შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაორმაგებული გულის ცემა (სრულად)


18-08-2015, 16:29
ავტორი Keke27
ნანახია 65 752


აპრილის შუა ღამე კარგა ხნის გადასულიყო. ქალაქს მშვიდი ძილით ეძინა, ხანდახან თუ ჩაიქროლებდა მანქანა დაგვიანებული მგზავრით.
არ გვეძინა ჩვენ, ბავშვის ტირილის გამო მთელი ოჯახი ფეხზე ვიდექით და მის დამშვიდებას ვცდილობდით. ჩემი დისშვილის, შვიდი თვის მაშოს ცრემლებმა გული მომიკლა ისე გამეტებით ტიროდა.
_ნათია, დავურეკოთ რა სასწრაფოს და რაიმეს უშველიან ბავშვს, ცოდოა ვეღარ ვუძლებ მის ცრემლებს.- ვუთხარი ტირილით ჩემს დას.
_კარგი ახლა შენ გამშვიდო თუ მაშო? გაზები აქვს, დავალევინე წამალი და გაუვლის მალე,მიდი თბილი წყალი გამიმზადე ბავშვის ვანაში და ჩავსვამ, ასეთ დროს ძალიან შველის.
_აქამდე ვერ თქვი მერე ადამიანო?
_რავიცი ვეღარ მოვიფიქრე რომ შებერილობის ბრალი თუ იქნებოდა ტირილი..- თქვა ტირილით ჩემმა უფროსმა დამ.
_კარგი გავამზადებ ახლავე,- ბავშვს მივეფერე და აბაზანისკენ წავედი,- გოგო შენ კიდე რა გაძინებს, ტირილი არ გესმის?- საძინებლის კარი ლამის შევგლიჯე, ჩემი მეორე დის ოთახში,- ადე ზეზე.. მიდი ბავშვი დაიკავე ცოტა ხნით მაინც,- შუქი ავანთე და საბანს დავწვდი რომ გადამეძრო სოფიოსთვის.
_აუ კაი რაა.. რა სასიზღარი ხარ მარიამ რას მერჩი რა გინდა გოგო,- უკმაყოფილოდ გამომხედა და მეორე მხარეს გადაბრუნდა, ისევ დაძინებას აპირებდა.
_ადე გოგო მაშოს მუცელი სტკივა,ნათია ცოდოა.. ნერვულობს და შენ რა გაძინებს?
_რა? ვინ? ტირის? - წამოხტა შეშინებული ჩემი და და კარებისკენ გაემართა. უცებ გამეცინა მის რეაქციაზე.
ჩვენ სამნი ვართ. ნათია,მე და სოფიო. დედა და მამა რუსეთში ცხოვრობენ უკვე წლებია. ჯერ მამა წავიდა თოთხმეტი წლის წინ, შემდეგ დედა წაიყვანა. შვიდი წელია უკვე დედისგან დამოუკიდებლად ვხედავთ საკუთარ თავებს და ერთმანეთს. ერთი ბებო შემოგვრჩა დედაჩემის დედა, მაგრამ სოფელში ცხოვრობს და შორსაა ჩვენგან. მის ნახვას ზაფხულობით ვახერხეთ ხოლმე. მშობლებს რუსეთში პატარა საოჯახო ბიზნესი აქვთ და შემოსავლით ცდილობენ ჩვენი მომავალი უზრუნველჰყონ. ჩემი უფროსი და - ნათია ოცდასამი წლისაა,ოცდაერთისამ გათხოვება გადაწყვიტა ჩვენგან მალულად და ოჯახი შექმნა, გვიან გახდა ფეხმძიმე.რამოდენიმე ხანს ჰქონდა ბედნიერი თვეები მის ქმართან ერთად,მაგრამ ექვსი თვის ფეხმძიმე წამოვიდა მისგან,დაშორდა.დაშორების მიზეზს მხოლოდ ცნობილი გამონათქვამით ხნის „სადაც არა სჯობს,გაცლა სჯობსო“,მეტს არაფერს ამბობს რატომ დაშორდა ქმარს,რამოდენიმეჯერ მოსული იყო მისი ქმარი და დაბრუნება სთხოვა,მაგრამ სასტიკი უარი განუცხადა.ჩვენ კი ამ თემაზე საუბარი და ფიქრიც კი აგვიკრძალა.მაშოს ერთად ვზრდით,როგორც ნათია ამბობს „ჩემს შვილ სამი დედა ყავს“-ო.მართლაც ასეა,არამგონია საკუთარი შვილი მაშოზე მეტად შემიყვარდეს.თავზე ვადექი ჩემს დას როცა ბავშვი იბადებოდა.მეც ნათიასავით პირველმა მოვისმინე მისი ხმა.მეც ვუთენებ ღამეებს,მეც ვაძინებ,მეც ვუცვლი საფენებს,მეც ვურეცხავ და ვუუთავებ.. მოკლედ მეც დედასავით ვარ.სოფოც ასე არის.ხანდახან უჭირს ხოლმე ღამის თევა,თორემ სხვა არაფერში ჩამომვარდება.
სოფო მეათე კლასელია და სხვანაირი ყურადღება სჭირდებათ ამ ასაკში გოგონებს და ვცდილობდი რაიმე არ გამომპარვოდა მისი.მშობელთა კრებაზე მე მივდიოდი.ჩემი სტუდენტური ცხოვრების ნიადაგზე ნაკლებად რომ გარეთ გასასვლელად დამრჩენოდა დრო.სასწავლებელი,მეცადინეობა,მერე სახლი.სახლში სკოლის მოსწავლეებს ვამზადებდი ინგლისურში, ეს ერთგვარი შემოსავლის წყარო იყო ჩემთვის.თან ერთი სული მქონდა რომ შინ მოვსულიყავი ბავშვი ისე მომენატრებოდა ხოლმე გულამოვარდნილი ავრბოდი მეექვსე სართულამდე.მაშოს გახსენებისას სულ მეღიმებოდა და გონებაში ვეფერებოდი ჩემს ბასასუნას.
ვანაში ჩავსვით,მოეწონა პატარა ქალბატონს თბილი წყალი და გაიტრუნა.
_ნახე რა საყვარელია,ჩავყლაპავ რა ამ ბავშვს გეხვეწები-ვუთხარი ღიმილით ჩემს დას.
_ჯერ მე და მერე შენ რააა-შემეხვეწა მოფხიზლებული სოფიო.
_არც ერთს და არც მეორეს,მე დედიტოს გოგო ვალ-თქვა ნათიამ ენის მოჩლექით.
_საყვრელო შენ,დეიდას სიხარული და სიყვარული ხარ.. მე ვაძინებ-წამოვიძახე,არავინ შემწინააღმდეგებია,რადგან არ დავთმობდი მაინც.ბავშვი ჩაწყნარდა,თბილი წინდებით დავუთბილეთ პატარა ფეხუჩუნები და გულზე დავიწვინე.საგალობელი „კირიე ელისონ“-ს რომ ვუგალობდი ძილის წინ მალევე ეძინებოდა ხოლმე და ახლაც ასე მოხდა.მშვიდი ძილით დაეძინა,ნათიას გავხედე,მასაც მისძინებოდა ტახტზე. ფრთხილად ვცადე წამოდგომა,რომ ბავშვი თავის საწოლში დამეწვინა,მაგრამ ვერ გავინძერი.გულმა ისე გამწვა მოძრაობის უნარი დამიკარგა.სუნთქვა შემიკრა და ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ძალა.იმის შიშმმა რომ ბავშვი არ გადამგორებოდა რადგან ხელებს ვერ ვამოძრავებდი,განსაკუთრებით მარცხენა მხარე გამიხდა უგრძნობი გულის ტკივილსგან,დამძაბა და უფრო გამომაცალა ძალა.მახსოვს სოფიო შემოვიდა ოთახში და რომ შემამჩნია ვერ ვიყავი კარგად ნათიას მივარდა ატირებული.
_მარიამი ცუდათ არის გაიღვიძე!-თითქოს ამას ველოდი და გონებაც გამეთიშა.

ვიყავი უმოძრაოდ,მაგრამ მესმოდა სირენის გაბმული ხმა,ადამიანების ჩოჩქოლი.აპარატების წრიპინი და ბოლოს თვალების გახელაც ვიკადრე. ორმაგად და დაბურულად ვხედავდი ყველაფერს,მალევე დავიღალე და ისევ მიმელულა თვალები.
„რა მოუვიდა ექიმო,რატომ არის ასე?“-ჩამესმა ძილბურანში ჩემი დის ხმა.
„დამვიდდი კარგად იქნებაგამოვიკვლევთ და გავიგებთ რაც მოხდა.. ნუ ნერვიულობ“-ამშვიდებდა თეთრხალათიანი ქალის ხმა ნათიას.ისევ ვცადე თვალების გახელა.ამჯერად თავს ძალა დავატანე და მხედველობა დავძაბე.დავინახე ჩემი დის ტირილისგან დაწითლებული თვალები.
_რა გატირებს გოგო კარგად ვარ-ვუთხარი დაღლილი ხმით და გავუღიმე.
_მარიამ რა დაგემართა,როგორ შემაშინე-მომვარდა ატირებული.
_კარგად ვარ ახლა ხომ ხედავ.. ნუ გეშინია-დავამშვიდე.
_ჩემი გადარეული გოგო,ჩემი საყავრელი დაიკო-მეფერებოდა ჩემი უფროსი და, და თმებზე მისვამდა ხელს.
_ბავშვი?
_მაშოზე არ იდარდო,სოფოს და ნაზის დავუტოვე,სანამ სასწრაფო მოვიდოდა გავაღვიძე ნაზიკო და ჩვენთანაა ახლა..
_გამარჯობა მარიამ!-ღიმილით მომესალმა მეტად სათნო და სანდომიანი შესახედაობის თეთრხალათიანი.
_გაგიმარჯოს ექიმო.
_თავს როგორ გრძნობთ?
_ახლა უკეთ ვარ ექიმო,სახლშიც კი წავიდოდი-გავუღიმე მეც,თუმცა სულ არ მეღიმებოდა და არსად წასვლის თავი არ მქონდა.
_სახლში წასვლას ჯერ ვერ დაგპირდები სანამ სრულ გამოკვლევას არ ჩაგიტარებთ.. პირველადი დაკვირვებით ვვარაუდობ,რომ გული უნდა გაწუხებდეს არა?-მკითხა და ხელში მომარჯვებულ საქაღალდეს ჩახედა.
_დიახ,გული ამტკივდა და მოძრაობის უნარი დავკარგე,მერე გონებაც..
_რომ მოგიყვანეს ტუჩები გალურჯებული გქონდა და მაშინვე გეტყობოდა რომ გულის ბრალი იყო ყველაფერი-ამიხსნა ექიმმა.
_რაა გული?-შეშფოთებით იკითხა ნათიამ-რას ამბობთ ექიმო? მარიამ რა ხდება?
_გამოვიკვლევთ,შევისწავლით და მერე უფრო დაზუსტებით აგიხსნით ყველაფერს,საშიში არაფერია.. დამშვიდდი. ახლა კარდიოგრამას გადაგიღებთ..-სათქმელი ვერ დაამთავრა ექიმმა სწრაფი ნაბიჯებით ექთანი შემოვიდა პალატაში,ეტყობოდა რომ ნარბენი იყო.მძიმედ სუნთქავდა.
_ქეთინო ექიმო,პაციენტის ახლობლებმა დატოვონ პალატა,ბატონი გიორგი შემოვლაზეა და ხომ იცით..-თქვა სვენებ-სვენებით.ქეთინომ მაჯის საათს დახედა უცებ.
_უი უკვე რვა ხდება?-წამოიძახა.
_კი რვა ხდება და მოსულია უკვე..
_უნდა გახვიდეთ გარეთ,დაბლა ჩადით პირველ სართულზე,დერეფანშიც არ უნდა დაგინახოთ თორემ შავ დღეს დაგვაყრის-მუდარა ჩამდგარი ხმით მიმართა ჩემს დას ქეთინო ექიმმა.გაკვირვებული გადავავლე თვალი ყველას.
_კარგი როგორც მეტყვით..-წასასვლელად მოემზადა ნათია-მითხარით რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩემს დას არაფერი ცუდი დაემართება-გასვლის წინ მოუბრუნდა ექიმს.
_გპირდებით კარგად იქნება.. ნუ გეშინია.-ღიმილით დაამშვიდა ქეთინომ.
_მარ გაკოცე და აქვე ვიქნები,არაფერზე ინერვიულო.. მიყვარხარ!-ჰაეროვანი კოცნა და ნაღვლიანი მზერა გამომიგზავდა და გავიდა.
_გვერდით პალატებში ყველაფერი რიგზეა?-ჰკითხა ექთანს ექიმმა ათრთოლებული ხმით.
_კი კი შევამოწმე ყველაფერი..
_კიდე კარგი თორემ რა გაუძლებს მაგის ჯუჯღურს მერე.
_რა ხდება, ვინ არის ეს გიორგი,ასე რატომ ნერვიულობთ?-ვიკითხე გულწრფელად.ექთანი ახლოს მოვიდა საწოლთან და თითქმის ჩურჩულით მითხრა.
_საავადმყოფოს მთავარი ექიმია,უჟმური და მრისხანეა.. მიკვირს ასეთი ადამიანი რატომაა ექიმი.იშვიათად რომ გაღიმებული ნახოს ვინმემ.. მე არ მინახავს ყოველშემთხვევაში,სულ დაბღვერილი დადის,თითქოს მისი ვალი გვქონდეს რამე..
_და რას გერჩით რა უნდა?-ცოტა არ იყო მეც შემეშინდა იე ამიხსნა ამ ქალმა მთავარი ექიმი-ასაკოვანია?
_რავიცი რა უნდა.. მტრისას ვინმეს რამე რომ შეეშალოს.. არ იცის დანდობა,ბევრი ლაპარაკი კი არ უყვარს ერთ გეტყვი მარა მოგკლავს ადგილზე-გაასავსავა ხელები ექთანმა-ახლა შემოვლაზეა,ყოველ დილით თვითონ ამოწმებს პაციენტებს..არაა ასაკოვანი,ოცდაათი წლისაა.
_მოდის, მოდის-ჩქარი ნაბიჯებით მოვიდა კარებიდან ქეთინო და ჩემს საწოლთან დადგა.ექიმის და ექთნის გულისცემა მესმოდა,მგონი არც სუნთქავდნენ. მათი დაძაბულობა მეც გადმომედო და კარებს მივაჩერდი როდის გამოჩნდებოდა „მრისხანე და გაუცინარი ბატონი გიორგი“

გულის ფანცქალით და მისუსტებული მზერით მივაჩერდი ღია კარებს,ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია,მალევე გამოჩნდა მრისხანე ბატონი გიორგი.რომ დაავინახე გულმა ორმაგად დამიწყო ცემა,ინსტიქტურად მარჯვენა ხელი დავიდე მფეთქავ ორგანოზე,თიტქოს ასე ჩავაწნარებდი.პალატას თვალი მოავლო ამზერით.
მაღალი, გამხდარი,შავგვრემანი და მკაცრი გამოხედვით მთავარი ექიმი უახლოვდებოდა ჩემს საწოლს.
_რა მდომარეობაა ქეთინო ექიმო?!- ყურებმა „გაიწუილეს“ მისი ხმის გამგონე,საოცარი ტემბრის პატრონი აღმოჩნდა ექიმი.ოდნავ ბოხმა,მაგრამ საკმაოდ მკვეთრმა ხმამ მთელ სხეულში დამიარა და დამბურძგლა.მზერა ქეთინოსგან ჩემზე გადმოიტანა და წარბგაუხსნელად მომავლო თვალი.მომეჩვენა წამით დამაკვირდა კიდეც სახეზე.ისეთი პირქუში იყო,მეც შემეშინდა მისი.თითქოს რამეს დამიშავებდა.
_ამ დროისთვის ბატონო გიორგი მდგომარეობა სტაბილურია,კარდიოგრამის გადაღება ჯერ ვერ მოვასწარი,- ხმა უკრთოდა ქეთინოს.- სასწრაფო დახმარებით მოიყვანეს სავადმყოფოში,უგონო მდგომარეობაში იყო. ახლახან მოვიდა გონს.- მრისხანე ისევ წარბ გაუხნელად იდგა და ისმენდა მორიგე ექიმის მოხსენებას,- არტერიული წნევა დაქვეითებული ჰქონდა,პულსი სუსტი,კრუნჩხვები არ აღენიშნებოდა,კუნთები ჩვეულებრივ დასუსტებული ჰქონდა...
_რა ზომები მიიღეთ? - ჩაურთო კითხვა.
_მატონიზირებელი საშუალებებიდან კანქვეშ კორდიამინი შევიყვანე.-გასცა პასუხი ქეთინომ და ამოისუნთქა.
_რენდგენულ და სონოგრამულ გამოკვლევას საჭიროებს, რას ფიქრობ რისი ბრალია? - ისევ კითხვით მიმართა მორიგე ექიმს.
_ვფიქრობ მიოკარდიტი ან მწვავე სისხძრღვოვანი უკმარისობაა..
_როგორი შეგრძნება გქონდა სანამ გონებას დაკარგავდი? - მკითხა და თვალი თვალში გამიყარა. დავიბენი,სულ გადამავიწყდა გულის ტკივილი ისე მიყურებდა წარბებს ქვემოდან.
_ბავშვს ვაძინებდი,გულზე მყავდა დაწვენილი,წამოდგომა ვცადე,მაგრამ ვერ გავინძერი,ძალა წამერთვა,მერე თავბრუსხვევა მქონდა და გულის არეში ძალიან მწვავე ტკივილი ვიგრძენი,ტკივილისგან დამეკარგა გონება.- მოვაბი თავი ძლივს.
_ღებინება არ გქონია?
_არა..
_ახლა როგორ გრძნობ თავს?
_ახლა ყრუ ტკივილით მტკივა გული და სისუტეს ისევ ვგრძნობ კიდურებში.
_კარგი,გასაგებია.. ქეთინო მისი დოსიე მომიტანე და სონოგრამისთვის მოამზადე.მე გადავუღებ-დაუბარა ღრენით და გავიდა.

_ვაიმეე გადავრჩით.- გადმომილაპარაკა ექიმმა და ექთანს გადახედა მერე ღიმილით. გათეთრებული იდგა.
_რა უბედურებაა,რა დესპოტიზმია,ასეთი მრიხანე ექიმი მე არ მინახავს.. უიმეე!..- წამოვიძახე და გაოგნებული თვალებით შევხედე თეთრ ხალათიანებს.
_კალამი დამრჩა საწოლზე!- კარებში „დესპოტი ექიმი იდგა“ და აშკარად ეტყობოდა რომ გაეგო ჩემი ნათქვამი. როგორ მინდოდა გავმქრალიყავი იმ წუთას თვალთა ხედვის არეადან.დაჟინებული მკაცრი მზერით მოვიდა საწოლამდე,თავისი კუთვნილი ნივთი აიღო და გავიდა.
მორიგე ექიმმა ჩემს დოსიეს გადახედა და ბორბლებიანი სკამი მომიტანა.
_აქ დაჯექი,მეოთხეზე უნდა აგიყვანო.. - ექთნის დახმარებით წამოვდექი და ნელი მოძრაობით ჩავეშვი სავარძელში.
_საშიშია? რა უნდა მიქნას?- დამფრთხალი თვალებით ავხედე ექიმს.
_საშიში არაფერია.. სონოგრამას გადაგიღებს გულზე და ეგაა..
_სონოგრამა რა არის? - ვერ მივხვდი.
_სონოგრამა იგივე ექოსკოპიაა.. ექოსკოპიაზე უფრო კარგად სჩანს თითოეული კაპილარიც კი დათვალიერებისას..-ამიხსნა ქეთინომ და თან ფართე ხის კარებზე დააკაკუნა,სადაც ოქროსფერი ასოებით ეწერა „ექიმი კარდიოლოგი გიორგი თაბაგარი“.. წარბის აწევით ავღნიშნე მოწონება.
_შემოდი!-მოისმა ოთახიდან მისი ხმა.მორიგე ექიმმა მორიდებით შეაღო მთავარი ექიმის კარი.
_ბატონო გიორგი პაციენტი მზად არის და..
_გამოვალ ახლავე.-ქეთინომ ჩუმად დახურა კარი და მოპირდაპირე ოთახში შემიყვანა.ოთახს მოვავლე თვალი.დაახლოებით თორმეტი კვადრატისა იქნებოდა,ფანჯარაზე მუქი ლურჯი ფერის ჟანლუზი იყო ჩამოფარებული და მასზე მონათებული მზე იქაურობას ცისფერ იერს უტოვებდა. შუაში დიდი, ლურჯტყავიანი ბრტყელი სავარძელი იდგა,ზედ ქაღალდის ვიწრო ტილო ჰქონდა გადაფარებული,მის გვერდით კი ექპსოპიის აპარატურა იდგა. მარცხენა მხარეს მთელი კედელი კაბინეტის თეთრ კადადებს ეკავა. იქვე კუთხეში ორი სკამი იდგა.
_აი ამ სავარძელზე უნდა გადაჯდე.. მოდი დაგეხმარები.- ის იყო წამოდგომას ვაპირებდი, კარი გაიღო და ოთახში პირქუში კარდიოლოგი შემოვიდა.ხელში დავდაყირა ეჭირა საქაღალდე.
_კიდე არ მომზადებულხართ,რა ხდება ქეთევან?- იკითხა უკმაყოფილოდ.
_ახლავე ბატონო გიორგი.- აუთრთოლდა ხმა ქეთინოს.
_უამრავი პაციენტი მელოდება.- ისევ უკმაყოფიო ხმა გაისმა მისგან.სისხლი მასხამდა უკვე კისერში სიბრაზისგან.- პაციენტს პერანგი ჩააცვი და თავისუფალი ხარ,მალევე შემოვალ.- დაიბარა და ოთახიდან გავიდა. ღვარძლიანი მზერა გავაყოლე.
_ქეთინო ექიმო პაპატიეთ,ჩემი ბრალია შენიშვნა რომ მიიღე.- შევწუხდი მართლა.
_არა,რას ამბობ ჩემო საყვარელო,შენი რა ბრალია.. არაფერია,ნუ იდარდებ.. ასწიე ხელები მაისურს გადაგაძრობ.- მითხრა თბილად.
_თქვენ ახლა ექთნის მოვალეობას ასრულებთ,ეს არაა სწორი.- ვუთხარი და ნელა წამოვწიე ხელები,ბოლომდე კიდევ არ მქონდა სიძლიერე დაბრუნებული.
_არაფერია,ერთ საათში მორიგეობას ვასრულებ და სამი დღე მოვშორდები ამას..არ დავეძებ არაფერს.- ჩუმათ, ღიმილით მითხრა და პაციენტის დოგმებიანი, ლურჯი კოპლებით გაწყობილი პერანგი მომარგო.- აბა! ჯანმრთელობას გისურვებ და იმედი მაქვს, რომ დავბრუნდები უკვე გამოჯანმრთელებული და სახლში წასული დამიხვდები.- თბილად გამიღიმა და გასასვლელად შებრუნდა.
_ძალიან დიდი მადლობა ქეთინო ექიმო.- დავაწიე ჩემი გულწრფელი მადლობა.კარდიოლოგი შემოვიდა ოთახში,სკამი აპარატურის წინ დადგა და ზედ მოკალათდა.გულს ბაგაბუგი გაჰქონდა.
_მარცხენა მკერდი გამოაჩინე.- მითხრა დაბღვერით,ისე რომ ჩემთვის არ შემოუხედავს.შევცბი მოულოდნელობისგან და გაფართოვებული თვალებით მივაჩერდი.ის კი აპარატურის მზადყოფნაში მოყვანას ცდილობდა.ყურადღებას არ მაქცევდა.მისმა ამ საქციელმა ცოტა დაძაბულობა მომიხსნა და პერანგი მორიდებით გადავწიე,ისე რომ თავისუფლად მოჩანდა ჩემი მარცხენა მკერდი.- ახლა ჩემკენ გადმობრუნდი და მარცხენა ხელი თავქვეშ ამოიდე-მომცა მითითება,გავაკეთე როგორაც მითხრა.დეტექტორს ცისფერი ჟელე დაასხა, ურეაქციოდ დამხედა და დამადო მკერდზე.ცივის შეხებაზე გამაჟრჟოლა უსიამოვნოთ.წამით შემომხედა,მერე ისევ მონიტორს მიაჩერდა. თამამდ და მოხერხებულად დაატარებდა დეტექტორს ჩემი მკერდის ირგვლივ,სუნთქვა განაბული ვიყავი.დროდადრო მკრდზე დამხედავდა ხოლმე წარბებშეყრილი.
_კიდე დიდხანს უნდა ვიყო ასე? - მოთმინების ფიალა ამევსო უკვე.ისეთი თვალებით გამომხედა ვინანე ხმა რატომ ამოვიღეთქო.მერე საქაღალდე მოიმარჯვა და კალმით რაღაც ჩაინიშნა მონიტორიდან.წამოდგა,კარადიდან სალფეთქი გამოიღო და გამომიწოდა.
_გაიწმინდე და ჩაიცვი,გარეთ დაგელოდები.- როგორც კი გავიდა,მაშინვე სწრაფად მოვიწმინდე ჟელე მკერდიდან,გავიძრე პერანგი და ჩემს მაისურს დავწვდი.გადავიცვი და თან კარებზე მოაკაკუნა,მზად თუ ხარო.- არა,რისთვის არიან ესენი აქ საერთოდ.- გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და კალამ მომარჯვებულმა მკითხა-სიმაღლე და წონა მითხარი შენი.
_სიმაღლე ერთი მეტრი და სამოცდათორმეტი სანდიმეტრი.წონა სამოცდაერთი კილო.- ჩემი ნათქვამი ჩაიწერა.
_ბავშვი ბუნებრივ კვებაზე გყავს? - შემომხედა და პასუხს დაელოდა.
_არა-გამეღიმა-შვილი არ მყავს,ჩემს დისშვილს ვაძინებდი.
_გაგებია!-ჩაილაპარაკა და საქაღალდეში ჩაიხედა ისევ.- სონოგრამული დათვალიერებიდან სჩანს,რომ მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობა გქონდათ,ეს შეიძლება გამოიწვიოს დახუთულ სივრცეში დიდხანს ყოფნამ,სისხლის დანახვამ,დაძაბულობამ,აგრეთვე გულ-სისხლძარღვთა დაავადებიდან გამომდინარე სისხლის დაკარგვამ-მელაპარაკებოდა და მისი ხმა იავნანასავით ჩამესმოდა,ისე საამო მოსასმენი იყო ჩემთვის.- ინერვიულეთ რაიმე? ან მედიკამენტი ხომ არ მიგიღია ამ ბოლო დროს? - გამომარკვია მისმა შეკითხვამ.
_კი ვინერვიულე,ბავშვი ვერ იძინებდა და თან გადაღილიც ვარ..რავიცი.. ამ ბოლოდ გაცივებული ვიყავი და ანტიბიოტიკი მივიღე-გამახენდა სულ რაღაც ორიოდე დღის წინ გრიპის მოსარჩენად ჩემით შეძენილი ატიბიოტიკი რომ ვიყიდე.
_ექიმმა მოგცა დანიშნულება?
_არა ჩემით ვიყიდე...
_გადამრევს ეს ხალხი! - წამოიძახა ხელების გაშლით,-ზოგი ანტიბიოტიკი არ არის სხეულტან შეთავსებადი,ამანაც შეიძლება გამოიწვიოს გულზე პრობლემები,მწვავე ალერგიული რეაქციები.- ისეთი ტონალობით ამბობდა შემრცხვა ჩემი დაუდევრობა.
_არ ვიცოდი.- ჩავილაპარაკე დამნაშავესავით.
_აქ იყავით და ექთანი მოგხედავთ.- მითხრა და მკაცრი გამომეტყველებით გავიდა.
ექთანი მალევე შემოვიდა,ბორბლებიან სავარძელში ჩამსვა და პალატაში გადამიყვანა.სისხლის ანალიზისთვის განკუთვნილი რამოდენიმე კოლბა აავსო ჩემი მუქი სისხლით და შარდის ანალიზიც მომთხოვა.საპირფარეშოში შესულმა თვალი მოვკარი სარკეში ჩემს თავს და ინსტიქტურად გაბურძგნულ თავზე გადავუსვი ხელი.ისედაც ხვეული თმა უფრო გამფუებოდა,სახეზე მიტკალის ფერი მედო.. ფართე ფორმის თაფლისფერი თვალები თითქოს გამმუქებოდა თავის ქუთუთოებიანად.ოდნავ მოსქელო ტუჩებზე ლილის ფერი დამდებოდა.სახეზე ცივი წყალი შევისხი და ცოტა მოვიწესრიგე თავი.ცივმა წყალმა „კურნოსა“ ცხვირის წვერი გამიწითლა.გრძელ და განიერ წარბებზე თითები გადავისვი და თავის ფორმას დავუბრუნე.ადამიანის სახე დამიბრუნდა.ექთანს ანალიზები ჩავაბარე და დამიბარა მალე მოვალო.მართლაც მალე მოვიდა.გამომიცხადა „დღეს აქ მოგიწევს დარჩენა,კიდევ უნდა დაგაკვირდეთ-ო,მოგვიანებით შემოგივლი და შეგამოწმებ“-ო.შემომეყარა გულზე,არ მინდოდა იქ დარჩენა,ვთხოვე „ჩემს დას მიეცით უფლება რომ შემოვიდესთქო“,სასტიკი უარი განმიცხადა,“სანამ ბატონი გიორგი აქ არის მნახველებს ვერ დავუშვებთ პალატაში ავადმყოფებთან.საღამოს ხუთ საათზე ასრულებს სამუშაო საათებს და მერე მოვიდეს შენი და..რა ჰქვია მითხარი და გადავცემ,რომ საღამოს მოვიდეს“ სახელი ვუთხარი და გულწრფელი მადლობა გადავუხადე დახმარებისთვის ექთანს.მისი წასვლიდან მალევე ჩამეძინა და საღამომდე,ნათიას მოსვლამდე მეძინა.თავს შედარებით უკეთ ვგრძნობდი. უფრო მსუბუქად შევძელი წამოდგომა და მოძრაობა.დამშვიდებული გავისტუმრე ჩემი დაიკო სახლში და ათასი კოცნა გავატანე მაშოსთან.
ღამის ცხრა საათი სრულდებოდა,მოწყენილობისგან რა მექნა არარ ვიცოდი.გადავწყვიტე ავმდგარიყავი და ექთნისთვის ჟურნალი მეთხოვა.კარები გამოვაღე და მოულოდნელობისგან ლამის გული წამივიდა ისევ,პირდაპირ გიორგი თაბაგარს შევეჩეხე....

_ვაიმე მაპატიეთ!- წამოვიძახე და თვალებში მივაჩერდი. ალი კიაფობდა.
_რატომ არ წევხარ?- მკითხა მკაცრად.
_ვერ დავიძინე და ექთანთან მივდიოდი,რომ ჟურნალი მეთხოვა იქნებ თავი შევიქციო... თქვენ არ გელოდით ასეთ დროს აქ.- ავუხსენი მიზეზი და გაკვირვებაც გამოვთქვი მისი გამოჩენის.
_საწოლს დაუბრუნდით! - პალატაში შემოვიდა.- პაციენტებს არ ვუთანხმებ როდის წავალ და როდის მოვალ.
_არა, მე ეგ არ მითქვამს ბატონო გიორგი, უბრალოდ ვიცოდი რომ ხუთ საათზე ასრულებთ სამსახურს და.. - სათქმელი ვერ დავამთავრე,ისე შემომხედა უთქმელად მითხრა „ბევრს ლაპარაკობ“-ო. გავჩუმდი და საწოლზე ჩამოვჯექი.
_თავს როგორ გრძნობთ?
_გაცილებით უკეთ ვარ! სახლში მინდოდა წასვლა.. რა საჭიროა ღამით აქ გათევა,ბევრად უკეთ ვარ-უკმაყოფილო ტონი გავურიე ხმაში.
_ესე იგი უკმაყოფილო ხართ მედ პერსონალით თქვენს ჯანმრთელობაზე რომ ზრუნავენ? - ცინიკური გაუხდა ხმა და მზერა.
_არა,უკმაყოფილო არ ვარ,საიდან მოიტანეთ! - გავთამამდი,რადგან ნერვებზე მოქმედებდა მისი ასეთი გამოხედვა-უბრალოდ სახლში მინდა,უცხო გარემოში არ მომწონს ყოფნა და დაძაბული ვარ.
_თქვენსავე სასიკეთოდ ხდება ასე! ექთანი შემოვა და არტერიულ წნევას გაგიზომავთ.-დამიბრიალა თვალები და გავიდა.მინდოდა მიმეძახა სულ არ მეშინია შენი თვალების ბრიალის-თქო,მაგრამ რომ მომაფიქრდა უკვე გასული იყო. საწოლში ბუზღუნით შევწექი.ათიოდე წუთში ექთანი შემოვიდა ოთახში წნევის აპარატით და ჟურნალებით ხელში.თვალეს არ ვუჯერებდი ჟურნალები რომ დავინახე.
_აბა როგორ არის ჩვენი ლამაზი პაციენტი?!-მომიკითხა ღიმილით მედდამ.
_გმადლობთ, კარგად ვარ!
_ყოჩაღ!.. ძალიან კარგი.. ახლა წნევას გაგიზომავ და მერე თუ არ დაგეძინოს აგერ ჟურნალები მოგიტანე,დაჯექი წაიკითხე,იმდენი გასართობია შიგ.- ისევ გამიღიმა და წნევის გასინჯვა დამიწყო.- მშვენიერია,ნორმალურადაა.. აჰა შენ ეს ჟურნალები-ხელში მომაწოდა ყვითელი პრესა.
_როგორ მიხვდით რომ ეს მჭირდებოდა? - გამოვართვი.
_მთავარმა ექიმმა მითხრა-ამის გაგონებისგან გული სიხარულით ამევსო და ჩამეღიმა.თითქოს არაფერი,მაგრამ ასეთი უჟმური კაცისგან რომ ელემენტარულ ყურადღებას იგრძნობ დიდი მიღწევაა.
_კარგით,ძალიან დიდი მადლობა...და ხომ არ იცით ხვალ რომელ საათზე გამწერენ?
_არაფრის,რისი მადლობა.. თითქმის ყველაფერი რიგზე გაქვს,მთავარმა ექიმმა უნდა მოაწეროს ხელი თქვენი საავადმყოფოდან გაწერის თაობაზე,როგორც კი მოაწერს,წასვლაც მაშინვე შეგეძლება...გავედი ახლა,ტკბილ და მშვიდობიან ღამეს გისურვებ-დამემშვიდობა ექთანი და გავიდა.
კიდევ კარგა ხანს არ დამეძინა,ჟურნალის წაკითხვის სურვილი არც მქონია,მთელი ფიქრები გიორგი თაბაგარს ჰქონდა მოცული.ქალური „საგამომძიებლო ლოგიკა“ ჩავრთე და ვცდილობდი კითხვებისთვის პასუხი გამეცა.რატომ დაბრუნდა.. ჟურნალები გამომიგზავნა.. ისიც კი ვიფიქრე იქნებ და მომავალში მე ვარ მისი მრისხანების დამანგრეველითქო.გულის სიღრმეში ძალიან დიდი სურვილი მქონდა ამის,რადგან გიორგი თაბაგარი თავისი მრისხანებით,უჟმურობით,სიმკაცრით,სიმპატიურობით გაორმაგებულ გულის ცემას იწვევდა.სულ რაღაც ერთი დღის გაცნობილი ადამინი.. მაგრამ ბავშვობიდანვე ასეთი ხასიათი მაქვს,რაც რთულია მისკენ მიმიწევს გული.მიყვარს რისკი და გამბედაობა.და საერთოდაც ვფიქრობ რომ თუ არ გარისკე და გაბედე ცხოვრების რაღაც ეტაპზე ნაბიჯის გადადგმა ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა.თუ წარმატებული იქნება ეს ნაბიჯი ჰო კარგი და,თუ არა და გამოცდილებას მაინც შევიძენთ.ხელის ჩაქნევა არ მჩვევია,ბოლომდე მიმყავს საქმე.შეიძლება შევაკვდე,მაგრამ მაინც ბოლომდე მივივან და შევასრულებ ჩემს ნათქვამს.სახეზე ღიმილი მომეფინაგამახსენდა მისი აალებული თავლები კარებში შეჩეხვისას,მაგრამ რა იქნება აქედან რომ გავალ? მერე სად შემეძლება მისი ნახვა?..მოვიწყვინე.. ჟურნალები ტუმბოზე დავაწყე და საბანში ჩავიფუთე,აღარ მინდოდა მასზე ფიქრი მეტად ამიტომ თავს ვაიძულე რომ დამძინებოდა.

დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.ცალი თვალმოჭუტულმა დავხედე ეკრანს,მამაჩემი რეკავდა.
_ჰო მა! - გავეცი ნამძნარევი ხმით პასუხი ზარს.
_მარიამ მამი როგორ ხარ? რა მოგივიდა.- ჩამძახა შეშფოთებული ხმით.
_კარგად ვარ ახლა,სერიოზული არაფერია არ ინერვიულოთ რაა,დღეს სახლში მივდივარ უკვე. - ვეცადე მისი დამშვიდება.
_დედაშენმა არ იცის არ მითქვამს..
_კარგი გიქნია მერე..
_კი მაგრამრა მოხდა,ცუდათ რატომ გახდი? - ვერ მშვიდდებოდა მაინც.
_რავი მაა გადავიღალე,ვინერვიულე...
_რამდენჯერ გითხარი შვილო ბავშვი ხან იტირებს,ხან წაიქცევა,ხან კარგად იქნება,ხანაც შეუძლოდ.. თქვენ ტირილზე მე და დედაშენს რომ მასეთი რეაქციები გვქონოდა ახლა ცოცხლები არ ვიქნებოდით..შეეშვი მამიკო იმ ბავშვების მომზადებას გეხვეწები,მე გამოგიგზავნი იმ ფულს რამდენსაც იმაათგან იღებ და სახლში რომ მიხვალ სასწაავლებლიდან,წამოწექი და დაისვენე.. შენ თუ ასე გიწუხდება გული,რად გინდა მასეთი ხელფასი-მამაჩემის ნათქვამმა ღიმილი მომგვარა.
_კაი რაა მამიკო,კარგად ვარ უკვე.. თან რით ვერ დაიმახსოვრე,მე შენი ფული კი არ მინდა,ჩემი მინდა რომ მქონდეს,ჩემი..
_აბა რისთვის ვწვალობთ ამდენს მე და დედაშენი? თქვენთვის არ გვინდა ყველა კაპიკი?
_ხომ იცი საკუთარი ოფლით ნაშრომ ფულს სხვა გემო აქვს მაინც.- გამეცინა და მამაჩემიც ავიყოლე.
_შენი გამოსწორება არ იქნება,რაც ჯიუტი ხარ ისევ ისე დარჩები..
_რამაზიჩ ხომ იცი ვინცა ვარ და რაცავარ? ჰოდა მორჩა! - ვუთხარი სიცილით.
_თავს გაუფრთხილდი იციდე მარიამ,შენ ჩაგაბარე შენი დები და აბა შენ იცი.
_როდესმე ნდობა არ გამიმართლებია რამაზიჩ?
_რომ მეიმედები შვილო,მიტომ ვარ მშვიდად.- მითხრა ძალიან თბილი და დარწმუნებული ტონით.
_მა!
_ჰოუ!
_მიყვარხარ ხომ იცი..
_ჩემი სიხარული გოგო ხარ შენ!.. მეც მიყვარხარ.
_კაი ახლა წადი და სახლში რომ მივალ დაგირეკავ,ნონა დედას აკოცე ჩემგან.მიყვარხართ ორივენი ძალიან.-ღიმილით დავემშვიდობე ფრიდონს.დედაჩემს მოფერებით ნონა დედას ვეძახდი.ბაღში მეკითხებოდნენ თურმე,ვისი შვილი ხარო და მე მიპასუხნია ნონა დედასითქო,იქედან მოყოლებული დედაჩემს ნონა დედას ვეძახდი ხოლმე.მშობლებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება გვქონდა სამივე შვილს.სხვანაირი,თბილი და გამგებიანი ხალხია ფრიდონ და ნონა დუმბაძეები.სითბოთი და სიყვარულით გვზრდიდნენ.მე ძალიან ცელქი ვყოფილვარ და მოუსვენარი ბავშვობაში.ახლაც ასე ვარ,ერთ ადგილას დიდი ხნით ყოფნა არ შემიძლია.მამა ამბობდა მარიამი ბიჭად გყავდა ჩაფიქრებული და მიტომ არის ასე გადარეულიო.ნათია და სოფიო უფრო ნაზები არიან.თავიდანვე ავიკარი იარლიყი „მამიკოს გოგო“-სი.მამა წვერს რომ იპარსავდა ხოლმე წინ დავუჯდებოდი და ინტერესით მივჩერებოდი მის ყოველ მოძრაობას.ერთხელ მანქანა გაუფუჭდა რამაზიჩს და გაკეთებას შეუდგა ეზოში. ინტერესად ვიქეცი რას აკეთებდა მანქანის ქვემოთ,რომ იყო შემძვრალი. მეც შევძვერი და მის გვერდით დავწექი,სიცილით გადმომხედა,არაფერი უთქვამს ისევ გააგრძელა მისი საქმე. როგორც მამაჩემი იყო დასვრილი მაზუთით ისე ვიყავი მეც.რვა წლისას უკვე მანქანის მართვას მასწავლიდა...
_დილა მშვიდობისაა! - ოთახში ახლაგაზრდა ექთანი შემოვიდა და მხიარულად მომესალმა.ასევე მხიარულად მივესალმე მეც.- როგორ გრძნობთ თავს?
_გადასარევად.- მართლა ძალიან კარგად ვიყავი.
_გილოცავთ,ძალიან კარგია.გარეთ ისეთი კარგი ამინდია,ადამიანს ცუდათ ყოფნას დაგავიწყებს.
_ერთი სული მავქს როდის გავალ აქედან..- ვთქვი ხმამაღლა და კარში თვით გაუცინარი ბატონი გიორგი გამოჩნდა მისთვის ჩვეული გამომეტყველებით.
_უი ბატონო გიორგი,- გაინაზა ექთანი,დაძაბულობის ნაცვლად.-დილა მშვიდობისა,როგორ ბრძანდებით?! - ჰკითხა მორიდებით,მაგრამ ამავ დროეულად გამბედავადაც,რადგან წინა მედ პერსონალის მსგავსად ამას დაძაბულობა და შიში არ აღენიშნებოდა მრისხანების ნანახვაზე.თაბაგარს თითქოს არც გაუგია მედდის მისალმება,საქაღალდეს ჩასჩერებოდა.ვიფიქრე ოთახი შეეშალა ალბათთქო,ყურადღებას არ გავგცევდა რამოდენიმე წუთი.ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა.ექიმი კარდიოლოგი მკაცრი და ჩაფიქრებული სახით ფურცლავდა საქაღალდეში ჩამაგრებულ ფურცლებს.ეცვა ცისფერი პერანგი,შავი შარვალი,შავი ტუფლები,თეთრი ხალათი რომელიც თითქმის მუხლამდე წვდებოდა.ყელს ნაცრისფერი, თეთრი პატარარ პატარა ფიგურებით გაწყობილი ჰალსტუხი უმშვენებდა.სულის შემხუთველად მომეწონა,ძალიან სიმპატიური იყო,მაგრამ რად გინდა.. უჟმური და უხასიათო.შანსი რომ მქონოდა შენ გაჩვენებდი სეირსთქო გავიფიქრე,მოგიყვანდი აზრზე კარგად.. მაგრამ აბა საიდან?! დღეს წავალ სახლში და მორჩაა.. ჩაბარდა ისტორიას მრისხანე გიორგი თაბაგარი...
_ჰოო.. აბა როგორი მდგომარეობაა? - დაუბრუნდა ექიმი აქაურობას.ექთანს შეხედა,პაუხს მისგან მოელოდა.
_მეც ახლახან შემოვედი ბატონო გიორგი და თქვენთან ერთად გავიგებ რა მდგომარეობაა პაციენტთან.- გასცა პასუხი ექთანმა.
_აქამდე სად იყავი?- უკმაყოფილოდ იკითხა თაბაგარმა და მე გადმომხედა.- თავს როგორ გრძნობ?
_ძალიან კარგად ვარ!.. არც კი მახსოვს გული რომელ მხარეს მაქვს.- ვთქვი ღიმილით.
_მართლა?- მკითხა ჩვეული ტონით.
_კი მართლა.. ის კი არადა მზად ვარ უკვე სახლში წავიდე.. ერთი სული მაქვს..
_დღის მეორე ნახევარში გაგწერთ.. მანამდე კიდევ ერთხელ უნდა აგიღოთ ანალიზები.
_აუ კარგი რაა ექიმო!.. კიდევ რამოდენიმე საათი უნდა ვიყო აქ? აღარ შემიძლია მეტი! - ვთქვი წუწუნით და შეწუხებული სახით.
_ალბათ შეყვარებული მოგენატრა ხო? - წამოიძახა ექთანმა მხიარულად.
_ალბათ! - დაეთანხმა თაბაგარი.
_შეყვარებული და ზედმეტი ბარგი არ მყავს და შესაბამისად არც მომნატრებია არავინ.- ვიმართლე თავი.
_შეყვარებული ზედმეტი ბარგი გგონია? - ექიმი კარდიოლოგი დაინტერესდა ჩემი მოსაზრებით.
_დიახ!.. თავის ტკივილია და მეტი არაფერი..
_უი რას ამბობ.. სიყვარული ისეთი კარგია.- გაიანაზა ისევ ექთანი და წამოწითლდა.- შენ როგორც სჩანს არ ყოფილხარ შეყვარებული ჯერ.
_კი როგორ არა.. ვიყავი და მიტომ ვამბობ,გამოცდილება მალაპარაკებს..
_როგორც სჩანს უვარგისი იყო.- ჩაილაპარაკა გაუცინარმა.
_არც ისე..უბრალოდ მე თავისუფლება მიყვარს და ვერ ვიტან ვიღაც რომ მაკონტროლებს.- ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება.
_ახლა გასაგებია თუ რატომაა ზედმეტი ბარგი შენთვის,შეყვარებული.- გაერკვა გიორგი.
_იცი რაა ჩემო საყვარელო.. როცა გიყვარს მისას ყველაფერს აიტან,კონტროლსაც,ეჭვიანობასაც,სიბრაზესაც..- ნაღვლიანად და ჩაფიქრებულმა წარმოსთქვა ექთანმა.
_მე არ მივეკუთვნები მაგ კატეგორიას.. თუ ვუყვარვარ უნდა მენდოს ბოლომდე.. არ უნდა სჭირდებოდეს ჩემი გაკონტროლება და ეჭვიანობა.. ვერ ვხვდები რატომ მოსწონთ გოგოების უმრავლესობას როდესაც მასზე ეჭვიანობს მისი შეყვარებული.. აი მე ნერვები მეშლება და თავს ყველაზე შურაცყოფილად ვიგრძნობ.- კისრის ძარღვების დაბერვით ვთქვი ჩემი სათქმელი.
_შენ როგორი რთული ყოფილხარ.- გაეცინა ექთანს. თაბაგარი ჩუმად იდგა და მიყურებდა.
_რთული ვარ ნამდვილად,ვაღიარებ!..
_ძლიერიც ხარ და მომწონს შენნაირი ქალები.. ყველას არ შეუძლია ეგრე იყოს.- შემაქო მედდამ და წნევის გასინჯვა დამიწყო.მრისხანე ისევ უმოძრაოდ იდგა და თვალყურს გვადევნებდა.ნეტა რას ფიქრობდა.
_ძალიან გთხოვთ რა ბატონო გიორგი ადრე გამიშვათ სახლში! - დავაწიე თხოვნა როცა პალატიდან გადიოდა.ერთი შემომხედა,არაფერი უთქვამს ისე გავიდა.
შუადღე გადავიდა,ანალიზებიც ამიღეს.სახლში დავრეკე,ბავშვი ისევ ტიროდა,ისევ მუცელი აწუხებდა და ნათია ვერ მოვიდოდა,ვერც სოფო.. ბავშვის ექიმს ელოდებოდნენ.ვუთხარი ტაქსით წამოვალ სახლშითქო. მეგობრების შეწუხება არ მინდოდა,თან თავს კარგად ვგრძნობდი და ზედმეტი ფორიაქი და „ფოიფოი“ არ მინდოდა.მოვიწესრიგე თავი,ჩანთაში ჩავალაგე ჩემი ნივთები და მოუთმენლად დაველოდე როდის მომიტანდა ექთანი მთავარი ექიმისგან ხელმოწერილ საბუთს.შუადღის სამი გახდა და ჯერ კიდევ არავინ სჩანდა.მოთმინება პიკს აღწევდა.დერეფანში გავედი მედდა მოვიძიე და საყვედურებით ავავსე უპასუხისმგებლო საქციელისთვის.საწყალმა თავი იმართლა მე რა შუაში ვარ,ბატონი გიორგი გასულია აქ არ არისო.
_როგორ თუ არ არის?! - სიბრაზისგან გავწითლდი ისე მომეშალა ნერვები.მისი კაბინეტი ვიცოდი და გაცეცხლებული ავვარდი მეოთხე სართულზე.დავაკაკუნე მარგრამ არავინ გამცა პასუხი,მართლა არ დამიხვდა კაბინეტში.შენი ბედითქო გავიფიქრე.პალატაში დავბრუნდი,მაგრამ ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი.ისევ დავრეკე,მაშო უკვე აღარ ტიროდა ჩაწყნარებულიყო.ექიმს მკურნალობა დაუნიშნია.ჩემს დებს დავპირდი მალე მოვალთქო.ჩემთვის ნამცხვარი გამოუცხვიათ და მელოდნენ.
ოთხი საათიც მალე გახდა,ხუთიც დაიწყო.. როგორც იქნა მეღირსა და პალატაში მედდა შემოვიდა.
_შეგიძლიათ წახვიდეთ.- მაცნობა მხიარულად-ჯანმრთელობას გისურვებთ!
_ვაიმეე მეღირსა როგორც იქნაა. - წამოვიძახე და ჩანთას დავწვდი,- ძალიან დიდი მადლობა.. კარგად მეყოლეთ! - საბუთი გამოვართვი და მიმღებში ჩავედი. გადასახადი გადავიხადე,გარეთ გავედი და ტაქსი გამოვიძახე.ათ წუთში მოსვლას შემპირდა მძღოლი.კიბის კუთხეზე ჩამოვჯექი და ლოდინი დავიწყე.
_ვინმეს ელოდები? - თავზე თაბაგარი წამომადგა. ხალათი გაეძრო,კოსტუმი ეცვა და ხელში ტყავის ფოლდერი ეჭირა. გადამავიწყდა მასზე გაბრაზებული რომ ვიყავი, ისე მიყურებდა.
_კი, ტაქსს ველოდები! - ვუთხარი და მზერა მოვაცილე.
_წამოდი მე წაგიყვან! გავდივარ ისედაც..- ყურებს არ ვუჯერებდი,“რა მითხრა?“ ვიკითხე გონებაში.
_არა, იყოს არ შეგაწუხებთუკვე საცაა მოვა ტაქსი და..
_წამოდი! - ისეთი ტონით და მზერით მითხრა უბრალოდ ავდექი და უხმოდ გავყევი...

მორჩილად გავყევი უკან. მანქანა იქვე ჰყოლია სადგომზე.ეტყობოდა ძვირად ღირებული რომ იყო.ჯერ უკანა კარი გამოაღო მერე წინა.
_ჩანთა დადე-მითხრა და კარის დასაკეტად მოემზადა.მეუხერხულებოდა მის გვერდით ჯდომა მაგრამ შანსი მომეცა მასტან ახლოს ყოფლის და მომინდა,რომ გამომეყენებინა.მის გვერდით მოვკალათდი.მანქანის სალონს თვალი მალულად მოვავლე.სუფთა და მოწესრიგებული იყო.ერთი მისხალი მტვერიც კი ვერ შევნიშნე ვერსად.როგორც სჩანს ექიმი წესრიგის დიდი დამცველი და მოყვარული გახლდათ.მზერა მის თითებზე გადავიტანე საჭეს რომ ჩაფრენოდა.გრძელი და ნატიფი თითები ჰქონდა,თან მოვლილი,სხვანაირი ვერც წარმომიდგენია ექიმის ხელი.შევნიშნე რომ საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა,არც ნაკვალევი იყო მის თითზე ბეჭდის.გულში გამეღიმა "თავისუფალია" გავიფიქრე.უხერხული სიჩუმე ჩამოწვა ჩვენს შორის.დავიბენი ისიც ვერ მოვიფიქრე მეთქვა სად ვცხოვრობ.
_sად მიგიყვანო?-სიჩუმე თაბაგარმა დაარღვია.
_ავლაბარში.. ძალიან მერიდება რომ შეგაწუხე ბატონო გიორგი-მართლა მერიდებოდა მაგრა მიხაროდა კიდეც.
_არაფერია!-მომიჭრა მოკლედ.ისევ სიჩუმე.გავხედე და ისეთი დაბღვერილი გაჰყურებდა გზას გეგონებოდა მთელ მსოფლიოზე იყო გაბრაზებული.როგორ შეუძლია ღიმილის გარეშე იცხოვროს მიკვირდა მისი შემხედვარე.იქნებ და სახეზე აქვს პრობლემა,ნერვი აქვს დაზიანებული და მიტომ ვერ იღიმება?! აი სილვესტერ სტალონე რომ არის ისე,მას თანდაყოლილი ტრამვა აქვს,სახის ნერვი აქვს დამკრთალი და სიცილი არ შეუძლია,პირის ფართედ გაღებას ვერ ახდენს,მაგრამ ის იღიმის მაინც.. ამას რა სჭირს ნეტა?!..
_მარიამ სწავლობ?-ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა.
_დიახ ვსწავლობ,მეორე კურსის სტუდენტი ვარ პედაგოგიურზე-გავეცი ამომწურავი პასუხი.
_ჰო?-გაიკვირვა წარბაწევით და ქვედა ტუჩი გამობურცა.რა გაუკვირდა ნეტა?!-მკაცრი მასწავლებელი იქნები..
_ვინ მე?!-გავიკვირვე სიცილით.
_დიახ შენ!-მითხრა მშვიდად.
_მკაცრი არა,სამართლიანი ვიქნები-განვუმარტე.
_სიმართლე მკაცრია მერე-ამყვა ლაპარაკში.
_ვეცდები ლამაზად და რბილად ვუთხრა სიმართლე ადამიანს..
_ვფიქრობ მაინც მკაცრად გამოგივა-არ თმობდა თავის მოსაზრებას ჩემს სიმკაცრეზე.
_არ მიცნობ და მიტომ ამბობთ ეგრე!
_საკმაოდ ადვილად ვახდენ ადამიანის გაცნობას და შესწავლას!-თავი შეიქო თუ მიმახვედრა შეგიცანი უკვეო ვერ გავიგე-რომელ კორპუსტან გავაჩერო?-მკითხა თან,ვერც კი შევნიშნე ისე მოვედით სახლთან.გული დამწყდა.
_აი აქ.. აქ ვცხოვრობ!-თითის გაშვერით ვუჩვენე ჩემი სახლი.
_აქ ცხოვრობ?-თვალი მოავლო არემარეს.
_კი!..
_აქ რომელიღაც კორპუსში ჩემი დის კლასელი ცხოვრობს,ადრე მე მოვიყვენა მასთან,მაგრამ არ მახსოვს რომელი კორპუსი იყო-თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა მერე საქარე მინიდან შენობას ახედა.და ჰყოლია,თან სკოლის მოსწავლე.გამიკვირდა ამხელა სხვაობა ასაკებს შორის,მაგრამ არაფერი მიკითხავს,მხოლოდ გავუღიმე.მანქანისდან გადმოვედი,ჩანთა ავიღე.
_კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში რომ შეგაწუხე-ავიტუზე მანქანასთან.
_არაფერია.. ნახვამდის მარიამ!-დამემშვიდობა უემოციოდ.
_ნახვამდის!-ხელი დავუქნიე და სადარბაზოსკენ წავედი.თვითონაც წავიდა,წავიდა... მორჩა!..
სევდა შეპარული ავიარე ექვსი სართული,ცემდა უნებურად მეფიქრებოდა თაბაგარზე,მის გამოხედვაზე,სიარულზე,თმის ვარცხნილობაზე,ჩაცმაზე.. მანქანის მართვაზეც კი.. და ხმის გახსენებისას მბურძგლავდა.
კარებზე დავაკაკუნე.სოფომ გამიღო.ისე მომეხვია და მეფერა თითქოს ომიდან ვყოფილიყავი დაბრუნებული.
_მარიამ როგორ შემაშინე იმ დღეს,როგორი ფერი გქონდა სახეზე-სოფომ გულზე ხელი დაიდო-მეგონა ვეღარ გნახავდი-ცრემლებით აევსო თვალები.და ისევ მომეხვია.
_ნუ ჩერჩეტობ გოგო,ასე ადვილად ვერ მომიშორებ-გავუცინე-კარგი დამშვიდდი კარგად ვარ ახლა ნუ გეშინია და გპირდები რომ აწი ცუდათ არ გავხდები. ჩემი პატარა დაიკო-ჩავიხუტე და ცხვირზე ვაკოცე. სამი დას პატარა "კურნოსა" ცხვირი გვაქვს. ბავშვობაში ბებო მაწვალებდა დაწიე დაბლა ცხვირიო ძალიან გაქვს აწეულიო,მეც მეგონა რომ მართლა უნდა დამეწია და დაბლა ვქაჩავდი ხოლმე ჩემს ცხვირს.მერე დამცინოდნენ ამ საქციელის გამო.-ჩემი პატარა ქალი როგორაა.. სადაა დეიდას სიხარული?-ვტქვი მხიარულად და მაშოს საძინებლისკენ წავედი.
_სუუუუ სძინავს.. სძინავს-მითხრა ჩურჩულით სოფომ,ნათიასაც მიეძინა წუხელ გაათენა ისევ ვერ მოისვენა მაშომ და ახლა ორივეს ჩაეძინათ.მიდი შენ იბანავე და მე საჭმელს გაგიმზადებ,თან მაგარი ნამცხვარი გამოგიცხვეთ..
_კარგი ვიბანავებ და მხოლოდ ნამცხვარს შევჭამ საჭმელი არ მინდა.. სკოლაში არ ყოფილხარ დღეს ხო?
_დღეს არა.. ხვალ წავალ პარასკევობით ტესტირება მაქვს და ვერ გავაცდენ-ჩემს დას გავუღიმე და აბაზანაში შევედი.რა სასიამოვნო შეგრძნებაა საკუთას სახლში მყუდროდ ყოფნა,არაფერი შეედრება საკუთარ კერას.საღმომ მშვიდად და მაშოზე მოფერებით გავატარეთ.ფაფა ვაჭამე და ორივენი მოთხვრილი ვიყავით გვარიანად.ჩემი ძილის წინა პერიოდი თაბაგარზე ფიქრით დავიწყე და მასზევე ფიქრით ჩამეძინა.
მეორე დღეს სასწავლებელში წავედი,არავისთვის მითქვამს გაცდენის მიზეზი.სასწავლებელთან ახლოს ერთი კაფეა სადაც შესვენებაზე მე ჩემი ჯგუფელი გოგონები შევდივართ და ვსადილობთ.იქ ყოფნა მომწონს ზალიან რაღაც სახლის განწობას გიტოვებს იქ შესულს.
_ორ კვირაში დაბადების დღე მაქვს და ბარში ვაპირებ აღნიშვნას,გეპატიჟებით ყველას,მთელ კურსს-გამოგვიცხადა თამუნამ,ჩემმა ჯგუფელმა და მეგობარმა.
_ვაა მაგარიაა!-წამოვიძახეთ ერთხმად მხიარულად ყველამ-ბარს ხურავ და რამე?
_არა რა ვხურავ.. ნუ ჩვენ ჩვენი კუთხე გვექნება.. და დახურვა რა პონტია.. იქნებ ვინმა კაი ტიპი გავჩითოდ-თვალი ჩაგვიკრა და გადაიკისკისა მომავალმა იუბილარმა.სიცილში ჩვენს ავყევით.
_რაღა ბარში დაეძებ კარგ ტიპებს ჩვენს სასწავლებელში ცოტაა?
_ეე იმატ ჩვენთვის არ სცალიათ და..
_წავედით თორემ დაიწყო ლექცია-შევახსენე გოგონებს და სასწავლებლისკენ წავედით. ლექციების მერე სახლში დაღლილი დავბრუნდი,არსად წასვლის თავი არ მქონდა და არც განწყობა. გაუცინარი,მრისხანე გიორგი მაკლდა,ვგრძნობდი რომ მაკლდა.. მაგრამ საავადმყოფოში ხომ არ დავადგებოდი? სახლში შესულს სოფოს დარდიანი სახე მომხვდა თვალში. ბავშვს გავხედე კარგად იყო,იცინოდა დედამისთან ერთად.ვიფიქრე დედას და მამას ხომ არ მოუვიდათ რამეტქო,მაგრამ გავიგებდი.. ნათია ასე მხიიარული ხომ არ იქნებოდა რომ რამე ცუდი მომხდარიყო.
_სოფიო რა ხდება?-ვკითხე და გამომცდელი მზერით შევხედე.
_არაფერი!-თავი აარიდა პასუხის გაცემას.
_როგორ არაფერი,რა მოგივიდა.. გატყობ რომ რარაც ხდება,არ იტყვი?-არ მოვეშვი.
_არაფერითქო ვაა!-თითქმის მიყვირა და ოთახში შევიდა.
_რა სჭირს ამას?-ახლა ნათიას ვკითხე,რომელიც ჩვენს დიალოგს სახეზე ღიმილ შეჩერებული უსმენდა.
_არ ვიცი ეგრე გაღიზიანებული მოვიდა სკოლიდან. მეც ვკითხე მაგრამ არაფერს ამბობს.-ქვედა ტუჩი გამობურცა ნათიამ.
_კარგი,მოგვიანებით დაველაპარაკები-ჩავილაპარაკე ჩემთვის და ჩემს ოთახში შევედი.საღამომდე სოფიო ოთახიდან არ გამოსულა. გადავწყვიტე დავლაპარაკებოდი და კარებზე ფრთხილად დავუკაკუნე.
_შემოდი-გამომძახა.შევედი.საწოლზე იყო წამოწოლილი.შევატყე რომ ნამტირალები იყო.გული შემეკუმშა,მაგრამ არაფერი შევიმჩნიე.
_არ გინდა მომიყვე რა ხდება? ხომ იცი მე შენთან ვარ და თუ დახმარება დაგჭირდება დაგეხმარები.. ხომ იცი სოფო ჰა?-ვკითხე და საწოლზე ჩამოვჯექი.
_სულელი ვარ!-თქვა სევდიანი ხმით.ასეთი ჩემი პატარა და არასოდეს მენახა.
_ასე ნუ ამბობ.. კარგად იცი რომ არა ხარ სულელი..
_არა ვარ..დავიჯერე რომ მასაც..-ვერ დაამთავრა სათქმელი.მივხვდი რაც აწუხებდა,გამეღიმა გულში და ამავდროულად მეტკინა კიდეც მისი წუხილი.
_გიყვარს?!-ვკითხე პირდაპირ.თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ცრემლები წამოუვიდა.
_ახლა მართლა სულელი ხარ! რა გატირებს მერე?
_იცის,ხვდება რომ მიყვარს.. თავიდან თბილად მექცეოდა.. ვიფიქრე მასაც რაღაც გრძნობა აქვს ჩემს მიმართქო და მაგრამ დღეს დავრწმუნდი რომ ვკიდივ*რ.. დამპალი ეეეეგ-ქვითინს უმატა სოფომ.
_სუუუუ დამშვიდდი გეხვეწები ტირილით რას იზამ.. არ ღირს გეხვეწები რაა-ვცადე დამშვიდება მისი.
_რომ ვტირი გულზე მეშვება...
_კი მაგრამ რა მოხდა ასეთი? რა გააკეთა?
_დღეს დავინახე ანისთან ერთად მოდიოდა ხელი ჰქონდა გადახვეული და მე რომ დამენახა ისე აკოცა სკოლის დერეფანში-გულამოსკვნით მეუბნებოდა ჩემი და.
_ცუდი ბიჭი ეგ!.. კაი შენ არაფერზე იდარდო.. შენ ყველაზე მაგარი ხარ ეს იცოდე და გახსოვდეს.. არ დაანახო რომ ნერვიულობ და განიცდი.. არ გაახარო ეგ ვირი.. ნახე რა ცუდი ბიჭი ყოფილა ეგეთი არც უნდა გიყვარდეს შენნაირი ლამაზი სულის პატრონს სოოფოო-გვადე გამხნევება მისი.არაფერი უტქვამს მხოლოდ ტიროდა.-მოდი რა ვქნათ იცი?ერთი აზრი მომივიდა თავში.. ერთი ჩავუტაროთ მაგ დონჟუანს არ გინდა?-ვკითხე მხიარულად და მასთან ახლოს მივიწიე.
_როგორ?-ტირილი შეწყვიტა და ინტერესით მომაჩერდა.
_როგორ და აი ჩემი კლასელი ხომ გახსოვს გელა,მაგარი სიმპატიური ტიპია ჰოდა ორშაბათს ეგ დაგადგება სკოლაში.. მოგაკითხავს რაა.. ნახავს ეგ ვირი მასზე უკეტესებიც რომ არსებობენ შენს ირგვლივ და დაიჯერებს რომ შენც გკიდი*-გავაცანი გეგმა და რაც შემეძლო მხიარული სახე მივიღე.
_მართლა ასე ფიქრობ?-ხმა მხიარული გაუხდა ჩემს დას.
_კი აი ნახე.. -გავაიმედე სოფო და გულში ჩავიკარი ჩემი პატარა შეყვარებული დაიკო.
გელას დავურეკე,შევხვდი სიტუაცია ავუხსენი და პრობლემა არააო აქ ვარო.
ორშაბათს ადრე წამოვედი სასწავლებლიდან,მინდოდა შორიდან მედევნებინა თვალყური მათთვის.გელა თავისი კაბრიოლეტით სკოლის ჭიშკართან დადგა და სოფიოს გამოსვლას დაელოდა.მართლა ძალიან სიმპატიურია ბიჭია ჩემი კლასელი .ქერა,მაღალი და ცისფერთავლება.მალევე გამოჩნდნენ სოფიო და მისი კლასი. ის ვაჟბატონიც ამოვიცანი ადვილად ანისთან ერთდა მოდიოდა ხელგადახვეული.გელამ სოფიოს დანახვისას ხელები გაშალა და დაუძახა.
_კუუს სად ხარ აქამდე?-მთელი კლასი მას შესცქეროდა,სოფოც კარგი მსახიობი აღმოჩნდა და გელასკენ გამოექანა. ერთმანეტს ისე ჩაეხუტნენ მართლა შეყვარებულები გეგონებოდათ რომ გენახათ. სახაზე ჩამოყრილი თმები უკან გადაუწია და შუბლზე მზუნველად აკოცა ჩემს დას.შორე ახლოს ვიდექი და კარგად ვხედავდი იმ ვაჟბატონის ალეწილ სახეს.. ყბა ჩამოვარდნილ გოგოენს და გახარებულ ჩემს დას. მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.ჩემს ტელეფონზე ზარი გაისმა დავხედე ჩემი კლასელი რეკავდა.
_ჰა როგორი იყო?-მკითხა სიცილით.
_სუპერ! მაგარი ხარ!.. სახლში მიდით და მე ცემით მოვალ მალე კაი?
_კარგი!-საღამომდე სოფის ბედნიერ სახეს ვხედავდი. გელას მადლობა გადავუხადე.სოფიზე დახვედრის ინიციატივა მეორე დღისთვის თვისთონ გამოთქვა,ჩვენც დავთანხმდით.
_ახლა როგორ ხარ მოგეშვა ცოტა?-ვკითხე სოფოს.
_აუ კიი ძაან მაგარი შეგრძნება იყო,აი ის რომ მხედავდა თან რა მაგარი ბიჭია გელა ეეე-თქვა მხიარულად.მადლობა გადამიხადა ჩემმა დამ და მაგრად მომეხვია.
აპრილი ბოლო დღეებს ითვლიდა,ბუნება თანდათან ყვავილობიდან სიმწვანეში გადავიდა. გაზაფხულის ძალიან ლამაზი დღეები იდგა საქართველოში.თამუნას დაბადების დღეც გათენდა და მზადებას შევუდექი ბარში წასავლელად.ჩემი დები გავაფრთხილე არ -დამლოდებოდნენ.სახლში გვინ დავბრუნდებითქო.

