შენ ჩემთვის დაიბადე (სრულად)
(ეს არის ჩემი პირველი ისტორია. ამ ისტორიით შემოვაბიჯე ამ საიტზე 2 წლის წინ. მოკლედ, გადაავლეთ თვალი (არანაირ რედაქტირებას ვერ ვუტარებ. შეცდომები მომიტევეთ) და "ბედნიერება გაზიარებით" -ს მოგაწვდით ამ დღეებში) ყოველთვის რთულია დატოვო ის გარემო და ადგილი სადაც გაიზარდე,სადაც ბავშვობა გაატარე. უნებლიეთ მოგონებები შეგიპყრობს და ნოსტალგია მოგაწვება.უცებ მოგინდება მობრუნდე, გამოიქცე და აღარ მოშორდე იმ ადამიანებს რომლებსაც უდიდესი ადგილი უჭირავთ ამ მოგონებებში. მატარებლის ვიწრო ფანჯრიდან შემომავალი აგვისტოს დილის გრილი ჰაერი საამოდ ეფინებოდა კესანეს ლამაზს და სევდიან სახეს. თვალები ცრემლებით ავსებოდა და ფანჯრის იქით სიყვითლე შეპარულ სიმწვანეს,რომლის სილუეტები ჩქარა ენაცვლებოდა ერთმანეთს ჩაფიქრებული გაჰყურებდა. -სანამ უნდა იყო ახლა მასე?-მოესმა კესანეს დედის ხმა,რომელიც კუპედან იყურებოდა. -ჰო დე,რა არის?-იკითხა შემკრთალი ხმით და სწრაფად მოაბრუნა თავი დედისკენ. ლოყებზე თავლებში დაგუბებული ცრემლი ჩამოუცურდა. -რა გატირებს გოგო,არ გადამრიო ახლა.. შემოდი აწი და ცოტა დაიძინო იქნებ-უთხრა დედამ მოჩვენებითი სიბრაზით,არადა ყველაზე მეტად ახლა მას ესმოდა მისი გოგონასი. კესანემ უხმოდ დაიკავა მისი ადგილი და იქნებ მართლა დამეძინოსო თვალები დახუჭა. ის ერთი უბრალო გოგონაა.რაიონში დაბადებული,სკოლა სასურველი შედეგით დაამთავრა,მსაღები გამოცდებით კი 70 პროცენტიან დაფინანსებით სამედიცინოზე ჩაირიცხა.ახლა თბილისს მიემგზავრებოდა სწავლის გასაგრძელებლად და ახალი და მისი,როგორც ზრდასრული ადამიანის, ცხოვრების დასაწყებად.მას არასოდეს დაეტოვებინა მისი მშობლიური სახლი და ოჯახის წევრები.თვალწინ დაუდგა ქეთო ბებო,რომელმაც წამოსვილის წინ შვილიშვილი საათის ისრის მიმართულებით სამჯერ დაატრიალა მომავალი სტუდენტი შვილიშვილი და გზა დაულოცა. -კარგი რა ბებოო ფრონტზე ხომ არ მივდივარ? საახალწლოდ ჩამოვალ,უცებ გავა დრო.თავის პატარა ძმას გადახედა,ძამიკო გულში ჩაიკრა ჭკვიანად იყავიო დაუბარა და თავის ხელჩანთას დაავლო ხელი.ქეთო ბებო დალოცვას როდი დაჯერდა,ახლა ჭკუის სწავლებას მოჰყა:-კესანე. ბებია ხომ იცი ახლა კარგად ისწავლე,არ შემარცხვინო. თალიკოს შვილიშვილს უნდა აჯობო იცოდე.. უცხოს ხმა არ გასცე ქუჩაში რომ დაგელაპარაკოს... ვინმემ რამე რომ მოგაწოდოს ჭამეო არ გამოართვა,მოწამლული არ იყოს და არ დამღუპო... -დაანებე ქალო თავი მაგ ბაღანას,რომ შეიკალი ხელში-სცადა ცოლის შეჩერება გიგლა ბაბუამ. -გაჩერდი შენ მანდ... არ იცი არაფერი,იმხელა ქალაქია თბილისი,ათასი რჯულის გადარეული და აბდალი დეიარება და ვინცხამ გლახათ არ დაადგას თვალი ჩემს ანგელოზივით გოგოს.-ბებოს ცრემლები მოერია და ხელში მომარჯვებული წინსაფრის კუთხით ამოიმშრალა თავისი სიბერით დანაოჭებული თვალის უპეები. -კაი რა დედა რა დაგემართა,ამხელა გზაზე ვუშვებ ბავშვს და შენ ტირილით აცილებ?-საყვედური გაურია ხმაში თენგომ. -ჰე!წაით აწი წაით,თორემ წევიდა მატარებელი უთქვენოდ.-შეახსენა ჭიშკართან მდომ მგზავრებს გიგლა ბაბუამ.-ქალო ის ხომ უთხარი ავტობუსი რომ გაჩერდება მერე ჩამოდიო.-გიგლას ნათქვამმა ყველა გააცინა.კესანემ კიდევ ერთხელ მოავლო თვალი საყვარელ კარ-მიდამოს ,მერე ისევ თავიდან დაემშვიდობა ბებოს,ბაბუს და ძამიკოს და მანქანაში ჩაჯდა. მამას სადგურამდე მიიყვანა ცოლ-შვილი.ბარგი მატარებელში შეიტანეს და საყვირის გამაყრუებელი ხმაც გაისმა.მატარებელი გასასვლელად ემზადებოდა. -ნიკოს მიმიხედე კარგად,ხომ იცი როგორი ხიფათიანია,არაფერი მოიწიოს.-გადმოძახა ლიამ ქმარს,რომელიც ჯერ კიდევ ბაქანზე იდგა და ნაღვლიანი სიხარულით აცილებდა მის პირველ სიხარულს და საამაყო ქაალიშვილს კესანეს.ან რა ამძიმებდა ნინოს გულს,პირიქით თბილისში წასვლით უფრო გასაქანს მისცემდა თავის ნიჭიერებას.მხოლოდ ის უჭირდა რომ შორს იქნებოდა საყვარელი ახლობელი ადამიანებისგან. -როგორც იქნა ჩამოვედით-ჩაესმა დედის ხმა. -რა კარგიაა!!-შესძახა მგზავრობისგან დაღლილმა კესანემ. -გარეთ თემო და ნანა დაგვხვდება-თქვა ლიამ და ხელის ჩანთა მძიმედ წამოწია.სტუდენტ გოგონას დეიდას ოჯახში უნდა ეცხოვრა სწავლის პერიოდში,იქ უფრო ეიმედებოდა თენგოს და ლიას მისი ქალიშვილი,აქაოდა თემო ყურადღებას მიაქცევსო.თემო კესანეზე 7 წლით უფროსი იყო.დეიდაშვილების სიყვარული არაფრით ჩამოუვარდებოდა ღვიძლი და-ძმის სიყვარულს. *** პირველი დღე სასწავლებელში არც ისე დაძაბული ყოფილა როგორც კესანეს წარმოედგინა.ძალიან თბილი და მეგობრული გარემო დახვდა. სწავლა,ბიბლიოთეკაში საათობით ჯდომა და კონსპექტების მომზადება სასიამოვნო და დამღლელ პროცესად იქცა მისთვის.ასე გადიოდა დღეები.ლიას წასვლის დროც დადგა.დედა სამი კვირით დარჩა ქალიშვილთან,გარემოს შეეჩვევა და მერე წავალო.კესანეს სახლში დაბრუნება უხაროდა იცოდა დედა დახვდებოდა.ახლა კი... დილით ადგა,წასასვლელად მოემზადა,დედამ თმები დაუწნა,თავზე მზრუნველი ხელი გადაუსვა და გულში ჩაიკრა. -დედა ღვთისა გფარავდეს შვილო და დაგიცვას ყოველი განსაცდელისგან-ლამაზი,ფართე თაფლისფერი თვალები დაუკოცნა,პირჯვარი გადასახა და სასწავლებელში გაისტუმრა.თვითონ კი მზადება დაიწყო სადგურზე წასასვლელად.თვალები ცრემლით ავსებოდა ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ კესანეს.არ იყო მიჩვეული დედის გარეშე ყოფნას და ახლა უნდა შეჩვეოდა იმას, სასწავლებლიდან მოსულს დედა რომ არ გაუღებდა კარს.ცრემლიანი თვალებით ავიდა ავტობუსში,რომელსაც არც კი დაუკვირდა რა ნომერი იყო.თავისუფალ ადგილას მოკალათდა და ფანჯარაში დაიწყო ცქერა.ვერც კი შეამჩნია გვერდით მგზავრი როდის მიუჯდა.კარგა ხნის შემდეგ დააფიქსირა,რომ ავტობუსი სხვა მიმართულებით მიდიოდა.შეშინებულა თავი სწრაფად მოატრიალა მარტო ხომ არ ვზივარ აქო. მაგრამ ფიქრი მალევე გაუქრა თავიდან.რადგან ხალხით გავსებულიყო სამგზავრო. მისი შეშინებული ცრემლიანი მზერა არ გამოპარვია მის გვერდით მჯდომ მგზავრს. -ხომ კარგად ხარ?ხომ არაფერი გიჭირთ?-ჰკითხა ვაჟმა თავისი მეტად დარბაისლური ხმით.კესანემ ახლაღა შეამჩნა გვერდით მჯდომი. -არა,არაფერი მიჭირს.-წარმოთქვა ნაკლებათ დამაჯერებელი ტონით გოგონამ და დაბნეულად გაიღიმა. -მე კი მგონია რაღაც გჭირთ და იქნებ დაგეხმაროთ?-რაც შეიძლება სანდო და დამაჯერებლად თქვა ვაჟმა და კესანეს თვალებში მიაჩერდა.შიშნარევი და დაბნეული თვალები ისე უმზერდნენ ვაჟის თვალებს,რომ ბიჭს მოუნდა მოხვეოდა და გულში ჩაეკრა ეს დამფრთხალი გოგონა.გულმა ორმაგად უცემდა... -მგონი დავიკარგე..-თქვა კესანემ და მზერა მოარიდა ვაჟს. -დაიკარგე?ეგ რა მოგსვილია,რა გეშველება ახლა?-უთხრა ვითომ და შეშფოთებული ხმით გოგონას,რომელსაც უკვე ღაპაღუპით მოსდიოდა ცრემლები-კარგი ხო გეხუმრე,რა გატირებს,რა დაგკარგავს ადამიანო თბილისში,ირგვლივ ყველა ქართველია,რამ შეგაშინა.-ღიმილიანი სიტყვებით სცადა გოგონას დამშვიდება ვაჟმა. -იცი? მარტო დაკარგვას არ ვნერვიულობ,ლექციაზე დავიგვიანე უკვე-თქვა მორცხვად კესანემ და საათს ნერვიულად დახედა. -ნუ ჯავრობ. შენ გეტყობა პირველ კურსელი ხარ. იცი? მე შემიძლია დაგეხმარო.სად არის შენი სასწავლებელი?-ჰკითხა ვაჟმა და ასადგომად მოემზადა. -სამედიცინო უნივერსიტეტი,ვაჟა-ფშაველას 33-დაბნეულმა უცებ უპასუხა. -აჰა გასაგებია,აი აქ ჩავიდეთ-ბიჭმა ხელი ჩასჭიდა გოგონას და ძირს ჩაიყვანა.კესანეს აშკარად არ გახსენებია ბებიას დარიგება,უცხოებს არ დაელაპარაკოვო... -ნუ მიყურებ ეგრე დამრთხალი თვალებით,არაფერს დაგიშავებ-ღიმილით და თბილი მზერით უთხრა ვაჟმა კესანეს. -არა,არ გიყურებ დამფრთხალი-იცრუა გოგონა. -მე აფრასიონა მქვია-წარმოთქვა ბიჭმა და გოგონას ხელი გაუწოდა.კესანეს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა ნუთუ შესაძლებელი ჩვენს დროში ახალგაზრდას აფრასიონი ერქვას.ღიმილი ვერ შეიკავა სახელი რომ გაიმეორა გონებაში.ბიჭმა კესანეს რეაქციაზე გულიანად გაიცინა-განა მართლა აფრასიონი ვარ,ბაქარი მქვია მე.-მაღალი,ათლეტური აღნაგონის, საოცრად ლამაზი და მეტყველი თვალების მქონე სიმპატიური ბიჭი იდგა კესანეს წინ.კესანემ ცივად გაუშვა ხელი ბაქარის ჩამორთმეულ ხელს.. გულში რაღაც აფრიალდა... -ბაქარ! სასიამოვნოა ძალიან,თუმცა აფრასიონსაც არაუშავდა-თქვა კესანემ და თავისსავე ნათქვამზე გაეღიმა.საოცრად უხდებოდა ღიმილი. -შენ რა გქვია? -მე კესანე,კესანე მქვია. -კესანე!-გაიმეორა ბაქარმა მთელი სითბოთი და თბილად გაუღიმა-ძალიან ლამაზი და უცხო სახელი გქვია. -კი,უცხო ნამდვილად არის და თავის ისტორია აქვს ჩემს სახელს,ვაიმე ძალიან დამაგვიანდა-თითქოს ახლაღა გაახსენდა კესანეს "დაკარგული" რომ იყო. -უი ხო.. ახლავე,ერთი წუთით ტაქსს გავაჩერებ და 10 წუთში სასწავლებელში ხარ- უთხრა ბაქარმა და ტაქსს ხელი აუწია,მანქანა წამში მათთან გაჩნდა.ბაქარმა კარი გამოაღო და თავის მოძრაობით ანიშნა კესანეს დაჯექიო.კესანემაც უკანა სავარძელზე მოკალათდა,ვაჟმა კარი მიხურა და ტაქსის მძღოლს მისამართი უთხრა,შემდეგ თანხა გადაუხადა. -არ არის სჭირო ბაქარ,ძალიან გთხოვ ნუ წუხდები,ვაიმე ძალიან უხერხულად ვგრძნობ ახლა თავს-მუდარის თვალებით შეხედა კესანემ ბაქარს. -ეგ არაფერი,ნუ ჯავრობ.დროებით კესანე.იქნებ კიდე ვნახოთ ერთმანეთი ასე შემთხვევით,რა იცი..-ისევ თბილად გაუღიმა გოგონას და მძღოლს ანიშნა წადიო. -დროებით ბაქარ და ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის.- თბილი მზერა არც კესანეს დაენანა მისთვის,ან კი როგორ უნდა დანანებოდა როცა ასე დაეხმარა.მალე ტაქსმა ბაქარი უკან ჩამოიტოვა,რომელიც გაუნძრევლად იდგა და მანამ გაჰყურებდა მანქანას სანამ ტელეფონის ზარმა არ მოაფხიზლა.ნომერს დახედა ლელა რეკავდა,სახეზე ნერვიულმა ტალღამ გადაურბინა,სასწრაფოდ მაჯის საათს დახედა.-ოხ ამის!.. რომელი საათი მოსულა-გამოცრა კბილებში და ზარს ალო,გისმენ-თი უპასუხა-ახლავე მოვალ.. გზაში ვარ უკვე,უბრალოდ საცობში მოვხვდი და მიტომ მაგვიანდება.. ვიცი მახსოვს... მანდ ვარ 10 წუში-ტელეფონი გათიშა და ტაქსი გააჩერა.რამოდენიმე წუთში მანქანა მინებიანი შენობის წინ გაჩერდა.ბაქარი სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და შენობაში ლამის სირბილით შევიდა.დერეფანში ლამაზი და მეტად მიმზიდველი ახლგაზრდა ქალი შემოეგება ქაღალდებით ხელში- სად ხარ რა ბაქარ აქამდე,ხომ იცი აქ შენს გარეშე სრული ქაოსია..ეს რა გაცვია-ლამის შეკივლა ლელამ-თათბირი გაქვს და დაგაგვიანდა კიდეც უკვე 15 წუთია გელიან,ასე აპირებ შეხვედრაზე შესვლას?სად არის ჰალსტუხი და საბუთები... დოკუმენტები სად არის ბაქარ? -დამშვიდდი..დოკუმენტები კაბინეტში მაქვს,ხოლო ჩემს ჩაცმულობას ეშველება-კაბინეტის კარი შეაღო-ერეკლეს დაუძახე,ახლავე შემოვიდეს ჩემთან.-ერეკლე მაშინვე მოვიდა-შენს ჩაცმულობას თუ გავითვალისწინებ ვიცი რაც გჭირდება-გაიღიმა და ჰალსტუხი მოიძრო. შემდეგ პერანგის ღილების შეხსნა დაიწყო. -აუ გაიხარე ერე,შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა.. -არც არაფერი-ღიმილით უპასუხა მეგობარმა. -ბიჭო,დილით ადრე გამოვედი ქიმწმენდაში გავიარე რომ ამეღო ჩემი ტანსაცმელები და მერე მანქანა გამიფუჭდა, ტანსაცმელებიც მანქანაში დამრცჩა,ვულკანიზაციაში დავტოვე და მეთქი ჯერ ადრეა მაინცთქო და ავტობუსით გავისეირნებთქო და გასეირნება კი არა მაშველის როლში ყოფნა მომიწია. -რა მაშველის,ვინმეს რამე ცუდი შეემთხვა?-ოდნავ შეშფოთებული სახით იკითხა ერეკლემ და პერანგი გაუწოდა მეგობასრს. -არა,არაფერი ისეთი,მერე მოგიყვები,ახლა გავედი თორემ გამექცევა ის ხალხი.-ღილები სწრაფად შეიკრა,ჰალსტუხიც ხელის სწაფი მოძრაობით სასურველი კვანძით შეკრა და საბუთებს დაწვდა.დერეფანი სწრაფად გაიარა,თმაზე ხელი გადაისვა და დიდი ოთახის მძიმე კარი ფართეთ შეაღო,-მოგესალმებით ბატონებო.მაპატიეთ,რომ გალოდინეთ..-კარი მძიმედ დაიკეტა. *** ბაქარ მაისურაძე ფინანსური ოფისის იურისტია.განათლება გერმანიაში მიიღო და 26 წლის,სამშობლოში დაბრუნებულ ახლაგაზრდას არ დასჭირვებია დიდხანს სამსახურის ძებნა. იურისტად დაინიშნა ფინანსურ ოფისში.ბაქარი კახი და ფერიდე მაისურაძეების ერთად ერთი შვილია.კახი ჭაღარა შეპარული,მეტად სანდომიანი და სიმპატურია.იშვიატად თუ ნახავდით მის სახეზე ღიმილს.ბევრი ლაპარაკიც არ უყვარდა.ფერიდე მეუღლისგან განსხავებით სულ ღიმილით ეგებებოდა ყველას.უსაზღვრო სითბოს ასხივებდა და უნაწილებდა მის ირგვლივმყოფთ.პროფესიით ექიმი იყო.შესახედავად ლამაზი არ იყო,მაგრამ ისეთი დახვეწილი ნაკვთები და სუფთა თვალები ჰქონდა,მისი შემხედვარე მაინც მოიხიბლებოდა ადამიანი მისით.მიუხედავად კახის მკაცრი ხასიათისა,უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ მეუღლეებს.და ამ სიყვარულით,პატივისცემით და სითბოთი გაზარდეს ერთად ერთი ვაჟიშვილი-ბაქარი. *** -მაპატიეთ,შეიძლება შემოვიდე?-აუდიტორიის კარში თვალებში სირცხვილ ჩამდგარი კესანე იდგა. -შემოდი, შემოდი რა თქმა უნდა-უთხრა მხნედ ლექტორმა-თუმცა მე უკვე გასვლას ვაპირებდი, რადგან ლექცია დასრულდა. -მომიტევეთ... უბრალოდ მე.. მე გზა ამებნა-ბოლო სიტყვები ლექტორს არ გაუგონია,რადგან უკვე აუდიტორიიდან გასულიყო. *** კესანეეეე!!მას ეძახდნენ.. მოტრიალდა,მისკენ მომავალი მისი ჯგუფელი ნათია მოდიოდა. -გისმენ ნათია,რა ხდება? -არაფერი,ვიფიქრე ერთად წავიდოდით სახლში,მაინც ერთი და იმავე ნომრთ ვმგზავრობთ,ტან ახლოს ვცხოვრობ შენთან. -მართლა? როგორ გამახარე ნათია,იქნებ დილითაც ერთად წამოვიდეთ?-გულწრფელად გაუხარდა კესანეს და დილით თავს გადამხდარი ამბავი მოუყვა თანამგზავრს. -ურიგო არ იქნება,რომ ჩვენ კარგი მეგობრები ვიყოთ-გაუღიმა თბილად ნათიამ. *** ნათქვამია,ბედი რომ გაწერია არ აგცდებაო და მართლაც ზოგჯერ როგორი სასიამოვნო სიურპრიზებითაა ცხოვრება სავსე.. იმ დღის მერე სულ ერთად იყვნენ ნათია და კესანე. ერთად მიდიოდნენ და ერთად მოდიოდნენ.ერთ დღესაც როდესაც კესანე გაჩერებაზე ნათიას და ავტობუსს ელოდა მასთან ახლოს მანქანა გაჩერდა,გოგონას არ გაუხედავს,მაგრამ თვალთა ხედვის არეამ აღიქვა,რომ მას ვიღაც უახლოვდებოდა. -კესანე გამარჯობა-მისი სახელის და სასიამოვნო ხმის მოსმენისას უცებ გახედა მის გვერდით მდგომს,რომელიც გაბადრული სახით შესცქეროდა გოგონას. -ბაქარ! გაგიმარჯოს.-გულწრფელი სიხარულის ღიმილი მიაგება ბიჭის მზერას,მაგრამ მალევე დაიოკა თავი და ვითომ მოჩვენებითი სიმშვიდე გადაიკრა სახეზე- აქ არ გელოდი. -მეგობარს გამოვუარე,აქვე ცხოვრობს და ველოდები მალე ჩამოვა. როგორ ხარ კესანე? -მადლობა,არამიშავს,თავად როგორ ხარ? კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა იმ დღისთვის.-მადლიერებით გაუღიმა. -მეც არამიშავს და არ არის საჭირო ამდენი მადლობები. სასწავლებელში მიდიხარ ხო? წამო მე გაგიყვან. -არა,არ შეწუხდეთ,მეც მეგობარს ველოდებ ერთად უნდა წავიდეთ.. -მერე შენი მეგობარიც წამოვიდეს შენთან ერთად.. -არა,არა.. არაა საჭირო.. აი უკვე ავტობუსიც მოვიდა. ნახვამდის ბაქარ!-კესანე გჩერებული ავტობუსისკენ წავიდა საიდანაც ნათია ხელს უქნევდა. -დროებით კესანე,კიდევ შევხვდებით ერთმანეთს-მიაძახა უკვე წასულ ავტობუსში მჯომ კესანეს ბაქარმა და ვერც კი შენიშნა ქუჩაში როგორ გადავიდა ავტობუსზე თვალის გყოლების დროს. რა მემართება? ასე რატომ ავფორიაქდი მის დანახვაზე? არა,უნდა ვაღიარო ძალიან ლამაზია.. როგორი სუფთა და ბავშვური თვალები აქვს.. როგორი თბილი ღიმილი და გამოხედვა აქვს.. ეჰეი ბაქარ!! რა ხდება? ერტი ნახვით შეგიყვარდა?-აღიზიანებდა შინაგანი ხმა- ჰმ! არა რა შემიყვარდა,ერთი უბრალოდ გოგოა. თან ჯერ ბავშვია. მე ხომ ყველა ლამაზი გოგო მომწონს,ეგეც იმ გოგონების რიგს მიეკუთვნება ეგაა და ეგ.-არ იტეხდა იხტიბარს ბაქარი შინაგან ხმასთან საუბრისას-ხო არა? და თვალებს რომ დაუკვირდი,რად ჩაუღმავდი მის სუფტა თვალებს მაშინ? გული რომ შეგეკუმშა ეგ რა იყო ნეტა?-საყვირის ხმებმა მოიყვანა გონს,უკან მოიხედა და დანანახმა გააოცა,მის წინ მტელი როგორ მანქანების კოლონა იდგა -გაიწი ბიძია იქეთ,ამოსული ხომ არ ხარ მანდ?-მანქანის ფანჯრიდან მსუქანმა მძოლმა თავი გადმოჰყო და ბაქარს მიაზახა. უცებ გამოერკვა რაც ხდებოდა და სასწრაფოდ დატოვა ქუჩა. მანქანაში ნერვიულად გააღო და ჩაჯდა.. ბრაზობდა თავის თავზე,მაგრამ მძღოლის სიტყვები რომ გაახსენდა ამოსული ხომ არ ხარო.სიცილი ვერ შეიკავა და გულიანად გაიცინა.მანქანის კარი გაიღო. -სად ხარ ბიჭო აქამდე? დაგვაგვიანდა სამსახურშიჩქარა,ჩქარა და გავედით.-თემო მანქანაში ჩაჯდა. *** -კესანე არ მითხრა ახლა შენი მაშველი, ის ბიჭი იყო-მოუთმენლობა დაეტყო ნათიას სახეზე,პასუხის მოლოდინში. -კი,ის იყო. -ვაიმე რა სიმპატიურიაა.. რა კარგი ბიჭია გოგოო.. -თვალებში ჭინკა ვარსკვლავები აუციმციმდა ნათიას. -კი ძალიან სიმპატიურია,მაგრამ მე რა?! -როგორ თუ რა კესანე,გაიცანი და რა იცი რა ხდება? იქნებ შენი ბედია-თვალი ჩაუკრა მეგობარს და გაიცინა. -კაი რა ნათი.. რა დროს საბედოზე ლაპარაკია,უამრავი სამეცადინო გვაქვს.. ბედი და საბედოები სწავლა რომ მოვრჩებით მერე იყოს.. -და შენ გგონია მანამდე უსიყვარულოდ გაძლებ?-ჰკითხა ნათამ. -გავძლებ ნათია,გავძლებ,უბრალოდ არ მეცლება სიყვარულისთვის და ეგაა... -არასოდეს თქვა არასოდეს.-მრავლის მთქმელი ღიმილით უთხრა ნათიამ მეგობარს. -კარგი,არ ვიტყვი-გაიცინა კესანემ და აუდიტორიის კარი შეაღო. -დღეს ბიბლიოთეკაში ვიმეცადინოთ ხო? -კი, კი იქ მირჩევნია მეცადინეობა,ტორემ სახლში ჩემი და-ძმის გადამკიდე ვერღარ დავმჯდარვარ სამეცადინოდ-უთხრა ნათიამ და ორივეს გაეცინა. -ძალიან საყვარლები არიან,შაბათს გამოვალ შენთან და მოვეფერები შენს გადარეულებს,უკვე მომენატრნენ. -აუ.. კი რაა გამოდი.. ძალიან გაგვეხარდება თან ხომ იცი რუსო შენზე გიჟდება. -მეც ძალიან შემიყვარდა რუსო დეიდა.. ცივი,ყვითელი ნოემბერი მიიწურა.ირგვლივ ყველაფერს ზამთრის ფერი ჰქონდა. ადრიანად იგრძნობოდა ახალი წლის განწყობა ადამიანებში,ან იქნებ კესანეს ეჩვენებოდა ასე.. დეკემბრის 27-ში გურიაში მიდიოდა. მთელი სამყარო ფერადი ეჩვენებოდა იმხელა სიხარულს და სასიამოვნო მოლოდინს განიცდიდა მისი გული. ბებო მოენატრა,მისი ქოთქოთა ქეთო ბებო.. -ცა,აფერი მოიწიო ხო გესმის ბებია,თოვლში ფრთხილად იარე,ფეხი არ დაგიცდეს ელანძე.. კაი ბებია კაი,, მალე გნახავ და გევიხარებ შენი ნახვით,შენ გენაცვალოს შენი ქეთო ბებო..-2 დღის წინ ტელეფონზე საუბრისას არიგებდა კესანეს. დრო და დრო გიგლა ბაბუც ჩაერთვებოდა საუბარში ცოლს- ე ქალო,რად უნდა ახლა შენი თქმა მაგ ბაღანას,ისედაც კი იცის ფრთხილად რომ უნდა იაროს. ახალი უთხარი შენ რამე- ჩაიქირქილა მოხუცი სიცილით გიგლამ. -მოკლედ ეს რომ არ ჩამენცოს ლაპარაკში ისე ვერ ისვენებ ბებია ბაბუაშენი..სიტყვა ვერ მითქვმს ამის გადამკიდე-გაკაპასდა ქეთო. -ოჰ! რას ჩივი ცაა.. მთლად ჩემი შიშითაა ხმას რომ არ იღებ შენ და არ წიკვინებ ამდენს-არ უთმობდა გიგლა. -წაი კაცო იქეთ,დემეთხუე პაწა ხანს,მაცალე ჩემ ბაღანასთან ლაპარაკი-ბრაზდებოდა ბოლო ბებო,კესანე კი ამყველაფერს, მოხუცებისადმი სიყვარულით სავსე ღიმილით ისმენდა. -ბებო ორივენი ძალიან მიყვარხართ და მენატრებით. მალე ჩამოვალ,ძალიან მალე.გავთიშავ ახლა, ლექციაზე უნდა შევიდე. -კაი ბებო,კაი.. შემოგევლოს შენი ბებიას სიცოცხლე ჩემო იმედო და სიხარულო. -ბაქარ?-გაიკვირვა კესანემ,როდესაც მისი სასწავლებლის წინ მანქანასთან მომღიმარი ბაქარი დაინახა,რომელიც კესანეს ელოდებოდა.ლურჯი ჯინსი ეცვა.