ბედნიერება გაზიარებით (15)
ერთხანს ერთმანეთის სურნელით სუნთქავდნენ. მამაკაცს უძნელდებოდა გვანცას მოცილება, არადა გრძნობდა, რომ ვერ საზღვრავდა მკლავების სიძლიერეს. _იცი, რა? - თქვა ჩურჩულით თორნიკემ, - სინათლეს დავტოვებ ჩართულს, წარმოიდგენ, რომ მე სახლში ვარ... - გოგონას ზემოდან დახედა და პასუხის მოლოდინში, თვალებში ჩააცქერდა. _თორნიკე... - ხმა აუთრთოლდა გვანცას და თანხმობის ნიშნად ოდნავ დაუქნია თავი. ავალიანმა ისევ შეახო ცხელი ტუჩები შენგელიას შუბლს. ნელა საფეთქელისკენ გადაინაცვლა, მერე ლოყას ჩაუყვა... გოგონას სისხლი აუდუღდა. სუნთქვა გაუხშირდა, თუმცა ცდილობდა არ დატყობოდა. თორნიკეს ბეგეების შეხებამ ცხელი ტალღასავით დაუარა. კაცმა იგრძნო გვანცას რეაქცია და გააჟრჟოლა. მისი სახე დიდრონ ხელებში მოიქცია და უფრო თამამად დაუწყო კოცნა. შენგელიაც აჰყვა. მამაკაცის ხელებმა გოგონას ზურგზე გადაინაცვლეს და ფერებას მოჰყვნენ. ხვდებოდნენ, რომ იმ წამს მათზე ბედნიერი არავინ იყო. _პირველი კოცნა? - იკითხა თორნიკემ ღიმილით, როდესაც მიხვდა რომ უნდა გაჩერებულიყო და გაეკონტროლებინა თავი. გვანცა კიდევ უფრო აიფერკლა სახეზე. "რა უცებ მიხვდა" გაიფიქრა სიმორცხვით. _უნდა დამცინო? _რატომ უნდა დაგცინო, ხომ კარგად ხარ? - გაეღიმა სვანს ფართედ და ისევ მიიკრა გოგონა გულზე. - პირველი კოცნა მოგპარე, ასე დაუკითხავად... შენგელია ხმას არ იღებდა. განაბულს, ყური მამაკაცის გულზე მიედო და მასში აშლილი ვნებების და განცდების ჩაცხრომას ცდილობდა, ღრმა და მშვიდი სუნთქვით. _თორნიკე, დამპირდი, რომ კარგად იქნები... და მალე ჩამოხვალ... _გპირდები!...მალე ჩამოსვლაზე რაღა მოგახსენო... _ არ მინდა წახვიდე... _მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდე... გვნაცამ სწორად იცოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის სამსახურში მდომი პირისთვის მისი საქმე. ერთი ღრმად ამოიოხრა და ნაბიჯით უკან დაიხა. _ჩაის ხომ არ დალევ? _არა. არ მინდა ჩაი. ჩემი წასვლის დროა... _კარგი... თორნიკე, ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. იმ ბავშვების სიხარულისთვის... - მადლობა დააწია გზაში ავალიანს გოგონამ. _არაფრის. მთავარია, შენ გაგახარე... მოდი ერთს ჩაგეხუტები კიდევ და მერე წავალ. შენგელია უხმოდ მიუახლოვდა მამაკაცს და მისი სუსტი მკლავები კისერზე მოხვია. თორნიკემ ძლერად მოხვია ხელები და ოდნავ წამოწია. - ახლა მშვიდად ვარ შედარებით. - ჩაილაპარაკა თითქოს თავისთვის კაცმა და კარი გაიხურა. _არა, ეს მართლა ხდება ჩემს თავს. - აბაზანაში სარკის წინ იდგა და საკუთარ თავს ესაუბრებოდა შენგელია. თან დრო და დრო ცივ წყალს ისხავდა სახეზე. ტელეფონის ზარის ხმა შემოესმა. სწრაფად მოკეტა ონკანი, ხელები შეიმშრალა და საძინებელში შევიდა, საიდანაც ხმა ისმოდა. მანანა რეკავდა. _დედი რას შვები? _არაფერს დე, შენ როგორ ხარ? ბებო უკეთაა? _კი, კი.. შენ ჭამე? _ჩემზე ნუ იდარდებ მანჩო რა.. თავს გაუფრთხილდი იცოდე. _კარგი დედი. ხვალ ან ზეგ წამოვალთ.. _იყავი მანდ რა, სუფთა ჰაერია. ბავშვს მოუხდება. თქვენს ჩასვლამდე კი დავრეკე და გავიგე ბებოს ამბავი... წავედი ახლა ცოტას დავისვენებ. დედას დაემშვიდობა და საწოლზე წამოწვა. უნდოდა დასძინებოდა, მაგრამ ძილი თვალს არ ეკარებოდა. ავალიანზე ფიქრებში ჩაიძირა. * * * სახლში დაბრუნებულ თორნიკეს, საამოდ უტოკავდა გული. უკვე გააზრებული ჰქონდა, რომ გვანცა - შენეგლიას ასული, მისი იყო. ტანზე გაუხდელად წამოწვა საწოლზე და ჭერს მიაჩერდა. გონებით ხან ავღანეთში იყო, ხან სვანეთში, ხან გვანცასთან ერთად ჩახუტებულს ეძინა. ფიქრი კარზე