ბარში საიამოვნო სიტუაცია დაგვიხვდა,წყნარი მუსიკა და მსუბუქი განათება.მხიარულებას შევუყევით და სასმელსაც არ მოვერიდე.წყნარი მუსიკა მალე ელექტრონულმა მუსიკამ შეცვალა და საცეკვაოდ გავედით.ცეკვისას პარტნიორიც ავიკიდე,საკმაოდ სიმპატიური ბიჭი.მხიარულ განწყობაზე და სიცილის ხასიათზე ვიყავი,გული თავისუფლებით და სიამოვნებით მიცემდა.მაგრამ ბართან მჯდომი გიორგი თაბაგარი რომ შევნიშნე რომელიც მიყურებდა ადგილზე გავიყინე და გაორმაგებული გულის ცემა ვიგრძენი საგულეში...

.......................

ცეკვა შევწყვიტე და მისკენ გავემართე.
_გამარჯობა ბატონო გიორგი!-მივესალმე ღიმილით და მის გვერდით მაღალ სკამზე ჩამოვჯექი.
_გაგიმარჯოს მარიამ.. აქ არ გელოდი-მითხრა და ვისკი მოსვა.
_მე უნდა მეთქვა ახლა ეგ,მეც არ გელოდი აქ-ვეცადე ალკოჰოლის მაღალი დოზა არ დამტყობოდა ლაპარაკზე
_ზოგჯერ განტვირთვა აუცილებელია,ასე რომ ექიმებიც დავდივართ ხოლმე ბარში და ვწრუპავთ ალკოჰოლს თან ალკოჰოლის მოქმედებას შეუძლია გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის შემცირება და ტვინისთვის სისხლის მიწოდების ფუნქციის გაუმჯობესება, რაც ადამიანის გონებრივ მონაცემებზე ახდენს გავლენას-დინჯი და მშვიდი ხმით გამანდო ბარში მოსვლის მიზეზი.
_გასაგებია!-გავუღიმე-მე აქ მეგობრის დაბადების დღეზე ვარ და დროს ვატარებთ გოგოები-ისევ გავუღიმე და ჩვენი მაგიდა დავანახე.
_ძალიან კარგია,სასიამოვნო საღამოს გისურვებთ-ჭიქა აწია და ჩემკენ გამოწია მერე ისევ მოსვა.როგორც ყოველთვის ღიმილის გარეშე იყო მრისხანე ბარონი გიორგი.ალკოჰოლმა სითამამე მომცა რომ მეკითხა.
_რატომ არასდროს არ იღიმით?-ჭიქა ტუჩზე მიეყინა,მერე თავი ნელა მოაბრუნა ჩემკენ და ცინიკური ტონით მკითხა.
_ბატონო?!-ვერ გაიგო ვითომ.
_გაუცინარ ხელმწიფეზე ზღაპარი გსმენია?-ენის ბორძიკით ვუთხარი,რადგან ვერ ვაკონტროლებდი უკვე მოკიდებულ სასმელს.ჭიქა დადო და ინტერესით მომაჩერდა.როგორც სჩანს არ იცოდა და თან აინტერესებდა რას ვეტყოდი-მოგიყვე?-თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.-ესე იგი რა ხდება,იყო და არა იყო რა,იყო ერთი გაუცინარი ხელმწიფე,არასოსედ იცინოდა.მისი გაუცინარობით და უხასითობით სასახლეში მცხოვრებს შიშის ზარს სცემდა ხოლმე. ერთხელ შვილმა ჰკითხა გაუცინარს რატომ გეძახიანო?ხელმწიფებ უთხრა ჩემი თავის ტოლა ბროწეული მომიტანე და მერე გეტყვიო.კარგიო დათანხმდა ვაჟი და წავიდა ბროწეულის საძიებლად.გზად სამი გზის გასაყარი დახვდა სადაც ეწერა:მარჯვნივ წახვალ დაბრუნდები,მარცხნივ წახვალ დაბრუნდები,პირდაპირ წახვალ ვერ დაბრუნდებიო.უფლისწულმა რთული გზა აირჩია და წავიდა.გზაზე უამრავი დაბრკოლება შეხვდა,მაგრამ გაიმარჯვა და ბროწეულები მაინც მოიპოვა.უკან დაბრუნდა და ხელმწიფეს დანაპირები ძღვენი მიართვა.დიდო ხელმწიფეო ახლა მითხარი რატომ ხარ გაუცინარიო.მამამ უთხრა:რა ნახე შვილო გზაზედაო? შვილმაც რაც ნახა უამბო: გზაზე შავი ცხენოსანი ჯარი იდგა გაქვავებული,, იმის იქით წითელი და იმის იქით თეთრიო. გავიარე კიდევ და ერთი ციხე ვნახე, წვერი ცამდინ ჰქონდა აწვდილი და სამი ფანჯარა ჰქონდაო. იმ კოშკის ძირში ერთი ბროწეული იდგა და ეს ბროწეულები იმაზე დავკრიფეო. - მაშ, იქ ქალი კი ვერავინ ნახეო? - ჰკითხა ხელმწიფემ. - ვნახეო, - უთხრა ვაჟმა. მაშინ უთხრა ხელმწიფემ: - შვილო, გაუცინარს იმიტომ მეძახიან, რომ ის ქალი ჩემი ცოლია, იმ ბინძურმა დევმა მომტაცა და ის შავი ცხენოსანი ჯარი, ის წითელი და ის თეთრიც ჩემია და იმან გამიქვავაო. ახლა მოდი შენა და გაიცინე, ვისაც იმოდენა დაგიკარგავსო-დავასრულე ზღაპრის თხრობა და გამომცდელი მზერით მივაჩერდი-შენც ხომ არ დაგიკარგავს ხელმწიფესავით ქალი და მიტომ ხარ ასე გაუცინარი?!-გაფართოვებული თვალებით მომაჩერდა და ისეთი გაიცინა მეგონა მიწა შეზანზარდა.თვალებს და ყურებს არ ვუჯერებდი,ყბა ჩამომვარდა მისი შემხედვარე.სიმინდის მარცვლებივით ჩამწკრივებული თეთრი კბილები და ისეთი საყვარელი სიცილი ჰქონდა მოვინუსხე.
_მარიამ რა სასაცილო გოგო ხარ!-სიცილს ვერ წყვეტდა და თვალებს ხელის გულით იწმენდა.
_დაიცა თქვენ იცინით?!-ვკითხე გაოცებულმა-არ მეჩვენება ხო?
_კარგი რა მარიამ-ნელნელა შეწყვიტა სიცილი.
_ბატონო გიორგი,იმდენად მოულოდნელი იყო თქვენი რეაქცია რომ...
_ვიცინი ხოლმე,მაგრამ იშვიათად..
_მეგონა საერთოდ არ იცინოდი..
_რაც შეეხება შენს შეკითხვას,იქნებდა ქალის გამო არ ვიცინი,გიპასუხებ რომ მსგავსი არაფერი მომხდარა,უბრალოდ რთული ხასიათი მაქვს-გამიღიმა.
_გასაგებია!-ჩავილაპარაკე და მის ჭიქას დავწვდი და დარჩენილი ვისკი მოვსვი მოურიდებლად.გაკვირვებული მადევნებდა თვალს თაბაგარი.
_რაღა დაგიმალო და საოცრად გიხდება სიცილი,ხშირად გაიცინე ხოლმე რა-ვუთხარი თამამად.ისევ გამიღიმა და ცარიელი ჭიქა გამომართვა.
_მგონი ბევრი დალიე არა?
_არაა.. სულაც არა!.. თუმცა ძალიან კარგად ვარ.-ბარმენს ვანიშნე მოსულიყო.-ერთი მოჰიტო თუ შეიძლება.-ბარმენმაც მაშინვე შეუდგა მოჰიტოს მომზადებას-წამო ჩვენს მაგიდასთან, გეპატიჟები-შევთავაზე თაბაგარს.სასმელი რა დიდ გულზე მოიყვანს ხოლმე ადამიანს,გამბედაობას გმატებს და ფიქრობ რომ შეგიძლია ყველაფერის გაკეთება და თუ არასწორს აკეთებ,გამოსავალს თავის დამშვიდებით ნახულობ "მერე რაა!".მეც ასე ვიყავი შევუთამამდი მთავარ ექიმ კარდიოლოგს გიორგი თაბაგარს და ტავს ვიმშვიდებდი "მერე რა?!"
_მე? თქვენს მაგიდასტან?-არ ვიცი გაუკვირდა თუ ეწყინა.
_ხო რა იყო? იუბილარს მიულოცავ ძალიან გაეხარდება,თან თქვენნაირი სიმპატიური ტიპი რომ გვეყოლება მაგიდასთან მაგრად გაგვისწორდება-ვაიმეე რაებს ვიძახი,რა დღეში ვარ.. მარიამ მეტი არ დალიო.გონება მაფრთხილებდა მაგრამ სასმელი მალაპარაკებდა გულის ნადებს და ვერ შევეწინააღმდეგე.
_სიმპატური გგონივარ?-ჩამჭრელი კითხვა დამისვა ღიმილით.ვითომ არ იცის სიმპატიური რომ არის და ეს ღიმილი ხო საერთოდ ბოლოს მიღებდა.
_მეგონა იცოდით-ბარმენმა ჭიქა მომაწოდა და მოჰიტო მოვსვი-თქვენ არ უნდა სვამდე მაგ კითხვას მრისხანე გიორგი.
_მრისხანე?!-ახლა ხარხარებდა-მრისხანე შემარქვი?
_კი! მრისხანე,გაუცინარი გიორგი გიწოდე-ენის ბორძიკით ვლაპარაკობდი და კიდე ვსვამდი.
_მართლა ასეთი შთაბეჭდილება დავტოვე?-არ მეშვებოდა თაბაგარი.
_აბა რაა!.. გაუცინარ ხელმწიფესაც შეგადარე.
_მარიამ ძალიან სასცილო და საინტერესო გოგო ხარ.. მსგავსი შეფასებები არავისგან მომისმენია-ხელს დაეყდნო და მშვიდი ხმით მითხრა.
_რას მოისმენდი,ყველას შენი ეშინია და-არ ვჩუმდებოდი.
_შენ არ გეშინია ჩემი?!-ჭიქა ამართვა და ბარმენს გაუწოდა-მეტი არ არის საჭირო.
_ის ჩემი ჭიქა იყო,დამიბრუნე-ფეხზე წამოვდექი.
_ბევრი ალკოჰოლი საზიანოა.. საკმარისზე მეტი გაქვს დალეული.. წამოდი შენს მეგობრებთან,თან შეკითხვაზე პასუხი არ გაგიცია-მითხრა და თვითონაც წამოდგა ფეხზე.
_რა იყო შეკითხვა?
_შენ ცემი არ გეშინიათქო გკითხე.
_ააა ხოო.. გამახსენდა.. შიშით არა,არ მეშინია...ხომ არ შემჭამ არა?!
_კარგია რომ არ გეშინია... არა არ შეგჭამ!-გაეცინა და ხელი მომკიდა რომ წონასწორობა დამეცვა სიარულისას.
_გმადლობთ ბატონო გიორგი..
_რისთვის?
_რომ არ მებღვირები და მრისხანე არ ხარ..
_შენი ბედი რომ ნასვამი ხარ-ისევ გაეცინა.
_მაშინ სულ დავლევ!
_რომელია თქვენი მაგიდა მარიამ?-მკითხა უცებ.ღიმილის გარეშე.
_კუთხეშია აი იქ-თითი გავიშვირე ჩემი მეგობრებისკენ.მერე თაბაგარი ავათვალიერ ჩავათვალიერე-არა ოფიციალური ჩაცმა ძალიან გიხდება.
_ამდენი კომპლიმენტი ერთად ჩემთვის არავის უთქვამს-გადმომილაპარაკა ყურთან ახლოს.გამაჟრჟოლა მისი სუნთვის შეხებამ სიმთვრალის მიუხედავად.
_ისინი ალბათ მთვრალები არ იყვნენ-მოვუჭერი და გავუღიმე.
_ანუ რა გინდა თქვა,ფხიზელი ასე არ დამელლაპარაკები?!.. არ გამაღმერთებ?!-მკითხა მხიარულად.
_მე გაგაღმერთე?-შევიცხადე.
_კარგი ნუ კივი,რა ამბავია ყველამ ჩვენ შემოგვხედა-თვალი მოავლო უხერხეულად ბარს.
_მეგონა ვერ გაიგებდი მუსიკის ხმაში და მიტომ ხმამაღლა მომივიდა ცოტა გაკვირვების გამოხატვა.-თავი ვიმართლე,თან უკვე ჩვენს მაგიდასთან მივედით.
_მარიამ სად წახვედი?!-წამოიძახეს მეგობრებმა,მაგრამ ჩეემზე კი არა გიორგიზე იყვნენ მიჩერებული და ისე მეკითხებოდნენ.
_საღამო მშვიდობის-მორიდებით და ჩვეული თავდაჭერილობით მიესალმაიქ შეკრებილთ თაბაგარი.
_საღამო მშვიდობის-ყველამ ერთხმად დაუბრუნეს სალამი ჩემმა მეგობრებმა და ინტერესით შემომხედეს მე.
_ეს ბატონი გიორგია..
_ბატონი არა-გადმომილაპარაკა დაბალ ხმაზე თაბაგარმა.
_ბატონი არა-გავიმეორე მისი სიტყვები-ეს გიორგია გაიცანით.-გოგოებს ხელით ვუჩნენე ჩემს გვერდით ძალიან ახლოს მდგომი სიმპატიური ექიმი.-ესენი ჩემი მეგობრები და ჯგუფელები არიან.-ახლა გოგონებისკენ გავიშვირე ხელი.
_სასიამოვნოა ძალიან-ჩაილეპარაკეს ჯგუფელებმა და ერთმანეთს გადახედეს.ალბათ ვერ გაერკვეს ვინ იყო გიორგი.
_მე მარიამის მეგობარი ვარ და აქ შემთხვევით შევხვდით-გაარკვია სიტუაციაში ცნობისმოყვარე ჩემი მეგობრები.
_მარიამს არ უთქვამს თუ ასეთი სიმპატიური მეგობარი ჰყავდა!-თქვა თამუნამ და გაიცინა.
_ალბათ შეეშინდა ჩვენი თვალი არ ეცესო?-ახლა ლიკა ჩაერია.
_რა არ მეცეს?-გაკვირვებით იკითხა თაბაგარმა.მის შეკითხვაზე ყველას გაეცინა.
_თვალი!..თვალი ერ გეცესო-განვუმარტე.
_თვალი როგორ უნდა მეცეს? ან რატო უნდა მეცეს?-გულუბრყვილოდ მკითხა ექიმმა.
_ვაიმე გიორგი შენ დედამიწელი არ ხარ?-თითქმის ჩურჩულით და სიცილით ვკითხე.
_დამცინი?-მოიქუფრა.სიცილი შევწყვიტე.
_არა,რას ამბობთ ბატონო გიორგი-ვცადე სერიოზული ვყოფილიყავი.
_კარგი,სხვა დროს მოგიწევს ამიხსნა თვალის ცემის რიტუალი რას ნიშნავს.ახლა მითხარი რომელია იუბილარი?!-ისევ დინჯი და თავდაჭერილი გახდა თაბაგარი.მეც გადმომედო ჩემდა უნებურად მისი ხასიათი.თამუნასკენ გავიშვირე თითი.კარდიოლოგმა დაბადების დღე მიულოცა იუბილარს და ჩვენი დაჟინებული თხოვნით მაგიდასთან ჩამოჯდა.მის პირდაპირ ვიჯექი და კარგად ვხედავდი ჩვეულებრივ,ხანდახან მომღიმარ თაბაგარს,რომელიც დროდადრო დაჟინებული მზერით მანებივრებდა.სასმელი შესთავაზეს და უარი განუცხადა,მხოლოდ წვენს დავჯერდებიო.
_ცეკვით ცეკვავ ბატონო გიორგი?-ვკითხე და წამოვდექი რომ საცეკვაოდ გავსულიყვი,თან როგორ მუსიკაზე იცი?! აი ყურის ბარაბნებს მარტო ასეთი ხმა რომ წვდება დუგ დუგ დუგ და მელოდიას ვერ არჩევ რა მუსიკაა.. შეიძლება ალკოჰოლის ბრალიც იყო ჩემი სმენადობის დაქვეითება.
_არა არ ვცეკვავ-მოკლედ მომიჭრა და დივნის საზურგეს მიაწვა.
_კარგი! რა გაეწყობა.- ბორძიკით გავედი და მოცეკვავე ბრბოს შევერიე.

.რა მაგარი შეგრძნებაა, სასმელით მოთენთილი ხარ და ცეკვავ, ცეკვავ რა.. მოძრაობს ისე რაც შენს სხეულს ძალუძს და ამით სიამოვნებას ღებულობ. მე ასე ვიყავი ყოველშემთხვევაში და ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. მომეჩვენა რომ მუსიკა ძალიანგაგრძელდა, თუმცა არც მინდოდა დასრულებულიყო. ჩემს სტიქიაში ვიყავი წელზე შეხება რომ ვიგრძენი..
შეხებამ უსიამოვნოდ დამიარა მთელ სხეულში და სწრაფად მივბრუნდი უკან, ჩემთვის სრულიად უცხო ბიჭი შემრჩა ხელში. სწრაფად მოვაშორე მისი ხელები ჩემი სხეულიდან და გაუაზრებლად გარეთ გასასვლელისკენ წავედი. სუფთა ჰაერის შესუნთქვა ვერც მოვასწარი ისე დამეწია უცნობი უკან და ჯიუტად დამიდგა გვერდით.
_რა გინდა შემეშვი ვაა! - წამოვიძახე ნერვიულად და ისევ ბარში შესვლა დავაპირე, მაგრამ უცნობმა მკლავში ჩამავლო ხელი და უხეშად შემაჩერა.- რას აკეთებ,გაგიჟდი? - თვალები ნერვიულად და მრისხანედ დავქაჩე.
_კარგი რა გოგო, დავიჯერო ვერ მიცანი?- მითხრა უცებ ღიმილით.
_ხელი გამიშვი ახლავე! წამოდგენა არ მაქვს ვინ ხარ.- მართლა ვერ ვიცანი.
_ყოჩაღ მარიამ ასე უნდა დავიწყება ხო?
_ვაიმე ვინ ხარ?!-სასმელისგან გაორმაგებულად ვხედავდი ნაცნობ უცნობს.
_კობა ვარ გოგო რა მოგივიდა, სიმონეთელი ბუდუს და კლარას შვილიშვილი. ოთხი წელია არ მინახიხარ მაგრამ მაინც გიცანი.აი შენ კი საერთოდ არ გახსოვარ. მეწყინა ძალიან, მაგრამ არაუშავს..
_ვაიმე კობააა!!-უცებ გამახსენდა, გონს მოვეგე და გავიხსენე ახლად წვერ ულვაშ ამოწვერილი სიმონეთელი კობა. ზაფხულობით სოფელში ბებიასთან რომ ჩავდიოდით კობა და უბნის ბავშვები ერთად ვთამაშობდით.მერე მანს სკოლა დაამთავრა და მის მერე არ მინახავს, -რა სხვანაირი ხარ, ვერ გიცანი მართლა.- გაოცება და სიხარული ერთად აღმებეჭდა და კობას მეგობრულად მოვეხვიე კისერზე. მანაც შემომხვია ხელები და მსუბუქად წამომწია. კარგად ვიგრძენი მისი ძლიერი და მამაკაცური სხეული.
_როგორ ხარ მარიამ? - მკითხა ისევ ღიმილით.
_მე არამიშავს,შენ როგორ ხარ? როგორ შეცვლილხარ,გაზრდილხარ,სუ სხვანაირი ხარ.. არადა როგორი წრიპა იყავი.გახსოვს წრიპას რომ გეძახდი ხოლმე როგორ გწყინდა,- ორივეს გაგვეცინა,- მერე მე სამაგიეროს მიხდიდი და ბატი ტასიკოს მეძახდი, როგორ ვბრაზდებოდი ნეტა იცოდე..
_ჰოდა მიტომ გითხარი არ შეცვლილხარ, ისევ ბატი ტასიკო ხარ-გეცინა და ლოყები დამიჩქმიტა. ისე გავერთე კობასთან ლაპარაკით სუ გადამავიწყდა თაბაგარი გოგოებთან რომ დავტოვე. ჰაერზე ყოფნამ იმის მაგივრად რომ უფრო მოვფხიზლებულიყავი,უფრო მეტად მომკიდა სასმელი და საგრძნობლად დამიმძიმა თავი და კიდურები.კობამ შემატყო და შიგნით შესვლა შემომთავაზა,მოურიდებლად შემომხვია წელზე ხელი და მეც მას დავეყრდენი. ბარის კარის გაღება და თაბაგარის კარში გამოჩენა ერთი იყო.შევატყე,კარგად შევატყე მიუხედავად სიმთვრალისა როგორი პირქუში გაუხდა სახე ჩვენს დანახვაზე. უხერხულად მოვიცილე კობას ხელი.
_ბატონო გიორგი,უკვე მიდიხართ? - დავიძაბე ისე მიყურებდა.
_დიახ მარიამ,უკვე მივდივარ.- აშკარად ნაწყენი იყო.
_მაპატიეთ, უყურადღებოდ დაგტოვეთ..
_ბოდიშის მოხდა არაა საჭირო, ჩვენ აქ ერთად არ მოვსულვართ. რისთვის მიხდით ბოდიშს?! - ისეთი ოფიციალური ტონით მელაპარაკებოდა მაშინვე მივხვდი,რომ საშინლად გაბრაზდა ჩემზე. თან მკაცრი თვალებით კობას ათვალიერებდა.
_ეს ჩემი ბავშვობის მეგობარია, კობა ახობაძე. სრულიად შემთხვევით შევხვდი აქ. თვითონ მიცნო, მე კი ვერ ვიცანი.- წამოვიძახე თითქოს მხიარულად და გიორგის მივაჩერდი თვალებში. რაღაცნაირად თავს დამნაშავედ ვთვლიდი მის წინაშე.
_ძალიან კარგი.- ოდნავ დაუკრა თავი ჩემს გვერდით მდგომს. მერე მე ამათვალიერ ჩამათვალიერა,- კარგი აღარ შეგაწყენთ,კარგ დროის ტარებას გისურვებთ.- განაცხადა თაბაგარმა, კიდევ ერთხელ დაუკრა თავი კობას და გვერდი აგვიარა.
_კობა მაპატიე უნდა წავიდე,სოციალურ ქსელში შემეხმიანე. თან ახლა ძალიან მტკივა თავი. - გაოცებული თვალებით მომაჩერდა ჩემი ბავშვობის მეგობარი. არაფრის თქმა არ ვაცალე ისე გავეცალე და თაბაგარს დავედვნე უკან,რომელიც უკვე მის მანქანასთან მიახლოვებულიყო.- ბატონო გიორგი!- გავძახე.უცებ შედგა და ჩემკენ მობრუნდა.
_რა ხდება მარიამ? - მზერა ჩემს ირგვლივ მოავლო.
_თუ არ შეწუხდებით სახლამდე მიმიყვანთ? - ასე ურცხვად ვთხოვე სახლში მიყვანა თვით მრისხანებას. მინდოდა ჩემი დანაშაული გამომესყიდა მის წინაშე.მივიყვანე ჩემს მეგობრებთან და შევატოვე მათ. მე კი ცეკვით გავერთე,მერე ნაცნობთან ბაასი გავაბი და ძალიან ცუდათ გამომივიდა მასთან ეს საქციელი. გაუკვირდა,მაგრამ არაფერი უთქვამს. მხოლოდ თავი დამიქნია.მეც უხმოდ წინა სავარძელზე მის გვერდით მოვკალათდი.
_გოგოებმა იციან რომ წამოხვედი? - მკითხა წარბ გაუხსნელად.
_დავურეკავ მერე,მაგრამ აუ.. ჩანთა იქ დამრჩა შიგნით..ტელეფონიც იქაა.მაგრამ არაუშავს სახლში რომ მივალ მერე დავურეკავ..ბატონო გიორგი მართლა ძალიან მრცხვენია ჩემი საქციელის,უყურადღებოდ დაგტოვეთ..
_არაუშავს,მარიამ.. ნასვამი ხარ და ზედმედატ ემოციურად ხარ განწყობილი..
_ნასვამი ვარ,თავიც ძალიან მტკივა,კიდურებიც არ მემორჩილება,მაგრამ იმდენს ვხვდები,რომ გაწყენინეთ..
_ჰოდა ახლა იყუჩე,როცა მოფხიზლდები მერე ვისაუბროთ.
_სულ მკაცრი რატომ ხართ? - არ ვჩუმდებოდი თან თვალები მელულებოდა.
_სულ არ ვარ მკაცრი,უბრალოდ ასეთი გამომეტყველება მაქვს.
_საშინლად მომწონს ტქვენი გამომეტყველება,ალბათ ბევრი ქალი გეუბნებათ ამას.- ალკოჰოლმა ბოლომდე გამთიშა და ჰიპნოზის სეანსის ქვეშ მყოფი ადამიანივით თვალებ დახუჭული ვბოდავდი.
_რა სასაცილო ხარ მარიამ.- ჩამესმა მისი დამთბარი ხმა და მერე არ მახსოვს არაფერი. საბოლოოდ წამართვა გონი სიმთვრალემ და ძილს მიაბარა.
ძილ ბურანს თავი რომ დავაღწიე და არემარე მოვათვალიერე,მივხვდი,რომ ჩემს ოთახში ვიყავი.წამით გავიფიქრე,რომ მესიზმრა ეს ყველაფერითქო მაგრამ თავის წამოწევა რომ დავაპირე მაშინვე დამტკიცდა რომ არ ყოფილა სიზმარი.ისე დამმძიმებოდა მეგონა თავის ქალა გახვრიტეს და შინ ცემენტი ჩამასხეს,ლოდად გადაიქცა და ისეთი სიმძიმე შესძენოდა ჩემს თავს ვერ ვწევდი ბალიშიდან.
_მიშველეთ ვინმემ! - წამოვიძახე გაწვრილებული და გასაცოდავებული ხმით.
_აქ ვარ მარ! - საწოლთან ნათია მოიჭრა სწრაფად,- რა არის გული ხომარ გერევა კიდევ?- შეშინებული დამყურებდა.
_არა,არა.. თავი მტკივა ძალიან,- ცრემლებამდე მივედი.- რა ჯანდაბამ დამალევინა,რატომ არ მიმატყდა ეს ხელები.- ვკნაოდი და საკუთარ თავზე სიბრაზე მახრჩობდა.
_ჰო რავიცი რაა ერთი ,ვინ გაძალებდა რომ იჭყიპებოდი ვაა.. მთელი ღამე გავათენეთ მე და სოფომ. ვერ ისვენებდი და ბორგავდი.სასწრაფოს გამოძახებაც კი გვინდოდა,მაგრამ გიორგი ექიმმა გვირჩია მუცელზე და შუბლზე ცივი საფენები დაგვედო და გიშველე, გამტენიისას ჩაგეძინა მშვიდად.
_გიორგი?! - გიორგი ექიმის მეტი არაფერი გაუგია ჩემს სმენას ნათიას ნათქვამიდან.
_ჰო გიორგი ექიმი. მან ამოგიყვანა სახლში ხელში აყვანილი, რომ დაგინახე შევიცხადე რამოუვიდა-თქო, ან შენ ვინ ხარ ჩემს დასთან რა გინდა-მეთქი. მისი ექიმი ვარო,ნასვამია და გზაში ჩაეძინაო. ჩანთა ბარში დარჩა და თუ შეგიძლია მის მეგობრებს დაურეკო და უთხრა, რომ მარიამი უკვე სახლშიაო.შემოგიყვანა და შენო ოთახის კარი ვუჩვენე ისეთი დაბნეული ვიყავი ვერც მოვიფიქქრე უბრალოდ მისაღებ ოთახში დაეწვინე და უცხო კაცი შენს ოთახში არ შემომეყვნანა.- თითქოს თავი იმართლა ჩემმა დამ.
_ვაიმე რა სირცხვილია, ვაიმე როგორ მრცხვენია.- ჩავიჩურჩულე და თხელი პლედი სახეზე დავიფარე.
_რომ დაგაწვინა საწოლზე იცი როგორი მზუნველი თვალებით დაგაცერდააა.. ვინ არის მარიამ ეს გიორგი? - ინტერესი ჩასდგომოდა თვალებში ნათიას.
_კაი რა ნათია,სხვანაირად ნუ იღებ ახლა და ნურაფერს შეთხზავ.ექიმი კარდიოლოგია,საავადმყოფოდან ვიცნობ და ბარში შემთხვევით ვნახე..
_მერე სახლი რა იცოდა?
_საავადმყოფოდან რომ გამომწერეს მაგან ხო მომიყვანა სახლში.
_ეგ ხო,კორპუსი იცოდა,მაგრამ ბონა საიდან იცოდა? - ჩამეძია ჩემი და.
_ვაიმე მაგაზე ფიქრის თავი მაქვს,ცუდათ ვარ ადამიანო.ლაპარაკიც არ შემიძლია.მომეცი რაიმე გამაყუჩებელი და იქნებ დავიძინო,თორემ თვალებს რომ ვახელ ყველაფერი ტრიალებს ირგვლივ.
_აი შენ რომ მეორედ დალიო.. აი პროსტა დედას გეფიცები თუ გაპატიო რაა.- ბუზღუნით ადგა ნათია.
გამაყუჩებელმა და ძილის წამალმა სასიამოვნოდ გამაბრუა და მომგვარა ძილი.საღამოს შედარებით უკეთ ვიყავი.იმდენ სიმძიმეს არ ვგრძნობდი.წამოდგომაც ვცადე,მაგრამ თავბრუ ისევ დამეხვა და საწოლში დარჩენა ვამჯობინე.
აუ რისი ღირსი ვარ ახლა მე.ნეტა რაიმე სისულელე ხომ არ ვიბოდიალე მასთან ერტად,რაც მახსოვს ხო ეგეც რამ მაბოდიალა და რაც არ მახსოვს,რა ვიცი რაები ვთქვი,ვაიმე როგორ მრცხვენია,რას იფიქრებს ჩემზე ახლა.ალბათ ლოთი ვგონივარ.თავქარიანი და ქარაფშუტა გოგო.. თუმცა არც არაფრით ჩამოვუვარდები ასეთი გოგოების კატეგორიას.რას გავიგიჟე ტავი,ვერ დავისვენე ჩემთვის და ვერ შევირგე მშვიდად საღამოს გატარება?! უი კობა?! კობამაც ამ მდგომარეობაში მნახა. ამდენი წლის უნახავმა ბავშვობის დროინდელმა მეგობარმა მთვრალი და ფეხზე ძლივს მდგომი მნახა. ფუი სირცხვილი მარიამ შენი.. ცეცხლი,ნავთი და დუღარე.. ეს გეკუთვნის შენ!.ვლანძღე თავი,დაუნანებლად. ოთახში სოფო შემოვიდა.
_ლოთს ვახლავარ.- მომესალმა სიცილით.
_აი შენრა მაკლდი ახლა რაა! - დავიწუწუნე და ბალიში ვესროლე.
_რას გავდი გოგო გუშინ,რა უბედურებაა,ახალგაზრდა გოგო ხარ..ასე უნდა გაილურწკო? - განაგრძობდა ჩემს დაცინვას ცემი უმცროსი და.
_აუ ახლა თუ არ გინდა გაიტყიპო დაიკარგე აქედან.- ვითომ მეწყინა,მაგრამ გულში ვიძახდი მეტის ღირსი ხარ მარიამთქო.
_კარგი ხო,აღარფერს ვამბობ მეტად.- დასერიოზულდა სოფიო-როგორ ხარ ახლა,ხომ ხარ უკეთ?- საწოლზე ჩამომიჯდა.
_ახლა არამიშავს.თავი აღარ მტკივა უკვე ისე,როგორც დილით მტკიოდა. შენ რას შვები? იყავი დღეს სკოლაში?
_შაბათია დღე ძვირფასო დაო,რა სკოლა.- გაეცინა.
_უი ხოო,შაბათია.დამავიწყდა უცაბედად.- მეც გამიცინა,- რა ხდება შენკენ ახალი?
_რავი არაფერი,არ ხდება.. საჭმელი არ გინდა?- სცადა საუბრის შეცვლა ჩემმა პატარა დამ,რაღაცის თქმას ერიდებოდა და რას გამომაპარებდა მე.ჩემს თვალწინ და ჩემს ხელში გაზრდილია სოფიო.
_რაო გელამ,ისევ გაკითხავს?- მე დავუწყე ლაპარაკი,ისეთი თვალებით შემომხედა თითქოს მითხრა როგორ მიხვდი რისი თქმასაც ვერიდებოდიო.
_კი ხანდახან მაკითხავს.- ჩაილაპარაკა.
_ხანდახან?!
_შენ ხომ ვერაფერს გამოგაპარებს ადამიანი ვაა.- წამოიძახა და საწოლიდან წამოდგა.
_განა რამის დამალვას აპირებ? რატომ უნდა დამიმალო სოფო, ხომ იცი რომ მე შენს გვერდით ვარ და სულ დაგეხმარები თუ რამ დაგჭირდება.ჩვენ არა მარტო დები, არამედ საუკეთესო დაქალები უნდა ვიყოთ,თან გახსოვდეს ცემსავით არავინ გიცნობს და იცნობს შენს შინაგან სამყაროს.ამიტომ შენთვისაც და ჩემთვისაც,ორივესთვის კარგი იქნება,რომ არაფერი არ გქონდეს ჩემგან დამალული.გასაგებია?- ჩუმად და თავჩახრილი იდგა და მისმენდა.
_არაფერს არ გიმალავ,მამიკოს გეფიცები.- სოფისთვის მამაჩვენი იყო ყველაფერი.ძალიან უყვარდა და აფანატებდა მასზე.საფიცრად ჰყავდა,- უბრალოდ ეს ორი კვირა არ გეცალა ჩემთვის,სულ დაკავებული ხარ და მიტომ არ გვქონია არაფერი საუბარი..
_მართალი ხარ,სულ გადარბენაზე ვარ, მაგრამ შენთვის ყოველთვის მაქვს დრო. გისმენ რა მოხდა? - არ ვიმჩნევდი,მაგრამ ინტერესი მჭამდა რისი თქმა სურდა ჩემს პატარა დას.
_ისეთი არაფერია,შეიძლება მეჩვენება, მაგრამ მე მეშინია.
_რისი გეშინია კი მაგრამ,გელასგან რაიმე ცუდს გრძნობ? - ლამის გული გამისკდა.
_არა,გოგო რა სისულელეა.. პირიქით,ძალიან საყავრელია.. სულ მეფერება,სკოლასთან მხვდება და მერე მე და ჩემი დაქალები კაფეში მივყავართ ხოლმე. მათ თვალწინ ლოყემზე მჩქმეტს,თბილ სიტყვებს მეუბნება და მეშინია ამ ყველაფერს არ მივეჩვიო,ეს ხომ უბრალოდ თამაშია ჩემი კლასელების თვალის ასახვევად... ჰოდა ერთ დღესაც ადგება და წავა გელა,მე კი დავრცები ისევ ისე.. ის კი არადა უკვე მივეჩვიე კიდეც,სკოლის დამთავრება მიხარია,ერთი სული მაქვს როდის გამოვალ გარეთ და შევხედავ მას. მასთან ტავს კარგად ვგრძნობ,დაცულად ვარ...
სოფის სევდიანი გაუხდა სახე.საფიქრებელში ჩავვარდი,ახლა ამ ეტაპზე მე რა უნდა გამეკეთებინა, მე რა მევალებოდა ვერ ვიფიქრებდი.
_შენ თვითონ ტქვი,რომ ეს თამაშია და ერთ დღესდასრულდება,შეამზადე თავი ამისთვის და ნუ მიიტან გულთან მის ასეთ დამოკიდებულებას შენდამი სხვანაირად.ის ასეთი თბილი და მოსიყვარულე იყო სკოლაშიც სოფ.. გელა ასეთია,ყველა ეტევა მის გულში,ძალიან თბილი ადამიანია-ვეცადე რეალობისთვის დამებრუნებინა ჩემი და.
_უბრალოდ მივეჩვიე და მეშინია რომ წავა და დასრულდება ეს ყველაფერი,მეშინია კიდევ არ მეტკინოს ხომ ხვდები.- ნაღვლიანი თვალებით შემომხედა,მომეჩვენა,რომ გაზრდილიყო,შევსებულიყო და დასრულებულიყო,ისეთი მზერა მომაპყრო,თითქოს მტელი ცხოვრება ტანჯვაში გაევლოს და ამ ტანჯვით უდიდესი და ძალიან ბევრი გაკვეთილები ესწავლოს.გული ამეწვა.ის ისეთ ასაკშია ახლა,ყველაფერი გულთან ახლოს რომ მიაქვთ და ძალიან მგრძნობიარები ხდებიან.
_კარგი ცუდზე არ იფიქრო,კარგად იქნება ყველაფერი.გელა ჩვენი მეგობარია და არსადაც არ წავა.- დავამშვიდე ღიმილით.თვითონაც გამიღიმა.
_საჭმელი არ გინდა? რა გესიამოვნება,რას შეჭამ ნაბახუსევზე ლოთო! - გულიანად გადაიკისკისა და კარი ფარტედ გამოაღო.
_ეს ნახე რაა ერთი..ლოთი იქნება ახლა რომ წამოგიხტები.- საწოლზე წამოვჯექი და ადგომა დავაპირე. თავბრუსხვევა ისევ მქონდა მაგრამ თავს ძალა დავატანე და სამზარეულოში გავედი. საჭმწლი ნაძალადევად ვჭამე.მძინარე მაშოს დავხედე,თვალებით მივეფერე და აბაზანაში შევედი.გრილმა შხაპმა უკეთ გამხადა და ეზოში ჩასვლა გადავწყვიტე,გრილოდა და გრილი ჰაერი არ მაწყენდა ნამდვილად.
თაბაგარზე ფიქრი ტვინს მიბურღავდა,ტელეფონი არც მომიკითხავს.ხვალ საავადმყოფოში მივალ და მადლობას გადავუხდი ყველაფრისთვის,გავიფიქრე და კაპიშონიანი წითელი ზედა მოვიცვი.
ნათია სახლში დარჩა ბავშვთან,სოფომ სამეცადინო მაქვსო და მარტომ ჩავედი დაბლა.ჩემი კორპუსიდან რამოდენიმე ათეულ ნაბიჯზე ვენახის ტალავერია და ამ ტალავერის ქვეშ ხის მაგიდა სკამები იდგა,საღამოობით უბნის ახალგაზრდობა ჯოკერს თამაშობდნენ და იყო ყოველ ღამით ყიჟინი.ამჯერად სიწყნარე იყო,რამაც ძალიან გამაკვირვა.მაგიდასთან მხოლოდ მეზობლის სამი ქალი იჯდა,ყავა გაემზადებინათ და თან ჭორაობდნენ თან მკითხაობდნენ.ერთი სომხის ქალი გულია,რომელიც მკითხავის როლს იბრალებდა მთელი მონდომებით ჩასცქეროდა თამრიკოს ჭიქას და მეტად ჩაფიქრებული და ცალი თვალ მოჭუტული ეუბნებოდა:
_სენი წირიმე თამრიკოჯან,გეუბენბი შენი ბიჭი მალე ცოლს იტხოვს,აგე რამოდენა სუფრასა ვხედავ.- ყავის ჭიქა თამრიკოს ლამის ცხვირთან მიუტანა.თამრიკომაც დაუკვირდა და გახარებულმა წამოიძახა:
_მართლა ვხედავ დიდ სუფრას,ენაცვალოდ დედა ჩემს ამბაკოს-სიამაყით ახსენა მისი შვილი თამრიკომ,ალბათ უკვე ვინ იცის მერამდენედ ჰყავდა მისი ამბაკო სიძის ამპლუაში წარმოდგენილი.თითქმის ოცდაათ მიტანებული დედის ყმაყოფაზე მცხოვრები და ბირჟაზე "ბოზ*ს შვილი ვიყო"-ს მთქმელი აყლაყუდა ბიჭი არაფერს ცდილობდა რომ დედამისს რაიმეში დახმარებოდა ან თავის მომავლისთვის ეფიქრა და ეზრუნა. რთული და ძნელი,უფრო სწორად არც შეიძლება სხვისი განსჯა,მაგრამ მაღიზიანებს ასეთი მშობლები,შვილებს თვით რეალიზაციის და დამოუკიდებლობის სურვილს რომ უქვეითებს.ამბაკოს მდგომარეობა აბსოლიტურად თამრიკოს ბრალი იყო.დაფოფინებდა თავს თურმე ბავშვობაში,ლამის ბროლის კოლოფში ჩაესვა და ისე ეტარებინა მისი შვილი,მაგრამ რა გამოვიდა ან რა გამოვა ბოლოს ასეთი დამოკიდებულების მქონე მშობლებსა და შვილებს შორის? პასუხისმგებლობის გრძნობა ნულია შვილებში,მშობლები კი იმას ფიქრობენ მერე სად დავუშვით შეცდომაო.ბავშვი თავიდანვე უნდა მიაჩვიო დამოუკიდებლობას და დამოიკიდებლობა პასუხისმგებლობის გრძნობას ჩამოუყალიბებს..რომ იგრძნობს ის არ არის სხვაზე დამოკიდებული,უფრო მეტი თვით დაჯერება უჩნდება საკუთარი თავის მიმართ,უფრო მეტად და მყარად გადალახავს პრობლემებს მოწიფულ ასაკში და ა.შ. მარტო,შვილს პირი მობანო და კარაქიანი პური აჭამო,არ ნიშნავს,რომ კარგი მშობელი ხარ.პირველ რიგში მისი ფსიქოლოგიის შესწავლისკენ უნდა ისწრაფოს დედამ და მამამ.
_მარიამ რა შორიდან გვიცქერი,მოდი ჩვენთან ჩამოჯექი,- ფიქრებიდან ციცოს ხმამ გამომიყვანა,რომელიც მაგიდასთან მეპატიჟებოდა.
_საღამო მშვიდობის,როგორ ხართ? - ღიმილით მივესალმე მეზობლებს და მეც მათ გვერდით დავიკავე ადგილი.
_გაგიმარჯოს შვილო.არაგვიშავს ჩვენ,დრო გაგვყავს და ვართ..
_დღეს სიწყნარეა რაღაც,ბიჭები სად არიან?-ვიკითხე და თვალი მოვავლე არემარეს.
_რესტორანში არიან წასულები,თედოს დაბადების დღეა ოცდაოთხი წლის გახდა და აღნიშნავს,მიტომ გვერგუნა ეზოში სიმშვიდე და გრილ ჰაერზე წყნარად ყოფნა.- მითხრა ღიმილით თამრიკომ და გულიას მიუბრუნდა,- დამთავრდა? მეტს ვერაფერს ხედავ მანდ?
_მეტი არაფერი ჩანს თამრიკოჯან.
_შვილო შენები როგორ არიან? არ აპირებენ ჩამოსვლას?-მომმართა თამრიკომ.
_არა,თამრიკო დეიდა ვერ ჩამოდიან.ვერ ახერხებენ თორემ ერთი სული აქვთ საქართველოში რომ ჩამოვიდნენ და ჩვენთან ერთად იყნენ. - ვუთხარი სევდიანმა.
_არაუშავს,თქვენ უკვე დიდებით ხართ,კი გენატრებათ ერთად ყოფნა,მაგრამ კი ხედავ აქ როგორი ცხოვრებაა,რომ ჩამოვიდნენ რა უნდა გააკეთონ?! ნათიას ქმრისგან არაფერი ისმის?-შემაპარა კითხვა.
_არა,არაფერი ისმის და არც სურს ჩემს დას გაიგოს რაიმე მასზე..
_დედა რა საინტერესოა,რა მოუვიდათ კი მარგრამ ასეთი.- აღშფოთება და ინტერესი ვერ დამალმა მეზობლის ქალმა.
_არაფერი არ ვიცი, ჩემს დას ასე სურდა და ჩვენ მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცით.- ვუთხარი ცოტა მკვახეთ.
_გასაგებია,მაგრამ ოჯახის დანგრევა ასე ერტი ხელის მოსმით და ახსნა განმარტების გარეშე სად წერია ეგრე?! - არ ჩუმდებოდა არამკითხე მოამბე და საშინლად მეშლებოდა ნერვები.
_კარგი რაა თამრიკო,არაა ეგ ჩვენი საქმე.- საუბარში გულია ჩაერთო.- შენ ის მითხარი რძლისთვის ოქროები ხომ გაქვს მოგროვებული. თამრიკოსაც თითქოს ეს უნდოდაო და მოჰყვა თავის ავლა დიდების ჩამოთვლას,თუ რითი შეამკობდა რძალს და რამოდენიმეჯერ საუბარში ჩართო,რომ მარიამისნაირ გოგოს ვიყოლიებდი რძლად სიამოვნებითო.
მეზობლების ჭორაობის მოსმენამ ისე გამართო ვერც კი შევნიშნე ჩემი კორპუსის წინ როგორ გაჩერდა თაბაგარის მანქანა.
_ვინ არის ეს ბიჭი გულია ხომ არ იცი? - დაფაციცებით კითხეს მკითხავს ქალებმა. უნებურად მათ მზერას გავაყოლე თვალი და ექიმის თვალებს გადავაწყდი....

უცნაურმა სიხარულმა მომიცვა მისი დანახვისას.წამოვდექი და მისკენ წავედი.
_როგორც სჩანს უკეთ ხარ.- მითხრა ღიმილით.
_კი, კი კარგად ვარ ახლა..
_ძალიან კარგი. შენი ამბავი მაინტერესებდა და მიტომ მოვედი.- კეფაზე მოისვა ხელი.
_ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი...თან ძალიან მრცხვენია, წუხელ ზედმეტი მომივიდა.- ვუთხარი და უხერხული ღიმილით ყურზე გადავიწიე თმა.- წამობრძანდით სახლში ავიდეთ..
_არა,არ არის საჭირო.უკვე გავიგე როგორაც ხარ და არ მინდა შეგაწუხოთ.ისე უკეთესი იქნება ჩემთან ერთად თუ წამოხვალ.- ისევ გამიღიმა.
_სიმართლე გითხრა ძალიან მიკვირს რომ იღიმი.- გამეცინა.
_ნუ დამაკომპლექსებ,თორემ საერთოდ არ გავიღიმებ.- მითხრა მთელი სერიოზულობით, შEმახსენა, რომ თვით უჟმურს და გაუცინარ ხელმწიფეს, გიორგის ვესაუბრებოდი.
_უკაცრავად..- ვთქვი ჩურჩულით.
_წავიდეთ ხო? - მკითხა ოდნავ შერბილებული ხმით.
_კარგი წავიდეთ, მაგრამ ასე?! გამოვიცვლი და ჩამოვალ.- ტანსაცმელზე დავიხედე.
_რას ერჩი, მშვენივრად გაცვია და ლამაზად გამოიყურები. - მომიწონა ჩაცმულობა. განსაკუთრებით ჩემს ყვითელ კეტებს დააჩერდა.ვიუხერხულე და თითები ავათამაშე ფეხსაცმელებში.
_ჩემებს გავაფრთხილებ, თან ტელეფონს ავიღებ და ჩამოვალ ახლავე.კარგი?
_კარგი,მიდი გელოდები.-ისე თბილად მითხრა ვიგრძენი როგორ წამოვხურდი სახეზე. ლიFტს არ დავლოდებივარ ისე ავირბინე კიბეები და სახლში შევარდი. შესასვლელში ჩავისუნთქე და სახე დავიწყნარე.არ მინდოდა რომ შემტყობოდა სიხარული.
_ნათი! - სამზარეულოში შევედი, რადგან ნათიას ხმა იქედან მესმოდა ტელეფონზე ლაპარაკობდა.- ვის ელაპარაკები?
_დედიკოს! - მითხრა მხიარულად.
_აუ ჩემზე არაფერი უთხრა.- ვანიშნე ტუჩების მოძრაობით. თავი გამიქნია არ ვეტყვიო. ჩემს ოთახში შევედი ტელეფონი ავიღე და ისევ ნათიასთან დავბრუნდი.- მე უნდა წავიდე.- ვუთხარი ჩურჩულით დედას რომ არ გაეგონა.- გიორგი მელოდება დაბლა.- ჩემს დას თვალები კაკლის ოდენა გაუხდა.
_დე კაი გაგეთიშები ახლა მაშოს მივხედავ და მერე გადმორეკე ან მე დაგირეკავ-საუბრის დასრულება დააჩქარა დედასთან-კი,კი კარგად ვარ ყველანი.ყველა სახლში ვარ კი. კაი დე გაკოცე-ტელეფონი გათიშა და გაოცებულმა გამომხედა.- რა გოგო??
_კაი ახლა ნუ შექმნი პანიკებს, ჩემი ამბის გასაგებად მოვიდა მაგრამ დაბლა რომ ვიყავი, მერე ზემოთ ამოსვლა არ ისურვა,ამიტომ შემომთავაზა ჩემთან ერთად წამოდიო.წავალ და მალე მოვალ კარგი?
_კარგი,ოღონდ არ დააგვიანო.დედა გადმორეკავს ისევ და რომ გიკითხოს ხომ იცი მერე ინერვიულებს.
_არ დავიგვიანებ. გაკოცე.- ისევე სწრაფად ჩავირბინე კიბეები როგორც ავირბინე. ბოლო საფეხურზე შევჩერდი და ისევ ჩავისუნთქე,რომ აჩქარებული გული ჩამეწყნარებინა. სადარბაზოდან მშვიდი სახით გამოვედი. ტალავერის "ბირჟიდან" მეზობლის ქალების წყვილი ინტერესიანი თვალები მიმზერდა. "მიეცათ სალაპარაკო" გავიფიქრე და ნერვიულად ჩავიცინე. ხელი დავუქნიე მათ, დავემშვიდობე და თაბაგარს გავხედე.მანქანასთან იდგა და ტელეფონზე ლაპარაკობდა."ჰო,ჰო.. ჩემს კარადაშია შენი ნივთები,აიღე და წადი" ცდილობდა დაბალზე ეთქვა მაგრამ მაინც მოვკარი ყური.ჩემს დანახვაზე ყურმილში მოსაუბრეს დაემშვიდობა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
_მართლა მალე ჩამოხვედი,როგორც წესი ქალები იგვიანებენ როცა ელოდებიან-მითხრა თაბაგარმა და მანქანის კარი გამიღო.
_ქალები პაემანზე იგვიანებენ,ეს კი პაემანი არ არის.- ვუთხარი ნიშნის მოგებით,როდესაც მანქანაში ჩავჯექი.
_იქნებ არის! - გამომცდელი მზერით გადმომხედა.
_არამგონია.- გავიცინე.
_რატომ? ვიცი რომ მოგწონვარ, მეც მომწონხარ თან ძალიან-სრულიად მოულოდნელად მაცნობა ექიმმა.
_რატომ გგონია რომ მომწონხარ? - შემრცხა ფაქტზე წაჭერა.
_შენ თვითონ მითხარი.- მშვიდად განმიცხადა.
_მე?!.. ალბათ სიმთვრალეში რაღაც წამოვროშე.- თუმცა კარგად მახსოვდა რაც ვუთხარი.
_მსმენია სიმთვრალეში მართალს ღაღადებენო-გაეცინა კარდიოლოგს.
_მრცხვენია ძალიან,აწი აღარ დავლევ არასოდეს-ჩემს თავზე ნაწყენმა გავიბუსე და ფანჯარაში გავიხედე.
_შენი კეტები მომეწონა-საუბარი შეცვალა გიორგიმ.უნებურად ჩემს ფეხსაცმელებს დავეხდე.
_მათ სახელი ჰქვია-ვუთხარი სიცილით.- ყვითლები დავარქვი. ძალიან მიყვარს ეს კეტები.
_ყვითლები? - გაეღიმა.
_ჰო ეგრე,ერთხელ ერთი სიყვარულის ამბავი წავიკითხე რომელსაც ყვითლები ერქვა. იქ მთავარ გმირს ყვითელი კეტები აქვს და თილისმად იქცევა ის ფეხსაცმელი შეყვარებულებისთვის,ძალიან მომეწონა ის ისტორია და შემიყვარდა ყვითლები. თბილისში ვერ ვიპოვე ეს ფერი რომ მეყიდა და დედას გამოვაგზავნინე.- გამეცინა ჩემს მონაყოლზე.
_რა საინტერესოა,გამოდის რომ ძალიან რომანტიკოსი ხარ.
_ასე გამოდის.თუმცა ვფიქრობ ყველა ქალი რომანტიკოსია.. ნუ რაღაც დოზით. აი მე კი გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ.
_ფაქიზი სულის ადამიანები არიან ეგეთი ხალხი...ადვილად ტკივათ და რთულად უმკლავდებიან პრობლემებს,თუმცა შენ რაღაც ვერ სეგატყე მსგავსი.. ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვე ჩემში.
_ასეც არის,შეიძლება რომანტიკოსი ვიყო,მაგრამ კარგად ვიცი როგორ უნდა ვიდგე მყარად მიწაზე.. თავის ქება გამომივიდა,- ორივეს გაგვეღიმა.- თქვენზე მომიყევი რამე.
_როგორ დავიწყო,დავიბადე და გავიზარდე ამა და ამ ადგილას?! - გაეცინა.
_თუნდაც ეგრე..
_კარგი ,გავაჩერებ მანქანას,მოვედით უკვე და მერე გავაგრძელოთ საუბარი-მანქანა გზიდან გადაიყვანა და გააჩერა.
_სად ვართ?-ვკითხე რადგან იქაურობა არ გავდა არც რესტორანს და არც ბარს.
_ეს ჩემი ფავორიტი ადგილია.აი სიწყნარეში ყოფნა თუ მოგინდეს ამ არეულ ქალაქში აქ უნდა მოხვიდე.
_ეს ხომ სახლია..
_ერთი შეხედვით სახლია,მაგრამ წამოდი აბა შიგნით შევიდეთ-შემიპატიჟა და სახლის კარი შეაღო. სახლს ეზო არ ჰქონდა.პირდაპირ შესასვლელი რკინის კარი ქუჩის მხრიდან იყო.
_პირველად ვარ აქ.
_არ არის ცნობადი სახე ჯერ ეს..
_სახელიც არ ჰქვია..
_ჰო.- ამ საუბარში და არემარეს თვალიერებით კიბეებზე ავედით და ვერანდაზე აღმოვჩნდით.ვერანდა ხის იატაკის იყო,ასევე ხის მოაჯირით გარშემორტყმული.ირგვლივ კი ღია ფერის მწვანე(სალათისფერი)პლასმასის მაგიდა და სკამები ელაგა,ყოველ მაგიდას ყავიფერი ქოლგები ეხურა.მაგიდებზე კი პაწაწინა მაგიდის სანათები იყო ანტებული და თბილი ფერი სინათლით ანატებდნენ მსუბუქად იქაურობას.სახლის უკანა ეზოში კი უამრავი ხე იყო მწვანედ გაფოთლილი.ვერანდიდან რომ გადახევდი ამ ხეებს გეგონებოდა ზღვა ღელავდა უხმოდ,ნიავი ისე ამოძრავებდა ფოთლების ჯარს.
_რა სილამაზეა! - წამოვიძახე და მოაჯირს მივუახლოვდი და დაბლა გადავიხედე. ჩემი ვარაუდით ალბათ სამი სარტულით მაღლა ვიყავით მიწიდან.დაბლა მწვანე კოინდარი ამშვენებდა ირგვლივ ყველაფერს. ხეებში აქა იქ ლამპიონების მკრთალი შუქი გაბნეულიყო.
_მიხარია,რომ მოგეწონა.- ყურთან თაბაგარის ცხელი სუნთქვა ვიგრძენი. მისკენ მოვტრიალდი და თვალებში ჩავხედე.უცნაურად მიყურებდნენ.სითბო,სიყვარული,მზრუნველობა,სიმკაცრე..რატომღაც ყველაფერი ერთად ამოვიკითხე მის მზერაში..წამოვხურდი სახეზე და თვალი ავარიდე.
_მართლა ძალიან მომეწონა.- ვუთხარი და ისევ შევხედე თვალებში. ჩემს თავს ვხედავდი იქ..
_წამო მაგიდასთან ჩამოვსხდეთ.- ხელით მანიშნა მაგიდისკენ ექიმმა.
_აქ მარტო ჩვენ ვართ?- გავიკვირვე.
_როგორც სჩანს კი. ხომ გითხარი ნაკლებად ცნობილიათქო,მაგრამ არაა გამორიცხული,რომ შემოგვემატოს ვინმე კიდევ. - სკამი გამოსწია და მანიშნა დავმჯდარიყავი.თვითონ ჩემს წინ ჩამოჯდა.მიმტანი მოგვიახლოვდა და გვითხა რას შევუკვეთავდით.
_მე ყავა მინდა უშაქრო-ვუთხარი.
_ყავა არ შეიძლება მისთვის, ჩაი მოგვიტანე ორივეს- უთხრა თაბაგარმა.მიმტანიც უხმოდ შებრუნდა.გაკვირვებით შევხედე კარდიოლოგს.
_მე ყავა მინდოდა.- გავიბუსე.
_არ შეიძლება და არაა სასურველი,თან ძილს გაგიტეხავს.- მითხრა მშვიდად.
_ჩემზე ზრუნავ?- ირონია გავურიე ხმაში.
_როგორც ექიმი ვალდებული ვარ.
_კარგი,დაგნებდი.- ორივე ხელები ავწიე ზემოთ.
_წინააღმდეგობის გაწევას აპირებდი? - ჩაეცინა.
_ეჭვი არ შეგეპაროს.. რატომაც არა?! ჩემს სიტყვას ბოლომდე გავიტან,რომ მოვინდომო.- ვუთხარი ისევ ნიშნის მოგებით.
_არ გირჩევ შემეწიააღმდეგო.- ხმა მკაცრი გაუხდა.- თან არ ღირს ყავის და ჩაის გამო კამათი.
_შენ დაიწყე.- არ ვჩუმდებოდი.
_მარიამ! - მომმართა უკვე მრისხანე ხმით. აი ისეთით საავადმყოფოში შემოვლაზე რომ იყო და ექთნებს რომ მიმართავდა ხოლმე. გამაჟრიალა.
_გისმენ! - არ შევიტყე ჩემი შეკრთობა.
_არაფერი.. მშობლები სად არიან? - თვითონ სცადა საკუთარი თავის დამშვიდება და საუბრის შეცვლა. ამ საქციელმა უფრო გამათბო მის მიმართ.
_მშობლები რუსეთში არიან უკვე წლებია...
(მოკლე მიმოხილვა)..
ექიმის და მარიამის შეხვედრა ერთმანეთის უკეთ გაცნობით შემოიფარგლა.
თაბაგარმა გერმანიაში დაამთავრა სკოლა და სასწავლებელი.რამოდენიმე წელია რაც საქართველოში დაბრუნდა და კარდილოგად დაიწყო მუშაობა. მისი მშობლები განქორწინდნენ როდესაც ექიმი 13 წლის იყო.დედამისი მეორედ გათხოვდ,ამჯერად გერმანიაში,მაგრამ ქართველზე და მისგან ჰყავს 15 წლის გოგონა.თაბაგარის მამინაცვალი გარდაიცვალა და უფრო ამიტომ დაბრუნდნენ სამშობლოში,რადგან გიორგის დედას იქ ყოფნა აღარ შეეძლო მეტად.კარდიოლოგს იქ შეყვარებული ჰყავდა ესმა,მისი წამოსვლის შემდეგ,იმ გოგომაც,როგორც იციან თქმა "აიკრა გუდა-ნაბადი" და საქართველოში წამოვიდა,ისიც ქართველია.მარიამთან საუბრისას გიორგიმ თქვა,რომ ესმასთან ნაკამათებია,ამ ბოლო დროს ერთმანეთის არ ესმით და ფიქრობს,რომ ის რაც მათ შორის იყო უკვე გაუფერულდა და დასასრულს მიუახლოვდა. მარიამი დაამშვიდებს (მაგრამ შინაგანად ძალიან დაწყდება გული) ერტყვის,რომ ყველაფერი მოგვარდება და ისევ ერთდა იქნებით-ო.თაბაგარი კი ჰკითხავს "ასე გგონია?"-ო.მარიამი სახლში წასვლას მოინდომებს,მოიმიზეზებს,რომ მისმა მშობლებმა უნდა დარეკონ და სახლში უნდა იყოს მათი დარეკვის დროს.ექიმი წაიყვანს,თან ტელეფონის ნომერს გამოართმევს.იმავე საღამოს დაურეკავს და ჰკითხავს,ხომ არ გაგიბრაზდნენ სახლში დაგვიანებისთვისო. მარიამი მის ნომერს "კონტაქტ ლისტში" "უჟმური"-ს სახელით შEიყვანს.ასევე საუბრისას მარიამმა ახსენა,თავისი სოფელი და ბებო,თაბაგარმაც თავისი და,მაგრამ რატომღაც სახელებით არც ერთს არ მოუხსენიებია არც ერთი.
ამ შეხვედრის მერე,თაბაგარმა ვერ მოახერხა და მარიამს ვერ შეეხმიანა.მარიამმაც არ მოიკითხა,ფიქრობდა,რომ ესმას შეურიგდა და არ მინდა თავი შევახსენოვო. ერთ დღეს დიდი შესვენება ჰქონდა და მეგობრებთან ერთად კაფეში წავიდა. იქ კი თაბაგარი დახვდა.მოუბოდიშა მარიამს,რომ ვერ ურეკავდა. "საგიჟეთი მაქვსო" უთხრა. მარიამმაც ისეთი სახე მიიღო,თითქოს არც აინტერესებდა და არც ახსოვდა ექიმი და მერე რა,რომ ვერ დარეკე,დიდი არაფერიო.კარდიოლოგი ეტყვის: ეს კაფე შენი საყვარელი ადგილი ყოფილა,გავიგე.ვფიქრობ ხვალაც მოგვიწევს აქ შეხვედრა-ო. მაგრამ მარიამი არ წავა,რადგან ექთან ანჟელასგან უკვე გაგებული ჰქონდა,რომ თაბაგარს საცოლე (ესმა) ყოველ დღე აკითხავს სამსახურში და ერთად მიდიან მერე სამსახურიდანო,აქვე ისიც დასძინა,რომ ძალიან ლამაზი გოგო ყოფილა ესმა.(ექთან ანჟელას კი მარიამი სრულიად შემთხვევით შეხვდა და აღმოჩნდა,რომ რამოდენიმე თვის გადმოსული ყოფილა მის უბანში საცხოვრებლად.მის მერე ხშირად ნახულობდა და მისგან გებულობდა თაბაგარის ამბებს). მეორე დღეს მარიამი არ წავიდა იმ კაფეში და გიორგის ზარსაც არ უპასუხა.საერთოდ საკუთარ თავს ექიმზე ფიქრი აუკრძალა,რადგან მას ტკივილი და გულიწყვეტა მოჰქონდა მისთვის,იმის გააზრებისას,რომ კარდიოლოგს სხვა მოჰყავდა ცოლად,მისი დიდი ხნის სიყვარული.
ერთ დღეს სკოლის გამოსაშვები საღამო იყო და სოფომ სთხოვა მარიამ გაჰყოლოდა ამ კონცერტზე. იქ გაიცნო ელზას დედა ნატალია.ნატალია აღნიშნავს მარიამის სილამაზეს და შეაქებს მათ ოჯახს. მარიამსაც ძალიან მოეწონა ელზას დედა,ფიქრობს,რომ ვიღაცას აგონებდა მისი თვალები მაგრამ ვერაფრით იხსენებდა ვის.საუბრისას ნატალიას ეტყვის,რომ სკოლის დამთავრების შემდეგ იმერეთში,სოფელში აპირებენ წასვლას და ელზას წაყვანა სურდათ მათთან ერთად. ნატალია ეტყვის,რომ ოჯახში დავილაპარაკებთ და შეგატყობინებთო.გადაწყდა,ელზას სოფელში უშვებდნენ.თავიდან ერთად უნდა წასულისყვნენ,მაგრამ იმ დღეს როდესაც გასვლა ჰქონდათ დაგეგმილი,ელზამ დარეკა და უთხრა,რომ ჩემი ძმა თბილისში არ არის და მთხოვა მის ჩამოსვლამდე არ წავსულიყავიო.თვითონ ჩამომიყვანს მერე სოფელშიო.