მოკლე ქურთუკი და სასაცილოდ აბუზულიყო სიცივისგან. -გამარჯობა კესანე,როგორ ხარ? -მადლობა კარგად ვარ,თავად? -მე არამიშავს. შენთან მოვედი. -ჩემთან? ჩემტან რატო? რა ხდება? -არაფერი,უბრალოდ მინდა ყავაზე დაგპატიჟო და უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. მგონი ამაში ცუდი არაფერი იქნება. -არა,მე არ მცალია. მეჩქარება,მაპატიე მაგრამ უნდა წავიდე.-შიში გაუჩნდა ხმაში კესანეს. -სუ ცოტა ხნით,ბევრ დროს არ წაგართმევ.-მუდარით თვალებით უყურებდა ბიჭი. -ბაქარ. არ მინდა შნთან ერთად წამოსვლა,არ მინდა რომ უკეთ ვიცნობდეთ ერთამნეთს. დიდი მადლობა რომ დამეხმარე მაშინ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ერთმანეთს საფუძვლიანად გავეცნოთ. თან დრო არ მაქვს,სამეცადინო მაქვს უამრავი. მაპატიე ახლა უნდა დაგტოვო.-ყოჩაღ კესანე.ამხნევებდა საკუტარ თავს კესანე გულში. მაგრამ გული კი ძალიან წყდებოდა რომ მისი გაცნობის საშუალება ხელიდან გაუშვა. მას ხომ ბაქარი ხშირად ახსენდებოდა.თითქმის სულ თვალწინ ედგა მისი მეტყველი თვალები. მისი ღიმილი,და ხშირად მისი ხავერდოვანი ხმაც მოლანდებია თითქოს მას ეძახდა. რა ხდება კესანე შენს თავს?შენ არ გცალია ახლა სიყვარულისთვის. სწავლა,სწავლა და სწავლა. ამ ფიქრებში კესანემ ბაქარი უკან მოიტოვა. ის კი იდგა მანქნასთან და ნაღვლიანი და ამავდროულად მომღიმარი გაჰყურებდა მიმავალ კესანეს. ეს ვინ არის-ფიქრობდა ბაქარი-გოგოები თავისით იჩენენ ინიციატივას რომ გამეცნონ და ამან კიდე გამომიცხადა არ მსურს შენი გაცნობაო."ეს რა გაკადრეს ბაქარ ჰა?" არაფერია,მოვა დრო და ძალიან კარგად,საფუძვლიანად მოგიწევს ჩემი გაცნობა პატარა ქალბატონო.ჩაილაპარაკმა ბაქარმა თავისთვის და მანქანა დაძრა. გურია. ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე... რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში, არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში.. მართლაც და რა ძალა აქვს გურიის მთებს. მათი შემხედვარე სიცოცხლის სურვილი გიჩნდება ადამიანს,უცებ მოგინდება ძალიან,ძალიან დიდი გახდე,აი ისეთი დიდი რომ მთელ გურიას ხელი მოხვიო და გულში ჩაიკრა. აქ სხვანაირია ყველაფერი,აქ ღმერთის ხელი იგრძნობა. მთები. დათოვლილი მთები,მთებზე შეფენილი სოფლები. სახლის საკვამურებიდან ამოსული კვამლი. თბილი ფერის სინათლე,თითქმის ყველა სახლის ფანჯრიდან.და ხალხი.თბილი,კეთილი და სიცოსხლით სავსე ადამიანები.არა,კესანეს გურიის გარეშე არსებობა არ შეუძლია. ეს მთის ჰაერი თუ არ ისუნთქა ისე ვერ გაძლებს დიდი ხნით. როგორც იქნა მოვედი სახლში-ზეიმობდა კესანეს გული და გონება. ჭიშკართან გააჩერა თენგომ მანქანა,იქ კი ქეთოს მთელ "სადაქალოს" მოეყარა თავი.გაფითრებული სახით გადმოვიდა მანქანიდან,იფიქრა რაღაც ცუდი მოხდაო,მაგრამ ბებიამისის მომღიმარი თვალები რომ დაინახა და შეძახილი-კესანე ბებია როგორ გამხდარხარო-მაშინვე მიხვდა რომ მის დასახვედრად იყვნენ მოსულები ეს თბილი და ჭორიკანა მოხუცები მოსული. ყველამ სიყვარულით და მონატრებით ჩაიკრა კესანე გულში. მართლაც და რომ ყველას უყვარდა კესანე სოფელში.ის არ ჰგავდა სხვებს.ის სულ სხვა იყო... ...5,4,3,2,1. შესრულდაა.. ახალის წელი დადგა.. ბედობა.. ალილო ღამე.. -ალო.. ხო თემო-თენგოს ტელეფონზე თემომ დაურეკა-კი ბიძია შენ შენ შემოგევლე,მაგისთვის ზარი ახლობელთან გჭირდება? არ გრცხვენია? გელოდები.. 2 კი არა 10 მოიყვანე თუ გინდა,ხომ იცი არ შევრცხვები და არ შგარცხვენ.. თან ხვალ ღორის დაკვლას ვაპირებ.. ჰო ჰო.. კაი გელოდებით. თენგომ მობილური გათიშა და ლიას გასძახა.-თემო იყი,ქუთაისში ყოფილა შენებთან და გამოვალ მაქ თუ არ აპირებთ სადმე წასვლასო.. -უი ენაცვალოს დეიდა მაგას..-სინსაფარზე ხელების მშრალებით გამოვიდა ლია სამზარეულოდან. -ხო და 2 მეგობარი მახლავსო,მეგობრის მანქანით ვარო და დატრიალდით ახლა მალე მოვლენ. -კი კი ახლავე იქნება ყველაფერი მზად. -კესანე სადაა.. -კესანე ეკლესიაში წასავლელად ემზადება. ღამისთევაზე მიდის. -კაი,აბა შენ და დედაჩემმა იყოჩაღეთ,მაშინ.. ერთ საათში,ჭიშკართან მანქანა გაჩერდა. თენგო სტუმრებთან შესახვედრად გაეშურა,თან თემოც გადმოვიდა მანქანიდან.. ერთმანეთი თბილად მოიკითხეს,მანქანა ეზოში შეიყვანეს.სტუმრები სახლში შიპატიჟეს. წავიდა იქ გურული სტუმარ მასპინძლობა.. -კესანე სადაა?-იკითხა თემომ. რა? კესანე? ვინ კესანე? არ არსებობს.. დაუჯერებელია.. ერთერთი სტუმრის გონებას შეკითხვების გროვამ გადაუარა სახელი კესანეს ხსენებაზე... -ეკლესიაში წავიდა ადრიანად.. ღამისთევით რჩება იქ-უთხრა თენგომ და სტუმრები მაგიდასთან მიიწვია-თემო,ბაქარ,ერეკლე.. დაბრძანდით და გურულად უნდა გაქეიფოთ ერთი.. ბაქარი კი თითქოს ამ ქვეყნად არ იყო,ინტერესი კლავდა,რომელ კესანეს ახსენებდნენ. "ნუთუ ჩემი კესანე აქ არის,ამ სახლში ცხოვრობს.. ჰმ! ჩემი? როდის აქეთაა ჩემი რომ არი?"თავისივე ფიქრებზე გაეღიმა.. უცებ კარი ხმაურით გაიღო და კესანე შემოვიდა სახლში,ლოყები და ცხვირი დაწითლებოდა სიცივისგან.. და მძიმედ სუნთქავდა.. -ვააა.. ვინ მოვიდაოო- წამოდგა თემო და არც თუ ისე დიდი ხნის უნახავი დეიდაშვილი გულში ჩაიკრა. -რა მოხდა მამი რატო მობრუნდი.. -ფსალმუნების წიგნი დამრჩა და გზიდან მოვბრუნდი,ბავშვები მელოდებიან ზემოთ.. ავირებ და გავდივარ უკვე..-აქ უკვე ხმა ჩაუწყდა.. ბაქარი.. ბაქარს აქ რა უნდა? -მოდი ჩემი მეგობრები გაგაცნო.. ბაქარი და ერეკლე.. - სასიამოვნოა ძალიან.კესანე.. ახალ წელს გილოცავთ და დამდეგ შობას გილოცავთ..- ბაქარს თვალი შეავლო და მიხვდა არა ნაკლებ გაოცებული იყო მისი სახე.. -მაპატიეთ მე უნდა დაგტოვოთ. დეე.. კიდე ერთი თავსაფარიც მომე რაა.. ეკას არ აქვს და წავუღებ.. -გინდა?მე აგიყვან ტაძრამდე მანქანით-წამოდგა თემო -არა,არა იყოს,ფეხით ავალ,ტან მარტო არ ვარ,მეგობრები მელოდებიან გზაზე.. - ბებია,წაგიყვანოს,დაღამდა უკვე და მეშინია რამე ხიფათს არ გადაეყაროთ.-ჩაერთო საუბარში ქეთო.. -ხო,რა თან ბავშვებსაც ვნახავ,მომენატრა ყველანი-წამოდგა თემო,ბაქარს მიუბრუნდა ადექი წამოდიო.-თენგო ძია არ გაგვიბრაზდე,10 წუთში აქ ვიქნებით.. მანამდე ერეკლეს გაბარებ და მიმიხედე-სიცილი დააყოლა მის ნათქვამს.ბაქარი,, ბაქარიც მოდის.. ზეიმობდა კესანეს გული როცა მანქანაში ჩასხდნენ... საჭესთან ბაქარი დაჯდა,გვერდით თემო მიუჯდა. კესანე მძღოლის უკან მოკალათდა.სარკიდან კარგად სჩანდა ბაქარის დახვეწილი სახის ნაკვთები.დაბალი წვერი ბაქარს უფრო მიმზიდველს ხდიდა.თემომ გზა უჩვენა საითაც უნდა წასულიყვნენ.ვერც ბაქარი და ვერც კესანე ხმას ვერ იღებდნენ.სიჩუმე თემომ დაარღვია. -კესანე როდის აპირებ დაბრუნებას თბილიში? -სწავლის დაწყებამდე ერთ კვირით ადრე მომიწევს ჩამოსვლა,კონსპექტები მაქვს მოსამზადებელი წინდაწინ... -მოკლედ შენ რა ნიჭიერი და სწავლაზე მონდომებული მყევხარ. -ეგრეც უნდა იყოს-საუბარში ბაქარი ჩაერია-უსწავლელი კაცი ყოველთვის ცოდვაა,წელშია მოხრილი თუნდაც ჯანმრთელი იყოს.ნასწავლი კაცი კი გამართულია,ყოველთვის იმედიანად არის.ნასწავლი და ნიჭიერი კაცის საქციელი და ნათქვამი ყოველთვის ირწმუნება.გადამდებია. მაგრამ ისიც ხომ გსმენიათ უნიჭობაზე მეტი საშიში ნიჭიერებაა,თუ მას მაღალი ზნეობა და ღვთის მოშიშება არ ახლავს თან. -კი,მასეა ჩემო ბაქარ,მასე-ფიქრებში წასულიყო თემო.კესანე კი გაყუსული უსმენდა ბაქარის თბილ და მამაკაცურად ოდნავ ბოხ ხმას. დრო და დრო თვალს აპარებდნენ ერთმანეთისკენ სარკის საშუალებით და ერთმანეთის თვალებში ჩნდებოდნენ კიდეც.-ტყუილად ხომ არ ვათენებდით გერმანიაში ღამეებს-გაეღიმა თემოს და მეგობარს ბეჭზე დაადო ხელი. -აი! ბავშვებიც გამოჩნდნენ,იქ არიან-წამოიძახა კესანემ და წინ გაიშვირა თითი პატარა ბავშვივით ისე,რომ ბაქარის სახესთან ახლოს იყო მისი ხელი.ზემოდან დახედა ნატიფ თითებს ბაქარმა,მოუნდა მოფერებოდა და ეკოცნა ამ ლამაზი,სუსტი და ნაზი ხელისთვის. თემო მანქანიდან გადავიდა. -აი ამას ჰქვა,ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსეო.ყველაფერს მოველოდი,მაგრამ შენ თუ აქ დამხვდებოდი ნამდვილად არა-უცებ მოუბრუნდა ბაქარი კესანეს. -მეც ეგრე-ორივეს გაეცინათ. -გამიხარდი-უთხრა ბაქარმა შეპარვით გოგოს,თითქმის ჩურჩულით.კესანემ მხოლოდ ღიმილით უპასუხა-ალბათ ბევრს უთქვამს,რომ ძალიან ლამაზი ხარ.-კესანე უკვე არ იღიმოდა. -მადლობა.კი უთქვამთ თან ბევრჯერ. -რა თქმა უნდა,ბევრს და ბევრჯერ-ჩაილაპარაკა ბაქარმა თითქოს გაბრაზებული ხმით და საჭესთან გასწორდა. ყველანი მანქანაში ჩასხდა და ჯიხეთის მონასტრის გზას დაადგნენ. -ამ სოფელს რა ჰქვია?-იკითხა ბაქარმა. -სამება-ჯიხეთი-უპასუხა თემომ. -რა ლამაზი და საინტერესო სახელი რქმევია.და სოფლის გამო ჰქვია მონასტერსაც ეგრე? -ინფო!მოგვახსენე აბა რატომ ქვია ასე-ღიმილით გადასძახა თემომ დეიდაშვილს. -არის უფროსო!-ღიმილით უპასუხა კესანემ-სოფელს სახელი გაუთქვა დედათა მონასტერმა.მონასტერი დაარსებულია XIX ს-ის მიწურულს. მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი 1896 წელსაა აგებული ოზურგეთელი ილარიონ მენაბდის მიერ. ჯიხეთის მთაზე მეტად მიუდგომელ ალაგს ყოფილა ნაგები მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. თურმე, დედებს მეტად აწვალებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდვიათ. იქვე ახლოს მთის ძირში დაფრინდნენ მტრედები. სამებად იწოდებოდა ის ადგილი. ამიტომაც ყოფილა ერთიანი აზრი - ახალი ტაძრისთვის სამება-ჯიხეთის მონასტერი ეწოდებინათ. ლოცვა-ვედრებით დაუშლიათ ეკლესია, გადმოუტანიათ ქვები, ყველა სიწმიდე. მოკრძალებით და რუდუნებით უშენებიათ ახალი მონასტერი და უბედნიერესი ხანაც დაუდგათ და შედგა პირველი საზეიმო წირვა. წირავდა ყოველმხრივ მომადლებული, ახალგახრდა დეკანოზი ეპიფანე ხონელია. თავდაპირველად 113 ქალი მოღვაწეობდა მონასტერში.მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ წერა-კითხვასაც ასწავლიდნენ და საოჯახო საქმესაც, ხელგარჯილობასაც. მონასტრის ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ, თუ რა მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ გურიის მონასტრის დედებს ათონის სახელგანთქმულ იოანე მახარებლის მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იონამ სამება-ჯიხეთის მონასტერს, ათონიდან ღმრთისმშობლის ხატი გამოუგზავნა. დედათა უმრავლესობა, ღმრთის სადიდებელი ლოცვა-ვედრებით მონასტერშივე აღესრულა და მათგან რამდენიმე ტაძრის ეზოშივეა დაკრძალული. ყოველ 4 დეკემბერს - ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს მონასტერში იმართება დიდი დღესასწაული - ჯიხეთობა.უფროსო დამაკმაყოფილებელია ჩემი მოხსენება?-ღიმილით გასძახა თემოს და ბაქარის მზერაც დაიჭირა,რომელიც ისე სიყვარულით უმზერდა შერცხვა კესანეს და თვალი აარიდა. -ხომ ვთქვი არა?!შენ ჩემი ნიჭიერი გოგო ხარ!-ამაყად წარმოთქვა თემომ-დაიცა ჩემი მობილური რეკავს.. ჰო ერეკლე...აი ახლა ჩავისვით ბავშვები და ნელნელა მივდივართ,ცუდი გზაა ბიჭო,მთაზე ავდივართ,თან ბნელა და... ნუ ნერვიულობენ კაცო,კარგად ვართ... ხო კაი,კაი არ მოიწყინო და მოვალთ მალე. -მოვედით ხო?-იკითხა ბაქარმა და მანქანა გააჩერა. -კი,კი მოვედით,წამო სანთლები ავანთოდ და მერე წავიდეთ.-გადაულაპარაკა ბაქარს თემომ.ყველანი მონასტრის ეზოში პირჯვრის გადასახვით შევიდნენ.კესანე დაწინაურდა და პირველი შევიდა ტაძარში.დანარჩენებიც მალევე მიყვნენ.ბაქარის თვალები კესანეს ეძებდა.იპოვნეს და სასიამოვნოდ გაოცდნენ კიდეც. მგალობლების გუნდში იდგა და გალობდა "უფალო შეგვიწყალენ"-ს. ადგილზე გაიყნა ბაქარი.კესანე ანგელოზს ჰგავდა. თეთრი შარფი ეფარა,სახეს სანთლის შუქი უნათებდა,თვალები ზემოთ აღეპყრო და მთელი გულით გალობდა."საოცრეება ხარ პატარა ქალო!" წამოიძახა ბაქარის გონიერებამ. მზერა ხელში ანთებულ სანთელზე გადაიტანა.. ტუჩებმა რაღაც წაიჩურჩულეს.. პირჯვარი გადაისახა და ტაძარი დატოვა. თემოც მალევე გამოჰყავა. -წავედით ხო? -ჰო,წავიდეთ,ესენი დილამდე აქ იქნებიან.კესანეს დავუბარე დილით ამოგაკითხავთქო. -მოვედით მოვედით!!..კარგი, გააღეთ ჭიშკარი და შემოვალთ. რამოდენიმე წუთში გურული ქეიფი გაჩაღდა.. ბაქარის გარდა ყველა სვამდა. -ნენა შენ რაიზა არ სვამ?-შეწუხებული სახით კითხა ქეთო ბებომ. -მე საჭესთან ვზივარ და ვერ დავლევ. -ა! ჭკვანი კაცი,ყოჩაღ ბებია შენ-თბილად მოუთათუნა გვერდებზე ხელი მოხუცმა ბაქარს. -ლია! ერთი კესანეს გიტარა ან ფანდური მომიტანე,უნდა შემოვძახოთ კაი ქართული სიმღერა-გასძახა თენგომ ცოლს."აჰა! ეს კიდე ახალია,კესანე ფანდურსაც უკრავს და გიტარასაც?ეს გოგო ამოუწურავია,მაოცებს!"ფიქრობდა ბაქარი. -გიტარა მე მომეცით ფანდური შენი იყოს-წამოდგა ერეკლე ფეხზე. -კი შენ შემოგევლე მაგაზე გაწყენინებ?!-უთხრა თენგომ და გიტარა სტუმარს გაუწოდა-აბა!გისმენთ. ერეკლემ სიმებს ჩამოკრა მისი გრძელი თითები და სასიამოვნო სიმღერის ხმამ აავსო ოთახი. ყველანი ჩუმად უსმენდნენ მის ნამღერს."ქარი გიმღერის ნანასა,ზრაპარს გიამბობს ჭადარი.." ერეკლე რომ მორჩა სიმღერას თენგომ აამღერა ფანდური. ბოლოს ალილო იმღერეს ყველამ ერთად და სუფრაც ალაგდა. სტუმრები განსაკუთრებულად გამზდებულ ოთახში შეიყვანა თენგომ, ძილი ნებისა უსურვა და დაუბარა-ხვალ ადრე უნდა ავდგეთ,ღორის დაკვლაზე უნდა მომეხმაროთ.ვენახზე შემწვარი მწვადები უნდა გაჭამოთ,აბა!!ჰე დაისვენეთ ახლა. თენდებოდა ბაქარმა რომ გაიღვიძა.თემოს უჯიკა-ადე ბიჭო გათენდა. -აუ დამაძინე რაა გეხვეწები,მაცალე ძილი.-გაბრუებული სახით გამოხედა თემომ ბაქარს. -მე კი გაცლი,მაგრამ კესანეს ხომ შეპირდი ამოვალო? -აუ ხოო.. აუუ..ჩემი.. თავს ვერ ვწევ ისე მეძინება.. რა დავლიე ასეთი გუშინ.. აუ გთხოვ ძმურად,შენ ააკითხე რა..-ძლივს ახელდა თვალებს თემო ისე ლაპარაკობდა. -კარგი.წავალ.-ბაქარსაც ეს უნდოდა და სასწრაფოდ ჩაიცვა.ეზოში გავიდა.მანქანის ძრავა ჩართო.გიგლა ბაბუა უკვე ამდგარიყო და მანქანის ხმაზე ეზოში გამოვიდა. -სა მიხვალ ასე დილა უთენია ბაბუა? -მონასტერში უნდა ავიდე,კესანე და მისი მეგობრები უნდა ჩამოვიყვანო.თემოს სული ვერ ჩავუთქვი რომ გაღვიძებოდა-გაუღიმა მოხუცს ბაქარმა.გიგლამ ჭიშკარი გააღო. მანქანა მონასტრისკენ მიმავალ გზას გაუყვა. -შენ მოხვედი? თემო სადაა?-ჰკითხა ღიმილით კესანემ ბაქარს,რომელსაც სახეზე ეწერა ახალი გაღვიძებული რომ იყო.თვალის უპეები დაბერვოდა,ცხვირი გაწითლებოდა და ტუჩები იანვრის დილის ყინვისგან გაუფერულებოდა.სასცილოდ აბუზული იდგა მანქანასთან და ფეხებს აბაკუნებდა სიცივისგან. -თემო,განისვენებს,იმდენი დალია წუხელ დღეს თავი ვერ აწია და მე მთხოვა რომ ამომეკითხა შენთვის და შენი მეგობრებისთვის. -მადლობა რომ შეწუხდი.შობას გილოცავ,მრავალს დაესწარი და უფალი გფარვდეს. -მადლობა,გაიხარე.ასევე შენც.სად არიან შენი მეგობრები არ მოდიან? -მხოლოდ მე დავრჩი. ისინი ადრე წავიდნენ.მე დედებს დავეხმარე რაღაც საქმე ჰქონდათ და.. წავიდეთ,მეძინება უკვე ძალიან-კესანე მანქანისკენ გაემართა. ბაქარს გული ლამის ყელში მოებჯინა მის ნარნარ სიარულს და მიხვრა-მოხვრას რომ აკვირდებოდა."ახლა,ხომ მყევხარ მარტო"... ორივენი მანქანაში ჩასხდნენ. კესანე ისევ უკან დაჯდა. -წინ რატომ არ დაჯექი? -არ მინდა იყოს,აქაც კომფორტულად ვარ. -ჰო რა თქმა უნდა,მანდედან უფრო კარგად მაკვირდები არა?!-სცადა გაჯავრება კესანესი. -სულაც არა-სიბრაზიზგან და უხერხულობისგან წამოწითლდა გოგონა სახეზე. -როგორ მითხარი იმ დღეს? არაა აუცილებელი საფუძვლიანად ვიცნობდეთ ერთმანეთსო ხო?-არ ეშვებოდა ბაქარი. -დიახაც!-წარმსოთქვა კესანემ გაბუტული ტუჩებით და წარბებ შეკრულმა. -იცი ახლა რა საყვარელი ხარ? -ბაქარ! რა გინდა? -არაფერი,რა უნდა მინდოდეს. შენი კარგად გაცნობა მინდა. -რატომ? -იმიტომ რომ მომწონხარ.-ბაქარმა მანქანა გააჩერა და კესანეს მოუბრუნდა. -ეგრე ბევრს მოვწონვარ,მაგრამ ყველას კი არ ვეცნობი- ნიშნის მოგებით უთხრა კესანემ და თავ აწეულმა ფანჯარაში გაიხედა. -იმ ბევრს ჩემსავით ვერ მოეწონები. -ბაქარ,წავიდეთ სახლში გველოდებან.-სერიოზული ტონი დაიჭირა გოგონამ. -შენ ცოტათი მაინც არ მოგწონვარ?-ცალი თვალი მოხუჭა ბაქარმა და ისე კითხა. -არა,არ მომწონხარ.-სიმკაცრე გაურია ხმაში კესანემ. -ცრუობ! -არა,არ ვცრუობ. -ვერ ვიტან როცა იტყუებიან და ნუ ამიშლი ახლა ნერვებს. -ნუ აიშლი მერე.. რა გინდა რას გადამეკიდე. წავიდეთ სახლში,თორემ გადავალ და ფეხით წავალ. -არ ცრუობ არა? -არა!-არ თმობდა თავის პოზიციას კესანე. -კარგი,გასაგებია.მივდივართ,ოღონდ შენთან არა,ჩემთან მივდივართ თბილისში.- თქვა ბაქარმა და ძრავა ჩართო. -რა? თბილისში რა მინდა? ხომ არ გაგიჟდი? ჩემებს რა პასუხს გასცემ?-შეშფოთდა კესანე და თვალები ცრემლებით აევსო.ბაქარი არ უყურებდა. - ნერვები რომ ამიშალე შენი ტყუილის გამო,მიტომ მომიწია ასე მოქცევა.ხომ გითხარი ვერ ვიტან როცა ცრუობენთქო.სიმართლეს რატო არ მეუბნები? -რა სიმართლეს?-თითქმს ჩურჩულით იკითხა კესანემ.ბაქარს გულზე მოხვდა მისი ხმა მიხვდა რომ ტიროდა,მაგრამ უკან არ მიუხედავს. -ცოტათი ხომ მოგწონვარ?-გაუმეორა კითხვა.გოგონა დუმდა.მერე ჩუმად,ძლივს გასაგონად თქვა "კი". -ჰოდა ა ეგრე რაა.. რას ამიშალე ნერვები ტყუილად.-მანქანა გააჩერა და ისევ მოტრიალდა უკან.-რაო პატარა ქალო შეგაშინე?-გულწრფელი სინანულით ჰკითხა ატირებულ გოგონას ვაჟმა და ცრემლების მოწმენდა სცადა კესანეს ლოყებიდან-მაპატიე, პატარავ. -ხელები გაწიე და პატარა არ ვარ მე-პატარა ბავშვივით გაბრაზებულმა კესანემ თავი გვერდზე გაწია. -ვაიმეე პატარა ხარ აბა რა ხარ,ნახე როგორ მებუტები.მაპატიე,გეხუმრე არ მინდოდა რომ გეტირა.ნუ ტირი გთხოვ,თორემ მეც ვიტირებ ახლა შენთან ერთად.კესანე! მისმენ? არ იტირო გთხოვ. -არ გელაპარაკები მე შენ. წამიყვანე სახლში ჩქარა. -ოღონდ არ იტირო. კარგი?-თანხმობის ნიშნად კესანემ ცრემლები მოიწმინდა და გაბუტული შეხედა ბაქარს,რომელიც სარკიდან მომღიმარი უცქერდა."ჩემი პატარა" იმეორებდა ბაქარის გული და გონება და ამ "პატარას" მიმართ დიდი გრძნობით-სიყავრულით ივსებოდა. *** მთელი დღე ეძინა კესანეს,არ გაუგია არც ღორის დაკვლა,არც ქეიფი და არც სტუმრების წასვლა. საღამოს რომ ჩამოვიდა დაბლა და გაიგო თემო და მისი მეგობრები წავიდნენ თბილისშიო,გულში რაღაც ჩაწყდა.ვერ დაემშვიდობა ბაქარს.მაგრამ არაუშავს, ერთ კვირაში უკვე თბილისში იქნება და მერე ნახავს. ასე იმშვიდებდა თავს კესანე და ცდილობდა ბაქარზე ნაკლები ეფიქრა. *** -აუ ძალიან მომეწონა გურია ბიჭებო-თქვა ერეკლემ. -მეც ძალიან მომეწონა,შენ მონასტერი უნდა ნახო და იქედან დანახული გურია. საოცრებაა.სიამოვნებით ვესტუმრებოდი კიდე გურიას,თუ თემო დაგვრთავს ნებას-ღიმილით გადახედა თემოს ბაქარმა. -როცა გინდოდეს,როცა გეცალოს,წამოვიდეთ. -ხვალ სამსახური. აუ მეზარება მაგრად წასვლა.-სახე მოებრიცა ერეკლეს. -მეც,მაგრად მეზარება.. გაგვიტკბა ეს ქეიფები და თავისუფალი დრო და გავზარმაცდით?-იკითხა სიცილით თემომ. -მე ნუ მიგულისხმებთ თავისუფალ დროში და ქეიფებში.მოვუნდი თქვენს აქეთ-იქეთ ტარებას და მერე მთვრალების ყურებას. რას გევხართ ბიჭო რომ თვრებით ერთი შეგახედათ თქვენს თავებზე რაა.. რა სიყვარულის ბუშტი გისკდებათ და ეხვევით ერთმანეთს გეებივით-დასცინოდა ბაქარი მეგობრებს. -აუ ტო მართლა?-შეშფოთებული სახით იკითხა ერეკლემ.ერეკლეს კითხვაზე თემოს და ბაქარს გულიანად გაეცინათ. -არა,ბიჭო,ამას უსმენ?ჩვენი შურს ახლა და მიტომ იძახის ეგრე,თვითონ რომ ვერ სვამს 3 ჭიქაზე მეტს-ახლა ბაქარის დაცინვა მოინდომეს. -3 დალიე შეგერგებაო,ხომ გაგიგიათ,ხოდა არაა მეტი საჭირო. თქვენსავთ მაინც არ ვიძინებ მაგიდაზე-არ ჩამორჩა ბაქარი. -აუ კაი რაა,ძმობას გაფიცებ მაგიდაზე როდის დაგძინებია ერთი არ მახსენდება მე.