კაკუნმა გააწყვეტინა. რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ გვანცა იდგა კარებთან, მაგრამ შეცდა, უფრო სწორად, შეცბა. კარში ქერა იდგა და წითელპომადიანი ტუჩებით ფართედ იღიმოდა. _თორნიკე, სულ აღარ გახსოვარ შენ, მე... - აწუწუნდა ბავშვური ხმით ქალი და სახლში დაუპატიჟებლად შევიდა. ცოტა არ იყოს, არ ესიამოვნა ავალიანს ქეთის ეს საქციელი. კარი უხალისოდ დაკეტა და იმ ოთახისკენ გაემართა, სადაც ქალი შევიდა. _ქეთევან, რამ შეგაწუხა? - იკითხა უკმაყოფილოდ კაცმა. _რაღა რამ შემაწუხა თორნიკე, მომენატრე ძალიან. თავს უფლება მივეცი და აქ მოვედი. _როდის მერეა, ორ დღეში გენატრები? _ მე სულ მენატრები საყვარელო... - ქალი არ იმჩნევდა მამაკაცის სიბრაზეს, თუმცა კარგად კი ხვდებოდა, მაგრამ ოსტატურად შენიღბული, ქალური სიკეკლუცით მიუახლოვდა კაცს, თან პერანგზე ღილების შეხსნა დაიწყო, უნდოდა მკერდით მოეხდინა დემონსტრირება მამაკაცზე. გამოუვიდა კიდეც მცდელობა. ავალიანში იმ მამაკაცმა გაიღვიძა, რომელსთვისაც ქეთი იდეალური ქალი იყო. ქერა განცხრომით დაეწაფა სვანის ტუჩებს. თორნიკეც აჰყვა. ხელი თამამად შეუცურა უკვე გახსნილ პერანგში და ქალის მკერდი ხელში მოიქცია. ვნება აშლოდა ორივეს. ქალი არ ჩერდებოდა, ვერც ავალიანი ართმევდა თავს ვნების აღმძვრელ ქალს. ბოლო ძალა მოიკრიბა და ქალი, ორივე ხელით მოიშორა. ქერას გაოცება აღებეჭდა აშკარად. _არ შემიძლია... უნდა წახვიდე. - წარმოსთქვა თორნიკემ ჩუმად, მაგრამ მტკიცედ. ქეთი დუმდა. აქამდეც ხვდებოდა ავალინის ცვლილების მიზეზს. _ როგორც სჩანს არ ვცდებოდი, - დაარღვია დუმილი ქალმა. - სხვა ქალი გამოჩნდა ასპარესზე... _ამას არ აქვს მნიშვნელობა...უბრალოდ დღეს დატვირთული დღე მქონდა და ძალიან დაღლილი ვარ. - თქვა კაცმა და სახეზე ჩამოსივა ნერვიულად ხელი. _კარგი. - ხელები გაშალა ქეთიმ და ისე წარმოსთქვა, - უბრალოდ ვისაუბროდ, ფილმს ვუყუროთ, ან სხვა რამით დავკავდეთ, რადგანაც სექ*ზე უარს ამბობ... თან სახლში წასვლა არ მინდა, გვიანია უკვე. - არ ეშვებოდა ქალი. გამოუვალ მდგომარეობაში იყო ავალიანი. არ იქნებოდა ლამაზი საქციელი, მამაკაცის მხრიდან მისი სახლიდან გაშვება, არა უფრო გაგდება. _დარჩი. შენ საძინებელში დაიძინე, მე მისაღებში დავწვები ტახტზე. _ასე ვინ შეგცვალა? - აკისკისდა ქერა. _მორჩი ახლა სიცილს. - ხმა გაიმკაცრა სვანმა. _ვინ არის? როგორია?.. - ჩაეძია კითხვებით ქეთი და თან ირონია გაურია ხმაში. საბოლოოდ დარწმუნდა, რომ თორნიკეს კარგავდა. "ამას არ დავუშვებ" გაიფიქრა იმ წამს. _ ჩაი გინდა? ან ყავა? - საუბრის თემის შეცვლა სცადა ავალიანმა.პასუხს თავი აარიდა. ქეთიმაც მიუხვდა ხერხს და დაჰყვა თამაშს. _ჩაის დავლევ... მოდი რა, შენ დაჯექი და მე გავიმზადებ, გეხვეწები. - ხმა დაითბო ქალმა. ავალიანი არ შეწინააღმდეგებია. თაროდან წიგნი აიღო და ტახტზე ჩამოჯდა. * * * დილით რომ გაეღვიძა, ქეთი ამდგარიყო და საუზმეს ამზადებდა. _ რა გემრიელი სურნელია, ქეთევან! - უთხრა ნამძინარევი ხმით თორნიკემ. _ომლეტი გაგიკეთე ბევრი ბოსტნეულით და ჩაიც დავადგი, მალე იქნება. ვისასუზმოთ და შენ შენი გზით წადი, მე ჩემით. - გაუღიმა ქალმა და ჩაის ჭიქები მაგიდაზე დააწყო. _კარგი, წავალ შხაპს მივიღებ, მოვწესრიგდები და მალე მოვალ. სამსახურში წასვლამდე დრო ჰქონდათ კიდევ. იბანავა, პირსახოცი წელზე შემოიხვია და მეორე პირსახოცით თავის გამშრალებას მოჰყვა. აბაზანიდან გამოსულს, კარზე კაკუნი შემოესმა. ჭუჭრუტანაში გაიხედა და ელდა ეცა. კარს იქით გვანცა იდგა. ___________________________ გაგრძელდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.