.....................

ბებოს დავურეკეთ და გავაფრთხილეთ რომ ჩავდიოდით მეორე დღეს.მაგრამ ელზას გარეშე გვიწევდა წასვლა,რადგან მისი ძმა თბილისში არ იმყოფებოდა. უთქვამს უჩემოდ არ წახვიდე და მე წაგიყვან,რომ ჩამოვალო. ჩვენც გამგზავრებას ვერ გადავდებდით,თან ორ დღეში ელზაც ჩამოვიდოდა ჩვენთან.
ბარგი მოვათავსეთ მანქანაში და გულის ფანცქალით დავადექით იმერეთისკენ მიმავალ გზას.
ალბათ ყველას განგიცდიათ,თუ როგორი სიხარული და აღტაცება გეუფლებათ დედულეთისკენ მიმავალთ.მითუმეტეს როდესაც ბებიაჩემი ლამარასავით ტკბილი და "ქაქანა" ბებია გელოდებათ.
მაშოს თითქმის მთელი გზა ეძინა. სოფი მოწყენილი იყო.ნათიას კი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
_სოფო რას ჩამოგტირის სახე, ხომ გითხრა, რომ ზეგ დილით ჩამოვა? - ვითომ ნაწყენმა გადავხედე ჩემს პატარა დას.
_პროსტა ნერვები მეშლება რაა.. რა მოხდებოდა ჩვენთან ერთად გამოეშვა. - თქვა განერვიულებული ტონით.
_კარგი ჰო,მორჩი წუწუნს, არ უნდოდა და დამშვიდობების გარეშე გამოეშვა რა მოგივიდა?! - შევუტიე სოფოს,რომ მოქუფრული სახე ჩაეცხრო. - არც მე გაგიშვებდი ჩემს უნახავს არსად.
_ჰოდა ერთნაირებიხარ თქვენ ორივენი მერე.- მომახალა კიდე უფრო "გულმოსულმა" და გაბრაზებული მზერა ფანჯარაში გადაიტანა.ნათიას გავხედე სარკიდან,თვალი ჩამიკრა და გაეღიმა.
რაც უფრო ვუახლოვდებოდი სოფელ სიმონეთს,ჩემს ტკბილ დღეებს,ჩემს ბავშვობას და ჩემს საყვარელ ბებიას,მით უფრო ჩქარა მიცემდა გული.სისხლმა სწრაფად იწყო მიმოქცევა გულის კაპილარებში და შხულის ხმას აწვდიდა ჩემს ყურთა სმენას.ჩვენი სახლი ფერდობზე დგას და როგორც კი შეუხვევ ჩვენი სახლისკენ მიმავალ გზაზე,მაშინვე გამოჩნდება ლამარას ხის ორსართულიანი იმერული ოდა. სახლის წინ ფართე მინდვრით და ღობის ჩაყოლებაზე ჩამწკრივებული ხეხილის ხეებით.კიბის საფეხურებზე დალაგებული ქოთნის ყვავილები ამაყად,წელში გამართული გადმოყურებდა გამწვანებულ კარ-მიდამოს.
აღმართს ავუყევი და ჩვენი ჭიშკარი და ჭიშკარში მომლოდინე ბებიაც გამოჩნდა.შუბლზე ხელი მოეჩრდილა და გაბადრული სახით გვიცქერდა.თვალზე სიხარულის ცრემლი მომადგა მისი დანახვისას. დიდი ჭიშკარი ფართედ გააღო მანქანა ეზოში,რომ შემეყვანა.
_დედაა რას მევესწარი აგი,ჩემი ბოვშები ჩამევიდა! - შეიცხადა სიხარულით ბებიამ,როდესაც მანქანიდან გადმოვედით.
_ლამრო როგორ ხარ,როგორ?! - ვკითხე მხიარულად და კისერზე შემოვხვიე ხელები. ატირდა სიხარულისგან ბებია,რომელს მოგვფერებოდა აღარ იცოდა ისეთი ბედნიერი იყო.ხან შვილთაშვილს მივარდებოდა,ლოყებზე მიეფერებოდა მისი,სოფლის ცხოვრებისგან,გაუხეშებული ხელის გულებით,ხან ჩვენ-შვილიშვილებს გვიკრავდა გულში.
_თქვენ შამეგევლოთ თქვენი ბებია თავზე,ტქვენს სანცვლოდ წასულიყო ტქვენი ბებია,თქვენ მეყოლეთ კარგად ჩემო ანგელოზებო.
_ბე! აუ რა მაგრად მომენატრა აქაურობა იცი?! - როგორც იქნა სოფოს სახემ იდარა.
_აგერ ბებია მერე,ქე მოგიწევს ორი თვე ყოფნა და იჯერე გული აქაურობით.უი ბებია სადაა შენი ამხანაგი?! ხო ტქვი მომყავსო?- მანქანისკენ გაიხედა ლამარამ,თიტქოს იქ ეგულებოდა სტუმარი.
_ზეგ ჩამოვა,მისი ძმა ჩამოიყვანს.
_აა.. კაი ბებია,როცხა უნდა მაშინ მევიდენ,არც ერთ მინუტში არ შევრცხვები სტუმართან,ქე იცი ჩემი ამბავი.- თქვა სიამაყით ლამრომ და თავსაფარში დამალა მისი ჭაღარა.- ბარგი გადმოვალაგეთ,ჩვენი Oთახები დავირიგეთ და ეზოში ჩავედით.ბებიას შემწვარი ვარია ახალ ტყემალში ჩაეწყო და სიმინდის ფქვილის ღომი გაეკეთებინა შუაცეცხლზე.იცის ყველაზე ძალიან,რომ მიყვარს ეს საჭმელი და დამახვედრა. იქვე "ნაკვერცხალში" გახვეულ კეცზე იმერული ხაჭაპური ცხვებოდა სოფოს და ნათიასთვის. თეთრი ბალის კომფოტი გაეხსნა და ჩვენთვის სუფრას შლიდა კაკლის ძირში დაბალ მაგიდაზე.
_მოით ბებია,მოით! დაღალულები და მშივრები იქნებით.ნაჭამის თქვენ არ გეტყობათ აფერი! რაფერ გაყვლეპილხართ,ძვალი და ტყავი ხართ მარტო დარჩენილი.მოგიკვდათ ბებითქვენი არ გცალით ხო საჭმლის გასაკეთებლად.-მოჰყვა მისებურს ლამრო.თან ღომს არიგებდა თებშებზე.
_Bებო რა ჯიგარი ხარ,პროსტა რაა.. აი ამ ღომის სუნზე ვაბოდებ.- ვთქვი და ღომის ცხელი ოხშივარი ღმად შევისუნთქე.
_ვიცი ბებია,ვიცი.- თქვა ღიმილით,- რამდენჯერაც გავაკეთებდი ბებია სულ ვამბობდი: ნეტა ჩემი მარუსიე ამყოფა ახლა აქანათქო.
_ჰა ლამარა ჩამევიდენ ქალაქელები?!- შარაზე მიმავალმა მეზობლის კაცმა გადმოძახა ბებიაჩემს ეზოში მხიარულად.
_ჩამევიდენ ზაურ,ჩამევიდენ!- ახარა მეზობელს ბებიამ.
_კაი კაი!.. რაფერ ხარ,რას შობით ბოვშებო?! - მოგვმართა ჩვენ ზაურიმ.
_მადლობა,კარგად ვართ!ტქვენ როგორ ბრძანდებით ზაურ ბიძია?! - უპასუხა და მოიკითხა მეზობელი ნათიამ ფეხზე წამოდგომით.
_სადაა ბიძია ბრძანება აი მთავრობის ხელში.- ჩაიქირქილა თავის ნათქვამზე,- ისე არამიშავს,ცოტა მოვყანჭალდი თორე,მეტი არაფერი.
_ოჯახში ხომ კარგად ხართ? - გაუგრძელა ჩემმა დამ საუბარი,- მობრძანდით,სუფრასთან დაგვეწვიე რა შორიდან გვესაუბრები.- ღიმილით შემოიპატიჟა ზაური.
_არა,არა.. მეჩქარება. ამ ზეით მივდივდიოდი აგერ და რომ დაგინახეთ შეგეხმიაანეთ.სახლში კარგად ვარ,კარგად ბიძია,მადლობა უფალს. წევეი ახლა მე და სხვა დროს შემოგივლით.კაი პურისჭამას გისურვებთ! - დაგვიბარა, ღობეს მოშორდა და აღმართ აუყვა.
სადილი ისე გემრიელად ვჭამეთ,მისი გემო კარგა ხანს გამყვა.
ის დღე მეზობლების შემოვლით დავასრულე.მტელი კუთხე შემოვიარე. მეზობლის ბავშვებს ვუყვარვარ ძალიან,რომ ჩავდიოდი ვამეცადინებდი ხოლმე მშობლების თხოვნით,დიდად არ მოსწონდათ მეცადინეობის პროცესი,რადგან ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ვიყავი და ამის გამო ერთმა "დესპოტა" შემარქვა.თუმცა ეს არ უშლიდათ ხელს,რომ ვყვარებოდი მათ,რადგან მეც მისი ტოლი ვხდებოდი ჩემთან,რომ მოდიოდნენ და ერთად ვთამაშობდით ,ხან ფეხბურთს ხან წრეში ბურთს. მხოლოდ მეცადინეობისას ვიჩენდი სიმკაცრეს, ისიც მოჩვენებით, თორემ ეზარებოდათ სწავლა.
ამიკო,ბაჩანა,თემურიკა და მიშიკო.ცამეტი წლისანი არიან და მათთან ერთად მეც მათი ხნის ვხდები.რომ გაიგეს მარიამი ჩამოდისო,ჩვენს ჩასვლამდე ბებიაჩემთან სამჯერ მისულან რამდენ ხანში ჩამოვაო. მელოდებოდნენ და ჩემმა დანახვამ ერთგვარი ბედნიერება მოჰგვარა მათ სახეებს. გულის სიხარულით ამევსო.როგორც ყოველთვის დესპოტათი მომიკითხეს. ვუბრაზდები ხოლმე,ნუ მეძახით ეგრეთქო,მაგრამ მერე უფრო მაჯავრებენ,სამაგიეროდ მეცადინეობისას ვიყრი ჯავრს.ბოლოს კი მაინც საუკეთესო მეგობრებად ვრჩებით შემდეგ გაკვეთილამდე.
ღამით ძალიან მშვიდად მეძინა.ჩემი საწოლი ფანჯარასთან იდო და ღია ფანჯრიდან ჯარგად ვხედავდი მთვარიან ღამეს და ვარსკვლავებიან ცას.ჭრიჭინების ჭრიჭინი ტკბილად,იავნანასავით ჩამესმოდა.ღამის სიჩუმეს ხანდახან შორიდან მოვარდნილი ძაღლის ყეფა არღვევდა,მერე ბებიას ბებერი ბობია მისცემდა ბანს და რომ მორჩებოდნენ "საუბარს" ისევ სიჩუმეში იძირებოდა სოფელი.
პირველი ღამე იყო,თაბაგრის გაცნობიდან მასზე რომ არ მიფიქრია.
დილით როგორც ყოველთვის ლამროს ალიაქოთმა გამაღვიძა.
_წიპა,წიპა,წიპააა! - ლამის გაჰკიოდა და ისე უხმობდა ქათმებს ფეტვის ასაკენკად,- აქრთ გამოი შე მოსასპობო,რა სიკვდილი გინდა!საყვედურობდა ფრინველებს.
_აუ ბებოო! კაი რააა. - გავძახე ფანჯარაში უკმაყოფილო ხმით.- ამ დილა უთენია,თან ჩემს ფანჯარასთან რომ არ გამართო ალიაქოთი არ შეგიძლია?! აუუუუ.- მის პასუხს არ დავლოდებივარ,ბალიში გადავიმხე თავზე და ისევ საძილეთს დავუბრუნდი.
_აუ გაიღვიძე რა გჭირს ეე?! - ჩამესმა ხმა და ძლიავს გავახილე თვალები.
_რა გჭირს გოგო,შენ მაინც მაცალე ძილი,უიმეე! - გავუბრაზდი სოფოს,რომელიც ჩემს გაღვიძებას ცდილობდა.
_ელზას ძმა რეკავს,ზუსტი მისამართი ჩამაწერინეთო ხვალ ადვილად,რომ მოგაგნოთო.- მითხრა ჩურჩულით და მისი მობილური გამომიწოდა....

ცალი თვალი გავახილე და ისე დავხედე ტელეფონს.
_აუ,გადი რაა,ნათიას მიეცი და ის დაელაპარაკება. მძინავს ნახევრად მე რა უნდა ვუთხრა ეე. - ვუთხარი ჩუმათ სოფოს და გადავბრუნდი.
_ნათია ბავშვს აძინებს,უიმეეე! - ჩაილაპარაკა წყენით ჩემმა დამ და ოთახიდან გავიდა.
ძილს რომ დავემშვიდობე შუადღის პირველი საათი ხდებოდა.ჩემს თავზე გავბრაზდი,რა ჯანდაბამ მაძინა ამდენი ხანი-თქო. არადა ვერც წავართვი ძილს თავი. დაბლა ჩავედი ხელ-პირის დასაბანად,თან გაფუებულ თმებს ვიკრავდი თმისამაგრით ლამარას ხმა რომ მომწვდა.
_რა გეჩქარებოდა ბებია ჯერ, ყოფილიყავი პატარა ხანს კიდე კრაოტში,აწი კი დაღამდება და მაინც დასაწოლი ვიქნებით.- თან გაეცინა.
_ბებო ავღადავდით?- გავუცინე მეც.- ხომ იცი ლამრო როგორ მიყვარს აქ ძილი და მაცალეთ რაა შემარგეთ.
_ბებია ძილი კი არა, სუფთა ჰაერი შეირგე შენ შამეგევლე მე.დილით ადრე უნდა ადგე და მთელი დღე იქნები მერე მერცხალივით.
_არ მინდა მერცხალივით ყოფნა.- ვთქვი ბუზღუნით და ცივი წყალი შევისხი სახეზე ლამროს ე.წ. "უმალნიკიდან".
_აბა იყავი ბუსავით.- ისევ დამაყარა სიცილი ბებიჩემმა.
_კაი ხო,ხვალ რომ გაიღვიძებ რა დროც არ უნდა იყოს მეც გამაღვიძე,საქონელს მაინც გავდენი საძოვარზე.
_ბებია ქალაქელ,გასათხოვარ გოგოს რავა გაკადრო საქონელთან გაკარება,- შეიცხადა ლამრომ.
_რა იყო,ამ სოფელში ჩემი ტოლა გოგოები არ არინ გასათხოვრები და არ სდევენ საქონელს? - ვკითხე და დიდი გულდასმით თოკზე გადაკიდებული გაკრახმალებული პირსახოცით სახე შევიმშრალე.
_რავა არა ბებია,მარა შენ სტუმარი ხარ და დეისვენე მაქანე ახლა.-ბოლო სოტყვები ჩქარა მითხრა.
_მე ვდენი ხვალ საქონელს და მორჩა! ძლივს ადრე ადგომა მოვინდომე და ხელს მიშლი? - ვითომ მეწყინა. ვიცოდი როგორ გაეხარდებოდა ბებიაჩემს მისი ქალაქელი შვილიშვილი ძროხებს რომ გარეკავდა საძოვარზე მინდორში,დაინახავდნენ მთელი სოფლის ჭორიკანთა კანტორის წევრები და როგორ შეუქებდნენ მერე ლამროს შვილიშვილს და ბებიაჩემიც გაბადრული სახით მოისმენდა მათ ქებას.
_კაი ბებია რაფერაც გინდოდეს.- დამთანხმდა.
_ბე სადარიან გოგოები?-მოვიკითხე ჩემი დები და დისშვილი.
_ციალასთან არიან გადასულები,წნევები აწუხებს და წევს.- თქვა ნაღვლიანმა.
_უი ცუდია ძალიან. მეც გადავალ მერე და მოვინახულებ.
_ხო ბებია გადადი,უყვარხარ შენ ციალას ნემეტანი და გოუხარდება რო დაგინახავს.
_ნოუ ფრობლემ ლამრო! - ვუთხარი და პატარა სკამზე ჩამოვჯექი პირველი სართულის აივანზე.
_რაი ბებია?- ვერ გაიგო ჩემი ნათქვამი,- არ მესმის მე მაგ ჩიქორთული.-გადავიხარხარე მის Nათქვამზე.
_აუ ერთი ეს ჩიქორთული გამაგებინა როგორი ენაა და მეტი არ მინდა არაფერი რაა.- ვთქვი სიცილით.
_ე მაგია რაცხას რომ ამბობ.- ამყვა სიცილიში ბებოც.
_მოდი რა უნდა გაკოცო ბე,ჩემი ტკბილი ბებო ხარ შენ.- ავდექი და ბებოს დანაოჭებული ლოყები დავუკოცნე.
_შენ ჩემი გადარეული და მოსწრება გოგო ხარ. ბებია რო მოვკვდები ხო მიტირებ ა?- სულ ამას გვეკითხებოდა ბავშვობიდან მოყოლებული.- ისე არ გამიშვათ ხო იცი ბებია,მთელმა დუნიამ უნდა ილაპარაკოს რანაირი მატილარი ჭირისუფალი ყავდა ლამარასო.- ხელი მაღლა გაიშვირა.
_ეუუ,ვიჩხუბოთ გინდა ახლა?! - გულზე მხვდებოდა სულ მისი ნათქვამი,- რამდენჯერ გითხარი ეგრე ლაპარაკი არ შეიძლებათქო.- მოვიღუშე.
_ბებია წესია ასეთი,ამას ჩვენ ვერ შევცვლით.უფროსები კვდებიან და უმცროსებმა ღირსეულად უნდა დაიტირონ მიცვალებულები. ღმერთმა არ ქნას და ნურც ერთის გაჭირვებას ნუ მოასწორს თქვენსას..ტქვენი გაჭირვების სანაცვლოდ ბებიაშენი წასულიყოს ამ ქვეყნიდან..- ცრემლები მოერია ლამროს.
_აუ ბებო მშია! - წამოვიძახე უცებ.ვიცოდი უცებ გადაავიწყდებოდა "მშიას" გაგონებისას,ის რაზეც საუბრობდა.
_უი მოგიკვდა ბებიაშენი.ახლავე ბებია..
_ხაჭაპური არ მინდა ხომ იცი,გამასუქებს და არ მინდა.
_არ ტქვა ბებია მაგი,რა ჯობია ხორციან, სავსე ქალს.
_ხო აბა, აბა! რა სჯობს კარგად,რომ არის ჩაპუტკუნებული და ფენა ფენა რომ ადევს ღიპი.. იფ იფ რა სჯობს მის შეხედვას?! - ვუთხარი ვითომ სერიოზულად და თან თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ გამცინებოდა.
_აბა რაა! - მოეწონა ჩემი აზრი ბებიას,ალბათ იფიქრა: მეშველა და გადმოვიყვანე ჩემს ჭკუაზეო.- კაცს სავსე ქალები უყვარს ბებია,- მითხრა ჩურჩულით,თითქოს არ უნდოდა ვინმეს მოესმინა მისი ნათქვამი.- რომ მოხვევს ხელს,უნდა მოყვეს ხელში მოსაფერებლადქალი,თვარა გაყვლეპილი და გაჩხინკორებული ქალი ვის რად უნდა ძვლები თუ შეერჭო.- დაასრულა ლამრომ.
_აი ბებო,მაგას ველოდები ზუსტად. რომ გამოჩნდება კაცი ჩემს ცხოვრებაში მაშინ დავიწყებ ჭამას,მოვსუქდები კარგად და მერე გადავგორდები და გადმოვგორდები მის თვალწინ და მოვეწონები უეჭველი არა?! ლოტოს ქვასავით მრგვალი რომ ვიქნები.ერთიანად მომეფერება მერე.-უკვე სიცილი ვერ შევიკავე და ერთიანად ვიფეთქე.
_დამცინი ხო?! გნახავ შენ მე გასუქებულს.
_კაი რა ბებო მწყევლი? - ვიწყინე ვითომ. ბებოს გაეცინა და სახლში შევიდა. ნიგვზიანი ფხალი,კეცის მჭადი და ატმის კომფოტით გამიმასპინძლდა ლამარა ბებია. იმ საჭმელების გემო,მერე მტელი წელი თან მყვებოდა ხოლმე. ისეთი გემრიელი ხელი ჰქონდა ბებიაჩემს.
_წამოდი გედევიდეთ ჩვენც ციალესას.- შემომთავაზა ლამრომ და რამოდენიმე წუთში შარას მივუყვებოდით დაღმართისკენ.
დიდი მოკრძალებით მიმიღო ციალას ოჯახმა. გაეხარდათ ჩემი ნახვა.სუფრა უკვე გაშლილი ჰქონდათ და სოფოსთან და ნათიასთან ერთად ამა თუ იმ ამბებს არჩევდნენ. დიდხანს არ გავჩერებულვარ,მალევე წამოვედით. სახლში ყოფნა მერჩივნა.
_ბებო,რამე წიგნი არ გაქვს,რომ წავიკითხო? - გადმოვძახე მეორე სართულის აივნიდან.
_რავიცი ბებია,ზალაში ნახე ბამბუკი თაროები რომაა, იქანე უნდა იყოს რაცხა წიგნები.მე ვერ ვკითხულობ უკვე დამაკლდა თვალს და..
_სერიალებს ხომ უყურებ ბებო კარგად,სერიალებს?! - ვუთხარი სიცილით და ზალის კარი შევაღე.სოფო დამიხვდა,დივანზე იყო წამოწოლილი და ტელეფონზე ლაპარაკობდა ღიმილით. ჩემს დანახვაზე ღიმილი გაუქრა სახიდან და დაძაბულობა დაედო.არ შევიმჩნიე მისი რეაქცია.
_უი აქ ხარ? ლამრომ წიგნები მაქვსო სადღაც აქ და მოვძებნო მინდა. - ვუთხარი და წიგნებიან თაროსთან მივედი,რომელიც სანამ სოფის ვუხსნიდი იქ შესვლის მიზეზს,თვალების ცეცებით ვიპოვე.
ტელეფონზე საუბარს დამშვიდოების გარეშე მორჩა და გარეთ გასვლა დააპირა.-რამე უნდა ვიცოდე?-ვკითხე ისე,ვითომ სხვათაშორის.შეჩერდა.
_არა,არაფერი.- უნიჭოდ იცრუა.
_კარგი,როგორც გინდა.- მზერა ავარიდე და წიგნების არჩევას მოვყევი.უტქმელად მივიდა კარებამდე ჩემი პატარა და,კარი გამოაღო და გასვლა დააპირა,მაგრამ უცებ მობრუნდა.
_გელას ველაპარაკებოდი.მითხრა ჩამოსვლა მინდა და ნახვა შენიო,უკვე მენატრები ძალიანო.- დარცხვენით ჩაარაკრაკა.დავიბენი წამით,გამოდის,რომ გელას სოფო მართლა შეუყვარდა?
_მერე შენ რა უთხარი? - ვკითხე აუღელვებლად.
_უარი ვუთხარი. - მოწყენით ტქვა.
_როდის მერე ხართ შეყვარებულები? მგონი უნდა მცოდნოდა ხო? - გელაზე გავბრაზდი,ერთი სიტყვა მაინც ეთქვა ჩემთვის.რაც არ უნდა იყოს სოფო ჯერ პატარაა მასთან შედარებით.
_არ ვართ შეყვარებულები.- იმართლა თავი სოფომ.
_აბა?-გავიოცე.
_უბრალოდ მეგობრები.
_უბრალოდ მეგობრები არა?! ჰმ! ნეტა მე რატომ არ მირეკავს ჩემი კლასელი და რატომ არ მეუბნება მენატრებიო?! - დოინჯი შემოვირტყი და წარბები შევყარე.- იქნებ შენ იცი პასუხი ჰა?
_მიბრაზდები?- ხმა აუთრთოლდა და სატირლად დაბრიცა სახე.
_რისთვის უნდა გაგიბრაზდე?!
_რომ დაგიმალე.
_რა დამიმალე?
_რომ მითხრა მიყვარხარო და ვუთხარი მეც-თქო.- დამნაშავესავით ჩახარა თავი.
_გელაზე ვბრაზდები ძალიან! - მართლა გავბრაზდი.
_მისი ბრალი არაა.- უცებ აწია თავი და ისე მითხრა.
_შენზეც ვბრაზდები,რომ გეთქვა ჩემთვის რა მოხდებოდა?
_მე ვთხოვე მას შენთვის არ ეთქვა,ჩემი თავი დავაფიცე და შემპირდა,რომ არ გეტყოდა.
_რატომ,კი მარა რატოოო? - ჩემი გაოცება პიკს აღწევდა.
_იმიტომ,რომ შემრცხვა და მომერიდა.- მითხრა ხმამღლა და ტირილით სოფომ.გამეღიმა მის პასუხზე.
_შე სულელო,რისი შეგრცხვა,რომ უყვარხარ და გიყვარს?- ვუთხარი ღიმილით და მისკენ წავედი.
_ბოლოს რომ ვილაპარაკეტ მასზე მითხარი,რომ ყველასთან თბილად იქცევაო,ყველა უყვარს და ყველას თბილად ხვდებაო.გელა ასეთიაო,ჰოდა შემრცხვა მეთქვა შენთვის "ასეთი" ბიჭი სიყვარულში გამომიტყდა და მეც მიყვარსთქო. თან შემეშინდა.იფიქრებდი,რომ მე ჯერ ბავშვი ვარ და სიყვარულის რა გამეგება.
_ანუ არ მენდე?- მეწყინა.ცრემლიანი თვალებით შემომხედა,თიტქოს ახლაღა გააცნობიერა,რომ მისი საქციელით და ნატქვამით გული დამწყვიტა.მისი თვალები ბოდიშს მიხდიდა.- კარგი,მოდი ჩაგეხუტო.- ვუთხარი თბილად და გულში ჩავიკარი ჩემი პატარა შეყვარებული დაიკო. - უი რა ჰქენით,ელზას ძმას მისამართი მიეცით? - ვცადე საუბრის შეცვლა, თან უცაბედად გამახსენდა დილით,რომ მაღვიძებდა სოფო.
_კი,ნათიამ ელაპარაკა და დილით თერთმეტიდან თორმეტამდე ჩამოვლენ.
_ძალიან კარგი. აბა აღარ მოიწყენ,ხვალიდან დაქალი გეყოლება აქ.
_ჰოოო! ელზასაც ისე უნდა მალე რომ ჩამოვიდეს დღეს საღამოს ნდომია წამოსვლა,მაგრამ მის ძმას უარი უთქვამს. ასე რომ ხვალ დილიტ მოვლეეენ.- თქვა მხიარულად სოფომ.
საღამომდე მაშოსტან თამაშით გავერთე.წიგნი ვერ ავარჩიე. ლამროს დეტექტური რომანების კითხვა უყვარდა და შესაბამისად წიგნები დანაშაულზე და მის გამოძიებაზე იყო.არ ვიყავი დეტექტივის ხასიათზე.თუმცა ერთი პერიოდი ძალიან ვიყავი გატაცებული ამ ჟანრით და საკმაოდ ღრმად შევედი როლებში. ბორის დავითაიას "გამომძიებელი ქალი შორენა" და "გვამი ტომარაში" სამ დღეში დავასრულე. ღამითაც ვკითხულობდი. მეჩხუბებოდა ბებია, თვალები დაასვენე არ შეიძლება ღამე კითხვაო. დღისით გარეთ არ გავდიოდი,ვიჯექი და დამნაშავეთა და სამართლის დაცვის სამყაროში ვეფლობოდი. მერე წავიკითხე აგატა კრისტის რომანები, უფრო მოვიხიბლე ამ ჟანრით და გამომძიებელ ერკიულ პუაროთი.გადავწყვიტე იურიდიულზე ჩამებარებინა და გამომძიებელი გამოვსულიყავი.მაშინ მეცხრე კლასელი ვიყავი.ერთხელ ბებიასთან მეზობლის ქალი მერი მოვიდა დაღონებული სახით.
_რაია მერი ხომაა მშვიდობა, რანაირი სახე გაქ შე ქალო?- ჰკითხა ინტერესით ლამარამ.
_რაღა მშვიდობა,ცემი ღორი ხო იცი ხრუშა..
_ჰო,რაია რა დეემართა? - მთლად სმენად გადაიქცა ბებია.
_მომპარენ ლამარა, მომპარენ.- თქვა მოთქმით მერიმ.
_ტიტუუუ! - შეიცხადა ბებიაჩემმა და მარჯვენა ხელის გულის ლოყაზე იტკუცა.- ეგი რა მოგსვლია შე საცოდავო.- ტავს აქანავებდა აქეთ-იქით და ლოყიდან ხელს არ იშორებდა.
_აბა,დევიქეცი და ამოვვარდი,იმის იმედი მქონდა მეთქი გავყიდი და იმ ფულით პეტერე გოჭს ვიყიდი საშობაოთქო და დანარჩენით აგერ შემოდგომა მოდის და ნადი ხომ მინდა ყანიზა და იმ ხალხს ვაპურმარილებდი.ახალი წლიზაც შემევინახავდი რაცხას.. დედააააა.- მოთქვამდა და გვაცნობდა მის ხრუშაზე დამყარებულს გეგმებს მერი.
-ეგება შე ქალო თვითონ გამევიდა და საცხაა წაპრტუნებული ი მოსასპობი ა? - გამოთქვა ვარაუდი ლამრომ.
_არა,არაა.. ისე მქონდა კარი ჩაკეტილი ვერ გააღებდა თავისით თლად რომ დეემტვრია საღორის კედლები. ვინცხამ გოუღო და წაყვანილი ყავს ჩემ ძილში წუხელ.
_აუჰ,აუჰ.- თქვა წყენით ბებომ.
მერი მარტოხელა ქალი იყო.მეზობლების და ძმისშვილის მეტი არავის გააჩნდა.ძმისშვილი კახეთში იყო გათხოვილი და იშვიათად ახერხებდა მამიდის ნახვას.რომ გარდაიცვალა საწყალი მერი და დაურეკეს და აცნობეს მამიდას სიკვდილი,დიდად არ დაღონებულა თურმე.დაკრძალვის დღეს ჩამოვიდა და ძლივს მიუსწრო მიცვალებულს,თორემ მარხავდნენ უკვე.
რორის დაკარგვამ ინტერესში ჩამაგდო და გადავწყვიტე გამომეძიებინა.მაშინ თოთხმეტი წლის ვიყავი.ახლა რომ მახსენდება ძალიან ბევრს ვიცინი ხოლმე. მეზობლის ბავშვებთან ერთად დავათვალიერეთ საღორე.აღმოვაჩინეთ ფეხის ნაკვალევი.შევადარეთ მერის ფეხსაცმელები და არც ერთი არ დაემთახვა.ურდულის დათვალიერებისას დავაკვირდით და სისხლიც ვიპოვეთ.დავასკვენიტ,რომ ხელი დაუზიანდა ქურდს კარის გაღებისას.ნაკვალევს გავყევით და უკანა ეზოსკენ მიდიოდა მერე უკვე იკარგებოდა.მოვილაპარაკეთ,რომ დავკვირვებოდით ყველას ვინც ადრე შემჩნეული იყო სოფელში ქურდობისთვის.ასეთი კი მხოლოდ სამი ადამიანი იყო. ისეთი აზარტული აღმოჩნდა ეს ჩვენი გამოძიება,რომ მტელი სერიოზულობით ჩავებით ამ საქმეში.ერთ დღესაც ლამარასთან ამ სამი ეჭვმიტანილიდან ერთ-ერთი მოვიდა.ათი თვალი გამოვიბი და მისი დათვალიერება დავიწყე შეუმჩნევლად განსაკუთრებით ხელზე ვაკვირდებოდი.სიცხე იყო,მაგრამ ამას გრძელ მკლავიანი პერანგი ეცვა,ეჭვები უფრო გამიმძაფრდა.ალბათ ჭრილობას მალავსთო დავიფიქრე.ამ დროს ბებომ რაღაც გაუწოდა და ამანც ხელი რომ გასწია პერანგის მკლავი დაიჭიმა,ზემოთ აიწია და გაფხაჭნილი მაჯა გამოუჩნდა. თვალები ვჭყიტე.ის არის! წამოვიძახე გონებაში და შიშმა მომიცვა,თითქოს უნდა დამეყვირა მისთვის ხელები მაღლა,დაპატიმრებული ხართ მოქალაქე მერის ღორის ქურდობისთვის-თქო. მაგრამ არაფერი არ ვთქვი,ვინ დამიჯერებდა რომც მეთქვა.სასაცილოდ არ ვეყოფოდი სოფელს მერე.ამიტომ გავჩუმდი და შერჩა იმას მერის ხრუშა.
_მარიამ! - დაძახილმა დამაბრუნა აწმყოში. ჭიშკართან ჩემი პატარა ოთხი ძმაკაცი იდგა და მეძახდნენ.
_მოდით ბავშვებო! - გავძახე მხიარულად და კიბეები ჩავირბინე.
_დესპოტა არ გინდა ბურთი ვითამაშოთ?! - მკითხა ამიკომ და ბურთი გამომიგორა. ხმამაღლა გამეცინა.
_ახლა ღამდება ბურთს კი არა ტქვენ ძლივს გხედავთ. ადრე ვერ ამოდით?! - ვუთხარი ბიჭებს და ბურთი ტერფით "ავკენწლე".
_მდინარეზე ვიყავით და მიტომ ვერ ამოვედით ადრე.- ჩაილაპარკა მოწყენით თემურიკამ.
_კაი არაუშავს,წამოდით ჩამოვჯდეთ ცოტახნით,სუ ცოტას წაგამეცადინებთ და ხვალ ადრე ამოდით და ბურთს მერე გეთამაშებით.-ბურთი უკან დავუბრუნე ბავშვებს.
_აუ,აუ ხო გითხარი მეცადინეობას დაგვიწყებს ახლა მაგითქო.- აწუწუნდა ამიკო და წასვლა დააპირა.
_აბა მობრუნდი უკან ახლავე.-გავიმკაცრე ხმა. - უყურე ერთი ამას.
_მართლა დესპოტა ხარ რაა.-ჩაიბურდღუნა და თავჩაქინდრული გამომყვა უკან. - მარა იცოდე იმიტო მოგყვები ახლა სამეცადინოდ,ხვალ ბურთს ვიტამაშებთ ერთად,გეიგე?! - მითხრა ნიშნის მოგებით.გულიანად გამეცინა მის ნათქვამზე და გულზე ხელის დადებით დავუდე პირობა,რომ ხვალ ერტად ვითამაშებდით.
_მოით ბებია აგერ დაჯეით ბალკონში,გრინა გარეთ პეტერე,თორემ სახლში დეიხუთებით შითე.-გვითხრა ლამრომ და აივანზე მდგარი მაგიდა გაგვინთავისფლა. ოთხივენი დავსვი მაგიდის ირგვლივ და ინგლისურის მეცადინეობას შევუდექით.თანდათან ამყვნენ ჩემი ძალით მოსწავლეები და კმაყოფილი დავრჩი ჩატარებული გაკვეთილით.
ბებია სერიალს უყურებდა დიდი გულდასმით ტელევიზორში.სოფო ტელეფონზე წერილებს წერდა,სავარუდოდ გელას,რადგან დროდადრო ისეთი ღიმილი ეფინებოდა სახეზე,როგორიც შეყვარებულებს აქვთ ხოლმე. ნათიამ ბავშვი დააძინა სარეცხს რეცხავდა მაშოსას.
ვივახშმეთ და ის ღამეც მშვიდათ დამეძინა.
დილით კარგად გავიგე ბებიას ადგომა და მეც ავდექი.
_ბებია მეგონა მასხრობდი გუშინ.
_მე და მასხრობა? ჰმ! კაი რა ლამრო არ გრცხვენია?!
_ე რავალი ჰაერია დილაზე რომ გეიღვიძე,ნახე ახლა ისუნთქე და ჩოუშვი ფილტვებში სუფთა ჰაერი. ბებია გენაცალოს შენ,ჩემი ლამაზი მარუსია. - სახეზე მომეფერა.როგორ მესიამოვნა მისი მაზოლებიტ სავსე ხელის გულები. ხელები დავუკოცნე და საქონლის აშვება ვთხოვე.- მეიცა ბებია ჯერე,უნდა მოვწველო და მერე გოუშობ.- მითხრა და თაროდან დოლბანდ გადაფარებული ნიკელის სართლი ჩამოიღო.
_დიდი დრო სჭირდება?
_თუთხმეტი წუთი,მეტი არა.ქატმები დამიპურე შენ მანამდე,ეგერაა ჯამში სიმინდის კაკალი. - მიმითითა კიბეზე დადებული წითელი ჯამისკენ,თვითონ კი ჩქარი ნაბიჯებით ბოსლისკენ გაემართა. ჯამი ავიღე და დავუწყე ქათმებს წიპა წიპას ძახილი,მაგრამ არც ერთი არ გამეკარა.ნუთუ ასე გაუგებრად ვიძახი? გავიფიქრე და ერთიანად მოვფანტე ეზოში სიმინდის მარცვლები.ხელ-პირი დავიბანე და ლამროს დაველოდე.მალევე გამოვიდა სართლი გაევსო რძით და ფრთხილად მოდიოდა,რომ არ დაღვროდა სიარულისას. მივეშველე და სახლში შევიტანე.საქონელი აუშვა,ჭიშკარში გადენა,წკეპლა დამაკავა ხელში და ფრთხილად იარეო დამარიგა.დილის შვიდი სრულდებოდა დაღმართს რომ დავუყევი და საძოვრისკენ გავირეკე საქონელი.სულ სამი ძროხა ჰყავდა ლამარას,მაგრა ისე დაფოფინებდა თავს და ისეთს ხმაურს უდებდა ფონად მათ საძოვარზე გაშვებას,თითქოს ასს სულიანი ნახირი ჰყოლოდა.გზაში,როგორც ვვარაუდობდი შემომხვდენენ მეზობლის ქალები.ინტერესიანი და კმაყოფილი თვალებით მიგვაცილებდნენ მე და ლამროს ბოჩოლებს. საძოვარი დაახლოებით ერთი კილომეტრით იყო დაცილებული ბებიას სახლიდან.მთელი ის დრო,რაც საძოვრამდე მისვლას დასჭირდა ექიმზე ფიქრში გავატარე.არ მინდოდა მასზე მეფიქრა,მაგრამ მოგონებები მაინც წამომეშალა დაუკითხავად. მისი პირველი ნახვა.სონოგრამის გადაღება,პირქუში მზერა,ბარში შეხვედრა,მისი გაცინება,გაუცინახ ხელმწიფეზე ზღაპრის მოყოლამ,რომ გააცინა.მერე მისი სტუმრობა და ეს ყველაფერი ერთინადა გამახსენდა.არც ის დამვიწყებია საცოლე რომ ჰყავს და მასთან ერთად ბედნიერია თურმე.სევდამ მომიცვა და გული დამიმძიმდა.ნაღველი შემომაწვა ვინანე თაბაგარის გაცნობა.
გზად პატარა ტყე უნდა გამევლო და ტყის ბოლოს დიდი მინდორი იშლეებოდა. ისის იყო ტყეს გავცდი და ხმამ დასჭექა.
_შესდექ დუმბაძის ქალო! - მომმართა ბოხმა ხმამ.ცივმა ოფლმა დამასხა,მუხლები მომეკვეთა.ცოტაც და წავიქევოდი რომ არა სიცილის და ნაცნობი ხმა.-აუ მაგრად შეგაშინე ხო?!! აუ ბოდიში რაა!-სამალავიდან კობა გამოვიდა ბეჭზე თოფ გადაკიდებული.ცემკენ მოდიოდა და თან იცინოდა.
_ფუ რა დამპალი ხარ!.. რა უნამუსო და ცუდი,ცუდო.. ცუდო..-მთელი სიბრაზით მივახალე კობას.- კაი რაა.. გული რომ გამსკდომოდა მერე რას შვებოდი?! - ავწუწუნდი.
_მეც გამისკდებოდა შენტან ერთად გული. - მითხრა სრულიად სხვა ხმით და ჩამიხუტა.მაშინდებურად წამომწია და მაგრძნობინა მისი,მამაკაცური ძალა. ცხლად დამიარა ტანში მისმა სიახლოვემ,მაგრამ მიზიდავდა და რაღაც მომწონდა ამ ჩახუტებაში.- როგორ ხარ მარიამ? - მკითხა და თან დამსვა.
_ცუდათ! რომ შემაშინე მიტომ.-ვუთხარი და მინდვრისკენ წავედი.ჩემი საქონელი უკვე ბალახს ძოვდა.
_გაგეხუმრე. მაპატიე კაი?
_არ ხარ ღირსი. - გავჯიუტდი და უკან მოვბრუნდი,სახლში წასვლა მქონდა გადაწყვეტილი.
_აუ მართლა ასე გაწყენინე? - ისეთი მწუხარე ხმით მკითხა შემეცოდა.
_შემაშინე ძალიან. კაი ვსო უკვე კარგად ვარ.-გავუღიმე.-როდის ჩამოხვედი სოფელში?
_მე თითქმის ორი კვირაა აქ ვარ. მაგრამ სახლში არ ვიყავი.შენ როდის ჩამოხვედი?
_მე გუშინწინ.ეგ თოფი რად გინდა?- თოფისკენ გავიშვირე თითი.
_მჭირდება ხოლმე.- თიტქოს ტავისთვის ჩაილაპარაკა.- რამდენი ხნით რჩები აქ?- გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე.
_სექტემბრამდე აქ ვიქნებით.
_ახლა სახლში მიდიხარ?
_ჰო აბა სად უნდა წავიდე.
_ჩემთან ერთად წამოდი,ძაან მაგარ ადგილს გაჩვენებ.არ გინდა?-ანტებული თვალებით შემომხედა.
_რა ადგილია? - დავინტერესდი.
_მოდიხარ?
_ჯერ მითხარი.
_ეეე..
_კაი ხო მოვდივარ. დაიცა ჯერ ნათიას დავურეკავ რომ შემაგვიანდება და არ ინერვიულონ.მობილურზე საათი დილის რვას უჩვენებდა უკვე.ნათია გავფრხილე კობასთან ერთად ვად და არ ინერვიულოთ,ცოტა შემაგვიანდებათქო.
კობამ ხელი ჩაკიდა და ტყეში შემიყვანა.
_აუ მეშინია აქ ეე.- ვთქვი წუწუნით.
_კაი რა მარუსია ჩემთან ერთად რისი გეშინია.- ვითომ ეწყინა კობას და უფრო მაგრად მომიჭირა ხელი. ალბათ თხუთმეტი წუთი ვიარეთ ტყეში და ბოლოს ქოხის წინ გავჩერდით.ხის ტოტებისგან დაწნული ქოხი იყო.ფოთლებით გადახურული.
_ეს რა არის? - ვკითხე და ქოხისკენ წავედი.
_ქოხია რა. მე გავაკეთე. შემო შიგნით სკამებიც არის და მაგიდაც.ფიცრებისგან შეჭედილი მაგიდა და ორი სკამი იდგა.
_რად გინდა ეს ქოხი კი მარა? - გავიკვირვე და სკამზე ჩამოვჯექი.
_აი პროსტა აქ რამაგარი სიგრილე და სიწყნარეა უნდა შეიგრძნო რაა. მჭირდება მე ეს ყველაფერი. სიწყნარე, სიმშვიდე,მარტოობა.. უმეტესად აქ ვარ.სახლში მარტო დასაძინებლად მივდივარ.- Mითხრა კობამ და ჩემს წინ,მეორე სკამზე ჩამოჯდა.თოფი კუთხეში მიაყუდა.
_კი მაგრამ ვის გაურბიხარ აქ რომ მოდიხარ? - ვკითხე ინტერესით.
_ერაყში ვიბრძოდი წელიწადი და ორი თვე. - მითხრა ნაღვლიანად კობამ და მომიყვა თუ რისი გადატანა მოუხდა იქ. ტყეში განმარტოვება კი სიმშვიდეს ჰგვრიდა და დროებით ავიწყებდა მეხსიერებაში ჩაბეჭდილ ყუმბარის ხმას. საუბარს რომ მორჩა,მთხოვა: - გეხვეწები,ახლა ორივემ გავჩუმდეთ და უბრალოდ ვუსმინოთ ტყის ხმას.გეფიცები ფოთლების დიალოგს მოისმენ და გაიგებ.
_რაღაც არამგონია მე ეგ მოვახერხო,- ვუთხარი სიცილით,- მაგრამ მაინც გავჩუმდები და ვცდი.- ხელები მაგიდაზე დავაწყე და თავი დავდე ჩემს ხელებზე.ცალი ყურით ფოთლების შრიალი მესმოდა, ცალით კი ჩემი სისხლის ხმა,მკლავებში მოძრაობისას.ისე ჩამეძინა ამ სწყნარეში და სიჩუმეში,ვერც კი გავიგე,ძილტან შეწინააღმდეგებაც ვერ მოვახერხე.
_მარუსია.. მარი! - ჩამესმა ხმა.თანდათან გავარჩიე,რომ კობასი იყო,გამახსენდა ქოხში რომ ვიყავი და ელდა ნაცემივით წამოვვარდი ზევით. - კაი ხო დამშვიდდი რა გჭირს?! - თვითონაც სწრაფად წამოდგა და ჩემკენ გამოიწია. ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა. - დიდი ხანია გძინავს და შეგაღვიძე,მეთქი ცოდოა,კისერი ეტკინება-თქო. - მითხრა და შუბლზე მაკოცა.ვიუხერხულე მისგან ასე თბილი ჟესტი და მოვცილდი.
_დილით ადრე ავდექი და მიტომ ჩამეძინა ასე უეცრად.-ვიმართლე თავი. - რომელი საათია? - სანამ მობილურს ამოვიღებდი ჯიბიდან კობამ დამასწრო და მითხრა დრო.ათი საათი შესრულებულიყო.- ვაიმე ამდენი ხანი მეძინა? - ლამის შევიცხადე. - შენც გეძინა?
_მე არა. -მიპასუხა ახობაძემ და თოფს დაწვდა.
_აბა რას შვებოდი?
_ვიჯექი და გიყურებდი,შენს სუნთქვას ვითვლიდი. - მითხრა მშვიდი ხმით და იარაღი ბეჭზე გადაიკიდა.
_მეტი ვერაფერი მოიფიქრე ჰო? - ვუთხარი სიცილით და ქოხიდან გავედი.- ჩქარა წავიდეთ სახლში. დღეს სტუმრებს ველოდებით,თუ უკვე არ არიან მოსულები.
_კარგი წავიდეთ. -ისევ მაგრად ჩამკიდა ხელი და ისე გავიარეთ ტყე. სახლისკენ მიმავალ გზას ნელა გავუყევით.მე კი ვჩქარობდი,მაგრამ კობა მაჩერებდა ხუმრობით;გაოფლიანდები ნუ მირბიხარო. გავიხსენეთ ბავშვობის დროინდელი ამბები და მტელი გზა თიტქმის სიცილში გავატარეთ. სახლისკენ მიმავალ აღმართს,რომ ავუყევით და ლაამარას ჭიშკარი გამოჩნდა,ადგილზე თუ არ ჩავიკეცებოდი არ მეგონა.ჭიშკართან თაბგარის მანქანა იდგა და ექიმი საბარგულიდან ბარგს აწყობდა...