-ისევ შეშფოთდა ერეკლე. -რას გაიხსენებ,ისეთი მთვრალი იყავი... -დაანებე ბიჭო თავი,თორემ მართალი ეგონება ამას-სიცილს ვერ იკავებდა თემო. -აუ რას დამცინი ეე ბაქარ,რაა.. -არ დაგცნი არა. მორჩა ხო,კარგი. ხვალ ხომ არაფერი თათბირი გვაქვს დანიშნული?-გადახედა თემოს ბაქარმა. -არ მახსენდება,ლელას დავურეკავ დაიცა... ლელაჩკა! მრავალ კაი დღეებს დაესწარი... კი ერთად ვართ სუყველა..-თემომ ბაქარს გადახედა-ტელეფონი დაუჯდა და სატენი არ ჰქონდა... მოკლედ,რატომ გირეკავ.ხვალ რაიმე თათბირი ხომ არ გვაქვს დანიშნული?...უი მართლა? ხვალისთვის არის ეგ შეხვედრა მერე?... კაი მადლობა ლელაჩკა... კაი ვეტყვი.-თემომ ტელეფონ გათიშა და ბიჭებს აცნობა-ხვალ დილის 9საათზე გვაქვს შეხვედრა დანიშნული ერთ ერთი ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიასთან,ხელშეკრულება უნდა გავაფორმოთ.ესეიგი დილიდანვე დათვირთული დღე გვექნება. -რომელი დღე არ გვაქვს დატვირთული სამსახურში შენ ეგა თქვი-ჩაილაპარაკა ერეკლემ. -ბაქარ,ლელამ დამირეკოსო.ვურეკავდი და გათიშული ჰქონდა ტელეფონიო. -სახლში ავალ.დავიძინებ,აზრზე მოვიდე და მერე დავურეკავ. ერეკლე სახლში დაგტოვო თუ ჩემთან წამოხვალ?-მოუბრუნდა ერეკლეს ბაქარი. -უი მოვედით ტო? აუ გაიხარე,არა არა სახლში დავრჩები,მეც გამოვიძნებ თორემ ხვალ შტეროზი მექნება მთელი დღე. -მეც ეგრე.. როგორც კი შევალ სახლში ეგრევე დავიძინებ-თქვა თემომ და მეგობრებს გაუღიმა. დილით სამივენი სამსახურში შეხვედრაზე ისხდნენ და ხელშეკრულების პირობებს გულდასმით უხსნიდნენ აწ უკვე თანამშრომელი კომპანიის წარმომადგენლებს. * * * -აწი ბებია ზაფხულამდე ვერ გნახავ. -არაუშავს ბებო,ხშირად დაგირეკავ და ისე უცებ გავა ეს დრო ვერც მივხვდებით. -აბა ჰე შენ იცი ბაბუ,გვასახელე შენი კარგი სწავლით.დაგლოცოს უფალმა ჩვენო სიამაყე. თბილისი. მონატრებია კიდეც აქაურობა კესანეს უკვე.სადგურზე ნანა დეიდა დახვდა,თემო სამსახურშიაო და თავი ვერ გაინთავისუფლაო.სახლში მისულმა იგრძნო როგორ დაღლილიყო.ბარგი რომ მიალაგა დივანზე წამოწვა და ტელევიზორი ჩართო. მალევე ჩაეძინა ტელევიზორის ყურებაში. -დედაა!-სახლში თემო შემოვიდა.ნანა შინ არ იყო,კესანესთვის პლედი მიეფარებინა და სადღაც წასულიყო.-სად წავიდა დედაჩემი ნეტა?შემოდი შემოდი,ზალაში დამელოდე და მეც ახლავე მოვალ.მეზობელთან იქნება ნანა ჩასული და ვეტყვი,რომ ამოვიდეს.-თემომ კარი გაიხურა.ბაქარი ზალაში შევიდა და კინაღამ გული გაუჩერდა,მძინარე კესანეს რომ შეხედა. ფრთხილად მივიდა და მის წინ ჩაიმუხლა. თბილ სახეზე ცივი ხელი ჩამოუსვა "ჩემი პატარა,ჩემი ბუტია გოგო"სიყვარულით სავსე იყო ეს სიტყვები.. ცივის შეხებაზე კესანეს გაეღვძა.. ცივის შეხებაზე კესანეს გაეღვიძა.თვალები მძიმედ გაახილა,მაგრამ მომღიმარი ბაქარი რომ დაინახა მაშინვე მოფხიზლდა.დივანზე წამოჯდა,თვალები მუჭებით მოისრისა პატარა ბავშვივით. -არ გელანდები არა,მართლა აქ ვარ-ღიმილით და მზრუნველი ხმით უთხრა ბაქარმა და კესანესაც გაეღიმა. -გამარჯობა ბაქარ. როგორ ხარ? თემო სად არის? -შენ როგორ ხარ?ნანას მოსაყვანად გავიდა-ბაქარი ფეხზე წამოდგა და დივანზე დაჯდა.კესანე უცებ ადგა და პლედი აიღო. -მე არამიშავს,ცოტა დავიღალე მგზავრობით და ჩამძინებია აქ ტელევიზორის ყურებისას. -ტკბილად გეძინა,ჩემი ბრალია,მე გაგაღვიძე-შეწუხდა ვაჟი. -არა,არაფერია.. კარგა დრო გასულა რაც მძინავს. -ისევ გამიხარდი-უთხრა ბაქარმა სიყვარულით სავსე თვალებით კესანეს,რომელსაც საოცრად უხდებოდა ახლად გაღვიძებულის იერი,გაღუებული ცხვირ-პირი,თმები აუბურძნული, თვალის უპეები დაბერილი და ბავშვივით ვარდისფერი ტუჩები.როგორ მოუნდა ბაქარს რომ მის მკლავებში ჩაემალა ეს "პატარა ქალბატონი" და დიდხან, დიდხანს ჰყოლოდა ასე და დაუსრულებლად მოფერებოდა.კესანესაც გაეხარდი ბაქარ,მაგრამ თავს იკავებდა ამის თქმისგან.არადა ისე გაეხარდი,რომ მთელი ძალით უნდოდა მოგხვეოდა და მოგკვროდა,მაგრამ თქმას ღიმილი და საუბრის სხვა თემაზე გადატანა არჩია. -ყავას ან ჩაის ხომ არ დალევ? -კი დავლევ.შავი ჩაი გამიკეთე თუ გაქვთ და დიდი სიამოვნებით დავლევ. -კი გვაქვს და ახლავე გაგიკეთებ.-ისევ გაუღიმა კესანემ ბაქარს და სამზარეულოსკენ წავიდა.შემოსასვლელი კარი გაიღო. სახლში თემო და ნანა შემოვიდნენ. თემომ ხელები გაშალა და ისე შეეგება საყვარელ დეიდაშვილს.ჩაი გამზადდა. ნანამ მისი "საფირმო" ნამცხვარი გამოიტანა და ყველანი მაგიდას შემოუსხდნენ. -დაიღალე ძალიან?-ჰკითხა თემომ კესანეს. -კი დავიღალე,მაგრამ უკვე გამოვიძინე და კარგად ვარ ახლა.ნანა დეიდა შეიძლება შენი დახმარება დამჭირდეს კონსპექტების მომზადებაში და გცალია?-მუდარის თვალებით შეხედა გოგონამ დეიდას. -კი,კი მცალია,დაგეხმარები აბა რას ვიზამ.ხვალ ადრე დავბრუნდები სამსახურიდან და ერთად ვიმეცადინოთ.თემო რაღაც უხასიათოდ მეჩვენები,ხომ არაფერი გტკივა?-მიუბრუნდა შვილს ნანა. -არა,არაფერი არ მტკივა.უბრალოდ რაღაც გამახსენდა და... დღეს შესვენებაზე გარეთ ვიყავი გასული და ალბათ ჩემი ასაკის იქნებოდა გოგო შემხვდა,ინვალისდის ეტლით იყო.ერთი ფეხი არ ჰქონდა.გული დამიმძიმდა მისი შემხედვარე-თემომ თავი ჩახარა-არ მავიწყდება მისი სახე,საცოდავი,უმწეო ღიმილი და ისეთი კეთილი თვალები ჰქონდა... ნეტა შემეძლოს და რამით დავეხმარებოდე.-კესანეს უკვე თვალები ცრემლებით ავსებოდა. -ყოველი განსაცდელი ღვთისგან არის დაშვებული ხომ იცი შვილო,ადამიანს ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდება თავიდან ღვთის ნების გარეშე.უფალი ჩვენსავე სულის სასიკეთოდ გვიგზავნის ცხოვრებისეულ სირთულეებს.. ალბათ ასე იყო საჭირო და მიტომ ხვდა წილად იმ გოგონას ღვთისგან ეს განსაცდელი.ასეთი ადამიანები ჩვენ,საღ-სალამათ ადამიანებს გვეხმარებიან ჩვენივე სულის ცხონებისთვის... აი! შენში სიბრალულის გრძნობა გაჩნდა მის დანახვაზე... ჩაგაფიქრა ბევრ რამეზე და სიკეთისკენ გიბიძგა ამ განცდამ.ხედავ?ადამიანებმა ღვთის სამართლიანობაში ეჭვი არასდროს არ უნდა შევიტანოთ.უნდა გვწამდეს მისი.-ნანამ საუბარი დაასრულა და მასზე მიჩერებულ გასუსულ ახალგაზრდებს მოავლო თვალი. -კი ნამდვლად მასეა ქალბატონო ნანა-დაეთანხმა ბაქარი-ბერი პაისი მთაწმინდელი ამბობს კიდე ძალიან კარგად.ვინც ღმერთს არ ერწმუნება ან ერწმუნება უფრო ნაკლებად,ვიდრე საკუთარ "მე"-ს,მას ქვეყნიერებისთვის დანგრევა მოაქვს.თუმცა,ასეთები ვერ ახერხებენ თავიანთი ეშმაკეული გეგმების შესრულებას,იმიტომ,რომ თუნდაც მათ ერთად თავმოყრა შეძლონ,მაშინვე ერთმანეთის ღრღნას შეუდგებიან და დემონების მიერ დაიფანტებიან.რამე თუ ეშმაკს,რომელიც მათ კრებს,სიყვარული არ გააჩნია და მათ ვერ დაამეგობრებს;სიმდაბლე არ გააჩნია,რომ ერთმანეთი გაატანინოს;მოუთმენელია და ამიტომაც ბოროტება ისე იფანტება,რომ დიდი ბოროტების ჩადენას ვერ ასწრებს-სანამ ამას ამბობდა ბაქარი,კესანეს თვალი არ მოუშორებია მისთვის.არ გამოპარვია როგორ აწვალებდა ბაქარი "სალFეთქს". -ბაქარ! ეს ყველაფერი ძალიან კარგად თქვი,მაგრამ სიყვარული ახსენე წეღან,სიყვარულზე რას გვეტყვი?-ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა თემოს სახეზე და მეგობარს ისეთი სახით შეხედა "გისმენ გულისყურითო".ბაქარს ფერები გადაუვიდა.კესანესკენ გააპარა თვალი შეუმჩნევლად.ლოყები აწითლებოდა.თემოს გახედა და ნაძალადევი ღიმილით გაუღიმა. -სიყვარული?გახშირებული გულიცემა..ციებიანივით სუნთქვა..კუნთების კანკალი..სველი ხელის გულები.. აწითლებული ლოყები..უმიზეზო ღიმილი.. უჩვეულოდ მოვარდნილი და ყოვლის მომცველი გრძნობა იმდენად ძლიერია,რომ მისი სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.ეს თავისებური დაავადებაა და სიმპტომებიც ასეთი აქვს. ჰა! როგორ ჩამოვაყალიბე?-გაეცინა ბაქარს.კესანესაც. -ისე ჩამოაყალიბე,რომ ვგონებ შეყვარებული ხარ-გამომცდელი კილოთი უთხრა თემომ მეგობარს და სიცილში აყვა.-დეე! შენ რას იტყვი ამ ძვირფას და ამაღლებულ გრძნობაზე?-თეატრალურად გაშალა თემომ ხელები.ყველა იღიმოდა. -შენ როდის უნდა გამეზარდო თემო, დედი?!სიყვარული-სრული სიართლეა,სიყავრულში შეიძლება მხოლოდ ის იყო, რაც ხარ და ვერაფრით ვერ იქნები ის-ვიღაც-სხვა.შეცდომაა როცა ვინმე ფიქრობს,უკეთესი უნდა გავხდე,აი ასეთი და ისეთიო,რომ ვინმემ შემოყვაროსო.სიყვარული ურთიერთ გაგებაა.სხვისი შეყვარება-ცხოვრების ცენტრის საკუთარი თავიდან სხვაში გადატანაა.აი მე ასეთი სიყვარულის მესმის ჩემო ბავშვებო.-ნანამ სიყავრულით და მზრუნველობით სავსე მზერა მოავლო თემოს,კესანეს და ბაქარს.-ახლა მაპატიეთ უნდა დაგტოვოთ,მეზობელს გადასხმას ვუკეთებ და უნდა ჩავიდე. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად გატარებული ეს დრო ჩემო კარგებო.-ბაქარი ფეხზე წამოდგომით დაემშვიდობა მეგობრის დედას. -მეც წავალ უკვე გვიანია,თან ლელა აპირებს გამოსვლას-ოდნავ დაბალ ხმაზე თქვა ბაქარმა ბოლო სიტყვები,მაგრამ კესანეს სმენას არ გამოპარვია სახელი ლელა და არც ის,რომ ბაქართან აპირებდა მისვლას, "უნამუსო! ვიღაც ქალი ჰყავს და მე მეუბნება მომწონხარო და პატარას მეძახის".. მისი ფართე და ლამაზი თვალები სიბრაზიზგან წამოენთო.ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია ბაქარს და სასიამოვნოდ გაეღიმა ტუჩის კუთხეში.მასპინძლებს დაემშვიდობა და გავიდა. მთელი ღამე ვერ მოისვენა კესანემ,საწოლში იმდენი იწრიალა დაიღალა და ადგა,სამეცადინოთ დაჯდა იქნებ გული გადავაყოლოვო. რა არ ასვენებდა მის პატარა გულს? გამოტყდი კესანე! აღიარე! რომ ძალიან შეგიყვარდა ბაქარი და ეჭვანობ. ხო.. ხო.. ეჭვიანობ... არა რა სისულელეა,რა შემიყვარდა, უბრალოდ ვცოფთები მე მეუბენება მომწონხარო,გამიხარდიო,პატარავო და სახლში სხვა ქალი ელოდება.. ვინ ვგონივარ მე მაგას?.. დამაცადოს.. ნახავს ვინცა ვარ. თავს იმშვიდებდა ასე კესანე. გამთენიისას ჩაეძინა. იმაზე ფიქრით რომ ბაქარზე არ ეფიქრა.დილით ტექსტური შეტყობინების ხმამ გააღვიძა.ცალი თვალ გახელილი წაიკითხა მესიჯი "გავიგე,წუხელ მშვიდად გძინებია,პატარა ქალო".უცებ მოფხიზლდა.მიხვდა ბაქარი წერდა. რამოდენიმეჯერ გადაიკითხა და პასუხი გაუგზავნა. -"და რატო არ უნდა მძინებოდა?" -"იმიტომ,რომ ჩემზე ფიქრობდი."-იყო პასუხი. -"რატომ გგონია რომ შენზე ვფიქრობდი? საიდან დაასკვენი? ზედმეტად თავდაჯერებული ხარ,ბატონო ბაქარ" -"იქედან დავასკვენი,რომ მე ვფიქრობდი შენზე და ვერ დავიძინე შენსავით მთელი ღამე.ამისთვის დაგსჯი ქალბატონო კესანე ჩემს მიერ შედგენილი კანონების თანახმად." -"დამსჯი?ჰმ! არ გამაცინო.და რაში მდებთ ბრალს?" -"თქვენ ბრალი გედებათ მოქალე ბაქარ მაისურაძის ფიქრებში,გონებაში და გულში უკანონოდ საზღვრის გადაკვეთისთვის. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ დუმილის უფლება,თუმცა არ გირჩევ.სასჯელი უფრო დაგიმძიმდებათ". კესანემ დიდხანს უყურა გაღიმებულმა ბოლო შეტყობინებას და სიხარული იგრძნო,რაღაც არა ამ ქვეყნიური სიხარული. -"ადვოკატს ვითხოვ"-მიწერა რამოდენიმე წუთის შემდეგ. -"არ გაქვსთ ადვოკატის აყვანის უფლება,აქ კანონებს მე ვწერ და უნდა დაემორჩილო ამ წესებს" -"აბა,საშველი არ მაქვს?" -"კი გაქვს,ხვალ უნდა შემხვდე. მისამართს შეგატყობინებ" -"ვერ შეგხვდები,თემოს ეწყინება რომ გაიგოს." -"შემხვდები!!!" -"არა,არ შეგხვდები,წადი და ლელას შეხვდი"-ეს არ უნდა მიეწერა.თავი გასცა უცებ.ტუჩზე იკბინა შეცდომისთვის.ბაქარს გულიანად გაეცინა მოწერილზე და ხმამაღლა თქვა მთელი გრძნობით "ჩემი პატარა,ჩემი ბუტია გოგო" -"შენ არ იჯავრო,მასაც შევხვდები."-არ უპასუხია კესანეს,ტელეფონი მოისროლა ოთახს კუთხეში.მერე ადგა და მოწერილი მესიჯები თავიდან გადაიკითხა ღიმილით. ისევ დაიძინა. * * * -თემო სალაპარაკო მაქვს. -რა ხდება ბაქარ? ხომ მშვიდობაა? -კი,კი მშვიდობაა.. უბრალოდ რაღაც მინდა რომ გითხრა და დიდი იმედი მაქვს გამიგებ და არ გეწყინება.. -მასაც უყვარხარ?-სათქმელი არ დაასრულებინა ბაქარს.გაოცებული თვალებით უმზერდნენ თემოს. -არა,მან არ იცის რომ მიყვარს. -ბაქარ! ხომ იცი კესანე ჩემთვის რაც არის,სიცოცხლეს რომ მირჩევნია ისიც ხომ იცი.. ჩემი ყველაფერი რომ არის,ამის შეხსენებაც არ დაგჭირდება. არ მინდა ეტკინოს,არ მინდა ვინმემ ატკინოს.. -ჩემთვისაც ყველაფერი გახდა,სიცოცხლემ აზრი შეიძინა ჩემთვის.მინდა მასაც ვუყვარდე,მინდა ჩემს გვერდით იყოს.სულ მას ვხედავდე.. -მაშინ მოგიწევს ბრძოლა მისთვის-გაუღიმა მეგობარს თემომ და ბეჭზე ხელი დაკრა. -შეხვედრაზე მინდა დავითანხმო რომ უკეთ გამეცნოს... -მე,შენ მეიმედები ბაქარ! ხელს არ შეგიშლი.-თითქოს მძიმე ლოდი მოიხსნაო ბაქარმა ბეჭებში გასწორდა. მეგობას მოეხვია და კაბინეტიდან გავიდა. -"ამ მისამართზე მოხვალ ხვალ" -"რატომ ხარ დარწმუნებული,რომ მოვალ?არსადაც არ მოვალ და საერთოდაც ტელეფონს ვთიშავ". მართლა გამორთო კესანემ ტელეფონი.2 დღე ისე გავიდა არ ჩაურთავს.ბაქარისგან ჩამი ჩუმი არ ისმოდა.ცოტა არ იყოს აშფოთებდა ეს სიჩუმე კესანეს,მაგრამ ქალი აბა რისი ქალია თუ მოჩვენებითი-ვითომ სიამაყე არ გამოიჩინა.თემო ისე იქცეოდა ვითომ არაფერი არ იცოდა, ბქარის გრძნობების შესახებ კესანესადმი.მე-3 დღეს ჩართო ტელეფონი. მხილოდ ნათიას მესიჯი დახვდა. "ხვალ სასწავლებელში გნახავ,მომენატრე". დილით გაემზადა და სასწავლებელში წასასვლელად. დაბლა ჩავიდა,გულმა უცნაური სალტო გააკეთა.. დაბლა ბაქარი იდგა მანქანასთან.დაინახა კესანე მაგრამ რეაქცია არ ჰქონია,თითქოს არც კი იცნობდა."ნაწყენია"გაიფიქრა კესანემ.ახლოს მივიდა ბაქართან. -გამარჯობა ბაქარ. -გამარჯობა.-არ შემოუხედავს გოგონასთვის ისე მიესალმა.გულში ჩაწყდა კესანეს რაღაც, თან ძალიან მტკივნეულად.ლამის ატირდა. -ალბათ თემოს ელოდები.კარგი ნახვამდის,მაგვიანდება უნდა წავიდე.-ცრემლიანი ხმით ამბობდა კესანე. -ნახვამდის.-არც ახლა შეუხედავს ისე დაემშვიდობა.მობილური ამოიღო ჯიბიდან და გვერდზე გავიდა,ვიღაცას გადაურეკა.კესანემ უხმოდ გაეცალა იქაურობას... გულის ძარღვები შეეკუმშა.სუნთქვა უჭირდა.გული ვერაფერს ვერ დაუდო.ლექციაზე გაორებული იჯდა. მხოლოდ ბაქარი ტრიალებდა მის გულში და გონოერებაში."არა,ნამდვილად მიყვარს.აბა ამდენს რატომ ვფიქრობ მასზე?".როგორც იქნა ლექცია დასრულდა.ბიბლიოთეკაში წასვლას და იქ მეცადინეობას აზრი არ ჰქონდა, მაინც არაფერი არ შევიდოდა თავში. ამიტომ სახლში წასვლა ამჯობინა.სახლის კარი უხასითოდ გააღო.შემოსასვლელში ბაქარი იდგა.გული წამით გაჩერდა მის დანახვაზე.აფორიაქდა.ადგილი ვერ პოვა გოგონას სხეულში,ლამის გადმომხტარიყო.ისე ძლიერად იგრძნო გულის ორმაგი დარტყმა ერთი გულის ადგილას,მეორე ყელში,ჩაახველა კიდეც.ფერი არ ედო. ბაქარს გვერდი აუარა და სამზარეულოში შევიდა,წყალი მოსვა.თითქოს ცოტა დამშვიდდა. -კესანე უკვე მოხვედი?-გამოსძახა თემომ. -ჰო.ადრიანად წამოვედი დღეს რაღაც შეუძლოდ ვარ და..-იმ ოთახში გავიდა საიდანაც თემოს სხმა ისმოდა-რა მოხდა სადმე მიემგზავრები? -რა მოგივიდა?რატომ ხარ შეუძლოდ?რამე გტკივა კესანე?-თემომ ჩემოდნებში ტანსაცმელები ლაგებას თავი დაანება და კესანეკენ წამოვიდა შეშფოთებული სახით. -არა,სერიოზული არაფერია,ნუგეშინია. ცოტა თავი მტკივა-გაუღიმა გოგონამ დეიდაშვილს,რომ დამაჯერებელი ყოფილიყო უფრო მისი ნათქვამი-სად მიდიხარ? დეიდა სად არის? -მოულოდნელად მომიწია გამგზავრება მივლინებაში.გერმანიაში უნდა წავიდე 6 თვით.რაღაც პრობლემებია თანამშრომელ ოფისთან და ჩვენი იქ წასვლა გადაწყვიტა უფროსმა-"ჩვენიო?!ბაქარიც მიდის?თან ექვსი თვით.მთელი ეს დრო ვერ ვნახავ?!"ამის წარმოდგენაზე კესანეს სისხლი გაეყინა.თვალებში კაპილარები უფრო გაწითლდენ.სუნთქვა დაავიწყდა-ნანა მორიგეა დღეს და არ ვიცი შეძლებს თუ არა თავის განთავისუფლებას,თუ არადა საავადმყოფოში გავუვლი და იქ დავემშვიდობები.ამ საღამოს მიფრინავს თვითმფრინავი.ბაქარი გაგვიყვანს აეროპორტში და ვცდილობ მოვემზადო დროულად..ერეკლე მოდის ჩემთან, ერთად..შეგიძლია დამეხმარო?უფრო სწრაფად მოვრჩები ჩალაგებას.-კესანეს გონებამ სიხარულის ფეიერვერკი გაისროლა "ბაქარი რჩება!" -კი,კი შემიძლია აბა რაა.ახლავე, დაიცა პალტოს გავიხდი და შემოვალ-კესანე ოთახიდან გავიდა.ბაქარი ისევ იქ იდგა.-შებრძანდით ზალაში და იქ დაჯექით-უთხრა მთელი თავაზანობით გოგონამ და ეცადა გაღიმებოდა ისე რომ დაემალა მისი სიხარული. -არა,არ მინდა იყოს. მადლობა.-ისევ ის სიუხეშე.ისევ გულის ძარღვების ტკენა. ისევ ცრემლიანი თვალები."მსჯის,ალბათ მისივე კანონებით"გაიფიქრა კესანემ და ერთხელ კიდე შეხედა ბაქარს.არც ის იყო ნაკლებ დღეში.თითქოს გამხდარი მოეჩვენა.თვალებს ირგვლივ შავი ჩრდილები გასჩენოდა.ნაღველი და ამავ დროეულად ბრაზი ჩადგომოდა თვალებში ვაჟს."ნუთუ ასე ვაწყენინე?"ფიქრები არ ასვენებდა გოგონას.ბაქარს ზურგი აქცია და თემოსთან შევიდა ოთახში,ბარგის ჩალაგებაში რომ მიხმარებოდა. -ნანამ დარეკა,დაჭრილი მოიყვანეს და ვერ ვინთავისუფლებ თავს,ოპერაციაზე შევდივარო.-თქვა დანანებით თემომ.-ისე მომიწევს წასვლა ვერც დავემშვიდობები.იმედია მალე დასრულდება ოპერაცია მშვიდობით. -იმედია. ესენი ჩაგიდო?-კესანემ კარადიდან სპორტული ფეხსაცმელები გამოიღო და თემოს აჩვენა. -კი,კი ჩადე..-1საათში ბარგი მზად ჰქონდათ.ერეკლემ დარეკა მეც მზად ვარო. რეგისტრაცია 2 საათით ადრე იწყებოდა და უნდა გასულიყვნენ უკვე.-შენ მაინც წამო აეროპორტში არ გამაცილებ? 6 თვე ვერ გნახავ. -წამოვალ გაგაცილებ აბა რას ვიზამ-ღიმილით მოეხვია დეიდაშვილს კესანე. -თემოო!გავედით უკვე ერეკლე გველოდება-ოთახში ბაქარი შემოვიდა თან ტელეფონზე საუბრობდა. -ჰო აი მზად ვარ უკვე. ჩაიცვი მიდი-მიუბრუნდა კესანეს-და გავედით. ნახევარ საათში აეროპორტში იყვნენ და რეგისტრაციისთვის რიგში იდგნენ.რეგისტრაცია დასრულდა,ჩასხდომა გამოცხადდა მიუჰხენის მიმართულებით.თემო ბაქართან ახლოს მივიდა-ხომ იცი,კესანეს შენ გაბარებ.. -ვიცი თემო და შეგიძლია მშვიდად იყო,საკუთარ თავზე მეტად გავუფრთხილდები. -დარწმუნებული ვარ მაგაში-ღიმილით უთხრა თემომ მეგობარს და მოეხვია. -წავედით ახლა,თორემ დავრჩით თბილისში-ერეკლემ ბეჭზე დაკრა ხელი თემოს.მერე ბაქარს მოეხვია.ჭკვიანად იყავიო დაუბარა და თმები აუბურძგნა სასაცილოდ. -კესანე,იცოდე დღეიდან ბაქარი იზრუნებს შენზე.თუ რამე დაგჭირდეს ისეთი,რაშიც შეიძლება მე დაგხმარებოდი,მას უთხარი.მოდი ახლა ჩაგეხუტო და წავედი.-დეიდაშვილები ერთმანეთს მოეხვივნენ. თვითმფრინავი გაფრინდა. -წავედით.-ისევ უხეშად ნათქვამი. -წავიდეთ.-მოწყენილი ხმით დაეთანხმა.ორივენი უხმოდ ჩასხდნენ მანქანში,მაგრამ მანქანა სახლის მიმართულებით არ წასულა. -სად მივდივართ?-მოჩვენებითი სიმშვიდით იკითხა კესანემ.პასუხი დუმილი იყო.მანქანა მალევე გაჩერდა-სად ვართ?-კითხვის ფორმა შეცვალა გოგონამ და ვაჟს მიაჩერდა ისეთი სახით,რომ უკვე ეტყობოდა შიშს ვერ მალავდა. -იქ,სადაც უნდა მოსულიყავი 4დღის წინ-უთხრა ბაქარმა მშვიდი ტონით და მანქანიდან გადავიდა.კესანეც გადაყვა.შესცივდა,მოიბუზა.ბაქართან ახლოს მივიდა და იქით გაიხედა საითაც ბაქარის მზერა იყო მიმართული.ღამის თბილისი. ქალაქის საოცარი პანორამა იშლებოდა ამ რელიეფიდან."რა სილამაზეაა!"-აღტაცება ვერ დამალა კესანემ. -კი,ნამდვილად ლამაზია-ბაქარს ხელები ჯიბებში ჩაეწყო და ისე იდგა.-როცა რაიმე მნიშვნელოვანი ხდება ჩემს ცხოვრებაში,აქ ამოვდივარ და ვფიქრობ.გადაწყვეტილებას აქ,ამ ადგილას ვიღებ ხოლმე.ალბათ სასაცილოდ გეჩვენება ხო?-გვერდულად გადმოხედა გოგონას ვაჟმა და გაუღიმა. -არა,რატო.. სულაც არ არის სასაცილო. მეც მქონდა ჩემი საყვარელი ადგილი გურიაში.ტყეში,პატარა ჩანჩქერია და იქ მივდიოდი ხოლმე.ოღონდ ღამით არა-ღიმილი გაურია ხმაში გოგონამ-იქ სრული სიმშვიდეა.სიწყნარე.ადამიანებისგან შორს ხარ.გესმის ბუნების ხმა,შეიგრძნობ მის საოცრებას.შენი თავიდანაც შორს ხარ.მხოლოდ იქაურობით არსებობ იმ მომენტში.