ჭრილობა (1)
გამარჯობათ, მე ლუკა ვარ 17 წლის ვცხოვრობ თბილისში ჩვეულებრივად , ჩვეულებრივი ცხოვრებით . ბავშვობიდან სხვებისგან არაფრიდ გამოვირჩეოდი, ვიყავი ჩვეულებრივი ბავშვი, ვცხოვრობდი და ვცხოვრობ ვერაზე ეგრეთწოდებულ "კაი ბიჭების" ქუჩაზე, ნუ მოკლედ, ჩემზე მოგიყევით ეხლა ისტორია დავიწყოთ. ზუსტად მახსოვს 27 ივლისი იყო, საშინელი სიცხე როგორც იცის ხოლმე თბილისში, მე აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი და ერთ პატარა რესტორანში შევედი, კონდიციონერები ეყენათ და მესიამოვნა, იქვე ჩამოვჯექი , და უცბად ოფიციანტი მომადგა მე შევკრთი ჯიბეში მარტო 5 ლარიანი მედო, არვიცოდი რამეთქვა და წყალი და სალათი მომიტანეთთქო, ბიჭმა ისეთი ირონიული სახით შემომხედა, გავწითლდი, მიტრიალდა თუ არა გავიფიქრე ჩემთვის, -წყალი და სალათი ფუ რა გოიმი ვარ! სულ რაღაც 5 წუთში ჩემი "ზაკაზი" დამიდეს ორ წამში შევჭამე და წასვლა დავაპირე და უცბად გოგომ ჩამიარა ყურადღება არც მივაქციე მაგრამ რომ შემოიხედა, შევკრთი , მისი გრძელი თმა, ყავისფერი თვალები რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით ანათებდნენ, მისი ტუჩები, ოო ტუჩები და ფეხები რომლებიც ვერ შევამჩნიე, ჩემდა საუბედუროდ, გამიღიმა, გავუღიმე, უცბად ხელები გაშალა, ჩახუტება უნდოდა, ძალიან გამიკვირდა მაგრამ ნაბიჯი გადავდგი, ხელები გასაშლელად მოვამზადე და უცბად ვიღაც ბიჭმა ჩამიარა, მივიდა გოგოსთან და გადაეხვია, თავი დავხარე, მაგრად გამიტყდა და გაბრაზებული გამოვედი , ისეთი გაბრაზებული ვერ წარმოიდგენდით, მთელი დღე დაგრუზული დავდიოდი , დაღამდა , სახლში ავედი , დედაჩემმა შეამჩნიაკარგად ვერვიყავი, კითხვა დააპირა მაგრამ ისეთი სისწრაფით შევვარდი ოთახში ვერც მოასწრო, ჩავკეტე კარები, და სიგარეტი ამოვიღე ,დედაჩემმა არიცოდა რომ ვეწეოდი, ამოვიღე და გავაბოლე, იმხელა ნაპასებს ვურტყამდი და იმხელა ბოლს ვუშვებდი მატარებელი გეგონებოდით, თან გარეთ ვიყურებოდი, ვუყურებდი თუ როგორი ლამაზი იყო თბილისი ღამით, ეს ლამპიონები, ხო უფრო ალამაზებდა . ხალხი როგორ ირეოდა ერთმანეთში, ყველას თავისი ცხოვრება თავისი საქმე, თავისი დანიშნულება ჰქონდა და ჭიანჭველებივით დაიარებოდნენ, ჩავკეტე ფანჯარა, პირიდან სიგარეტის სუნი გავიქრე , და დავწექი, ჩამეძინა, იმის მერე კაიხანი გავიდა, 1,2,3 ,თვე სკოლაც დაიწყო, ის გოგოც გადამავიწყდა, ასე თუ ისე ვსწავლობდი, მაგრამ შატალოებზე დავდიოდი ხშირად, მასწავლებლები მეჩხუბებოდნენ, ასეთი კარგი ბიჭი რატო იფუჭებ ყველაფერსო, მაგრამ ვინ უსმენდა მათ, ვაგრძელებდი ჩემებურად ცხოვრებას,ერთხელაც ზუკამ დამიძახა, სადმე წავიდეთო, მეც დავთანხმდი, გარეთ ველოდებოდი ,სანამ ჩაიცმევდა, ამოვიღე ტელეფონი და რაღაც თამაში ჩავრთე, რატომ მქონდა საერთოდ ეს თამაში არვიცოდი, მაგრამ შევყევი, ზუკა კაიხანი იცმევდა რატომღაც , მაგრამ ზუკა ვისახსოვდა ,ისეთი გამწარებული ვთამაშობდი, უცბად ხელი ვიგრძენი ჩემ მხარზე, გოგოს ნაზი ხმა იყო, - რომელი საათია ხომ არ იცით? -დიახ, 6სს უკლია ოთხი წუთი. -მადლობთ მითხრა ეს და ავიხედე, გავშეშდი ,ის გოგო იყო რესტორნიდან, ზურგი შემაქცია და წავიდა, ზუკაც ჩამოვიდა, მე ასე გაშეშებული ვიჯექი, რამდენი ხანი ვერ გეტყვით, ზუკაც გაშტერებული მიყურებდა,უცბად გონზე მოვედი და ზუკას მაგრად მოვკიდე ხელი, -წამო დავლიოთ. გაბრაზებული ტონით ვუთხარი, ზუკამ შეშინებული შემომხედა, მაგრამ დამთანხმდა, წავედით, მთელი ჩემი წყენა და სიძულვილი სასმელს გავატანე, მაგრამ მხოლოდ ერთი დღით, მხოლოდ ერთით, გათენდა დილა, სახლში გამეღვიძა, თავი მტკიოდა, დედაჩემიც შემოვარდა და ჩხუბი დამიწყო ,რატო სვამო არც მივაქციე ყურადღება, უცბად გოგონა გამახსენდა და უფრო ამტკივდა თავი. -აუუუუუუ!!!!!! დავიღრიალე დედაჩემი გაშეშდა გაკვირვებული მიყურებდა, შემდეგ გავიდა ოთახიდან და გავიგონე მამაჩემს როგორ დაურეკა, თვალები დავხუჭე და დავიძინე, ისევ მეორე დილით გავიღვიძე, მამაჩემის და დედაჩემის თავი აღარ მქონდა და ჩუმად გამოვიპარე, |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.