ადგილზე გავშეშდი. ძალა საერთოდ წამერთვა.მუხლები ამიკანკალდა და მუცელში რაღაცამ გამწვა. ინსტიქტურად კობას მკლავს ჩავეჭიდე. გაოცებულმა შემომხედა და ცალი ხელი მომხვია ძლიერად ბეჭებზე.
_მარიამ რა გჭირს რა ფერი გაქვს სახეზე.ცუდათ ხარ?- შეშფოთდა ახობაძე.
_დაუჯერებელია! არ არსებობს! ნუთუ ეს არის?! - ვამბობდი ჩემთვის ისე ექიმისთვის თვალი არ მომიცილებია.კობამ ჩემს მზერას გააყოლა თვალი.
_რამე ხდება? - იკითხა ეჭვით და ნაბიჯი გადადგა. მასთან ერთად მეც. ფაქტიურად ისე მაგრად ვყავდი მიხუტებული,თვითონ მატარებდა. მისი კითხვა დავაიგნორე და გზა განვაგრძე. მართლა შემეშინდა, რომ არ წავქცეულიყავი იმდენად მოულოდნელი იყო თაბაგარის დანახვა აქ. მის დასავიწყებლად ყველა ღონეს ვხმარობდი,ის კი აქ გამომეცხადა. რაც უფრო ვუახლოვდებოდით ჭიშკარს მით უფრო მიორმაგდებოდა გულის ცემა. გულის კუნჭულში სიხარული ელავდა, მისი ნახვით გამოწვეული. მანქანას რომ მივუახლოვდით, ისინი უკვე ეზოში ჩასულიყვნენ, ბარგი შეეტანათ. ჭიშკართან ღრმად ჩავისუნთქე და კობას ხელი გავაშვებინე.
_კარგად ვარ ახლა, მადლობა.
_რა კარგად ხარ გოგო სუ გათეთრებული ხარ სახეზე.- ლამის შეიცხადა კობამ.
_არა, არა! მართლა კარგად ვარ. წავალ სტუმრებს მივხედავ, უკვე ჩამოსულან და.. ჩამოდი შენც,მოდი,მოდი.- შEვიპატიჟე ზრდილობისთვის, თორემ სიმერთლე ვთქვა არ მინდოდა მასთან ერთად ეზოში შესვლა. თუმცა თაბაგარს არ გამორჩენია ჩვენი ერთად დგომა.
_არა, იყოს! სხვა დროს მოვალ. კაი მიდი გაიქცი და თავს გაუფრთხილდი რა გულს ნუ მიხეთქავ.- მითხრა ახობაძემ და ცხვირზე მომიჭირა მსუბუქად ხელი.
_კაი დროებით! - მივაძახე და ეზოში შევედი.
_მარიამი მოვიდა! - წამოიყვირა სოფომ და ჩემკენ წამოვიდა ელზასთან ერთად გახარებული სახით,- ჩამოვიდა უკვე,რა მაგარია ნახე.
_რა კარგიაა! - შევძახე მე და გავიღიმე,ვგრძნობდი როგორ მითრთოდა ტუჩები ნერვიულობისგან.- როგორ ხარ ელზა?! - ელზა გადამეხვია. ექიმს გავხედე თვალს არ მაშორებდა.-შოკში ვარ! - ვთქვი ხმამაღლა სიცილით და გიორგისკენ წავედი. თვითონაც გადმოდგა ჩემკენ ნაბიჯი, - ბატონო გიორგი! შენ ხარ ელზას ძმა არა?! აი პროსტა წარმოდგენაც არ მქონდა.როგორ ბრძანდებით? - ერთი ამოსუნთქვით ვთქვი ყველაფერი და ხელი გავუწოდე,რომ მივსალმებოდი.
_სოფოს და შენ ხარ არა? - მკითხა ღიმილით და ხელი ჩამომართვა,უცებ თავისკენ მიმწია და ლოყაზე მაკოცა, - როგორ გამიხარდი შე ალქაჯო. - მითხრა თითქმის ჩურჩულით ყურთან და ღრმად შეისუნთქა ჰაერი.ვიგრძენი როგორ თრთოდა ექიმი. არანაკლებ დღეში ვიყავი მეც.
_მოიცა, თქვენ რა, ერთმანეთს იცნობთ? - გაკვირვებული გახარებული ტონით წამოიძახეს ჩვენმა დებმა. გონს მოვეგეთ და თითო ნაბიჯი უკან გადავდგით.
_კი ვიცნობთ, რა ხანია უკვე, მაგრამ არც ერთა არ დაგვცდენია რატომღაც თქვენი სახელები, თორემ აქამდე მივხვდებოდით,- თქვა ღიმილით თაბაგარმა. - ნათია, რომ დავინახე თვალებს არ ვუჯერებდი,მეთქი ხომ არ შემეშალა მისამართი თქო.
_მეც ეგრე ვიყავი, ხომ არ მელანდებათქო.- თქვა ნათიამ სიცილით, რომელიც აქამდე ჩუმად იყო და ინტერესით და ღიმილით გვაკვირდებოდა.ლამროც აქ იყო,მაგრამ ეტყობოდა მთლად ვერ გაერკვა რა ხდებოდა,ხელი ჩაიქნია და მისთვის ჩვეული ქაქანით "დაგვიცაცხანა".
_ჰე ბებია რას დამდგარხართ ამ შუა ეზოში,შემოით სახლში,მობრძანდით ბებია,მობრძანდით! ჩამოჯექით აგერ ჩრდილში ნამგზავრი ხართ და დაღალული იქნებით.- მიმართა სტუმრებს და ხის ძირში,ჩრდილში დადებულ მაგიდა და სკამებისკენ გაგვიძღვა. - აგერ ახლა სუფრას გაგიშლით მეფურს,მეფურს.
_არ შეწუხდეთ ქალბატონო, არაფერი არ გვინდა, გზაში ვჭამეთ უკვე,თან მალე უნდა წავიდე მე. - უთხრა თაბაგარმა."მალე უნდა წავიდე" ამ სიტყვებმა რეალობაში დამაბრუნა თითქოს,საცოლესთან ეჩქარება ალბათ,ელოდება გოგო.გავიფიქრე და ირონიით ჩავიცინე.
_წასვლა არ გამაგონო ბებია! - კატეგორიულად განუცხადა ბებიამ კარდიოლოგს.ექიმმა გაკვრვებით შეხედა,მერე მე გადმომხედა.- დღეს ხარ ჩემი სტუმარი და ამხელა გზა გამოგივლია,არაფრით არ გაგიშვებ, დღეს აქანე დარჩი ბებია.დეისვენებ და ხვალ წახვალ. - დარჩენას უპირებს თაბაგარს? რა? წამოვიყვირე გონებაში.
_ბებო,გიორგი ექიმია და სამსახურში უნდა გამოცხადდეს,მიტომ ვერ დარჩება. - ვცადე ლამროსთვის ამეხსნა.
_არა,გიოს შვებულება აქვს აღებული. - წამოიძახა ელზამ.- აუ მართლა დარჩი რა გიო. - უთხრა წუწუნით ძმას. თაბაგარი დაიბნა.
_მთლად კაი ბებია,ხელს არაფერი გიშლის და დარჩი აგერ, თან ნახავ სა ტოვებ შენს ანგელოზივით დას. - გაუღიმა ბებომ. მე და ნათიამ ერთმანეთს გადავხედეთ. თვალი ჩამიკრა და მანიშნა შენც უთხარი რომ დარჩესო. თვალები დავუქაჩე "ხომ არ გაგიჟდითქო". გაეცინა .
_რას ბრძანებთ ქალბატონო,სრულებით გენდობით.ვიცი,რო საიმედო ხელში ვტოვებ ჩემს დას, - თქვა ექიმმა და მე შემომხედა.წამის წინ თქმას არ ვაპირებდი,მაგრამ მის თვალებში და შემოხედვაში ისეთი სითბო,სიყვარული,ეშმაკური ღიმილიც კი დავინახე,უნებლიეთ ვუთხარი:
_დღეს ლამრომ თავის სტუმრად გამოგაცხა და შანსი არაა,აქედან ფეხს ვერ გაადგამ! ასე რომ,წასვლაზე არც იოცნებო.-გავუცინე.მასაც გაეცინა ჩემს ნათქვამზე.
_არ მინდა შეგაწუხოთ! - ისეთი ტონით თქვა, თანახმა იყო დარჩენაზე. გული მომეცა.
_იქეთ არ შეგაწუხო. - ვუთხარი ნიშნის მოგებით.
_კარგი ვრჩები! - თქვა ღიმილით და ჩემი გულიც ლამის ამოხტა საგულედან.მადლიერების გრძნობით შევხედე მას,რადგან ვიცოდი ბებიაჩემისთვის რამდენს ნიშნავდა სტუმარი.
_შენ გეიხარე ბებია, - დალოცა გიორგი და მკლავზე ჩამოუსვა მზრუნველად ხელი. - მტელი წელი მარტო ვზივარ ამ სახლში და სტუმარი რომ მომდის დავფრინავ სიხარულისგან. თან ხომ გაგიგია სტუმარი ღვთისაა, ჰოდა ნამეტნავად მიყვარს მე სტუმრები და მათზე გამასპინძლება.
_არაფერზე არ შეწუხდეთ ქალბატონო,მართლა. - შეწუხდა თაბაგარი ლამროს გამო.
_არ ვწუხდები ბებია მე!. დაბრზანდით აგერ დეილაპარკეთ რაცხა და ისეთ ხაჭაპურს გამოგიცხობ ამასობაში.. არ გექნება ნაჭამი შენ.
_ბებო,წამო მე მოგეხმარები, - თქვა ნათიამ, - გოგოებო თქვენ ბარგი ამოალაგეთ,სოფო თან მაშოს დახედე,ჩუმად შედი ოთახში ოღონდ. - დაასაქმა დაქალები.- მარიამ სტუმარი არ მოაწყინო.-მითხრა მე და ფარულად ჩამიკრა თვალი. - დაბრძანდი ბატონო გიორგი,ახლავე იქნება ყველაფერი. - თაბაგარი სკამზე ჩამოჯდა,მეც მის წინ დავჯექი.გოგონები ზემოთ ავიდნენ,ბებია და ნათია კი სუფრის გამზადებას შეუდგნენ.დავრჩით მარტო მე და თაბაგარი.
_როგორც ვხედავ აქ კარგად ხარ, - მითხრა მრავლის მეტყველად.
_კი კარგად ვარ,რატო უნდა ვიყო ცუდათ? - გავიკვირვე.
_იმ დღეს ბარში რომ გნახე,მეორე დღეს რატომ არ მოხვედი?რომ გირეკავდი რატომ არ მპასუხობდი? - ხმა გაუმკაცრდა,სრულიად სხვა თაბაგარი მესაუბრებოდა ახლა. რამოდენიმე წუთის წინ კი სულ სხვა თაბაგარმა მითხრა ჩურჩულით გამიხარდიო. სიბრაზემ მომიცვა წამში.
_რატო უნდა მოვსულიყავი ვერ გავიგე? სადაც მინდა და როცა მინდა იქ წავალ და რატომ უნდა მეპასუხა? რაიმე აუუცილებელი ხდებოდა? - ვუპასუხე მკვახეთ,არადა მაშინ მიტომ არ ვუპასუხე ექთან ანჟელასგან გავიგე,საცოლე ყოველ დღე აკითხავს სამსახურშიო და იმ გოგოს უთქვამს მალე ვიქორწინებთო.გაბრაზებული ვიყავი და მიტომ არ ავიღე ყურმილი როცა დამირეკა.გადავწყვიტე დამვიწყებოდა და მასზე არ მეფიქრა.არანაირი შეხება არ მინდოდა მქონოდა მასთან.
_მარიამ ნერვებზე რატომ თამაშობ? - გამოსცრა კბილებში და მსუბუქად დაარტყა ხელი მაგიდას. განვარისხე უჟმური ექიმი.ჩამეცინა მის ქცევაზე. რატომღაც ასეთი ვარ,როდესაც ვხედავ ვიღაცას ვაღიზიანებ ან ნერვებს ვუშლი,გაჩერებით ვერ ვჩერდები,რომ შევწყვიტო ჩემი "სადისტური" საქციელი.უფრო და უფრო მინდება მწყობრიდან გამოვიყვანო ჩემი "მსხვერპლი" და მერე მემართება ისტერიკული სიცილი. ვფიქრობ ეს არაადამიანური დაავადებაა.
_ეს თამაშია? უი არ ვიცოდი? - ვუთხარი ცინიზმით და ირონიით ჩავიცინე.
_მოგივლი მე შენ! - დამემუქრა ექიმი მკაცრი ტონით.
_ვაიმე არ ამატირო! და საერთოდ რა გინდა ჩემგან?-გავიკვირვე მოჩვენებით.
_გატირებ! გპირდები,რომ გატირებ.ვერ ხვდები რა მინდა?-ტონს არ ცვლიდა თაბაგარი.
_ვაიმე რა შეგცოდე ღმერთო ასეთი! - ხელები მაღლა ავწიე. - ვერ ვხვდები,მართლა!
_ის ბიჭი ბარში რომ იყო ისაა არა? - მკითხა და თვალებში მომაჩერდა. ნუთუ ეჭვიანობს? რატომ უნდა იეჭვიანოს ჩემზე, საცაა ცოლი მოჰყავს.რა უნდა ამ ადამიანს ჩემგან.ათასი ფიქრი ამერია წამის განმავლობაში თავში.
_როგორ დაგიმახსოვრებია,- ისევ ირონია, - კი ის არის.მერე თქვენ რა?.. - სკამის საზურგეს მივაწექი და თვალი თვალში გავუყარე.თქმა დააპირა რაღაცის მაგრამ ამ დროს ნათია მოვიდა მაგიდასთან ტეფშებით ხელში და სუფრის გაშლას შევუდექით.ვისადილეთ.თაბაგარმა ბების სუფრა შეუქო,ზრდილობის გამო კი არა, არა! მართლა ეტყობოდა,რომ ისიამოვნა ლამროს მასპინძლობით.განსაკუთრებით ალუბლის კომფოტი მოეწონა და გვირჩია ხშირად მიგვეღო ალუბლის ნატურალური წვენი, რადგან ძალიან სასარგებლო იყო.ბებია დიდად მოიხიბლა თაბაგარით,როგორც ექიმს რამოდენიმე კითხვა დაუსვა.ოღონდ გულის შესახებ კი არა,სახსრები მაწუხებს და ხელები მიბრუჟდებაო და რისი ბრალიაო.მეგონა გიორგი ეტყოდა ეგ ჩემი სფერო არ არისო,მაგრამ არა,ყველაფერი ისე დაწვრილებით და ბებისთვის გასაგებ ენაზე აუხსნა და მითითებებიც მისცა.
_ბებია,რანაირი თბილი ბიჭი ხარ შენ,მალადეც ბებია,მალადეც! - შეაქო ლამრომ კარდიოლოგი."შენ ეგ სამსახურში ნახე როგორია და რა დღეში ჰყავს თანამშრომლები და მერე ვნახავ თუ იტყვი მაგასთქო" გავიფიქრე და ჩამეცინა.
_აქ არის კლდიშვილის სახლ-მუზეუმი,წავიდეთ და დავათვალიეროთ,საღამოს კი მდინარეზე წავიდეთ,რას იტყვით?! - ვიკითხე მხიარულად და ყველას მოვავლე თვალი.
_წავიდეთ,წავიდეთ. - აყიყინდა სოფო და ელზა.
_წავიდეთ მე არ ვარ წინააღმდეგი, - თქვა თაბაგარმა.
_ნათ,მაშო ჩემია დღეს. - ვუთხარი ჩემს დას და კოცნა გავუგზავნე.გამიღიმა. - მიდით გამოიცვალეთ და წავედით.- მივუბრუნდი გოგოებს.თაბაგარის ტელეფონმა დარეკა ამ დროს,ბოდიში მოგვიხადა ჩვენგან მოშორებით დადგა სალაპარაკოდ,საუბარი გაუგრძელდა.არ მესმოდა რას ლაპარაკობდა რადგან თანდათან ჭიშკრისკენ მიიწევდა.-ბებო სტუმარს რომელი ოტახი გავუმზადოთ?-ვკითხე ბებიას,მინდოდა ყურადღების სხვა რამეზე გადატანა,თორემ ვატყობდი როგორ მაწუხებდა ექიმის ასე ხანგრძლივი საუბარი,ვიფიქრე ესმას ელაპარაკება ალბათ-თქო.
_კუთხის ოთახი რომაა ბებია,იგი გოუმზადე. თეთრეული ხომ იცი სადაც აწყვია,მე ნუ ამიყვან იმ კიბეებზე,შამეგევლოს შენი ბებია.მითხრა და ხელის გულებით მუხლები დაიზილა შეწუხებული სახით.
_კაი ბე! - ჩემი ტკბილი ბებო,ჩემი გემრიელი ბებო.ხომ ბე როგორ მიყვარხარ. - უკნიდან მოვხვიე კისერზე ხელები და ლოყები დავუკოცნე.
_ჩემი მარუსია ხარ შენ,ჩემი დახატული გოგო. - მომეფერა ლამრო და ჩემს ხელებს მისი დაკოჟრილი ხელები გადაუსვა.კიდე უფრო მაგრად მოვხვიე ხელები და მაგრად მივიკარი.მებრალებოდა,რომ დამიბერდა ჩემი ტკბილი ბებო და იმის გაფიქრება,რომ შეიძლებოდა ერთ დღესაც არ მყოლოდა სულს მტკნდა.ახლაც იმავე ფიქრმა გამიელვა თავში და გული ამეწვა.თვალებზე მწარე ცრემლი მომადგა.
_ავალ მე,გავამზადებ ოთახს ბარემ,თან გამოვიცვლი. - ბების გავანთავისუფლე ჩემი ხელებიდან და კიბეები ავირბინე. გოგოების კისკისი ისმოდა,გავძახე დაუჩქარეთთქო.ნათია მაშოს აცმევდა.მე თეთრეული ავიღე და თაბაგარისთვის განკუთვნილ ოტახში შევედი რათა მომეწესრიგებინა მისი საწოლი.კედელზე გაკრული კრემისფერი შპალიერი თავმომწონედ გამოიყურებოდა.ჭერზე ძველებური ბროლის ჭაღი ეკიდა.კარების პირდაპირ შუა კედელთან ორი გვერდი-გვერდ მდგარი ზამბარებიანი საწოლი იყო. კარებთან დიდი კარადა იდგა. საწოლის გვერდით კი პატარა ტუმბოს დაეკავებინა ადგილი,რომელზედ მაგიდის სანათი იდო და წიგნი "შორეული ლანდები".არ მიხლია ხელი წიგნისთვის.თეთრეულის გადაგებას შევუდექი.ვერც კი გავიგე ისე შემოვიდა თაბაგარი ოთახში.
_ლამარა ბებომ მითხრა,რომ ესაა ჩემი ოთახი.- მის ხმაზე შევკრთი და მისკენ მოვტრიალდი უცებ.
_ხო ესაა, ახლავე მოვრჩები საწოლის გასწორებას. - ვუთხარი დაბნეულმა.დავიბენი იმიტომ,რომ ისე მიყურებდა,მისი ყოველი გამოხედვა გულთან მომდიოდა. - იმედია მოგეწონება საწოლი და არ დაგვიწუნებ. - გავიღიმე და გაკრახმალებულ ბალიშის პირში ბალიში ჩავაძვრინე,ავაფუე და სწორად დავდე თავის ადგილზე.
_შენ რომ მწარე არ თქვა არ შეგიძლია ხო? - მკითხა და ზურგზაკი გვერდით საწოლზე დადო. - სათადარიგო ტანსაცმელი სულ მიდევს მანქანაში და..
_წინ დახედული ხარ.
_ძალიან! - დამეთანხმა და ჩანთა გახსნა.
_გიყვარს თავის ქება არა? - ვკითხე და გავიცინე.
_ყველას გვიყვარს ეგ! - მითხრა და მოულოდნელად მაისური გადაიძრო.მზერა მიმეყინა მის სხეულზე. დავშტერდი. მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა,მაგრამ უცებვე მოვეგე გონს.
_რას აკეთებ? - ხმა გავიმკაცრე.
_ვიხდი. - მითხრა მშვიდად და ქამარს დაუწყო გახსნა.
_მოიცა, მოიცა, მე აქ ვარ.- გავცოფდი.
_იყავი,ხელს არ მიშლი. - ისევ მშვიდად მიპასუხა და მოვკარი თვალი მის შავ ტრუსს,მაშინვე ცივად შევბრუნდი და ზურგი ვაქციე.
_შენ არანორმალური ხარ ნამდვილად! - ვუთხარი გაბრაზებით და უკან მოუხედავად გამოვვარდი ოთახიდან. ჩემს ოთახში შევედი, ლოგინზე დავებერტყე,რამოდენიმე წამს სუნთქვა შევიკარი და ისტერიული სიცილი ამივარდა...

_მზად ვართ უკვე! - მომესმა გოგოების ხმა. სიცილი შევწყვიტე და სწრაფად ავდექი, რომ ჩამეცვა. მუხლამდე ჯინსის შორტი, თეთრი მაისური და ჩემი ყვითელი კეტები ჩავიცვი. თმა სახელდახელოდ ავიწიე. ხუთ წუთში მზად ვიყავი და აივანზე გავედი,თან გიორგიც გამოვიდა ოთახიდან.წარბები შევყარე და ისე შევხედე,მაგრამ ვიგრძენი როგორ შემეკვრა სუნთქვა,რომ შევხედე. "საზიზღარო რა ვიდზე ხარ!" გავიფიქრე და კიდე უფრო მოვქუფრე სახე.ჟურნალიდან გადმოსულ მოდელს ჰგავდა კარდიოლოგი,ხარბად ამათვალიერ ჩამათვალიერა,ჩაიცინა და სათვალე გაიკეთა. "ჯანდაბა! რატომ ხარ ასე კარგი და რატომ ვერ ვაკონტროლებ ჩემს გრძნობებს,რატომ არ შემიძლია ავუკრძალო თავს მისი სიყვარული.. სიყვარული ჰო, ეს მარტო მოწონება არაა. მაგრამ ძნელია თავს ავუკრძალო თაბაგარის ერთი ნახვით არ მოწონება და რამოდენიმე შეხვედრით და საუბრით მისი არ შეყვარება. მომნუსხა თავიდანვე მისმა ვიზუალმა,მანერებმა საუბარმა... ყველაფერმა ერთად დამიტყვევა და მაშინ, როცა გავიფიქრე,რომ შეიძლებოდა ეს გრძნობა ორმხრივი ყოფილიყო ,ვგებულობ, რომ თაბაგარს ცოლი მოჰყავს, მისი ძველი შეყვარებული, რომელზეს მითხრა მასთან ყველაფერი დავამთავრეო.არადა ის გოგო ყოველ დღე აკითხავს საავადმყოფოში და თაბაგარის თანამშრომლებს მთავარი ექიმის მომავალ ცოლად გაეცნო." ფიქრებიდან გიორგის ხმამ გამომიყვანა.
_არც ისე სიმპატიური ვარ ეგრე რომ გაშეშდე. - სათვალე შუბლზე აეწია და ეშმაკური ღიმილით მიყურებდა.
_და ვაფშე ვინ გითხრა, რომ სიმპატიური ხარ? - ვკითხე მკვახედ და თვალი გავუსწორე.
_არა?! - ჩაეცინა, - არადა იმ დღეს, ბარში სხვანაირად ჭიკჭიკებდი. სიმპატიური ხარო, მომწონხარო და ცოტაც და კისერზე ჩამომეკიდებოდა საკოცნელად. - მითხრა მშვიდი ხმით. სისხლმა და სიბრაზის ცრემლებმა კისრის ძარღვები ამიწვა.
_იცი ახლა რა მინდა? და საერთოდ როცა დაგინახავ ხოლმე, - ვუთხარი ბრაზით და მისკენ გადავდგი ნაბიჯი,ინტერესი აღებეჭდა სახეზე ექიმს.- მაგრად შემოგცხო! რომ გიყურებ ხოლმე ცემის სურვილი მიჩნდება.
_ჰო?! - აშკარად გააოცდა უჟმური ჩემმა ნათქვამმა, - მეც მიჩნდება რაღაც სურვილები,რამდენჯერაც დაგინახავ. - მითხრა მაცრი ტონით და ისევ ამათვალიერ ჩამათვალიერა. - წავედით გველოდებიან. - გამოცრა კბილებში და კიბეებზე დაეშვა. მეც გავყევი უკან.
ყველა ეზოში იყვნენ და გველოდნენ. ბებოს ხელის დაქნევით დავემშვიდობეთ და ექიმის მანქანაში ჩავსხედით. მტელი გზა ხმა არ ამომიღია ისე ვიყავი "გულზე გასიებული", ნათია უთითებდა გზას თაბაგარს ზედა სიმონეთისკენ.
რამოდენი წუთის შემდეგ,კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის გამწვანებულ ეზოში მივაბიჯებდით. ირგვლივ საამო სიჩუმე გამეფებულიყო.ჩვენც გადმოგვედო არემარეს განწყობა და ერთმანეთს ჩურჩულით ველაპარაკებოდით.
ფრთხილად ავიარეთ ორსართულიანი სახის უმოაჯირო ქვის კიბეები და ასევე ფრთხილად შევაბიჯეთ ხის აივანზე.სახლის კარი ღიად იყო,თანმიმდევრულად შევედით ოტახში.უცებ თვალწინ მეცხრამეტე საუკუნის ეპოქა გადაიშალა ძველებური ნივთებით,ოქროსფერი ჩუქურთმებიანი სურათის ჩარჩოებით და სახლის სურნელით,სურნელიც კი სიძველის და ანტიკვარული იყო აქ. ყველანი ინტერესით ვათვალიერებდით და ვაკვირდებოდით თითოეულ დეტალს იქაურობისას.მე ადრე გამოვედი გარეთ,მაშო აწუწუნდა და არ მინდოდა ხმაური გამოეწვია და ნათია შეწუხებულიყო. დაბლა, კიბესთან აღმართული მაღალი ხის ჩრდილში გავჩერდი და იქ დავუწყე ლოდინი დანარჩენებს.ძალიან ცხელოდა და ბავშვმა მაინც ვერ მოისვენა, აქეთ იქით ამაოდ
დავატარებდი.
_ძალიან გიხდება ბავშვი. - მომესმა ექიმის ხმა, კიბეებზე ჩამოდიოდა.
_ვიცი! - საკმაოდ უხეშად ვუთხარი და ვეცადე არ შემტყობოდა, თუ როგორ "გადამიქანდა გული" მისი დანახვისას.
_მიბრაზდები? - მკითხა რბილი ტონით და ახლოს დამიდგა.
_დიახაც! რას გავდა შენი საქციელი ოთახში? - გახდა შევახსენე და წარბები შევყარე.
_ნერვებზე რომ მომშალე,იმიტომ.-მითხრა და მაშოს თავზე აკოცა.
_და ასე,რამდენჯერაც მოგშლიან ნერვებზე იხდი? - ვკითხე და ირონიით გავიცინე.
_ყველასთან არა,შენ გამონაკლისი ხარ! - მითხრა მშვიდად, ცოტაც და ჭკუიდან გადავდგებოდი ისე მაღიზიანებდა მოქმედებდა ნერვებზე მისი ტონი და პასუხები.
_მართლა მინდა შემოგცხო რაა..- მრისხანება დავიტყე ხმაში. მიხვდა, რომ არ ვხუმრობდი.
_აი მეც მართლა მინდა სისრულეში მოვიყვანო ჩემი სურვილი ახლა, მაგრამ ალქაჯი ხარ და რაღაცას დამმართებ უეჭველი.-ჩაეცინა დამცინავად.
_პირველად მიჩნდება ადამიანის მოკვლის სურვილი!.- გამოვცერი კბილლებში. თაბაგარს სახე ეცვალა. მიქუფრა.
_შენ გოგო ვინ გაგიძლებს! - მითხრა წამიერი დუმილის შემდეგ.
_ოჰ,რას ამბობ! შენ ხომ გაგიძლებენ ასეთ უჟმურს, - არ ჩამოვრჩი.
_ადამიანს გულის შეტევას დამართებ,ისეთი ხარ.- სიბრაზე ერეოდაა ხმაში კარდიოლოგს.
_ჰა ჰა ჰა, - ვთქვი ცინიზმით, - არ თქვა ახლა შეტევა მაქვსო.- გავიცინე.
_მართლა დამმართებ შეტევას ისეთი ალქაჯი ხარ!
_მე თუ ალქაჯი ვარ შენ უჟმური და უხასითო ხარ!-ენას ვერ ვაჩერებდი.თაბაგარის თვალებმა სიმკაცრით გაიელვა.
_წადი მანქანაში და იმათ გამოვიყვან მე.-მითხრა ბრძანებით მკაცრად.
_არ გაქვს უფლება ეთი კილოთი მელაპარაკო.- ვუთხარი უკმეხად.
_მარიამ! - სიმკაცრესტან ერთად მრისხანება დაეტყო ხმაში.შევკრთი,მივხვდი,რომ ზედმეტი მომივიდა და ვაწყენინე,მაგრამ ღირსია.
_ჩემგან რა გინდა? შენ დაიწყე ჩემს ნერვებზე თამაში და მეც აგყევი ,ჩემი რა ბრალია თუ ასეთი უჟმური და უხასიათო ხარ?!-კიდე არ გავაჩუმე ენა.
_სპეციალურად ნერვების მოშლაზე მუშაობ რა! - აღმოხდა ექიმს.
_კარგადაც გამომდის! - გავუცინე და თვალი ჩავუკარი.უხმოდ შებრუნდა და კიბეებს აუყვა რომ დანარჩენებისთვის ეთქვა სახლში წასვლაზე...

მთელი გზა ხმა არ მომიღია მანქანაში,ჩუმად ვიჯექი გალახული ბავშვივით და მაშოს თმებს თუჩებით ვეფერებოდი.ისიც ჩემსავით გაყუჩული იჯდა ჩემს კალთაში.
_მარი რა გჭირს რატომ ხარ მოწყენილი? - მკითხა დარდიანი ხმით ნათიამ.
_მეძინება! - ვუპასუხე და გავიცინე.არადა ძილი ყველაზე ნაკლებად უნდოდა ჩემს ორგანიზმს ახლა.
_რა ძილის გუდა ხარ რა! - მასაც გაეცინა.
_რას მერჩი ეე, შენ რომ გეძინა მე საქონელს მივრეკავდი საძოვარზე დილა უთენია.- ისევ სიცილით ვუთხარი, მაგრამ შინაგანად სულ არ მეცინებოდა. ჩემს თავზე ვბრაზობდი,თაბაგარზე ასე აგრესიულად რომ გამოვხატავდი წყენას. უზრდელი გოგოსავით ვუტლიკინებდი ენას ამხელა ავტორიტეტ კაცს,მისი პროფესიიდან გამომდინარე,თან ყველაფერს ღომ თავი დავანებოთ,ჩემზე ათი წლით უფროსი იყო და არ ჰქონდა ჩემს ზრდილობას ამდენი უფლება,რომ მას ასე დავლაპარაკებოდი,მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. იმედი გამიცრუვდა,რადგანაც მითხრა მომწონხარო,მეც დავიჯერე და ოცნების უფლება მივეცი საკუთარ თავს სადაც მთავარ როლს თაბაგარი ასრულებდა. მაგრამ ეს ოცნება ფუჭი გამოდგა,როდესაც გავიგე თაბაგარის საქორწინოდ მზადება. გულის ტკენამ აგრესია ჩამომიყალიბა მის მიმართ და ამას საუბრისას ვამჟღავნებდი,რაც იმას მოწმობდა,რომ ვეჭვიანობდი,თან ძალიან.
_მზე რომ გადავა მერე წავიდეთ რა მდინარეზე, - თქვა წუწუნით სოფომ, - ძალიან მცხელა და იქ კიდე შუაგულ მზეში მოგვიწევს ყოფნა.
_კარგი ეგრე იყოს! - დაეთანხმა ყველა. მალევე მივედით სახლში. ეზოში კაკლის ჩრდილში ბებია და ჩემი ოთხი მეგობარი ამიკო, თემურიკა, ბაჩო და ირაკლი დამხვდენენ ბურთით ხელში. მათმა დანახვამ ისე გამამხიარულა გულიანად გავიცინე.
_ბებია რავაცხა წაით, მაშინათე მევიდენ და მის მერე გელოდებიან. - მითხრა ბებიამ მხიარული ხმით და წამოდგა. თაბაგარს სკამი გაუწოდა, მანაც ჩამოართვა და დაჯდა. თან მე გამომხედა.
_ბიჭებო რაო,პირობა შემახსენეთ? - ვკითხე სიცილით ჩემს ცამეტი წლის მეგობრებს და თაბაგარის გამოხედვა დავაიგნორე.
_ხო დესპოტა! შენ ხომ შეგვპირდი ხვალ ვითამაშოთო,ხოდა მოვედით,მდინარეზე არ წავედით მაგიტო. - მითხრეს ცოტა დარცხვენით,სტუმრებს არ ელოდენენ.
_კარგი,პირობას არ დავარღვევ და ვითამაშებთ, - შევძახე მხიარულად,მინდოდა სიმორცხვე დაეძლიათ მათ და თავისუფლად ყოფილიყვენენ. - ბიჭებო გაიცანით ჩვენი სტუმრები,გიორგი და ელზა,ჩვენი მეგობრები არიან.-გავაცანი ბავშვებს.-ესენიც ჩემი მეგობრები არიან,მივუბუნდი ელზას და თაბაგარს,ექიმს უცნაური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.ბიჭების სახელები ჩამოვუთვალე და ბავშვი ნათიას მივაწოდე თან. - აბა ჰე,ვთამაშობთ? - ვკითხე მხიარულად, მართლა ძალიან გამახარა მათმა დახვედრამ, თითქოს ეს მჭირდებოდა ზუსტად, რომ ხასიათი გამომკეთებოდა. ბიჭებს უხერხულობა მოეხსნათ და ბურთი დამიგორეს ფეხებში.
_მარიამ ფეხბურთი უნდა ითამაშო? - შეიცხადა ექიმის დამ. გამეცინა.
_ნათამაშები მაქვს არა ერთხელ!..მაგრამ ახლა ფეხბურთს ვერ ვითამაშებთ, კარგით ბიჭებო? წრეში ბურთი ვითამაშოთ!
_კაი დესპოტა, - დამეთანხმეს მხიარულად და მინდვრისკენ წავედით, რომელიც სახლის გვერდით იყო, კაკლის ხისგან,რამოდენიმე მეტრით დაშორებით,რომლის ჩრდილში ბებია,ნათია და თაბაგარი ისხდნენ...

გავაჩაღეთ წრეში ბურთის თამაში, სოფომ და ელზამაც გამოთქვეს ჩვენთან ერთად თამაშის სურვილი და ადგილები გავინაწილეთ. წრეში სამნი ჩავდექით, მე, ამიკო და ბაჩო. სოფო და თემურიკა ერთ მხარეს დადგა,ხოლო მეორე მხარეს ელზა და ირაკლი იყო და ბურთის მოხვედრას ცდილობდნენ ჩვენზე.ისე შევედი თამაშის აზარტში და ისე ვცდილობდი ბურთი არ მომხვედროდა და არ გავვარდნილიყავი წრიდან,რომ სულ გადამავიწყდა, რომ თაბაგარი მიყურებდა,გადამავიწდა,რომ ამ ბავშვებზე შვიდი და ხუთი წლით უფროსი ვიყავი,გადამავიწყდა, რომ სირბილისას თმები გამეშალა და ალბათ მართლა ალქაჯს ვგევდი რომ დავრბოდი თმა გაჩეჩილი.
ბაჩო "დაჭრეს" და გავარდა წრიდან,მალევე გამომისტუმრეს მეც და მხოლოდ ამიკო დარჩა წრეში.
_თქვენ გააგრძელეთ ახლა თამაში, მე ჩემი პირობა შევასრულე,მეტი სირბილი არ შემიძლია. - ვუთხარი ბავშვებს სვენებ-სვენებით და კაკლის ხისკენ წავედი.
_ბებია შენ მაგენზე მეტი ჭკუა არ გაქ ხო? - მკითხა სიცილით მისკენ მიმავალს.თაბაგარსაც ჩაეცინა.
_ვაეიმე ვკვდები ბებოო,მიშველეე! - ვთქვი და მის გვერდით მოწყვეტით დავჯექი.
_რაი კვდები,კვდება შენი მტერები, უჰ! შენ ჯვარი გეწეროს.-გაწყრა ლამრო.
_დავიღალეეე! - ამოვიხავლე.- ხელ-პირს დავიბან და მოვალ ახლავე, - ვთქვი და ზლაზვნით წამოვდექი. ჩემს ოტახში ავედი, თხელი სარაფანი და შიდა თეთრეული ავიღე. შემდეგ ისევ დაბლა ჩავედი და აბანოში შევედი, წყალი, რომ გადამევლო. შხაპი მივიღე,სარაფანი გადავიცვი,რომელიც საკმაოდ მოკლე იყო, ძალიან მიყვარდა ეს კაბა,რადგან ძალიან გრილი და კომფორტული მოსახმარი იყო. თმები მაღლა ავიწიე და კოსა გავიკეთე. სხეულმა სიგრილე იგრძნო და სული Dავიტქვი.
გარეთ გამოვედი,ჩრდილში ნათია არ დამიხვდა,ბებია და თაბაგარი კი რაღაცაზე სერიოზული სახეებით აქტიურად ლაპარაკობდნენ.
_ნათია ბავშვს აძინებს? - ვკითხე ბებიას.
_ჰო ზევით ევიდა.- მიპასუხა ლამრომ და წამოდგა.- მოი ბებია აგერ დაჯეი,მე საზამთროს მევიტან,გაციებული იქნება უკვე.ჩემს ბოსტანში მოვიწიე,- აცნობა ექიმს საზამთროს წარმომავლობა. მან ფართედ გაუღიმა და მერე მე შემომხედა.მისმა თვალებმა ჩემი სხეულს თვალი ჩააყოლა. გულში ჩავიცინე და ბებიას ადგილი დავიკავე გრძელ სკამზე. ლამრო სახლში შევიდა,ბავშვები ისევ ბურთს თამაშობდნენ და ყიჟინებდნენ.
_დესპოტას რატო გეძახიან? - მკითხა ცინიზმით და მისი სკამიდან ჩემს გვარდით გადმოინაცვლა. არ ველოდი, და ოდნავ გაოცებით გავხედე.
_მეცადინეობა არ უყვართ და მკაცრი ვარ.მიტომ შემარქვეს დესპოტა.-გავიღიმე დაბნეულად.
_არადა მე დამდე დესპოტიზმში ბრალი,გახსოვს?-ისევ ცინიზმი გაურია ხმაში.
_მე ბრალი კი არ დაგდე,სახელი დავარქვი იმ მდგომარეობას რასაც შენ იწვევ სამსახურში.- ვუთხარი მკვახეთ. შევხედე როგორ წამოჭარხლდა სახეზე ექიმი.
_სწორად შემირჩევია შენთვის სახელი ალქაჯი!..
_სიმართლე მწარეა სულ. - გავუღიმე.
_მერე და რა არის სიმართლე? ის რომ წესრიგს ვამყარებ და ვინარჩუნებ თანამშრომლებთან და ამას დესპოტიზმს უწოდებ?! ესაა სიმართლე? - მკითხა სიბრაზით.
_ძალლიან მკაცრი ხარ, არ უნდა იყო ასე, როგორც წესი ექიმები თბილები და მზრუნველები არიან,ავადმყოფს ღიმილითაც კი კურნავენ,შენ კი .. შენი გადამკიდე სუნთქვა ეშინიათ შენს თანამშრომლებს,რა უბედურებაა ეს? თაბაგარი კი არა დიქტატორი უფრო შეგშვენის. - კისრის ძარღვები დამეჭიმა ამის თქმისას..
_აჰა! ახლა დიქტატორი არა? - ჩაეცინა ირონიით. - შენ ჩემს პროფესისა ეხები ახლა მარიამ და ალქაჯთან ერთად კუდიანიც ყოფილხარ. საკვირველია ჩემნაირი დესპოტი და დიქტატორი ადამიანი რამ მოგაწონა და ნეტავ რატომ ფიქრობ მასზე გამუდმებით?-მკითხა ნიშნის მოგებით და წარბი ასწია. "გული გადამიქანდა" წამოვხურდი, დავიბენი და თVალებში მივაჩერდი.
_შენს პროფესისა კი არა,შენს ხასიათს ვეხები,ტყუილად კი არ შეგარქვი უჟმური, თან ძალინ დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე,რომ ფიქრობ მე მომწონხარ.- ვუთხარი მანაჯერებლად,არადა ისე საყვარლად მიყურებდა და ისეთი სურნელი მოდიოდა მისგან მთელი გულით და გინებით მინდოდა,რომ ჩავხუტებოდი,კანში შევძრომოდი და მასში დავრჩენილიყავი.
_არ ვარ პატარა ბიჭი,რომ ვერ მივხვდე გოგო შემოხედვისას რას გრძნობს ჩემს მიმართ.- მითხრა და ჩაიცინა. ვგრძნობი როგორ მედებოდა სირცხვილის და სიბრაზის ცეცხლი მტელ სხეულზე.
_და შენც ერთობი ამით არა? - ვკითხე ათრთოლებული ხმით.
_ანუ აღიარებ ჰო?! - ისევ ჩაიცინა.
_ნერვებს მიშლი!.. - მხოლოდ ეს ვთქვი და თვალები ცრემლებით ამევსო.თავს ვერ მოვერიე,არც უარყოფა გამოდიოდა,რომ მომწონდა და არც დათანხმება შემეძლო. ვიფიქრე,რომ დამცინის და ერთობა ამითთქო.
_ვაიმე! - შეიცახდა ჩუმათ,როდესაც ჩემს თვალებს შეხედა.- ჩემი სულელი გოგო,ჩემი ბრაზიანი ალქაჯი..რა გატირებს შე ჩერჩეტო? - მკითხა თბილი მზრუნველი ხმით და მკლავზე მომეფერა მალულად...

მისი შეხებისას კანი ამეწვა და მტელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.ზემოდან დავხედე მის გრძელ და მოვლილ თითებს,რომლებიც ცდილობდნენ შეუმჩნევლად მომფერებოდნენ.წამით სიამოვნებამ მომიცვა,მაგრამ მაშინვე ჩემი ხასიათი მოვიმარჯვე,წარბი ავწიე და ირონიით ვკითხე:
_ჩემი? - თან ხელი გავწიე,რომ მისი თითები მომცილებოდა.- გეშლება ძალიან,თან ბევრი. - ვუთხარი მკვახედ და თვალებზე მომდგარი ცრემლი, ვცდილობდი წამწამს არ დაჰკიდებოდა,თავი ავწიე მაღლა,თითქოს ასე უკან გავაბრუნებდი თვალებზე მომდგარ, ჩემს სიბრაზეს და დარცხვენას.
_მეშლება ის,რომ "ჩემი" ვთქვი? - მკითხა ცინიზმით და ჩაიცინა,-პირდაპირი მნიშველობით არ მითქვამს,უბრალოდ...
_გასაგებია,-შევაწყვეტინე თქმა,-უბრალოდ ალბათ ხშირად ამბობთ ამ სიტყვებს.-დავაბოლავე მისი სატქმელი,სახეზე კი სიმკაცრე არ მომიცილებია.
_სწორედ ეგრეა! რა მიხვედრილი ხარ.- თითქოს დამცინავი ტონი ვიგრძელი მის ხმაში.- შენ რა იფიქრე?! - მკითხა და ჰომეროსული ხარხარი აუტყდა."უხ,შენ დამპალო!"გავიფიქრე და სიბრაზისგან ტუჩები მოვკუმე.
_მე ის ვიფიქრე... რომ... ის ვიფიქრე,რომ..-მინდოდა მეთქვა "დამპალი ხარმეტქი,მაგრამ ვერ გავბედე,ჩემს თავს არ ვაკადრე"..თან ცრემლებმა ლამის მომახრჩო და წყვეტილ-წყვეტილ ვბლუკუნებდი.მაინც ვერ შევიკავე,მაინც არ დაიტია თვალებმა დაგუბებული სიბრაზე და წყენა და ლოყაზე ჩამოცურდა. სწრაფად მოვიწმინდე.ის კი მშვიდად და კმაყოფილი მიყურებდა.ოდნავ ჩემკენ გადმოიწია და გამარჯვებულის ხმით მითხრა:
_ხომ დაგპირდი გატირებთქო! - თვალი ჩამიკრა და სველ წამწამებზე ცერა თითები გადამისვა.
_შენ,მე ხმა არ გამცე საერთოდ! - თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი.- და არასდროს არ შემეხო.
_მაგას ვერ დაგპირდები! - მითხრა მშვიდად და ცრემლისგან დასველებულ მის თითებს დააშტერდა.
_ვაფშე რა გინდა ჩემგან?! ნუ მიძვრები ტვინში და ნუ იქექები აქ,-სისხლი თვალებში მომაწვა,და საერთოდაც,შენ საცოლე გყავს და არ უნდა იკვლევდე რომელი გოგო,როგორ შემოგხედავს.გასაგებია?!
_ჰმ! საცოლე?! - უცებ გამომხედა.
_დიახ საცოლე!.. ესმა.- ვუთხარი წარბაწევით.
_შენ საიდან იცი?! - უცებ ეცვალა ფერი.
_შენ თვითონ არ მითხარი?!
_მე რა გითხარი? - თვალები გაუფართოვდა.
_ის,რომ ესმასთან მრავალი წელი გაკავშირებს და ცოლად მოგყავს.
_მე გითხარი ცოლად მომყავსთქო? - კიდე უფრო გაუფართოვდა თვალები გაოცებისგან.
_ზუსტად! იმ საღამოს ვერანდაზე რომ წამიყვანე,მაშინ ხომ თქვი ნაკამატები ვართო. მეც დაგამშვიდე,არაუშავს ისევ შერიგდებითთქო და შენც დამეთანხმე,შენი შეკითხვით "ასე გგონიაო?" მერე კი ვიგებ,რომ საცოლედ გამოაცხადე და მალე ქორწილიც გექნებათ. მიხარია,რომ შერიგდით და ოჯახს შექმნით. მე შემეშვი და ჩემში არარსებულ ფაქტებს ნუ ეძებ,ფაქტიურად ცოლიანი ხარ უკვე და არ გიხდება,აკვირდე გოგოებს და იკვლიო მოსწონხარ თუ არა რომელიმეს. და საერთოდაც ამდენს რატომ ვლაპარაკობ? მე შენ გაგებუტე,ხმა არ გამცე ვაფშე!-განვუცხადე კატეგორიული ტონით,ის კი თითქოს გაშეშდაო თვალის დაუხამხამებლად მიყურებდა,არანაირი ემოცია არ ეხატა სახეზე.არც მიცდია რამე წამეკითხა მის გამომეტყველებაში.უბრალოდ თვალი ავარიდე და გულის სიღმეში "იეეს" წამოვიძახე "დავამუნჯე!"..
ბებია ლანგარზე დაწყობილი საზამთრო ნაჭრებით ჩქარი ნაბიჯებით მოგვიახლოვდა.
_ბებია გეიქეცი რაია,საინები გამეიტანე,ვერ წამევიღე ყორფელი ერთად. - მითხრა თან შეწუხებული,თან მხიარული ხმით.
_ბე ვერ დამიძახე მერე?!.. ამასაც მე გამოვიტანდი.-სწრაფად ავდექი და სახლში შევედი,რომ თეფშები ამეღო. რამოდენიმე თეფში და ჩანგალი ავიღე და კარადის კარი რომ დავხურე, ფარდა ჩამოფარებული ფანჯრიდან თაბაგრისკენ გავიხედე. თავი ჩაექინდრა და მიწას ჩასჩერებოდა.ცოტა არ იყოს გამიკვირდა მისი ასე დაღონება. ბურთის თამაშში გართულ ბავშვებს გავძახე და საზამთროს საჭმელად მივიწვიე,მოჩვენებითი სიმხიარულე ავიკარი სახეზე და ვცდილობდი,რაც შეიძლებოდა ბევრი მეცინა ექიმის გულის "გასახეთქად",რადგან ერთი ორჯერ ისეთი მზერით შემომხედა,ალბათ თვალებში რომ ტყვია ჰქონოდა,ზედ შუბლში დამაჭედებდა.მაგრამ არ ვიმჩნევდი მის მზერას. ტელეფონზე დაურეკეს,ჭამა შეწყვიტა ჩვენგან მოშორებით დადგა სალაპარაკოდ.საუბარი გაუგრძელდა,მივხვდი ესმა,რომ იყო.ეჭვიანი ცოლივით "დავიგრძელე ყურები" იქნებ რაიმე გავიგოთქო,მაგრამ ვერაფერი გავიგე. როგორც იქნა მორჩა საუბარს და თავის ადგილს დაუბრუნდა.
_დედა იყო?! - ჰკითხა ესმამ და თავის მობილურს დახედა.
_არა! - უპასუხა მოკლედ და უხალისოდ.
_აბა ესმა?! - არ მოეშვა მისი და.
_კი! - თიტქოს დანაშაული ჩაიდინა და აღიარაო,ისეთი ხმით უთხრა. გულისწყვეტა ვიგრძენი,ისევ თუმცა არ შევიტყე რა ტქმაუნდა.
_ბებია,ცოლი არ გყავს ხო?-ჰკითხა ლამრომ და საზამტროს მოზრდილი ნაჭერი დაუდო კარდიოლოგს თეფშზე.- ჭამე ბებია,ჭამე.. ნატურალურია,უსასუქოა.- თან შეაქო მისი ნახელავი ლამარამ.
_ცოლი რომ ჰყავდეს,ახლა აქ არ ეყოლებოდა? - თაბაგარს პასუხის გაცემა სოფომ დაასწრო.
_რეიზე ბებია მერე?! - დაინტერესდა ბებიაჩემი და პასუხის მოლოდინში ინტერესით მიაჩერდა ექიმს.
_აქამდე დრო არ მქონდა,სწავლა სამსახური.თან ვფიქრობ,რომ მამაკაცმა ოცდახუთ წელს ქვევით ოჯახი არ უნდა შექმნას.ოცდახუთს რომ გადავცდი მერე სამსახურეობრივ კარიერაზე ვფიქრობდი,ახლა ის ასაკი მაქვს,რომ ოჯახზეც ვიფიქრო და ვფიქრობ კიდეც უკვე.- გასცა პასუხი კარდიოლოგმა.
_მალადეც შენ ბებია,ნეტაი შენ დედას ასე კაი შვილი რომ ყავხარ! ბედნიერი იქნება შენი ცოლი შენთან.- Uთხრა ბებომ გულწრფელად. - კაცმა, რო სიტყვა ოჯახის მნიშVნელობა იცის,იმის ხელში ბებია ბედნიერი იქნება ქალი. - ექიმს მორცხვად ჩაეღიმა,მე კი წამით გული გამიჩერდა.- დღევანდელმა თაობამ არ იცის რაია ოჯახი,რაია ცოლი და ქმარი. თხუტმეტი წლის ცხვირმოუხოცავი ბოვშები თხოვდებიან და მოჰყავთ ცოლები და თუ მოაბენ რაცხას თავი და მეეფერენ ერთმანეთს ი გონიათ ოჯახის შექმნა.ღმერთმა ყველა ახაროს და აბედნიეროს,მარა ბოვშები ცოდვაა იმ სირთულეებისთვის რაც ერთად ცხოვრებას და ურთიერთობებს მოსდევს მერე ბებია. ბევრმა შეილება ვერ გოუძლოს და თლად დეიკარგოს ამ ცხოვრებაში,ვერ გეგიგოს და ვერ მიხვდეს მისი დანიშნულება რაია.ამიტომაა კაი,მომწიფდეს ხილი და მერე შეიჭამოს იგი. თავის ნამდვი გემოსაც განახებს და კბილსაც არ მოგკვეთავს.-წამით ყველანი გავჩუმდით და ჩაფიქრებულ ბებიაჩემს მივაჩერდით.-ნამეტანი ძნელია ურთიერთობები,ნამეტანი.-ჩაილაპარაკა თითქოს თავისთვის.
_აბსოლიტურად გეთანხმებით! - უთხრა თაბაგარმა,- მართლაც,რომ ძნელია ურთიერთობები.- ბოლო სიტყვები მე მომიძღვნა ექიმმა,შემომხედა და მაგრძნობინა.
_მე სანამ სწავლას არ დავამთავრებ არ ვთხოვდები. - თქვა სოფომ და გადაიკისკისა.
_რომელ სწავლას,სკოლას თუ უნივერსიტეტს? - ასევე კისკისით ჰკითხა ელზამ.
_ორივეს! - იყო პასუხი,ისევ სიცილით ნათქვამი.
_ნათიას გათხოვება ვერ მოუნელებია დედაშენს და ახლა შენ დეიწყე მაგაზე ფიქრი?!-გაუწყრა ლამრო შვილიშვილის თბილი ხმით.
_ოჰ! მივდივარ ახლა და ახლა ვიპარები! - თქვა სასაცილოდ ჩემმა პატარა დამ. ჩვენც გაგვეცინა მის ნათქვამზე.
_არ გინდა ბებია ჯერ გათხოვება, სულ ქე მეესწრები ცოლობას, ქალობას,რძლობას და დედობას. შეიფერე ეგი წლები სანამ ბოვში გქვია.- სახე დაჭყანა ლამრომ და ისე უთხრა.
_კაი რაა ბე,ვიხუმრე.გავთხოვდე არა,ისა ეხლა.- დაამშვიდა ბებია სოფომ, - აგე მარიამი მზრდის მე და მეც მისნაირი ვიქნები,ნუ გეშინია. - გაეღიმა.
_ჩემთან რა გინდა ახლა თავი დამანებე! - წამოვიძახე მხიარულად და გავიცინე.
_მარიამს რა ეთხოვება ბებია,ბურთი აქ სათამაშო ბოვშებთან.- თქვა სიცილით ლამრომ.ჩვენც გაგვეცინა.თაბაგარმა ჩაიცინა მხოლოდ._შენმა სადედამთილომ უნდა დაგინახოს ე მაშინ თმაგაჯეჯილი რო დარბიხარ ბურთთან ერთად,ვინ გითხოვს ბებია შენ?! - არ წყვეტდა სიცილის ლამარა.
_ვინც ჩემნაირი იქნება ბებია,იგი მითხოვს! ჩემს სადედამთილოს რომ ეტყვის,შენ მსაჯი იყავი,მე და მარიამმა ბურთი უნდა ვითამაშოთო.ე ეგეთს მოვძებნი და მითხოვს.-ვთქვი სიცილით.
_გადარეული ხარ ბებია შენ,გადარეული.-სიცლისგან თვალებზე მომდგარი ცრემლი დაკოჟრილი ხელებით მოიწმინდა ბებიამ.
_დღეს გადარჩით ბიჭებო და ხვალიდან უკვე რეჟიმში ვჯდებით იცოდეთ.-ვუთხარი ბიჭებს,როდესაც სიცილს მოვრჩით.ისინი კი ჩუმად ისხდნენ და ჩვენს საუბარს ყურს უგდებდნენ ღიმილიანი სახით,ჩემს ნათქვამზე კი სახე მოექუფრათ.
_დაანებე ამ ბავშვებს გოგო თავი.-მითხრა ექიმმა და თან ფეხზე წამოდგა,-შეარგე ზაფხული.
_აუ ხოო რაა,-აწუწუნდნენ უკმაყოფილოდ ბავშვები.-მიტომაც ხარ დესპოტა მერე.
_დესპოტ!-მომმართა ღიმილით ექიმმა,-ჰა მდინარეზე წავედით?-ისეთი თვალებით გავხედე,მიხვდა რომ ვუთხარი მზერით "შენ ხომ არ დაგავიწყდა,რომ არ გელაპარაკები?" ღიმილი სახეზე შერჩა და უხერხულობის გასაფანტად ჩაახველა.
_აუ წავედით,წავედიით!-წამოიშალნენ ბავშვები.
_კარგი ჰო წავიდეთ.-ვუთხარი ბავშვებს,-მაღლა ავალ,ნათიას და მაშოს დავხედავ.-ვთქვი და კიბეები ავირბინე.ჩემს ოტახში უნდა შესულიყავი ნათიას ოთახში რომ მოხვდედრილიყავი.მისი ოტახის კარი ფრთხილად შევაღე.დედა-შვილს მშვიდად ეძინათ.დამენანა გასაღვიძებლად,მაგრამ მაინც შევაღვიძე ჩემი უფროსი და.
_ნათ,მდინარეზე მივდივართ ჩვენ,შენ რას იზამ?
_მე დავრჩები რა,არ გაგიტყდეთ კარგი?! ცოტას წავუძინებ.-მითხრა და თავი ბალიშზე დადო ისევ..
_კაი. მალე მოვალთ ჩვენც,დიდი ხნით არ გავჩერდებით,ჯერ კიდევ ძალიან ცხელა და..-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.ჩაეღიმა ჩემს დაიკოს და ისევ გააგრძელა ძილი.მდინარეში ჩასვლას და ცურვას არ ავპირებდი,ამიტომ ტანსაცმელი არ გამომიცვლია.მხოლოდ რამოდენიმე პირსახოჩი ჩავიდე ჩანთაში.გოგოებს რომ დასჭირებოდა.
უკვე მელოდნენ ჭიშკართან ყველანი.
_არ უნდა იცურაო?-მკითხა სოფომ გაოცებით.
_აუ არა,მეზარება დღეს რაა.-გავეცი პასუხი.-ბე ჭკვიანად იყავი,ეზო-კარს შენ გაბარებ,არ იცელქო და არაფერი დაიმართო.-ვუთხარი ლამროს მხიარულად და ცხვირზე მოვუჭირე ხელი.გაეცინა გულიანად.
_უი შენ არ გაქრი ბებია! - მითხრა მერე.
_მიდი ბე, მიუწექი შვილიშვილს და შვილთაშვილს,წაუძინე ცოტა და ჩვენც მალე მოვალთ. - ვურჩიე ლამროს.
_კაი ბებია, კაი.ჭკვიანად აბა! - დაგვარიგა და ეზოში შევიდა. მანქანაში უკან ჩავიჭუჭკეთ მე და ბიჭბმა, წინ კი სოფო და ელზა მოთავსდნენ. თაბაგარის უკან ვიჯექი და კარგად ჩანდა მისი თვალები სარკეში. ყველანაირად ვაიძულებდი თავს,რომ არ გამქცეოდა თვალი სარკისკენ, მაგრამ ამაოდ. მის დაჟინებულ მზერას ისე ვგრძნობდი, უნებლიედ თავისი გამირბოდა თვალი მისი მზერისკენ.
მდინარის გზა ბიჭებმა მიუთითეს და ცოტა ხანში უკვე მდინარეზე ვიყავით. საკმაოდ ბევრს მოეყარა თავი აქ.თითქმის ყველა ნაცნობი იყო. ზოგს შორიდან მივესალმე, ზოგიც თავისით მოვიდა და გადამკოცნა.
სოფო და ელზა დაუფიქრებლად ჩახტნენ წყალში,თან მიყვნენ ბიჭებიც. თაბაგარს გავხედე იხდიდა. თვალები ვჭყიტე,მაგრამ მაშინვე მოვაბრუნე თავი. მერე ისევ გავხედე,უკვე საცურაო შორტებით იდგა."ეს ნახე რაა,რა აღჭურვილი ყოფილა. "გავიფიქრე და ჩავიცინე.ჩემკენ წამოვიდა,რაც უფრო მიახლოვდებოდა ვაკვირდებოდი მის ათლეტურ სხეულს,მით უფრო მინდოდა გავქცეულიყავი. არ მინდოდა დამტყობოდა დაფჩენილი პირი მისი ყურებისას.გვერდი უხმოდ ჩამიარა, წყალში დინჯი ნაბიჯებით შევიდა,მოხრილი თავით და წინ,ტყუპად გაშვერილი ხელებით წყალი გააპო და ჩაყვინთა.რამოდენიმე წამში კარგა მოშორებით ამოყვინთა. ჩემკენ არ გამოუხედავს, ბავშვები მოძებნა თვალებით და მათკენ გაცურა. მე იქვე,ნაპირზე დავჯექი თაკარა მზის გულზე და ვერც კი ვგრძნობდი, თუ როგორ მიწვავდა ზურგს და ბეჭებს გავარვარებული ბურთი.
არ დამრჩენია შეუმჩნეველი, თაბაგარის ყურადღების და ინტერესის ცენტში ყოფნა იქ მყოფთათვის. რამოდენიმემ მკითხა კიდეც.ისიც კი მკითხეს ცოლიანი იყო თუ არა. არათქო რომ ვპასუხობდი, სიცილით მეუბნებოდნენ გაგვირიგეო. მეცირონიული ჩაცინებით ვპასუხობდი ხოლმე მათ შემოთავაზებულ წინადადებას.
_ჩამოდი მარიამ, რა მაგარი წყალია! - გამომძახა აჟიტირებულმა ჩემმა პატარა დამ. ახლა იკადრა და შემომხედა ექიმმა.
_არ მინდა იყოს! - გავძახე მე და შუბლზე ხელი მოვიჩრდილე, რომ უკეთ დამენახა ისინი.
_აბა აქ უნდა იჯდე?! - მომესმა ჩემს უკნიდან ნაცნობი ხმა და სწრაფად მოვბრუნდი მისკენ. - ლამარამ მითხრა მდინარეზე წავიდნენო და... - თავის მართლებასავით გამოუვიდა კობას ნათქვამი.
_კარგია რომ მოხვედი! - ცალი თვალ მოჭუტულმა ავხედე, მიღიმოდა.
_რატო არ ჩადიხარ წყალში? - მკითხა და ჩემს პასუხს არც დალოდებია,ხელში ამიტაცა და მდინარისკენ გამაქანა.
_კობა არა გთხოოვ.. - მხოლოდ ამის დაძახება მოვასწარი და მასთან ერთად ჩამაყვინთინა.აავფართხალდი.თავი რომ ამოვწიე თმები სახეზე ჩამომშლოდა და ცხვირს მიფარავდა.ხელის სწრაფი მოძრაობით გადავიწიე თმა და ჰაერი ხარბად შევისუნთქე.
_ასე არ ჯობია?! - მითხრა კობამ და გაიკრიჭა.
_ფუ რა დამპალი ხარ,რაა. დამსვი დროზე! - ვუთხარი ბუზღუნით.ის კი სიცილს არ წყვეტდა.თმები გადამიწია ისე,რომ სახე კარგად მიჩანდა. - რა გააკეთე ახლა, რა იყო ეს?საშინლად გამაბრაზე. - ვუთხარი ბრაზით და ნაპირისკენ წასვლა დავაპირე.
_შენ თავს ვფიცავარ კიდე თუ არ ჩაგაყვინთინო ახლა, ფეხი არ მოიცვალო იცოდე. - მითხრა სიცილნარევი სიმკაცრით ახობაძემ.
_შემეშვი რაა.. სანამ გიფრინე. - მრისხანება უფრო და უფრო მეტყობოდა.
_მარი კარგად ხარ?! - შეშფოთებით გამომძახა სიფომ,რომელიც ჩემგან არცთუ ისე ახლოს იყო.მისკენ გავიხედე.თაბაგარის ამღვრეულ მზერას,რომ გადავაწყდი,მაშინვე გადავიფიქრე ნაპირზე ასვლა.
_კი,კი კარგად ვარ! - ვუპასუხე და ხელი დავუქნიე. - შენ კი,- მივუბრუნდი კობას, - ამას არ შეგარჩენ დედას გეფიცეფი.ერთს გავცურავ და როგორაც ჩამომიყვანე აქ, ისე ამიყვანე ნაპირზე,გასაგებია?!
_არის უფროსო! - დამეთანხმა ღიმილით, - მაგრამ მადლობას მეტყვი,რომ ჩამოგიყვანე აქ,ნახე რა მაგარი წყალი. - ხელები გაშალა და ფართედ გაიღიმა. გულში უკვე ისედაც ვუხდიდი კობას მადლობა ამ საქციელისთვის, თაბაგარის ისეთ თვალებს რომ შევხედე.კმაყოფილმა ჩავიცინე და წყალში ჩავყვინთე.
დადებული სიტყვისამებრ,კობამ ხელში ამიყვანა და ნაპირზე დამსვა.
_ხმა არ გამცე საერთოდ შენ. - ვუთხარი როცა ვიგრძენი სამშვიდობოსვართქო.
_ახლა თუ ჭკუით არ იქნები,კი არ გამიჭირდება თავიდან რომ ჩამოგიყვანო აქ. - მომაძახა ახობაძემ, უკვე წელამდე წყალში იყო შესული.ხელი ავუქნიე და მობუზულმა მანქანისკენ გავიქეცი,რათა პირსახოცი მომეხვია. პირსახოცში გავეხვიე და თბილ ქვაზე დავჯექი, რომ გავმთბარიყავი. გავხედე ბავშვები უკვე ამოდიოდნენ მდინარიდან,გიორგი არ ჩანდა.თვალებით ვეძებდი მაგრამ ვერ დავინახე.
_გიორგი სად არის? - ვკითხე ბავშვებს,როცა მომიახლოვდნენ. თან ვეცადე,ძალიანაც არ დამტყობოდა ინტერესი.
_აქ იყო ახლა. - თვალი მოავლო იქაურობას ელზამ,-იქ არის!-წამოიძახა მერე და თითი ექიმისკენ გაიშვირა,რომელსაც ეს ესაა ამოეყვინთა და ნაპირისკენ მოდიოდა.თითქოს დავმშვიდდი მისი დანახვისას და ამოვისუნთქე.
_წავიდეთ ახლა სახლში,თორემ გავცივდებით. - ვთქვი და ჩქარა წამოვდექი.მანქანისკენ გავემართე. ისე ჩავსხედით მანქანაში ყველანი და ისე მივედით სახლამდე,ექიმს ერთი ხმა არ გაუღია.
_აუ როგორ მეძინება! - დაამთქნარა ელზამ ჭიშკარში შესვლისას.
_რომელი საათია ჯერ? - ვიკითხე და თან მობილურს დავხედე.საღამოს შვიდი შესრულებულიყო. - უი რა დრო მოსულა,ცოტაც მოითმინე დაღამდება და მერე მთელი ღამე გემრიელად დაგეძინება. - ვუთხარი ღიმილით ჩემი დის დაქალს.- მანამდე რამით გავერთოდ.
_ბებია ჩამეიყვანე მანქანა ეზოში, აგერ სახლის წინ დააყენე.- ეზოში ბებო შემოგვეგება და ჭიშკარს გაღება დაუწყო,რომ თაბაგარს მანქანა შემოეყვანა. ისისც უსიტყვოდ მიუჯდა საჭეს.
_ბე ნათიას ისევ სძინავს?
_არა ბებია,თინიკოსთანაა გადასული,არ უძინია სულა იმ პატარა ცუგრუმელას, და იქანე არიან უკვე კარგად ხანია.- თინიკო ბებიას მეზობელი და ჩვენი მეგობარი იყო.
_უი თინიკო აქ არის? - გამიკვირდა,რადგან რაც გათხოვდა,თიტქმის აღარ ჩამოდიოდა სოფელში თურმე.
_კიიი.. გვიკადრა,რავარცხა იქნა.. ჰე ბებია მიდით გამეიცვალეთ და ჩამოით მერე,მოშიებული იქნებით და ხელათ გაგიმზადებთ ვახშამს. - დაფაცურდა ლამრო მისებურად. ყველამ ერთად და უხმოდავუყევით კიბეებს. ჩემი ოთახი აივნის დასაწყისში იყო.სოფოსი და ელზასი აივნის შუაში ზალის გავლით და აივნის ბოლოს კი თაბაგარის ოთახი იყო.
კაბის გახდისას მივხვდი,თუ როგორ მქონდა ზურგი და ბეჭები დამწვარი.ძლივს,გაჭირვებით გადავიცვი სალტებიანი მაისური,ოდნავი შეხებაც და წვა კიარა,უკვე ტკივილი მაწუხებდა.
გრძელი,თხელი კაბა ჩავიცვი და დაბლა ჩავედი. ბებოს პირველი სართულის აივანზე გაეწყო მაგიდა.იქაურობას ჭერზე უჭაღოდ დაკიდებული ნათურა ანათებდა. სუფრას გადავხედე და ტუჩები ავაცმაცუნე.
_ბებო ოქრო მყევხარ,ოქრო! - შევძახე და ლოყაზე ვაკოცე. - ამდენი რამის გაკეთება როდის მოასწარი.ვაიმე რა კაი სუნიაა და ვაიმე როგორ მშიააა! - ვთქვი და თვალებ დახუჭულმა კერძების გამაბრუებელი სუნი ღრმად შევისუნთქე.
_დედაია ბებია,რას მევესწარი ამას,შენ იძახი მშიაო?! - ფართედ გაშალა გახარებულმა ლამრომ ხელები.
_აქ ისეტი სუნებია ბე,მიცვალებულსაც გააცოცხლებს და ათქმევინებს მშიაო. - ვუთხარი სიცილით.სუფრას დანარჩენებიც შემოუერთდნენ.მე ნათიას დავურეკე,რომ მოსულიყო.მის გარეშე არ ვიწყებდით ჭამას. მალევე მოვიდა ნათია და ყველამ ერთად ვივახშმედ.ვახშმობისას ბებია შეწუხდა,თაბაგარს მოუბოდიშა,კაცი არ მიზის მაგიდასთან ორი ჭიქა ღვინო,რომ დაგალევინოსო.ექიმმა,დაამშვიდა ლამრო და იქეთ მოუხადა ბოდიში,რომ ძალიან შეგაწუხეთო.
ბებიას ჭყინტი სიმინდი და გოგრა მოეხარშა და სუფრის ალაგების შემდეგ გამოიტანა. იმ სიმინდის გემო კარგა ხანს გამყვა. რაღაც სხვანაირი ხელი ჰქონდა ბებიაჩემს,რაღაც სხვანაირად გამოსდიოდა საჭმელი გემრიელი.
ცხრა საათი შესრულებულიყო უკვე.ძალიან მეძინებოდა,მაგრამ სტუმრებზე ადრე ხომ არ წავიდოდი დასაძინებლად.თან დამწვრობა ისე მაწუხებდა მეეჭვებოდა შემეძლო და თავისუფლად დავწოლილიყავი და დამძინებოდა.
მთელი ეს პერიოდი ექიმს ხმა არ გაუცია ჩემთვის.ხანდახან თუ შემომხედავდა ნაწყენი და ცივი მზერით,თორემ,მეტი არაფერი.დიდად არც მე ვიწუხებდი თავს.
ელზამ მეძინებაო და სოფოსთან ერთად წავიდა დასაძინებლად. კარდიოლოგმა ყველას ერთად გადაგვიხადა მადლობა და "თქვენი ნებართვით,მეც დავიძინებ დაღლილი ვარო" გვითხრა და ისიც წავიდა დასაძინებლად.თვალი ისევ ხარბად გავაყოლე მის სხეულს.
ჩვენ მე და ნათიამ მაშო ვაბანავეთ,ვაჭამეთ და მე დავაძინე. ბებო დაბლა,პირველ სართულზე,ტელევიზორის ოთახში იძინებდა. ბავში ჩემს დას ჩავუწვინე საწოლში და ჩემს ოთახში დავბრუნდი. მოწყვეტით დავებერტყე საწოლზე.უკვე ღამის თერთმეტი დაწყებულიყო. თვალები თავისით დამეხუჭა და წამებში გავითიშე.
შუაღამისას ისეთმა ტკივილმა გამომაღვიძა,ცოტაც და ხმით ავტირდებოდი.ძილში გადავბრუნდი როგორც სჩანს და დამწვარი ზურგი და ბეჭები ქსოვილზე გამეხახუნა.არაადამიანურმა ტკივილმა გამომაღვიძა. ხელი ფრთხილად გადავისვი ნატკივარ ადგილას.მეგონა ცეცხლი მეკიდა,ისე ხურდა ჩემი სხლის მზისგან დამწვარი ნაწილი.საწოლზე წამოვჯექი,დავიხედე ტანსაცმელებიანად დამძინებია.ოთახში ცხელოდა,თუ მარტო მე მცხელოდა აარ ვიცი. კარი ფრტხილად გავაღე და დაბლა ჩავედი. ხის ძირში ბებიას,ერთი ძველი,ჟანგმოკიდებული,ზამბარებიანი საწოლი ედგა,რომელზედაც ჭილოფის ფარდაგი ჰქონდა დაგებული და ზედ ორი მუთაქა იდო.ბოთლში ცივი წყალი ჩავისხი და ფარდაგიან საწოლზე ჩამოვჯექი.ხანდახან გრილი ნიავი დაუქროლებდა და ისე საამოდ მედებოდა დამწვარ ადგილას,სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავდი. ცივი წყალი ხელზე დავისხი და გახურებულ ბეჭებზე დავიდე გრილი ხელი.თითქოს მეშველა ცოტა.
მაგრამ დამწვრობაც და ტკივილიც სუ გადამავიწყდა,როდესაც თაბაგარი დავინახე ოთახიდან გამოსული და ჩემკენ მომავალი....