-ბაქარი მთელი სიყვარულით უსმენდა და მისი ლაპარაკი ბავშვის ტაატივთ ჩაესმოდა.მეტად აღარ შეეძლო გაბრაზებით ეყურებინა კესანესთვის. კუნთებმა კანკალი უწყეს.ისედაც აჩქარებული პულსი უფრო აუჩქარდა. -რატომ არ მოხვედი იმ დღეს?-კესანე კითხვას არ მოელოდა და პასუხიც არ გასცა.უბრალოდ თავი ჩახარა დამნაშავესავით. -იცი? რომ ძალიან მიყვარხარ?!- ვაჟმა კესანეს მხრებზე მოკიდა ხელები.ისევ გაჩერდა გული წამით.თვალები ცრემლებით აევსო,სიხარულის და სიყვარულის ცრემლებით.თავი ვერ აწია,არ უნდოდა ბაქარს დაენახა მისი ცრემლიანი თვალები.-კესანე!-ნიკაპზე მოკიდა ხელი და თავი ააწევინა..თვალებში ჩახედა..ტიროდა კესანე. -ტირი შე ჩერჩეტო?რა გატირებს გოგო,მიყვარხართქო გითხარი,მძულხართქო კი არ მითქვამს. -ღიმილით და ჩურჩულით უთხრა ბაქარმა და მთელი ძალით მოხვია მისი გრძელი და ღონიერი მკლავები გოგონას.გულში ჩაიკრა და ჩამალა."ჩემი პატარა" თავზე ნაზად აკოცა.- რომ დაგინახე,მაშინვე მივხვდი შენ ჩემი იყავი.-ჩურჩულებდა ვაჟი და კიდე უფო ძლიერად იკრავდა გულში კესანეს. -გავიგუდები-ძლივს გასაგონად თქვა გოგონამ,ორივეს გაეღიმა. -ვიცი,რომ შენც გიყვარვარ!-დარწმუნებული ტონით წარმოთქვა ბიჭმა.-ხომ ასეა?-ისევ თვალებში ჩახედა კესანეს.-იცოდე ტყუილის თქმა ჩემთან ცუდათ გაქვს დაცდილი და არ გირჩევ გაფრთხილებ. -რას მიზამ გამიტაცებ?-გაეცინა კესანეს. -არა,არ გაგიტაცებ.ავდგები და წავალ. დაგტოვებ აქ მარტოს-მთელი სერიოზულობით თქვა ბაქარმა. -მართლა?-შეშფოთება დაეტყო ხმაში გოგონას. -ხო,მართლა.-სიმტკიცეს არ აკლებდა ხმას ბაქარი. -არ ვაპირებ ტყუილის თქმას.-ძლივს გასაგონად თქვა კესანემ ისევ ჩახარა თავი.ბაქარის გულის ცემაც შეწყდა წამით. თავლებში უდიდესი სითბო და სიყვარული ედგა. -შენ ჩემი პატარა გოგო ხარ,ხომ იცი,ჩემი ცხოვრება და ყველაფერი ჩემი. შენ ჩემთვის დაიბადე.-თვალები დაუკოცნა გოგონას,მლაშე სითხემ ბაგე დაუსველა.-მმ რა გემრიელი ცრემლები გქონია თურმე,მიტომაა სუყველაფერზე რომ ტირი ხო?-ორივეს გაეცნა.ირგვლივ არც ერთისთვის არ არსებობდა არავინ და არაფერი.მხოლოდ ერთმანეთით არსებობდნენ.ერთმანეთით სუნთქავდნენ.ერთმანეთით ხედავდნენ ერთმანეთს. -შენ კი ჩემთვის დაიბადე-ფეხის წვერებზე წამოიწია კესანე და ყურში ჩასჩურჩულა ბაქარს. ვაჟს სისხლ-ძარღვები გაუფართოვდნენ,სწრაფად იწყო სისხლმა მოძრაობა.ტვინი გახურდა.სხეულმა ერთიანად უყო ცახცახი.კესანეს თბილი სუნთქვა რომ იგრძნო კისერში.თვალებში სიყვარულთან ერთად ვნებაც ჩადგომოდა.გოგონას სახე გაყინულ ხელებში მოქცია,თვალებში ჩახედა და მთელი სინაზით დაეწაფა უმანკო ტუჩებს.პირველი კოცნა მოპარეს ბაქარის ცხელმა და ვნებიანმა ტუჩებმა კესანეს.გაუნძრევლად იდგა.შეშინებული,დაბნეული და გატრუნული აჰყვა ვაჟის ბაგეების მოძრაობას მისი უმანკო ბაგეებით.უსაზღვრო სიყვარულს და ბედნიერებას განიცნიდნენ ერთმანეთით... * * * -რა ხდება,რამე გამოვტოვე?-ეჭვით და ღიმილით იკითხა ნათიამ,როცა სასწავლებლის კიბეეზე ჩამოვიდნენ.კესანეს გაეცინა. -მიყვარს და ვუყვარვარ.-თითქმის წამოიძახა კესანემ. -ახლავე ყველაფერი მომიყევი-მოუთმენლობისგან ცქმუტავდა ნათია-აქვე კაფეა და იქ შევიდეთ,დაწვრილებით ვითხოვ ყველაფრის მოყოლას იცოდე-ორივე გულიანად იცინოდა... როდესაც შყვარებული ხარ მთელი სამყარო სხვანაირი გეჩვენება.სული სიყვარულით მაღლდება,ფრთებს იბამს და უსაზღვროდ იწყებს ფრენას.უბრალო ხის გამხმარ ფოთოლშიც კი შეგიძლია სილამაზე დაინახო.გულის რითმი სასიამოვნო მუსიკას უკრავს სიყვარულის განცდისას. მისი გახსენებისას სასიამოვნო ჟრუანტელი გივლის მთელ ტანში, მისი სუნთქვის მოსმენა შენთვის ბედნიერებაა.მისი ღიმილით იღიმი,მისი სიხარულით ხარობ,მისი ტკივილი გტკივა. კესანემ ტელეფონს დახედა,ბაქარი რეკავდა. - დილა მშვიდობისა.ჩემი პატარა ანგელოზი როგორ არის? -დილა მშვიდობის.ასე ადრე ნუ მაღვიძებ ხოლმე რაა.. არ გეცოდებიი?-მოჰყვა ღიმილიან ბუზღუნს ნახევრად მძინარე კესანე. -იიი! ადე ზეზე შენ ზარმაცო.15წუთში მანდ ვარ იცოდე,მე გაგიყვან სასწავლებელში და მალე ჩამოდი,არ მალოდინო.ძალიან მომენატრე პატარავ-ბოლო სიტყვები ისეთი გრძნობით წარმოთქვა ვაჟმა,რომ კესანე უკვე მოფხიზლებულიყო. -მეც მომენატრე,თან ძალიან-ღიმილით და ჩურჩულით უთხრა გოგონამ-და სულ მენატრები ხოლმე-ახლა ბუზღუნს მოჰყვა. -ჩემი პატარა!..აიი ვერ გადამირჩები დაბლა რომ ჩამოხვალ ახლა-ღიმილიანი ხმით ნათქვამი თბილი მუქარა.კესანეს გაეცინა. -კარგი ავდგები,მოვემზადები და ჩამოვალ მალე-ტელეფონი გათიშა.სამზარეულოში გავიდა,ნანა უკვე წასულიყო.გაზქურაზე ჩაიდანი დადო ყავისთვის.აბაზანაში აპირებდა შესვლას კარზე ზარის ხმა გაისმა.იფიქრა ნანა თუ არისო და დაუფიქრებლად გამოაღო ფართედ კარი.კარებში ბაქარი იდგა და უღიმოდა.რა ტკბილია მოილოდნელი სიხარული.-არ გელოდი-ძლივს თქვა კესანემ და მთელი ძალით შემოხვია ხელები კისერზე ვაჟს. -ჩემი პატარა,ჩემი სიხარული.ჩემი გადარეული გოგო-ბუტბუტებდა ბაქარი და მისი ღონერი მკლავებით ძლიერად უჭერდა კესანეს წელს.-სახლში შევიდეთ,თორემ გაცივდები,პიჟამოებით ხარ.-მთელი მზურველობა იგრძნობოდა ვაჟის ხმაში.კესანეს ახლა გაახსენდა,რომ პიჟამოთი იყო.თითქოს შერცხვა კიდეც რომ წარმოიდგინა როგორი შესახედავი იქნებოდა ახლად გაღვიძებული და საღამურებით თან. მორცხვად გაეღიმა. სახლში შევიდნენ.ჩაიდანში წყალი დუღდა უკვე. -ჩაი უნდა დალიო თუ ყავა?-ჰკითხა ვაჟმა. -ყავა.შენ რომელს დალევ? -მე არც ერთი არ მინდა,მიდი შენ მოემზადე და მე გაგიკეთებ ყავას. -კარგი,მადლობა. რა საყვარელი ხარ.ჩემი მზრუნველი ბიჭი. -გამასწარი ახლა,თორემ ვერ გადამირჩები იცოდე-გაუცინა ბაქარმა კესანეს.-მაგრამ გასწრებამდე უნდა მაკოცო,თორემ მოვკვდები-მოისაწყლა თავი ვაჟმა.გოგონა ახლოს მივიდა,ფეხის წვერებზე აიწია და ფრთხილად,ნაზად და მსუბუქად შეახო მისი ბაგე ვაჟისას.სასიამოვნო თბილმა ტალღამ გადაუარათ ორივეს. -"შენი ტუჩები ისე ტკბილია როგორც ბადაგი დადუღებისას".- ღიმილით უთხრა ბაქარმა გოგონას,როდესაც კესანეს ტუჩები ვაჟის ტუჩებს მოშორდა. -პოეზია გიყვარს?-გაოცება არ დამალა გოგონამ. -ჩემს საიდუმლოს ფარდა აეხადა-სიცილით თქვა ვაჟმა.კესანეც აყვა. -"შენი უბრალო გამოხედვა უფრო მეტია, ვიდრე ის ქება, პოეტებს რომ გაუბედიათ."-ბაქარმა ნაზად აკოცა კესანეს თვალებზე. -შექსპირი 83 სონეტი.-გაუღიმა გოგონამ. -ამოუწურავი ხარ,ჩემო პატარა ქალო,მაოცებ!-სიამაყით თქვა ვაჟმა.-კიდე რა იცი რაც მე არ ვიცი შენს შესახებ? -ბევრი რამ ბატონო ბაქარ,ბევრი რამ-ნიშნის მოგებით უთხრა გოგონამ და გაუღიმა. -წადი ჩაიცვი მიდი თორემ მართლა ვერ გადამირჩები ახლა-ისედაც აბურძგნული თმები კიდე აუბურდა ბაქარმა კესანეს. -კარგი გავედი,ყავა გამიცივდა. -ახალს გაგიკეთებ არაუშავს. * * * როგორც იქნა, ზამთარმა კარი გაიხურა და მთელი წლით დაეშვიდობა საქართველოს. მზემ გამოაჭყიტა, ჰაერში გაზაფხულის სურნელი დატრიალდა. მიწამაც გამოიღვიძა, ერთი მადიანად გაიზმორა და ფერად-ფერადი ყვავილები ამოყარა.ადამიანებმა სიხარული გაიხსენეს,ბევრ მომღიმარ სახეს შეხვდა დილით კესანე სასწავლებელში წასვლისას.როგორ უყვარს გაზაფხული და განსაკუთრებით გაზაფხულის ყველაზე ლამაზი თვე-აპრილი. აპრილში დაიბადა.18 აპრილს 18 წლის ხდება.მიდიოდა ქუჩაში და ღრმად ისუნთქავდა ნედლი მიწის სუნს.საოცრად მოუნდა ახლა გურიაში ყოფნა. თვალები დახუჭა და წარმოიდგინა თუ როგორი ლამაზი იქნებოდა ახლა გურიის მთები.ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და დედას დაურეკა. -დე პარასკევს ჩამოვდივარ. -რატო დედი,ხომ კარგად ხარ?-შეშფოთდა დედა. -კი, კი კარგად ვარ,უბრალოდ ძალიან მომენატრეთ ყველანი.კვირას დავბრუნდები. -კაი დედი,გელოდებით.ჩვენც ძალიან მოგვენატრეთ.2თვეა არ გვინახიხართ. -ჰოდა ჩამოვალ და გნახავთ, მიყვარხარ დეე.-ტელეფონი გათიშა.სასწავლებლის კიბეებს აუყვა. -პირველი ლექცია გვიცდება დღეს რატომღაც-უკან მისი ჯგუფელი ბაჩო მოყვებოდა. -ა შენ ხარ?-უცებ შეეშინდა კესანეს ასე ახლოს ვაჟის ხმის გაგონება.-რატომ რა ხდება ნეტავ?-იკითხა წარბებშეკრულმა კესანემ. -არ ვიცი,რა ხდება.ყველანი სადღაც გაიფანტნენ ბავშვები,მგონი მარტო მე და შენ ვიქნებით აუდიტორიაში.-უკვე გვერდით მიჰყვებოდა ბაჩო გოგონას.აუდიტორიის კარი ღიად დაუხვდათ,მართლაც არავინ არ იყო ოთახში.-წამო გარეთ გავიდეთ,გავისეირნოთ,მშვენიერი ამინდია.1საათი რა უნდა ვაკეთოდ აბა აქ?წამო წამო-შესთავაზა ბაჩომ კესანეს და კესანეც დათანხმდა.ბაჩო მეტად ენაკვიმატი აღმოჩნდა,ძალიან ბევრს აცინებდა კესანეს. -ზეგ გურიაში მოვდივარ და წნდაწინ ძალიან ვარ გახარებული. -გურიში გაქვს სოფელი?-თანხმობის ნიშნად თავი დუქნია კესანემ-მე თუშეთში მაქვს სოფელი.სანამ ზაფხული არ მოვა მანამდე ვერ ვახერხებთ ასვლას.ძალიან მაღალზეა ჩვენი სოფელი. -მართლაა? რა მაგარიაა!!-აღფრთოვანებას ვერ მალავდა კესანე-მთები ჩემი სტიქიაა.. ჩემია! ჩემში ზის მათსადმი სიყვარული..აპირებ წელს ასვლას? -კი,აბა რაა! ყოველ ზაფხულს ავდივარ იქ. ისე ვერ გავძლებ.. ერთი კარგი აზრი მომივიდა,გეპატიჟები ჩემთან მთაში.. სხვებსაც ვეტყვი და ყველამ ერთად წავიდეთ,ლაშქრობაც გამოგვივა,ექსკურსიაც და დასვენებაც.აბა რას იტყვი?- გაღიმებული სახით მიაჩერდა პასუხის მოლოდინში ბაჩო კესანეს. -გენალურია!-წამოიძახა გოგონამ-არაჩვეულებრივია,ძალიან მაინტერესებს თუშეთის ნახვა. ვაიმე როდის მოვა ზაფხული,უკვე იქ ვარ.. თუშეთში- ორივეს გაეცინათ,მაგრამ კესანეს სიცილი სახეზევე შეეყინა,როცა ბაქარის მრისხანე თვალებს მოკრა თვალი.ინსტიქტურად ისე დაახველა თითქოს იხრჩობოდა. -კესანე კარგად ხარ? რა მოგივიდა?-შეშინებული სახით კითხა ბაჩომ და თავზე გადაუსვა ხელი. -კარგად ვარ,კი-ძლივს სული მოითქვა კესანემ-არ ვიცი რა მომივიდა,ალბათ ალერგია მაქვს რომელიმე მცენარეზე,ასე ვიცი ხოლმე გაზაფხულზე.-თვითონაც ვერ ხვდებოდა რაებს იგონებდა.თვალებით ბაქარს ეძებდა. წასულიყო... -რატომ არ მპასუხობდი რომ გირეკავდი? -მეშინია ხელი არ შეგიშალო ვიღაც ბიჭთან ერთად გულიანად სიცილში-იყო პასუხი. -აუ,ძალიან გთხოვ რა ბაქარ,რასაც ვერ ვიტან ადამანში თან მამაკაცში, იმას ნუ აკეთებ. -მეც ვერ ვიტან ბევრ რამეს,მაგრამ იძულებული ვარ ავიტანო. -მე არ ვარ იძულებული რომ ავიტანო,გასაგებია?ის უბრალოდ ჩემი ჯგუფელია მეტი არაფერი.რატომ გაგიჟდი და გადაირიე ეგრე ვერ ვხვდები.-გაბრაზდა კესანე. -თავიდან ყველაფერი "უბრალოთი" იწყება.არ მომეწონა როგორაც გიყურებდა.-ბოლო სიტყვები ყვირილით თქვა ბაქარმა.კესანე გაშრა.თვალები ცრემლებით აევსო.მისთვის მამასაც კი არ უყვირია არასდროს.უცხო იყო მისთვის საუბრის ეს ტონი.ხმას ვერ იღებდა.ბაქარი მიხვდა თავის დანაშაულს,მისმა საქციელმა გული რომ ატკინა კესანეს,ძალა მოიკრიბა და რაც შეიძლებოდა მშვიდათ უთხრა-კესანე!პატარავ მისმინე! გონება ამერია სხვა რომ დავინახე შენს გვერდით.. მხოლოდ იმას ვწუხვარ,რომ გიყვირე.. ძალიან გთხოვ ნუ მიბრაზდები. -ნახვამდის ბაქარ!-ტელეფონი გამორთო და დასაძინებლად დაწვა.მეორე დღეს გურიაში მიდიოდა. კარებზე ზარის ხმამ გააღვიძა ნანა. -ბაქარ შვილო ხომ მშვიდობაა?ამ უთენია აქ რამ მოგიყვანა? შემოდი შინ. -ბოდიში ქალბატონო ნანა უდროო დროს რომ გესტუმრეთ,არა სახლში ვერ შემოვალ უფრო მეტად არ მინდა რომ შეგაწუხოთ. კესანეს ნახვა მინდა,ვურეკავ და ტელეფონი გათიშული აქვს. -კესანე სახლში არ არის,გურიაში წავიდა გუშინ დილით. -წავიდა?-გული ჩაწყდა ვაჟს-არ უთქვამს თუ მიდიოდა. -არც მე ვიცოდი,დილით მითხრა რომ მიდიოდა.კვირას დაბრუნდება ანუ ხვალ. -კარგი,მადლობა ქალბატონო ნანა და ბოდიში რომ შეგაწუხე. -არაფრის შვილო.-ბაქარი კიბეებზე დაეშვა სწრაფი ნაბიჯებით.ნანამ ღიმილით გააყოლა თვალი და კარი დახურა. -ალო,როგორ ხარ თემო?.. მეც არამიშავს.. კი კი კარგადაა ყველაფერი,მაგრამ შენი დახმარება მჭირდება... სერიოზული არაფერია,უბრალოდ მინდა რომ გურიაში დარეკო კესანეს მამასთან და უთხრა ჩემი მეგობარი ბათუმშია,კვირას ბრუნდება და კესანეს გაიყოლებს თბილისშითქო... ხო,ცოტა ნაწყენია ჩემზე... აუ ძმა ხარ.-კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა ბაქარს სახეზე."ჩემი ბუტია პატარა ქალი,სად უნდა გამექცე ნეტა?"... -მობრძანით,მობრძანდით-შესძახა თენგომ ომახიანად და ჭიშკარი ფართედ გამოაღო. -როგორ ბრძანდებით ბატონო თენგო?-ერთმანეთი ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნით მოიკითხეს ბაქარმა და კესანეს მამამ. - არაგვიშავს ღვთის წაყალობით ჯანმრთელად და მშვიდობით ვართ.თავად როგორ გიკითხოთ?სახლში შევიდეთ,სუფრასთან დაგვეწვიე რაღა ამ ჭიშკართან ვდგევართ. -არა,ბატონო თენგო.გასაჩერებელი დრო არ მაქვს ძალიან მეჩქარება. დაღამებამდე უნდა ჩავიდე თბილისში.ისე შემოვალ, მოვინახულებ ოჯახის წევრებს. გიგლა ბაბუ როგორ მყავს?-იკითხა ღიმილით ბაქარმა და ეზოში შევიდნენ,გიგლა და ქეთო შუა ეზოში შემოეგებათ,უკან ლია და ნიკო მოჰყვებოდნენ.სტუმარი ღიმილით და თბილი,გურული შეხვედრით მიიღეს. კესანე არ ჩანდა.საათს დახედა,ვითომ აგვიანდებოდა ისეთი სახე მიიღო. -ახლავე გავძახებ კესანეს,მეზობელთანაა გადასული.-ნიკო სირბილით გადავიდა ეზოდან.ლიამ კესანეს ბარგი გამოიტანა. -რა ლამაზია გურია,ძალიან მომწონს-თვალი მოავლო ბაქარმა ეზოს და მთებისკენ გაიხედა.-სახლი უნდა ვიყიდო აქ-თქვა ღიმილით-ზაფხულობით ჩამოვალ დასასვენებლად.მშობლებს ჩამოვიყვან თან.გერმანიაში ცხოვრობენ და გადაეჩვივნენ ქართული ჰაერის სუნთქვას. -როცა გენებოს გვესტუმრე შვილო შენი მშობლებიანად,ყოველთვის ღიად იქნება ჩვენი ოჯახის კარი თემოს მეგობრებისთვის.-გულწრფელად თქვა თენგომ.ეზოში კესანე შემოვიდა.ორივეს გულმა ყირამალა გააკეთა ერთმანეთის დანახვაზე.მხოლოდ გამარჯობა-გაგიმარჯოს,როგორ ხარ-არამიშავს-ით შემოიფარგლენენ.ყველას დაემშვიდობნენ. ბებო ისევ ცრემლიანი თვალებით დატოვა კესანემ. მანქანაში უკანა სავარძელზე მოკლათდა.თენგომ ფრთხილად და მშვიდობით გევლოთო და ასე გაისტუმრეს კესანე თბილისს. უკან დარჩა გურია,ლამაზი მთები,დედის მზრუნველი გამოხედვა,მოხუცების ცრემლიანი თვალები,მამის-"მამიკოს სიხარული გოგო" და ძამიკოს "მომენატრები"... -იქნებ ამიხსნა რას ნიშნავს ეს?-სიჩუმე კესანემ დაარღვია,როდესაც მანქანა გზატკეცილზე გავიდა. -იგივეს გკითხავ მეც,რატომ არ მითხარი რომ მოდიოდი?არ უნდა მცოდნოდა?-ბაქარს სიბრაზე ერეოდა. -რატომ უნდა გცოდნოდა?შენ ჩემი ქმარი არ ხარ,რომ ჩემი ყოველი გადაადგილება შეგატყობინო.-არ ჩამორჩა კესანე სიბრაზეში-თან გაბრაზებული ვიყავი და ვარ ახლაც შენზე.-თავის მართლებასავთ გამოუვიდა ნათქვამი მაინც. -პატიება ხომ გთხოვე არა?!.. -ერთი პატიებით დავივიწყო,რომ ეჭვიანი ხარ?ის რომ მიყვირე?-კესანეს ხმა შეეცვალა. -ეჭვიანი არ ვარ!ეს დაიმახსოვრე კარგად.. ფაქტი ავღნიშნე და გამოვხატე,ეს კი ეჭვიანობა არ არის. -რა ფაქტი,ბაქარ,რა ფაქრი ნუ შემშალე ადამიანო. ის უბრალოდ ჩემი ჯგუფელია მეტი არაფერი... -ძალიან გთხოვ თავიდან ნუ დაიწყებ ახლა. იმ 'ახვარმა' კიდე თავისი მიიღო.ისწავლა როგორი თვალებით უნდა გიყუროს აწი. -მაშინებ ბაქარ.ძალიან მაშინებ-თქვა ჩურჩულით კესანემ-შენი შიშით მამრობითი სქესის წარმომადგენელს ვერ უნდა დაველაპარაკო არა? რომ მერე ვინმეს შარი არ მოსდო "სხვანაირად" რატო მიყურებდა... -არ იყო შარი ეს,და მე არ გიშლი შენ ვინმესთან ყოფნას,უბრალოდ ვერ ავიტან ვინმე '' შენს გვერდით დადგეს ბინძური აზრებით და გამოხედვით.გასაგებად ვთქვი?-ხმას თოკავდა,მაგრამ ნერვებს ვერა.საჭეს ორივე ხელი ძილერად დაჰკრა.რაღაც ჩაიბურტყუნა თავისთვის და ნერვიულად ფანჯარაში გაიხედა.კესანე დუმდა.-წინ გადმოჯექი- მკაცრი და კატეგორიული ტონით იყო ნათქვამი. -არ მინდა!-კატეგორიულობა არც კესანემ დააკლო. -მე მინდა! -მე არ მინდა.. -ნერვებზე ნუ უკრავ ახლა.. -შემეშვი. -ვაიმე ახლა რას გიზამ.-მანქანა გზის კიდეზე გააჩერა-გადმოდი წინ. -არა. -არა ჰო?-კარი გააღო,მანქანიდან გადავიდა და უკანა კარი გამოაღო-გადმოდი!-ლამის იყვირა.გოგონა შეხტა ხმამაღლა ნათქვამზე. -გიჟი ხარ!-მიაძახა გაბრაზებულმა კესანემ, როცა მანქანიდან გადმოვიდა. -შენით!და ნუ გამოგყავარ ხოლმე წყობიდან.-კესანე წინ ჩაჯდა.-ასე არ სჯობს?!ახლოს მყევხარ უფრო-უთხრა რამოდენიმე წუთის შემდეგ ბაქარმა და კესანეს ხელი თავის ხელში მოიქცია.-გაყინული ხარ პატარავ! -არაფერია.. -ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ,ჩემი სიცოცხლე რომ ხარ,ყველაფერი რომ ხარ ჩემი. ჩემი სუნთქვა და თვალის ჩინი.. და ახლა რა საყვარელი ხაარ ეგრე რომ იბუსებიოო- ხელები დაუკოცნა მისი მხურვალე ტუჩებით გოგონას. ჟრუანტელმა აიარა და ჩაიარა კესანეს სხეულში.-ხომ იცი როგორ მიყვარხარ ჰა? -არა არ ვიცი- ჩაიცინა ეშმაკურად კესანემ -ახლავე გაჩვენებ დაიცა-ისევ გააჩერა მანქანა,კესანესკენ გადაიწია,თმაში ხელი შეუცურა თავისკენ მოსწია და ნაზად მთელი გრძნობით ტუჩებზე მიიკრა გოგონას ბაგეები,მუხლები მოსუსტდნენ.კუნთებმა კანკალი იწყეს.-აი ასე მიყვარხარ,მთელი გრძნობით.მთელი სულით,მთელი გულით და მთელი არსებით.ჩემი პატარა გოგო.-შუბლზე ჩამოყრილი თმები ორივე ხელით უკან გადაუწია და ისევ აკოცა. -მეც მიყვარხარ. მთელი არსებით.ოღონდ ნუ მაბრაზებ ხოლმე,თორემ არ მეყვარები იცოდე.-პატარა ბავშვივით გაბუსულმა თქვა ბოლო სიტყვები კესანემ. ბაქარს გაეღიმა,სიყავრულით და სითბოთი სავსე თვალებით შეხედა "ჩემი პატარა ქალი"-ო უთხრა და შუბლზე აკოცა. -ჩვენი შვილები შენ თუ დაგემგვანეს ჯიუტები მოგვსვლია მშვიდობა და ეგაა-გაეცინა ბაქარს. -არა ნაკლები ჯიუტი ხარ შენ,ჯიუტთან ერთად გიჟიც.-არ ჩამორჩა კესანე. -საინტერესო ოჯახი ვიქნებით,სრული შემადგენლობით.-ორივე იცინოდა.-გურიაში სახლი უნდა ვიყიდო-სერიოზული სახით თქვა ბაქარმა. -რა კარგიაა.-გაუხარდა კესანეს. -ზაფხულში ჩამოვალთ ხოლმე დასასვენებლად,კახი და ფერიდე უნდა ჩამოვიყვანო,ვაზიარო უნდა გურიის მთების სილამაზეს.თან შეც ახლოს მეყოლები. -ხო როგორმე მარტო არ დამტოვო,ვინმემ არ შემომხედოს სხვანაირად.-წაკბინა გურულად კესანემ და გაიცინა. -მიყვარს მიხვედრილი ხალხი.-თქვა ბაქარმა და თვალებით მიეფერა გოგონას. -ძალიან,ძალიან მიყვარხარ ბაქარ!ჩემში ხარ,შენით ვარ.სამუდამოდ აქ,აი აქ მეყოლები.-კესანემ ბაქარის ხელი გულზე დაიდო.-შენით არსებობს და იარსებებს ეს გული ყოველთვის.-იმდენად გულწრფელად ამბობდა ამ სოტყვებს კესანე,ცრემლებიც კი მოერია. -მეც ჩემო პატარა.არასოდეს არ დამავიწყდება როგორ წამართვი სუნთქვა როცა პირველად გნახე.შენ მე ცხოვრება გამიფერადე.სიყვარული მასწავლე.შენ "ცემი პატალა ქალი ხარო".-ბოლო სიტყვები პატარა ბავშვით წარმოსთქვა ბაქარმა და კესანეს ხელზე აკოცა. * * * -კახი არ გაინეტერესებს როგორი გოგოა ბაქარის შეყვარებული?-ინტერესით ჰკითხა ფერიდემ მეუღლეს. -რა კი ასე ხშირად გვიხსენებს იმ გოგონას ჩვენი ვაჟბატონი,სჩანს რომ კარგი უნდა იყოს.ჩავალთ საქართველოში და გავიცნობთ. -ჰო,კარგი გოგო იქნება ჩვენი შვილი ოჯახის შექმნაზე დააფიქრა უკვე. მაგრამ პატარაა ჯერ კესანე,თან სწავლობს.სურათი ვსთხოვე ბაქარს მაჩვენე მეთქი და უარი მითხრა,მოითმინეო.-ორივეს გაეღიმათ. -მართალი უთქვამს,მოითმინე.ნეტა როგორი დედამთილი იქნები? -ხომ იცი ჩემი ამბავი კახი,უკვე მიყვარს ის გოგონა,იმიტომ რომ ჩემს შვილს უყვარს და რომ გავიცნობ კიდე უფრო შემიყვარდება.დედამთილობას ვერ დამიწუნებს ნამდვილად ვერც კესანე და ვერც ვერავინ.აი ნახავ როგორი მოსიყვარულე დედამთილი ვიქნები.-ისევ გაეღიმათ ორივეს.ფერიდემ ჩაი მოსვა და ოთახის სივრცეს გახედა ჩაფიქრებულმა და მომღიმარმა.კახიმ გაზეთი მოიმარჯვა და ინერესით დაიწყო ფურცვლა. * * * -მოდი გაკოცო ერთი და აგაცილებ სახლამდე-უთხრა ბაქარმა კესანეს როდესაც მანქანა კორპუსის წინ გააჩერა.