი - ერთ ცალ საშუალო ზომის მწიფე ნაყოფში 109 კკალ და მხოლოდ 1 გრამი ცხიმია. ქალების 62%-მა ზედმეტი წონა მას შემდეგ მოიშორა, რაც უარი თქვა მკაცრ დიეტებზე. მათი "სილამაზის პროგრამა" დაახლოებით ასეთი იყო: ცომეულის შეზღუდვა, ცხოველური ცხიმის შემცირება და მეტი ფიზიკური დატვირთვა. მომზადების საუკეთესო ხერხი ბოსტნეული უნდა მოხარშოთ სქელძირიან და მჭიდროდ თავდახურულ ქვაბში. სახურავი რაც შეიძლება იშვიათად უნდა ახადოთ. ასე ბოსტნეული უფრო მეტ ვიტამინს შეინარჩუნებს. ბოსტნეულის მოშუშვა გსურთ? მომზადებისას ნუ დაუმატებთ მარილს, თორემ ბოსტნეული დაკარგავს წვენს, მასთან ერთად კი სასარგებლო მიკროელემენტებსა და ვიტამინებსაც. - სიმსუქნის შენიღბული მიზეზები - ჭარბი კალორიები სიმსუქნის ერთადერთი მიზეზი როდია. რაციონის შეზღუდვა და ფიტნესკლუბში კალორიების გაძლიერებული დაწვა საქმეს ყოველთვის ვერ შველის. ეს იმიტომ, რომ არსებობს შენიღბული ფაქტორები, რომლებიც ჭარბი კილოგრამების დაგროვებას უწყობს ხელს. ქრონიკული გამოუძინებლობა მუდმივად გამოუძინებელი ადამიანის ორგანიზმი კარგავს ძალების სრულფასოვანი აღდგენის და ენერგეტიკული მარაგის რაციონალური გამოყენების უნარს. სტრესი, ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაცია, პროვოცირებას უწევს ცხიმების დაგროვებას, რადგან იმ ჰორმონთა დიდი ნაწილი, რომლებიც მადას აქვეითებს და ცხიმების წვას იწვევს, მთელი დატვირთვით სწორედ მაშინ მუშაობს, როდესაც გვძინავს. როგორ მოვიქცეთ? აუცილებელია გამოძინება. 15-წუთიანი სრულფასოვანი ძილიც კი საგრძნობლად უწყობს ხელს ამ პრობლემის მოგვარებას, აუმჯობესებს განწყობას, ზრდის შრომის უნარს და აქვეითებს მადას. სტრესი სტრესი ბიოქიმიურ ენაზე სისხლში კორტიზოლის, ადრენალინის, ლეპტინისა და სხვა ჰორმონების დიდი რაოდენობით გადმოსროლაა, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც პირდაპირ ალაგებს ცხიმებს თეძოებსა და მუცლის ღრუში. ამასთან, სტრესის შემდგომ ადამიანში ტკბილეულისადმი სწრაფვა იღვიძებს. შოკოლადი, კრემიანი ნამცხვრები, მურაბა, თაფლი, შედეგად კი - ჭარბი კილოგრამები... როგორ მოვიქცეთ? ბევრს სირბილსა და ვარჯიშზე მეტად დამშვიდება და რელაქსაცია შველის, ერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, ისწავლეთ სწრაფად დამშვიდება, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გადაუშალეთ გული მეგობარს, საყვარელ ადამიანს და სხვა. არასწორი კვება კალორიების თვლას მივეჩვიეთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ რაციონის შედგენისას მთავარი რაოდენობა კი არა, ხარისხია, თუ ადამიანს გონივრულ დიეტაზე ყოფნისას გამუდმებით აწუხებს შიმშილი, ესე იგი რაციონში არ არის საკმარისი ცილა. ადამიანები, რომელთა რაციონში ცილის შემცველობა არ აღემატება 10%-ს, იღებენ მათზე 260-300 კალორიით მეტს, ვიდრე ისინი, რომელთა რაციონშიც ცილის წილი 15%-ია. სიფრთხილე გმართებთ ხილთან. ჩვეულებრივი ვაშლი შესაძლოა გაცილებით მეტ ნახშირწ....ბს შეიცავდეს, ვიდრე გვგონია. როგორ მოვიქცეთ? შეადგინეთ ისეთი რაციონი, რომ მასში შედიოდეს ცილა - არანაკლებ 15%-ისა, მდიდარი იყოს რძის ნაწარმითა და ხორცით, ხილს ბოსტნეული ამჯობინეთ. სამკურნალო პრეპარატები მედიკამენტების დახმარებით ადამიანმა თვეში შესაძლოა 500 გრამიდან 5 კგ-მდე მოიმატოს. ისინი ამას სხვადასხვა მექანიზმით ახერხებენ: ერთნი მადას აძლიერებენ, მეორენი სისხლში ინსულინის დონეს ცვლიან, მესამენი ორგანიზმში სითხეს აკავებენ და სხვა. საბედნიეროდ, ასეთი გვერდითი ეფექტები ბევრს არ ახასიათებს. ამ მხრივ გამოირჩევა სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, წნევის დამწევი მედიკამენტები და გულძმარვის სამკურნალო საშუალებები. როგორ მოვიქცეთ? გაეცანით იმ წამლის ინსტრუქციას, რომლის მიღებასაც დიდი ხნის განმავლობაში აპირებთ. თუ მსგავსი ინფორმაცია აღმოაჩინეთ, დაეკითხეთ სპეციალისტს. ამგვარი პრეპარატების მიღებისას ჭარბი წონის თავიდან აცილება შესაძლებელია განსაზღვრულ რეკომენდაციათა დაცვით, რომლებიც სწორ კვებასა და მეტ მოძრაობას ითვალისწინებს. ჰორმონული დაავადებები ცნობილია ათზე მეტი ჰორმონი, რომელთა დისბალანსიც წონის მატებას იწვევს. ყველაზე ხშირად ეს სამი სცენარით ხორციელდება: 1. ყველაზე გავრცელებეული დაავადება, რომელიც წონის მატებას უკავშირდება ჰიპოთირეოზია - ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა დეფიციტით გამოწვეული პათოლოგია, რომელიც ანელებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და იწვევს წონის პარადოქსულ მატებას მინიმალური მადის ფონზე. ქალები ჰიპოთირეოზით 10-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. 2. კუშინგის სინდრომი - ამ დროს მომატებულია ჰორმონ კორტიზოლის დონე, ეს ჰორმონი კი წონის მატებას იწვევს. 3. სასქესო ჰორმონების დეფიციტი ხელს უშლის უკვე დაგროვილი ჭარბი კილოგრამების მოცილებას. როგორ მოვიქცეთ? წელიწადში ორჯერ გაიზომეთ სისხლში ფარისებრი ჯირკვლისა და სასქესო ჰორმონების დონე. დაბოლოს: ადამიანი იმ საკვებს ეტანება, რომელიც ყველაზე ხშირად ხვდება მისი თვალთახედვის არეში, ასე რომ, გადამალეთ ყველაფერი, რაც თქვენს გარეგნობას ვნებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.