მისმა დანახვამ სუ გადამავიწა ზურგის და ბეჭბის წვა.
_რატომ არ გძინავს? - ვკითხე გაოცებით და ფეხზე წამოვდექი. მსუბუქად გაეღიმა.
_ვერ მოვისვენე,უფრო სწორად ცოტა ხნით მეძინა,ახლა აღარ მეძინება. შენ რატომ არ გძინევს? - მკითხა და ჩემს წინ,ძალიან ახლოს დადგა.ისე,რომ მისი სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა.
_მე.. მეც ვერ დავიძინე,დავიწვი..
_რა? რა დაიწვი?სად? - მკითხა უცებ შეშფოტებით და მკლავებზე მომკიდა ხელი.
_მზემ დამწვა დღეს მდინარეზე, - ვუთხარი გაკვირვებით,მისმა რეაქციამ გამაკვირვა, - ზურგი და ბეჭები მეწვის ძალიან.
_მერე რაიმე მალამო არ გაქვს? - ამჯერად შეკითხვა შეწუხებული ხმით იყო ნათქვამი.
_არა,არ მაქვს არაფერი.მხოლოდ ცივი წყალი მაქვს და ამიტ ვიგრილებ დამწვარ ადგილებს. - გავუღიმე და საწოლზე ჩამოვჯექი.თვითონაც მომიჯდა გვერდით.საწოლი რადგანაც ზამბარებიანი იყო,შუაში ჩაღრმავდა და ერთმანეთთან ძალიან ახლოს მოგვიწია ჯდომა.ჩვენი მკლავები ერთმანეთს თავისუფლად ეხებოდნენ. ვიუხერხულე,მაგრამ წამოხტომა და ქაჯივით მოქცევა არ მინდოდა,თან რაც არ უნდა ყოფილიყო ძალიან მომწონდა მისი შეხება და სურნელი.ეს არ იყო სუნამოს სუნიეს რაღაც გიორგისეული იყო.სპეციფიური და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სურნელი ასდიოდა.ღრმად შევისუნტქე და დუმილი დავარღვიე.
_მოგეწონა ჩემი სოფელი?
_კი,ძალიან მომეწონა.განსაკუთრებით ლამარა ბებია, - გაეღიმა.- ძალიან კარგი ადამიანია.მიყვარს ასეთი მოხუცები.
_მადლობა, მასაც ძალიან მოეწონე.
_რამდენ ხანს რჩები აქ?
_მტელი ზაფხული აქ მომიწევს ყოფნა.სექტემბერში დავბრუნდები თბილისში.
_ცუდია.
_რა არის ცუდი? - ვკითხე ინტერესით.
_ის,რომ კარგა ხანს ვერ გნახავ. - თქვა ნაღვლიანმა.
_ტყუილად გწყდება გული,მაინც სულ ვჩხუბობთ და..- ვუთხარი სიცილით, - პირიქით უნდა გიხაროდეს,დაისვენებ ჩემგან. - თან ბეჭი გავკარი.
_მომენატრები. - მითხრა წამიერი დუმილის შემდეგ და თვალებში შემომხედა. სახე დამისერიოზულდა და დაბნეულად ჩავხარე თავი.
_უცნაურია. - ჩავილაპარაკე.
_რა არის უცნაური?
_ის,რომ რაც ჩამოსული ხარ,მთელი დღეა ვკამათობთ,შენ კი მეუბნები მომენატრებიო.
_მერე რა, ავი მეგობარი ყველას ჰყავს,მაგრამ მაინცც უყყვართ და ენატრებათ. - ამიხსნა ექიმმა და გაიღიმა.
_მე არ მყავს არავინ ავი სამეგობროში. - ვტქვი და გავაანალიზე,რომ მან მე მეგობარი მიწოდა.
_შენ თვითონ ხარ ავი და.. - ამჯერად ხარხარებდა ექიმი.
_დავიწყეთ უკვე? - ავყევი მეც სიცილში.
_ჩვენ კამათის გარეშე არ შეგვიძლია ურთიერთობა,დავასკვენი.
_ასეა კი.
_ის ბიჭი,მგონი კობა არა?! მოგწონს? - მკითხა უცებ მოულოდნელად.
_მიყვარს! - ვუთხარი სიმართლე,რადგან კობა მართლა მიყვარდა როგორც ჩემი ბავშვობის მეგობარი. მაგრამ ეს იმიტოვ ვუთხარი ექიმსს,რომ კარგად ვხედავდი თუ როგორ ეჭვიანობდა.ამას ნებისმიერი ქალი მიხვდება,თუნდაც არაფერი ტქვას,ინტუიცია მიგახვედრებს მაინც.გულში ჩამეციანა.
_მართლა?! - თვალები გაუფართოვდა.
_ჰო,რა გაგიკვირდა? - არანაკლებ გავიკვირვე მეც.
_არადა არ გეტყობა.
_არადა არც შენ გეტყობა არაფერი, - ვუთხარი წარბაწვით და გამარჯვებულის ხმით. მიმხვდა ნატქვამს და ჩაეცინა.
_რა უნდა დამეტყოს, აფიშა გავიკრა ცოლი მომყავსთქო?!
_იცი?! - წარბები შევყარე და ინტერესიანი სახით მისკენ შევბრუნდი მტელი ტანით.- მაპატიე, მაგრამ გეტყობა,რომ ბედნიერი არ ხარ. ესმა ხომ გიყვარს მალე დაოჯახდებით, რაღაც შენში ვერ დავინახე, რომ ეს ყველაფერი გაბედნიერებდეს.-ცოტა ხნით ჩაფიქრდა,მერე ისიც შემობრუნდა ჩემკენ მთელი ტანით და მითხრა:
_ესმას დავშორდი, საბოლოოდ! - განმიცხადა და თვალებში ჩამხედა.

_აკი,ცოლი მომყავსო?.. სამსახურში შენს საცოლედ იცნობენ იმ გოგოს..- ენის ბორძიკით ვუთხარი გაოგნებულმა.
_ასე იყო კი. სამსახურში ასე ამბობდნენ,რადგან აქ საქართველოა.
_ვერ გავიგე?!
_ჩემს ასაკში თუ გვერდით შეყვარებულს დაინახავენ რატომღაც საცოლედ აცხადებენ აქ! ნუთუ ასე ბევრი გგონიათ ოცდაათი წელი?!
_კი მაგრამ.. თანამშრომლებს ელზამ უტხრა,რომთქვენ მალე დაქორწინდებით. - სუ დავიბენი მისი ნათქვამიდან გამომდინარე.
_ოჰო! შენ რა ყველაფერი გამოგიკვლევია?! რა ხდება მარიამ?- მკითხა სიცილით.
_არაფერიც არ ხდება. - წამოვხურდი უხერხულად. - უბრალოდ საუბრისას ახსენეს თქვენზე.. - ვიმართლე თავი.
_მოკლედ, მე და ესმა ერთად აღარ ვართ. მივხვდით,რომ დასრულდა.იმასაც მივხვდი,რომ რაც მის მიმართ მქონდა არ იყო ეს სიყვარული,ეს უბრალოდ კომფორტი იყო, რასაც ქალები მამაკაცს უქმნიან და ამ უკანასკნელთაც მოსწონთ ეს.თავს მყუდროდ გრძნობენ. სიყვარული სხვა რამ ყოფილა...
_ესმა როგორ არის? - ვკითხე შეწუხებული ხმით,რადგან მართლა განვიცადე მათი მდგომარეობა და უფრო მეტად ესმასი. წლებია ერთად არიან და ამდენი ხნის შემდეგ აღმოაჩინეს,რომ ერთმანეთი არ უყვართ?! - ვისგან წამოვიდა დაშორების ინიციატივა? - ვკითხე და სუნთქვა შევიკარი.
_თითქმის ორივემ ერთხმად გადავწყვიტეთ. ესმა კარგად არის. გერმანიაში აპირებს დაბრუნებას აგვისტოს ბოლოს.ჭკვიანი ქალია და მიხედავს თავს, თან ჩვენ მეგობრებად დავრჩით, თუ რამე დასჭირდება ერთმანეთს შევპირდით, რომ აუცილებლად მივვმართავდით დასახმარებლად და დახმარების ხელს გავუწვდიდით. ჩვენში არანაირი ბოღმა და წყენა არ არის.რა დროს ეგ არის, - ჩაეცინა, - ბავშვები კი არ ვართ.
_გასაგებია. - ჩავილაპარაკე გაოგნებულმა. გასული დღეები,საათები და წამები იმას ვდარდობდი,რომ თაბაგარს სხვა უყვარდა, სხვა მოჰყავდა ცოლად და იუხედავად ამისა მე თავს ვერ ავუკრხძალე, რომ არ შემყვარებოდა.ვცდილობდი მასზე არ მეფიქრა,გავურბოდი მასზე ოცნებას,არ მინდოდა გამეხსენებინა მისი ღიმილი, მისი გამოხედვა,თუნდაც მკაცრი,მაგრამ ძლაინ მამაკაცური. ახლა კი მისგან ვგებულობ,რომ თავისუფალია.აღარ მოჰყავს ცოლი და ოცნების უფლება შემიძლია მივცე თავს. მაგრამ მეშინია ისევ არ მეტკინოს და ისევ ფუჭი არ გამოდგეს ეს ყველაფერი.
_რაზე ფიქრობ?! - ფიქრებიდან მისმა ხავერდოვანმა ხმამ გამომიყვანა.
_ა ?!.. არაფერი ისე უბრალოდ ჩავფიქრდი.-ვიცრუე და გავუღიმე.
_დიდი ხანია მმას იცნობ? - მკითხა ექიმმა. მინდოდა მეკითხა ვის მეთქი,მაგრამ მივხვდი კობას გულისხმობდა.
_კი,ბავშვობიდან მოყოლებული.
_ალბათ კარგად გესმით ერთმანეთის.
_ალბათ.
_რამდენი ხანია ერთად ხართ?
_რა ხდება გიორგი დაკითხვა მიწყობ? - ვკითხე სიცილით.თითქოს გამოერკვაო და მასაც გაეცინა.
_მაპატიე, უბრალოდ ცნობისმოყვარეობამ მსძლია.
_კარგი ბოდიში მიღებულია. - ვუთხარი ღიმილით და ბოთლიდან ცივი წყალი დავისხი ხელზე. ჯერ ერთ ბეჭზე დავიდე სველი ხელი, მერე მეორეზე.
_ეს გშველის?
_ცოტა კი, გრილი მსიამოვნებს.
_შებრუნდი მიდი. - მითხრა და ბოთლს წვდა.
_რა?.. რატო? - დავიბენი.
_შებრუნდითქო, - გაეღიმა და წყალი დაისხა ხელზე.
_არა,არა.. რას აკეთებ,არაა საჭირო. - წამოვიძახე და ფეხზე წამოდგომა ვცადე.
_დაჯექო გოგო რა გჭირს?! სონოგრამას რომ გიღებდი გულზე მაშინ არ წამომხტარხარ და ახლა რა მოგივიდა?! - მკითხა და თან გაიცინა."რა დამპალი ხარ!"გავიფიქრე და სირცხვილისგან ლამის ალი მომედო მტელ ტანზე. გამახსენდა ჩემს მოშიშვლებულ მკერდზე როგორ ტავისუფლად დაატარებდა დეტექტორს და დროდადრო დამხედავდა კიდეც.
_რა საჭირო იყო ახლა ამის გახსენება?! - ვკიტხე სიბრაზით.
_არც დამვიწყებია.- ისევ გაიცინა. - შებრუნდი და მოდუნდი,კარგი?! როგორც ექიმს მომენდე.
_მე თვითონ ვიზამ, - არ ვნებდებოდი.
_მოიტა შენი ხელი,მოიტა მიდი.. გაშალე. - ხელი გავშალე,მერე მისი გაშლილი ხელი მოადო ჩემსას,იმდენად გრძელი თიტები ჰქონდა ჩემმა თიტებმა მისი ხელისგულის დაფარვა შეძლეს მხოლოდ.მიუხედავად იმისა,არ მქონდა მე პატარა ხელი.- ხედავ? ჩემი ხელებით ჩატარებული მკურნალობა უფრო ეფექტური იქნება.
_კარგი,თანახმა ვარ! - დავთანხმდი ღიმილით და შევბრუნდი.საშინლად დამეძაბა სხეული. ოდნავ ვკანკალებდი კიდეც.
_მე რა გითხარი?! მოდუნდი,მო დუნ დი!-მითხრა გამოკვეთილად.
_კარგი ხო, უბრალოდ ძალიან მეწვის და მგონია შეხებისას უფრო ამეწვება. - ვიცრუე უნიჭოდ.
_არ გატკენ გპირდები. - შემპირდა და თან მისი გრილის ხელები შეხება ვიგრძენი ზუგრზე. შევკრთი. ექიმი ფრთხილად ანაცვლებდა მის ხელებს ჩემი დამწვარი ზურგის სხვადასხვა ადგილას.ხმას ვერ ვიღებდი იმდენად მომწონდა გრილი ხელები და მითუმეტეს,ეს ხელები,რომ თაბაგარს ეკუთვნოდა.- რა გეგმები გაქვს ცხოვრებაში? - მკითხა ექიმმა და ისევ დაისხა ცივი წყალი ხელზე.
_პირველ რიგში სწავლა, მერე სამსახური. თუ გათხოვება გაინტერესებს გეტყვი,რომ საერთოდ არ ვთხოვდები.
_სწავლა და სამსახური აუცილებელია!.. გათხოვებაც. - ბოლო სიტყვა სიცილით დაამატა კარდიოლოგმა.
_არ ვთვლი,რომ აუცილებელია. - გავჯიუტდი.
_გაიზრდები და მიხვდები,რომ მართლს ვამბობ.
_ვფიქრობ, რომ გულს მატკენენ თუ ოჯახს შევქმნი. - ვთქვი გულწრფელად. - ჩემი და მყავს მაგალითად.იმდენად უყვარდა ჯაბა,სახლიდან გაიპარა და მას გაჰყვა ცოლად. იმდენად მოულოდნელი იყო მისი გადაწყვეტილება და საქციელი,ყველა შოკში ვიყავით. მაგრამ მას რომ ვხედავდით ბედნიერს ამით დავმშვიდდით,თუმცა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა მისი ბედნიერება, ექვსი თვის ფეხმძიმე დაბრუნდა მისგან ბარგით ხელში და გამოგვიცხადა,რომ იმ კაცს საერთოდ არ იცნობდა და არ გვეხსენებინა მისი სახელი სახლში და არც ის გვეკითხა თუ რა მოხდა.ძალიან ატკინეს მას გული,ძალიან! მეშინია მეც ასე არ მეტკინოს.ტკივილის მეშინია,ამიტომ არ მინდა გავთხოვდე.
_ძალიან სამწუხაროა შენი დის ამბავი.- მითხრა თანაგრძნობით გიორგიმ. - მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ შენც გატკენენ გულს.
_საერთოდ ურთიერთობებში ხშირია წყენა, კამათი და გულის ტკენა,მაგრამ ყველაფერს თავისი დოზა აქვს.მეშინია დოზას არ გადააჭარბოს და ჩემში ან მასში მწვავე რეაქცია არ გამოიწვიოს.
_ამისთვის საკუთარი თავის მართვაა საჭირო. თან სადაც დიდი სიყვარულია სულერთია,მეგობრობაში, შეყვარებულებში,ცოლ-ქმარში,მშობლების და შვილების სიყვარულშიც კი,ყველაფერს გაგებით ეკიდები და გიადვილდება პატიება.როცა პატიობ ადამიანს შეცდომას იმას არ ნიშნავს,რომ შენ ამით თავ-მოყვარეობა გელახება.არა! ამით შენი სულის სიდიადე და ფასდაუდებლობა იკვეთება.თუმცაღა ვაღიარებ,რომ ძალიან ძნელია ასეთი ხასიათი და გაგება დააბალანსო საკუთარ თავში.მაგრამ მაინც ვფიქრობ,რომ სადაც სიყვარულია იქ გულის ტკენა არ იქნება. - გამანდო თავის აზრი ექიმმა.ჩუმად ვიჯექი და ვუსმენდი მის ხმას და ნატქვამს. მართალი იყო ბებია "ბედნიერი იქნება ამ კაცის ხელში ქალი".
_ზოგჯერ ისე არ ხდება,როგორც ჩვენ გვინდა.- რატომრაც ჩავილაპარაკე.
_და შენ როგორ გინდა,რომ მოხდეს?! - თითქმის ჩემს ყურტან მოეტანა სახე და მისი ტუჩები თმებზე მეხებოდნენ. ისევ შევცბი,ბეჭბზე დამადო ხელები მძიმედ და მომიჭირა.
_მე მინდა,რომ არ მატკინო.. ეს დამწვარი ბეჭები. - ვუთხარი და გამეცინა.ცოტა განვიტვირტე.სიცილმა მიშველა.
_მეც ეგ მინდა,რომ არ გატკინო,-მითხრა და მაისურის სალტი ფრხილად ჩამომიცურა მკლავზე.გამაჟრჟოლა მტელ ტანში.ისევ დავიძაბე და უხერხულად შევიშმუშნე,მაგრამ მომერიდა რეაქციის გამწვავების.
_მარიამ! - თითქმის ჩურჩულებდა.
_გისმენ. - ხმა გამეპარა.
_ვიცი,რომ ის ბიჭი არ გიყვარს. - მისი ტუჩები ჩემს ყურს ეხებოდა.ლაპარაკის უნარი წამერთვა მის ასეთ სიახლოვეს,რომ განვიცდიდი.უბრალოდ ვდუმდი.ვგრძნობდი როგოგ ინაცვლებდა თაბაგარის ტუჩები ჩემს ყელზე და დაბლა მიიწევდნენ,როგორ მეწვოდა მთელი კისერი მისი კოცნისას.....

მისმა კოცნამ იმდენად გამაბრუა და დამაბნია, ვერ მოვიფიქრე,რომ შევწინააღდეგებოდი. მეგონა სმენა დამეხშო,მაგრამ თაბაგარის გახშირებული სუნთქვა და ჩემი გაორმაგებული გული ცემა მაინც მესმოდა.მეგონა გავსივდი და კანში აღარ ვეტეოდი,ისეთი შეგრძნება მქონდა ექიმის ცხელი ტუჩები,რომ მეხებოდნენ.
მისი მარცხენა ყელზე მსუბუქად მომიჭირა და თავი მაღლა ამაწევინა,მარჯვენა კი ჩემს მარჯვენას ჩასჭიდა და მაგრად მომხვია მუცელზე,მისკენ ახლოს მიმიზიდა.
_პირველად რომ დაგინახე,მაშინვე ვიგრძენი ის, რაც უნდა მეგრძნო. - მითხრა ჩურჩულით და ათრთოლებული ხმით.
_გამიშვი,ასე არ შეიძლება. - ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება.
_მინდა ასე ახლოს მყავდე,სულ ახლოს.. - განაგრძობდა ჩუმად ბუტბუტს ექიმი.
_კი,მაგრამ.. - სიტყვის თქმა ვერ დავამთავრე. უცებ ხელის მოძრაობით მისკენ შემაბრუნდა და თვალებში ჩამხედა.ვნება და სიყვარული ამოვიკითხე იმ ღამეს კარდიოლოგის თვალებში.
_მარიამ!.. ხომ მითხარი მომწონხარო?! უფრო მეტიც.. ვიცი,რომ გიყვარვარ..
_გიორგი!..
_სუ..სუ.. არაფერი თქვა. არ მინდა გადავარო,რადგან ტყუილის თქმა გამოგივა,მე კი ტყუილს ვერ ვიტან. შენით მივხვდი,რომ მე ესმა არ მიყვარდა... შენით მივხვდი,რომ სიყვარული სხვა რამ არის..
_მას ჩემ გამო დაშორდი? - შევიცხადე.
_რა მნიშვნელობა აქვს ამას.. მთავარი ის არის,რასაც მე განვიცდი შენს მიმართ.
_არ მჯერა შენი..
_რა არ გჯერა?! - სახე მოექუფრა ექიმს.
_ის,რომ შეგიყვარდი. წესიერად არც კი მიცნობ. - მისი ხელებიდან განთავისუფლება და ადგომა ვცადე,მაგრამ ისე ძლიერად მომიჭირა მკლავებზე ხელი,ტკივილისგან სახე დამემანჭა.
_შენი აზრით მე ვგევარ ბიჭუნკელას,რომელსაც გოგოთი გართობა სურს? - მკითხა წარბებშეყრილმა და მრისხანე ხმით.
_შენი აზრით მე ვგევარ გოგოშკას,რომელიც შენით გადაირევა და კისერზე ჩამოგეკიდება?! - ვუთხარი დაამცინავი,ტონით.
_მაგასაც ვნახავთ. - მითხრა მუქარით და აზზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი, რომ მისი ბაგეები ჩემსას მიეწება.ცალი ხელი წელზე მომხვია და თავისკენ მიმიზიდა.გულზე ხელი მივადე,მოცილება მინდოდა მისი,მაგრამ უფრო და უფრო,მარყუჟივით მკრავდა მისი ძლიერი ხელები.დავნებდი ბოლოს,რადგან ისე ნაზად და აუჩქარებლად მკოცნიდა,რომ თავისთავად ავყევი.ამ სამყაროს არ ვეკუთვნოდი,მართლა არ ვიყავი ამ ქვეყნიური იმ წამებში. ნელ-ნელა მოვდუნდი და ვიგრძენი,როგორ შემიცურა ხელი ექიმმა მაისურის ქვეშ და ისევ მაგრად მომხვია.შევკრთი,მისმა ვნებიანმა და აჩქარებულმა სუნთქვამ შემაკრთო და აქამდე მილულული თვალები უცებ ვჭყიტე.
_საკმარისია!.. გაჩერდი! - ვთქვი გაბრაზებით,როდესაც მის ბაგეებს დავაღწიე თავი.
_მგონი ახლა უნდა გამარტყა! - მითხრა სერიოზული სახით და ჯერ კიდევ ჩაუმცხრალი ვნებიანი თვალებით.
_რა?
_ასე არ იციან?! ძალით რომ კოცნიან ხოლმე გოგოს და ისიც სახეში უტკაცუნებს.
_ასე ბანალური გგონივარ?!
_აბა არა?!
_არა!..
_აბა,რატომ გამაჩერე?!
_იმიტომ,რომ... რომ... - ვერ მოვიფიქრე მიზეზი.
_იმიტომ,რომ შენც გიყვარვარ... ხომ ასეა?! - მკითხა და ოდნავ ჩაეცინა.
_არა!! - ვიცრუე და თავი ამაყად ავწიე.-ცდები!
_გითხარი ტყუილი არ მიყვარმეთქი,- სახე ეცვალა ექიმს,- თან უნიჭოდ ცრუობ,უკვე მერამდენედ დავრწმუნდი ამ მცირე დროში,რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ ხარ და შენ აქ წარშეუხრელად იტყუები.
_ჩემს დაუკითხავად მეორედ არ მაკოცო,გასაგებია?! - ვერაფრის თქმა მოვიფიქრე მეტი და თითის აწევით გავაფრთხილე.წამის წინ მოქუფრული ექიმი ახლა ხარხარებდა და თან ცდილობდა ხმადაბლა გამოსვლოდა სიცილი.-რა! რა გაცინებს?!-ვკითხე გაკვირვებით.
_ძალიან ბევრჯერ გაკოცებ,თან ისე,რომ საერთოდ არ დაგეკითხები შენ.გასაგებია?! - ბოლო სიტყვა მკაცრად მითხრა.
_ეგრე სად წერია?!
_აქ! ჩემს და შენს გულში. - გულზე დამადო ხელი. - უბრალოდ უსმინე როგორ ფეთქავს,უსმინე მიდი საკუთარი გულის ცემას...
_ჩემი გული ახლა რას მეუბნება იცი?! - თან მისი ხელი მოვიცილე,რომელიც გულზე მედო,-მაგარი გასატყიპი ხარ,მაგრამ კაცი-შვილი არაა პატრონი.
_მარიამ! - მითხრა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია,-რატომ ართულებ?! უბრალოდ მითხარი,რომ გიყვარვარ და მორჩა.ეგეც იმიტომ,რომ შენ თვითონ მოისმინო შენი ხმა აღიარებისას,თორემ მე ისედაც ვიცი. რაც არ უნდა მითხრა,რაც არ უნდა ტყუილი მოიგონო,შენი სუნთქვა,შენი თვალები,გამოხედვა,შენი კანიც კი,როდესაც გბურძგლავს ჩემი შეხებისას,ყველაფერი მეუბნება,რომ გიყვარვარ. ასე,რომ არ გინდა ჩემთან არანაირი ტყუილის გამოგონება. .. გადაგიარა ზურგის წვამ?-სულ არ ველოდი ამ შეკითხვას და აღარც მახსოვდა ზურგი.გამეცინა ჩემდაუნებურად.
_რა ზურგი,რის ზურგი.. ზურგი სად არის ვაფშე შემახსენე!- ვუთხარი სიცილით.
_ასე მოულოდნელი იყო შენთვის ეს ყველაფერი?! - თიტქოს გაიკვირვა ექიმმა.
_ძალიან! ძალიან მოულოდნელი იყო და ახლაც არ მჯერა...
_ის,რომ შენ ჩემს ცხოვრებაში ალქაჯივით შემოხვედი და ჯადოქარივით მომაჯადოვე,ეს ფაქტია. - თვითონაც გაეცინა.
_ის,რომ შენნაირი უჟმური და უხასიათო იცინის,ეს ნამდვილად ალქაჯის დამსახურებაა,არა?! - არ ჩამოვრჩი მეც "შემკობაში"
_ნამდვილად ასეა, სახის კუნთები მივარჯიშდება ხოლმე,როცა შენ მახსენდები უნებლიედ მეცინება.
_ასე სასაცილო ვარ?
_საყვარლად სასაცილო ხარ! - მითხრა და ცხვირზე მაკოცა, - აი ამ ცხვირზე ვგიჟდებოდი,პაწაწუნა და აპრეხილი რომ არის.მაგრამ რაც შენი ტუჩების გემო გავიგე,უკვე ახალი გაგიჟების ობიექტი მაქვს.თან როგორი,ტკბილი,თბილი,ვნებიანი...- უკვე ჩურჩულებდა ექიმი და ისევ ტუჩებზე მკოცნიდა.
_გიორგი!..- შევაწყვეტინე კოცნა.
_გისმენ!
_არაფერი არა..
_მითხარი,რისი ტქმა გინდოდა?!
_არაფერია... სხვა დროს გეტყვი.. ახლა უნდა შევიდე სახლში,თორემ საცაა ბებო ადგება.-ვუთხარი და ავდექი.თვითონაც ადგა.
_რისი თქმა გინდოდა მარიამ?! - მივხვდი,რომ დავაინტრიგე თაბაგარი და გულში გამეცინა. მინდოდა მეთქვა მეც მიყვარხართქო,მაგრამ გადავიფიქრე,ნაჩქარევი იქნებათქო ჩავთვალე.
_სხვა დროს გეტყვი. მიდი შენც დაწექი,იქნებ დაიძინო ცოტა მაინც,თორემ ცოდო ხარ,გრძელი გზა გაქვს გასავლელი...
_ჩემზე ზრუნავ?! - ჩაეცინა.
_ჩემი სტუმარი ხარ და ბუნებრივია.
_მეტი არაფერი?! - ისევ ჩაეცინა,ხელი მომხვია და გულზე ძალიან მაგრად მიმიკრა.
_ჯერ არაფერი! - ვუთხარი და ეშმაკური ღიმილით ავხედე.
_ჩემი ალქაჯი ხარ შენ! - მითხრა და შუბლზე მაკოცა. - კარგი წამო ცოტა წავუძინოთ.
_თბილისში რა უნდა გააკეთო ამ სიცხეში?! ტან შვებულება გქონია..- ვკითხე დაბალზე,ტან კიბეებზე ავდიოდით ნელ-ნელა.
_თბილისში არ მივდივარ,თუშეთში მელოდებიან და იქ უნდა ჩავიდე.
_თუშეთში?! აუ რა კარგია! - წამოვიძახე.
_წამოდი ჩემთან ერთად. - შემომთავაზა ექიმმა.
_არა,არა!.. რა წამოვიდე...
_რატომ,რა მოხდება?! თუ კობას ვერ ელევი?! - სცადა ჩემი გაღიზიანება.
_დიახაც ვერ ველევი. - არ დავუყოვნე პასუხი, თან ძალიან მწარე.მის გარეშე ძალიან გამიჭრდება.
_ჰო,მეც იქ გოგოები მელოდებიან,თან ისეთი გოგოები როომ.. იფ,იფ..სულ ხელის გულზე სატარებლები. - მითხრა და თან გაიცინა.
_ჰოდა გყავდეს ეგ ხელის გულზე სატარებელი გოგოები. არ მოიწყენ. მე შემეშვი. - ვუთხარი გაბრაზებულმა და ჩემი ოთახის კარი შევახე.ხელში მწვდა და მისკენ დამქაჩა.
_ვაიმე,როგორ გამიბრაზდააა.. ნეტა იცოდე როგორ მიყვარს ეგ სიბრაზე.- სიცილით მითხრა და სახე დამიკოცნა.- დარწმუნებული იყავი იმაში,რომ შენზე უკეთესი ამ ქვეყნად ჩემთვის არავინ არ არსებობს. - გულზე მიმიკრა და ძლიერად მომხვია ხელები.მისი გულის ხმა მესმოდა,აჩქარებულად და რიტმულად რომ ფეთქავდა.თავი სიზმარში მეგონა, თაბაგარი მე მეკუთვნოდა,თაბაგარი ჩემზე იყო შეყვარებული. იმ წუთებში უბედნიერესი ადამინი ვიყავი მტელ დედამიწაზე. მაგრამ სიტყვებით ჩემი ემოციის და იმ სიყვარულის გამოხატვა მიჭირდა იმ ღამით.- ჩემი ხომ გჯერა?! - თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა.თავი უხმოდ დავუქნიე თანხმობის ნიშნად.კმაყოფილს გაეღიმა და ტუცებზე მაკოცა. - ძილი ნებისა!..
_ძილი ნებისა! - ოთახში შევედი,პიჟამა ჩავიცვი და საწოლზე დავემხე.სიხარულისგან თვალებზე ცრემლი მომადგა და თაბაგარზე ფიქრში სველი წამწამებით ტკბილად ჩამეძინა.
დილით,როგორც ყოველთვის ლამროს "წიპა,წიპამ და აქშო ქათამომ გამაღვიძა.
_ბებოოო! აქ რომ არ ეჩხუბო ამ ქათმებს არ შეგიძლია?! - საწოლიდან აუდგომლად გავძახე ბებიას ღია ფანჯრიდან. ლამარას არც გაუგია ჩემი უკმაყოფილო,ნამძინარევი ხმა,ისევ განაგრძობდა შინაური ფრინველების ნაწილის საუზმეზე დადაპატიჟებას,ნაწილს კი ქვესკნელში და წკვარამში გზავნიდა.
_ერთი ბებია,ჭიშკარი გამიღე,საქონელს გადავრეკავ გადაღმა.- მომესმა ლამროს ხმა.
_ახლავე! - ახლა თაბაგარის ხმა ჩაწვდა ჩემს სმენას და თვალები ვჭყიტე. უცებ წამოვხტი საწოლზე და ფარდა სწრაფად გადავწიე.ექიმი უკვე ამდგარიყო და ბებიას ეხმარებოდა დილის საქმეების გაკეტებაში.გაღიმებული სახით ჩამოვხტი საწოლიდან და ფეხშიშველი გავვარდი გარეთ.სულ გადამავიწყდა პიჟამოთი რომ ვიყავი.მოკლე სახელოებიანი მაისური და მაისურის ფერი მოკლე შორტები მეცვა,ტრუსს უფრო წააგავდა ვიდრე შორტებს.
_დილა მშვიდობის! - გავძახე ღიმილით ჭიშკართან მდგომ თაბაგარს და დაბლა ჩავედი. შორს იდგა ჩემგან, მაგრამ არ გამომპარვია, როგორ გადაუვიდა ფერები სახეზე და როგორ ხარბად ამათვალიერ ჩამათვალიერა. მისი რეაქციიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ვერ ვიყავი, მთლად კარგ ფორმაში და გავიაზრე რაც მეცვა, მაგრამ არაფერი შევიტყე.
_დილა მშვიდობისა. - დამიბრუნა სალამი და გამიღიმა.
_ასე ადრე რატომ ადექი? - ვკითხე და კიბის ბოლო საფეხურზე ჩამოვჯექი.
_ადრე გამეღვიძა და..თან ლამარა ბებოს ღვიძავდა.. გავერთე ძალიან. - გაეცინა.
_უი ბებია შენც ადექი? - შემნიშნა ლამრომ თან საქონელს მიერეკებოდა.
_ისეთი ამბავი მოაწყე ჩემს ფანჯარასთან,რა გაგიკვირდა ნეტა?- ვუთხარი სიცილით.
_კაია ბებია,კაი.დილას ადრე უნდა ადგე და მზის ამოსვლას უნდა დეესწრო.ბებია,მე გავდენი ამ ძროხებს და ქე მოვალ მალე..
_თუ გინდა მე გავდენი ბე.
_არა,არა.. მე თან საქმე მაქვს, ციალას დავხედავ რაფერაა, ამდგარი იქნებიან იგენიც უკვე.შენ მიხედე სტუმარს,მაცივარში და კარადაშია ყოლფერი ბებია.-დამიბარა ლამრომ და თან ჭისკარში გადავიდა.- გეიხარე ბებია, გეიხარე.- უთხრა ექიმს წასვლისას. თაბაგრმა ჭიშკარი დაკეტა და ჩემკენ წამოვიდა.ადგომის ძალიან შემრცხვა,მაგრამ იქ,ხომ არ დავრცებოდი?! ამიტომ ვითომ არაფერია ფეხზე წამოვდექი. წამით შეჩერდა ექიმი,დამაკვირდა და მერე ჩაიცინა.
_მოდი სახლში შევიდეთ,ჩაის დალევ თუ ყავას?! - ვკითხე ექიმს.ჩემს პირდაპირ დადგა.
_ჩაის დავლევ მხოლოდ.
_ოქეი!.შედი შენ დაჯექი და მეც ახლავე მოვალ.გამოვიცვლი.-ვუთხარი და კიბეზე ასავლელად შევბრუნდი.
_მარიამ!. - დამიძახა უცებ.
_გისმენ. - მოვუბრუნდი ექიმს.
_არ გამოიცვალო,იყავი ეგრე. - ისეთი ხმით მითხრა და ისეთი თვალებით შემომხედა,წამიერი ყოყმანის შემდეგ მისკენ მოვბრუნდი და ფეხშიშველმა ცერებზე,სირბილით გავიარე კიბიდან სახლამდე მანძილი,რომელიც რამოდენიმე ნაბიჯი იყო...
_ჩაი ხო? - ვკითხე ექიმს და ჩაიდანში წყალი ჩავასხი.მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და სკამზე ჩამოჯდა. უხერხულად ვგრძნობდი თავს ასე ჩაცმული რომ ვიყავი,თან ვგრძნობდი მის მწველ მზერას და სახე მიხურდა.სუფრის გაწყობას ისე მოვრჩი ხმა არც ერთ არ ამოგვიღია. ჩვენი დუმილი ჩაიდანმა დაარღვია,რომელიშიც წყალი უკვე ადუღებულიყო.
_თუ წინააღმდეგი არ იქნები, ელზას ჩამოვაკითხავ როცა დრო მექნება. - მითხრა თაბაგარმა და ჩემი მიწოდებული ჩაის ჭიქა ჩამომართვა.
_არა,რა სისულელეა,რა წინააღმდეგი. საიდან მოიტანე.- ვუთხარი და ჩემთვისაც გავიმზადე ჩაი.
_მეგონა მეტყოდი მარტო ელზას ჩამოაკითხავო?! - გაეცინა ექიმს.
_რატომ უნდა მეკითხა? - ვითომ ვერ მივხვდი მის ნათქვამს.
_შენ არ მოგენატრები?-მკითხა ოდნავ გაოცებით.
_არა!-ვუთხარი მტკიცედ და ხაჭაპური უდარდელად ჩავკბიჩე.-რატო უნდა მომენატრო?
_ახლა მოგხვდება! - გამაფრთხილა და ჩაი მოსვა. - თან ძალიან მწარედ.
_არ შემაშინო. - გავიცინე
_სულაც არ გაშინებ. - თავი გააქნია და მხრები აწია. - და არ შეიძლება ამ წასვლის წინ,რომ არ ვიკამათოთ?
_ჩემგან რა გინდა,შენ დაიწყე და.. - მივახალე უტეხად.
_სულ მე როგორ ვიწყებ?! - ჭიქა განრისხებით დადო მაგიდაზე. შევხტი, არ მოველოდი და გაკვირვებით შევხედე. - მაპატიე შეგაშინე. - მითხრა უცებ თბილი ხმით და ღიმილით.
_არაუშავს. - ვუთხარი გაბუსულმა და ავდექი. ბებიაჩემის კარადა გამოვაღე და თაროდან კოპლებიანი კაბა გამოვიღე,რომ ჩამეცვა და ტრუსის ნაირი პიჟამპს შორტი დამემალა.
_რას აკეთებ?! - წამოხტა უცებ და ჩემთან სწრაფად მოვიდა.
_ვიცმევ,-მისთვის არ შემიხედავს ისე გავეცი პასუხი.
_კაი ახლა ნუ მებუტები პატარა ბავშვივით. - ხელში მწვდა და ლამროს კაბა გამომგლიჯა.
_დამიბრუნე. - ჩემი ხმის მკაცრი ტონი ჩამესმა.
_არა,ასე უფრო მომწონხარ. - ეშმაკურად გამიღიმა.
_მე არ მომწონს ასე ყოფნა.
_ჰოდა მე მომწონს და მორჩა.
_გიორგი...
_მარიამ!.. მორჩი ახლა ბავშვურ ქცევას, - მითხრა მკაცრად და კაბა კარადაში დააბრუნა.
_ნერვებს მიშლი,თან როგორ მერე. - გამოვცერი კბილებში და ხელი ვკარი გულზე, რადგან ჩემს წინ კედელივით აღმართულიყო.
_როგორ იცის გაბუსვაოო. - თქვა მხიარული ხმით ექიმმა და ხელები მაგრად მომხვია.
_გამიშვი. - ტანი შევარხიე, რომ მისი მკლავებიდან განვთავისუფლებულიყავი, მაგრამ მკლავები მის მკლავებში ჰქონდა მოქცეუილი და ვერაფერს გავხდი.
_გაები ჩიტო მახეში? - მითხრა და ჩუმათ გაიცინა.
_სპეციალურად აკეტებ, რომ გავღიზიანდე.
_ზუსტად! როგორ იცი ხოლმე გამოცნობა. ხომ იცი,გაბრაზებული რომ ხარ, ძალიან გიხდება და მომწონს,რომ გაბრაზებ. - არ წყვეტდა თაბაგარი ჩემს დაცინვას.
_სადისტი ხარ!-მივახალე სიბრაზით და თვალებში შევხედე.
_ მანიაკი,მანიაკი! - ისევ ჩუმათ იცინოდა ექიმი.
_ჰო სწორედ,რომ მანიაკი ხარ!
_მერე მანიაკს თუ იცი რა უყვარს?! - მკითხა და გამომცდელი მზერით შემხედა.
_რა უნდა უყვარდეს,არანორმალურია და სადისტი. ადამიანის მოკვლა აყენებს დიდ სიამოვნებას.მეტი რა უნდა უყვარდეს?! - დავიბრუნე კითხვა და კიდევ გავფართხალდი,იქნებდა ამჯერად მაინც გამიმართლოსმეთქი.
_მანიაკს უყვარს მსხვერპლზე კოცნა, ვერ გამოიცანი. შენ კი ჩემი მსხვერპლი ხარ და.. - ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და თან ახლოს მოჰქონდა სახე ჩემთან. - თან მსხვერპლი ასე ლამაზი და სექსუალური თუ არის ხო საერთოდ.. სხვა რამეზეც არ ვიტყოდი უარს. - თქვა ჩურჩულით და სარკაზმით.თვალები ვჭყიტე,საშინლად მომერია ბრაზი.
_ახლავე გამიშვი ხელი და ნახავ მერე შენ უარს რა ლამაზად გათქმევინებდი... - ორმაგად მომერია სიბრაზე,გაცეცხლებული თვალებში ჩამხედა მისი ვნებიანი თვალებით და ასევე ვნებიანი სუნთქვით მომეფერა სახეზე.
_რაც უფრო მეტს იფართხალებ,მით უფრო მიწვევ ამ დროს,იცოდი?!
_შენ მართლა ვერ ხარ მგონი ხო?!... - მისმა ბაგეებმა უცებ გამაჩუმა და ჩემი ტუჩები დაისაკუთრეს. მთელი სხეული მომიდუნდა და სულ "დავდნი".წამის წინ აბობოქრებული მარიამისგან აღარაფერი დარჩა. სუნტქვაც კი სხვა მქონდა მისი კოცნისას.მთლიადან მატყვევებდა და მიმონებდა მისი ამბორით. უცებ ჭიშკრის ხმა მოგვესმა. ლამრო ხმაურით შემოვიდა ეზოში. თაბაგარმა როგორც იქნა ხელი მიშვა,მაგრამ კოცნას ვერ წყვეტდა.
_ვერ გელევი. - მითხრა ჩურჩულით.- ჩემთან მინდა სულ ახლოს მყავდე. შემომადნები ალბათ ხელში. კოცნით და ფერებით დაგლევდი.
_მართლა ვერ ხარ! - ვუთხარი სიცილით და კარადიდან ისევ გამოვიღე კაბა,უცებ გადავიცვი და მაგიდას მივუჯექით. ლამრო,რომ შემოვიდა სახლში სუნთქვას ვარეგულირებდით უკვე.
_მობრძანდით ლამარა ბებია,დაბრძანდით!-წამოდგა თაბაგარი ფეხზე და ლამროს სკამი გამოუჩოჩა.
_უი გეიხარე ბებია შენ,ნუ წუხდები დაჯეი ბებია,დაჯეი,ცემი გულიზა ნუ შეწყვიტავ ჭამას. - თან სკამზე ჩამოჯდა.
_ბე ჩაის ხომ დალევ?-ვკითხე და წამოვდექი,რომ მისთვის ჩაი გამემზადებინა.
_კი დავლევ ბებია. უფ გაახარებს ღმერთი კობას, იგი შემომხვდა გზაში და მე გაგიდენი საქონელსო მითხრა და ქე გარეკა საბალახოზე. - თქვა კმაყოფილი ღიმილით ბებომ.
_კი,კობა ძალიან კარგი ბიჭია. - დავეთანხმე მე დააა თან ექიმისკენ გავაპარე თვალი.ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
_დღეს ნაშუადღევს გვესტუმრება დედამისი და მაგიც. - მითხრა ბებიაჩემმა.
_რა უნდათ?! - ვკითხე ინტერესით და სკამზე ჩამოვჯექი.
_დედაია ბებია,რაი უნდა უნდოდეთ ახლა. გადმოვა და დეილაპარაკებს რაცხას, ისედაც ძლივს გადადის გულიკო ჭიშკარს იქით და.. ხო იცი არ უყვარს მაგას მეზობლებში სიარული და ლაპარიკი. - ბებიამ ჩაი მოსვა თან.
_მახსოვს ჰო და მიტომ გამიკვირდა.
_უი ბებია შენ სულ ვერ მოგაქციე ყურადღება. - შეწუხდა ლამრო და თაბაგარს მზრუნველას დაადო ხელი ხელზე.
_არა,რას ამბობთ, პირიქით ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი გამასპინძლებისთვის.
_როცა გინდოდეს ბებია,მაშინ მოი აქანე,არ მეგერიდოს არც ერთ წამს. ყოველთვის გამიხარდება შენი სტუმრობა.
_ძალიან დიდი მადლობა, მართლა ძალიან კმაყოფილი მივდივარ აქედან. - ბოლო სიტყვებზე მე გადმომხედა ექიმმა.მისი გამოხედვა არ შევიმჩნიე და ტელევიზორი ჩავტე პულტით.
_კაი იქნებოდა მეტ ხანს რომ რჩებოდე,მარა ამხელა ექიმი კაცი ხარ და სა გაქ გასაფლანგი დრო.-უთხრა ლამრომ კარდიოლოგს და ხაჭაპურიანი თეფში მიაწოდა. - ჭამე ბებია,ჭამე.
_უკვე ვჭამე,მადლობა! მეტს მართლა ვერ შევჭამ.- შეწუხდა გიორგი.
_ხო ბე,კარგად ჭამა უკვე.- ჩავერთე საუბარში მეც.
_თან რა გემრიელად მივირთვი! - თქვა თაბაგარმა ტუჩებზე მოისვა ხელი მე რომ დამენახა ისე. ჩავიცინე.
_მეც გემრიელად მივირთვი,მომეწონა ძალიან.-ვთქვი და ეშმაკურად გავიღიმე. ექიმს კმაყოფილება აესახა სახეზე.ლამარას კიდე ეგონა,რომ მისი ხაჭაპურით ვიყავით ნასიამოვნები.
_თავიდან,რომ ჩაკბიჩე არ მოგეწონა არა?! - მკითხა თაბაგარმა. კოცნა იგულისხმა. ბებომ კი ხაჭაპური.
_თავიდანვე მომეწონა, უბრალოდ უცხო გემო ჰქონდა და..- გავეცი პასუხი კარდიოლოგს.
_რას ქონდა ბებია უცხო გემო,არ შემშალო აახლა,ჩვენი ლამაზოს ყველისგან გავაკეთე ეი ხაჭაპური. - შეიცხადა ლამროს. სიცილი წამვარდა.თაბაგარი კი დინჯად იღიმოდა და თვალს არ მაშორებდა.
_არა, ბებო კარგია, კარგი. არ ინერვიულო. - დავამშვიდე.
_მარიამ,შეგიძლია ჩემი და გააღვიძო?! დავემშვიდობები და წავალ აწი. - მითხრა ექიმმა და თან წამოდგა.
_უკვე?! - ვთქვი გულისწყვეტით და მეც ავდექი.
_მეიცა ბებია პეტერე ხანს კიდო,ჯერ ადრეა,მზე წესიერად არც ამოსულა. - ლამროც წამოდგა ფეხზე შეწუხებული სახით.
_არა, არა. უკვე დროა.ჩემს მეგობრებს უნდა შევხვდე მელოდებიან. - თქვა ექიმმა და მაჯის საათზე დაიხედა.
_კარგი გავაღვიძებ ახლავე. - კარში ჩქარა გავედი და კიბეები ავირბინე.გული დამიმძიმდა,მეგონა საცაა ჩამწყდებათქო,ისეთი შეგრძნება მქონდა. ჯერ ჩემს ოტახში შევედი,გამოვიცვალე და მერე გავაღვიძე ელზა.ორივემ ერთად ჩავედით. ლამარა და გიორგი ეზოში იდგნენ და საუბრობდნენ.
_გიო ასე ადრე რატომ მიდიხარ?! - ჰკითხა ნამძინარევი ბოხი ხმით დამ ძმას.
_მელოდებიან, ხომ იცი თუშეთში მივდივართ და..არ მინდა დავაგვიანო.
_აა უი.. დღეს მიდიხარ?! ეგ კი არ მახსოვდა არადა ესმა ამბობდა ორში მივდივართო და დღეს თუ ორი იყო საერთოდ არ მახსოვდა. - წამოიძახა ელზამ.ელდა მეცა ესმას ხსენებაზე და წარბები შევყარე."ერთად მიდიან?!"ვკითხე უცებ საკუტარ თავს.თაბაგარს არ გამოპარვია ჩემი სახე.თვითონაც ეცვალა ფერი შევატყე და უფრო ავფორიაქდი შინაგანად."აქამდე რატომ არ ახსენა ესმაც თუ მიდიოდა მასთან ერთად?!" კითხვები არ მასვენებდნენ უკვე.
_ჩემი დარიგება არ გჭირდება შენ,ხომ იცი ჭკვიანი გოგო ხარ და არ გააბრაზო აქ არავინ. - მკლავებზე ხელი მოკიდა,მერე კი ჩაიხუტა და თავზე აკოცა.თან მე შემომხედა მეტყველი და თბილი მზერით. ნაძალადევად გავუღიმე. თავს მოვერიე და ძალიანაც არ მინდოდა დამტყობოდა სიბრაზე და ეჭვი.
_კაი ხო. ვინ უნდა გავაბრაზო?! - ჰკითხა ელზამ სიცილით.
_არა ბებია რავა გაგვაბრაზებს,კიარა ნამეტანი კაი გოგოა.- ლამრომ ელზას მიეფერა.
_კარგი წავედი აბა და დიდი მადლობა ყველაფრისთვის. - ექიმმა ბებია გადაკოცნა,მერე ჩემკენ გამოიწია. მე ხელი გავუწოდე მხოლოდ და ხელის ჩამორთმევით დავემშვიდობე. ბებიამ გზა დაულოცა თაბაგარს და ჭიშკარი გაუღო.არ დავლოდებივარ მისი ეზოდან გადასვლას,ისე ავირბინე კიბეები და შევედი ოთახში. ყელიმეწვოდა,ტირილი მინოდა და ვერ ვტიროდი.
თაბაგარი წავიდა.
წამომეშალა ფიქრები,ეჭვები,ოცნებები.. ყველაფერი ერთად მოაწვა ტვინს და აირია ერთმანეთში. ვერ ვცემდი კითხვებს პასუხს,ვერ ვფანტავდი ეჭვებს და ვერ ვწყვეტდი ოცნებას.ყველგან თაბაგარი იყო,ძილშიც კი.
მთელმა დღე უღიმღამოდ ჩაიარა.კობას დედას ველოდით,მაგრამ არ მოვიდა.
_ალბათ დეეზარა გადმოსვლა. - თქვა ბებიამ და დამწუხრებული სახით თავსაფარი დაიფარა.
_შენ რა გჭირს ბე,რაიმე ხომ არ გტკივა?! - ჰკითხა ნათიამ ლამროს.
_რაცხა დღეს ვერ ვარ კარგად,თიტქოს რაცხა შემიჩნდა და უხასიათობა დამჩემდა. - თქვა ჩაფიქრებით ბებიამ.
_გადაიღალე ბებო და ძილი გაკლია. - ვუთხარით ყველამ ერთად. - მიდი წამოწექი და დაისვენე რა თუ გიყვარვართ ბე! - ვთხოვეთ და ფეხზე წამოვაყენეთ,თიტქმის ძალით.
_მოკლდედ თქვენთან,ხო ვერ იტყვის კაცი რამეს,მტკივაო ან არ შემიძლიაო,მაშინათე ავადმყოფად უნდა გამომაცხადოთ.-გვითრა უკმაყოფილოდ,მაგრამ მხიარული ხმით ლამრომ და სახლში შევიდა,რომ წამოწოლილიყო.
_ნეტა წნევა ხომ არ აქვს?! - ვკითხე ნათიას.
_არ ვიცი გავუსინჯავ,ხომ გვაქვს წნევის აპარატი?! - მკითხა.
_მგონი კი, - ვუპასუხე დაეჭვებით და ორივენი წამოვდექით.
სანამ ბებიასთან,ოთახში შევიდოდით, სოფელი დამაყრუებელმა და განწირულმა კივილის ხმამ მოიცვა....

კივილი თანდათან ძლიერდებოდა და მრავლდებოდა.
_ვაიმე რა მოხდა? - შეშფოტებით წამოვიძახე და ჭიშკრისკენ წავედი.
_რაია რა ამბავია! - კარში ბებო გამოვარდა გაფითრებული სახით და მე დამედევნა უკან. შარაზე ჩვენი მეზობელი ზაური დავინახე,რომელიც თითქმის სირბილით მოდიოდა, უკან კი ქალები მოყვებოდნენ შეშინებული და ინტერესიანი სახეებით.
_რა ხდება ზაურ ბიძია,საიდან ისმის ეს კივილი? - ვკითხე მას,ტან ვიგრძენი როგორ მიკანკალებდა მუხლები.
_მე მგონი ახობაძეების სახლიდანაა. - მომაძახა ისე არც გაჩერებულა. გული თუ არ გამიჩერდებოდა არ მეგონა,სუნთქვა შემეკრა და გაუაზრებლად დავედევნე ზაურს უკან. ბუნდოვნად მესმოდა ხმა,როგორ მიაძახა ნათიამ სოფოს და ელზას,"აქ დარჩით და ბავშვს მიხედეთო" . ბებიას "ვუის" ძახილი და ჩემი სისხლის ხმა,რომელიც შხუილით დამდიოდა მთელს სხეულში. რაც უფრო ვუახლოვდებოდი კობას სახლს,მით უფრო მეცლებოდა ძალა. ეზოში შესულს უამრავი ხალხი დაგვიხვდა.ყველა თავში ირტყამდა ხელს და ცხარე ცრემლებით ტიროდა. თვალებით კობას ვეძებდი,მაგრამ ვერსად ვერ ვნახე.მივხვდი,რომ ვიღაც გარდაიცვალა,კობას მოხუცი ბებია და ბაბუა ჰყავდა და მეგონა,რომელიმემ თუ მიაბარა ღმერთს სულითქო.მაგრამ გულიკო,რომ დავინახე ხელებ გაკავებული და დახოკილი სახით გულმა რეჩხი მიყო და სუნთქვა შემეკრა.
_რა ხდება ჩვენ თავს ხალხოოო! - იბღავლა უცებ კობას მამამ და მუჭები დაიშინა თავში. - სადაა ჩემი შვილი! ხოა ცოცხალი?! -განაგრძობდა ბღავილს და გასაცოდავებული თვალებით შეჰყურებდა იქ მყოფებს, რომლებიც ცრემლისგან იღვრებოდნენ.ყურთა სმენა დამეხშო,სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა,გულმა ფეთქვა გააჩერა და დაგუბებული სისხლი თვალებში მომაწვა."კობა მოკვდა?!.. არა.. არაა.. ეს არ შეიძლება".. აღმომხდა ხმამაღლა ეს სიტყვები და ადგილზე ჩავიკეცე.ცრემლიანი და შეშლილი სახეები ერთმანეთში ირეოდნენ,ყველა ტიროდა და მოთქვამდა.ვხედავდი როგორ აკავებდნენ კობას დედას და მამას.როგორ ცდილობდა გულიკო შვილის სიკვდილიდგან გამოწვეული ტკივილი მიწის,ფრჩხილებით მოთხრით და სახის დახოკვით გამოეხატა.კობას მამა კი კედელთან იდგა და თავს ურტყამდა ბეტონის კედელს.ძლივს ამაგრებდნენ.მესმოდა ქალების ხმამაღალი ქვითინი და გამოძახილები "ეს რა უბედურება დაგვემართა" "ასე ახალგაზრდა ბოვში იყო, რა უნდოდა მაგასთან სიკვდილს" .."ეს რა დღე გაგვითენდა" "უბედური დედამისი"...
ვიღაცამ წამომაყენა ფეხზე,ალბათ მეზობელი იყო. გახევებული ვიყავი,ცრემლი არ მომდიოდა.შოკი დამმართა აქ გაგონილმა და იმის გააზრებამ,რომ კობა გარდაიცვალა.ვხვდებოდი,რომ შეშლილი სახე და უაზრო გამომეტყველების თვალები მქონდა.
_წყალი, წყალი.. ჩქარა,ლამარას შვილიშვილი ცუდათაა. - დაიძახა ნამტირალევი ხმით ჩემს გვერდით მდგომმა ქალმა და რამოდენიმე წამში სველი ხელი ვიგრძენი სახეზე.
_მარ,მარი ხმა ამოიღე,მარი !- ტირილით მეფერებოდა სახეზე ჩემი და.
_კობა აღარ არის?! - ვიკითხე და თვალებში შევხედე ნათიას.მისგან მხოლოდ ტირილი მესმოდა. - რა მოხდა რა დაემართა? - მივუბრუნდი იმ ქალს,რომელმაც წყალი მოითხოვა ჩემს "მოსასულიერებლად".
_საშინელება ბებია, საშინელება. მემგონი მთვრალი ყოფილა და ისე ჩასულა მდინარეში საბანაოდ და იქედან გალურჯებული ამოუყვანიათ ბიჭებს,ქე წეიყვანეს სასწრაფოში მარა,არაფერი არ ეშველა,დაგვიანებულია ექიმებს უთქვამს და მოასვენებ ახლა.- ერთი ამოსუნთქვით და ქვითინით მითხრა ქალმა.სახე სატირლად დამებრიცა,რამოდენიმეჯერ ხმაურით ჩავისუნთქე და ცრემლებმაც იწყე დენა.ზმუილის მსგავსი ხმით ავტირდი. თავი ხელებში ჩავრგე და მიწას ჩავაჩერდი.ნათია თავზე მეფერებოდა,ისიც ტიროდა,ვხედავდი როგორ ეცემოდა მისი ცრემლები მიწაზე.უცებ კივილი უფრო გაძლიერდა,მანქანის ხმაში აირია.თავი ავწიე. ჭიშკართან სასწრაფო დახმარების მანქანა გაჩერდა და იქედან საკაცეზე დასვენებული,თეთრი ზეწარ გადაფარებული კობას სხეული გამოსავენეს და ეზოში შემოიყვანეს. თითქმის ყველა მუხლებზე დაეცა ამის შემხედვარე. გულიკომ ერთი განწირული ხმით შეჰკივლა "ვაიმე შვილო"- ო და გული წაუვიდა. კობას მამა ეზოში შემოსულ შვილის ცხედრისკენ ჩქარი ნაბიჯებით წავიდა,ვერ მოასწრეს გაკავება კაცებმა.
_კობა ბიჭოო! შვილოო,ამას რას მოესწრო უბედური მამაშენი...მანახეთ! - დაიღრიალა შუა ეზოში გამწარებულმა მამამ. იმათმა ვისაც საკაცე ეკავათ უსიტყოდ გადახედეს ერთმანეთს და მიცვალებულს.სახე მთლიანად ლილისფერი ჰქონდა.სუნთქვა მეტკინა მისი შემხედვარე.პირზე ავიფარე ხელი და უხმოდ ავკივლდი. - ვაიმე შვილოო.. ჩემო ვაჟკაცოო! - ბღაოდა კობას მამა და შვილის გალურჯებულ სახეზე ეფერებოდა დაკოჟრილი ხელებით.
_ეს რატო უნდა მომხდარიყო რატოოოო! - ვჩურჩულებდი ჩემთვის და ცრემლებში ვიხრჩვებოდი.
მიცვალებული სახლში შეიყვანეს და ოთახის შუაგულში,ტახტზე დაასვენეს. თითქოს სიგრძე მომატებოდა კობას,რომ იწვა.გულიკო ზედა გადამხობოდა და ვერაფრით აცილებდნენ გაყინული შვილის ხეულს გაუბედურებულ დედას.
თითქოს ირგვლივ მოიღრუბლა და ჩამოღამდა. ძალიან მატკინა გული კობას გარდაცვალებამ,ის ხომ ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო.თვალწინ კინო კადრივით ჩაიარა ყოველმა მომენტმა რაც კობასთან მაკავშირებდა. მისი ღიმილი,მისი სიცილი, მისი გამოხედვა,მისი ხუმრობები,მასთან შეხვედრა ბარში,ცახუტება,მისი ძლიერი მკლავები,ქოხში გატარებული რამოდენიმე საათი და მისი ნატქვამი "შენს სუნთქვას ვითვლიდი"-ო,მდინარეში,რომ ჩამაგდო და დავემუქრე ხმას არ გაგცემ აწი არასდროსმეთქი. გული ამეწვა და ცრემლები ცხლად ჩამომიცურდა სახეზე ისევ. სუნტქვა მიჭირდა,მიჭირდა იმის დაჯერება,რომ ის არარ იქნებოდა.ნეტა არ გავბუტვოდი და მაგრად ჩავხუტებოდი და მეთქვა,რომ ძალიან იყვარდა და ძალიან მიხაროდა,რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო და უამრავი მხიარული ამბის გახსენება შემეძლო მისი მონაწილეობით. მაგრამ ის უკვე აღარ იყო და იმას ვერ ვეტყოდი,რაც უნდა მეთქვა მისთვის სანამ ცოცხალი იყო..