ისევ თბილი და ჟრუანტელიანი ამბორით აივსნენ.-არ მინდა რომ გაგიშვა,არ მინდა ჩემიი ტუჩები მოვაშორო შენს გემრიელ ტუჩებს.-ჩურჩულებდა ვაჟი.თავები ერთმანეთზე მიედოთ და ერთმანეთით სუნთქავდნენ მძიმედ და ღრმათ. -ახლა გამიშვი და ხვალ კოცნით დაგახრჩობ, იცოდე მიფრთხილდი-უთხრა სიცილით კესანემ. -ნუ ხარ ეგრე საყვარელი,თორემ დაგავლებ ახლავე ხელს და მერე ვნახოთ ვინ ვის დაახრჩობს კოცნით.-დაემუქრა ღიმილით ბაქარი. -მორჩა! არ ვარ საყვარელი,გამიშვი ახლა ნანა მელოდებოდეს იქნება უკვე.-კესანე მანქანიდან გადმოვიდა.ბაქარიც გადმოყვა.საბარგულიდან ბარგი ამოიღო და გოგონა სახლამდე მიაცილა. "შენ ჩემთვის დაიბადე"-ო უჩურჩულა ყურში და დაემშვიდობა. * * * ზოგჯერ რა დაუნდობელია ცხოვრება. გაგახარებს,აგაყვავებს,ცამდე აგიყვანს და რომ დაგინახავს ყველაფერი კარგად გაქვს და ბედნიერების მწვერვალი დაიპყარი ბოღმით ივსება,ათას მზაკვრულ გეგმას სახავს მწვერვალიდან რომ ჩამოგაგდოს. და ამას იმდენად ოსტატურად აკეთებს რომ აზრზე მოსვლას ვერ ახერხებ კარგა ხანი ადამიანი, დარტყმა იმდენად ძლიერია ხოლმე. დილით ბაქარის ზარის ნაცვლად ნანას კარზე დაკაკუნებამ გააღვიძა კესანე.ტელეფონს დახედა,არც გაცდენილი ზარი და არც შეტყობინება არ დახვდა. ცოტა გაუკვირდა კიდეც.ბაქარს გადაურეკა.ტელეფონი გათიშული ჰქონდა.ალბათ ჩაეძინა დაიმშვიდა თავი კესანემ,მაგრამ შეგრძნებას რომ რაღაც ცუდი ხდებოდა, ვერაფერი მოუხერხა. ნათიას დაურეკა,10 წუთში გამოგივლიო.თავი მოიწესრიგა და გარეთ გავიდა.გაზაფხული იდგა ისევ ქუჩებში,მაგრამ ცა იყო ავის მომასწავლებლად მოღრუბლული და თითქოს ადრიანად დააღამა დღე.აუდიტორიაში შესულმა თვალი მოჰკრა ბაჩოს მსუბუქად შეფერადებულ თვალს."რა გიჟი მყავს" გაიფიქრა კესანემ და ისევ სცადა ბაქართან დარეკვა.ბორგავდა შინაგანად,ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა.ადგილს ვერ პოულობდა."დამშვიდდი კესანე,ასე რა გაფორიაქებს,ცუდზე რატომ ფიქრობ.არაფერიც არ ხდება.დაავიწყდა ალბათ ტელეფონის ჩართვა ან საერთოდაც გაუფუჭდა.რა პანკებს ჰქმნი?". იმშვიდებდა თავს გოგონა. * * * "სასწრაფოში დარეკეთ ვინმემ,კვდება ადამიანი... ჩქარა!!.." "დარეკეს უკვე,წამი წამზე მოვა... აი პატრული მოვიდა უკვე"... "ავტო საგზაო შემთხევაა.. დშავებულია 3 პიროვნება.ერთი უგონო მდგომარეობაშია"... "ექიმო გადარჩება?" "სასწრაფო საოპერაციო ბლოკი მოამზადეთ.მძიმე მდგომარეობაა"... . . . -ვაიმე ეს რა მითხარი თემო შვილოოო-შეიცხადა ნანამ და ატირდა-ვაიმე შვილო ბაქარ!ეს რა უბედურება დავატყდა თავს,ეს რა დღე გაგვითენდა ღმერთო!... არა,არ მოსულა ჯერ... როგორ ვუთხრა...საღამოს მოფრინავთ უკვე?...თქვენ როდის გაიგეთ?... წუხელ?...ვაიმე ვაიმე ბაქარ შვილო-მოთქვამდა ნანა ხმით და ცრემლებით-კარგი დედი,კარგი დაგელოდები,თავს გაუფრთილდი შვილო.-ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე დადო,მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო სწრაფად აიღო მობილური,ნომერი აკრიფა,ცრემლები შეიმშრალა და ეცადა მშვიდი ხმა მიეღო. -ნათი,კესანე თუ შენთან ერთად არის არ შეიმჩნიო მე რომ გელაპარაკები... ამოყევი სახლში,რაღაც უნდა ვუთხრა და მარტო ვერ შევძლებ.-რამოდენიმე წუთში კარზე ზარი იყო.კესანე მოვიდა. ... -ნათია სასწრაფოში დარეკე ჩქარა... კესანე შვილოო გონს მოდი-თითქმის კიოდა ნანა.კესანე კი უგონოდ იწვა იატაკზე.ნანა დაჩოქილიყო და დისშვილის უემოციო,გაფითრებულ სახეს აკანკალებული ხელებით ეფერებოდა.მიუხედავად იმისა რომ ის გამოცდილი ექიმი იყო,მაინც უძლური შეიქნა,როდესაც კესანე ამ მდგომარეობაში დაინახა. ახლად გაგებული ამბის გამო თვითონაც შოკში იყო.-სერიოზული ხომ არაფერია ექიმო?-შეშინებული თვალებით მიაჩერდა სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმს. -დამშვიდდით ქალბატონო.გოგონა კარგად იქნება,ძლიერმა სტრესმა და ამ სტრესიდან გამომდინარე ტვინში არასაკმარისი სისხლის მიწოდებამ გამოიწვია გულის წასვლა.ფანჯრები გამოაღეთ,მეტი ჟანგბადი და სიმშვიდე სჭირდება.ახლა დამამშვიდებელი გავუკეთეთ და ცოტა ხნით იძინებს. -დიდი მადლობა ექიმო. -არაფრის,რისი მადლობა. თქვენც არ გაწყენდათ დასვენება. -არა,არა.. მე კარგად ვარ. -კარგით. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. ... -თემო! მე ტაქსს მოვიყვან შენ ჩანთები გამოიტანე-ბიჭები უკვე თბილისის აეროპორტში იყვნენ,ორივეს წაშლილი სახეები ჰქონდათ.თვალების ირგვლის შავი ჩრდილები დასდგომოდათ.დრო და დროერთმანეთს უსისიტყვოთ ესაუბრებოდნენ და საუბრის თემა "ჩვენი ბაქარი" იყო.სახლში მისულ თემოს კესანე მოფხიზლებული დახვდა,მაგრამ ამ ქვეყნად არ იყო,გაურკვეველი მიმართულებით იყურებოდა. ცრემლები დაუკითხავად იკვალავდნენ გზას მის ლამაზ სახეზე. დეიდაშვილის დანახვამ და ხმის გაგონებამ თითქოს მოაბრუნა სააქაოს. -თემოო!!-გული ამოაყოლა დაძახილს კესანემ და ხმით ატირდა. -აქ ვარ,მოვედი-ხელები მოხვია მთელი ძალით დეიდაშვილს და მაგრად ჩაიკრა გულში-ნუ გეშინია,ბაქარი ძლიერია გაუძლებს,გადარჩება.. -როგორ მოხდა ეს?-ინტერესით და დარდით სავსე თვალებით ახედა კესანემ თემოს. -წუხელ,ღამით მომხდარა.საპირისპირო მხრიდან სწრაფად მონავალა მანქანა,როგორც სჩანს მთვრალები იყვნენ. ბაქარის სავალ გზაზე არიან გადმონასვლელები და ერთმანეთ შეეჯახნენ.მხოლოდ ეს ვიცი ჯერ. ბაქარი კომაშია..-ხმა ჩაუწყდა თემოს. -წამიყვანე მასთან გთხოვ. -წავიდეთ.ოღონდ დამპირდი,რომ ძლიერი იქნები. -გპირდები... -ექიმო რა მდგომარეობაა? როგორ არის?-მომლოდინე თვალებით შეჰყურებდნენ ექიმს. -ამ დროისთვის ისევ კომატოზური მდგომარეობაა.ქალა-ტვინის დაზიანებაა რთულ ფორმებში რის შედეგადაც განვითარდა კომა.ოპერაცია გაკეთებულია.ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული გავაკეთეთ. მხოლოდ ლოდინი და სასწაულის იმედიღა დაგვრჩენია. მეტს ვერაფერს გეტყვით.-დანანებით გაიქნია ექიმმა თავი. -მის ნახვას როდის შევძლებთ? -ჯერ რეანიმაციაშია. 2 ან 3 დღეში პალატაში გადავიყვანთ. -ექიმო! ყველაფერი გააკეთეთ მის გადასარჩენად.-წარმოთქვა ერეკლემ ერთდოულად მუდარის და ბრძანების ტონით. -რაც შეგვიძლია ვაკეთებთ.მაპატიეთ უნდა დაგტოვოთ პაციენტი მელოდება. * * * რაც უფრო სწრაფად გინდა დროის გასვლა,მით უფრო მეტად ნელა გადის.წამი წუთად,წუთი საათად,საათი დღედ,დღე კვირად გეჩვენება.უსაშველოდ იწელება და გგონია აღარ დადგება ის დღე რომელსაც ასე ელი. სამი დღეც გავიდა ასე,მოჩვენებითი გაწელილი დროით.ყველანი ბაქარის პალატაში იყვნენ და უხმოდ,ცრემლიანი თვალებით დაჰყურებდნენ მის უმოძრაო და ურეაქციო სხეულს. თავი მთლიანად შეხვეული ჰქონდა.მხოლოდ თვალები,ცხვირის ნესტოები რომელშიც ჟანგბადის მილები ჰქონდა გაკეთებული და ტუჩები უჩანდა.ვერავინ ვერ იძლეოდა იმედს რომ გადარჩებოდა,სიცოცხლისთვის იბრძოლებდა.უბრალოდ ამის სჯეროდათ. -ბაქარის მშობლები რომელ საათზე ჩამოდიან?-იკითხა კესანემ. -2საათში ჩამოვლენ,უნდა დავხვდეთ მე და ერეკლე. იქედან ჩვენმა მეგობრებმა გამოაცილეს.ცუდათ ყოფილა დედამისი ძალიან თურმე. -წარმომიდგენია-მხურვალე ცრემლები ჩამოგორდა გოგონას სახეზე.ახლოს მივიდა ბაქართან, გაყინული ხელი ვაჟის ხელს მოკიდა,დაიხარა და მისი მხურვალე,ცრემლისგან დანასველები ტუჩებით აკოცა.ბიჭებიც ახლოდ დადგნენ,ბეჭზე ხელი დაადეს "ბაქარ გაუძელი,არ მიგვატოვო"-ვო უთხრეს და აცრემლებულები თვალები გაშლილი ხელის გულით მოიწმინდეს. -მე აქ დავრჩები დღეს-წარმოსთქვა კესანემ ისეთი კატეგორიული ტონით,რომ თემომ მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა.ბიჭები პალატიდან გავიდნენ,კესანემ ბაქარის საწოლთან ახლოს, სავარძელში ჩაჯდა და დაღლილი თვალებით მიაჩერდა მის პირველ სიყვარულს,რომელიც სიცოცხლისთვი იბრძოდა. * * * -კესანე შვილო,3 კვირაა საჭმელი წესივრად არ გიჭამია,არ გიძინია.თავს გაუფრთხილდი გეხვეწები. -დეიდა ვერ ვჭამ,ვერ ვიძინებ რა ვქნა?! მხოლოდ ის მინდა,რომ ბაქარი გამოჯანმრთელდეს. -ყველას გვინდა მისი გამოჩანმრთელება,მაგრამ თავს უნდა გაუფრხილდე,დაავადდები ეგრე შვილო.-ცრემლები შეურია ხმაში ნანამ.3 კვირა გავიდა იმ დღის მერე.კესანეს ძილი არ გაკარებია,რამოდენიმე წუტით თუ ჩასთვლემდა პალატაში ბაქარის გვერდით და ეგ იყო და ეგ. თავს დამნაშავედ თვლიდა. მისგან წასულს მოუვიდა ავარია. სულ ის ბოლო დამშვიდობება ედგა თვალ წინ და ყოველ გახსენებაზე ცრემლები თავისით სდიოდა.სასწავლებელში აღარ დადიოდა. არც ფიზიკურად და არც გონებრივად არ შეეძლო ლექციებზე ყოფნა. მისი დილა ეკლესიაში წასვლით,ლოცვით და სანთლების დანთებით იწყებოდა.მერე მთელი დღე პალატაში,ბაქარის გვერდით იყო.რამოდენიმეჯერ ღამითაც დარჩა.ფერიდე და კახი განადგურებული ადამიანის სახეებით დადიოდნენ. ..."რა ლამაზი დღეა,რა ლამაზი მზეა,იმიტომ რომ დღეს კესანეეს,დაბადების დღეააა".. ნათია რეკავდა დილით და პირველმა მიულოცა 18 წლის გახდომა.გაეღიმა. ადგა,ჩაიცვა და სახლიდან გავიდა. ვერ ხსნიდა რატო,მაგრამ დღეს ამაღლებული განწყობა ჰქონდა.გულს ეღიმებოდა.ეკლესია,ლოცვა,სანთლები და ბაქარის პალატა. ღიმილით მიუახლოვდა ბაქარს,მისი თითები თავის თითებში ჩახლართა და ლოყაზე მიიდო.ოთახში ერეკლე და თემო შემოვიდნენ წითელი ვარდებით ხელში. -გეგონა ვერ მოგაგნებდით?!-ღიმილით უთხრეს ბიჭებმა.დაბადების დღე მიულოცეს.უკვე დიდი გოგოდ "მონათლეს" და საუკეთესო სურვილები უსურვეს.ბაქარის მსობლებიც შემოვიდნენ პალატაში.ფერიდემ რომ გაიგო კესანეს დაბადების დღეაო,ატირდა."დღეს შენთან ერთად უნდა ყოფილიყო ბაქარიო".. ყველას თვალებში ცრემლი და სიბრალული ჩადგა.ოთახში ექიმი შემოვიდა. პაციენტი უნდა გავსინჯოვო და პალატიდან გასვლა სთხოვა ყველას. რამოდენიმე წუთში ექიმიც გამოვიდა გაბადრული სახით,სიხარულისგან ტუჩებს აცმაცუნებდა. -კარგი ამბავი მაქვს,კონტაქტზე გამოდის პაციენტი.რეაგირებს.- ახლა ყველა სიხარულისგან ატირდა. ყველა მადლობდა უფალს ამ სასწაულისთვის... იმედი ადამიანის სტუმულატორია. მითუმეტეს მაშინ როდესაც ხედავ, რომ ტყუილად არ გქონია იმედის იმედი. გამართლებული იმედის სიხარულით ავსილიყვნენ ყველანი.ბაქარის უკეთესობისკენ წინსვლას ყველა ხედავდა.კიდურები უკვე კარგად რეაგირებდნენ,თუმცა ჯერ ისევ ეძინა ღრმა ძილით. საწოლთან ახლოს, სავარძელში მჯდომ კესანეს ჩასძინებოდა და თავი საწოლზე მიედო.ღამის სიჩუმე იდგა საავადმყოფოს შენობაში.პალატას დერეფნიდან შემოსული მსუბუქი შუქი ანათებდა და რაღაცნაირად თბილ გარემოს ქმნიდა. აპარატები კი ეს ბოლო 4 კვირაა ქრონიკულად წრიპინებდნენ.იუწყებოდნენ ავადმყოფის მდგომარეობას.ხან აღელდებოდნენ და გახშირებულ წრიპინს გამოსცემდნენ,ხანაც ზედმეტად მშვიდად იყვნენ.უძილობისგან და დარდისგან კესანეს თვალის უპეებზე შავმა ჩრდილებმა დაიდეს ბინა.ახლა ძინავდა მშვიდი ძილით,მისთვის მშვიდი მაშინ იყო ძილი თუ ბაქართან იყო ახლოს.ძილში სიმძიმე იგრძნო თავზე.ძლივს წაართვა ძილს თავი,თვალები მძიმედ გაახილა,მაგრამ სწრაფად დახუჭა,ისევ გაახილა.. თავს არ ამოძრავებდა,მხოლოდ დაჭყიტავდა თვალებს და ისევ ხუჭავდა,სიზმარში ეგონა თავი და ამოწმედა მართლა გავიღვიძე თუ ისევ მძინავსო.ბაქარი უღიმოდა... სახე სატირლად მოემზადა,ცრემლები არ დაელოდნენ თვალებში ლოდინს მაშინვე იპოვეს სადინარი და ლამაზი სახე დანამეს.ბაქარს ხელი კესანეს თავზე ედო და თითების სუსტი მოძრაობით გოგონას თმებს ეფერებოდა. -ღმერთო მადლობა!.. ბაქარ!.. ბაქარ!..შენ.. ბაქარ!-მეტის თქმას ვერ ახერხებდა,თითქოს სიტყვები დავიწყებოდა.ფრთხილად აწია თავი,ბაქარის ხელი ჩამოცურდა.ელდა ნაცემივით წამოხტა და პალატიდან ექიმო.. ექიმო-ს ძახილით გავარდა.რამოდენიმე წუთში ექიმიცა და გოგონა ნარბენი სუნთქვით შეცვივდნენ ოთახში.ბაქარი კი კესანეს თვალს არ აშორებდა და ისევ ისე,სიყვარულით და სითბოთი სავსე თვალებით უყურებდა. -გადალახა,მან ეს შეძლო.ის დაგვიბრუნდა-გაიძახოდა ექიმი გახარებული როდესაც გასინჯა და ამაში დარწმუნდა. -ბაქარ.. ჩემო სიხარულო.. რა ბედნიერებაა ღმეერთოო!!- სიცილ-ტირილით ბუტბუტებდა გოგონა.ახლოს მივიდა.მისი ნატიფი თითები ბაქარის გრძელ და გამხდარ თითებს შეახო,ვაჟმა მის ხელში მოიმწყვდია კესანეს ხელი და რაც ძალი ჰქონდა დაუძლურებულ ხელში ისე მოუჭირა. თვალებით ეუბნებოდა სათქმელს;რომ ძალიან უყვარდა და ამ ქვეყნად დაბრუნება მხოლოდ მის გამო ღირდა.მალევე დაეძინა.კესანემ შეშინებული თვალებით მიაჩერდნენ ექიმს-რა მოუვიდა ექიმო?!!! -ჯერ ისევ სუსტადაა.. ნუ გეშინია.მთავარია რომ გადარჩა და იცოცხლებს. სიარულს შეძლებს.. მხოლოდ ერთი რამეზე მეფიქრება.. -რაზე ექიმო?-შიში და ინტრესი გაუმძაფრდა გოგონას. -ლაპარაკთან დაკავშირებით,შეიძლება მეტყველებაზე ჰქონდეს პრობლემა.თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდი.დაველოდოთ,მომჯობინდეს და შედეგსაც ვნახავთ..მთავარია ცოცხალია,დანარჩენს ეშველება,გილოცავთ გოგონა ამ ბედნიერებას.-თბილად გაუღიმა ექიმმა კესანეს და მკლავზე მზრუნველად ჩამოუსვა ხელი. -ექიმო შეიძლება შევატყობინო ახლობლებს?იმიტომ გეკითხებით რომ გაიგებენ თუ არა ბაქარის ამბავს მაშინვე აქ მოვლენ და დაშვებულია ღამით მნახველების მიღება? -ამ შემთხვევაში დაშვებულია.შეგიძლია შეატყობინო.-ისევ თბილად გაუღიმა,აპარატებს დახედა. ყოველ ნახევარ საათში შემოვალ პაციენტის შესამოწმებლადო დაუბარა და პალატა დატოვა. რამოდენიმე ათეული წუთის შემდეგ პალატაში ყველას მოეყარა თავი.ლელაც აქ იყო.რა დროს ეჭვიანობა იყო,მაგრამ კესანეს გულს მაინც ცუდათ გაჰკრა ლელას აქ ყოფნამ. არც სხვა დროს ეხატებოდა ეს ქალი დიდად გულზე.ადრე ყური წაკრა როგორ ელაპარაკებოდა თემო ბაქარს ტელეფონზე "ან ცოლად მოიყვანე ლელა ან გაწყვიტე მასთან ურთიერთობა,სანამ უნდა იყო ასე"..ეს საუბარი მანამდე იყო სანამ კესანეს სიყვარულში საკუთარ თავს და თემოს გამოუტყდებოდა ბაქარი. ფერიდე და კახი შვილის საწოლთან იდგნენ და მომლოდინე თვალლებით უცქერდნენ,იქნებ თვალი გაახილოსო.ავადმყოფი შეირხა,გვერდზე გადაწეული თავი გაასწორა და ნელი მოძრაობით ქუთუთოები ერთმანეთს დაშორდენენ,საიდანაც ფართე,თაფლისფერი და ტკივილისგან გატანჯული თვალები იმზირებოდნენ.ყველა საწოლს შემოეხვია.იყო სიხარულის ცრემლები.იყო სიყვარულის ცრემლები.იყო გამართლებული იმედის ცრემლები. იყო სიკვდილზე გამარჯვების ცრემლები და იყო ბედნიერების,თავიდან დაბადების ცრემლები. დღითი დღე უკეთსდებოდა ავადმყოფის მდგომარეობა,უკვე წამოჯდომაც შეეძლო დახმარებით.მაგრამ ლაპარაკით კი ვერაფერს ამბობდა ჯერ. ექიმი დამაიმედებელ პროგნოზებს იძლეოდა. -ჩემო სიხარულო,ჩემო სიყვარულო,ყველაფერო ჩემო.. უშენოდ მოვკვდებოდი,მადლობა უფალს რომ შენი თავი დამიბრუნა და მადლობა შენ გადარჩენისთვის რომ იბრძოლე.ჩემო ერთადერთო..-სასიყვარულო სიტყვებით ამკობდა ხოლმე კესანე ბაქარს და ბედნიერებას განიცდიდნენ ერთად.ბაქარი კი თვალებით უხსნიდა და სჩუქნიდა მთელ სამყაროს მის ერთადერთ "პატარა ქალს".. ერთ დღეს კესანემ ლექსების კრებული მიიტანა ბაქართან და ღიმილით დაანახა კარებიდანვე წიგნი "აი მე რა მაქვსო და გამიძელიო" ვაჟმაც ღიმილი და გაშლილი ხელები მიაგება გოგონას და სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა. "როგორ მომენატრე"უთხრა კესანემ ათრთოლებული ხმით,როდესაც ვაჟის მკლავებში დაიგულა თავი.ბაქარმა ნიკაპზე მოკიდა ხელი და თავი მაღლა ააწევინა.თვალებში ჩახედა,ორივე თვალი დაუკოცნა.ლოყას ჩაყვა,ლოყიდან ნანატრ ბაგეებზე გადაინაცვლეს მონატრებულმა ბაგეებმა და ბედნიერებისგან გაბრუებულ მორევში ჩაიძირნენ.ირგვლივ ყველაფერი გაქრა,მხოლოდ ეს ორნი არსებობდა... კარებზე კაკუნმა და ჩახველების ხმამ დააუბრუნა ორთავე რეალობაში.ლელა იყო. -უკაცრავად.. არ მეგონა აქ თუ იყავი.. -დაბნეული და ოდნავ ირონიული ტონით წარმოთქვა.ოთახში შემოვიდა კარი მიხურა.-დღეს უკეთ გამოიყურები ჩემო საყვარელო-"ჩემო საყვარელოვო? კესანეს ძარღვები დაებერა,თვალები სიბრაზიზგან აენთო.ლელამ ბაქარს თავზე გადაუსვა ხელი.მერე შუბლზე მიადო-ვაიმე სიცხე ხომ არ გაქვს?-წამოიყვირა უეცრად,ისე რომ კესანე შეხტა.უკეთ რომ დაედგინა ბაქარს ვითომ ჰქონდა თუ არა სიცხე დაიხარა და შუბლზე მიადო ტუჩები.დეკოლტე ეცვა.თეთრი სავსე მკერდი საკმაოდ კარგად უჩანდა და ბაქარსაც არ გამორჩენია მისი დანახვა.ეს რომ კესანემ დააფიქსირა იმდენად მოერია სიბრაზე ძარღვებში სისხლი გაჩერდა წამით,ლურჯ ფერი დაედო მის ვარდისფერ ტუჩებს,თვალებში კი კაპილარები წითლად დაბერვოდა."ჰმ!დემონსტრირებას აკეთებს მისი მკერდისას,ასე უნდა ალბათ შეახსენოს ბაქარს თავი".. ფიქრობდა გოგონა და უამრავი ვარაუდის და ეჭვის ხმები დაჰყვიროდნენ კესანეში. -კესანე შენ წადი,დაისვენე.. მე დავჩები აქ ცოტა ხნით-ფარისევლური ღიმილით უთხრა ლელამ.კესანე გაშრა.არ უნდოდა სიბრაზე დატყობოდა და ნაძალადევად გაუღიმა. -კარგი დაგტოვებთ.-ბაქართან მივიდა,ლოყაზე აკოცა, დროებით-ო უთხრა ორივეს და პალატა დატოვა."ბაქარმა რატომ გამომიშვა?რატომ არ მანიშნა რომ დავრჩენილიყავი.იქნებ ჯერ ვერ დაივიწყა?!იქნებ.. იქნებ.."სრული აურზაური გამართულიყო კესანეს გონებაში... გაბრაზებულმა შეაღო სახლის კარი.შინ არავინ დახვდა,ოთახში შევიდა და საწოლზე მოწყვეტით დაემხო.არ ახსოვს როდის ჩაეძინა.ტელეფონის ზარმა გააღვიძა,თვალები არც გაუხელია ისე უპასუხა.უცებ წამოჯდა საწოლზე.სახეზე ღიმილი დასთამაშებდა,გიჟივით წამოხტა,ტანზე დაიხედა არც გაუხდია ტანსაცმელები ისე დასძინებია თურმე. ისე გავარდა გარეთ ვერც გაიგონა ნანას მოძახილი-ხომ მშვიდობაა?-გულის ფანცქალით შეაღო პალატის კარი.ექიმი და ბაქარის მშობლები დახვდნენ. თვალებით და თავის მოძრაობით მიესალმა იქ დამხვდურებს.ექიმი პაციენტს სინჯავდა.ოთახში ექთანი შემოვიდა ექიმს ეძებდა სასწრაფოთ უნდა წამოხვიდეთ აუცილებელიაო,ექიმიც მაშინვე გავიდა ბოდიშის მოხდით.კესანე ბაქარს მიაჩერდა მომლოდინე თვალებით. -მოდი..-უთხრა ვაჟმა ღიმილით და ხელი გამოუწოდა გოგონას.მართალი ყოფილა მართლა დაიწყო ლაპარაკი.. გაიფიქრა კესანემ და ცრემლით სავსე ღიმილიანი თვალები მოავლო ყველას. -რა ბედნიერებაა,ბაქარ! საუბარიც შეგიძლია უკვე.. -აჰაამ-ისევ გაუღიმა ბიჭმა. -კესანე შვილო! შენი უსაზღვროდ მადლობლები ვართ მეცა და ჩემი მეუღლე-ფერიდემ კახის გადახედა,ხომ მეთანხმებიო,კახიმ თავი დაუქნია-ყოველი წამისთვის რაც ბაქარზე დარდით გაატარე,გვერდიდან რომ არ შორდებოდი და ჩვენც იმედით გვავსებდი,ამისთვის გიხდით მადლობა.ბექარ დედი-მიუბრუნდა შვილს ფერიდე-ექიმს ვნახავთ მე და მამაშენი და მოვალთ ისევ ცოტა ხანში.-ისევ გადახედა მეუღლეს,შემდეგ კესანეს გაუღიმა თბილად და პალატა დატოვეს. -ჩემი პატარა ქალი..-სითბო ჩაეღვარა გოგონას ამ სიტყვების გაგონებაზე. -რა კარგია,როგორ მიხარია ვერ წარმოიდგენ,შენ ლაპარაკი შეგიძლია. -შემიძლია და თან როგორ მერე-გაიცინა ბაქარმა-აი რაც არ მითქვამს 1 ერთი თვეა,ახლა უნდა გითხრა,დავიწყო?-ისევ გაიცინა-ჯერ მოდი აქ ჩამომიჯექი,ჩაგეხუტო მინდა-გულშუ ჰყავდა უკვე ჩაკრული-შენ ჩემთვის რომ დაიბადე ეს უკვე იცი.სიცოცხლე რომ ხარ ჩემი ესეც იცი.ხომ იცი?-კესანემ თავი დაუქნია და გაუღიმა-ჩემი მზე ხარ,ჩემი სუნთქვა,ჩემი გულისცემა,ჩემი არტერია-ორივეს გაეცინათ-და ბაჭია რომ ხარო ეს არ გეცოდინება ხო? -ისევ იცინოდნენ. -კარგი ვიქნები,ოღონდ შენც იქნები ჩემი ბაჭია. -ოჰ!მე ნამეტანი მოზრდილი ვარ ბაჭიობისთვის. -რას ამბობ მე ხომ ვარ ციცქნა-გულიანად გაეცინათ. -კი,ციცქნა ხარ,აბა რა ხარ.ჩემი ციცქნა ფერია ხარ. ბაჭიას ეს სჯობს ისე არა?-სიცილით კითხა ბაქარმა-ჩემი ციცქნა ფერია. -ხო უკეთ ჟღერს-აყვა სიცილში კესანე. -როგორ შეიფერე არა?