სახლში დაბრუნებულს თავი საშინლად მტკიოდა ტირილისგან და ნერვიულობისგან.არ მიმიქცევია ყურადღება სოფოსთვის,მითხრა ტელეფონი რეკავდა შენიო.არც ტელეფონი მომიძებნია.ოთახში შევედი და საწოლზე დამხობილი,ისევ ავტირდი.საოცარ გულისწყვეტას განვიცდიდი კობას დაღუპვის გამო.

მთელი ეს დღეები დაკრძალვამდე იქ ვიყავი.დილით წასული საღამოს ვბრუნდებოდი სახლში.ტელეფონი,რომ მოვიძიე უკვე დამჯდარი იყო და არც გამჩენია სურვილი,რომ დამეტენა და ჩამერთო.
_მარიამ! - დამიძახა ნათიამ. - დედა რეკავს შეშინებული,მარიამს ტელეფონი რატომ აქვს გათიშულიო,- თან მისი მობილური მომაწოდა.
_ჰო დე.. როგორ ხარ ნონა დედა..- ხმა დარდიანი მქონდა.
_დედი რა არ ვიფიქრე, - ჩამძახა შეშფოტებით დედაჩემმა ყურმილში, - ტელეფონი გათიშული,რამდენჯერ დავრეკე არც ერთხელ არ იყავი სახლში,ცოტაც და გული გამისკდებოდა.
_არ მქონდა ტელეფონის თავი,ნათია ხომ გეუბნებოდა,რომ კარგად ვარ.არაფერზე იდარდო რა დეე...- ვცადე მისი დამშვიდება, - მამიკო როგორ არის?
_დედი თავს მიხედე,ჩვენც ძალიან დაგვწყვიტა გული კობამ,სულ ხორცი მეწვის ამ ამბის გახსენებისას.მამაშენს რა უჭირს,კია კარგად.ახლა სამსახურშია წასული.
_ნონა დედა,წავედი ახლა,არ იდარდო ჩემზე გეხვეწები.
_კაი დედი. გაკოცე და მიყვარხარ.შემოგევლოს შენი დედის სიცოცხლე.-ხმა აუთრთოლდა დედას. - დედი ბებია მალაპარაკე.
_მეც მიყვარხარ დე.. კაი მივაწოდებ ახლავე ყურმილს.მამიკო მომიკითხე.- ჩავძახე ტელეფონში დედას და თან ლამროს გადავეცი მობილური.- წავედი მე! - დავუბარე ყველას და ეზოდან გადავედი.გეზი კობას სახლისკენ ავიღე.
დაკრძალვის წინა ღამე მტელი სოფლის ახალგაზრდობამ მიცვალებულს გავუთენეთ. ვისხედით მის ირგვლივ და მონაცვლეობით ვკითხულობდით ფსალმუნებს. კედლიდან,ყვავილებში ჩაფლული მომღიმარი კობას სურათი დაგვცქეროდა,თავად კობა კი სილურჯე სიყვითლეში გადასული სახით იწვა კუბოში.
გამთენიისას მამაო მოვიდა მიცვალებულისთვის წესის ასაგებად. მთელი ეს დღეები გულიკო დამამშვიდებლებით ჰყავდათ გაბრუებული.
მამაომ ახლად შესვენებულის სახელზე წესის აგებისას გვიქადა:
_"წმინდა გრიგოლი ამბობს: ხშირად კეთილმსახურნი დიდ მწუხარებას განიცდიან სიკვდილამდე და სიკვდილის დროსაც,ეს იმიტომ, რომ განიწმინდონ იმ მცირე ცოდვათაგან,რომლებიც მათ ჩაუდენიათ,რადგან არ არსებობს ისეთი მართალი,რომელსაც არ გააჩნდეს რაიმე ცოდვა და არ ასებობს ისეთი ცოდვილი,რომელსაც არ გააჩნდეს რაიმე კეთილი,რისთვისაც ის მშვიდ სიკვდილს იმსახურებს."..- თქვა მამომ მშვიდი ხმით,ყველანი განაბული ვუსმენდით მას,-იმის მიხედვით,- განაგრძო მამაომ. - თუ როგორმა არსასრულმა უწია კაცს,ვერ ვიმსჯელებთ მის ღვთისმოსაობასა თუ უკეთურობაზე.ღმერთმა ჩვენზე უკეთ იცის,ვის როგორი სიკვდილი მოუვლინოს,მშვიდი და უშფოთველი თუ საშინელი და მოწამეობრივი.მაგრამ რასაც არ უნდა აკეთებდეს ღმერთი,ყოველთვის უკეთესისაკენ იქმს მარადიულ ცხოვრებაში ადამიანის ხვედრის შესამსუბუქებლად.წმინდა ოქროპირი ამბობს:თუ ნახავ,რომ მართლის აღსასრულისაშინელია,ნუ დაეცემი სულით,რადგან უბედურება ნათლის გვირგვინს უმზადებს მას.ადაიანებს ღმერთი სჯის ამ ქვეყნად,რათა შეუმსუბუქოს მომავალი სასჯელი ან სრულიად გაანთავისუფლოს მისგან.როდესაც ხედავ,რომ ვინმე იღუპება გემის ჩაძირვისას,მოყვება ნანგრევებში,იხრჩობა მდინარეში ან კვდება სხვა ამგვარი სიკვდილით,ნუ შეცბუნდები და ნუ იტყვი: ერთნაირად ცოდვილი ადამიანები რატომ ისჯებიან სხვადასხვა სასჯელითო? ღმერთი ზოგჯერ უშვებს ადამიანის ძალადობით სიკვდილს,რათა შეუმსუბუქოს მას მომავალი ხვედრი,ან კიდევ წყვეტს მის ცხოვრებას,რათა აღარ გაიმრავლოს ცოდვები და უფრო არ დაიმძიმოს მომავალი სასხელი.ზოგს ღმერთი არ უვლენს ასეთ სიკვდილს ,რათა სხვების შემყურე,მოიქცეს სიკეთისკენ.და თუ ამ შეგონების შედეგად კაცი არ გამოსწორდება,დამნაშავეა არა ღმერთი,არამედ მისი დაუდევრობა.-მამაო წამით გაჩუმდა,ყველას მდუმარედ მოგვავლო თვალი და მზერა გულიკოზე გააჩერა,-ამონარიდს გეტყვით იღუმენია ფილოთეას და ბერი პაისი ათონელის საუბრიდან,-თქვა მან მშვიდად.-"გერონდა,ჩვენტან ერთი დედა მოდის,უნუგეშო გლოვაშია რადგან თავისი შვილი საქმეზე გაგზავნა,მას კი გზად მანქანა დაეჯახა და ბავშვი დაიღუპა.
-შეეკითხე მას,განა მძღოლმა ძალით დააჯახა მანქანა,ან განა დედამ შვილი იმიტომ გააგზავნა,რომ მანქანას დაერტყა?! არა.მაშასადამე,ადიდოს ღმერთი,რადგან,რადგან ასე რომ არ მომხდარიყო,მისი შვილი ალბათ მრუდე გზას დაადგებოდა.ახლა კი უფალმა იგი თავისთან წაიყვანა და ყველაზე შესაფერის დროს.უთხარი მას არ იტიროს,რადგან ტირილით თავის შვილს აწუხებს.ურცევნია,სხვა შვილებზე იზრუნოს,რომლებიც ღმერთისგან დაშორებით ცხოვრობენ.მათზე უნდა იტიროს და არა იმაზე ვინც უკვე ღმერთთანაა.აი გუშინაც,აქ ერთი ატირებული დედა მოვიდა,"ღმერთმა ერთადერთი ვაჟი წამართვა", ტიროდა იგი და ღმერთს ადანაშაულებდა."თუ ჩაუკვირდები იმას,თუ რაც დაგემართა,მიხვდები,რომ ღმერთმა დიდი პატივი მოგაგო,მან წაიყვანა მონათლული ბავშვი,როგორც ანგელოზი და არ დაუშვა მისი ცოდვებიტა და ვნებებით დამძიმება,ძალიან მალე შენ იგრძნობ,რომ შენი გარდაცვლილი შვილი შენთვის ლოცულობს უფლისადმი".-ვუთხარი მე.იცით რამდენი დედა ლოცულობს და ითხოვს,რომ მისი შვილი ღმერთთან ცხოვრობდეს?! "ღმერთო,მე არ ვიცი,შენ რას იზამ,-ამბობენ ეს ქალები,-მე მინდა,რომ ჩემი შვილი გადარჩეს,რომ იგი შენთან იყოს". თუ ღმერთი ხედავს,ბავშვი სწორ გზას სცდება,რომ ის დაღუპვისაკენ მიექანება და არ არსებობს მისი გადარჩენის სხვა გზა,მას იგი უეცარი სიკვდილით მიჰყავს.აი მაგალითად იგი უშვებს,რომ მთვრალმა მძღოლმა ბავშვი გაიტანოს და ამ გზით მიჰყავს იგი თავისთან.უფალი არ დაუშვებდა ამ უბედურ შემტხვევას,ბავშვს რომ ჰქონოდა საშუალება,უკეტესი გამხადრიყო ამ ცხოვრებაში.ხოლო მძღოლს,რომელმაც ბავშვი გაიტანა,მთელი დარჩენილი ცხოვრება სინდისის ქენჯნა აწუხებს და ღმერთს გამუდმებით პატიებას სთხოვს.ამ გზით ისიც გადაირჩენს სულს.დაღუპული ბავშვის დედა კი სულიერი ტკივილის ზეგავლენით მოწესრიგებულ ცხოვრებას იწყებს და იმქვეყნიური ცხოვრებისათვის ემზადება.ამგვარად ისიც ცხონდება.ხედავთ,როგორ ეხმარება ადამიანს სულის გადარჩენაში?მაგრამ თუ დედებს არ ესმით,ისინი ღმერთის დადანაშაულებას იწყებენ! რას აღარ ისმენს უფალი ჩვენგან!
თუ ადამიანი საკითხებს არასაერო პოზიციიდან მიუდგება,მისი სული დამშვიდდება.რადგან თუ ადამიანს არ სწამს ღმერთის,არ სწამს სიკვდილის შემდეგ ჭეშმარიტი,მარადიული სიცოცხლისა,იგი ვერ მოიპოვებს ჭეშმარიტ ნუგეშს".-დაასრულა მამაომ და ისევ Gაცუმდა. ჩვენც ყველანი ჩუმად ვიყავი.თვალი კობას სახეზე გამშტერებოდა.გულიკოს ჩუმი ოხვრა ისმოდა მხოლოდ ოთახში.-წმინდა წერილი ამბობს,-თქვა მამაომ,მზერა მოძღვარზე გადავიტანე,-"შვილი შენი აღტაცებულია ნაადრევად უფალთან იმის გამო,რომ წლების მომატებასთან ერტად ბოროტებას არ შეეცვალა მისი გონება... მისი სული უფალს სურდა,ამიტომ მან ასე ადრე წაიყვანა თავისთან". ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ,გაკმაროთ უფალმა ეს დარდი და ახლად შესვენებული კობას სულის მოსახსენიებლად დიდხანს გეცოცხლოთ.- მამაომ ჯვარით,რომელიც ხელთ ეპყრა მტელი საუბრის განმავლობაში,პირჯვარი გადაგვსახა და ნაკურთხი წყალი გვასხურა. ჯვარს ვემთხვიეთ და მოძრვარი გავისტუმრეთ.კობას დედა დუმდა,თავი ჩაექინდა და ვინ იცის რას ფიქრობდა.
გამოსვენების დროს კიდევ ერთხელ შეძრა მთელი სოფელი განწირულმა კივილმა. კობას კუბოს მისი ჯარის ამხანაგები მოასვენებდნენ, მის კლასელებს კი თავსახური ეჭირად და აცრემლებული თვალებით,ჩაღუნული თავებით მდუმარეთ მიუყვებოდნენ გზას სასაფლაოსკენ.უსიტყვოთ დავიტირე ჩემი მეგობარი და გამომშვიდობებისას შუბლზე ვაკოცე. მისმა ცივმა სხელმა მტელ ტანში დამიარა და მეც გავცივდი თიტქოს,მეც გადმომედო მისი სიცივე. ყურთან ჩურჩულით ვუთხარი "მაპატიე თუ რამ მიწყენინებია შენთვის".
კობა მიწას მივაბარეთ და გასაცოდავებული ჭირისუფალი სახლში მივიყვანეთ.
სახლში წაშლილი დავბრუნდი. ბებია და ნათია ჩემს მერე მოვიდნენ. მაშო უკვე დაეძინებინათ სოფოს და ელზას,თვითონაც მიწოლილიყვნენ და რაღაცას ჩურჩულებდნენ. არ შევხმიანებივარ მათ,ჩემს ოტახში შევედი საწოლზე გაუხდელად წამოვწექი.ჭერს მივაჩერდი და ჩემს ათას ფიქრთან ერთად,ვერ მივხვდი როდის ჩამეძინა.დილით ლამროს ალიაქოთს არ გავუღვიძებივარ.თვალები რომ გავახილე მზე კარგად ამოსულიყო.სოფელში სამარისებული სიჩუმე გამეფებულიყო.თითქოს დაცლილიყო მოსახლეობისგან ეს მუდამ ფუსფუსით და გადაძახილ-გადმოძახილით დამახასიათებელი სიმონეთი.
ძლივს ავიტანე ტანი საწოლიდან.აივანზე გავედი,ეზოს მოვავლე თვალი და დაბლა ჩავედი.სახლში შევედი,ბებიას გარდა ყველა იქ დამიხვდა.
_რომელი საათია?! - ვიკითხე ნამძინარევი ხმით და სკამზე ჩამოვჯექი.
_თორმეტი შესრულდება მალე.-მიპასუხა ნათიამ და მაშოს ფაფიანი კოვზი ჩაუდო პირში.
_უი მართლა?.. ამდენი ხანი მეძინა?! - გავიოცე და თვალები მოვიფშვნიტე მუჭებით.-რამ დამაძინა აქამდე..- გავბრაზდი ჩემს თავზე და ავდექი,რათა ხელ-პირი დამებანა.
_მარიამ გადაღლილი ხარ ამდენი ემოციისგან და რა გასაკვირია?-მითხრა ჩემმა უფროსმა დამ.-მოდი დაჯექი საჭმელს გაგიმზადებ.
_არ მშია ჯერ,ჩაის დავლევ მხოლოდ. ბებია სადაა?
_გულიკოსთან წავიდნენ მეზობლის ქალები და ლამროც მათთან ერთად წავიდა.
_აა..
_მარიამ! - მოაძახა ელზამ კარში რომ გავდიოდი.
_ბატონო. - მოვუბრუნდი.
_ჩემმა ძმამ დარეკა რამოდენიმეჯერ,მარიამს ვერ ვუკავშირდებიო.მთხოვა სახლში,რომ მოვა დამირეკოსო,მაგრამ ვერასდროს ვერ დავამთხვიე მენახე,რომ მეთქვა.მე რომ ვიღვიძებდი შენ წასული იყავი,შენ რომ მოდიოდი მე მეძინა მაშინ ან არ გველაპარაკებოდი. - მითხრა თაბაგარის დამ და თან მისი მობილური გამომიწოდა.
_უი მართლა?! - ვიკითხე ცოტა ირონიით და ჩავიცინე.მობილური ჩამოვართვი და გარეთ გავედი.კობას გარდაცავალებამ გადამავიწყა ექიმი. თან ჯერ კიდევ გაბრაზებული ვიყავი მასზ,რომ არ მითხრა თუშეთში ესმაც თუ იქნებოდა მასთან ერთად. ტელეფონში მისი ნომერი მოვძებნე "ჩემი გიო"-თი იყო შეყვანილი კარდიოლოგის ნომერი. ტუჩის კუთხეში გამეღიმა და რაღაცნაირი სითბო ჩამეღვარა გულში.
_ჩემი გიო!-გავიმეორე წაკითხული ჩემთვის და ისევ გამეღიმა.ზარი გავიდა და პასუხის მოლოდინში გავინაბე,სუნთქვა შემეკრა და გულის ცემა გამიორმაგდა,იმის გაფიქრებისას,რომ თაბაგარის ხმას გავიგებდი.
_გისმენ! - მომესმა ექიმის ბოხი ხმა.
_გამარჯობა გიორგი,მე გიკითხივარ და დაგირეკე ახლა. რა ხდება ხომ მშვიდობა? - ვკითხე ცინიზმით.
_მარიამ! - წამოიძახა უცებ გახარებული ხმით.-როგორ ხარ ადამიანო,როგორ დამეკარგე.
_არამიშავს ვარ რა.. თავად როგორ ხარ? - დავუბრუნე კითხვა და მუხლები ამიკანკალდა რატომღაც.
_მეც არამიშავს,ძალიან მომენატრე.. მისმინე,გავიგე კობას გარდაცვალების ამბავი და მართლა ძალიან განვიცადე,გისამძიმრებ მეგობრის დაღუპვის გამო.-მითხრა ნაღვლიანი ხმით.თვალები ამიცრემლიანდა,გული ამიჩუყდა და ვიგრძენი როგორ ძალიან მჭირდებოდა ახლა თაბაგარის ჩახუტება.
_მადლობა.
_რას შვები ტირი? - მკითხა შეშფოთებით.
_არა,არ ვტირი.-ვიცრუე და ლოყაზე ჩამოსული ცრემლი ჩქარა მოვიწმინდე.
_მარიამ,არ ინერვიულო გთხოვ. - მითხრა მუდარა ჩამდგარი ხმით.
_არაფერია კარგად ვარ უკვე. - ვუთხარი დამშვიდებული ხმით და ღრმად შევისუნთქე ჰაერი.- რას შვები შენ,როგორ დროს ატარებ მანდ? კარგია?- ვცადე საუბრის სხვა თემაზე გადატანა.
_კი ძალიან კარგია აქ.საოცრებაა..- აღფრთოვანებას ვერ მალავდა ექიმი.
_წარმომიდგენია. თან შენ ორმაგად მოხიბლული იქნები მაქაურობით, წინ გაიხედავ თუშეთის მთები გიხარებს გულს,გვერდით გაიხედავ და ესმა.- ვუთხარი ისევ ცინიზმით და ტან საკუთარი თავი "გავყიდე". მივახვედრე,რომ ვეჭვიანობდი.
_მარიამ მე შენ რა გითხარი? - მკითხა ნაწყენი ტონით.
_მერე რა რომ მითხარი?
_ჩემი არ გჯერა ჰო?
_უნდა მჯეროდეს? - ვკითხე ურცხვად.
_ყოჩაღ შენ,აი ყოჩაღ!..- ჩამძახა მრისხანედ.
_რა! რა იყო?-ისევ ურცხვად ვიკითხე.
_არაფერი მარიამ,ნახვამდის! - მითხრა და ტელეფონი გამითიშა.
"გავაბრაზე" გავიფიქრე და მობილური ტუჩზე მივიდე ჩაფიქრებულმა."არაფერია,მე რომ გულზე ვსკდები ის,რომ ესმასთან ერთადაა,ეგ არაფერია?" ვცადე ჩემი საქციელის გამართლება.
ხელ-პირი დავიბანე.ჩაი დავლიე და ცოტა ხნით მეც წავედი კობას დედასთან. დიდი ხნით ვერ გავჩერდი იქ,დავემშვიდობე ყვველას და სახლში დავბრუნდი.უკვე საღამოს ხუთი სრულდებოდა,ბებოც მალე მოვიდა. ამ ამბავს თითქოს უფრო დაებერებინოს ბებიაჩემი.კაკლის ძირში,ფარდაგ გადაგებულ საწოლზე ჩამოჯდა გატანჯული და დაღლილი სახით. ჩვენც მივედით მასთან და პატარა სკამებზე დავჯექით.საუბარს ისე შEვყევით ვერც კი შევნიშნეთ,როგორ მოვიდა საღამო.ბებომ საქონლის დაბინავება დაიწყო. ნათია ბავშვს ამზადებდა დასაძინებლად.მე სოფო და ელზა ისევ ეზოში ვისხედით და ვსაუბრობდით. მანქანის ხმა შემოგვესმა,ჩვენს შარაზე მოდიოდა. რამოდენიმე წუთიც და მანქანის ფარებმა ლამროს ჭიშკარი გაანათეს. ფეხზე წამოვდექით და ჭიშკრისკენ ნელა წავედით.მანქანიდან თაბაგარი გადმოვიდა....

მისმა დანახვამ ერთგვარი გაოცება და სიხარული მომგვარა. ღიმილი გამეფანტა და გულის ცემა გამიორმაგდა.მიღიმოდა თვითონაც ეზოში რომ ჩამოვიდა.
_გიო?! რა ხდება? - გაკვირვება ვერ დამალა ელზამ.
_რა იყო,არ გაგიხარდა ჩემი დანახვა?! - სასაცილოდ შეყარა წარბები თაბაგარმა და გაიღიმა.
_როგორ არა,თუმცა უფრო შემეშინდა,ვიფიქრე რაიმე ცუდი თუ მოხდათქო.
_არა,არაფერია.ტქვენს სანახავად ჩამოვედი. - მზერა ჩემზე გადმოიტანა.
_გამარჯობა. - მივესალმე დაბალ ხმაზე. - მობრძანდი.
_გაგიმარჯოს,მაგრამ ასე ოფიციალური ნუ იქნები.როგორ ხარ? - ახლოს დამიდგა და ლოყაზე მაკოცა ფრთხილად. იქვე თუ არ დავდენბოდი არ მეგონა.ხარბად და შეუმჩნევლად შევისუნთქე მისი სურნელი. - მომენატრე. - მიჩურჩულა ყურთან. გამაჟრჟოლა მისმა ხმამ ასე ახლოს და ჩურჩულით რომ მესმოდა.
_მეც! - ვუთხარი გულწრფელად. არ ელოდა თითქოს ჩემგან ამის მოსმენას და გაკვირვებით გამომხედა,მერე კმაყოფილმა სახეზე ღიმილმა გადაურბინა.
_სოფო შენ როგორ ხარ? - სოფო გადაკოცნა, - ლამარა ბებო სად არის? - იკითხა უცებ ექიმმა.
_მე არამიშავს. ბებო საქონელტან უნდა იყოს მგონი.დავუძახებ ახლვე.
_ნათია და პატარა ქალი ხომ არიან კარგად?
_კი,კარგად არიან.- ვუთხარი ღიმილით.- წამო ჩამოვჯდეთ. მანქანას არ ჩამოიყვან ეზოში?
_არა,ამაღამ ვბრუნდები.
_რა? რატო? - თითქმის შევიცხადე.
_რა ხდება გიო? - აფორიქდა ელზაც.
_არაფერი არ ხდება, რა გჭირთ! - თქვა სიცილით ექიმმა.- მარიამ შენს წასაყვანად ჩამოვედი,მინდა თუშეთში წამომყვე.- მითხრა და პასუხის მოლოდინში მომაჩერდა.
_მე?.- დავიბენი, - კი მაგრამ..
_სოფოს ვნახავ სად წავიდა ამდენ ხანს. - გასვლა მოიმიზეზა ელზამ.მარტონი დავრჩით.
_უარი არ მითხრა,თორემ ძალიან გამაბრაზებ და დამწყვიტავ გულს.
_თუშეთი.. - ჩავილაპარაკე ჩემთვის. თუშეთი ხომ ოცნება იყო ჩემი. - ხო,მაგრამ იქ ესმაა. - გამახსენდა უცებ.
_მერე რა?თავიდან არ დაიწყო ახლა,ხომ იცი ისედაც გაბრაზებული ვარ შენზე.- მითხრა გამაფრთხილებელი ტონით.- ხომ მოდიხარ?
_არ ვიცი.- ვთქვი ეჭვით.
_მე დღეს ვბრუნდები უკან და მარტო წამსვლელი არ ვარ აქედან,შენტან ერთად მელოდებიან ყველა.
_ყველა? ვინ ყველა? - გავიკვირვე.
_ჩემი მეგობრები.მარიამ,იცი იქ რა სილამაზეა?! საოცრებაა შენ თავს გეფიცები.მინდა შენც ნახო იქაურობა.თან სალაპარაკო მაქვს შენთან სერიოზულ თემაზე და დაგიმარტოხელებ.- მითხრა და ეშმაკური ღიმილით გაიღიმა.- თან გულს გადააყოლებ ცოტა,ვიცი,რომ ძალიან განიცადე კობას გარდაცვალება.- კობას ხსენებაზე გული მომეწურა.
_მართალი ხარ,ძალიან განვიცადე...
_ახლოს მინდა მყავდე.- მითხრა ექიმმა და ხელხე ხელი მომიჭირა.
_უხერხული იქნება ესმასთან.
_კიდე ესმა,შეეშვი რა იმ გოგოს. მე მარტო შენი ვარ,გულით და გონებით.. მთელი არსებით.-გულში მეღიმებოდა ამ სიტყვების მოსმენა.
_ესე იგი მარტო ჩემი, არა?-ვკითხე და კმაყოფილმა გავიღიმე.
_ხო მარტო შენი,- მასაც გაეღიმა.- ამხელა კაცი დამაყენე და თინეიჯერი ბიჭივით სიყვარულს მამტკიცებინებ.- ორივეს გაგვეცინა.
_შენ კი ხარ ამხელა კაცი,- მომეწონა,რომ თქვა "ამხელა კაცი" და მაღალფარდოვნად ვტქვი ეს ორი სიტყვა.- მაგრამ ნუ გავიწყდება მე პატარა რომ ვარ.- ვუთხარი ნიშნის მოგებით.
_პატარა,რომ ხარ მიტომ გიფრთხილდები,მაგრამ ესეც დაიმახსოვრე,ზოგჯერ ჭირვეული პატარები ისჯებიან კიდეც.- მითხრა თითის აწევით და ღიმილით.
_მე გამონაკლისი ვარ.
_რატომ ვითომ?
_იმიტომ,რომ შენ მყავხარ.- ჩემმა ნათქვამმა გამომეტყველება შეუცვალა ექიმს,ღიმილი სახეზე შერჩა,თვალებში სითბო და სიყვარული ჩაუდგა.
_როგორ მინდა ახლა მაგრად ჩაგიკრა გულში. - მითხრა და მზერით მთელ სხეულზე მომეფერა უკვე.
_დედაია ბებია, ხო მშვიდობაა? - ქოთქოთის ლამრო გამოვიდა ეზოში,თან წინსაფარზე სველ ხელებს იმშრალებდა.ჩვენკენ ცქარა წამოვიდა. უკან ელზა და სოფო მოდიოდნენ რაღაცას ჩურჩულებდნენ,თან იცინოდნენ. - რას შობი ბებია რაფერ ხარ?- თაბაგარი მისკენ წავიდა და ლამრო გადაკოცნა.
_მადლობა,მე არამიშავს. თავად როგორ ბრძანდებით ლამარა ბებო?
_რავა ვიქნებით ბებია,ქე გეიგებდი ი ბოვშის სიკვდილმა ყველა გაგვნადგურა. - თქვა ნაღვლიანად ბებომ.
_გავიგე კი,ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. - თაბაგარიც ნაღვლიანი გახდა.
_შემოი ბებია სახლში. - შეიპატიჟა ექიმი.
_არა,ვერ გავჩერდები დიდი ხნით,ამეღამვე უნდა დავბრუნდე.ლამარა ბებო,მარიამს გამოუშვებ თუშეთში? მის წასაყვანად ჩამოვედი. - მორიდებით შეაპარა ლამროს გიორგიმ.
_რაიზა ბებია რა ხდება?! - შეიცხადა ლამარამ უცებ და მე გადმომხედა.მე ხმას არ ვიღებდი,ჩუმად ვიდექი.გონებით უკვე თუშეთისკენ მიმავალ გზას ვადექი ექიმთან ერთად.
_ხვალ გვაქვს გასვლითი ტური მე და ჩემს მეგობრებს,მდინარე თუშეთის ალაზანი უნდა მოვინახულოდ და მინდა მარიამიც იქ იყოს,მისი ჯგუფელი მზეოც იქ არის. თან ცოტა გულს გადააყოლებდა თუ გამოუშვებდი. - მტკიცე და ამავდროულად მუდარის ტონით უთხრა თაბაგარმა. "ამან მზეო საიდან იცის?" - გავიფიქრე გაოცებულმა და კარდიოლოგს შევხედე კითხვით სავსე თვალებით.მან თვალი ჩამიკრა მხოლოდ.
_დედაია ბებია, რავიცი, ჩაბარებული ბოვშია, დედამისს და მამამისს რა პასუხი გავცე მერე? - თქვა ლამრომ ორჭოფობით.
_ლამარა ბებო მე არ მენდობი? - თიტქოს ეწყინა თაბაგარს,მაგრამ ეს მოჩნებითი წყენა იყო.
_არა ბებია რავა გეკადრება. - შეშფოტდა ლამრო.
_ორ დღეში უვნებელს ჩამოგიყვანთ თქვენს შვილიშვილს. - გაუღიმა სანდომიანად კარდიოლოგმა.
_ბებო გამიშვი რაა. - ამოვიღე ხმა და მუდარა ჩამდგარი ხმით,სახე დაბრეცილმა ვთხოვე ბებიას.
_კი მარა ამ ღამეში საშიში არაა. - ახალი მიზეზი მოიფიქრა.
_საშიში ნადვილად არაა. - უთხრა თაბაგარმა დამაჯერებელი ტონით.
_კარგი,მარა ორ დღეში აქანე იყაით ორივე იცოდეთ.-გვითხრა ლამრომ და გაგვიღიმა.
_რა მაგარი ხარ ბეე! - წამოვიძახე და კისერზე მოვეხვიე. - წავდი მე მოვემზადები. - სიხარულისგან ტუჩებს თავს ვერ ვუყრიდი.თაბაგარი კი მშვიდად იდგა და მიყურებდა
კიბეები სირბილით ავიარე და ნათიასთან შევვარდი. მაშო ეჭირა ხელში და აძინებდა.თვალები დამიქაჩა და ტუჩების მოძრაობით მითხრა "გაგიჟდი? ძლივს დავაძინე".
_თუშეთში მივდივარ. - ვუთხარი გახარებულმა.
_რა? როგორ? - დაიბნა ჩემი და.
_გიორგი ჩამოვიდა და მივყავარ.
_ღადაობ? - წამოიძახა გაოცებით.
_სუ ბავშვი, - ვანიშნე მაშოზე ღიმილით.ბავშვი ფრთხილად დააწვინა და მერე მე მომიბრუნდა.
_მართლა გოგო?
_ჰო. ბებიამაც დამთანხმდა და მივდივარ. ორ დღეში ჩამოვალ ისევ.
_თქვენ არ ხუმრობთ არა?! - მკითხა ცალი თვალ მოჭუტულმა.მივხვდი რასაც გულისხმობდა.
_არა,არ ვხუმრობთ.
_მარიამ ჭკვიანად იყავი ხომ გესმის. - გამაფრთხილა.
_ჭკვიანად ვარ. წავე მე ჩავალაგო ტანსაცმელი.
რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩავილაგე ჩანთაში და დაბლა ჩავედი.ჩასვლამდე მაშოს ბარკლები დავუკოცნე.ნათიაც ჩამომყვა.ექიმს მიესალმა.სოფოს დავუბარე ჭკვიანად იყავითქო,ბებოს ვაკოცე და გადაღმა გადავედით.ლამრომ კიდევ ერთხელ დაგვარიგა ჭკუა და გზა დაგვილოცა.მშვიდობით გევლოთო და რომ ჩახვალთ დარეკეო,მომაძახა.
მანქანაში ჩავსხედით და ნელი სვლით თანდათან ვშორდებოდით ბებიას ჭიშკარს.
_ეს შენი მანქანაა? - ვკითხე გიორგის,რადგან მისას მე რომელიც ვიცოდი,რომ ჰყავდა,არ ჰგავდა.
_რა დაკვირვებული ხარ, - ჩაეცინა, - არაა ჩემი,ჩემი ძმაკაცისაა ეს,ცემი მანქანა მას ჰყავს,მისი მე. დრობით გამიცვალა,მაბლატავე ცოტა ხნითო,მითხრა. - ორივეს გაგვეცინა.სოფელს რომ გავცდით მანქანა გააჩერა.
_რა მოხდა? - ვკითხე შეშფოტებით.
_არაფერი,უბრალოდ მინდა რომ ჩაგეხუტო.მოდი ჩემთან.- ჩემკენ გადმოიწია, ჩამეცინა და კისერზე მაგრად მოვხვიე ხელები. თვითონ კი,ჩემს ზურგზს თავისუფლად ეფერებოდა მისი გრძელი თითებით.ჩემს კისერში ჩაერგო ცხვირი და ღრმად სუნთქავდა. - ჩემი გემრიელი გოგო. - ბუტბუტებდა დროდადრო. მისი წვერები სახეს და კისერს სასიამოვნოდ მიჩხუტავდნენ.მიხვდა,რომ მომწონდა მისი წვერებიანი სახე და რამოდენიმეჯერ ლოყაზე გამისვა მისი სახე.-არ მაქვს უხეში წვერი ვაფშე. - თქვა მერე ღიმილით.
_მომწონს ძალიან,თან საშინლად გიხდება. - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
_ჰო?! - გაიკვირვა.
_ისედაც იცი,რომ გიხდება და უფრო სიმპატიური რომ ხარ ეგრე.
_მართლა?
_ჰო მართლა!
_მაშინ ისიც ძალიან მომიხდება ახლა თუ გაკოცებ,მე რომ მიყვარს ისე. - მითხრა ღიმილით.
_ახლა? - შევიცხადე. - არა,არა.. სირცხვილი ვინმე დაგვინახავს.- თვალი მოვავლე მოსახლეობას.სახლებში და ეზოებში ჯერ კიდევ ენთო შუქი.
_აბა მე რავქნა? - გაიბუსა სასაცილოდ.
_ძრავა ჩართე და წადი, ისედაც გვიანია,როდის უნდა ჩავიდეთ იქ? - ვუთხარი სიცილით.
_კარგი.ამჯერად გადამირჩი,მაგრა იცოდე შანსი როგორც კი მომეცემა მაშინვე...
_შენ მზეოს შესახებ საიდან იცი?-გამახსენდა უცებ.
_შენ ხომ მითხარი თუში მაყავს მეგობარიო,ჰოდა გავიკითხე გამოვიკითხე და ეგაა . - გაეცინა და მანქანა ადგილს მოწყვიტა.
_ჩემზე ყველაფერს იგებ?
_ყველაფერს. - დამეთანხმა.
_რაიმე ჩართე რაა..
_აუ არ ვიცი ამას რა აქვს,რას უსმენს.- მითხრა და მაგნიტაფონის ღილაკს თითი მიაჭიარა. მანქანაში ჩარკვიანის "ვიცი რომ" გაისმა.
_მაგარია! - წამოვიძახე კმაყოფილმა. თვითონ გამიღიმა და გზას გახედა.
სიმღერას სიმღერა ენაცვლებოდა.თავი ფანჯარაზე მომედო და სიმღერებში მონასმენ სიტყვებზე ვფიქრობდი.დროდადრო გავხედავდი ექიმს,თვალებით მივეფერებოდი და ისევ ფიქრებს ვუბრუნდებოდი.
_მისმინე.. არ შგეშინდეს კარგი? - ფიქრებიდან თაბაგარის შეშფოთებულმა ხმამ გამომიყვანა.
_რა მოხდა?
_მუხრუჭები არ უჭერს,ახლა გადავალ გზიდან და ხელის მუხრუჭს გამოვიყენებ.თავი გაიმაგრე კარგი? - უხმოდ დავეთანხმე და ვცდილობდი პანიკას არ ავყოლოდი.მანქანა გეგმისამებრ გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და ხელის მუხრუჭით გააჩერა. საბურავების ღრჭიალის ხმა ჩამესმა შიშისგან დახშულ სმენაში.
_გადავრჩით?! - ვიკითხე თვალებდაქაჩულმა. თაბაგარი ხმას არ იღებდა.
_შეგეშინდა? - მკითხა მან უცებ და სახეზე დამიწყო ფერება. - ოჰ ჰიუგო მოსაკლავი ხარ რა. - ჩაილაპარაკა გაბრაზებით.
_ცოტა შემეშინდა,რა ვქნათ ახლა? არ გაკეთდება? - ვკითხე და თან მანქანის კარი გავაღე,რომ გადავსულიყავი.
_წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გავუკეთო ამ მანქანას.- თქვა და მანქანიდან გადავიდა,მეც გადავყევი.
_თან ახლა გვიანია,სად უნდა წავიყვანოთ,რომ შევაკეთოთ? - შევწუხდი მე.
_რამეს მოვიფიქრებ.- თქვა და ტელეფონი ამოიღო.- ალო კიარა დაგბრიდავ მანდ თუ ჩამოვედი იცოდე..- დაემუქრა ვიღაცას ყურმილის მეორე მხარეს, - მუხრუჭები არ უჭერს შენს ფაქიზოს,ამითო როგორ ვიარო ამ შუაღამით.... კი,კარგად ვართ,ხელის მუხრუჭით გავაჩერე.... რავიცი ხაშურს გამოვცდით ახლახანს მგონი..- თვალი მოავლო არემარეს თაბაგარმა,- ხო ხაშურს გამოვცდით. - უთხრა მერე დარწმუნებით. -... სად?.. სურამში?.. მიდი მერე დროზე და გადმომირეკე.- ტელეფონი გათიშა და მე მომიბრუნდა.- ბიძა ჰყოლია ჩემს ძმაკაცს სურამში და იმას დაურეკავს,ის დაგვეხმარება.
_უი კიდე კაი. - ამოვისუნთქე მშვიდად. ექიმი ახლოს მოვიდა ჩემთან და გულზე მიმიკრა.ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა. "ბიძაჩემი წამოვიდა უკვე და მოგხედავთ" ეწერა. მობილური ჯიბეში ჩაიდო და ისევ შემომხვია ხელები. ასე ვიყავით სანამ თაბაგარის მეგობრის ბიძის მანქანა არ გაჩერდა ჩვენთან. საშუალო ხნის,საფეთქელტან ჭაღარა შეპარული,ღიპიანი მაღალი კაცი გადმოვიდა მანქანიდა და ომახიანი ხმით მოგვესალმა ხელის ჩამორთმევით.ლადოდ გაგვეცნო.ექიმმა აუხსნა ყველაფერი,თუ რა მოუვიდა მანქანას.
_"ტორმუზის შლანგებია" გაწყვეტილი. - დაასკვნა ლადომ.
_რა ეშველება? - იკითხა გიორგიმ.
_შეცვლა სჭირდება,ახალია საყიდელი.
_სად შეიძლება მერე ვიყიდო?
_ახლა ბიძია,ამ შუაღამეზე ვერსად ვერ იყიდი დაკეტილია ყველაფერი. გათენდება დილა და მერე მოვაგვარებთ მაგ ამბავს. მანამდე ჩემთან წამობრძანდით სახლში.- გვითხრა ლადომ.მორიდებით დავთანხმდით ჰიუგოს ბიძას,მასთან სახლში წასვლაზე.სხვა გზა მაინც არ გვქონდა.
_მანქანა?- წამოვიძახე მე.
_მანქანას აგერ "ბუქთ" ჩავიბამ და წავიყვანთ სახლში.- თქვა სიცილით ღიპიანმა.
რამოდენიმე ათეული წუთის შემდეგ უკვე მის სახლში ვიყავით. ეზოში ლადოს მეუღლე შემოგვეგება ხალათ მოხურული.ეტყობა იწვნენ და ჰიუგოს ზარმა ფეხზე წამოაყენა მთელი ოჯახი.
_მობრძანდით,მობრძანდით.-თბილად დაგვიხვდა დიასახლისი. სახლში შევედით. ვახშამი შემოგვთავაზეს.
_ნუ შეწუხდებით,არაფერი არ გვინდა ნაჭამი ვართ. - ვთქვით მე და გიორგიმ ერთხმად დაღლილი ხმით.
_კარგით,მაშინ ოთახებს გაგიმზადებთ.- გვითხრა ლადოს ცოლმა,თამილამ.
_ეს ჩემი მეუღლეა, - უთხრა სიცილით თაბაგარმა დიასახლისს,- ერთი ოთახი გაგვიმზადე მხოლოდ. - თვალები დავქაჩე და ისე გავხედე ექიმს. მანს ხელი გადამხვია და არც შეიმჩია ჩემი რეაქცია.
_უი გილოცავთ შვილებო! - მოგვილოცეს ლადომ და თამილამ გახარებული სახეებით. თაბაგარს წელზე ხელი მოვხვიე,ყალბი ღიმილი ავიკარი და მასპინძლებს ისე გადავუხადე მადლობა.თან ექიმს ძალიან მწარედ,მასპინძლებისთვის შეუმჩნეველი რომ ყოფილიყო წელზე ვუჩქმიტე. კარდიოლოგს ყრუ გმინვა აღმოხდა.
_მაცადე შენ შეგიყვან ოთახში. - მითხრა ჩურჩულით და გაეღიმა...

დიასახლისმა საძინებელში შეგვიყვანა და ჩვენი საწოლი გვაჩვენა. ოთახს თვალი მოვავლე,საკმაოდ გემოვნებით და თანამედროვე სტილით იყო მოწყობილი.თამილამ ტკბილი ძილი გვისურვა და მორიდებით გაიხურა კარი.
_რა არის მარიამ ეს?! _ აწუწუნდა ექიმი და მაისური გადაიძრო რათა ნაჩქმეტი ადგილი ენახა. ფართეთ გაწითლებოდა ჩემი "ნახელავი" თაბაგარს და ხელს ისვამდა ნატკივარ ადგილს.
_ღირსი ხარ გიორგი! - ვუთხარი წარბ შეუხრელად.
_რა იყო ჩემი გეშინია? - მკითხა დაცინვით და ეშმაკური ღიმილით.
_შენი რატომ უნდა შემეშინდეს? - ვიცრუე და უცებ გენიალური აზრი მომივიდა თავში. მისთვის სამაგიერო უნდა გადამეხადა,რომ მოინდომა ერთ ოთახში,ერთ საწოლში გაგვეთია ღამე. - უბრალოდ უხერხულია მასპინძლებთან ტყუილი,რომ სთქვი.
_ანუ შენთვის პრობლემა არაა?!
_არა,რატომ უნდა იყოს პრობლემა,უცხო ხომ არ ხარ ჩემთვის, - ვუთხარი და მისკენ წავედი." დაგტოვებ ხახა მშრალს თაბაგარო" გავიფიქრე და ჩემი გეგმის განხორციელება დავიწყე.ახლოს მივედი,გულზე მივადე ორივე ხელები,თან თვალებში ვუყურებდი დასაწოლისკენ ვუბიძგე.კიდევ ერთი ბიძგი და საწოლზე აღმოჩნდა ჩემი ექიმი. სახე ჰქონდა შეშლილის,ვნებისგან არეოდა და გაოცებისგანაც,აშკარად არ ელოდა ჩემგან ასეთ საქციელს. ნელი მოძრაობით ზემოდან მოვექეცი.მის შიშველ გულ-მკერს ნაზად ავუსვი ხელები და ცემი სახე ახლოს მივუტანე,ცოტაც და ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხებოდნენ.გახშირებული სუნთქავდა კარდიოლოგი.ხმას ვერ იღებდა და თვალებში მიყურებდა. ისეთი საყვარელი იყო და ისეთი სურნელი ასდიოდა,რომ არა გონების კონტროლი,ეს თამაში მართალში გადამეზრდებოდა.ტუჩები კიდევ უფრო ახლოს მივუტანე,ძალიან ნაზად და ფრთხილად შევახე მის ქვედა ტუჩს და ისევ თვალებშI ჩავხედე.
_გიჟი ხარ მარიამ. - მითხრა ათრთოლებული,სითბო ჩამდგარი,ვნებიანი და სიყვარულით სავსე ხმით.მისი ხელები ჩემს ზურგზე რომ ვიგრძენი,გონებამ წამოიძახა "სტოპ! სტოპ! სტოპ!" უცებ გავიმართე.
_დამთავრდა კინო! - ვთქვი სიცილით და წამოდგომა დავაპირე, - ჰა ჩაგიტარე?- ვერ ვწყვეტდი სიცილის. ჯერ გაკვირვებული მიყურა რამოდენიმე წამს,მერე მიხვდა ჩემს ოინს მასაც გაეცინა.
_ოხ შე ალქაჯო,მოდი აქ! ვინ ვის ჩაუტარებს მაგასაც ვნახავ ახლავე. - მითხრა წელში მწვდა,თავისკენ მომქაჩა და საწოლზე დამაწვინა,თვითონ კი ჩემს ზემოთ მოექცა.ისე სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი გააზრებაც ვერ მოვასწარი. - ჩამიტარე არა? - იმეორებდა და ცდილობდა ჩემთვის მაისური გაეძრო.
_გეხუმრე,გეხუმრე. გამიშვი რაა. გეხვეწები! - ვეუბნებოდი,თან ვიცინოდი სიმწრისგან.
_მეხუმრე ხო? შენ არ იცი მამაკაცს ეგრე რომ არ უნდა ეხუმრო? მეც გეხუმრები ახლა,მიდი გაიხადე მაისური,თორემ გაგიხევ. -გამართხილა.
_კაი რაა. გამიშვი გეხვეწები,აწი აღარ გეხუმრები ასე, შენი დასჯა მინდოდა და მიტომ გავაკეტე ეს,გამიშVი რა გიორგი. - ჩემი თამაში ვატყობდი ნელნელა სერიოზულში იზრდებოდა, სერიოზულში იმ მხრივ,რომ ექიმი გავაბრაზე,უბრალოდ ცდილობდა არ დასტყობოდა ძალიან ეს სიბრაზე.
_ტყუილად მევხვეწები, და ხელი გაუშვი მაისურს,მართლა შემოგახევ იცოდე. - მითხრა და თან ნაჭრის გახევის ხმაც გავიგე.
_შენ ხომ არ გაგიჟდი ეე?! - ვთქვი სიბრაზით და ვცადე დამენახა,სად გაიხა ჩემი ტანსაცმელი.- გამიშვი ახლავე! - მოვთხოვე მკაცრად.
_არც იოცნებო,შენ შენი მეთოდები გაქვს დასჯის, მე კი ჩემი ასე,რომ მაისურის გარეშე მოგიწევს ჩემთან დაძინება, - ამის თქმა და ჩემი მაისურის გარეშე დარჩენა ერთი იყო. ტავისუფლად მიჩანდა წითელი ბიუსჰალტერი,ექიმს წამით ჩემს მკერდზე მიეყინა მზერა. - ეუჰ გცმოდა ეს ტანსაცმელი არ ჯობდა?! ახლა რა გაუძლებს. - თიტქოს თავისთვის ჩაილაპარაკა.
_გამიშვი ახლავე,თორემ ვიყვირებ იცოდე. - სიბრაზეს ვერ ვმალავდი,თან საშინლად მრცხვენოდა ჩემი მდგომარეობა.გახეული მაისური იატაკზე მოისროლა ექიმმა.
_ახლა თუ არ დაწყნარდები,შარვალიც გაუყვება მაისურის გზას. - მითხრა მშვიდად და ვნებიანად მომავლო თვალი შიშველ სხეულზე. - აბა სად გაქრა ის თამამი მარიამი რამოდენიმე წუთის წინ ჭკუიდან რომ გადამიყვანა?! - მკითხა სიცილით.
_ხელებს ნუ მიკავებ გამიშვი მეტკინა.
_გაგიშვებ,ოღონდ ფართხალი არ დაიწყო, თორემ ხომ იცი რაც მოგივა. - გამაფრთხილა.
_ვაიმე შენ ნახე რა დაგმართო,ამას ძალიან მწარედ დაგიმახსოვრებ იცოდე. - დავემუქრე და თავი გვერდზე გადავაბრუნე,სიმწრისგან და სიბრაზისგან ცოტაც და ავტირდებოდი.
_მეც კარგი მახსოვრობა მაქვს.. - ოდნავ მშვიდი ხმით მითხრა და ვიგრძენი,როგორ შემეხო კისერზე მისი ცხელი ტუჩები. დამბურძგლა. მტელი კანი ხორკლებივით დამებერა.ვიგრძენი თაბაგარის ჩაცინება,ალბათ არ გამორჩენია ჩემი რექცია მის კოცნაზე.გათამამდა და უფრო დაბლა ჩაუყვა ყელს.
_გეყოფა! ძანაც ნუ გაჯეჯილდი. - ვუთხარი წარბებ შეყილი სახით.
_რა ვქენი? - გაეცინა.
_გაჯეჯილდი. - გავუმეორე,თან ვცდილობდი მისი სიცილი არ გადმომდებოდა.
_ავბიბინდი უფრო შემეფერება ახლა,ამ მდგომარეობაში. - უკვე ვეღარ შევიკავე თავი და სიცილი წამვარდა.
_სანამ უნდა ვიყო ახლა ასე? - ვთქვი უკმაყოფილოდ და თვალებით ჩემი მკერდისკენ მივანიშნე.
_რა გინდა მშვენივრად ხარ,მე ძალიან მომწონს. - მითხრა მხიარულად.
_ვაიმე როგორ მაწყდება ახლა ნერვებიიი. - თითქმის დავიღმუილე. - ხედავ? ნახე როგორ მაქვს კისრის ძარღვები დაბერილი. - ტავი წამოვწიე,იქნებ და თაბაგარი გვერდზე გადავწიო და ავდგეთქო,მაგრამ ამაოდ.
_ნუ ხარ მერე ეგრე, მოდუნდი,დამშვიდდი. მართლა გეშინია ჩემი მარიამ? - მივხვდი,რომ სერიოზულად მეკითხებოდა.
_არა! - ვუთხარი სიმარტლე.
_აბა რატომ იჭიმები და იძაბები?
_დავიღალე ასე,სანამ უნდა ვიყო? დამაწვინე ნორმალურად და არ გავიჭიმები. - გამეცინა ჩემს ნათქვამზე,თვითონაც ამყვა.
_შენ,რომ ენა არ გქონდეს...
_ყვავი წამიყვანდა ჰო? - დავუსრულე გამონათქვამი.
_ყვავი? ყვავი რატო? - გაიკვირვა სიცილით.
_გამონათქვამია ასეთი,და საერთოდაც რა დროს ყვავია,მეძინება მე. - ვიფიქრე იქნებ ახლა მაინც გამიშვას ხელებითქო.
_მაშინ ჩამეხუტები და ისე დაიძინებ.წამომიყენა პირობა.
_ჩავიცვამ და ისე. - არ ჩამორჩი მე.
_არა,ეგრე მინდა,რომ იყო. მე ჩავიცვამ თუ გინდა.-გამომცდელი და ღიმილიანი მზერით მითხრა.
_მინდა. - დავთანხმდი,რომ მას მაინც ჩაეცვა მაისური.თვაებით მოძებნა და უცებ გადაიცვა.მერე შუქი ჩააქრო და საწოლზე დაწვა ჩემს გვერდით. მკლავი გაშალა,მის გულზე დამადებინა თავი ზურგზე დამიწყო ფერება.
_შენ დაიძინე კარგი?! - მითხრა თბილი ხმით.მარჯვენა ხელი ნიკაპზე მომკიდა და თავი მაღლა ამაწევინა, ოთახში აივანზე ანთებული შუქი ანატებდა და მის სახეს კარგად ვხედავდი.-ჩემი არ შეგეშინდეს არასოდეს კარგი? - მუდარა იყო მის ხმაში,თავი დავუქნიე უხმოდ და უფრო მივეხუტე მადლობის და ნდობის ნიშნად. ერთს გაკოცებ და მერე დაიIძნე ჰო? - ჩემს თანხმობას არ დალოდებია,ისე მაგემა მისი ცხელი და ვნებიანი ბაგეების ამბორი.მერე კი,მშვიდად დავდე ისევ თავი მის გულზე,ვუსმენდი მის გულის ფეთქვას,რომელიც გაორმაგებულად, ამავდრულად რიტმულად ცემდა.ტუჩის კუთხით შეუმჩნევლად ვაკოცე გულზე და თვალები დავხუჭე.რამოდენიმე ხანს ვგრძნობდი როგორ მეფერებოდა ექიმი შიშველ ზურგზე და გაფუებულ თმებზე.მე ბედნიერი ვიყავი იმ წუთებში,თან უზომოდ ბედნიერი.თავს საოცრად დაცულად ვგრძნობდი,ვიყავი ძლიერი და ამვდროეულად სუსტიც,ვიყავი ქალიც და ამასთანავე პატარა გოგო.
მე ვიყავი სავსე,სავსე სიყვარულით,სითბოთი და ვნებით. მე უფრო მეტად შემიყვარდა თაბაგარი მაშინ.მაშინ მივხვდი,რომ ამ ადამიანის გარეშე ვერ ვიარსებებდი და ჩემი უწიდებური აზრი,შეყვარებული ზედმეტი ბარგია,თვალწინ დაისხვრა.მას რომ მივეტოვებინე,ვერ ვიტყოდი "კისერი უტეხია"-თქო,რადგან გიორგი ჩემი არსებობა და "გაორმაგებული გულის ცემა" გახდა.

_მარიამ გაიღვიძე უნდა წავიდეთ. - ჩამესმა ძილში თაბაგარის ხმა. თვალები ზანტად გავახილე.ექიმის მომღიმარი სახე ბურუსში მოჩანდა. - ადე ძილისგუდა. - მეუბნებოდა ღიმილით და თან სახეზე მკოცნიდა.
_მშხუნავს წვრები. - ვთქვი ბუზღუნით და საწოლზე წამოვჯექი. - რომელი საათია? - ვიკითხე ნამძინარევი ხმით და მომღიმარ გიორგის ავხედე.
_თერთმეტი შესრულდება მალე.
_რაა? - მოვფხიზლდი უცებ. - ვაიმე რა სირცხვილია უცხო ოჯახში ამ დრომდე ძილი. - ვტქვი და თხელი გადასაფარებელი გადავიძრე.ადგომა დავაპირე.
_სირცხვილი ის უფრო იქნება,ეგრე,ლიფით თუ გახვალ იქეთ.-მითხრა მშვიდი ხმით და ჩემი ჩანთა გამომიწოდა.გამახსენდა მაისური რომ არ მეცვა, კიდევ ერთხელ "ვჭამე" სირცხვილი,უხერხულობისგან გამეღიმა და ექიმს ჩემი ჩანთა ჩამოვართვი.უცებ რაც მომყვა ხელში ის ამოვიღე ჩანთიდან.კუბოკრული,თეთრ,ლურჯ და წითელ ფერებში გაწყობილი პერანგი ("საროჩკა") მოვიცვი და ღილები ხელის სწრაფი მოძრაობით შევიკარი.
_მანქანა გაკეთდა? - ვკითხე თაბაგარს და ჩანთა დავკეტე.
_კი,მზადაა უკვე ახალი მუხრუჭის მილები იყიდა ლადომ და თავისი ხელით გააკეთა. საიმედოა და წლებს გაუძლებსო დამაიმედა.
_და მდინარესე რომ უნდა წასულიყავით? - შევახსენე დაგეგმილი ტური.
_ჰიუგოს ველაპარაკე,რომ დარწმუნდნე კარგად ვიყავით მერე წავიდნენ.მანამდე არ მიდიოდნენ. ჩვენ ერთად წავიდეთ მერე.-მითხრა ღიმილით.მეც გავუღიმე.
_უცნაურია ქართველს ჰიუგო,რომ ჰქვია. - ავღნიშნე მისი მეგობრის სახელი.
_არა დემეტრე ჰქვია, - გაეცინა თაბაგარს, - ჰიუგო ჩვენ შევარქვით მეგობრებმა.ჰიუგო ბოსის ბრენდზეა გადამკვდარი და მიტომ ვეძახით ასე. გეფიცები ამ ბრენდს დემეტრესნაირი მომხმარებელი თუ ჰყავდეს სადმე კიდე რაა. - იცინოდა გიორგი.
_გემოვნებიანი ყოფილა რას ერჩი, - მეც გამეცინა.
_შენ როგორ ხარ,ხომ გეძინა კარგად?
_არაჩვეულებრივად.- ვაღიარე. - შენ? შენ გეძინა?
_კარგია,კარგად რომ გეძინა. - ხელები მომხვია და თავისკენ მიმიზიდა. - მე ცოტა ხნით მეძინა.თიტქმის ახალი ჩაძინებული ვიყავი,ლადომ,რომ დაგვიკაკუნა.
_არაფერი არ გამიგია,არც კაკუნის ხმა და არც შენი ადგომის.
_ბავშვივით გეძინა,როგორ მშვიდად სუნტქავდი. დამენანე,თორემ კოცნით გაგაღვიძებდი.-მითხრა ცხვირზე მაკოცა.კმაყოფილს ჩამეცინა და ყურზე თმა გადავიწიე.
_ვალშI ხარ ჩემთან,მაისური რომ შემომახიე.-გამეცინა.
_ვალშI კი არა ბარი-ბარში ვართ. - მასაც გაეცინა. - შენ ისეტები ჩამიტარე,მადლობა თქვი შარვალიც რომ არ შემოგახიე.
_დუტ!-გავუწყერი ბავშვივით, - ცუდი ბიჭი ეს.
_წავედით ახლა,თორემ გაგიმეორებ წუხანდელს.- გამაფრთხილა სიცილით.
_წავიდეთ,ჰო,მაგრამ ჯერ საწოლი გავასწოროთ უხერხულია ასე ხომ არ დავტოვებ?! მიდი მომეხმარე.- მივუჩინე უცებ საქმე.ბალოშები სწორად დავალაგე და გადასაფარებელი ორივემ ერთად გადავაფარეთ საწოლს.
_ჩვენს სახლში არ დაგჭირდება ჩვენი საწოლის დალაგება. - მითხრა ეშმაკური ღიმილით ექიმმა.
_ჩვენს სახლში,თან ჩვენი საწოლის.- წარმოვთქვი ირონიით და ჩანტა მოვიკიდე ზურგზე.
_ჰო რა იყო? ადრე თუ გვიან მაინც ჩემი ცოლი გახდები და.. - გამომცხადა მშვიდად.
_და მთვარეზე სუპერმარკეტი არ გინდა? - ვკითხე ცინიზმით და გავიცინე.
_სუპერმარკეტი კი არა,მარიამი მინდა მე ცოლად. - თქვა და ტუჩებზე მაკოცა ნელა და ვნებიანად. ჩემდა უნებურად ავყევი მისი ბაგეების მოძრაობას. გვერდებზე ძლიერად მომიჭირა ხელი და ოდნავ წამომწია.უკამრისობის გრძობა,უფრო და უფრო გვიპყრობდა ორივეს,არ გვყოფნიდა ერთმანეთი ვგრძნობდით ამას ორივენი.ჩვენმა ამბორმა უფრო ჩქარი ტემპი მიიღო და სუნტქვაც გაგვიხშირდა.ის ჩემს ზურგს ეფერებოდა,მე კი,მის თმებს. რომ არა ნაბიჯების ხმა,ალბათ ვერც მოვწყდებოდით ერთმანეთს.
ვნება ჩამდგარი თვალებით მივაჩერდით ერთმანეთს ერთ ხანს.
პირველმა მე მოვიფიქრე,რომ გავსულიყავით.
მასპინძლებს მადლობა გადავუხადეთ და თუშეთისკენ მიმავალ გზას დავადექით...

გზაშიღა გამახსენდა ჩემი მობილური,გამორთული იყო რომ ვნახე. თაბაგარის ტელეფონით დავრეკე ნათიასთან.ვიცრუე უკვე კარგა ხანია თუშეთში ვართქო.
თუშეთი ისეთი დამიხვდა როგორიც წარმომედგინა,საოცარი ბუნებით,საამური ხმებით და საამო სურნელით. ხარბად ვისრუტავდი ფილტვებში მთის ჰაერს,ბედნიერებისგან ტუჩებს თავს ვერ ვუყრიდი,ბავშვივით ვცქმუტავდი,სასურველ ნაყინს,რომ უყიდი და სიხარულისგან აცქმუტუნდება.
ექიმმა მანქანა ორსართულიანი სახლის ჭიშკართან გააჩერა. შუა დღე გადასულიყო უკვე.
_მოვედით!-მითხრა მშვიდი ხმით.
_ძალიან ვღელავ.-ვაღიარე,-უხერხულად ვიგრძნობ თავს ესმასთან ვიცი.
_დამშვიდდი,ყველაფერი რიგზეა.-დამაჯერებელი ტონი გაისმა მის ნათქვამში.
_იმედია.
_წამო გადავიდეთ.-მანქანიდან გადავედით. თაბაგარის მანქანა ეზოში იდგა.ირგვლივ სიწყნარე იყო.მხოლოდ შორიდან ისმოა მდინარის ხმა.-არ მოსულან ჯერ.-ჩაილაპარაკა ექიმმა და პირველი სართულის კარი შეაღო.თუშური ხალიჩებით იყო კედლები დაფარული,ზედ კი ფარი და ხანჯლები იწონებდნენ თავს. მომეწონა ეს სახლი,მთიური აურა სუფევდა და რაღაცნაირად გხიბლავდა.
_რა მაგარია.-ვთქვი სასიამოვნოდ გაოგნებულმა.
_მიხარია რომ მოგწონს.-უკნიდან მომეხვია კარდიოლოგი.
_როგორ არ უნდა მოგეწონოს ადამიანს აქაურობა.
_ნამდვილად,მაგრამ რა ცუდია მალე,რომ უნდა დამთავრდეს შვებულების დღეები.მერე ისევ მეწყება საგიჟეთი.-თქვა წუწუნით.
_საცოდავი შენი თანამშრომლები შენს ხელში.-ვუთხარი სიცილით.მასაც გაეცინა.-ისე აღიარე,რომ სიცილი მე გასწავლე.
_არ ვიყავი ისეთი უჟმური შენ რომ გეგონე.
_როგორ არა,სულ დაბღვერილი იყავი,თითქოს შენი ვალი მქონოდა რამე.იცი? რაღაცას გაგიმხელ,-ვუთხარი დაბალ ხმაზე სიცილით.-შენს ნომერს ჩემს ტელეფონში უჟმური დავარქვი.-გულიანად გააცინა ჩემმა ნათქვამმა თაბაგარი.
_მოდი მეც გაგიმხელ რაღაცას,-ახლა თვითონ მითხრა იმავე ტონით.-ვიღაცის ნომერს ჩემს ტელეფონში ალქაჯი ჰქვია.-ხარხარებდა ექიმი.
_რა სასიზღარი ხარ!-ვითომ გავბრაზდი და სახე მოვქუფრე.-არ ვარ მე ალქაჯი.-გავიბუსე ბავშვივით.
_არც მე ვარ უჟმური ეე.-ვითომ თვითონაც გაბრაზდა.
_შენ ხარ,ამაში ორი აზრი არ არის.-ვუმტკიცებდი მის უხასიათობას ექიმს.
_კარგი არ გეკამათები,-მითხრა ღიმილით და ლოყაზე მაკოცა.-არ გშია?
_არა,არ მშია,ტელეფონი მინდა დავტენო მხოლოდ.-ვუთხარი და კისერზე მოვხვიე ხელები.
_კარგი. რა ეშველებოდა გიორგი თაბაგარს შენ,რომ გულს არ შეეწუხებინე.-ცხვირზე მაკოცა,-მომწონს ესე პატარა აპრეხილი ცხვირი რომ გაქვს.
_თაბაგრს არც არაფერი ეშველებოდა,-გამეცინა,-ჩემი ცხვირი მეც მომწონს.
_ახლა რა მინდა იცი? მოგხვიო ხელები და ძალიან მაგრად ჩაგიხუტო.-მართლა ისე ძლიერად მომხვია ხელები და მიმიკრა გულზე,სუნთქვა შემეკრა,ჰაერი არ მყოფნიდა და გვერდები ამტკივდა.
_ვიგუდები.-ვთქვი მოგუდული ხმით,რადგან ჩემი სახე მის გულ-მკერდში მქონდა ჩამალული.
_როგორ გამოაცოცხლე ჩემს ირგვლივ ყველაფერი,ნეტა იცოდე.-გულწრფელობა იგრძნობოდა მის ნათქვამში.
_შენ კი არ აღიარებ სიცილი მე რომ გასწავლე.-ვუთხარი ისევ მოგუდული ხმით და გავიცინე.
_შენ ბევრი რამ მასწავლე.ძალიან ბერვი მარიამ.-ჩურჩულებდა თაბაგარი.
_ჩემი გაგუდვა გინდა ხო?-ამოვძახე.უცებ მომიშორა და თბილი ხმით მითხრა:
_ვერ გიშორებ,არ მინდა რომ მოგიშორო,მინდა სულ ახლოს მყავდე. ჩემად გიგულო და ჩემი ნაწილი გახდე.-თავი სიზმარში მეგონა,მისგან ეს სიტყვები რომ მესმოდა.წამიერად ჩამირბინა ყველა იმ მომენტმა რაც თაბაგრთან მაკავშირებდა.პირველად ნახვის დღიდან დღემდე. ბედნიერების ღიმილმა გადამირბინა სახეზე.
_მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია შენთვის,რომ შენ ჩემი გაორმაგებული გულის ცემა ხარ.-ვუთხარი გულწრფელად.თვალებში მეტი სითბო და სიყვარული ჩაუდგა ექიმს.
_ჩემი გემრიელი გოგო ხარ შენ.-ისევ მომხვია ხელები და ისევ მიმიკრა გულზე.ეზოდან ჟრიამულის ხმა შემოგვესმა,თაბაგარის მეგობრები დაბრუნებულიყვნენ და სახლისკენ მოდიოდნენ.
_ვაა გიო ჩამოსულაა.- დაწინაურდა ერთი ფარტედ გაღიმებული სახით და ჩვენკენ წამოვიდა.-მაგრა ვინერვიულე წუხელ შენ ძმობას გეფიცები.-ტქვა სერიოზული სახით,თან მე მომავლო თვალი. მივხვდი,რომ ეს დემეტრე(ჰიუგო) იყო. საკმაოდ სიმპატიური,საშუალო ტანის,შაგვრემანი და ზღვასავით მწვანე თვალები ჰქონდა.-გამარჯობა მარიამ,-მომესალმა მე.
_გაგიმარჯოს,დემეტრე ჰო?-ვკითხე ღიმილით.
_კი ასეა.-დამეტანხმა და ხელი ჩამომართვა.
_ჰა შენი მანქანა ჩაიბარე,აწი რომ მეხვეწო მაინც არ დავჯდები მაგ მანქანაზე.-უთხრა სიცილით თაბაგარმა ჰიუგოს და გასაღები ხელებში ესროლა. თვალებით ლამაზ გოგოს ვეძებდი,რომელიც ჩემი ვარაუდით ესმა უნდა ყოფილიყო. ოთხი გოგო და ჰიუგოს ჩათვლის ხუთი ბიჭი იყო. ყველანი ლამაზები იყვნენ ეს გოგოები,თანდათან მუხლები მიკანკალებდა,გაცნობისას რომელი მეტყოდა ესმა ვარო,მაგრამ ესმა არ აღმოჩნდა არც ერთი.შევატყე თაბაგარს ფერი ეცვალა და სხეული დაეძაბა,რომ უთხრეს ესმა გუშინ,შენ რომ წახვედი,თბილისში წავიდაო.მიზეზად გადაუდებელი საქმე დაასახელეს. ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი,მიუხედავად იმის,რომ ყველანი ძალიან თბილად და მეგობრულად შემხვდენენ.მაინც მეზედმეტა თავი იქ,ესმას წასვლის მიზეზი კი მე ვიყავი,ამას ჩემი ჩათვლით ყველა კარგად ხვდებოდა,უბრალოდ არ ამბობდა არავინ.
გოგოებთან ერთად მინდორში ჩამოვჯექი პატარა სკამზე. იქაურობაზე და შიგადაშიგ თავიანთ თავზეც მიყვებოდნენ. ერთმანეთი გავიცანით და საერთო ენაც გამოვნახე ოთხივესთან. ორი ექიმი იყო,ორი კი იურისტი. ყოველ წელს ტრადიციად ჰქონიათ მეგობრებს თუშეთში შეკრება და შვებულების აქ გატარება. რამოდენიმეჯერ ესმაც ახსენეს.
არ გამომპარვია გიორგის გაცხარებული საუბარი ჰიუგოსთან,თუმცა არ მესმოდა რას ელაპარაკებოდა.წამით სურვილი გამიჩნდა,რომ გავქცეულიყავი იქედან. წამით ვინანე კიდეც,რომ წამოვედი აქ.
საუბარს მორჩნენ,დემეტრე სახლში შევიდა და თაბაგარი კი დანარჩენ ბიჭებთან ერთად ჩვენკენ წამოვიდა. ცდილობდა მხიარული სახე მიეღი,მაგრამ მე მისი აფორიქებული სუნთქვა და თვალები არ გამომპარვია.
_ვისი ტელეფონია სატენზე შეერთებული? ვიტაც ნათია რეკავს.-დაიძახა ჰიუგომ კარებიდან.უცებ წამოვხტი.
_ჩემია,ჩემია!-წამოვიძახე და სწრაფად შევედი სახლში. ტელეფონის ეკრანს ნათიას და მაშოს სურათი ეხატა და რეკავდა.-ჰო ნათი.
_მარიამ სად ხარ აქამდე,რამდენჯერ დაგირეკე.-საყვედური ჩადო ხმაში ჩემმა უფროსმა დამ.
_სატენზე მაქვს დატოვებული და ვერ გავიგე.რა მოხდა,მაშო ხომ კარგადაა?
_კი კი კარგდაა,შენი ამბავი გვაინტერესებს,ტან ბებიას უნდა შენი ხმის გაგონება,ხომ იცი ვერ მოისვენებს.
_კარგად ვარ მე.ახლა მზეოს უნდა დავურეკო და მასთან გადავალ,იქ დავრჩები ალბათ ღამით.-საუბრისას მომივიდა ასეთი აზრი.
_ეგრე აჯობებს ხო.-მოეწონა ნათიას ჩემი ნათქვამი.-დაიცა ბებოს ელაპარაკე.-ბებომ გამომკითხა დაწვრილებით ყველაფერი და ყოველ წვრილმანს ჩაუღმავდა. ბოლოს როგორც იქნა შემელია და დამემშვიდობა.ტელეფონი გავთიშე და მზეოს ნომერს დავუწყე ძებნა.
_მაპატიე,რომ გეკითხები,მაგრამ ნათია შენი ვინ არის?-ჰიუგო ჯერ კიდევ ოთახში ყოფილა,მე კი არ ვიცოდი.მისმა ხმამ შემაკრთო უცებ.
_უი აქ ხართ?.-გამეღიმა დაბნეულად,-ნათია ჩემი დაა.
_ძალიან ლამაზი და გყოლიათ.
_მადლობა.-გადავუხადე მადლობა დემეტრეს ცემი დის სილამაზე,რომ აღნიშნა.
_ბავშვი შვილია მისი თუ..-საეჭვოდა დაინტერესდა თაბაგარის მეგობარი ნათიათი.
_კი მისი შვილია.-ოდნავ გაკვირვებული ტონი გავურიე ხმას.
_აჰა... ალბათ ძალიან ბედნიერია მისი ქმარი ასეთი ლამაზი მეუღლე,რომ ჰყავს.-მას ნათია მოეწონა სურათზე. გულში გამეღიმა.
_წესით უნდა ყოფილიყო ბედნიერი.-ჩავილაპარაკე.
_ეგ რას ნიშნავს?-მკითხა ჰიუგომ ინტერესით.
_არაფერი ისეთი.-ავარიდე პასუხს თავი,ტან მზეოს ნომერი ვიპოვე ტელეფონში.-ბოდიში უნდა დავრეკო ერთი წუთით.-მოვუბოდიშე და მზეოსტან ზარიც გავიდა. დემეტრე გარეთ გავიდა.
_ალო.-მომესმა მზეოს ხმა.
_მზეო როგორ ხარ?
_მარიამ ცოცხალი ხაარ?-წამოიძახა კი არადა ლამის კიოდა.
_კი,კი კარგად ვარ.-გამეცინა.
_რამდენჯერაც დაგირეკე სულ გათიშული გაქვს ტელეფონი გოგო.რა მოხდა?
_მერე მოგიყვბი,მისმინე შენ ახლა თუშეთში ხარ ხო?
_აბა სად ვიქნები სხვაგან.
_მეც თუშეთში ვარ და შენი ნახვა მინდა.
_რაა? რა მითხარიიი?-ისევ კივილი ატეხა.-სად ხარ მარიაამ,მოვდივარ ახლავე.-ჩამზახა ყურმილში ჩემმა ჯგუფელმა.აღმოჩნდა,რომ ორივენი ერთ სიფელში ვიყავით.ძალიან გამიხარდა.გიორგის ზუსტი მისამართი ვათქმევინე მზეოსთვის და ოც წუთში მანდ ვარო მითხრა სიხარულით.
_ესმა რომ წავიდა ჩემი ბრალია.-ვუთხარი თაბაგარს,როცა ტელეფონი გავთიშე.
_ კარგი რაა,შენ რა შუაში ხარ?-სცადა გადაევარა ეს ფაქტი.
_თავს დამნაშავედ ვგრძნობ. მე თქვენს შორის ჩავდექი ასე გამოვიდა.
_ეგ მეორედ არ გაიმეორო გაფრთხილებ.-მითხრა სერიოზული ტონით.
_სიმართლე რაც არის იმას ვამბობს გიორგი მე.
_სიართლე ის არის,რომ შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის და ჩემი ადგილი შენს გვერდით არის.
_ხო მაგრამ ესმა?
_კიდევ ერთხელ ახსენებ მაგ სახელს,ან ამ თემას შეეხები და მერე იცოდე ვეღარ მოგითმენ.-მრისხანებამ გაიღვიძა თაბაგარში. გაბრაზებული მზერა მომავლო და გარეთ გავიდა. ისეთ ხასიათზე დავდექი ტირილი მომინდა.ტელეფონი სატენიდან მოვხსენი და მეც გავედი ეზოში,თვალები ჭიშკრისკენ მქონდა თვალები მოქცეული,როდის მოვიდოდა ჩემი ჯგუფელი,რომ აქაურობას გავცლოდი.მეწყინა ექიმის მკაცრი ტონი. არ ვიცი გამოცდილი გაქვთ თუ არა,როდესაც ზედმეტად გრძნობ თავს გარემოცვაში და რაღაც უსიამოვნო ფაქტის მიზეზი ხარ. მიუხედავად იმისა,რომ კარდიოლოგთან ყოფნა ყველაფერს მერჩივნა,ახლა ამ მომენტში მისგან შორს მინდოდა ვყოფილიყავი. რამოდენიმეჯერ შევხედე თაბაგარს თვალებში,სიბრაზე ისევ ანათებდაა,მაგრამ რთული გამოსაცნობი იყო ჩემზე სიბრაზე ჩასდგომოდა თუ ესმას წასვლიდან გამოწვეული.
ოცი წუთიც გავიდა და მართლაც დათქმულ დროში მოვიდა ჩემი ჯგუფელიც.სიხარულით ცას ვეწიე ისე გამიხარდა მისი დანახვა.თიტქოს მისგან ვლოდი ხსნას და თვალებით ამას ვთხოვდი"წამიყვანე აქედან".იქ მყოფებს მიესალმა მზეო და კარგი დასვენება უსურვა ყველას.თაბაგრი იცნო და ერთმანეთი მოიკითხეს.
_მე მზეოსთან დავრჩები დღეს.-ვუთხარი გიორგის. არ მოელოდა ჩემგან ასეთ გადაწყვეტილებას.გაიკვირვა მისმა თვალებმა.
_კარგი,როგორც გინდა.-დამთანხმდა ყოყმანით.
_ხვალ დილით მოვალ.ჭკვიანად იყავი.-დავუბარე და სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი.სული მეტკინა კარდიოლოგის უცებ დადრდიანებული ნაღვლიან თვალებს რომ შევხედე.
_ტელეფონს მიაქციე ყურადღება,დაგირეკავ.-მითხრა სევდიანი ხმით და თვალებით მომეფერა.დანარჩენებსაც დავემშVიდობე დრობით და მზეოსთან ერთად ფეხით წავედით მისი სახლისკენ. ერთმანეთზე ახალი ამბები გავცვალეთ.ის ჩემი მონაყოლით ოცდებოდა,მე კი მისით.მისი სახლი საკმაოდ შემათლებულ ადგილას იყო.ეზოდ ხის მსხვილი სარები ჰქონდა ეზოს შემოღობილი. სახლის პირველი სართული ქვის იყო,მეორე კი ხის. ეტყობოდათ,რომ საშუალოდ შეძლებული ოჯახი იყო. თან ძალიან თბილი ხალხი.ძალიან თბილად მიმღეს და კარგი სტუმარ-მასპინძლობა გამიწიეს. მზეოს ოტახში ავედით,უკვე საკმაოდ გრილოდა.
_ღამით საბანს ვიფარებ ისე ცივა.-მითხრა ღიმილით და კარადიდან მეორე საბანი გამოიღო,-ეს შენთვის.-მითხრა და მის ფართე საწოლზე დადო.-ერთად დავწვეთ ხო?
_ხო,ხო!-დავეთანხმე სწრაფად. თან ვიჭორავებთ ღამით თუ არ დამეძინა.-ვუთხარი სიცილით.
_სანამ დაგვეძინება ვიჭორავოთ.-მასაც გაეცინა,-გოგოებს ეხმიანები ხოლმე?
_აუ არა,საერთოდ არავისთან არ დამირეკავს,რაღაც ისე სწრაფად მიეწყო ყველაფერი...-ვიმართლე თავი.
_გოგო ეს ექიმი?!
_ეგ ექიმი და მკურნალი კი არა,პირიქითაა.-გამეცინა,-ამრია დამრია და კი ვარ ახლა გადარეული.
_შენ კიდე გადარევა გინდოდა?-მასაც გაეცინა.მოვიყევი ყველაფერი ჩემსა და თაბაგარზე,სულ განაბული მისმენდა,დროდადრო თუ წამოიძახებდა "აუ რა ამაგარი ტიპია"-ს.-წამო აქ ახლოს ეკლესიაა და მოვილოცოთ არ გინდა?-შემომთავაზა მზეომ.
_როგორ არა,მინდა.
_კოშკსაც განახებ.სანამ დაღამდება მოვასწრებ რაღაცეები გაჩვენო.-მითხრა თბილი ხმით.
_კარგი,ოღონდ ტაძარში შარვლით ხომ ვერ შევალ?-ჩემს შარვალს დავხედე.
_დაიცა დიდი თავსაფარი მაქვს და შემოიხვიე.-თავსაფარს დაუწყო ძებნა.მალევე გამომიწოდა შავი ფერის ფარტე თავსაფარი,რომელზედ წიტელი ფერის ვარდები ეხატა.
ტაძარი მოვილოცეთ,კოშკიც ვნახე.სურათებიც გადავიღეთ და უკვე ბინდდებოდა სახლში რომ დავბრუნდით.ტელეფონზე გიორგიმ დამირეკა სანამ ეზოში შევიდოდით.მომიკითხა,ხმა განერვიულებული ჰქონდა.აღარ შევეკითხე რა მოხდათქო,ისედაც ვიცოდი მიზეზი ესმა რომ იყო...

...................................

დილით ყველაფერი მშვიდათ იყო ერთი შეხედვით.მხიარულად ვისაუზმეთ,მაშოს ვეთამაშეთ და შუადღისთვის კაკლის ჩრდილში დავსხედით.შინაგანად ძალიან ვღელავდი,რადგან თაბაგარს ესმა უნდა ენახა. შუადღის პირველი დაიწყო და ჯეაც არ შემხმიანენია ექიმი.მე არ დამირეკავს,ვიფიქრე ცუდ დროს არ დავურეკოთქო და თავი შვიკავე ამის გამო.მიუხედავად ჩემი საფიქრალისა,მაინც არ გამომპარვია ჩემი უფროსი დის მოწყენილი თვალები და სევდიანი გამოხედვა.აეთი ნათია მხოლიდ მაშინ მახსოვს როდესაც ქმრის სახლიდან ექვსი თვის ფეხმძიმე,ჩემოდნით ხელში დაბრუნდა.მივხვდი რომ რაღაც აწუხებდა ჩემს დას.მის
განმარტოებას ველოდი,რომ გამეგო მისი დაღონების მიზეზი.
Mეზობელი გვესტუმრა ლიანა და ბებოს მოლაპარაკე გამუჩნდა.სოფო და ელზა რაღაცას ბუტბუტებდნენ ჩუმად.მაშოს დაძინების დრომ მოუწია და ნათიამაც აიტაცა ხელში.
_დავაძინებ და ჩამოვალ მალე.-დაგვიბარა და წავიდა. ცოტა ხანიც ვაცალე და მერე მეც ავედი მაღლა.ფრთხილად შევაღე მისი ოთახის კარი.ნანახმა გული მატკინა,სუნთქვა შემიკრა და ნათიასავით მეც ამატირა.ჩემი და სავარძელში იჯდა,ბავშვი ხელზე ჰყავდა უკვე მიძინებული,თვითონ კი მდუღარე ცრემლებით ტიროდა.ჩემს დანახვაზე სწრაფად მოიმშრალა სახე და თავი გვერდზე გააბრუნა.
_რა მოხდა ნაათ.-ვკითხე თანაგრძნობით და ცრემლიანი ხმით.
_არაფერია,ყურადღებას ნუ მომაქცევ.-მითხრა და სავარძლიდან წამოდგა.მაშო საწოლზე მიაწვინა და ისევ სავარძელში ჩაჯდა.
_დედას და მამას ხომ არაფერი სჭირთ?-გავიფიქრე ხმამღლა და შეშინებული თვალებით ჩემს დას მივაჩერდი.
_არა,ისინი კარგად არიან ღვთის წყალობით.-"რასაა რომ ამბობ"ტონით მითხრა მან.ცოტა დავმშვიდდი.
_აბა რა მოხდა,რატომ ტიროდი,გეხვეწები მითხარი რა გაწუხებს,მეც ვიტანჯები ასეთს რომ გხედავ.არ მინდა მოწყენილი და ცრემლიანი იყო ნათ.-ვუთხარი ლამის ტირილით.
_ამ დილით ჯაბამ დამირეკა.-მითხრა წუთიერი დუმულის შემდეგ.
_შენმა ქმარმა?-წამოვიძხე გაოცებით.-რა უნდოდა?
_აღარა ჩემი ქმარი,მხოლოდ მაშოს მამაა.-შემისწორა ჯაბას წოდება ბრაზით,-ცოლი მოუყვანია და მახარა.-სახეზე მწარე ღიმულმა გადაურბინა ჩემს დას. მე გაოცებისგან ხმას ვერ ვიღებდი,თან არც მინდოდა ზედმეტი ემოცია გამომეწვია და გამემძაფრებინა ნათიას მდგომარეობა.-შორენა მოუყვანია ცოლად.-ვიგრძენი რიგორი ტკივილით ახსენა ეს სახელი. გულმა რეჩხი მიყო და მუხლები ამიკანკალდა.
_ვინ შორენა გოგო?-ძლივს ამოვიდგი ენა.
_ჰო,ჰო, ის შორენა.-თვალებზე ისევ მოადგა ტკივილის ცრემლი.
_შენი შირენა გოგო??-გაოგნებას ვერ ვმალავდი.
_ჰმ!ჩემი.-თქვა ირონიით და დაგუბებული ცრემლი ლოყაზე ჩამოცურდა.
_მგონი დროა მითხრა რატომ დაშორდი ჯაბას.-ვუთხარი კატეგორიული ტონით და მის წინ საწოლზე ჩამოვჯექი.სმენად ვიქეცი.-გეყოს რაც მალე,ყველაფერს აქვს დასასრული და ეგეც უნდა დაასრულო.გისმენ!-ხმა გავიმკაცრე.ნათიამ წამით დამაკვირდა,მერე კი სახე ხელის გულებით გაიწმინდა,ჩაისუნთქა და მხნე გამომეტყველება მიიღო.
_მრცხვენია მისი ცოლი რომ ვიყავი,მრცხვენია,რომ მიყვარდა,მრცხვენია მაშოს მამა რომ არის...-დაიწყო მან,ინტდრესიმკლდა,როდის გადავიდოდა მთავარზე.-შორენა ჩემი დაქალი ხომ გახსოვს?
_როგორ არა,იტალიაში ხომ წავიდა ეგ?-გავიხსენე ნათიას სტუდენტობის დაქალი.-მერე?
_მერს ის,რომ ხშირად მოდიოდა ჩვენთან სახლში,ორსულახ რომ ვიყავი ცდილობდა დამმხმარებოდა რაღაცეების გაკეთებაში და თითქმის ყოველდღე იყო ჩვენთან. Mაგრამ ეს მიზეზი იყო სინამდვილეში,მას ჩემზე კი არ შეტკიოდა გული,თურმე ჯაბას ეპრანჭებოდა.რაღაცას კი ვგრძნობდი,მაგრამ ვერ ვამბობდი,ან როგორ უნდა მეთქვა და ამომეღო ხმა,რომ ჩემი დაქალი და ჩემი ქმარი რაღაცას "მაიმუნებენთქო" ეს ხომ ცილიწამებამეთქი და უნდობლობა ქმრის მიმართ,თან ხომ გახსოვს როგორ ვუყვარდი ჯაბას,რაებს აკეთებდ ხოლმე ჩემთვის.ჰოდა ამიტომ გავჩუმდი,არ გავამახვილე ყურადღება ამ ეჭვზე. მაგრამ ხომ იცი ცოლი პირველი გრძნობს რაღაც არასწორი თუ მოხდება,უნებლიე ფორიაქი დამეწყო.ვცდილობდი არ მენერვიულა ბავშვის გამო,მაგრამ არ გამომდიოდა.ვხედავდი როგორ უახლოვდებოდნენ ერთმანეთს ჯაბა და შორენა,როგორ გამონახეს საერთო ენა,როგორ აღმოაჩნდათ ერთნაირი გემოვნება თურმე ყველაფერში. Gულზე მხვდებოდა ეს ყველაფერი,მაგრამ ვერ ვაკადრებდი საუკეთესო დაქალს და ჩემს საყვარელ ქმარს,არ მომწონს თქვენი ასეთი სიახლოვეთქო.რამოდენიმეჯერ გვიან მოვიდა ჯაბა სახლში,თან ნასვამი.როგორც თვითონ ამბობდა ძმაკაცებთან ერთზდ დალია,ჯოკერში ხან წააგო,ხან მოიგო და თავანი ჩაბარდაო. ერთ დღეს კომპიუტერით ბანკის ანგარიშზე შევედი,-ნათია თანდათან იძაბებოდა,მე კი გული მეკუმშებოდა და მეგონა საცაა გამელევათქო.მომეწურა მთლიანად მFეთქავი ორგანო.-ვხედავ,რომ ბანკის კარტა არის გატარებული ერთ-ერთ ღამის ბარში.ბარის სახელიც და საიგიც ეწერა იქვე. გადავედი საიტზე,ფოტოები იდო ბარის სადაც ინტერიერი იყო ასახული,საკმაოდ გემოვნებით მორთული იჰო ყველაფერი და ინტიმს,რომ უხდება ისეთი ფერის განათება იყო.გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო,ვგრძნობდი რაღაც ცუდი უნდა მენახა იქ.საიტიდან გამოსვლა დავაპირე,მაგრამ რაღაცამ მძლია და დათვალიერება განვაგრძე.ვხედავ ფოტოები ალბომებად იყო დაყოფილი.ერთ-ერთ ალბომს ეწერა "მეჯლისი" და ნიღბებით მორთული ადამიანები მოჩანდნენ.გავხსენი და სურათების თვალიერება დავიწყე,მეჯლისის ფართი ჰქონია ბარს და ყველა იქ მისული კლიენტი ნიღბით იმოსებოდა.სურათებში ასახული იყო თამამად ჩაცმული გოგოები ცეკვისას,ზოგიც მაგიდასთან იჯდა და ფოტოგრაფს ჭიქით ხელში შეჰყურებდნენ ბედნიერი სახეებით."შენ აქ ერთობი არა?" ეს გავიფიქრე თუ არა,მაშინვე ჯაბას და შორენას სურათმა დაფარა კომპიტერის ეკრანი.ორივენი მაგიდასთან ისხდნენ,თვალები ნიღბით ჰქონდათ დაფარული და ბედნიერი სახეებით იცქირებოდნენ.მაგიდა ორ კაცზე იყო გაწყობილი.გული თუ არ გამისკდებოდა მარიამ არ მეგონა,მერე მეორე სურათი,მესამე და უკვე ჩახუტებულები იყვნენ ერთმანეთზე.ეს ფოტოები ერთი თვის წინ იყო გადაღებული მე რომ ვნახე. ერტმანეთს ჩუმად ხვდებოდნენ და მერე ორივე ურცხვად ჩემს გვერდით დგებოდნენ.ისტერიკული ბღავილი ამივარდა,რას ვაკეთებდი არ ვიცი,რომ ვბღაოდი მახსოვს...-ნათიას ლაპარაკი უძნელდებოდა,ცრემლები ორივეს ღაპა-ღუპით გვდიოდა,დავმუნჯდი,მონასმენმა შოკი მომგვარა,ჩემი საწყალი დაიკო,რამოდენა ტკივილი გადაგიტანია თურმე,როგორ უძლებდი ამას,აქამდე როგორ არ სთქვი.ვფიქრობდი და გახევებული შევყურებდი ნათიას,რომელსაც მიტკალის ფერი დასდებოდა და ნსრვიულად ატკაცუნებდა თითებს.-ცოტა,რომ დავმშვიდდი,-განაგრძო საუბარი,_სურათები დავაკოპირე,ბარგი ჩავალაგე და ჯაბას მოსვლას დაველოდე.საღამოს მოვიდა.ჩვეულებისამებრ მაკოცა,მუცელზე მომეფერა და აბაზანაში შესვლა დააპირა."ჯაბა,მოდი ერთი წუთით" დავუძახე მე და კომპიუტერის მაგიდასთან მივედი.ისიც მოვიდა."დაჯექი" უსიტყვოდ დაჯდა, "რა ხდება,რაიმე კარგი ფილმი გაჩითე?" Mკითხა მხიარულად. Aრაფერი ვუპასუხე.დაკოპირებული სურათები გავუხსენი და მის სახეს მივაჩერდი.იმდენად ვიყავი გაბოროტებული და ისე ამოვირეცხე გულიდან ეს ადამიანი ესრთი წამით არ დამწყვეტია გული,როცა ვუთხარი: "მე მივდივარ შენგან." სურათების ნახვაზე მეტად ჩემმა ნათქვამმა გაანადგურა. " არ გაბედო და თავის მართება არ დაიწყო,არ გაბედო და იმის მტკიცება არ დამიწყო,რომ შენსა და შორენას შორიზ არაფერი მომხდარა. გეყოს გამბედაობა და კაცობა,უბრალოთ თქვი სიმართლე.მე არც ერთ ვარიანტში არ დავრჩები შენთან-თქო" ვუთხარი ისეთი მზერით და ხმით,კარგად მიხვდებოდა,რომ არ გადავიდოდი ჩემს სიტყვას.მან კი გაჩუმება არჩია,თავი ჩახარა,რითაც აღიარა ყველაფერი.ჩემოდანს ხელი დავავლე და კარი გამოვიკეტე. ...-ნათია გაჩუმდა.უკვე სუნთქვა მიჭირდა,ცრემლებისგან მთელი სახე მქონდა სველი.ინსტიქტურად ჩემს დას მივვარდი,მის წინ მუხლებზე დავეშვი,თავი კალთაში ჩავუდე და მწარედ ავქვითინდი...

_აქამდე რატომ არ თქვი არაფერი ნათია. იმ უნამუსომ ასე თავისუფლად უნდა იაროს? ან როგორ გაბედა და დაგირეკა მაგის სათქმელად, რომ შორენა მოიყვანა ცოლად.ეგ არაკაცი, მოვკლავ მაგ დამპალს.- სიბრაზე მომერია და კისრის ძარღვები დამებერა.ახლა სიბრალულზე მეტად გამწარებას ვგრძნობდი და სურვილს,ჯაბას მაგრად ცემის სურვილს.- შენ ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ ნაათ, მე ვამაყობ შენით.ბევრი ვერ გადადგამდა ამ ნაბიჯს და ორსული, თან თვეების შექმნილ ოჯახს არ დაანგრევდა.აპატიებდ ქმარს შეცდომას. შენ ძალიან კარგი ხარ,სწორად მოიქეცი ნაათ.- ვეხვეოდი ჩემს დას და ორივენი ვტიროდით.- შენ ძალიან ბედნიერი იქნები,აი ნახავ როგორი ბედნიერი იყო. შენ თავს გეფიცები მე ვიზრუნებ ამაზე. - დავუდე პირობა ბედნიერების ნათიას.
_მე ისედაც ბედნიერი ვარ მარი,თქვენ მყევხართ,მაშო,დედიკო და მამიკო,ბებო.. მე თქვენ მაბედნიერებთ.თქვენი გვერდში დგომის იმედი,რომ არ მქონოდა,იქნებ და მეც ვერ გადამედგა ეს ნაბიჯი და მთელი ცხოვრება ტანჯვაში გამეტარებინა,იმნაირი კაცის გვერდში. - თქვა ჩემმა დამ და ცრემლიანი სახე შეიმშრალა,მერე კი გაიღიმა.რა ლამაზი იყო იმ წუთას ჩემი და,სევდიანი ღიმილი და ნამტირალევი თვალები,მას საოცარ იერს უქმნიდა და ფუნჯით და,ატულ სევდის ქალღმერთს ჰგავდა.
_მიხარია შენი და რომ ვარ! - ვუთხარი მთელი გულით და მაგრად მოვეხვიე ისევ.თვითონაც მომხვია ხელები მაგრად. - არაფერზე არ იდარდო,ყველაფერი კარგად იქნება. - დავამშვიდე და ლოყაზე ვაკოცე.
_უკვე კარგადა ყველაფერი. მე კარგად ვარ.უბრალოდ დღეს ვეღარ გავუძელი და...
_მორჩა დამთავრდა,ყველაფერი უკან დარჩა.წინ ძალიან ლამაზი ცხოვრება გელის,ამის გჯეროდეს. - ვუთხარი გულის ნადები და ჩემი ოცნება. Mან თბილად გამიღიმა მხოლოდ.ჩემმა ტელეფონმა დარეკა და ნათიაზე სათქმელი სიტყვა პირზე შემარჩინა.
_გიორგი რეკავს - წმოვიჭერი უცებ ფეხზე. - დაველაპარაკები და მოვალ ახლავე კარგი? - ვუთXარი ნათიას,მან ისევ გამიღიმა და ხელით მანიშნა წადიო.
_დაბლა ჩავალ მე.- მომაძახა დაბალ ხმაზე ოთახიდან რომ გავდიოდი.
_გისმენ! - როგორც იქნა ვუპასუხე ზარს.
_გეძინა?-მომესმა თაბაგარის თბილი და ბოხი ხმის ტემბრი.
_არა,არ მეძინა,რა ხანია მღვიძავს უკვე. - ვუთხარი მშვიდი ხმით.როგორ ხარ?
_შენი ხმა არ მომწონს,მარიამ!იტირე? - მკითხა შეშფოთებით.
_არაფერია.როგორ ხარ,როგოფ გეძინა? - ვცადე საუბრის შეცვლა.
_არამიშავს,კარგად მეძინა.მეტყვი ახლა რატომ იტირე,თუ ჩამოვიდე მანდ? - მითხრა მკაცრად.
_კარგი რაა,რა უნდა ჩამოხვიდე. ..
_რაიმე ხომ არ გტკივა? - შფოთი უფრო და უფრო ეძალებოდა ექიმს.
_გული მტკივა,სულიც მტკივა - ვუთხარი და ისევ მომერია ცრემლები.
_რა მოხდა მარიამ?! - ხმა გიჟის გაუხდა თაბაგარს.
_ჩემი და-ნათია,მინდა,რომ ბედნიერი იყოს.ის არ იმსახურებდა იმ ტკივილს რაც მიიღი და გადაიტანა.
_ძალიან ხარ აღელვებული,დამშვიდდი ცოტა ძალიან გთხოვ.-მუდარა ჩადო ნათვამში ექიმმა - რა მოუვიდა ნათიას.
_ახლახანს ვსაჰბრობდით და აღელვებული მიტომ ვარ,ძალიან მეტკიინა რაც მოვისმინე.ძალიან მინდა,რომ ბედნიერი იყოს და ანათბდეს ამ ბედნიერებით.- ვუთხარი ექიმს ნაღვლიანი ხმით.
_ეტყობა მეტად დელიკატურ საკითხზე საუბრობდით,არ ჩაგეძევი.ნათია კარგადაც იქნება და მისი ბედნიერებით ყ ელა გაიხარებთ.- დამამშვიდა კარდიოლოგმა,- მთავარია არ დანებდეს და დარდს არ დაუთმოს თავი.მესმის შენი,თან ძალიან კარგად.ელზას რომ რამე ეტკინებოდა გიჟს ვგავდი და ვინმემ,რომ გული ატკინოს ხომ საერთოდ გადავალ ჭკუიდან და დავკარგავ კონტროლს.არ ინერვიულო არაფერზე ჩემი თხოვნა და ამავდროჰლად ბრძანება იქნება ეს! - ბოლო სიტყვები ღიმილით მითხრა.- ხომ არ იტირებ?
_კარგი არ ვიტირებ!.. გიორგი!..იცოდი ჰიუგომ ნათიას რომ დაურეეკა? -ვკითხე და გონებაში წარბები შევყარე,დოინჯი შემოვიტგი და. ცალი ფეხის დაბაკუნება დავიწყე იატაკზე პასუხის მოლოდინში.
_მარიამ,მოდი ჩვენ ნუ ჩავერევით ამ საქმეში.მხოლოდ ერთს გეტყვი,დემეტრეს საკუთარი თავივით ვიცნობ და ვიცი,რომ კარგი ადამიანი. თან ჯიუტიც,-გაეცინა,- რომ იტყვის,შეაკვდება და მაინც გაიტანს მის სიტყვას. Aსეთია ჰიუგო და ამას აქედანვე შეეგუოს ნათია.- მითხრა მრავალმნიშვნოვლად.
_დაიცა და გვაფრთხილებ თუ გვემუქრები? - ახლა მართლა შევყარე წარბები.
_არც ერთი და არც მეორე.თავის საქმეს თვითონ მიხედავენ,შენ არჩაერიო კარგი?
_ცუდათ არ ვერევი,უბრალოდ ნაკლებად დამაჯერებელია ეს ყველაფერი.ერთხელ ნახა მხოლოდ ნათია და ისიც სურათზე,თან ნათიაზ ხომ შვილი ჰყავს...- ვთქვი ეჭვნარევი ტონით.
_როგორც სჩანს ერთი ნახვით კაცის გადარევა გეხერხებად დებს.-გაეცინა ექიმს.მე არა.
_ვინ გადავრიეთ ერთი,ერთი ნახვით? - შევყარე კოპები და გავკაპასდი.ექიმი ისევ იცინოდა.
_შენ მე,ნათიამ ჩემი ძმაკაცი ჰიუგო.სოფიოც გადარევს ვინმეს და ეგა,მეტი რა გინდა?
_ჩაგეხუტო მინდა.- ვუთხარი გაუაზრებლად დამთბარი ხმით,წმიერად ისე მომენატრა და ისე საყვარლად იცინოდა მართლა მომინდა მასზე ჩახუტება.
_ჩემი ტკბილი გოგო.-თითქოს თავისთვის თქვა სიყვარულით სავსე ხმით.- მეც მაგრად მინდა,რომ ჩაგიკრა გულში და სულ გვერდით მყავდე.
_რა ხდება შენკენ?-უცებ შევცვალე თემა და შორიდან მოვუარე მთავარს.
_ყველაფერი რიგზეა... ,- წამით გაჩუმდა, - მოკლე!ყველაფერი რიგზეა.- გაიმეორა ისევ.როგრც სჩანს შეხვდა ესმას და ნასაუბრევი იყო უკვე და თან არ სურდა ჩემთან დეტალები მოეყოლა ჩემთან.არც მე მსურდა მაინც და მაინც.
_კარგია თუ ყველაფერი რიგზეა..- ვუთხარი უემოციოდ.
_ხვალ სამსახურში გავდივარ.-მითხრა და ამით მიმახვედრა,რომ ესმაზე საუბარი მორჩა.
_ე.ი. შენს თანამშრომლებს ბაირამობა უმთავრდებათ ხო? - ვუთხარი სიცილით.
_ეე შემიკალი ხელში შენ რაა.- თვითონაც გაეცინა.
_ხვალიდან ბატონი მრისხანე გიორგი იქნები ისევ, - ხმა სასაცილოდ დავიბოხე და ისე ვთქვი.
_მრისხანე გიორგი განრისხდება ახლა მისი დედოფალი ახლოს,რომ არ ჰავს და ბრძანებას გასცემს მალე მიჰგვარონ მას. - ტვითონაც დაიბო,ა ხმა სასაცილოდ და გაიცინა.
_დედოფალი თვლის,რომ ბატონი გიორგი ძალიან სასაცილოა,დილით შემოვლაზე დაბღვერილი სახით,რომ დადის.- ისევ იმავე ხმით ვუთხარი.
_მართლა სასაცილო ვარ? - მკითხა უცებ სერიოზულად.მის გულუბრყვილობაზე სიცილს ვუმატე.
_ არა,ვიხუმრე.პირიქით,მონსტრივით ხარ.
_ასეა საჭირო სამსახურში, - ხმა მკაცრი გაუხდა.არვიცი მართლა თუ მოჩვენებით.
_ნატალია დეიდა როგორ არის? - ისევ შევცვალე საუბრის თემა.
_არაუშავს,მადლობა,რა ყურადღებიანი ხარ.- მითხრა კმაყოფილმა.- დიდი დიდი პირველი სემესტრი დახურო და მერე ჩემგან ივლი სასაწავლებელში.
_რა მინდა შენთან? - ვკითხე სიცილით გასაბრაზებლად.
_რა გინდა და წყალი რომ მომწყურდება,დამისხავ და მომაწოდებ... ნეტა რა უნდა გინდოდეს სხვა?...- იცინოდა თაბაგარი.
_უწყლოდ თუ იხრჩვები,ბოთლი ატარე თან,რაღა მე მიცდი. - არ ჩამოვრჩი მე.
_არა ცოლის მოწოდებული სულ სხვაა.
_და ცოლი იმიტომ გინდა,რომ წყალი დაგალევინოს?? - გავკაპასდი მოჩვენებით,არადა ერთი გულიანი გაცინება მერჩივნა.
_აბა ცოლი მეტი რისთვის მინდა,რა საჭიროა.
_საწამვლავს ჩაგისხამ იმ წყალში.რად მინდა ქმარი,რა საჭიროათქო ვიტყვი მერე. -ვეცადე სერჯოზულად ნაწყენი ტონით გამომსვლოდა ნათქვამი.გამომივიდა კიდეც.ექიმი დუმდა.
_შენს მოწოდებულს არც წყალს დავლევ და არც საჭმელს შევჭამ, შე ალქაჯო! - მითხრა და ხმამღლა გაიცინა.მეც ავყევი და ცრემლდბამდე ვიცინოდით.....

ექიმს დავემშვიდობე და დაბლა ჩავედი. მეზობელი უკვე წასულიყო. ნათია და ბებო სახლში შესულიყვნენ და სადილის მზადებას შესდგომოდნენ. მხოლოდ სოფო და ელზა შემორჩენილიყვნენ ჩრდილში და ისევ რაღაცაზე ჩურჩულებდნენ.
ნათიას ტკივილი თაბაგარის ზარმა დამიბალანსა და შედარებით მსუბუქად ვსუნთაავდი, ხალისიც მეტად შემმატვოდა, ამიტომ გოგოებისკენ ღიმილიანი სახით წავედი.
_რას გაჩუმდით? - ვკითხე მათ,ჩემი მისვლისას საუბარი შეწყვიტეს.- ისევ გელა? - დავსვი კითხვა,ამოვიოხრე და დაბალ სკამზე მათ წინ ჩამოვჯექი.
_ჰო,- სოფოს ხმა გაპარვოდა.რაღაცნაირად,ყოველთვის ერიდებოდა ჩემთან გელას ხსენება,რატომ არ ვიცი.
_ახლა რაღა ხდება?
_შენთვის არ დაურეკავს? - მკითხა სოფომ და მორცხვად მომაჩერდა.
_არა,არ დაურეკავს.რამე მოხდა? - ავღელდი ცოტათი.
_არა არაფერი,თვითონ გეტყვის. - ეს მითხრა და თან დარეკა ჩემმა მობილურმა,დავხედე გელას ნომერი იყო.გოგოებს წარბ აწევით გავხედე და ზარს ვუპასუხე.სოფო წამოწითლდა,ელზას ჩაეცინა.
_რა ქარმა გადმოგაგდო ჩემკენ გელა? - ვკითხე ხუმრობა ნარევი ირონიით.
_როგორ ხარ მარიამ? - მორიდებული და დამნაშავის ტონი დავიჭირე მის ხმაში.
_კარგად ვარ,კარგად! - ირონიას არ ვიცილებდი. - შენ როგორ ხარ?
_ვიცი ნაწყენი ხარ ჩემზე,ყველაფერს აგიხსნი,აქამდეც უნდა მეთქვა,მაგრამ...
_მაგრამ არაა საჭირო, - ვუთხარი მშვიდი ხმით, - სოფიომ ყველაფერი მითხრა და ამიხსნა უკვე. - ჩემს პატარა დას ამის გაგონებაზე შვების ღიმილმა გადაურბინა.გულში გამეღიმა.
_ჯიგარი ხარ მარიამ. - გახარებული და კმაყოფილი ტონით მითხრა გელამ. - უბრალოდ მადლობა მინდა გითხრა,რომ იმ დღეს დასახმარებლად მე,რომ მომმართე.
_მეიმედბოდი და მიტომ გელა.იმედი მაქვს გაგრძელდება ეს დამოკიდებულება და არაფრის შეცვლას არ მოინდომებ.- მივანიშნე,რომ ცუდათ არ გამოეყენებინა ჩემი ნდობა მისადმი.
_შენს თავს გეფიცები,კბილებით,ბოლო ამოსუნთქვამდე დავიცავ მაგ ნდობას. - გულწრფელად მითხრა გელამ.
_კარგი და ახლა რა უნდა გეთქვა? ვიცი,რომ რაღაცის სათქმელად დამირეკე.
_იმედია არ გაბრაზდები...
_არ გავბრაზდები.-ვუთხარი სიცილით.თავი მართლა დესპოტი მეგონა,ისე კრძალვით მელაპარაკებოდა ჩემი კლასელი და დის შეყ ვარებული.წამით გაჩუმდა და მერე შეპარვით მითხრა.
_ქუთაისში ვარ და სოფოს ნახვა მინდა,გამოუშვებ? - რატომღაც ამ შეკითხვას არ ველოდი და უცებ დავიბენი,ვერაფერი მოვიფიქრე პასუხისთვის.სოფო-ჩემი პატარა და,ჩემს ხელში გაზრდილი ჩემი სისხლი და ხორცი,უკვე პაემანზე უნდა წასულიყო და ამას მე მეკითხებოდნენ. დამაბნეველიც და გულის ამაჩუყებელიც იყო ჩემთვის ეს.წარმოვიდგინე ერთ დღესაც მისი გათხოვების ამბავი რომ გავიგო რა დამემართება.ნათია რომ გათხოვდა იმდენი ვიტირე,ტირილისგან სამი დღე თვალები მეწვოდა.მეზობლებმა რამოდენიმეჯერ "კორვალოლი"-ც კი დამალევინეს.მაშინ ეგოისტური მომენტი მქონდა,ისეთი განცდა მქონდა,თითქოს სხელის ნაწილი წამგლიჯეს და ძალიან მტკიოდა,ვერ ვმშვიდებოდი,იმდენად განვიცადე ნათიას დაოჯახება.იქნებ და ვგრძნობდი კიდეც,რომ ტკივილს მიაყენებდა ეს ნაბიჯი მას.
_ალო,მარიამ! - მეძახდა გელა ყურმილში.
_ჰო,ჰო აქ ვარ.როდის ჩამოხვედი?
_დღეს დილით,დეიდაშვილთან ვარ ახლა.გამოუშვებ სოფოს? - შემახსენა შეკითხვა.
_ოღონდ მარტოს არა და თან მალე დაბრუნდება,შენთან ერთად... შევთანხმდით? - რა უნდა მოხდეს ისეთი,რომ მე იმ წამს ჩემი პატარა დის გაბრწყინებული თვალები დამავიწყდეს.
_იმენნა ჯიგარი ხარ მარო,მადლობა,გაიხარე. - სიხარულს ვერ მალავდა ჩემი კლასელი.
_ოღონდ ხვალ.დღეს უკვე გვიანია ქუთაისში წამოსასვლელად და მერე უკან დასაბრუნებლად. - შევახსნე.
_კარგი,იყოს ხვალ.როგორმე გადავიტან ამ ღამესაც. - გაეღიმა გელას.
_ნუთუ ასე ძალიან?
_ასე ძალიან მარიამ,ასე ძალიან. - ხმა დაუთბა ჩემს კლასელს.
_კარგია,.. კარგი დროებით გელა. - ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ისევ სოფოს მივუბრუნდი.ყურები აწითლებოდა. - დღეს ადრე დაწდქი,დილით ადრე ხარ ასადგომი და ჭკვიანად იყავი. - გავაფრთხილე სიყვარულით ჩემი პარადა დაიკო და ფეხზე წამოვდექი.სოფოს თვალებიდან მადლობის მზერა სჩანდა.

დილით ორივენი ელზაცა და სოფოც უთენია ადგნენ.მათმა კაკუნის ხმამ გამაღვიძა.
_მარი,მე ვერ წავყვები სოფოს, - მითხრა მორიდებით ელზამ.-გიომ,რომ დამირეკოს მაგ დროს და მკითხოს სად ხარო,ტყუილსაც ვერ ვეტყვი და მარტალსაც ვერ გავუმხელ.
_ვიცი ჩემო გოგო,- მივეფერე თმებზე ელზას, - შენი გაშვება არც მიფიქრია,უბრალოდ გელას და სოფოს რეაქცია მაინტერესებდა,რომ ვთქვი მარტოს არ გამოვუშვებთქო.ბედი ამათი,-ვთქვი სიცილით,- რომ რეაქცია დადებითი იყო.ამიტომ,სიფო მარტო წავა და იმედია ბატივით არ გაიბნევა სადმე.-ორივეს გაეცინათ.- წადი ჩაიცვი რას მიყურებ,მიდიი! - დავაჩქარე სოფო და ისინი ჩქარი ნაბიჯებით გავიდნენ ოთახიდან.
Nათიასთვის ნათქვამი მქონდა და იცოდა რაც ხდებოდა,ერთი ჩაიცინა მხოლოდ და "სოფი,სოფი" თქვა.ლაარასთვის უნდა გვეთქვა ახლა რაღაც ისეთი,დმაჯერებელი,რომ ყოფიყო და სოფოს მასწავლებელი მოვიმიზეზეთ,წიგნები ჩამოუტანა ვითომ სოფოს და მის მოსატან უნდა წასულიყო.ლამრომ შეიცხადა:
_რაია აგი რა უბედურება,არც ზაფხული იცით და არც დასვენება? კი იძახოდა ლენინი წავლა,სწავლა და სწავლაო,მარა თავი მეიკალითო კი არ უთქვამს ი ცხონებულს და ზაფხულშიც ისვლეთო.
_ბებო შეიცვალა განათლების სისტემა და ლოზუნგიც.ბევრს ითხოვენ ძალიან ბევრს.- დავამშვიდეთ თითქოს ლამარა.
სოფო წავიდა.
ექიმის ,,დილამშვიდობისა" მომივიდა მობილურზე.მეც წარმატებული სამუშაო დღე ვუსურვე და ისევ გავაგრძელე ძილი.
შუა დღე იყო უკვე რომ გავიღვიძე.წოლისგან გვერდები მტკიოდა.ძლივს ავიტანე ტანი.მობილურს დავხედე ჩამი ჩუმი არ ისმოდა. არც გაცდენილი ზარი და არც შეტყობინება იყო. დაბლა ჩავედი,პიჟამოები თან მეცვა,დამეზარა გამოცვლა. სახლში სანამ შევიდოდი უცხო ხმა გავიგე კაცის,ბებიას ელაპარაკებოდა,ტანზე დავიხედე და უმალვე უკან შემოვბრუნდი,ასე ტრუსებით რომ მნახოს გული გადაუქანდებათქო,ვიფიარე და კიბეები ავირბინე.ისევ დავწექი საწოლში,მოღრუბლული ამინდი იყო და სასიამოვნოდაც გრილოდა.ღია ფანჯრებში თავისუფლად შემოდიოდა სიგრილით და ღრუბლით გაჟღენთილი სუფთა ჰაერი. ხარბად შევისუნთქე და თვალები დავხუჭე.ფიქრებით თაბაგართან მივედი,უკნიდან მივეპარე,კისერზე ხელები მოვხვიე,ყელში ვაკოცე და მივეკარი.ვგრძნობდი მის აჩქარებულ გულის ცემას და შზუილით მოძრავ სისხლს,რომელიც ვნებას აეხმაურებინა.სიამოვნებისგან სახეზე კმაყოფილი ღიმილი დამთამაშებდა.ფიქრებიდან ჩემი მობილურის ზარმა გამომიყვანა,სახე მივღუშე,რა დროს დარეკვა იყო ახლათქო გავიფიქრე,,მაგრამ,რომ დავხედე ეკრანს და "უჟმური" ეწერა,ლამის გადმოვხტი საწოლიდან,ისე გამიხარდა.
_არ თქვა ახლა მეძინაო. - მკითხთა მაშინვე,როგორც Kი ვუპასუხე ზარს.
_ახლა გავიღვიძე და ვფიქრიბდი.
_ჰოო?თან რა კარგი ამინდია სრულიად საქართველოში ფიქრისთვის.რაზე ფირობდი? - მკითხა ეშმაკურად.
_შენზე...
_რაო მერე რა გითხრა?
_ ჯერ არაფერი უთქვამს,მხოლოდ ჩახუტება მოვასწარი და მერე ტელეფონის ზარმა არ მაცალა. - ვუთხარი სიცილით.
_რამეს აპირებდი კიდე? - სიცილით გაიკვირვა ექიმმა.
_არ გამოვრიცხავ.
_სერიოზულად?? - სიცილი შეწყვიტა.
_როგორ მიდის საქმეები სამსახურში? - გადავუტანე საუბარი.ავარიდეს პასუხს.
_მშვიდობაა,ჭკვიანად არის ხალხი.- მითხრა ღიმით.
_უნდა გავიდე,მეძახიან.- დავაჩქარე საუბრის დასრულება რადგან ნათია შემოვიდა ოთახში განერვიულებული სახით.ექიმს დავემშვიდობე.
_მარიამ ელიკომ დარეკა,ჩვენს ზედა სართულზე,რომ ცხოვრობს. - დამასწრო,სანამ რაიმდს ვკითხავდი.
_მერე? - გადმომედო ჩემი დის შფოთი.
_წყალის მილები დაზიანებულა და მისგან,ჩვენთან წყალია ჩასული.კარებს გაღება უნდა და ნახვა..გასაღები კი ჩვენ გვაქვს,ვინ გააღებს იქ კარებს.
_ვაიმეე ჩემი ვანაა მომსპარია თუ არის ყველაფერი.. - შევიცხადე და საწოლიდან წამოვხტი.
_მარტო აბზანა კი არ ჰოლიც მომსპარი იქნება და შეიძლება საძინებლებიც.მარიამ უნდა წახვიდე. - მითხრა შეწუხებული სახით.სხვა გზა არ იყო თბილისში უნდა წავსულიყავი,თან სასწრაფოდ და მენახა რა მდგომარეობაში იყო ჩემი სახლის ჭერი მეზობლისგან დატბორვის შემდეგ.
საღამოს ექვს სათზე უკვე თბილისის მარშუტში ვიჯექი.
Mანქანა ნათიას დავუტოვე,იქნებ და ბავშვს დასჭირდე რაიმე ღამით-თქო,თან მე არ ვიცოდი როდის დავბრუნდებოდი უკან,შეიძლება მეორე დღესვე,შეიძლება რამოდენიმე დღეც დავრჩენილიყავი...

თბილისში ისე ჩავედი თაბაგარს ერთხელ არ დაურეკავს,არც მე დავურეკე,ვიფიქრე სიურპრიზს გავუკეთებთქო.სახლში მისულმა,ვიგრძენი როგორ მომნატრებია ჩემი სახლი.გასაღები კარებს მოვარგე და გავაღე.სახლიდან ნესტის და მარტოდ დარჩენილი საცხოვრებლის სუნი შემომეფეთა.შუქი ავანთე და მაშინვე აბაზანისკენ გავქანდი.ლამის გული შემიღონდა ნანახისგან.აბაზანის ჭერი განაცრისფერებული დამიხვდა.ნაცრისფერი მოსდებოდა ჩემი საძინებლის ნახევსარ ჭერს და ვანა-ტუალეტის წინ პატარა ჰოლის ჭერსაც.აშკარად საჭიროებდა სარემონტო სამუშაოებს.ელიკოსთან ავედი,ჩემმა ნახვამ გაახარა.მომიბოდიშა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო და იქვე დასძინა,რომ რემონტის ხარჯებს თვითონ დაფარავდა. მამას გადავურეკე,მომხდარის შესახებ შევატყობინე,ძალიან შეწუხდა და მავრამ მითხრა,რომ ელიკოსთვის ერთი თეთრიც არ გამომერთვა.მეზობელს ვაცნობე,რემონტს საკუთარი ხარჯებით გავუმკლავდებითთქო.გაიხარა ქალმა.სახლში დავბრუნდი,კიდევ ერთხელ შევავლე თვალი დატბორვისგან განაცრისფერებულ ჭერს და სამზარეულოში გავედი.ჯერე ნათიას დავურეკე,გავაგებინე ყველაფერი,მერე კი თაბაგარს.
_სად დაიკარგე? - ვუთხარი საყვედურით
._ახლა გამოვედი საავადმყოფოდან. ძალიან მძიმე დღე მქონდა შვებულების მერე.- მითხრა დაღლილი ხმით
._რა მოხდა? - ვკითხე თანაგრძნობით.
_ჩვილი პაციენტი მყავდა,თანდაყოლილი გულის მანკი აგმოაჩნდა და ოპერაციაზე გავგზავნე.ხვალ დილით უკეთებენ. ძალიან იმოქმედა ჩემზე იმ პატარამ და მისი მშობლების რეაქციამ,რო ა დიაგნოზი გავუცხადე... მოკლედ, ბავშვებთან მიმართებაში რთულად გადამაქვს ნებისმიერი ავადმყოფობა. ისინი ხო ისე უსუსურები არიან...
-ისეთი სითბოთი და სიყვარულით ახსენებდა ბავშვებს,მიუხედავად სამწუხარო ამბის მოსმენისა,სახეე ღიმილმა გადამირბინა.
_ძალიან სამწუხაროა. - ვთქვი სიბრალულით.
-ბავშვები ძალიან გიყვარს არა? - ვკითხე ღიმილით.
_კი რათქმაუნდა. სხვისებზე ვგიჟდები და ჩემი რომ მეყოლება არ ვიცი რას ვიზამ ალბათ ჩამეყლაპება. - ხმა მხიარული გაუხდა უცებ ექიმს.ჩამეცინა.
-ჩვენ გვეყოლება სუპერი შვილი. - თქვა მერე სიცილით.
_ჩვენ? - გავიკვირვე მოჩვენებით.არადა ოცნებებში უკვე ორი შვილი მყავდა თაბაგართან.
_დიახ ჩვენ. - თითქოს ეწყინა. - მაგას როგორ მეკითხები მარიამ?-აშკარად ეწყინა.
_გეხუმრე, - ვუთხარი სიცილით.
_მე მზად ვარ უკვე ცოლად მოგიყვანო და შენ მაგ კითხვას სვავ?
_კარგი ჰო გეხუმრეთქო. - ახლა მე ვიწყინე. - და ისე მე არ უნდა მკითხო მოგყვები თუ არა? - ვცადე მისი გაღიზიანება
._გკითხავ ფორმალობისთვის, თორემ ისე არ მაინტერსებს მომყვები თუ არა. ჩემი ცოლი გახდები,ეს უკვე გადაწყვეტილია კარგა ხანია. - მითხა მტკიცე ტონით.
_ჰოო? - ირონია გავურიე ხმაში.
_კიდე არ გჯერა?
_არა!
_არაუშავს,ეგ არაა სირთულე.
_ახლა სად ხარ? - ვკითხე და ისე წამომიარა სურვილმა,რომ მას ჩავხუტებოდი,გამაკანკალა.მის სურნელს ვგრძნობდი უკვე და მისი გულ-მკერდის სითბოს,გულში ჩაკვრისას რომ მოდიოდა
._მამოწმებ? - მკითხა სიცილით.
_რო რამე,მეტყოდი?არ დამალავდი?
_არ მივალ მაგ დონემდე მარიამ,ტყუილის თქმა რომ დამჭირდეს შენთვის.- მითხრა გულწრფელად.
_ანუ მქონდეს იმედი ქალებში რომ არ წახვალ?- გამეცინა.
_მარიამ ამხელა კაცი ვარ.- თვითონაც გაეცინა, - ისე როგორ გავძლო.
_მითუმეტეს ამხელა კაცმა თავი უნდა აკონტროლოს.-ვთქვი თითქოს წყენით. არადა გაცინება მინდოდა.
_გოგო ცოლიანები დაძვრებიან ქალებში და მე უცოლომაც არ ვიარო? - ისევ იცინოდა.
_იარე ბატონო,იარე. წყალსაც დაგალევინებენ და ბადაგსაც.-სიბრაზე დამეტყო, ჩემდაუნებურად.
_ვივლი აბა რას ვიზამ,თან ერთთან კი არა,ხუთთან ერთად.-სიცილს არ წყვეტდა ექიმი.
_ავად ხარ? - ვკითხე. სერიოზულად.
_არა,რატომ? - გაიკვირა ინტერესით.
_აბა ხუთი რაამბავია? - უცებ სიცილი წავარდა თაბაგარს.
_ამხელა კაცი ვარ ნუ გავიწყდება.
_არ ხარ სანდო შენ. აუტკივარ თავს ვერ ავიტკივებ.არ მოგყვები ცოლად.ასეთი ქმარი არაფერში მჭირდება.- ვეცადე სერიოზული ვყოფილიყავი.
_ახლა ჩამოვალ მანდ და გაჩვენებ შენ როგორი ქმარიც გჭირდება.- დამემუქრა მხიარული ტონით.
_როგორი?
_ზუსტად ისეთი,როგორიც მე ვარ.- წარმოსთვა მაღალ ფარდოვნად და დამაჯერებლად,რასაც მერე მისი ხარხარი მოჰყვა,
- რას გიპასუხებდი გეგონა?
_მეგონა მეტყოდი ერთგული და ისეთი სულ,რომ ეყვარებიო.
_მერე მე მასეთი არ ვარ?
_ხარ?
_სოფელში მოვდივარ ახლავე.-მითხრა მკაცრად წამიერი დუმილის შემდეგ.მივხვდი არ სტყუოდა,ისეთი ხმა ჰქონდა
._არ ვარ სოფელში. - ვუთხარი შეპარვით.
_აბა სად ხარ? - ისევ მკაცრი ჰქონდა ხმა.
_თბილისში.სახლში ვარ
_რა თქვი? - ლამის მიყვირა.
_თბილისში ვარ-თქო.- გავუმეორე მშვიდად.
_მერე ამას ახლა მეუბნები?
_რა მნიშვნელობა ჰქონდა?შენ სხვა გეგმები გაქვს მაინც,ქალებში ხარ წასასვლელი თურმე.- გავითამაშე მის ნერვებზე.
_შენ ახლა იცი რისი ღირსი ხარ? - მიღრიალა ყურმილში.პასუხის თქმა ვერც მოვასწარი ისე გამითიშა ტელეფონი.გაკვირვებით გავხედე მობილურს და ისევ გადავრეკე,მაგრამ "აბონენტი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან"-ო იყო პასუხი. ავღელდი და ხელებმა თავისით იწყეს ცახცახი.ვერ ვმშვიდდებოდი,ალბათ ძალიან ვაწყენინე და ასე იმიტომ მიქცა,ტელეფონი გათიშა საერთოდ.Aსე ნერვიულბაში გავატარე დაახლოებით ოცი წუთი.ბოლოჯერ ვცადე დარეკვაა,ისევ გამორთული დამიხვდა.ხვალ საავადმყოფოში მივაკითხავ და იქ ვნახავ,გავიფიქრე და დასაძინებლად წავედი.სოფოს ოთახში უნდა დამეძინა.მანამდე კი ბანაობა გადავწყვიტე.ის იყო შხაპი მივიღე და პირსახოცი მოვიხვიე,რომ კარზე ბრახუნი ატყდა.მოულოდნელობისგან შევხტი. ჩქარა წავედი კარისკენ და გავძახე.
_ვინ არის? - პასუხს დააგვიანდა და ჭუჭრუტანაში გავიჭყიტე. კარებთან თაბაგარი იდგა. ისე სიხარულით გამოვაღე კარი,დამავიწყდა პირსახოც შემოხვეული,გაწუწული რომ ვიყავი.ექიმს ერთი გავუღიმე და კისერზე შემოვხვიე მაგრად ხელები.წამით დაბნეული და გაშეშებული იდგა თაბაგარი,მერე ნელ-ნელა დამადო ზურგზე ხელები და თანდათან ძლიერად მიჭერდა.თავი ჩემს კისერში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა.მისი ცხელი სუნთქვა მთელ ტანში ჟრუანტელს მგვრიდა.ორივენი ჩუმად ვიყავით, არ იყო სიტყვები,არ იყო მტკიცება,იმისა,თუ როგორ გვენატრებოდა ერთმანეთი... ვიყავით მხოლოდ ჩვენ,ჩვენი გაორმაგებული გულის ცემა,ჟრუანტელ დავლილი სხეულები და ჩახუტება,რომელიც ყველა სათქმელზე მეტს ამბობდა.როგორც იქნა მოვიფიქრე,რომ მომეხსნა ხელები ექიმის კისრიდან,ისე მარწუხებივით მქონდა შემოხვეული.
_არ გელოდი. - ვუთხარი ჩურჩულით და ყელზე-ყურის ძირში ფრთხილად შევახე ტუჩები თაბაგარს.მან კიდევ უფრო ძლიერად შემომხვია ხელები.ცოტაც და ძვლები ატკაცუნდებოდა.
_შენთან საჩხუბრად მოვედი,შენ კი ისეთი შეხვედრა და დახვედრა მომიწყვე..- მითხრა შეცვლილი ხმით და ჩემს სველ,მოღეღილ გულ-მკერდს დააჩერდა,რომელსაც ძლივს მალავდა პირსახოცი.წამოვწითლდი.
_შემოდი.- შევიპატიჟე შიგნით,ისიც შემომყვა. - აქ დამელოდე,მოვალ ახლავე.- სამზარეულოსკენ მივუთითე,მე კი სწრაფად შევედი ოთახში და სახელდახელოდ რაც ვნახე ის გადავიცვი.სველი თმები შევიკარი კოსად და ექიმთან გავედი.
_რატომ არ მითხარი თუ ჩამოსვლას აპირებდი? - მკითხა და თავისკენ მიმიზიდა,წელზე შემომხვია ხელები და ძალიან ახლოს მომიტანა სახე.
_უცებ გადაწყდა,მეზობელმა დარეკა და... რემონტი უნდა გავაკეთო სახლში.ალბათ ერთ კვირაზე მეტხა.ს მომიწევს აქ ყოფნა. - ვუთხარი და მის განიერ ბეჭებზე ჩემოვაწყვე ხელები.კიდე უფრო ახლოს მიმიზიდა და მისი ბაგეები ჩემსას შეეხო,ისევ დამიარა ჟრუანტელმა,ექიმს ჩაეცინა და უფრო თამამად განაგრძო კოცნა,მეც ავყევი.ხელები გადაადგილა ჩემს სხეულზე და მოხერხებულად დაატარებდა.ცალი ხელი თეძოს ჩააყოლა და მოკლე სარაფანში შემიცურა,ნელ-ნელა მაღლა წამოიღო და ზურგზე დამიწყო ფერება.ვგრძნიბდი,რომ ღრმად ვტოპავდით,მაგრამ გაჩერება არ შეგვეძლო...ბოლოს უკვე,როცა ექიმის თვალებს ჩავხდდე,ძალა მოვიკრიბე და მის ტუჩებს მოვწყდი.
_ძალიან არ შევტოპოთ. - თქვი სვენებ-სვენებით.
- ჯერ ადრეა... თან მე... სხვანაირად მაქვს წარმოდგენილი ეს ყველაფერი..- ვუთხარი მორიდებით.კარდიოლოგი მდუმარედ მიყურებდა,ვხედავდი,როგორ დაბერვოდა კისრის ძარღვები და დაჭიმვოდა სხეული.მერდ ერთი ჩაიცინა გულზე მიმიკრა.
_კარგი,მაპატიე..ცოტა ზედმეტი მომივიდა.. მაგრამ ისეთი გემრიელი და მადის აღმძვრელი ხარ,თავის შეკავება მიჭირს,უნდა ვაღიარო.- დააყოლა ღიმილით.მე არაფერი მითქვამს,უბრალოდ ვიყუჩე მის გულზე და ძლიერად მოხვეულ მკლავებში........