-გაეხუმრა ვაჟი. -ჰმ!რატომაც არა ვითომ?-ვითომ გაბრაზდა კესანე და წარბები შეყარა. -ვაიმეეე.. შენთვის ყველაზე კარგი სახელია ბუტია,ბუტია კესანე..-იცინოდნენ-როგორ შეგიძლია ხოლმე ასე უმოწყალოდ გაბუტვა? -ჩემი ჰობია ეგ-თქვა კესანემ. -შეგიცვლი მაგ ჰობს. -ჰოო? და რითი შეცვლი? -კოცნით! -კოცნით? -ჰო კოცნით.შენი ჰობი ჩემზე კოცნა გახდება. -არა, ბუტიაობა მირჩევნია.გაბუტვა ჩემი იარაღია-სიცილით თქვა კესანემ. -კოცნა ნაკლები იარაღია? -გაბუტვა სჯობს.-არ თმობდა გოგონა.ბაქარის გული და სამყარო იღიმოდა კესანეს ასეთ მომღიმარს რომ ხედავდა.ნაზად და ჩუმათ ისევ მოპარა ამბორი გოგონა ბაგეებს. -ხედავ? რა ძლიერი იარაღია კოცნა,უცებ გაგაჩუმე.-იღიმოდა ბაქარი. -ჰო არა? ჰოდა მე გაგებუტე.-ისევ გაბრაზებული ბავშვის სახე მიიღო კესანემ. -მიყვარხარ!-სითბო ჩამდგარი ხმით და თვალებით წარმოთქვა ბაქარმა.კესანეს საამოდ დაუარა მთელ სხეულში ამ სიტყვის გაგონებამ. -მეც მიყვარხარ,თან ძალიან. -მე უფრო. -არა მე.. -მე. -მე..-ბავშვებივით იყვნენ,სუფთა და წმინდა გრძნობით.პალატაში ბაქარის მშობლები შემოვიდნენ ექიმთან ერთად.კესანე საწოლიდან წამოდგა,შერცხვა,ყურები გაუხურდა. -აბა როგორ არის ჩვენი მებრძოლი პაციენტი?-ომახიანად შესძახა ექიმმა. -ძალიან კარგად ვარ ექიმო. -ძალიან კარგი.-ექიმი მალე მორჩა პაციენტის გასინჯვას-ხვალ სიარულს ვცდით.თ ქვა ღიმილით. -მე მზად ვარ-გაშალა ხელები ბაქარმა. -ახლა უმჯობესია დაისვენოთ.თქვენც გოგონა,დღეს არ გაზლევთ აქ დარცენის უფლებას.დასვენება გჭირდება. -მე არაფერი მიჭირს ექიმო.. -ექიმი მართალია შვილო-საუბარში კახი ჩართო-დასვენება მართლაც რომ გჭირდება.გადაღლილი ხარ. -ჩემი პატარა ქალი,როგორ დაგტანჯე-ბაქარს სიბრალული ჩაუდგა ხმაში და თვალებში. -მთავარია,აქ ხარ ჩვენთან.სხვას არ აქვს მნიშვნელობა.-მორცხვად და ჩუმათ თქვა კესანემ. -კარგით, დაემშვიდობეთ ხვალამდე პაციენტს.წასვლის დროა.-თქვა ექიმმა და რეზინის ხელთათმანები გაიკეთა ხელზე-წვეთოვანს წამალი უნდა დავუმატო..და მერე მშვიდად დაგეძინება მთელი ღამე-მიუბრუნდა ბაქარს.მალე პაციენტს ღრმა ძილით ეძინა. * * * "სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია".. დუმბაძის სიტყვები ამოუტივტივდივა კესანეს,როდესაც გურიისკენ მიმავალ მატარებელის ფანჯარაში ზაფხულისგან გაჯერებული მისი კუთხის სურნელი იგრძნო.ღრმად შეისუნთქა საამო სუნი.პირველი კურსი დახურა,მიუხედავად გაცდენილი ლექციებისა,მაინც წარმატებით ჩააბარა გამოცდები და ახლა მშვიდად და ამაყად დაემშვიდობა სასწავლებელს სექტემბრამდე.მატარებელი გაჩერდა.გული კისერში ებჯინებოდა სიხარულით,რომ წარმოიდგენდა მალე მის სახლში იქნებოდა.მის მოხუცებთან ერთად.დედა,მამა და ძმა სადგურზე ელოდნენ.ნიკომ შეჰყვირაა "კესანეე" მის დანახვაზე.მშობლებს კი მისმა დანახვამ სიამაყის ამაღლებული განცდა მოჰგვარა. ლამაზი იყო კესანე ძალიან. ნაზი და დახვეწილი მოძრაობები ჰქონდა.თეთრი, ყვითელ ყვავილებიანი გრძელი სარაფანი ეცვა.თმები მაღლა აეწია სიცხეს რომ არ შეეწუხებინა.მატარებლის ფანჯარასთან დგომისას ზაფხულის ნიავმა მოახერხა და თმები გაუწეწა გოგონას.გულში ჩაიკრეს შვილი ლიამ და თენგომ. -ჩემი ანგელოზი მევიდა,გამოი კარში ბაბუამისო!-ეზოში ჩქარი სიარულით და ქოთქოთით შემოეგება ქეთო ბებო. -ბებოო,ჩემი ტბილი ბებო.-ეფერეოდა კესანე მოხუცის დაბერებულ სახეს და სითბო ეღვრებოდა თვალებში და გული.გიგლა ბაბუც იქვე გაჩნდა.-ბაბუ,ჩემი ყველაზე მაგარი ბაბუ ხარ შენ-უთხრა კესანემ ღიმილით და მოეხვია მის სიბერისგან გამხდარ მხრებს. -შენ ბაბუს ამომავალი მზე ხარ. -როგორ მომენატრეთ.როგორ მიხარია აქ თქვენთან ყოფნა თქვენ ხო ვერ წარმოიდგენთ.-ღიმილიანი დაკმაყოფილი სახით უთხრა შვილიშვილმა ბებია ბაბუას. -შენ შემოგევლოს ჩვენი სიცოცხლე ჩვენო სიხარულო- ეფერებოდა ქეთო ბებო. -შევიდეთ სახლში თორე დეიწვა მზეზე ბაღანა,ვერ ხედავ რაფერ გათეთრებულა იმ ქალაქში-ჩაიქირქილა გიგლამ. -ჰო ჰო შევიდეთ ნენა,არ დამიალხოს მზემ შენი თავი-დაფაცურდა ბებო. ეზოში მეზობელის ქალი შემოვიდა "ქეთო"-ს ძახილით.კესანემ გახედა და შინ შეიპატიჟა. -ნენა,რაფერ შეცვლილხარ ცა?!კიდე უფრო გალამაზებულხარ,გაზრდილხარ,მარა ნამეტნავად გამხდარხარ.მოდი ჩემთან შენ შემოგევლე მე-მეზობელმა თბილად ჩაიკრა კესანე გულში. -მოი ნაზი,მოი.-გამოსძახა ქეთომ მეზობელს-ხომ ხედავ რაფერი შველივით გოგო მყავს,ენაცვალოს ბებია მაგას. -აბა?!ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავია პირდაპირ.ზუსტად ჩემი დათოს შესაფერია.აა ამფერი გოგო შეეფერება ჩემ ბაღანას-მრავლის მთქმელი ღიმილი დააყოლა ნაზიმ მის ნათქვამს. -რას ჩივი ცა?გადირიე შენ?რა დროს ამის გათხუებაა ჯერ.. ექიმი უნდა გახდეს ჩემი კესანე ჯერ და გათხოებისთვის არ ცალია მაგას-წამოენთო ქეთო. -კარგი ბებო დამშვიდდი,ისე ამბობ თითქოს უკვე მნიშნავდნენ-სიცილით თქვა კესანემ.-მართლი ხარ,გათხოვებას არ ვაპირებ ჯერ.-უფრო ნაზის გასაგონად თქვა ეს სიტყვები.კესანე იცნობდა დათოს.ლურჯთვალა,ოდნავ კეხიანი ცხვირით, ქერა დაბალზე შეჭრილი თმით,ბრაზიანი გამოხედვით და ჩაფსკვნილი აღნაგობის სიმპატიური გურული იყო.სკოლის ასაკში სხვისგან ჰქონდა განაგები,რომ დათო არ იყო მის მიმართ გულგრილი.მაგრამ ეს ადრე იყო.. -ჰო რაიზა მევედი ცა სუ გადამცილდა გულზე,თალიკოს დაღუპვია რძალი,ძმის ცოლი და საღამოს სამძიმარზე მივდივართ სამეზობლო და ხომ წამოხვალ შენ? -კი ცა წამოვალ აბა რას ვიზამ.გადმომძახე წასვლის წინ.. -წამოდი ნაზი ბებო ყავას მოგიდუღებ. -კაი ნენა,გამასინჯე ერთი როგორი ყავის მოდუღება იციან დედაქალაქში.-იქვე ხის ჩრდილში დაბალ სკამებზე ჩამოსხდნენ მოხუცი მეზობლები და მოჰყვნენ სოფლის ამბების გარჩევას სანა კესანე "დედაქალაქურ ყავას" ამზადებდა. * * * -ჩვენ როდის მივდივართ გურიაში დედი?-ჰკითხა ფერიდემ აბაზანიდან გამოსულ ბაქარს. -აი მუშები დამირეკავენ,რემონტი თითქმის დასრულდა.მიალაგებენ და ჩვენც წავალთ.ალბათ ერთი კვირა არ დააგვიანდება. -ძალიან კარგი.საშინლად მაინტერესებს შენი ახალი სახლი. -ჩვენი დედა,ჩვენი.-შეუსწორა დედას ბაქარმა ნათქვამი. -ის შენია დედი,ხომ იცი მე წყნეთის გარეშე ზაფხულობით დიდხანს ვერ ვძლებ სხვაგან.. -აი ნახავ შენ იქაურობას და მერე ნახე ვერ გაძლება. დარწმუნებული ვარ ჩამომართმევ ჩემს ბაითს-გულიანად გაეცინა ბაქარს. -ღმერთმა სულ მშვიდობა და ბედნიერება მოგცეს შვილო ყველაგან და ყოველთვის. ჩემი სიამაყე შვილი რომ ხარ შენო-მიეფერა ფერიდე ვაჟს.ბაქარმა ხელები მოხვია დედას და თავზე აკოცა. -წვერს რატომ არ იპარსავ,რად გინდა ამ ზაფხულში დე-შეწუხებული სახით ამოხედა ფერიდემ. -ასე უფრო სიმპატიჩნი ვარ-ორივეს გაეცინათ. -შენ სულ და ყოველთვის სიმპატიური ხარ-სიამაით წარმოთქვა დედამ -ყველას მისი გლახა ურჩევნია ხო ფერიდე?-სიცილით უთხრა ბაქარმა. -კაი ახლა მორჩით დედა-შვილი ქება დიდებას,გვაგვიანდება ქორწილში.-ოთახიდან კახი გამოვიდა პერანგის ღილებს იკრავდა,თან ჰალსტუხი ჰქონდა მკლავზე გადადებული-მოდი ერთი შემიკარი ეს-ჰალსტუხი ბაქარს გაუწოდა-შენ ჩაცმული არ ხარ კიდე? მეჯვარე ხარ,რა დროა უკვე და სახლში ხარ ჯერ კიდევ. -ჰო აი ცავიცვამ და წავალ.ჯერ ადრეა მაინც,ჯვრისწერამდე. -ლამაზი გოგო ყოფილა ერეკლეს მეუღლე-თქვა ფერიდემ და ყელსაბამი გაიკეთა. -კი კარგი გოგოა.მთავარია ძალიან უყვართ ერთმანეთი.წავედი ახლა მოვემზადო და გავალ მე.თქვენ თქვენი მანქანით წამოხვალთ თუ ჩემით? -ჩვენით წამოვალთ. * * * -ჩამოსულია ბიჭო უკვე სოფელში.. -ჰო ვიცი ვნახე. -მერე რას აპირებ? -რაც გითხარი იმას,ვიტაცებ. ღამის სიბნელეში ორი სილუეტის ჩურჩული ისმოდა... .... -გაგიჟდი ხო ''.. -ხო გავგიჟდი. წლებია უკვე მიყვარს. მოვიტაცებ და მერე სხვა გზა არ ექნება,დარჩება და ჩემი ცოლი გახდება.შევუყვარდები კიდეც. -თენგო ამას არ შეგარჩენს.არ გაპატიებს და მაგარი დაგერხევა შენ ძმობას ფიცავარ. -ვერაფერსაც ვერ იზამს,მის შვილს თვითონ მოუნდება ჩემთან დარჩენა.ამას მისი შვილისგან მოისმენს. -არ ვიცი რა ჩაიფიქრე და როგორ ახერხებ ამის გაკეთებას,მაგრამ მე გაფრთხილებ მაგარ შარში ეხვევი.. -ოო რა ქათამივით ხარ რა იყო?თუ გეშინია დარჩი სახლში და სხვას ვეტყვი მოხმარებას. -ასე აჯობებს,მე ვერ დაგეხმარები ამ საქმეში,მაპატიე,არ გეწყინოს ძმურად,გოგოს არ უყვარხარ და ძალით მიგყავს ცოლად.. ეგეც რომ არ იყოს ჩემი დის დაქალია.. -კარგი. შენ არაფერი გაგიგია,არ გინახივარ და წარმოდგენა არ გაქვს სად შეიძლება ვიყო. -კაი ძმაო,ღმერთმა მშვიდობა მოგცეს. -კაი კარგად. * * * როდესაც ვინმე გიყვარს,მასთან უხილავი ძაფებით ხარ მიბმული. გრძნობ მისას ყველაფერს თუ გინდ 9 მთას იქით იყოს.თითქოს გულთმისანი ხდები.თუ სიხარულს განიცდის შენი სიყვარულის ნაწილი,შენც კარგ განწყობაზე ხარ,ოღონდ ვერ ხსნი რატომ.და თუ ხიფათი ელის, შენში ფორიაქი იწყება.გრძნობ რაღაც ცუდი ხდება ან უნდა მოხდეს.უმიზეზოდ მოიწყენ ხოლმე.ბაქარსაც ასე ემართებოდა.ბოლო ორი დღეა მოსვენება დაკარგა.საათში ორჯერ მაინც ურეკავდა კესანეს და მის ხმას ისმენდა.შემდეგ ცოტა წყნარდებოდა.სხვანაირი სიყვარული ჰქონდა ბაქარს კესანესადმი. მასზე 8წლით უფროსი იყო.კარგად ჰქონდა გოგონას პოზიცია გააზრებული.ისევ ბავშვად თვლიდა და ამ ბავშვზე იყო უზომოდ და უკიდეგანოდ შეყვარებული.ზოგჯერ მამასავით მზრუნველიც კი ყოფილა მასთან.კესანე მისი "პატარა ქალი" იყო,მისი აწმყო და მისი მომავალი. -ბაჭი როგორ ხარ?-სითბოთი გაჯერებული ხმა ესმოდა კესანეს. -კარგად ვარ კარგად,ახლა არ გელაპარაკე?-იცინოდა გოგონა. -კი მაგრამ სულ მინდა შენი ხმა მესმოდეს. -არ გირჩევ იცოდე,ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს,მაგრამ გურული ვარ ხომ იცი და გენები თავისას შვება.ვერ გამიძლებ თუ ჩავირთე.-ორივეს გულიანად გაეცინათ. -აი რამოდენიმე დღე და მანდ ვარ მეც.. მერე იტიკტიკე რამდენიც გინდა და დაუღალავად მოგისმენ. -ბაქარ! -გისმენ. -მიყვარხარ.-ისეთი გრნობით წარმოთქვა კესანემ ეს სიტყვა ბაქარს საშინლად მოუნდა მისი გულში ჩაკვრა და შველივით ფართე ლამაზი თვალების დაკოცვნა. -მეც ძალიან მიყვარხარ,ჩემო ციცქნა.და გავთიშე ახლა თორემ 3 საათიც არ დამჭირდება მანდ გავჩნდები.-კესანემ გადაიკისკისა-მიყვარს შენი სიცილი.. ყველაფერი მიყვარს შენი.. და წადი მიდი თორემ ვერ გელევი უკვე.-ბოლო სიტყვები ჩქარა თქვა ბაქარმა და თვითონაც გაეცინა კესანეს სიცილზე. -კარგი გავედი. მდინარეზე მივდივართ ახლა საცურაოდ რომ ჩამოხვალ შენც წაგიყვან.ძალიან ლამაზი ადგილია.ბაჭი გაკოცე,დროებით აბა...კესანემ ტელეფონი გათიშა და წინ წასულ ბავშვებს გასძახა დამელოდეთო.2წუთში ტელეფონზე ტექსტური შეტყობინების ზარი გაისმა,ბაქარისგან იყო;"როგორ მიყვარხარ, როგორ გენდობი, ვერ გამოვხატავ ვერც ერთ ენაზე,ჩემთვის სიცოცხლე რა იქნებოდა შენ რომ არ მყავდე ამ ქვეყანაზე"... * * * რა საოცარი ხმა აქვს მთაში გაწოლილ მდინარეს. ჩუხჩუხის ხმა მთებს ეხეთქება და უკანვე ბრუნდებიან საამო ჟღერადობით.უბრალოდ უნდა დაჯდე და უსმინო,უსმონო საუკუნეებს მოსწრებული მდინარის სიმღერას და შეიგრძნო,რაოდენ ლამაზია ბუნება.აქ ღვთის ხელი იგრძნობა. კესანე მდინარის ნაპირას დიდ ქვაზე შემომჯდარიყო და მომღიმარი სახით გასქეროდა ბავშვებს.თვითონ არ ჩადიოდა მდინარეში,ცურვა არ იცოდა და ეშინოდა.მხოლოდ ნაპირზე გაისეირნა,ცივი წყალი ესიამოვნა მაგრამ შეაჟრჟოლა,ქვაზე ჯდომა არჩია. უცებ ჰაერში წამოწია ვიღაცის ძლიერმა ხელებმა და მდინარისკენ გააქანა.სანამ მიხვდა,რომ უნდა ეკივლა უკვე წყალში იყო.გულგახეთქილმა ამოყო წყლიდან თავი და შეშინებული თვალებით შეხედა "გმირს" რომელმაც ეს ჩაიდინა.მკლავებში ჰყავდა მომწყვეული მაგრად კესანე,თითქოს ეშინოდა მდინარეს არ წართმია მისი თავი.უღიმოდა,მაგრამ რომ შეხედა ძალიან შეაშინა გოგონა ღიმილი შეწყვიტა.. -აუ მაპატიე არ მეგონა თუ ასე შეგაშინებდი.. -დათო! გაგიჟდი ხო?ჩემი სიკვდილი გინდა?-აკანკალებული ხმით უთხრა კესანემ. -ღმერთმა დაგიფაროს,ყველაზე ნაკლებად ეგ მინდა კი არადა სულ არ მინდა.-ბურდღუნებდა დათო,კესანე კი ხელში ჰყავდა აყვანილი. -ხელი გამიშვი.. ახლავე დამსვი.-ხმაში სიმკაცრე გაურია გოგონამ. -ჩაიძირები რომ დაგსვა. -არ ჩავიძირები დამსვი და გამეცალე აქედან.გაჯიუტდა კესანე და თვითონ სცადა ვაჟის ძლიერი ხელებიდან დახსნა. -კარგი. კარგი ნუ ფართხალებ,აჰა დაგსვი.-უთხრა დათომ და უცებ გაუშვა ხელი.გოგონამ ჩაყვინთა. ფეხი ვერ მიაწვდინა ფსკერს,შიშმა და თავის გადარჩენის ინსტიქტმა ისევ ვაჟის მკლავებში აღმოაჩინა.სულ გალურჯებულიყო,კანკალებდა. -გა..მი..ყვა..ნე.. ნა..პი..რზე..-ნიკაპის ცახცახით წარმოსთქვა კესანემ. -ახლა რომ ნაპირზე ახვიდე უფრო შეგცივდება,ცოტა მოიცადე სხეულის ტემპერატურა შეეჩვევა მდინარისას და სითბოს იგრძნობ მალე.აი ნახავ..დამიჯერე.-უთხრა დათომ და გოგონა უფრო მოხერხებულად დაიჭირა.კესანეს ლაპარაკის თავი არ ჰქონდა სიცივისგან და განცდილი შიშისგან.ჩუმად იყო და აკანკალებული სუნთქავდა.სველი თმები სახეზე ჩამოყროდა.ხელები დათოს კისერზე ჰქონდა შემოხვეული,თავდაცვის მიზნით,ხელი არ გამიშვას უცაბედათო. -მაპატიე კესო,არ მეგონა ასე თუ შეგაშინებდი.-ჩურჩულით უთხრა ყურთან კესანეს დათომ.ცხვირი ოდნავ შეახო კესანეს სველ სახეს და მსუბუქად გაუსვა გამოუსვა.გოგონას ხმა არ გაუღია.-აუ ვიცი ახლა გამებუტები როგორც იცოდი ხოლმე სკოლაში გახსოვს?ერთხელ ჩანთა რომ წაგართვი გახსოვს?-დათო იცინოდა-მძიმე იყო და დახმარება მინდოდა შენზე,შენ არ დამანებე,თავი გაიგიჟე არ მინდაო,მე წაგართვი და მერე სამი დღე ხმას არ მცემდი.გახსოვს?-ისევ იცინოდა,კესანეს მხოლოდ გაეღიმა. -კარ..გად ვარ ახ..ლა.. გამი..ყვანე.. -ჯერ დამპირდი რომ არ გამებუტები,თორემ აქ დაგტოვებ. -გპირდე..ბი.. არ გე..ბუტები.. -იცოდე თუ პირობას დაარღვევ აქ მოგიყვან კიდე და შენი ფეხით ჩამოგიშვებ ამ მდინარეში.-ორივეს გაეღიმათ დათომ ნაპირზე გაიყვანა კესანე და მზისგან გამთბარ ქვაზე დასვა-დაიცა რაიმეს მოგახურავ რომ გათბე.-მოსახური ვერაფერი იპოვა და მისი მაისური გადააცვა გოგონას.როგორც იქნა გათბა კესანე. -შენ მე ძალიან გამაბრაზე და მაწყენინე.ლამის გული გამისკდა შიშისგან,ეგ რა ხუმრობაა?ეგრე როგორ შეიძლება?ხომ შეიძლებოდა რომ მომკვდარიყავი იქვე ჰა?-წამოენთო კესანე. -შენ პირობა დადე გაიხსენე.. -მე სხვა რამის პირობა დავდე,იმის პირობა არ დამიდვია რომ საყვედურს არ გეტყოდი. -"კაი ცა ნუ გაკაპასდი ახლა"-უთხრა ღიმილით დათომ. -არ გადამივლის ეს სიბრაზე იცოდე კარგა ხანს და მერიდე,როცა გნახავ ყოველთვის გეტყვი საყვედურს.კოპებ შეყრილი წამოდგა კესანე ფეხზე და წასასვლელად მოემზადა. მოკლე შორტები დათოს გრძელმა მაისურმა დაუფარა და მხოლოდ სწორი და ლამაზი ფეხები უჩანდა.ვაჟს მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.უნდოდა ეთქვა "გიხდება ჩემი მაისური ძალიან"-ო,მაგრამ გადაიფიქრა,გაიძრობს კესანეო. -კარგი,მოგერიდები აწი.-ვითომ სერიოზულად უთხრა და თავი ჩაქინდრა დამნაშავესავით. კესანე წავიდა.დათო მანამ იდგა და გაჰყურებდა მისი მაისურ ჩაცმულ ბავშვობიდან მოყოლებულ სიყვარულს. * * * -ესეიგი ხომ დაიმახსოვრე კარგად ბიჭო.მანქანას იქვე ახლოს დააყენებს ზურა შუქებ ჩამქვრალს.შენ წამომყვები და მოფარებულში დადგები რომ ვერ შეგამჩნიოს ისე,მე ვეცდები ჭიშკრამდე მოვიყვანო და მერე უკვე პრობლემა არ გვექნება.. სამნი მოტაცების გეგმას აწყობდნენ. ... -დე მამიკო სად არის?-იკითხა კესანემ,როდესაც ვახშამზე მთელი ოჯახი შეიკრიბა. -გიგოს გაყვა ბათუმში,გვიან ჩამოვა,ან შეიძლება იქ დარჩნენ.გიგოს ძმა დაუჭრიათ და ამის მეტი პატრონი არ ჰყავს და თავზე უნდა დაადგეს. მამაშენი გაიყოლა მანქანით. -კესანე ჭიშკართან დათო გეძახის-სახლში წყლიანი დოქით ნიკო შემოვიდა. -დათო?-ერთხმად იკითხეს ლიამ და ქეთომ. -ალბათ მაისური უნდა. მივცემ და ახლავე დავბრუნდები.-კესანემ მაისურს დაავლო ხელი და დათოსკენ წავიდა.თითქოს რაღაც ექაჩებოდა უკან.ორჯერ მოიხედა უკან.აივანზე გიგლა ბაბუ იდგა და მიმავალ შვილიშვილს უყურებდა. ეზოში ანთებული ლამპიონის სინათლე სუსტად ანათებდა ჭიშკარს.ფართედ გამოაღო ეზოს კარი კესანემ და ცოტა მოშორებით დათოს სილუეტი დალანდა. -საღამო მშვიდობის-ადგილიდან არ განძრეულა დათო ისე მიესალმა. -საღამო მშვიდობის,აი შენი მაისური აიღე.-მაისურიანი ხელი გაუწოდა გოგონამ.დათო ისევ არ იძვროდა.-დათო,ხომ კარგად ხარ? რა მოგივიდა?-ხმაში შფოთი შეეპარა გოგონას და ვაჟისკენ წავიდა.-დათო,მოხდა რამე? ნუ მაშინებ,რა დაგემართა აღარ იტყვი?-სულ ახლოს იდგა კესანე დათოსთან. -კესანე!.. -რა მოხდა.. -მიყვარხარ კესო,ძალიან მიყვარხარ..ბავშვობიდან მიყვარხარ.. ვეღარ ვითმენ უკვე მეტს,ვერარ ავიტან მეტს.. -დათო გაჩუმდი ძალიან გთხოვ და ამ თემაზე არასდროს არ მელაპარაკო. -კესო.. კესანე.. მაპატიე..მაგრამ.-სიტყვა არ დაასრულა დათომ.ცალი ხელი უეცარი სისწრაფით შემოხვია კესანეს ისე რომ ხელებს ვერ გაამოძრავებდა,მეორე ხელი კი პირზე ააფარა.კიოდა კესანე.მთელი ენერგიით,უხმოდ და მოგუდული ხმით კიოდა.შიშმა, მოულოდნელობამ და თავის დახსნის მცდელობამ გოგონას გონება წაართვა და გული წაუვიდა. ბუნდოვნას ესმოდა ხმები,მაგრამ ვერ არკვევდა რა ხმები იყო ეს. გონს მოვიდა.. თვალები გაახილა..საწოლში იწვა.ირგვლივ მიმოიხედა უცხო გარემო რომ აღმოაჩინა მაშინღა გაახსენდა რომ მოიტაცეს.ელდა ნაცემივით წამოვარდა ზემოთ კარებს მოვარდა,მაგრამ ამაოდ,ჩაკეტილი დაუხვდა.ორივე ხელი დასცხო კარებს ტირილით და მიშველეთ ძახილით. გვერდითა ოთახის კარი გაიღო და დათო შემოვიდა ოთახში.კესანე სწრაფად შემობრუნდა და დათოს დანახვაზე შიშით კარებს აეკრა,ჩუმად ტიროდა.ვაჟი გატანჯული სახით შეცქეროდა გოგონას.მისკენ წავიდა. -არ მომეკარო იცოდე.. დათო არ მომეკარო.. ვიკივლებ მთელს ქვეყანას შევყრი აქ.. -ვერავის ვერ გააგონებ,აქ მხოლოდ ჩვენ მარტო ვართ.ირგვლივ არავინ არ ცხოვრობს.მთაში ვართ.. დაწყნარდი არ მოგეკარები.ხელს არ გახლებ.. -დათო გამიშვი გთხოვ..გემუდარები.. მე არ მიყვარხარ და ვერც შეგიყვარებ..ვერ გავხდები შენი ცოლი.. გამიშვი გთხოვ.. -ნუ მთხოვ მაგას ძალიან გთხოვ,ძალიან მიყვარხარ და მინდა ჩემი ცოლი რომ იყო.-მტკიცედ თქვა დათომ. -ვერ ეღირსები იცოდე მაგ დღეს იცოდე.-ზიზღით სავსე ტონით უნთხრა გოგონამ.-გადი ამ ოთახიდან,ვერ გიტან რომ გიყურებ-ყვიროდა კესანე.-მამაჩემი მაინც მოგვაგნებს,ცუდი დღე დაგადგება.. -არავინ იცის აქ რომ ვართ. -გადიი!-იკივლა კესანემ,კისრის ძარღვები ისე დაებერა ლამის გასკდომოდა.. დათო უხმოდ გავიდა ოთახიდან. * * * -კესანე! კესანე რას შვები აქამდე მანდ ბაბუა-გამოსძახა გიგლამ შვილიშვილს და მხედველობა დაძაბა იქნება დავინახო ღია ჭიშკარშიო.მაგრამ ხმას არავინ სცემდა.სწრაფი ნაბიჯებით წავიდა იქეთ საითაც კესანე ელოდა,გადაღმა გადავიდა იქ არავინ დახვდა.-კესანეე!! სად წავიდა ნეტა ეს გოგო.-ფეხი რბილად დააბიჯა რაღაცას,დაიხარა,აიღო,მაგრამ სიბნელეში ვერ გაარკვია რა იყო.ეზოსკენ მობრუნდა,კესანეს ცალ ფეხსაცმელს მოკრა თვალი იქვე ეგდო.სწაფად დაბრუნდა ეზოში.გული ეკუმშებოდა,სუნთქვა უჭირდა მოხუცს.მიხვდა საშინელება რომ დაატყდათ თავს. შუქზე დააკვირდა რაც იპოვა.ხელი ცივად გაუშვა დათოს მაიკას.მოხუცის მუხლები აკანკალდნენ..თვალებში გამწარების და ტკივილის ცრემლი ჩადგა.ძალა მოიკრიბა და მთელი ხმით დაიყვირა.- ქეთო!!.. ლიაა!!-და იქვე ჩაიკეცა.მაშინვე გამოცვივდნენ ქალები დაძახილზე. -რა მოხდა რა ამბავია მამა?-დაწინაურდა ლია და ჩაკეცილ მამამთილს მივარდა. -კესანე! კესანე მოიტაცა.. დათომ მოიტაცა.. -ვაიმე შვილო!-შეჰკივლა ლიამ მთელი ხმით,რძლის კივილს ქეთოც აჰყვა და მალე მთელი ეზო მეზობლებით გაივსო.ცდილობდნენ დაემშვიდებინათ გიგლას ოჯახი,მაგრამ ამაოდ.. -მამას დავურეკე უკვე გზაშია,მალე მოვა.-თქვა თვალცრემლიანმა ნიკომ. -ვაიმე შვილო!-გაიძახოდა ლია და გაურკვეველი მიმართულებით იყურებოდა. -კაი ლია დაწყნარდი.ეგება კი უყვარს კესანესაც და ბედნიერი ოჯახი შექმნან კიდეც-ამშვიდებდა მეზობლის ქალები გასაცოდავებულ დედას. . . . -ალო! თემო.. -ჰო ნიკო,როგორ ხარ პატარა კაცი. -თემო..-ცრემლი მოერია ხმაში ნიკოს.. -რა მოხდა ხომ მშვიდობაა,ნიკო..-შფოთით იკითხა თემომ. -კესანე.. -რა,რა კესანე.. -კესანე მოიტაცეს თემო.. -რაა.. ვინ?..-ხმა გაეპარა დეიდაშვილს. -დათომ მოიტაცა ჩვენმა მეზობელმა. -კაი არ ინერვიულო შენ კაცუნი არაფერი,მოვდივარ მე უკვე.მალე ვიქნები მანდ.ნუ გეშინია,კესანეს დავაბრუნებთ მალე სახლში გვეყოლება.ვსო მოვდივარ.-ტელეფონი გათიშა და გიჟივით გავარდა სახლიდან.-ერეკლე ხვალ არ ვიქნები სამსახურში და შენ მიხედე ჩემს საქმეებს ძმურად რა! -რატო რა ხდება? -გურიაში მივდივარ.. -ასეთი საჩქარო რა არის.. ხომ მშვიდობაა?-არ აცლიდა სათქმელის დასრულებას მეგობარს. -ბიჭო კესანე მოუტაციათ.-გაბზარული ხმით წარმოთქვა თემომ. -რას ამბობ ბიჭო.. აუ ჩემი.. გამომიარე მეც მოვდივარ.. გელოდები ჩქარა. რამოდენიმე წუთში მეგობრები ბაქარის კორპუსთან იდგნენ. -ბაქარ!ჩაიცვი და ჩამოდი დაბლა ვარ გელოდები-არ უკითხავს ბაქარს თემოსთვის რა მოხდა,მიხვდა რომ რაღაც ცუდი მოხდა და ეს ცუდი კესანეს ეხებოდა. სანამ მანქანამდე მიაღწევდა გული წამით ჩერდებოდა.მუცლის ღრუში საშინელ წვას გრძნობდა.მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა. -შენ აქ რა გინდა?-ჰკითხა ერეკლეს რომ შეამჩნია.პასუხი ვერ დაუბრუნა ერეკლემ მეგობარს.-რა მოხდა აღარ იტყვით?-მოუთმენლობა დაეტყო ხმაში ბაქარს. -ოღონდ მშვიდათ მისმინე კარგი?მეც ძალიან ცუდ დღეში ვარ.. კესანე მოიტაცეს... "კესანე მოიტაცეს.. კესანე მოიტაცეს..მოიტაცეს.."ექოსავით მეორდებოდა ბაქარის გონებაში ეს სიტყვები..სმენა დაეხშო.. მხოლოდ გაორებულ სახეებს ხედავდა მეგობრებისას, რომლებიც რაღაცას ეუბნებოდნენ,არ ესმოდა რას..ძლიერმა რყევამ სმენადობა დაუბრუნა.თვალები დაქაჩა და კისერი დაიგრძელა თითქოს ყელში ბურთი გაეჩხირა და გადაყლაპვას ლამობდა."ააჰ"ამოისუნთქა და ამოაყოლა მთელი გული ამ ამოსუნთქვას.თვალებს ცრემლები მოადგა,მაგრამ უკანვე გააბრუნა. -კესანე დარჩა?-იკითხა განადგურებული ხმით -არა,რა დარჩა ბიჭო გაგიჟდი?წესიერად მეც არ ვიცი რა მოხდა.მხოლოდ ის ვიცი რომ მისმა მეზობელმა მოიტაცა.ახლა მივდივარ გურიაში.. -იმის სუყველაფერს რომ შე**** წარმოდგენა არ აქვს რა ელოდება,მიწიდან ამოვიღებ,ვიპოვი სადაც არ უნდა იყოს.-ბაქარში მხეცმა გაიღვიძა ისეთი ხმით დაიღრიალა. -კარგი დამშვიდდი,მივიდეთ იქ,აქ ვართ ჩვენც შენთან ერთად-დაამშვიდა ერეკლემ.ქარის სისწრაფით მიქროდა მანქანა გზატკეცილზე. ..-თენგო ძია,რა ხდება ახალი არის რამე? -შენც გაიგე ბიძი? არა არაფერია ახალი ვეძებთ ყველგან.ოჯახს წარმოდგენა არ აქვს სადშეიძლება ჰყავდეს წაყვანილი,არც იცოდნენ ამას თუ აპირებდა.. მამამისი რაღამე შემომაკვდა ხელში მე მაგენის *****-გიჟს გავდა კაცი რომ ლაპარაკობდა. -40 წუთში მანდ ვართ უკვე სად დაიმალება,სადაც არ უნდა იყოს მაინც ვიპოვი..-თემომ ნერვიულად გათიშა ტელეფონი.არც ერთს ფერი არ ედო სახეზე. სამივენი კოპებ შეყრილი იყურეოდნენ.ბაქარის გული კი ტიროდა.ტიროდა მთელი ხმით,წარმოიდგინა კესანე როგორ იტანჯება ახლა,ისიც წარმოიდგინა "იქნებ იმ ახვარმა ძალა იხმარა" ამის გაფიქრებაზე ცეცხლი წაეკიდა მთელ სხეულზე..გულში და მუცელში ერთდოულად მწარედ გაწვა."ჩემი კესანე,ჩემი პატარა ქალი.. ჩემი ბაჭია.." -ბაქარ მოვედით,გადმოდი-თემოს ხმამ გამოაფხიზლა.მანქანიდან გადმოვიდნენ.ჭიშკარი ღიათ დახვდათ, ეზო კი ხალხით სავსე.საშინელმა შეგრძნებამ დაუარათ სამივეს.მეზობლემა მისულები რომ დაინახეს ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს.სახლში შევიდნენ.ლიასთვის თავი თავსაფრით შეუხვევიათ და მეზობლის ორი ქალი თავზე ადგა,ერთს პატარა წამლის შუშა ეკავა ხელში,მეორეს ბოთლით წყალი.ამშვიდებდნენ სიტყვებით. ქეთო და გიგლა გვერდიგვერდ ისხდენენ დაბალ სკამებზე და თავები ჩაექინდრათ და უხმოდ დასცქეროდნენ ნაცრისფერ იატაკს.თითქოს უფრო დაბერებულიყვნენ,მოკუნტულიყვნენ,დაპატარავებულიყვნენ.მათ ნაოჭებიან სახეს ტკივილის ფერი ედო.ნიკო ოთახის კუთხეში იდგა ატუზული და ნამტირალები თვალებით.ამათ შემხედვარეს სამივეს კბილებმა ერთდროულად გაიღრჭიალეს.სიბრალული და მრისხანება ჩაუდგათ გულში და თვალებში. -გამარჯობათ!-ყველამ ბიჭებისკენ გამოაბრუნა თავი.ნიკო მათ დანახვაზე გამოექანა და თემოს მოეხვია. -თემო,ხედავ დეიდა რა დღეში ვართ?! როგორ დამაქციეს და ამომაგდეს,როგორ გაიმეტეს ჩემი კესანე ასეთი მოქცევისთვის-მოჰყვა მოთქმას ლია. -კაი ცა!ცოცხალ ადამიანზე ასე ტირილი სა გაგონილა,-შეუცაცხანა მეზობლის ქალმა. -როგორ არ ვიტირო ნატო,როგორ არ ვიტირო.. ვინ იცის როგორ იტანჯება ჩემი შვილი ახლა,ვინ იციის-ცრემლები გადმოცვივდა დასიებული თვალებიდან დედას.ბაქარს გული ყელში ებჯინებოდა,მეტს ვეღარ უძლებდა,ერეკლემ შეამჩნია, მხარზე დაადო ხელი და მოუჭირა,გაამხნევა. -რა როგორ მოხდა შეგიძლიათ გვიამბოთ?და თენგო ძია სად არის?-იკითხა თემომ. -დაჯექით შვილო დაჯექით-წამოდგა ქეთო ბიჭებს მაგიდის ირგვლივ შემოლაგებული სკამები მიაწოდა დასაჯდომად. -ჭიშკართან დაუძახა იმ არაკაცმა და ეზოდან ამართვეს ბაღანა-ძლივს თქვა სათქმელი გიგლამ. -თენგო დათოს ნათესავთანაა წასული იქნებ იქ ჰყავდეს წაყვანილიო,ეძებენ ყველგან,მისიანებმაც არაფერი იციან.-ჩაერია მეზობელი საუბარში. -ოხ მე მაგის.. -წამოხტა ბაქარი,თავს ვეღარ ერეოდა უკვე.-ძვლებში დავამტვრევ სადაც ვნახავ.. -კარგი დამშვიდდი-ადგა ერეკლეც.ერთი გაკვირვება კი გაუკვირდათ ყველას იქ დამხვდურებს სტუმარი ბიჭის ასეთი რეაქცია და ერთმანეთს გადახედეს მრავლის მთქმელი თვალებით.მიხვდნენ რაშიც იყო საქმე. -კარგი ლია დეიდა,ჩვენ გავალთ მის მეგობრებს დაველაპარაკებით,არ ინერვიულო,კესანეს დავაბრუნებთ.-ბიჭები სახლიდან გამოვიდნენ. -ვიღაც ხომ ეხმარებოდა არა?! მარტო ხომ ვერ იზამდა ამას.. ის ახვრები უნდა ვიპოვოთ ჯერ და იმათ ვათქმევინოთ-თქვა ერეკლემ როდესაც გადაღმა გადმოვიდნენ. -არა,ჯერ იმ 'სი**ს' ოჯახში მივიდეთ,მისიანებს დაველაპარაკოთ კიდევ ერთხელ-გამოთქვა თავისი აზრი ბაქარმა. -კარგი,წავიდეთ-დაეთანხმა თემო და დათოს სახლისკენ წავიდნენ.დაძახილზე ნაზიმ-დათოს ბებიამ გამოხედა,სტუმრები სახლში შეიპატიჟა.წაშლილი სახეებით დაუხვდათ იქაც ადამიანები,ყველას ძალიან დიდი ტკვილი და სირცხვილი მოუტანა მათი "ვაჟკაცის" ასეთმა საქციელმა. -რამოდენიმე კითხვა გვინდა გკითხოთ,იქნებ დაგვეხმაროთ კიდეც. -კი,შვილო თემო,მაგრამ რაც ვიცოდით ყველაფერი ვუთხარით თენგოს. -შორეული ნათესავების რომლებიც გურიაში არ ცხოვრობენ იმათი ტელეფონის ნომრები გვინდა და საცხოვრებელი ადგილები.-მასპინძლებმა ერთმანეთს გადახედეს. -მასეთი ბებია უამრავი გვყავს,ჯერ კახეთში რამდენი გვყავს.ქართლშიც.სამტრედიაშიც. ბათუმშიც.-ჩამოთვალა ნაზიმ.-სამტრედიაშია ახლა წასული თენგო იქნება იქ იყვნენ. -ყველასი მოგვეცი ბაბო,ყველასი-მოუთმენლობა დაეტყო ხმაში ერეკლეს. -ბებო,აგარაკი ხომ არ გაქვთ სადმე?-უცებ იკითხა ბაქარმა. -არა ბებია არა,არანაირი აგარაკი არ გავქვს ჩვენ.-თქვა დაფიქრებით მოხუცმა. -ჩემი დის სახლი ბახმაროში-წამოიძახა დათოს დედამ უეცრად,თუმცა იმწამსვე ინანა მისი საქციელი,წარმოიდგინა მის შვილს რა ბედი ეწეოდა როცა მიაგნებდნენ. -სად? ბახმაროში?-წამოიშალნენ ბიჭები,-ზუსტი მისამართი გვითხარი ქალბატონო-თვალბში ცეცხლი ენთოდ უკვე სამივეს.-ქალს ენა დაება,ვერაფერი თქვა.შიშისგან თვალები გაუფართოვდა. -ქალბატონო უმჯობესია გვითხრათ მისამართი.-დაბღვერვით წარმოსთქვა თემომ. -ჩვენც წამოვალ..ლიკა გადადი ზურას გადასძახე გადმოვიდეს მანქანით.. რამოდენიმე წუთში ორი ავტო მანქანა ზაფხულის ალიონისგან განათებულ ბახმაროსკენ მიმავალ გზას ადგნენ. * * * მთელი ღამე არ უძინია კესანეს.ან რა დააძინებდა შიშისგან გული გახეთქვას ჰქონდა.სამმაგად უცემდა პულსი.ტირილისგან დაიღალა.თვალები დასიებოდა და ეწვოდა მლაშე სითხისგან და უძილობისგან.დათომ ორჯერ შემოაკითხა ღამის განმავლობაში."-კესო.. საჭმელი მოგიტანე,ცოტა ჭამე რა გთხოვ. -გაიტანე ეგ საჭმელი აქედან და შენც გაეთრიე ნუ მენახვები. -ტყუილად ხარ დიდ გულზე,აქ ვერავინ მოგვაგნებს და თუ მოგვაგნებენ შენ უკვე ჩემი ცოლი იქნები.უფრო სწორად ხარ უკვე ჩემი ცოლი.გასაგებია?-დაიღრიალა მოთმინება გამოცლილმა დათომ. -სიკვდილი მირჩევნია ვიდრე შენი ცოლი გავხდე. -ჰოდა ერთად მოვკვდებით თან ისე, მაინც ჩემი ცოლი გერქმევა. -რად გინდა ასე დაწყებული ურთიერთობა?ტირილით და ზიზღით. მეზიზღები დათო,მძულხარ,ვერ გიტან..-ტირილი შეერია ხმაში გოგონას. -არაუშავს,შეგიყვარდები..გავა დრო და შეგიყვარდები-თავი უფრო დაიიმედა ამ სიტყვებით. -არასოდეს! -კარგი ახლა მორჩი!-დააბრიალა თვალები-საჭმელი უნდა ჭამო გესმის?! -არ მინდა,ღამით არ ვჭამ მე. -გასაგებია,მაგრამ ახლა უნდა ჭამო,მოღონიერდები უფრო და ფერიც მოგეცემა. -არ მინდა ფერი. -გოგო რა ჯიუტი ხარ შენ. -დათო გადი,გადი ოთახიდან.არ მინდა გხედავდე და შენი ხმა მესმოდეს. -მაბრაზებ ახლა და ფრთხილად იყავი ჩემს ხელში ხარ აქ,ვერავინ ვერ გიშველის და ჩემი მოთმინებით ნუ სარგებლობ-გაბრაზდა დათო და თვალებში მრისხანება ჩაუდგა.კესანე შიშმა აიტანა და გაჩუმება არჩია. -კარგია,კარგი არ ჭამო არაფერი,მერე უკეთ დამნებდები დაუძლურებული..-ირონიულად გაუღიმა ვაჟმა და ოთახიდან გავიდა." მეორე შემოსვლაზე წყალი შემოუტანა ბოთლით,იქვე საწოლთან დაუდგა და გავიდა.კესანე კარებთან იყო მთელი ღამე ჩაცუცქული,საწოლს არ გაჰკარებია,ეშინოდა. გათენება დაიწყო. სმენად იქცა.. არა,არ მოჩვენებია,მანქანის ხმა ისმის.სწრაფად წამოდგა და ფანჯარაში გაიხედა,მაგრამ იმ ოთახის ფანჯრიდან არაფერი სჩანდა დაბურული ტყის გარდა.სიცივემ დაუარა მთელ ტანში ტყის დანახვისას.შიშმა და იმის მოლოდინმა,რომ იმ მანქანის ხმა მისკენ მოდიოდა, კანკალი დააწყებინა. საწოლიდან საბანი აიღო,გაეხვა შიგნით და ოთახის კუთხეში იატაკზე ჩაიცუცქა. * * * -ჰო თენგო ძია,ბახმაროში ვართ უკვე... დეიდამისს სახლი ჰქონია აქ და შეიძლება აქ არის...კაი დამშვიდდი,დაგირეკავ მალე მივედით მგონი იმ სახთან,ვთიშავ ვსო. მანქანიდან სწრაფად გადმოვიდნენ.დათოს დედა დაწინაურდა. -შუქი ანთია ბიჭო სახლში-შენიშნა ერეკლემ-აქ არიან ეტყობა. სახლი ხის იყო.პატარა,ალბათ სამი ოთახისგან შემდგარი.რამოდენიმე საფეხურიანი კიბე ჰქონდა ასასვლელი და აივანი ხის მოაჯირით.კარის საკეტი მოსინჯეს დაკეტილი დაუხვდათ.შემტვრევა სცადეს და მთელი ძალით მიეჯახა ბაქარი და თემო კარებს. ერეკლეს არ გამოპარვია როგორი ფერი ედო დათოს დედას და მძღოლ ზურას ბიჭების ქმედებაზე. დათოს ჩასძინებია და ამ ხმაურზე გიჟივით წამოხტა.ვერ გაიაზრა რა ხდებოდა,უკვე ბიჭებს იმ ოთახის კარი შემტვრეული ჰქონდათ სადაც დათო იყო.თემოს დათოს დაინახვაზე ღრიალი აღმოხდა"შე ახვარო,შე სი** ვის გაუკეთე ეს".. მთელი ძალით მოქნეული მუშტი სახეში გაარტყა.დათო დაბანცალდა და ძირს დაეცა."აეთრიე ზევით შენი.." მივარდა ბაქარი და ორივე ხელით საყელოში ჩააფრინდა,ფეხზე წამოაყენა და თავი ჩაარტყა სახეში.ცხვირიდან სისხლი წასკდა დათოს,ერთი გაიბრძოლა ბაქარს ხურდა დაუბრუნა კარგა გვარიანად მოსდო ყბაში.ვერაფერს ვერ გრძნობდა ბაქარი,მარტო სისხლის წყურვული ჰკლავდა.დაუნდობლად ურტყამდა დათოს,სახეში,გვერდებში,მუცელში.. უკვე ვერ აკავებდნენ.. დათოს დედა კი მთელი ამ ხნის განმავლობაში იდგა და კოიდა ნუ მომიკლავთ შვილსო.ქალის კივილმა გააჩერა ბაქარი,დათო გასისხლიანებული მოწყვეტით დაეცა იატაკზე.დედა გიჟივით მივარდა შვილს,მძიმედ სუნთქავდა დათო."კესანე!" ერთ დროულად დაიღრიალეს სამივემ. -აქ ვარ!- გამოსძახა დაკეტილ კარს იქიდან მტირალმა გოგონამ. -კარებს მოშორდი კარგი?-გასძახა ერეკლემ და კარი ბეჭით შეამტვრია. იდგა კესანე შუა ოთახში თმა გაწეწილი,თვალებ დასიებული,გალურჯებული და მიბნედილი გამოხედვით.შეეშინდათ უცებ მისი დანახვისას ბიჭებს. -კესანე.. -ძლივს ამოილუღლუღა ბაქარმა.გული შეეკუმშა,სუნთქვა გაუჩერდა.თემო უცებ მიიჭრა კესანესთან და ხელები მოხვია."ნუ გეშინია.. ნუ გეშინი,ვსო ყველაფერი დამთავრდა".. ცრემლები თავისით მოდიოდა გოგონას თვალებს და ბაქარს მისჩერებოდა რომლის თვალებში ცრემლი ჩაგუბებულიყო.კესანესკენ წავიდა. თემომ გოგონა მოიცილა და თვალებში ჩახედა "ხომ კარგად ხარ?ხომ არაფერი უკადრებია იმ არაკაცს?"-კესანემ უარის ნიშნად თავი გააქნია და ჩახარა.ხელს დახედა რომელიც მუშტად ჰქონდა შეკრული.მზერა კესანეს მხედველობის ობიექტზე გადაიტანეს.სისხლი წვეთავდა კესანეს მუშტიდა.გიჟივით ეცა ბაქარი და ხელი გააშლევინა,ხელის გულზე "ბრიტვა" ჰქონდა.. "ეს რად გინდოდა გოგო"-სიმწრით წარმოთქვა თემომ. -დათოს რომ ჩემზე ძალა ეხმარა,ს ვაპირებდი-ამოილუღლუღა კესანემ.თემომ და ერეკლემ ერთმანეთს გადახედეს,ბაქარმა ყბამ ღჭიალი გაადინა.კესანეს მთელი ძალით მოხვია ხელი და გულში ჩაიკრა. "ჩემი პატარა ქალი,ჩემი ბაჭია.. უკვე ჩემთან ხარ,აწი არსად გაგიშვებ".. ბურდღუნებდა ბაქარი და გულში იკრავდა მის აწმყოს და მომავალს. დათო საავადმყოფოში დააწვინეს ისე იყო ნაცემი. მის წინააღმდეგ სისხლის საქმე აღიძვრა ადამიანის გატაცების მუხლით. * * * ხელში აყვანილი შეიყვანა კესანე ეზოში ბაქარმა.მთელი გზა ასე,პატარა ბავშვივით კალთაში ჰყავდა ჩაჯენილი,ბაქარის გულზე მიედო თავი და ღრმად ჩაეძინა ყველაფრისგან დაღლილს.ლიამ შვილის დანახვაზე სიხარულისგან შეჰკივლა.თემომ ტუჩებზე მიიდო ხელი ანიშნა "ჩუმად, სძინავს"-ო.ბაქარმა გოგონა საწოლში ჩააწვინა,შუბლზე აკოცა და ფრხილად, ფეხაკრებით დატოვა კესანეს ოთახი... ..ფრთხილად და ფეხაკრებით გამოვიდა კესანეს ოთახიდან ბაქარი. კარებთან ბიჭები იდგნენ. -წამო რა ცოტა წავუძინოთ,თორემ "დავიბრიდები"-თვალებს ძლივს ახელდა თემო. -ჰო რა წამო-დაეთანხმა ერეკლეც,არანაკლებ დღეში იყო ისიც. -აქეთ წამოდით თქვენ შემოგევლეთ-შეიპატიჟა თენგომ გვერდით ოთახში ბიჭები სანამ ბაქარი იტყოდა რამეს.უნდოდა ეთქვა ჩემს სახლში გადავალო,მაგრამ არც ის უნდოდა კესანე დაეტოვებინა. ცოტა ხანში სტუმრებს როგორაც ეცვათ ისე ღრმად და მშვიდი ძილით ეძინათ.ფანჯრები ღიათ იყო და ზაფხულის ნიავისგან აცეკვებული ფოთლების სასიამოვნო შრიალი ავსებდა ოთახს.შუადღის სიმშვიდე იდგა სოფელში.ყველანი სიცხეს დამალვოდა და საამო სიჩუმე გამეფებულიყო ირგვლივ.ბიჭებს რომ გაეღვიძათ მზე უკვე გადასულიყო. -ადე ბიჭო,დავაქციეთ ძილის ქვეყანა,უხერხულია ამ უცხო ოჯახში-უჯიკა ხელი ერეკლემ ბაქარს. -ავდგეთ ჰო ავდგეთ-სერიოზული სახით თქვა ბაქარმა. -აუ რას გავხარ ტო ახალგაღვიძებულზე-სცადა თემომ ერეკლეს გაჯავრება. -შენ ვის რა უნდა უთხრა,შე უდღეურო-ყველანი გულიანად და ხმით იცინოდნენ.კარებზე კაკუნის ხმა გაისმა. -შემოდი!-გასძახა თემომ და სამივენი წამოჯდნენ.კარები კესანემ გააღო.იღიმოდა. ბაქარის მოძრაობა პირველი რაც იყო თავზე გადაისვა ხელი.ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ბიჭებს და სიცილი დააყარეს.კესანესაც გაეცინა.ბაქარი ადგა და მისკენ წავიდა. -როგორ ხარ ბაჭი?-კესანეს ლამაზი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა სითბოთი და მზრუნველობით. -კარგად ვარ კარგად.ძალიან კარგად მეძინა და უკეთ ვარ.მადლობა მინდა გადაგიხადოთ სამივეს. -არ გრცხვენია?რისთვის იხდი მადლობას.შენ იყავი კარგად და ე მაგ ბიჭი გაახარე და ეგ იქნება ჩვენი მადლობა-გაიკრიჭა ერეკლე. -ხო რა,არაა მადლობები საჭირო-დაეთანხმა თემო-ოღონდ ასე ნუ შეგვაშინებ აწი. -აწი ძანაც რომ უნდოდეს ვერ შეგვაშინებს-გაიღიმა ბაქარმა-პირადი მცველი ვიქნები.აპ აპ აპ კომენტარის გარეშე-ტუჩებზე თითი მიადო გოგონას,რომელიც რაღაცის თქმას აპირებდა. -კარგი ჰო კარგი.-გაეღიმა კესანეს-ჩავიდეთ დაბლა,სუფრაა გაშლილი და გელოდებიან. -აუ მე ჩემს ცოლს დავურეკო,თორემ გამექცევა ქალი სახლიდან,გუშინ გიჟივით გამოვვარდი,წესივრად არც მითქვამს სად მივდიოდი-თქვა ერეკლემ და მობილური ყურზე მიიდო.ბაქარმაც დახედა ტელეფონს. -27 გაცდენილი ზარი.21 დედაჩემისგან არის,1კახისგან,იმედია ძებნა არ გამოუცხადებიათ ჩემზე-გაეცინა ბაქარს. -და დანარჩენი ვისია?-ცალი წარბი აწია კესანემ და ისე ჰკითხა. -დანარჩენი საიდუმლოა-უთხრა მთელი სერიოზულობით ვაჟმა ისე რომ თვალი არ მოუცილებია ტელეფონის ეკრანისთვის. -კარგიიი,კარგიიი-გაწელილად წარმოსთქვა გოგონამ.ბაქარი კი გულში იცინოდა კესანეს ასეთ რეაქციაზე."რა ჩერჩეტი ბავშვია" ფიქრობდა იგი და გონებით მთელი სახე დაუკოცნა. -ნანა მოდის,მარშუტს გამოყოლია და უნდა დავხვდე 2 საათში იქნება სადგურში-თქვა თემომ ტელეფინის გათიშვის მერე. -მეც გადავრეკავ ერთი ფერიდესთან-ბაქარი ოთახიდან გავიდა. -აუ მე უნდა დავბრუნდე თბილისში ამ საღამოს უეჭველი.მატარებელს გავყვები.-თქვა ერეკლემ. -რა მოხდა?-ერთხმად იკითხეს კესანემ და თემომ. -ჩემები კახეთში წასულან და თიკო მარტოა სახლში და ეშინია,ცოდოა.-წამოწითლდა სახეზე ერეკლე და თავი ჩახარა,თითქოს დანაშაულზე წაასრესო. -აუ რა ცუდია-დანანებით თქვა კესანემ. -რა არის ცუდი?-ოთახში ბაქარი შემოვიდა. -თიკო მარტო არის სახლში და ერეკლე უნდა წავიდეს ახლა თბილისში.-უთხრა კესანემ. -არა,ბიჭო სად უნდა წახვიდე.დაურეკე მიდი თიკოს ჩაალაგოს რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი, ჩემები გაუვლიან და ჩამოიყვანენ აქ.გამოვიდნენ უკვე სახლიდან ფერიდე და კახი. -აუ გაიხარე ძმა ხარ რაა-გაუხარდა ერეკლეს. -სამსახურშიც გადავრეკავ და გავაფრთხილებ რომ არ ვინებით რამოდენიმე დღე.-თქვა ბაქარმა. -კარგი ჩავედით დაბლა,თორემ თენგო ძია გაგვინაწყენდება-პირველი თემო გავიდა ოთახიდან და მერე დანარჩენებიც მიყვნენ.ყველა კესანეს შესციცინებდა თვალებში,ებრალებოდათ წინა ღამით გადატანილი ამბის გამო და თან უხაროდათ ისევ მათთან რომ იყო.არავის არ შეარჩენდა თენგო ცინცაძე ასეთ საქციელს.მნიშვნელობა არ აქვს დათო იქნებოდა თუ ვინმე სხვა.კესანე მისთვის ყველაფერი იყო და არავის მისცემდა უფლებას მისთვის ზიანი მიეყენებინა,მითუმეტეს ასეთი-უსიყვარულოდ შეექმნა ოჯახი."მამიკოს სიხარულოი გოგო"-ვო რამოდენიმეჯერ უთხრა კესანეს მამამ."მა მიყვარხარ"-პასუხობდა გოგონა.ბაქარს სითბო ეღვრებოდა გულში მამა-შვილის ასეთ დამოკიდებულებას რომ ხედავდა.მაგრამ ცოტა შიშმაც კი გაჰკრა გულში ადვილად არ დამითმობს კესანესო.ჩაეცინა მის "შიშზე". -დიდი მადლობა ოჯახს-ფეხზე წამოდგა ბაქარი და წასასვლელად მოემზადა-ჩემი მშობლები მოდიან და სახლში გადავალ იქ დავხვდები,ტან ძალიან მაინტერესებს როგორ გამოიყურება. -მეც გავდივარ,ნანას უნდა დავხვდე.-თემოც წამოდგა. -კარგით ბიჭებო.თქვენი ვალიდან ვერასდროს ვერ ამოვალ იმხელა საქმე გამიკეთეთ. -ბატონო თენგო ძალიან გთხოვთ,მადლობას ნუ გვიხდით. ჩვენ გავაკეთეთ ის,რაც უნდა გაგვეკეთებინა.-თქვა ბაქარმა და კესანესკენ გააპარა თვალი.თენგომ თბილად გაუღიმა ბიჭებს. -მე გაგიყვანთ სახლში ჩემი მანქანით.ნიკო! მამი გასაღები გამომიტანე მიდი მანქანის. ყველას მოეწონა ბაქარის ახალი სახლი. -მდინარეზე მივდივართ ყველანი და წამო შენ,გამოგივლი 5 წუთში.პოკერში წააგო შენმა დეიდაშვილმა და მედოვლათი ძმაკაცი რომ ჰყავს იმან და ახლა თავანი უნდა ჩამაბარონ,მდინარეზე ქეიფი. -კარგი გამომიარე და წამოვალ.-იღიმოდა კესანე. -ჩემი ტკბილი გოგო.5 წუთში მანდ ვარ. -დე მდინარეზე მიდიან ყველანი,ბაქარი გამომივლის და მეც წავალ კარგი? -კარგი.ოღონ არ დააღამოთ და ფრთხილად იყავით. -ბებია,ნამეტანი კაი ბიჭია ბაქარი,კაი გაზრდილია-თქვა ქეთომ და გამომცდელის თვალებით მიაჩერდა კესანეს. -კი ბებია,კაი ბიჭია და კაი გაზრდილია-გაეცინა გოგონას. -რას დამცინი ცა შენ მე.არ ტყუის ჩემი თვალი და გონება ვიცი მე.ბებია ბედნიერი იქნები მაგასთან შენ-ბოლო სიტყვები ჩურჩულით თქვა მოხუცმა.კესანეს სიცილი სახეზე შეეყინა და ბებოს შეხედა. -ბებო..-აუწყლიანდა თვალები.. -მოხუცი კია აწი ბებიაშენი,მარა ტყვილა არ ჩივა ხოლმე, ქე გეხსომება შენ ჩემი ამბავი რაფერი ვარ.კესანეს არაფერი უთქვამს,მხოლოდ თბილად გაუღიმა.ჭიშკართან ბაქარის მანქანა გაჩერდა. -კაი წავედი მეე-ხმამაღლა თქვა კესანემ ლიასაც რომ გაეონა. ეზოში ბაქარი შემოვიდა. -ქეთო ბებო არ ინერვიულოთ კესანეზე,შეიძლება ცოტა შეგვაგვიანდეს. -კაი ბებია,კაი.-მოხუცმა შვილიშვილი თბილი მზერით გააცილა. -ხომ იცურავებ? -უი არა,მე ცურვა არ ვიცი,თან ცივი იქნება წყალი და ვერ ჩავალ,მოვკვდები. -ჩემთან ერთად რამის გეშინია?-ვითომ ეწყინა ბაქარს. -არა,მაგრამ.. ცივია წყალი და.. -მე გაგათბობ. -ანუ სხვა გზას არ მიტოვებ.-გაეცინა კესანეს. -ასე გამოდის-აყვა ბაქარიც სიცილში. -კარგი ჩამოვალ,ოღონდ შენ მათბობ,იცოდე რომ შემცივდეს ვერ გადამირჩები. -კაი,დამახრჩვე იქვე თუ შეგცივდეს-ორივე იცინოდა. -იცი რისი მეშინოდა? შენ ვერ გნახავდი.. -სუუუ.. ბაჭი წარსულზე ნუ ფიქრობ,არ გაიხსენო ცუდი.. შენ აქ ხარ ჩემთან და სულ ასე მეყოლები. მე შენ არ დაგთმობდი რაც არ უნდა მომხდარიყო,გესმის?რაც არ უნდა მომხდარიყო,შენ მაინც ჩემთან იქნებოდი.შენ ჩემთვის დაიბადე და აბა ვის დავუთმობ შენ თავს?-ღმილით უთხრა ვაჟმა. -მადლობა,რომ არსებობ ჩემს ცხოვრებაში,ძალიან მიყვარხარ.-კესანემ სახეზე ჩამოუსვა ხელი ბაქარს.წამოზრდილ წვერზე მიეფერა. -მადლობა შენ,რომ მომეცი უფლება შენს ცხოვრებაში ვიყო.-გოგონას ხელი ნაზად მოიშორა სახიდან და ხელის გულზე აკოცა.ორივეს თვალები და გულები სითბოთი და სიყვარულით ხედავდნენ და ფეთქავდნენ.ტვალებით ეფერობდნენ და თვალებით ეამბორებოდნენ ერთმანეთს. -მოვიდნენ,როგორც იქნა-წამოიძახა თემომ,,კეკსანეს და ბაქარის დანახვაზე.-ჩვენ უკვე კოცონიც დავანთეთ და სიმინდსაც ვბრაწავთ. -სიმინდი საღა იშოვეთ?-გაუკვირდა ბაქარს. -ჰმ! შენ ყოვლის შემძლე თეიმურაზს არ იცნობ გეტყობა-სასცილოდ გაიჯგიმა ერეკლე. -როგორც სჩან არ ვიცნობ.-გაეცინა ბაქარს-წყალში არ ჩადიხართ? -ჯერ არა,გათბება და მერე-სერიოზულად თქვა ერეკლემ,ყველას გულიანად გაეცინა მის გულუბრყვილო პასუხზე. -რა რა გაცინებთ?-გუწრფელად გაუკვირდა. -არაფერი არა.-სიცილით უთხრა თემომ. -აუ ძაან მაგარი ადგილია,მაგრად დამევასა-თქვა ბაქარმა და თვალი მოავლო ირგვლივ იქაურობას.-წამო ჩავიდეთ-მიურუნდა კესანეს და მაისური გადაიძრო.შორტების ამარა დარჩა.წამით მზერა მიეყინა ბაქარის სხეულზე გოგონას.ნავარჯიშები და მოვლილი ტანი ჰქონდა ვაჟს.გამოყვანილი გულ-მკერდი.წვრილი წელი და რამოდენიმე ხაზი მუცელზე პრესისგან დამჩნეული.გააჟრჟოლა,ჭიანჭველებმა დაუარეს მტელ სხეულში.უცებ შერცხვა და თვალი აარიდა-ჰა მოდიხარ?-ჰკითხა კესანეს. -კი,მოვდივარ.ჩამოდით თქვენც,მარტო მე უნდა გავიყინო?-სიცილით უთხრა თემოს,თიკოს და ერეკლეს კესანემ. -იყოს გმადლობთ არ გვინდა,ნუ შეწუხდები.-მიწვევაზე უარი განაცხადა ერეკლემ.ყველას გაეცინა.კესანე ფეხის წვერებით შევიდა წყალში,ცალი ხელი ბაქარზე ჰქონდა ჩაკიდებული."უუუ რა ცივიაა"-ს ძახილით კისრამდე წყალში შევიდნენ. -ხელი არ გამიშვა,ფეხს ვერ ვაწვდენ უკვე ფსკერს,მეშინია.-აკანკალებული ხმით უთხრა ბაქარს კესანემ. -მე რა გითხარი შენ?! ჩემთან ერთად არაფრის შეგეშინდესთქო.გავბრაზდე ახლა?-სასცილოდ გაიბუსა ბაქარი.კესანეს გაეცინა.-ძალიან საყვარელი რომ ხარ ხომ იცი?-სითბო ჩამდგარი ხმით უთხრა ვაჟმა მოცინარ კესანეს. -კი ვიცი,შენი წყალობით-ისევ იცინოდა კესანე. -რა შორს დგეხარ გოგო,მოიწი ცოტა ახლოს და ნუ დამამტვრიე თითები რა მაგრად მიჭერ-გაეცინა ბაქარს. -კაი ხო აღარ მოგკიდებ-გაიბუტა კესანე და ხელი გაუშვა ბაქარს.ცოტაც და ჩაყვინთავდა. -ჩერჩეტო რას აკეთებ,გეხუმრე-ვაჟმა მკლავებში მოკიდა ხელები კესანეს და სხეულზე მიიკრა.ორივეს თბილმა ჟრუანტელმა დაუარათ.გულის ცემა ერთნაირი გაუხდათ,კუნთები აკანკალდნენ,სიყვარულთან ერთად ვნებაც ჩადგომოდათ თვალებში.იმდენად ახლოს იყვნენ ერთნამეთთან, რომ ერთმანეთით სუნთქავდნენ. -ის თუ მითქვამს შენთვის რომ მაგიჟებ?-შეცვლილი ხმით უჩურჩულა ყურთან ბაქარმა გოგონას. -არა არ გითქვამს.-ჩუმად თქვა კესანემაც,თითქოს ვინმემ არ გაგვიგოსო. -ჰოდა ახლა გეუბნები.მაგიჟებ! -მეც,მეც მაგიჟებ!-ისევ ჩუმათ წარმოსთქვა გოგონამ და ოდნავ ტუჩების შეხებით კისერში აკოცა.გულიცემა გაუხშირდათ.ძალა ეცლებოდათ. -ახლა მართლა გაგიშვებ ხელს- გაეცინა ბაქარს-შემიწყალე ცოტა.-კესანესაც გაეცინა. -კარგი,დღეს მოწყალი ვიქნები და შეგიწყალებ და ისიც იმიტომ,რომ მეშინია აქ არ ჩავიხრჩო შენ რომ რამე მოგივიდეს-ხმამაღლა გაეცინა თავის ნათქვამზე. -მხოლოდ მაგიტომ ხო? დამაცადე.. რაც მოგივა შენს თავს დააბრალე-დაემუქრა ბაქარი ღიმილით და თვლა დაიწყო-1,2.. -რას აპირებ?-შეშფოთდა კესანე. -არაფერს,ცოტას გავგრილდებით,მოგვიხდება ერთმანეთის გაგიჟებულებს-თქვა ბაქარმა და ჩაყვინთა,თან კესანეც ჩაიყოლა.რამოდენიმე წამში ისევ ამოყვინთა.კესანეს სახეზე სველი თმების ფენა დაჰფენოდა,სახე არ უჩანდა მაგრამ სუნთქვაზე ეტყობოდა რომ პირით სუნთქავდა,თან ღრმად.ბაქარმა თმები გადაუწია,ფართე ჩაწითლებული და შიშ ჩამდგარი თვალები გამოუჩნდა გოგონას.ვაჟს გაეღიმა. -ხომ არ შეგეშინდა? -არა,სულ არა,რას ამბობ-უპასუხა გაბრაზებულმა კესანემ. -კესანე! -...-გაებუტა არ გასცა ხმა. -კესანე! -...-ისევ დუმილი. -კესანე! -რაა -მინდა ჩემი ცოლი გახდე.ცოლად გამომყვები?-შეცვლილი ხმით წარმოსთქვა ვაჟმა. -ბაქარ!-დაიბნა უცებ გოგონა,არ ელოდა. -ვიცი იტყვი ახლა პატარა ვარო,უნდა ვისწავლოვო.არაუშავს თუ ხარ პატარა,თუმცა არც ისე პატარა ხარ.მე ვარ დიდი სამაგიეროდ და ჩემს ჭკუაზე გაგზრდი-გაეღიმათ-სწავლით ჩემთან ერთადაც ისწავლი.ჩემთან მინდა რომ იყო სულ,მინდა შენით ვიღვიძებდე ყოველ დილით.შენი სუნთქვის მოსმენით ვიძინებდე ყოველ ღამე.მინდა ჩემი გერქვას.ჩემი ცოლი,ჩემი ცოლი მინდა რომ გერქვას.პატარავ ძალიან მიყვარხარ.-ისეთი სიტბოთი და გრძნობით ამბობდა ბაქარი ამ სიტყვებს კესანეს აეტირა. აეტირა ბედნიერებისგან,სიხარულისგან,სიყვარულისგან და იმიტომაც აეტირა,რომ ამ ყველაფერს ერთად რომ განიცდიდა.-არ იტირო,ოღონდ ახლა არა,არ იტირო პატარავ.გაწყენინე?-შეშფოთდა ვაჟი. -არა,არა.. პირიქით,ძალიან ბედნიერი ვარ..მინდა მერქვას შენი ცოლი.- კესანეს თვალებში ვარსკვლავები ბრწყინავდნენ.ბაქარმა უფრო ახლოს მიიზიდა გოგონა და მისი ბაგეები კესანეს ბაგეებს შეახო,ფრთხილად და ნაზად ეამბორებოდნენ ერთმანეთს ორი, სიყვარულისგან ანთებული ადამიანის ტუჩები. -თენგოს უნდა დაველაპარაკო-თქვა ბაქარმა და კესანეს რეაქციას დაელოდა. -ვღელავ,უხერხულად ვიგრძნობ თავს. -ნუ ღელავ,ერთად ვეტყვით.. -რომ გამიბრაზდეს.. -შენ შვილი ხარ და შეგირიგებს,აი მე რომ გამიბრაზდეს მაშინ ვარ ცოდო და რა უნდა ვქნა მერე?-ორივეს გაეცინათ. -რამეს მოვიფიქრებთ.. -მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ.. -ცოლოს რომ დაგიძახებ.. -ქმაროს რომ დაგიძახებ.. -ქალო მაჭამე საჭმელი.. -მიდი და ჭამე შენ თვითონ.. -კაი რა ეგრე არ მითხრა ხოლმე-სახე მოეღრუბლა ბაქარს.. -ეე რას მელაპარაკები,შენც ნუ მეტყვი ქალო მშიას.-კოპები შეყარა კესანემ. -არა,ეგრე არ გეტყვი,მაგრამ ხანდახან მაჭამე ხოლმე,მთლად ნუ მიგავიწყდები-ორივეს გაეცინათ. -კარგი,გამახსენდები ხოლმე და მოგხედავ. -ეგრე ხოო? დაიცა შენ,ჯერ დაგერქვას ჩემი ცოლი და მერე მე ვიცი. -ამოდით აწი ზევით,თორემ თევზის კუდები გამოგებმევათ ამდენ ხანს წყალში ყოფნით-გამოსძახა ერეკლემ ნაპირიდან.გაეცინათ. -წამო მართლა ავიდეთ თორემ სუ გალურჯებული ხარ,ჩემი პატარა,ჩემი ბუტია ქალი,ჩემი მომავალი ცოლი.ეე რა მაგრად ჟღერს ხო? ჩემი მომავალი ცოლი-გაიმეორა ბაქარმა ღიმილით. -არა ეს უფრო კარგად ჟღერს ჩემი მომავალი ქმარი.არა არა ყველაზე მაგრად რა ჟღერს იცი? -ჰო მიდი აბა?! -ჩემი ქმარი..-ბაქარმა წამით დააკვირდა კესანეს,მერე ძლიერად მოხვია ხელები და გულში ჩაიკრა. -ჩემი ცოლი..ჩემი პატარა ცოლი..-ბუტბუტებდა ვაჟი და მთელი გრძნობით იხუტებდა კესანეს... მდინარიდან ამოსულებს შესცივდათ.პირსახოცები მოიფარეს და კოცონთან ახლოს დახსხდნენ.არადა ივნის ბოლო-შუა ზაფხული იყო,მაგრამ მთის ჰავა ყოველთვის გრილია.როგორც იქნა შეთბნენ.ბაქარი წამოდგა,ქოჩორი სასაცილოდ აიჩეჩა და თქვა:-კესანეს ცოლად ვირთავ.-წამით სიჩუმე ჩამოვარდა,თითქოს მდინარემაც შეწყვიტა ხმაური.მეერე კი ერთხმად იქუხა მეგობრებმა და ბუნებამაც სიხარულის მილოცვის შეძახილით. -გილოცავთ!გილოცავთ!იხარეთ და იბედნიერეთ!-გულიდან წამოსული კეთილი სურვილები უსურვეს წყვილს. -დღეს თენგოს უნდა დაველაპარაკო,წარმატება მისურვეთ-ღიმილით თქვა ბაქარმა. -გისურვებთ,გისურვებთ.-ასევე ღიმილითვე უპასუხა თემომ. -წავიდეთ რა სახლში რა დროს სიმინდია საქორწილოდ ვართ მოსამზადებლები.-გაიკრიჭა ერეკლე. -წამიდეთ ხო,თან აცივდა საგრძნობლად.დაეთანხმა თემო. -თენგო ძია! ბაქარი გელოდება ეზოში,სალაპარაკო აქვს შენთან.-უთხრა თემომ კესანეს მამას როდესაც სახლში შევიდა. -რა ხდება ხომ მშვიდობა? კესანე სადაა?-წამოდგა თენგო და კარებისკენ გაემართა ისე,რომ პასუხისთვის არც დაუცდია.ეზოში ბაქარი და კესანე იდგნენ.-რა ხდება ახალგაზრდებო,ხომ მშვიდობაა ჩვენს თავს?-იკითხა თენგომ და ბაქარს მიაჩერდა,შემდეგ მზერა კესანეზე გადაიტანა.გოგონას თავი ჩაეხარა,მამას თვალს ვერ უსწორებდა. -ბატონო თენგო-დაიწყო ბაქარმა-ცოტა დაძაბული ვარ,საიდან დავიწყო არ ვიცი პირველად ვარ ასეთ სიტუაციაში-გაეღიმა თვაის ნათქვამზე,წამით შეჩერდა და გააგრძელა-მოკლედ!მე თქვენი ქალიშვილი მიყვარს, თან ძალიან . მინდა ჩემი ცხოვრება კესანეს ცხოვრებას დავუკავშირო და ოჯახი შევქმნათ.თქვენგან მხოლოდ კურთხევა გვინდა..-ბაქარი გაჩუმდა.თენგო დუმდა. კესანე ისევ თავჩახრილი იდგა. -ბაქარ!-დინჯად დაიწყო თენგომ-პატარა ბიჭი არ ხარ და შესაბამისად კარგდა გექნება გააზრებული რასაც მეუბნები და ისიც კარგად გეცობინება კესანე რამდენს ნიშნავს ჩემთვის... როგორც ვხედავ ჩემი ქალიშვილი თანახმაა შენთან ერთად ოჯახის უღელი ზიდოს... მე რაღა მეთქმის მეტი გარდა იმისა,რომ დაგლოცოთ და ბედნიერება გისურვოთ.-კესანემუცებ აწია თავი და მამას შეხედა გახარებული და გაოცებული თვალებით-შენ ცუღლუტო როდის გამეზარდე?!-უთხრა მამამ ქალიშვილს სითბოთი, სიყვარულით,ტკივილით და ცრემლიანი ტონით,ხელები გაშალა და გულში ჩაიკრა მისი პირველი სიხარული "მამიკოს გოგო".-დალოცვილი გამყოფოთ ღმერთმა.ყოველთვის ისე გყვარებოდეთ ერთმანეთი როგორც ახლა გიყვართ.-ბაქარს მზრუნველი და ნდობით სავსე მზერით შეხედა და ბეჭზე დაადო ხელი.-წავიდეთ დანარჩენებსაც გავაგებინოთ ეს ამბავი.-მორჩილად გაყვნენ უკან კესანე და ბაქარი თენგოს. დედის ნაღვლიანი და ბედნიერი თვალები,აფრიალებული გული.ქეთო ბებოს "თქვენ შემოგევლოთ თქვენი ბებო". გიგლა ბაბუს "იხარეთ,მოშენდით და იბედნიერეთ"... -ნენა,ქორწილი აგერ ჩვენს ეზოში გადავიხადოთ-თხოვნა ჩამდგარი თვალებით და ხმით უთხრა ქეთომ შვილს. -დედა მოუხერდხებელია აქ. -არაა ნენა მოუხერხებელი,აი ერთი სურვილი შემისრულე ამ მოხუც ქალს. მინდა კესანეს ქორწილი ამ ეზოში იყოს სადაც გაიზარდა და ხომ იცი მისთვის რაცაა აქაურობა. -ხო,მაგრამ დედა ისინი თბილისში რესტორანში აპირებენ ქორწილს და ამხელა გზაზე იქნებიან მერე წასასვლელები.. როგორ უნდა მოხეხდეს, წვალება იქნება. -ამ ერთ დღეს გოუძლონ არაფერი უჭირთ.აგერ ეზოში ამხელა ტალავერი გვაქვს და აქ გავაკეთოთ სუფრა. ნუ ჩამაყოლებ ჯავრად ნენა.. ყველაფერი მოესწრება,მანამდე ერთი თვეა კიდე წინ. -კაი დედა, კაი გადავიხადოთ აქ,ამ ეზოში ქორწილი. -ჰო ნენა შემოგევლოს შენ. ფუსფუსი ქორწილისთვის.გადაძახილ-გადმოძახილები მეზობლებში. . . . -ბაჭი რას შვები? -რავი,ახლა გავახილე თვალები,მკვდარივით მეძინა,ძალიან დავიღალე გუშინ.შენ რას შვები? -მეც შენს დღეში ვარ-ღიმილით თქვა ბაქარმა. -მოაგვარე უკევ ყველაფერი? -კი,კი ყველაფერი მზადაა.. დაწყებული ჩასაცმელიდან დამთავრებული მიმტანებით.ბაჭი ერთი კვირაც და.. ჩემი გერქმევა.-სითბო ჩაეღვარა გულში ორივეს რომ წარმოიდგინეს.-გურიაში თენგოს ველაპარაკე იქაც მზად გვაქვს ყველაფერიო. -ჰო მეც ველაპარაკე. -გამოგივლი მალე,მოემზადე და კაბის სანახავად გაგიყვან,მერე სადმე შევიდეთ და ნაყინს გიყიდი.-კესანეს გულიანად გაეცინა ბაქარის დანაპირებზე. -რა გაცინებს?-ღიმილით და გულწრფელი გაკვირვებით ჰკითხა ვაჟმა. -სათამაშოებიც მიყიდე რაა.-ისევ იცინოდა გოგონა,ბაქარი მიხვდა სიცილის მიზეზს და თვითონაც გაეცინა. -ჰო ჰო.შენ ჩემი პატარა გოგო ხარ.გაკოცე და 10 წუთში მანდ ვარ იცოდე.არ მალოდინო. -კარგი,ვდგები.მეც გაკოცე. ქორწილის დღე. ჯიხეთის მონასტერი. ზარები. ჯვრისწერა. საკურთხეველი. "ჯვარს იწერს მხევალი ღვთისა ბაქარი და მხევალი ღვთისა კესანე.უფალმა აკურთხოს თქვენი კავშირი"... მილოცვები. სუფრა,სადღეგრძელოები და უამრავი კეთილი სურვილები. ანგელოზს გავდა კესანე,ფერიასავით იყო სადედოფლო კაბაში,ანათებდა მისი ბედნიერი სახე ბაქარს რომ გახედავდა. -ყველაზე სიმპატიური ქმარი მყავს მსოფლიოში-უთხრა ჩურჩულით ბაქარს კესანემ. -მე კი თვით სილამაზე მყავს ცოლად.-ნაზად აკოცა ლოყაზე.ერთმანეთს სიყვარულით და ბედნიერებით სავსე თვალებით ეფერებოდნენ. სიძე-დედოფლის გაცილება.დედის და მამის ცრემლიანი და ბედნიერი თვალები. მოხუცების დალოცვა. გზა.. თბილისი.. რესტორანი.. -პატარავ დღეს ძალიან დამეღალე-უთხრა ბაქარმა კესანეს როცა სახლში მარტონი დარჩნენ.არაფერი უპასუხია გოგონას.დაძაბულობა ეტყობოდა სახეზე რომელსის დამალვასაც ღიმილით ცდილობდა.-შენი ტანსაცმელები აქ არის,ამ კარადაში.-თითით უჩვენა კარადა. -პირსახოცი მჭირდება,აბაზანაში იქნება?-მორიდებით იკითხა კესანემ. -ჰო,ჰო იქ არის.გინდა რამეს მოგიმზადებ,ყავა ჩაი ან რაიმე რაც გინდოდეს-შესთავაზა ბაქარმა გოგონას,ცდილობდა დაძაბულობა მოხსნოდა კესანეს.თუმცა არც თვითონ იყო მთლად თავისუფლად. -არა,არა იყოს არ მინდა. მხოლოდ... -რა,რა მხოლოდ.. -შეიგიძლია დამეხმარო? კაბის შესაკრავს ჩემით ვერ შევიხსნი და..-წამოწითლდა სახეზე უხერხულობისგან კესანე.ბაქარმა არ შეიმჩნია მისი ეს რეაქცია და ვითომ არაფერიაო ისე უთხრა; -კი,კი დაგეხმარები,მობრუნდი აბა-ხელის ნელი მოძრაობით კაბის შესაკრავი შეხსნა ვაჟმა. გული ყელში ებჯინებოდა,მაგრამ თავს იკავებდა.-მალე გამოდი დიდხანს ნუ დარჩები,მეც მინდა შხაპის მიღება-ღიმილით უთხრა ბაქარმა. -კარგი,მალე გამოვალ.-გაუღიმა კესანემაც.მალევე გამოვიდა აბაზანიდან პირსახოც შემოხვეული.სველი გრძელი თმები ცალ ბეჭს უფარავდა.სადედოფლო კაბა მკლავზე ჰქონდა გადადებული.ბაქარი გაშრა მისი შემხედვარე.დაიბნა უცებ.-შეგიძლია რაიმე საკიდი მომცე კაბისთვის?-ჰკითხა კესანეს და ჩუმად გაეცინა ტუჩის კუთხეში,ვაჟის სახეს რომ შეხედა. -კი,კი ახლავე.-საკიდი გამოუტანა და მიაწოდა.უხმოდ შევიდა აბაზანაში. ისიც მალევე გამოვიდა პირსახოც შემოხვეული.სხეული თითქმის შეუმშრალებელი ჰქონდა.ხელში პატარა პირსახოცი ეჭირა და თავს იმშრალებდა.კესანეს უკვე ჩაეცვა.ცისფერი ღამის პენუარით იდგა ფანჯარასთან.ბაქარი ახლოს მივიდა და თავისკენ მოაბრუნა,თვალებში ჩახედა შიში,სიყვარული,ვნება.. ყველაფერი ერთად იკითხებოდა გოგონას თვალებში. -კესანე! -გისმენ.-ათრთოლებული ხმით წარმოთქვა გოგონამ. -მითხარი,რომ გიყვრვარ. -მიყვარხარ!.. და ეს კარგად იცი შენ-გაეღიმა კესანეს. -ვიცი,მაგრამ მინდოდა კიდევ გამეგო.კესანე!..-ბაქარმა ხელი მოხვია წელზე გოგონას,თავისკენ მოზიდა და ტუჩებზე ნაზად აკოცა.თითქოს ეს ერთი ქმედება სჭირდებოდათ,რომ დაძაბულობა მოხსნოდათ.კესანეც აჰყვა ვაჟის ბაგეების მოძრაობას და.. იყო ღამე ვნებისა,ღამე სიყვარულისა,ღამე ბედნიერებისა,ღამე ფერებისა.. -ჩემი ცოლი,ჩემი პატარა ცოლი..ჩემი პატარა ქალი..-ბუტბუტებდა ბაქარი და კესანეს შიშველ ზურგზს თითებით ეფერებოდა. . . . -ბაქარ იცი?! მტრედმა ამბავი მომიტანა.-თვალებში ვარსკვლავები ენთო კესანეს და ისე მიეგება სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს. -ჰოო? და რა ამბავი ჩემო ანგელოზო?-ხელი მოხვია და ჩაიხუტა. -რა და.. მალე ბაქარს და კესანეს პაწაწინა ეყოლებათო?-პატარა ბავშვივით სიხარულისგან ხტოდა კესანე. -მართლაა?ანუ მამა გავხდები?-ხმა აუთრთოლდა ბაქარს.-კესანე.. შენ მე უბედნიერეს ადამიანად მაქციე შენი ჩემს ცხოვრებაში გამოჩენით.-ისეთი გრძნობით და სითბოთი იყო ეს სიტყვები ნათქვამი,კესანეს თვალებზე ცრემლი მოადგა. -მეც ძალიან ბედნიერი ვარ ბაქარ შენ რომ მყევხარ. . . . -შენი ხმა ესმის და ელაპარაკე მიდი რა ბაქარ!-პატარა ბავშვივით ბუზღუნებდა კესანე და გაბერილ მუცელს ეფერებოდა. -ხომ ველაპარაკე არა? ლექსიც კი წავუკითხე,ძინავს ახლა ადროვე-ღიმილით უთხრა ბაქარმა. -ეგ იყო 1 საათის წინ,ახლა ღვიძავს,მოძრაობს.-ბაქარი ადგა,მუცელთან ახლოს მიწია თავი და საწყალი გამომეტყველება მიიღო და ისე უთხრა დედის წიაღში მყოფ ნაყოფს; -ვაიმე,მამი უთხარი რა დედიკოს ცოტახნით თავი დამანებოს სამუშაო მაქვს.-ორივეს გაეცინათ. -კარგი ჰო კარგი, მიდი იმუშავე არ შეგაწუხებთ-ღიმილით უთხრა კესანემ.ცოტახანში ისევ მივიდა ბაქართან. -ბაქარ! -ჰო!-თავი არ აუწევია საბუტებიდან ისე გააგონა. -ეს იავნანა ვუმღეროთ ხოლმე რომ დაიბადება.ძალიან მომწონს ეს სიტყვები "იამა გშობა შობითა,ვარდმა გაგზარდოს ნებითა,ნარგიზმა ძუძუ გაწოვოს ნანინა ნანავ ნანინაა"-წაიმღერა კესანემ.ბაქარმა ამოხედა და მტელი სერიოზულობით უთხრა. -კაი ახლა,მთლად ნუ გავანათხოვრებთ მაგ ბავშვს-კესანეს გულიანად გაეცინა ბაქარის ნათქვამზე. -მალე მორჩი რა მუშაობას,საჭმელი მზადაა უკვე და ვჭამოთ. -არის ბოსს,აი ცოტა დამრჩა და გამოვალ-ბაქარმა მუცელზე აკოცა ცოლს და საბუთებში ჩარგი თავი ისევ. . . . -ვაიმეეე.. ვერ გავუძლებ ამ ტკივილს.. მიშველე გთხოვ.-გაჰკიოდა კესანე და ბაქარს უჭერდა ძლიერად ხელს. -უნდა გაუძლო პატარავ,უნდა გაუძლო.ცოტაღა დარჩა,შენ ძლიერი ხარ.-ამშვიდებდა მშობიარე ცოლს ბაქარი. -გაუმტკივარება რატომ არ გაიკეთეთ?-ჰკითხა ბებიაქალმა. -ხეხემალში ნემსის გაკეთების შემეშინდა-კესანეს პასუხმა ყველას ღიმილი მოჰგვარა ბაქარის გარდა. ამშვიდებდა ცოლს,მაგრამ თვითონ ისეთ განცდებში იყო და ისე ებრალებოდა კესანე ამ ტკივილისთვის ცოტაც და ცრემლები წასკდებოდა თვალებიდან. -არ გაჩერდე..-გაიძახოდა ექიმი-1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ყოჩაღ კარგია,კარგი გოგო ხარ,ცოტაც და დაიბადება..-მალე სამშობიარო ბლოკში ბავშვის ტირილის ხმა გაისმა."ბიჭია,ბიჭი".."რამხელაა".. "გოლიათია".. "ლოყები და ბარკლებია მარტო".. -გილოცავთ,თქვენ მშობელი გახდით-მიულოცა ექიმმა ახლაბედა მშობლებს. და ახლშობილი დედას დაასვა გულზე. კესანე ღონე მიხდილი და ბედნიერი ტიროდა,ტოროდა სიხარულისგან.. დედა გახდა.. დედა!.. ბაქარსაც მოერია ცრემლი,ცრემლი სიყვრულის,მისი სისხლის და ხორცის,მისი შვილის სიყვრულის ცრემლი.კესანეს ფრთხილად აკოცა და მადლობა ამ ბედნიერებისთვისო უჩურჩულა ყურში. ერთმანეთით იყვენენ ბედნიერები. სიყვარულით იყვნენ ბედნიერები. ბედნიერებით იყვნენ ბედნიერებით... სიყვარულით უმზერდენენ ერთმანეთს და თვალებით ეუბნებოდნენ "შენ ჩემთვის დაიბადე"... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.