__წამო ჩემთან წავიდეთ სახლში,აქ მაინც ვერ დაიძინებ,როგორი ნესტის სუნია შენ თვითონაც ხომ გრძნობ.- მითხრა ექიმმა,როდესაც დაზიანებულ ჭერს მოავლო თვალი.
_შენთან?- გავიკვირვე.
_ჰო ჩემთან.მალე ისედაც შენი გახდება რაც ჩემია.- კმაყოფილს გაეღიმა ამის თქმისას.
_უხერხულია შენთან.- ვიუარე შემოთავაზებული წინადადება.თაბაგარმა სწრაფი და მკაცრი მზერა მესროლა უხმოდ.
_კარგი ჰო მოვდივარ.- ვუთხარი სიცილით,უსიტყვოდაც მივხვდი რას მეუბნებოდა ამ გამოხედვით.
_აიღე რაც გჭირდება და წავედით.- მითხრა მკაცრი ხმით.
_და შენ ასე უნდა მებღვირო? - ვკითხე ცინიზმით.
_გელოდები მიდი.- "ჰო"-ვო მიპასუხა ამ ორი სიტყვით.
_კარგი.-ხელის ჩანთაში პიჟამოები და შიდა თეთრეული ჩავიდე,სარკეში საკუთარ თავს მოვავლე თვალი,თმა გავისწორე და ექიმთან გავედი.
_წავედით,მზად ვარ.- ვუთხარი და თან გასაღები მოვიმარჯვე კარის ჩასაკეტად.
_წავიდეთ.- ხმა მოლბობოდა კარდიოლოგს.მანქანა ორ სართულიანი,ფინური ნაშენი სახლის წინ გააჩერა.სახლს გალავნის მსგავსი ღობე ერტყა გარს.ჭიშკარი ვერცხლის ფრად ბზინავდა,ჩატანებულ ფიგურებიდან ეზო მოჩანდა,რომელიც ლამპიონების ჯარს გაენათებინა.მანქანიდან არც გადმოსულა გიორგი,ჭიშკარმა თავისით დაიწყო გაღება.ჩემს წინ ლამაზი კარ-მიდამო გადაიშალა.ლამპიონების შუქზე სახლი კრემისფერი მოსჩანდა.პირველ სართულს ფართე ფანჯრები ამშვენებდა,გვერდით და საკმაოდ დიდი აივანი ჰქონდა სადაც დაწნული სკამები და მაგიდა იდო.მეორე სართულსაც შევავლე თვალი.წინა მხარეს თეთრი ბირკვილებით გარშემორტყმული აივანი იყო.მანქანა ეზოში გააჩერა და მერე მე გადმომხედა.
_მოვედით.- მითხრა მშვიდად.
_ეს არის შენი სახლი? - აღფრთოვანება ვერ დავმალე.
_აბა მეზობელთან ხომ არ მიგიყვანდი?- გაეცინა ექიმს.
_ჰო რავი..- ჩავილაპარაკე დარცხვენით.- ძალიან ლამაზი სახლია.- შევუქე საცხოვრებელი.
_მადლობა,წამო გადავიდეთ.-მანქანიდან გადმოვედით და ეზოს კიდევ მოვავლე თვალი.ღობის გაყოლებაზე ლამპიონის ბოძები იდგა და არე-მარეს მცველებივით დაჰყურებდნენ.სახლის წინა მხარე,სადაც ფართე ფანჯრები იყო,ფერადი ყვავილების ბუჩქები იწონებდნენ თავს ამაყად.მიწა კი მწვანეს დაეფარა და მთლიანობაში,ღამის და ნათურების ფონზე,საუცხო შესახედაობას ქმნიდა.სახლის კარი გასაღების გარეშე გააღო ექიმმა,შუქი აანთო და თავი ბოლო დონის,თანამედროვე,ევროპული სტილით მოწყობილ მისაღებ ოთახში აღმოვჩნდით,სადაც ყავისფერი და კრემისფერი სჭარბობდა ირგვლივ.იმდენად მომეწონა ნანახი,სიამოვნებისგან დამბურძგლა.
_დედაა!- დაიძახა უცებ თაბაგარმა,წამში გამოვედი ეიმფორიიდან და გაფართოებული თვალებით შევხედე ექიმს.მან მხოლოდ ღიმილით შემომხედა და ხელი ჩამკიდა.სვლა განაგრძო ოთახის ბოლო,თეთრი კარისკენ.
_დაიცა აქ... აქ...- დაბნეულმა სიტყები ვერ მოვძებნე.კარდიოლოგმა დედამისთან-ნატალიასთან მიმიყვანა.
_კარგი ნუ ღელავ. რა ფერი გადევს მარიამ.- მითხრა სიცილით.
_ვიცი,რომ ძალიან შემრცხვება..- ჩავილაპარაკე ჩუმად და თან თეთრი კარიც გაიღო.როგორც ყოველთვის ახლაც "დამა ქალივით" მდდიდურად გამოიყურებოდა თაბაგარის დედა. ჩვენმა დანახვამ ერთგვარი გაკვირვება და სიხარული აღუბეჭდა სახეზე.
_როგორ ხარ ნატო?- მხიარულად მოიკითხა დედა ექიმმა.
_კარგად ვარ დედი.. მარიამ..- აშკარად დაიბნა ქალი.
_ა რომ შემჭამე, ცოლი ცოლიო,აჰა მოგიყვანე ჩემი ცოლი.-მხიარულად გაარკვია დედა თაბაგარმა. გაოცებისგან ცივმა ოფლმა დამასხა და ინსტიქტურად ხელი მაგრად მოვუჭირე ექიმს.
_რა თქვი გიორგი? - დამასწრო შეკითხვა ჩემსავით გაკვირვებულმა ნატალიამ
._შენი რძალია ეს გოგო. - დაბნეულობისგან და გაოცებისგან ენას ვერ ვძრავდი,სათქმელს თაბაგარს მაგრად ჩაჭიდებული ხელით ვეუბნებოდი.
_გიორგი... მარიამ...- ხმა აუთრთოლდა ნატოს და თვალებიც ცრემლებით აევსო.
- როგორ გამახარეთ შვილებო.- თქვა ჩურჩულით ქალმა და დედა-შვილურად გულში ჩამიკრა,უნებურად მეც მომერია ცრემლი.
_მშია ნატო,საჭმელი არაფერი გაქვს? - ჰკითხა ექიმმა დედას და იმ ოთახში შევიდა საიდანაც ნატალია გამოვიდა.ტელევიზორის და სასადილო ოთახი ყოფილა. ტყავის სამეული,ოვალური რვა სკამიანი მაგიდა,კედელზე მიმაგრებული ფართე ტელევიზორი და მინებიანი კარადა იყო მოთავსებული ამ ოთახში.შოკში ვიყავი,ხმას ისევ ვერ ვიღებდი.
_გილოცავთ,იბედნიერეთ,იხარეთ იმრავლეთ და დედაღვთისა გფარავდეთ მუდამ.- დაგვლოცა ნატომ და ცრემლიანი თვალები ამოიწმიდა
._მადლობა დედა. - ექიმმა პატარა ბავშვივით აკოცა დედას ლოყაზე.
_ისე მოულოდნელი იყო... დაბნეული ვარ... რაიმე თუ შემეშალოს,არ გეწყინოთ.-გვითხრა ნატომ.მეგონა ჩემი სათქმელი მეწერა შუბლზე და იქ წაიკითხათქო.
_არა,პირიქით,ბოდიში,რომ ასე გაუფრთხილებლად მოვედით.- ბოლო სიტყვაზე ექიმს გადავხედე და მკაცრი მზერით შევხედე.
_რისი ბოდიში შვილო..ეს დღე ჩემს ცხოვრებაში,უბედნიერესი დღეა.- ისევ აცრემლიანდა ექიმის დედა.
- ახლავე გავაწყობ სუფრას.აქ დასხედით თქვენ.- დაფუსფუსდა უცებ ქალი და გვერდით ოთახში ჩქარი ნაბიჯებით გავიდა.
_ახლა იცი რა მინდა? - გამოვცერი კბილებში და თაბაგარს მრისხანე თვალები შევანათე.
_მოიცა ნუ ჩქარობ,გველაფერს თავისი დრო აქვს.ვჭამოთ საჭმელი და წავიდეთ მერე,ჩვენს საძინებელს გაჩვენებ.-მითხრა სიცილით.- იქ მითხარი "რაც გინდა" - დააყოლა შეცვლილი ხმით.
_მიგახრჩო მინდა,აი ასე.-ვუთხარი ისევ სიბრაზით და ყელში ვწვდი ორივე ხელებით.ექიმი იცინოდა და ჩემი ძალის დემონსტრირებისთვის დროს და საშუალებას მაძლევდა.უცებ სიცილი შეწყვიტა,სერიოზული სახით დამაკვირდა,წელზე მომხვია ხელი და ახლოს მიმიზიდა,თითქმის მასზე ვიყავი აკრული.
_შენ ჩემი ცოლი ხარ! - თვალებში ჩამხედა და ისე მითხრა.
_ასე არ უნდა მომხდარიყო... დედას და მამას რა პასუხი გავცე? ჩემს დებს და ლამარას რა ვუთხრა?- ხმა ამითრთოლდა და ცრემლები მომაწვა.
_მარიამ ყველაფერს მოევლება,ნუ ინერვიულებ.-მითხრა მტკიცე და დამაჯერებელი ტონით.
_არ მინდოდა ისე გავთხოვილიყავი როგორც ნათია... დედა და მამა არ იმსახურებდა ამას.-უკვე ვტიროდი.
_არც გათხოვილხარ შენ ისე. აქ დამნაშავე მე ვარ.. მოგიტაცე,ასე გამოდის.ასე რომ მამაშენის წინაშე მე ვაგებ პასუხს.- გამიღიმა ექიმმა.- რაღაცას გეტყვი ახლა...შენს მამიკოს ველაპარაკე რამოდენიმე დღის წინ ტელეფონით..
_რაა?- გავვოცდი.
_ჰო ველაპარაკე,ვუთხარი ვინ ვარ და რა მაკავშირებდა შენთან.იცი რა მითხრა?- გაეცინა.- "მარიამს რომ გული ატკინო,გიპოვნი და ტვინს გაგიხვრეტ!"-ო. შენ ხარ დაგრჩობით მემუქრები,მამაშენია და ტვინის გახვრეტით მეჩემება, "აპასნი" ხალხი ხართ თქვენ! - ჩაილაპარაკა კოპებ შეყრილმა ექიმმა და სასაცილოდ შემომხედა
._რა შარში გაყავი თავი არა? - ხმა მხიარული გამიხდა უცებ.
_იქეთ გამოვდივარ,მოტყუებული და მოტაცებულიც მგონი.-გაიცინა გიორგიმ და მეც ამიყოლია.
-აი ასე! სიცილი უფრო გიხდება ჩემო ალქაჯო და ნურასოდეს მოიწყენ კარგი? - მითხრა თბილი ხმით და შუბლზე მაკოცა
.-დღეს თუ არა ხვალ მაინც ჩემი ცოლი იქნებოდი და ნუ განიცდი,რომ ეს დაუგეგმავად მოხდა. გაცვეთილ ფრაზებს "ცოლად გამომყვები? Mინდა ჩემი ცოლი გახდე! ჩემზე იქორწინებ?"ამას ასე სჯობდა.ერთმანეთი გვიყვარს,არ ვართ პატარები.ოჯახის შესაქმნელად კარგი თუ არა,ასე თუ ისე დამაკმაკმაყოფილებელი ასაკი გაქვს.მალე ოცდაერთის გახდები.ჩემი ასაკიც გაითვალისწინე ოცდაათისა ვარ უკვე.შენ იმდენად უხდები ჩემს ცხოვრებას,ვალდებული ვარ გაგიფრთხილდე, გვერდით დაგიდგე და ყველაფერში ხელი შეგიწყო.ამას მარტო შენ გამო კი არ გავაკეთებ,ამას ჩემ გამოც ვიზამ,,იმიტომ,რომ როცა შენ ბედნიერი იქნები.... ჩემთვის ესაა მთავარი..- სულგანაბული ვუსმენდი თაბაგარს და სიხარულისგან და ბედნიერებისგან მაჟრჟოლებდთან.მიხაროდა და მაბედნიერებდა ის ფაქტი,რომ ექიმი კარდიკლოგი გიორგი თაბაგარი მდ მეკუთვნოდა და მე მისი ვიყავი
.-თან მამაშენიც საქმის კურსშია - დასძინა ბოლოს ღიმილით.ოთახში ნატალია შემოვიდა თეფშებით ხელში.სიყვარულით და ბედნიერებით სავსემ მოგვავლო თვალი და მაგიდასთან მიგვიწვია.
_საძინებელს გაგიმზადებთ და ახლავე ჩამოვალ.- გვითხრა ნატომ და შიდა კიბის სფეხურები სწრაფად აირბინა...

კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო,გამოგონია ასეთი გამოთქმა. ალბათ, როდესაც მე ჩემი ცხოვრების გეგმებს ვაწყობდი, უფალი კი არ იცინოდა ხარხარებდა.. რადგან ჩემთვის იმდენად დიდი ბედნიერება ჰქონია ჩაფიქრებული, რომ მე არასდროს აზრადაც არ მომივიდოდა.
ჯერ კიდევ მაშინ თაბაგარი არ იყო ჩემი ბჭობის საკითხებში.
სწავლა და მერე სამსახური, მხოლოდ ამას ვგეგმავდი.სიყვარული და ოჯახის შექმნა ზედმეტ ბარგად მიმაჩნდა,რადგან ბოლოს ყველგან ტკივილი იყო.მაგრამ ახლა,როდესაც ჩემი ქმრის-გიორგი თაბაგარისწინაშე ვიდექი და მის სიყვარულით, ვნებით და სითბოთი ანთებულ თვალებს ვუყურებდი, მივხვდი, რომ ვცდებოდი ჩემეული მოსაზრებით.მე მზად ვიყავი ყველანაირი ტკივილი ამეტანა თუ ის ჩემთან იქნებოდა...მე მზად ვიყავი ცხოვრებისეული პრობლემების დასაძლევად მასთან ერთად და მე მზად ვიყავი მრჰქმეოდა თაბაგარის მეუღლე....
მასთან თავს იმდენად დაცულად და კომფორტულად ვგრძნობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ადამიანი,რომელიც ჩემი ნაწილი უნდა გამხდარიყო ეს გიორგი იყო...
ნატალიამ,სანამ საძინებელში გაგვისტუმრებდა შვილს ჰკითხა:
_დედი, მისი მშობლები წინააღმდეგი ხომ არ იქნებიან?
_ყველაფერი რიგზეა ნატო! - დაამშვიდა ექიმმა დედა და მე გადმომხედა ღიმილით. - მარიამის მამასთან სატელეფონო საუბარი მქონდა.ჩავაყენე საქმის კურსში.- დაამატა ბოლოს და წამოდგა.
_როგორ გამახარეთ,- აუჩუყდა გული ნატოს.- მაგრამ უნდა ვაღიარო ჩემი გაკვირვება დედი, - გვითხრა და წამით გაჩუმდა.- არ მეგონა ცოლს ჩემთან თუ მოიყვანდი პირველვე დღეს.- თქვა მორიდებით. ექიმს ჩაეცინა და დედას მიუახლოვდა.
_ნატო, ბავშვები ხომ არ ვართ გავიპაროთ და ნათესავს მივადგეთ,ან განვმარტოვდეთ და გადავიმალოთ?!...შენ ყველაზე მეტად გაგიხარდებოდა ეს ამბავი და მიტომ მოვედი შენთან... თორემ ჩემს ბინაში წავიდოდი,ან სადმე ნებისმიერ ადგილას... თუ არ გიხარია ჩვენი აქ ყოფნა წავალთ ახლავე,პრობლემა არაა?? - დააყოლა სიცილით.
_რას ამბობ გიორგი,გული გინდა მატკინო?? - იწყინა ნატომ გიორგის ხუმრობა. - შენ ჩემი გახარება შვილი ხარ დედი,ხომ იცი როგორ მეამაყები და როგორ მეამაყება,რომ დედაშენი ვარ.. მადლობა შვილო ამ სიხარულისთვის,რაც ამ საღამოს მომიტანე და ვიცი მთელი ცხოვრება გაგრძელდება და არ განელდება ეს ბედნიერება...- გულწრფელი,დედური და თბილი ტონით უთხრა დედამ შვილს,- ანდა როგორ არ უნდა გამხარებოდა ასეთი თოჯინა რომ მომიყვანე სახლში.- თქვა ჩემზე და ჩემკენ წამოვიდა,გვერდით მომიჯდა და მზრუნველად გადამისვა ხელი თავზე. - ერთმანეთ გაუფრთხილდით დედი,ერთმანეთის გრძნობებს მოეფერეთ და პრობლემებს არ შეუშინდეთ ცხოვრებაში.ზოგჯერ დგება მომენტი,გგონია,რომ ყველაფერი გაუფერულდა,მაგრამ არ შეშინდეთ ამით,თქვენ თვითონ უნდა გააფერადოთ ის... ორივენი მეიმედებით და მეამაყებით.-დაგვარიგა თაბაგარის დედამ და მე მომეხვია ღიმილით.მისმა სიტყვებმა უფრო გამახნევა და უფრო ფერად ფერებში დამანახა ჩემი და ექიმის ოჯახური ცხოვრება.მისგან დედური სითბო ვიგრძენი და ისიც ვიგრძენი,რომ ეს ქალი შემიყვარდა.
_ეგოისტს ნუ გამხდი ახლა ნატო! - ხუმრობით გააფრთხილა თაბაგარმა დედა როდესაც მე მომეხვია ნატალია.
_არა ბატონო, - გაეცინა ნატალიას,- ოღონდ შენ არ იეგოისტო და აჰა შენც მოგეხვევი. - წამოდგა და შვილსაც მოეხვია.
_ჯერ მე გამიცანი და მერე შენი რძალი.- ისევ ხუმრობდა კარდიოლოგი.- ასე რომ,წესრიგის დარღვევას ვერ ავიტან.
_შენ ახლა წადი დაიძინე,თორემ გაჩვენებ მე წესრიგის დარღვევას და ვინ გავიცანი პირველი.- უთხრა შვილს სიცილით.
_კარგი წავალთ, - დათმობაზე წავიდა ექიმი. - რომელია ჩვენი ოთახი? - ჰკითხა დედას.
_ზემოთ,აბაზანიანი დიდი ოთახი,სუ თქვენია.-გვითხრა მხიარულად.საძინებლის ხსენებაზე ტანში გამზრზინა. ვიცოდი ახლა ვერ "დავუძვრებოდი" თაბაგარს და შიშმმა ამიტანა.
ნატალიამ მშვიდი ძილი გვისურვა,ექიმმა ხელი ჩამჭიდა და წინ გამიძღვა.
ოთახის კარი ფართეთ შეაღო და შიგნით შემიყვანა.იქაურობას საწოლის თავთან მდგომ ტუმბოებზე მდგარი სანათები ანათებდნენ და ირგვლივ რომანტიული ფერი ედო ყველაფერს.რაღაცნაირად სიმშვიდეს,რომ მოგგვრის ისეთი განათება იყო.
_ნუ ხარ ეგრე დაძაბული,მოეშვი.- მითხრა თბილი ხმით გიორგიმ და მხრებზე მომკიდა ხელი.
_ვნერვიულობ. - არ დავმალე.
_მეც! - გაეცინა.
_აბაზანა მჭირდება.- ვთქვი მორიდებით.
_აქ არის.- მიმითითა ერთ ერთ კარებზე.- თუ გინდა ერთად ვიბანაოთ.მე არ ვარ წინააღმდეგი.- დააყოლა ურცხვად.ისეთი თვალებით გავხედე,მაშინვე მიხვდა,რომ გამაბრაზა.- კარგი,კარგი..მე მეორე აბაზანაში გავალ. - თქვა სიცილით.
_ჰოდა გადი,სანამ გადამიფიქრებია შენი ცოლობა. - ვუთხარი მტკიცედ.ფხუკუნით გაიცინა ჩემს ნათქვამზე და ოთახიდან გავიდა.
შხაპი მივიღე,მთელი სხეული მიკანკალებდა,მეგონა მციოდა ისე ვცახცახებდი.ზედმეტად თბილი წყალი გადავივლე,ბოლოს,ცოტათი მომადუნა.პირსახოცი მოვიხვიე, ჩანთიდან ჩემი საღამურები ამოვიღე და ჩავიცვი.ოთახში გავედი, გიორგი არ დამიხვდა.სავარძელზე თბილი პლედი იყო მიფენილი, ის ავიღე და მოვიხვიე.მეგონა ვიყინებითქო ისე ვკანკალებდი უკვე.ოთახს თვალი მოვავლე, სარკიან კომოდზე პირველადი დახმარების,წითელ ჯვრიანი ტყავის კოლოფი იდო.გვერდით სხვადასხვა სუნამოები ეწყო. კარი გაიღო და ოთახში ექიმი შემოვიდა. ისევ ეცვა,ოღონდ გამოეცვალა.თეთრი მაისური და მწვანე შორტები მოეხდინა ტანზე.
რომ დამინახა გამიღიმა,მომიახლოვდა და ჩემს წინ ჩაიცუცქა.
_გცივა?
_ძალიან.- ვუპასუხე ნიკაპი უფრო ამიკანკალდა. ჩაეცინა და ცხვირზე მაკოცა.
_ჩემი პატარა გოგო. - დააყოლა მერე. - ახლავე მოვალ. - დამიბარა და ისევ გავიდა. მალევე დაბრუნდა,ხელში ორი ჭიკა და ბოთლით ვისკი ეჭირა. უხმოდ ვადევნებდი თვალს,ორივე ჭიქაში ორი თითის სიმაღლეზე ჩაასხა სასმელი,ერთი მე გამომიწოდა მეორე კი თავისთვის დაიტოვა.-დალიე,ნახე როგორ გაგათბობს.
_თან დაძაბულობასაც მომიხსნის არა? - ვკითხე აცახცახებული ღიმილით.
_კი ასეა...- თვითონაც გაეღიმა.- ასე ნუ განიცდი.. საშიში არაფერია..
_მაგრამ მაინც მეშინია. - ვთქვი და ჭიქა გამოვცალე.ღიმილით გააყოლა თვალი ჩემს ცარიელ ჭიქას.
_კიდე დაგისხა?
_ცოტა..- ვუთხარი და ჭიქა გავუწოდე.უხმოდ ადგა და ვისკიანი ჭიქით დაბრუნდა.
_მადლობა. - ჩამოვართვი ალკოჰოლი და ამჯერად ერთი ყლუპი მოვსვი.ვიგრძენი როგორ მომიდუნდა სხეული ერთბაშად და როგორ წამოვხურდი. ექიმი ისევ ჩემს წინ ჩაიცუცქა და კმაყოფილი სახით მისი ჭიქა ჩემსას მოაჭახუნა მსუბუქად.
_ჩვენ გაგვიმარჯოს.- თქვა ღიმილით და ვისკი მოწრუპა.
_შენ რატომ არ სვამ? - ვკთხე და უფრო ვიგრძენი ჩემი სხეულის მხურვალება.
_მე არ მცივა...
_უკვე არც მე, - ვთქვი და პლედი მოვიხსენი.
_ჰოდა ძალიან კარგი.- მითხრა დინჯად და ალკოჰოლიანი ჭიქა ჩამომართვა. ორივე იატაკზე დააწყო.ჩემს წინ დადგა,ხელებში დამავლო და ფეხზე წამომაყენა.მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეცემოდა,თვალებში მიყურებდა და ფრთხილად წელზე მხვევდა ხელს. მთელ სხეულში ჭიანჭველებმა დამიარეს, დამბურძგლა და გამაჟრჟოლა.ჩვენი თვალები,ჩვენი სუნთქვა და გაორმაგებული გულის ცემა სიტყვებზე მეტს ამბობდნენ და ინსტიქტურად მის ბაგეებს ჩემი ბაგეები შევუერთე.სასმელმა დაძაბულობა მომიხსნა და შემათამამა.თაბაგარი კოცნაში ამყვა.. ხელები მაისურის ქვეშ შევუცურე და მის მკვრივ სხეულს დავუწყე ფერება.ვხვდებოდი,ინიციატივას ექიმი მე მიტოვებდა და მეც ვმოქმდებდი უკვე მოურიდებლად. ექიმმა ფრთხილად გადამაძრო საღამურის ზედა, ისევ ჩამხედა თვალებში, ვნების ცეცხლი გიზგიზებდა იქ.მზერა ჩემს მოშიშვლებულ მკერდზე გადაიტანა,წამით დააჩერდა და მერე ხელში მოიქცია.
_შუქი ჩავაქროთ..- ვთქვი ვნებისგან არეული ხმით.
_იყოს, მინდა,რომ გიყურო. - მითხრა მანაც ჩემსავით არეული ტონით და საწოლისკენ წამიყვანა.
_მრცხვენია. - ვთქვი ჩურჩულით და ყელზე მისი ცხელი ტუჩები ვიგრძენი.
_სასირცხვილოს არაფერს ვაკეთებთ. - თქვა ისე კოცნა არ შეუწყვეტია.ნელნელა დაბლა ჩაყვა ჩემს სხეულს... - არ შეგეშინდეს კარგი? - მიჩურჩულა ყურთან,როდესაც მკერდზე კოცნას მორჩა და მისი თითები ჩემსაში გადახლათა. უხმოდ დავუქნიე თავი თანხმობის ნიშნად და მის ტუჩებს დავეწაფე...

* * *

_რას წარმოვიდგენდი შენ თუ ჩემი ქმარი გახდებოდი პირველად რომ გნახე.- ვუთხარი თაბაგარს ღიმილით და მაგრად მივეხუტე.
ისადაც ძლიერად ვყავდი მკლავებში მოქცეული და კიდევ უფრო ღონივრად მომიჭირა ხელები.- ასე გავიჭყინტები.- ვთქვი სუნთქვა შეკრულმა.
_მეშინია, მართლა რაიმე არ დაგიზიანო.- მითხრა სერიოზული ხმით და ნელ-ნელა გამანთავისუფლა მისი მლავებიდან. - დათვს სიყვარულით ბელი შემოეჭამაო,ისე არ მომივიდეს.- გამიღიმა და მის გულზე დამადებინა ისევ თავი.თმებში შემიცურა ხელი და ფერება დამიწყო.
_ეგრე დამეძინება.- ვთქვი სიცილით და გულზე ვაკოცე.
_მიდი დაიძინე,მე კი შენს ძილს ვუდარაჯებ.ოღონდ დაძინებამდე ერთი მაკოცე.- თავი ჩემკენ წამოწია.მის ტუჩებს ჩემი ბაგე მივაგებე და ჩვენდაუნებურად ისევ ვნების მორევში გადავეშვით.- ჩემი საოცრება ხარ შენ,ჩემი გემრიელი გოგო.- მითხრა შეცვლილი ხმით და ამღვრეული თვალებით.
მთელი გულით,გონებით,სულით,ვნებით,მზერით,სუნთქვით,სხეულით და ფიქრით თაბაგარს ვეკუთვნოდი და მეკუთვნოდა...
ჩვენი გულები გაორმაგებულად ფეთქავდნენ...
ერთმანეთით ვსუნთქავდით და ერთნი ვიყავით...
ის ჩემი ნაწილი გახდა და მე მისი...
_ნათი!! - დავუძახე ჩემს დას ყურმილში.
_რა ჰქენი მუშები მიიყვანე სახლში? - მკითხა მან.
_ნათია გავთხოვდი. - ვუთხარი ყოველგვარი შესავლის გარეშე და რეაქციის მოლოდინში სუნთქვა შევიკარი.
_რა თქვი?? - იკივლა ჩემმა დამ. - მარიამ გაიმეორე რა თქვი? - ხმა ცრემლიანი გაუხდა.
_გავთხოვდი,გიორგის ცოლი ვარ უკვე. - ვუთხარი აკანკალებული ღიმილით.
_ვაიმეე დედააა, - უკვე ტიროდა ნათია.- მარიამ...- სათქმელი გაეფანდა.მისი ემოცია მეც გადმომედო და მეც ავტირდი.
_ნუ ტირი გეხვეწები,მე ძალიან ბედნიერი ვარ..- ვცადე მისი დამშვიდება და ცრემლიანი თვალები ხელის გულით მოვიწმინდე.სანამ ნათია პასუხს მეტყოდა ოთახში თაბაგარი შემოვიდა.ატირებული რომ დამინახა სახე მოეღრუბლა და სწაფად მოვიდა ჩემთან.თვალებით მკითხა ვის ელაპარაკებიო.
_ვიცი მარიამ ძალიან ბედნიერი რომ ხარ და იქნები... უბრალოს ე ცრემლები მოულოდნელობის და სიხარულისაა..ასე უცებ არ მეგონა თუ მოხდებოდა ეს...- ისევ ჩამომიცურდა ცრემლი სახეზე.გიორგიმ მომიწმინდა და ტელეფონი გამომართვა.ეკრანს დახედა და ომახიანად ჩასძახა:
_დილამშვიდობის ცოლის დავ, - თან გაიცინა. - ჩემი ბრალია ეს მოულოდნელობა... მარიამს არ უსაყვედუროთ გეხვეწებით,მე რაც გინდათ მითხარით....მადლობა... გაიხარე ნათი... მალე შენთვისაც მოგველოცოს გაბედნიერება. - თქვა მრავლის მეტყველად ექიმმა და თვალი ჩამიკრა ღიმილით. - რემონტზე არ იჯავროთ,ცოტა ხანში გავალთ და ხელოსნებს მივიყვანთ...კარგი,მივაწოდებ ყურმილს.-გიორგიმ მობილური მომაწოდა და თან მაკოცა.
_გისმენ ნათი.
_ბებიამ გაიგო და ნეტა განახა რა დღეშია, - მითხრა სიცილტირით.- და სოფო და ელზა სიხარულისგან ხტიან.
_რას შვება ბებია?-ვკითხე დაბალზე.
_ტირის..
_მალაპარაკე...
_დაიცა!..ბებოო მარიამმა დამელაპარაკოსო.
_ბებო!..-მომესმა ლამროს ატირებული ხმა.
_ბე..- მეტი ვერაფერი ვერ ვუთხარი,გული ამიჩუყდა და მეც ავტირდი.
_კარგი რა მარიამ რა გატირებს,ნახე თვალები რა დღეში გაქვს.- მითხრა წარბებშეყრით ჩემმა ქმარმა.
_კაი ბებია,არ ინერვიულო შენ არაფერი.. იხარეთ ბებია იხარეთ!! - დაგვლოცა წრფელი და მხურვალე გულით ლამრომ.
_მადლობა ბებო..მიყვარხარ. - ვუთხარი შედარებით ემოცია ჩამცხრალმა.მერე ექიმმა ჩამომართვა ყურმილი ისევ,ბებოს მოუბოდიშა ასე აფორიაქებისთვის და პირობა დაუდო,რომ მე საკუთარ თავზე მეტად გამიფრთხილდებოდა.
გაიგეს დედამ და მამამ ჩემი დაოჯახება და ერთი გამოტირება მათთანაც მომიწია.
რემონტისთვის მუშები დავიქირავეთ და გვითხრეს სამ დღეში ყველაფერს დაასრულებდნენ.
გიორგიმ მისი ბინა მაჩვენა სადაც ქორწილის შემდეგ გადავიდოდით საცხოვრებლად.ერთი თვალის მოვლებით მოვახერხე იქაურობის შეყვარება.ჩვენი ბინა სამი ოთახისგან შდგებოდა.დიდი და ნათელი ოთახებით იყო მდიდარი ეს საცხოვრებელი.
_აქ ჩვენი საძინებელია. - მაჩვენა გემოვნებით მოწყობილი საძინებელი ოთახი ექიმმა.-აქ კი ჩვენი შვილების ოთახი იქნება,- გერდით ოთახის კარი შეაღო. - შედარებით უფრო ნათელია რაც აუცილებელია ბავშვების ოთახისთვის.-გაღიმებული ვუსმენდი.ხელი მაგრად ჰქონდა ჩემზე ჩაჭიდებული და ისე დავყავდი.
_ყველაფერი გაგითვალიწინებია. - ვუთხარი და კისერზე მოვხვიე ხელები.
_კი,ყველაფერი გავითვალისწინე. - მითხრა და ახლოს მიმიზიდა. - ერთი ჩაიცინა,ტუჩებზე დამაცხრა და ხელის ერთი მოსმით შემომაცალა ტანსაცმელი...
დღეები სწრაფად გადიოდა,იმდენად ვიყავი სიყვარულით დავნებით მთვრალი,ზოგჯერ ისე შემოგვათენდებოდა და შემოგვაღამდებოდა ვერ ვამჩნევდით.
ქორწილის დღე ახლოვდებოდა.მარიამობის თვის ოცდაათში დავგეგმეთ.ქორწილის გადახდის სურვილი გიორგიმ გამოთქვა.მე უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი ამ ყველაფრით,მაგრამ სევდა ისე მოედო გულს ზოგჯერ გაღიმებაც მიჭირდა.მასევდიანებდა ჩემი მშობლების ჩემს გვერდით არ ყოფნა.ნათიას ქორწილს ვერ დაესწრნენ და მათი ჩამოსვლის იმედი გადაწურული მქონდა.დედა მამშვიდებდა ტელეფონით დაგირეკავთ ქორწილის დღეს და ფაქტიურად შენთან ერთად ვიქნებითო.მამა გაურბოდა ჩემთან ლაპარაკს,სამსახურშია და გვიან ბრუნდებაო,მეუბნებოდა დედაჩემი.
ქორწილის დღეც დადგა.სოფლიდან ბებო და რამოდენიმე მეზობელი ჩამოვიდა.ნათია,მაშო და სოფო ქორწილამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვიდნენ. გრძნობდნენ ჩემს ბედნიერებას და ისინიც გაბრწყინებული თვალებით შემოგვყურებდნენ.
საღამოსთვის დარბაზი და დიზაინი ორივემ მე და გიორგიმ შევარჩიეთ.
_გრანდიოზული ქორწილი მინდა გვქონდეს. - მითხრა,როდესაც დიზაინერისგან წამოვედით.
_შენ ჩემი ხარ!.. ესეც გრანდიოზულობა. - ვუთხარი მე. კმაყოფილს ჩაეცინა და გულზე მიმიკრა...

კაბა ჩემით ავარჩიე, ნატალია,ნათია,მზეო,სოფო და ელზა მახლდნენ კაბის შერჩევისას.მაშო თაბაგარს დავუტოვეთ.თვითონ გამოიჩინა ინიციატივა ბავშვთან დარჩენის.კაბების სახლში კი ჰიუგომ წაგვიყვანა თავისი მანქანით.როგორც იქნა ახალი შეუძენია. ყური მოვკარი ექიმი ეუბნებოდა: ხომ ხვდები რატომაც ვერ გიჯენ მეჯვარედ?
_როგორ არა,არ გინდა მეჯვარე სიძეზე მაგრად გამოიყურებოდეს და დაგრჩდილოს!-ო, - გაიკრიჭა ჰიუგო.სიცილში ექიმიც აჰყვა.
_შენ ცოტა მეტი იაქტიურე,თორემ ეგრე არაფერი არ გამოგივა. ნათიაძალიან ჭკვიანი გოგოა...- გააფთხილა თაბაგარმა.
_მეტი რა ვქნა ტოო! ვუთხარი, რომ არ ვარ მის მიმართ გულგრილი და სერიოზულად ვუყურებ ამ ურთიერთობას.. სახლში ხომ არ მივუვარდები და ძალით ხომ არ წამოვიყვან.-განერვიულდა ჰიუგო.
_რა ძალით წამოიყვან ხომ არ გაგიჟდი? გადაგვივლის მარიამი ორივეს. - თქვა სიცილით თაბაგარმა და დემეტრესაც გაეცინა.
_მარიამ მზად ხარ, შემოვიდე? - კარს იქით გიორგის ხმა მომესმა.
_ჯერ არაა..- დამასწრო ნათიამ პასუხის გაცემა. ელზა და სოფო კარებს მივარდნენ და გადაკეტეს.
_აუ მალე რა, წამეკიდა ცეცხლი მცხელა. - აწუწუნდა სიძე.ყველას ერთად გაგვეცინა.
_მაკიაჟი, თმები მორჩა, ახლა კაბის დროა.- თქვა ვიზაჟისტმა,რომელიც სახლში მოვიყვანეთ.- კაბა მოიტანეთ.- ჩემი კაბა თეთრი,ზურგ ამოღებული,წვრილი ბრეტელით, გრძელი,წელში გამოყვანილი, ტრაპეცია ფორმის და ოდნავ დაგრძელებული კუდით იყო. წინა მხარე, გულ-მკერდი მაქმანებით იყო გაწყობილი.თავზე კი მინდვრის ფერადი ყვავილებისგან გაკეთებული გვირგვინი გავიკეთე.თაიგულიც შესაბამისი იყო დიადემისა. ფრთხილად გადამაცვეს საქორწინო სამოსი და სარკის წინ დამაყენეს. წამით სუნთქვა შემეკრა ჩემს ანარეკლს რომ შევხედე.
_რა ლამაზი ხარ,ღმერთო ჩემო! - თითქმის ერთხმად აღმოხდათ გოგოებს. - საოცრება ხარ პირდაპირ მარიამ.- მიმეორებდნენ ისინი,მეც ვიდექი და კმაყოფილი,გაღიმებული სახით ვუცქერდი დედოფალ მარიამ,რომელიც თაბაგარით გალამაზებულიყო.
_მარი იცოდე, რაც არ უნდა მოხდეს არ იტირო,ხომ გესმის.- მითხრა ნათიამ.
_ვერ დაგპირდები,დედა და მამა აქ რომ არ არიან გული მეწვის. - ვთქვი ნაღვლიანად. - ტელეფონი ხომ არის დატენილი,უნდა დარეკონ. - მოვიძიე ჩემი მობილური.
_კი,კი დატენილია და მე მაქვს. - დამამშვიდა სოფომ.
_კარგი წასვლის დროა. ჯერ ეკლესია, მერე ქორწინების სახლი.- შემახსენა ნათიამ მარშუტი. - მე გავალ, სუფრას გადავხედავ ხომ არაფერია აკლია. - მითხრა და ოთახიდან გავიდა.მე ჩემს სახლში ვიყავი, გიორგი იმდენად ადრე მოვიდა ჩემთან,მე მზადაც არ ვიყავი.
"ცხვირში აქვს სული" ვთქვი ხუმრობა ნარევი სიბრაზით. "ვეღარ ითმენს უშენოდ" მითხრეს სიცილით გოგოებმა. ოთახში ნათია დაბრუნდა.
_ყველაფერი მზადაა, ნატალია დეიდა და სტუმრბიც მოვიდნენ უკვე, ბებოა მათთან. - მაცნობა მან. მღელვარებამ მიმატა და სახეზე ხელები დავიფრიალე. - დამშვიდდი, დღეს შენი დღეა, შენი და გიორგის დღე.-ჩემი და გადამეხვია,მერე სოფოც.მაშოს მივეფერე, ისიც თეთრ კაბაში გამოპრანჭულიყო და დიდი თეთრი ყვავილიანი თმისამაგრით იწონებდა თავს. მზეო გვერდით დამიდგა.
_ყველაზე ლამაზი რძალი, მთელ მსოფლიოში.- გამოაცხაა ელზამ ორატორის ხმით და ღიმილით მომეხვია.
_ახლა კი მთავარი სიურპრიზი. - თქვა ნათიამ და ავარსკვლავებული თვალებით შემომხედა, - ოღონდ არ იტირებ, თორემ მაკიაჟი...
_კარგი არ ვიტირებ. - დავპირდი და მოუთმენლად მივაჩერდი, რა იქნებოდა სიურპრიზი. კარი ფართეთ გააღო. კარის ზღრუბლზე თაბაგარი გამოჩნდა. წამით მზერა მიეყინა ჩემზე, მე კი მასზე. ძალიან სიმპატიური იყო. იმდენად, რომ სუნთქვა შემეკრა. "არმანის" მოდელს ჰგავდა მისი უნაკლო ვიზუალით და ჩაცმულობით. მუქი ნაცრისფერი შარვალკოსტუმი, ღია ცისფერი პერანგი ეცვა ინგლისური სტილით, ფართეთ განასკვული კოსტუმის ფერი ჰალსტუხი ეკეთა. თმა უკან გადაევარცხნა საგულდაგულოდ.
_ვერაფერს ვამბობ..არ გეწყინოს..უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ შენით.. - მითხრა დაბნეულმა და ხელები მაგრად მომხვია.
_მე შოკში ვარ. რა მაგრად ხარ. - შევაქე ქმარი კმაყოფილმა და ბედნიერმა. ნათიამ ჩაახველა მინიშნებასავით, მისკენ გავიხედე, გიორგიმ მაგრად ჩამჭიდა ხელი და გამიღიმა.
_რა ხდება? - ვიკითხე გაკვირვებით. ყველამ კარებს მიაჩერდა. გულმა ფეთქვას უმატა და შევკივლე "ვაიმეე" როდესაც კარებში დედაჩემი და მამაჩემი დავინახე. ემოციებისგან გავშეშდი, ვერც წინ წავედი, ვერც ჩავიკეცე, ვერც ავტირდი, ვერც გავიცინე, იმდენად მოულოდნელი იყო მათი გამოჩენა, რომ სიხარულმა დამაბნია. თვითონ მომიახლოვდნენ აცრემლებული თვალებით და ხან ერთი მიკრავდა გულში და ხან მეორე. როგორც იქნა ემოციებს ვძლიე და სიცილტირილი ამივარდა.ვუკოცნიდი დედიკოს ტკბილ სახეს, მამიკოს ჭაღარა ბაკეებს და ორივეს ერთად ვეხვეოდი.
თურმე წინა დღით ჩამოსულან, თაბაგარი, ნატალია და ნათია დახვდა აეროპორტში. მე კი მითხრეს დარბაზის საქმეზე მივდივართო. ყველამ იცოდა ჩემს გარდა.
ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. სიხარულისგან მიწას ფეხს არ ვაბიჯებდი.
ჯვრისწერამ, ხელის მოწერამ და გზამ დარბაზამდე მშვიდობიანად ჩაიარა.
ლამარა ამაყად იდგა და გვიყურებდა შორიდან. დროდადრო მეზობლებს გადაულაპარაკებდა რაღაცას და ისინიც სიამაყით შემოგვხედავდნენ.
ქორწილმაც მშვიდად და სასიამოვნოდ ჩაიარა.
ქორწინების წლის თავზე კი ჩვენი პირველი შვილი ლაზარე დაიბადა.
ლაზო მთლიანად კოპირება არის მამამისის. ჩემი მხოლოდ ხვეული თმა აქვს. მამამისივით მომნუსხველი გამოხედვა აქვს და მასსავით იბღვირება ხოლმე.
_ერთ უჟმურს ხო ვიტანდი, ახლა მეორე მიემატა. - ვამბობდი ხოლმე გიორგის გასაგონად სიცილით.
_უჟმური კი არა, ჩამოყალიბებული აზროვნების მქონე ბავშვია. იცის როდის უნდა გაიცინოს და როდის არა. - მისწორბდა ხოლმე სიცილით თაბაგარი.

ლაზოს დაბადებიდან ორი წლის თავზე კი, მეორე შვილის დაბადებას ველოდებით. ვიცით,რომ გოგო იბადება. სალომეს ვარქმევთ, ნებისმიერ წამს შეიძლება დამეწყოს სამშობიარო ტკივილები. მომესწროო მინდოდა მოყოლა თქვენთვის ჩემი სიყვარულის ისტორია...
მგონი მოვასწარი კიდეც...

თაბაგარის ყოველი შეხედვა, ყოველთვის მიორმაგებს გულის ცემას. სიყვარული და ბედნიერება ამოძრავებს ჩემში აჩქროლებულ სისხლს. სიყვარული ჩემი ქმარ-შვილის და ბედნიერება მთლიანად ჩემი ცხოვრების.
აქვე გეტყვით, რომ სოფო და გელა ისევ შეყვარებულებია.
ნათია და დემეტრე, ქორწილით თუ არა, პატარა სუფრით აღნიშნავენ მალე ერთად ყოფნას და დაოჯახებას.
დედა და მამა საქართველოში დარჩნენ და აქ წამოიწყეს ბიზნესი.
ლამრო კი ისევ მომლოდინე თვალებით გაჰყურებს ჭიშკარს და ჩვენზე მეტად ახლა შვილთაშვილების ჩასვლას ელოდება.
მე სწავლა დავამთავრე და ჯერჯერობით პრაქტიკებს გავდივარ, თუმცა მაქვს სამუშაო ადგილის ვარიანტი, უბრალოდ ჩემი მდგომარეობა არ მიწყობს ხელს ამ ეტაპზე.

ასეთი იყო ჩემი და გაუცინარი ექიმი-კარდიოლოგი გიორგი თაბაგარის ისტორია.
ახლა ლაზოსთან ერთად ბურთს თამაშობს მისაღებ ოთახში... აჰა მსხვრევის ხმა მესმის უკვე, წავალ გავხედავ.
ჩვენ ერთმანეთისთვის "გაორმაგებული გულის ცემა" ვართ.

დასასრული.







№1 ახალბედა მწერალი lullaby

რა ძალიან გამიხარდა ეს ისტორია რომ დავინახეე ^^ არ დაგიმალავ, ამაზე კარგი ისტორიებიც წამიკითხავს, მაგრამ ეს რატომღაც უცნაურად კარგად დამამახსოვრდა, ალბათ სახელების გამო... თითქოს არაფრით, მაგრამ რაღაცით მაინც ახლოსაა ჩემთან ეს წყვილი )) ვილაქლაქე და ახლა ეავიკითხავ :დდ

პ.ს. სურათიც ეს გედო ადრე კარგად მახსოვს ^^ :დ

 


№2  offline წევრი tat cullen

ვაიმე აი მეორედ წავიკითხე გეფიცები:)) ეგრევე ვიცანი სათაური წავიკითე თუ არა :* სასწაული ისტორიაა:) ყველაზე მაგარი!! მიყვარს ეს ყველაფერი პერსპნაჟრბიც :)) სასწაული გოგო ხარ! <3

 


№3  offline წევრი ტასიკო

ქმედება ოცნების ნაცვლად დადე იმდენჯერ მაქვს წაკითხული მაგრამ კიდე მინდა წავიკითხო,უმაგრესიაა

ხოდა კიდე რა მინდა იცი რომ შევალ შენს ბლიგზე 15 თავი დავინახო , 2 თვეზე მეტიაა ჩახუთებულები დგანან თორნიკე და გვანცა,მე თუ არ გეცოდები ისინი მაინც შეიცოდე :):):):)

 


№4  offline წევრი Winchester ))

აიი ძაან მაგარია ყოჩაღ ❤ ერთ-ერთი საუკეთესოა რაც წამიკითხავს ^_^

კიდევ ველოდები ახალ ისტორიებს ❤❤
ბლოგზე შენ ახაკ თავს ველოდები :*
მიყვარხარ მე შეენ ❤❤❤ ^^

 


№5  offline წევრი სესილია

ვაიმეე, სიტყვები არ მკმარა, დღეს მთელი დღეა ვკითხულობ ... კიდევ კარგი არ შემამჩნიეს სამსახურში :) შოოოკ, უმაგრესია, ძალიან ვისიამოვნე წარმატებებიიი love

 


№6  offline წევრი nine

რა თბილი იყო request ლამარა ბებო საოცრება იყო ბებიაჩემს გავს wink
--------------------
მე ვბერავ ლამაზ ბუშტებს, ოცნების ლამაზ ბუშტებს, ისინი ფრენენ მაღლა,წვდებიან მაღალ ღრუბლებს, ჩემი ოცნებაც ცაში მიყვება ლამაზ ბუშტებს, მიწაზე არ აქვს სახლი ჩემს ოცნებებს და ბუშტებს

 


№7  offline წევრი lamazmani

Dzaan magari ostoria iyo tbili da aragacnairi mec minda giorgisnairi bichi dzaan magari iyo magari gogo xar

 


№8  offline ახალბედა მწერალი Keke27

მადლობა ყველას love
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№9  offline აქტიური მკითხველი lalita

ვგიჟდები ამ ისტორიაზე

 


№10  offline წევრი თამთა.გ

მეორედ წავიკითხე... :)) ძაან მიყვარს <3

 


№11 სტუმარი mako

au dzaliam dzalian momewonaa..magarii xaar :*

 


№12 სტუმარი mari

dzalian magaria !sityvebi ar myopnis madloba tkven))

 


№13  offline წევრი dadeshqeliani

უხ როგორ ძალიან ძალიან მიყვარხარ მე შენ love

 


№14 სტუმარი გულო ორმოცაძე

აუუ საღოლლ რაა !!! კეკე <3 ყველაზე მაგარიხარ <3 მიყვარხარ უზომოდ <3 და ვამაყობ შენით ! <3

 


№15 სტუმარი xatia ormocazde

მაგარია ძაან რაა

 


№16 სტუმარი shamxati

კარგი იყო, ყოჩაღ!

 


№17  offline წევრი tvinischia

Wow sityvebi ar myopnis mteli dgea AMA's vkitxulob dzaan magaria kochag ❤))

 


№18 სტუმარი

პერსონაჟები არიან ძალიან უაზროები და ლაპარაკობენ და ილანძღებიან ძალიან სოფლურად, და კიდე ეს სახელები გიორგი და მარიამი ძალიან ბანალურია გველას ეგ სახელები ქვია აბსოლიტურად,ძალიან ვნანობ რომ ჩემი ცხოვრების წუთევი ამ დებილობა ისტორიის კითხვაში დავხარჯე, უნდა მიმხვდარიყავი შენ რო ნორმალურს ვერაფერს დაწერდი და არ უნდა წამეკითხა, დებილი ვარ, მაგრამ შენ ჩემზე ორმაგად დებილი ხარ ამ დონის დებილობა რო დაწერე, ჯერ პერსონაჟები არიან ძალიან უაზროები, სახელები ავიათ უსაშნლესი გელა ჯაბა კობა, ნუ გასაგებია ყველას ერთი და იგივე ვერ ერქმევა მაგრამ გელაა? რატომ გელა? ისე შენ მაგარი სოფლელი კი იქნები დიალოგებზე ეტყობა, იუმორიც არ გივარგა, და ეს გოგო მარიამი ძალიან დებილის შთაბეჭდილებას ტოვებს უაზროდ დებილი სოფლელი ბებერი ქალივით სულ ილანძღება, იმენა პროვინციალიზმია, ახლა მეცით და მლანძღეთ, რამე კარგი თუ არ დავწერე ისე ხო იკრძალება კომენტარის დაწერა, მარტო კარგი უნდა წერო და საკუთარი აზრი არ გამოთქვა, მოკლედ კიდევ ერთხელ ამ რომანის იმიტაციას თუ გადაავლებ გვალს გვითონაც კიხვდები მაგარი უნიჭო რო ხარ და ტყუილად რო დაკარგე დრო და სხვებსაც დააკარგვინე, ასეთი უნიჭობა ჯერ არ წამიკითხავს, იმენა სოფლელობა ბანალურობა კრეტინიზმი და იდიოტიზმია, და სოფლელობაა თქო იმიტომ არ ვამბობ რო სოფელში არიან და არც იმიტომ რომ სოფლელობა გრეხია ან შეურაწყოფა უბრალოდ თბილისურ ამბავს არ გავს, ანუ როგორ ვთქვა ძალიან უნიჭოდაა დაწერილი. ჩემი რჩევა აღარ წერო! სხვა რამეს მიყე ხელი რისი ნიჭიც გაქვს წერის ნაღდად არ გაქვს

 


№19 სტუმარი lira123

მეტვრამეტე კომენტარის ავტორს! დებილი რომ ხარ გავიგე..კეკეს დაწერილი როარ მოგწონს შენი პრობლემაა არ ვიცი გოგო ხარ თუ ქაჯ კაც ქალა.. მაგრამ ნეტა წაგაკიტხა შენ რა დაწერე შე ანბან დაუმტავრებელო...შეეხვეწე პატრონს შეგიყვანოს სკოლაში თავიდან და 33 ასო ბგერა კარგად ისწავლე.რაც შეეხება გელას ეგებ და მამაშენს აქვსენტი ქვია?ვიცი? ამიტომ დაუდგენელო არსებავ იკითხე აი ია.ეგებ უფრო კარგად გაიგო.

 


№20 სტუმარი

ლირა123 თუ რა არსებაც ხარ, ხო კეკეს დაწერილი არ მომეწონა მერე?? აუცილებლად უნდა მონეწონოს? და ანბან 'დაუმტავრებლობა' რა შუაშია ვაფშე ვერ ვხვდები, ან მამაჩემის სახელი. ჯობს შენ ნართლა გადაიკითხო რა დონის დებილობა დაწერე და ჩემ ანბანზე ლაპარაკობ, აი მართლა დებილი ხარ და სხვებზე ლაპარაკობ, ჯერ შენ დებილ თავს მიხედე და უაზრო რჩევები მერე მიეცი სხვას. და ჩემს პატრონს რო ეხები, აი ნართლა ვაი შენს პატრონს, უარესად არ შევეხო შენსას, ცალტვინა არსება, ატრაკებ და გიხარია

 


№21 სტუმარი lira123

ანგელოზად დაბადებულო ოღონდ ანგელოზი ხარ ფრთების გარეშე.შენ საერთოდ რა გალაქტიკიდან მოხვდი აქ...იცი რას გეტყვი ძილის წინ ჯაჭვით დაიბი ლოგინზე თავი რადგან ოცნებას ყავხარ ატაცებული და არ გაფრინდე სადმე,,,,მართალია ოცნებას არავინ მოუკლავს და რავიცი თავი მაგარ ნაკითხ და პილოსოფოსად გამოიყვანე და შეილება ამ დროს არც იცოდე არსი და შინაარსი რამესი..მოკლედ ჩემო გოგო ხარ თუვინც ხარ იმ დონის რაღაც წაიკითხე რაც შენ დონემდე დავა, რადგან უძლიერესი ავტორების ნაწერები შენ დონემდე ვერ აღწევს და გაუგებრობაც ამაშია,,,,,,,20 კომენტარის ავტორს.ბაი ბაი ძვირფასო

შეურიანობის ბევრი რაღაც გაქ და ცხოვრებაში ცოდვა დარჩები მერწმუნე...

 


№22  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ჩემო საყვარელო რა მაგარი იყო ვგიჟდები მე შენზე love

 


№23  offline აქტიური მკითხველი terooo

კეკე, კეეკეე. კეეეკეეე. კეეეეკეეეე.
love იცი რამდენი მინდა გითხრა? ყველაზე მეტად ახლა სურვილლი გამიჩნდა მოვიდე და მოგეხვიო. ამდენი სითბოსა და სიყვარულისთვის love ნამდვილად ვგრძნობდი გაორმაგებულ გულისცემას. love ყოჩაღ. უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა იმის გარდა რომ აღფრთოვანებული ვარ შენით

 


№24 სტუმარი Rana

dzalian dzalian magari iyoooo

 


№25 სტუმარი ირი

კეკე ძაან მაგარი ხარ,ყველას ვერ მოეწონები რა თქმა უნდა.მაინც არ მესმის თუ შენი ისტორიის კითხვაში დაკარგეს თავისი ცხოვრების წუთები ამ ღვარძლის ნთხევაში რაღას კარგავენ დროს,მითუმეტეს ეს თუ გააზრებული აქვთ,ამ შემთხვევაში სოფლელობა სულში აქვთ და არა გეოგრაფიაში.ასე რომ ნერვიც არ აგიტოკდეს ამნაირების არსებობით

 


№26 სტუმარი ირი

ირი
კეკე ძაან მაგარი ხარ,ყველას ვერ მოეწონები რა თქმა უნდა.მაინც არ მესმის თუ შენი ისტორიის კითხვაში დაკარგეს თავისი ცხოვრების წუთები ამ ღვარძლის ნთხევაში რაღას კარგავენ დროს,მითუმეტეს ეს თუ გააზრებული აქვთ,ამ შემთხვევაში სოფლელობა სულში აქვთ და არა გეოგრაფიაში.ასე რომ ნერვიც არ აგიტოკდეს ამნაირების არსებობით

 


№27  offline წევრი meduna

როგორც ყველა შენი მოთხრობა ესეც მაგარია love

 


№28 სტუმარი Guest friza

ძალიან ვისიამოვნე.მართლაც რომ მაგარია,ჩემი სიყვარულის ისტორიამ კადრებივით გაირბინა კითხვის დროს.ეს მართლაც რომ ბედნიერებაა <3

 


№29  offline წევრი deep

ამ ისტორიის კითხვისას ვსიამოვნე ნაღდად.აუ გიორგი ექიმი,მეც მინდა ერთი ასეთი ბიჭი რაა.

 


№30  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ძალიან მაგარი მოთხრობაა .... პერსონაჟები ხო საოცრება
აუუ გიორგი ექიმიი ყველაზე მაგარია
ძალიან მაინტერესებს პატარა ლაზო ვაიმეეეეეე წარმომიდგენია მამა შვილი უჟმურები.. joy
ნათია ძალიან ძლიიერი გოგოა და მაგარი პერსონაჟიც
აუუუ გელაც მომწონს
სოფიიც ძალიან მაგარი პერსონაჟია
ნუუ დემეტრე ეხლაა გიორგის მეგობარი ცუდი როგორ უნდა იყოს
heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent