შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქმედება ოცნების ნაცვლად (სრულად)


29-12-2015, 19:56
ავტორი Keke27
ნანახია 112 653

1 თავი

-ალექსანდრე, ღვედი შეიკარი მალე აფრინდება თვითმფინავი. - ვუთხარი ჩემს გვერდით მჯდომ, ზღვასავით ლურჯთვალება, სათვალეებიან ხუთი წლის ბიჭუნას.
-გავიგე რომ გამოაცხადეს, მაგრამ მე არ მეშინია, არ მინდა ღვედი.- გაჯიუტდა ჩემი შვილი.
-რა გინდა ახლა, გავბრაზდე?
-ოო არ მინდა, ხომ იცი არ მიყვარს როცა ბრაზდები. - მითხრა და ღვედს უხალისოდ დაწვდა, რომ შეეკრა.
-მადლობა დედი, მაგრამ ნუ მჭირდება ამდენი თქმა.
-okay sorry!- მომიბოდიშა კოპებ შეყრილმა.
-მიყვარხარ!- ვუთხარი ღიმილით და თავზე ვაკოცე.
-მეც!
-ვაიმე შენ რა ბრაზიანი მყევხარ რა მეშველება?!- სიცილს ვერ ვიკავებდი.
-ნუ დასცინი ჩემს ხასიათს.- მითხრა წარბგაუხსნელად.
-არა დეე, არ დავცინი ჩემო სიხარულო!- თავზე ვაკოცე,- უბრალოდ მეცინება ჯერ ასეთი პატარა ხარ და როგორ დიდ გულზე ხარ ხოლმე. ჩემი პატარა კაცი ხარ შენ დედი!
-არ ვარ პატარა, მე დიდი ვარ!
-ჰო დიდი ხარ დიდი! ჩემი სიამაყე და ჩემი სიხარული შვილი ხარ შენ.- გამიცინა და ფეხები აათამაშა,- როცა ჩავალთ ვინ უნდა ნახო იქ?
-ბებო, ბაბუ, ნანა დეიდა, ერეკლე ძია,ბესო ძია,შოთი ძია და ტატო ძია!- მითხრა მხიარულად. გულში ჩავიკარი ჩემი პატარა ჭიკჭიკა მერცხალი და თვალზე სიხარულის ცრემლი მომადგა. სიხარულის რომელსაც ჩემი შვილი-ალექსანდრე იწვევდა.

თვითმფრინავი აფრინდა.
სავერძელში კომფორტულად მოვთავსდი, თვალები დავხუჭე და ვინ იცის, უკვე მერამდენ გადავავლე თვალი, ჩემს განვლილ ცხოვრებას...

სასწავლებლიდან როგორც ყოველთვის მოწყენილი გამოვედი. ვერ ვეწყობოდი ჩემს კურსელ გოგონებს. ვერ ვეწყობი რა, თვითონ არ სურთ ჩემთან ურთიერთობა.
ერთი პროვინციელი გოგო ვარ დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსული. მათთვის "ძაან ჩამორჩენილი ვარ და ვერ ვქაჩავ თბილისურ პონტებს" თურმე.
სკოლა და სახლი, მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა ჩემი ყოველდღიური რეჟიმი სანამ სტუდენტი გავხდებოდი. არ ვცხოვრობდით ფუფუნებაში, არ გვქონდა სხვა ბავშვებივით ბევრი სათამაშო და მოდური ჩასაცმელები. სიმართლე გითხრათ არც მიზიდავდა ჩაცმის თანამედროვეობა. ვიცვამდი რაც მქონდა იმას. მთავარია კომფორტულად მეგრძნო თავი ტანსაცმელში. მთელი ჩემი გონება სწავლისკენ მქონდა მომართული. ძალიან მინდოდა სტუდენტი გავმხდარიყავი და მესწავლა, მაგრამ ისიც მქონდა გააზრებული ჩემით უნდა მიმეღწია ამისთვის. სწავლის ქირას ვერ გადამიხდიდნენ დედა და მამა. ოთხი შვილი ვყევართ ჩემს მშობლებს. მე ყველაზე უფროსი ვარ. ჩემი და-ძმები სკოლის მოსწავლეები არიან, მეოთხე წელს შევიდა პირველ კლასში. ჩემს შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია და 100% დაფინანსებაში მოვხვდი. გავხდი უნივერსიტეტის სტუდენტი ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე.დავიწყე მთელი მონდომებით სწავლა. უამრავი გეგმა მქონდა ოცნებებში შესასრულებელი და საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ მე დასახულ მიზნებს მივაღწევდი. მშობლები ბინის ქირას და სახარჯო ფულს მიგზავნოდნენ, მაგრამ ხომ ვიცოდი როგორ წვალობდნენ ჩემთვის ეს ფული რომ შეეგროვებინათ. საჭმლისთვის ვხარჯავდი მხოლოდ ფულს, გართობაზე და მოდურ ჩაცმულობაზე ზედმეტია ლაპარაკი. ერთი სიტყვით ჩემი კურსელი გოგოებისთვის დიდი მოსაწყენი ვინმე ვიყავი. გადავწყვიტე სამუშაო მეძებნა, ვიფიქრე ამით ჩემთვის სახარჯო ფული მექნება და ჩემს ოჯახსაც დავეხმარებითქო. გაზეთში დავიწყე განცხადებების კითხვა. ვნახე ერთ-ერთ ღამის კლუბში მიმტანი სჭირდებოდათ და გასაუბრებაზე წავედი. გასაუბრებამ წარმატებით ჩაიარა და ამიყვანეს,იმ ღამესვე უნდა გამოვცხადებულიყავი სამსახურში. გახარებული ვიყავი, რადგან ანაზღაურება თითქმის ბინის ქირას გადამიხდიდა და ამით მშობლებს ძალიან წავადგებოდი, მაგრამ პრობლემა ის იყო,როგორ მეთქვა მამაჩემისთვის, ღამის კლუბში მიმტანად ვმუშაობთქო. გოგოს რა უნდა ღამის კლუბშიო ატეხდა ერთ ამბებს. ამიტომ გამოვუცხადე სტიპენდია დამენიშნათქო. დღისით სასწავლებელში დავდიოდი, მერე ვმეცადინეობდი და ღამით ცხრა საათიდან დილის ხუთ საათამდე კლუბში ვმუშაობდი. გამთენიისას ვბრუნდებოდი სახლში, თავი გასკდომამდე მტკიოდა ხოლმე მუსიკების და თამბაქოს კვამლის სუნთქვის წყალობით. ძილით მხოლოდ ორი საათ ნახევარი მეძინა ხოლმე. შაბათ-კვირას დასვენების დღე მქონდა სასწავლებლიდან და კლუბიდანაც.
ერთ საღამოსაც ჩვეულებისამებრ ვემსახურებოდი "კლიენტებს" როცა ერთი მაგიდიდა დამიძახეს -"ჰეი ოფიციანტ!"-დამცინავი კილოთი. მივედი და "ბლოკნოტი" მოვიმარჯვე რომ ჩამეწერა რა სურდა.
-გისმენთ, რა გნებავთ?
-შენთქვის უთქვამთ, ლამაზი რომ ხარ?- მკითხა ბოხი ხმით და სიგარეტი გააბოლა. სახეს კარგად ვერ ვხედავდი, კლუბის იისფერი განათება კარგად არ წვდებოდა მის მაგიდას. შევცბი, გამოუცდელი ვიყავი ასეთ რაღაცეებში. ქათინაურებით არავინ არ მანებივრებდა. სათვალეებით და "მოდას ჩამორჩენილი" ჩაცმული დავდიოდი სულ. არავის გამოუთქვამს აზრი, რომ ანა ლამაზი გოგოა. გავბრაზდი ამ ბიჭზე და თან გული ჩამწყდა, დამცინის გავიფიქრე.
-გმადლობთ, მაგრამ კლიენტებთან ლაპარაკი მეკრძალება კერძო თემებზე. შეუკვეთეთ რაც გსურთ და მოგართმევთ ახლავე, - ვუთხარი ისე, რომ წარბი არ შემტოკებია, არ შევიტყე სიბრაზე.
-კარგი, რა გაეწყობა მაშინ.- მითხრა და სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა.- ერთი ჭიქა ამერიკული ვისკი მომიტანე, ოღონდ გაზავების გარეშე.- გაზავების გარეშე ეს ვისკი ბომბია გავიფიქრე, მაგრამ არაფერი ვთქვი ჩავიწერე და გავბრუნდი. ბარმენს შეკვეთა ვანახე.
-ჰაჰ დაგვიბრუნდა? - ჩაეცინა.
-ვინ?
-ვინამაც ეგ ვისკი შეგიკვეთა. მხოლოდ ეგ სვამს ამ ვისკის ჩვენთან თან გაზავების გარეშე.- მითხრა ბარმენმა და ვისკიანი ჭიქა გამომიწოდა.
-და ვინ არის?- დავინტრიგდი.
-ლექსო ბურდული.
-და სად იყო? ან რას წარმოადგენს?
-ანა! დაგვინახავენ რომ ვსაუბრობთ და საყვედურს გვეტყვიან, თან კლიენტი გელოდება,- მითხრა შოთიმ და თავით მანიშნა წავსულიყავი. მეც ავდექი და ვისკიანი ჭიქა სინზე დადებული შემკვეთს მივუტანე.
-შეგაგვიანდა! არ ვარგიხარ მიმტანად. ადრე უფრო კარგი მომსახურება იყო აქ.- თქვა მკაცრად და ვისკი მოსვა. სისხლმა მომაწვა თვალებში, მეტკინა საყვედური.
-უკაცრავად! - ვუთხარი და შემოვბრუნდი.
-მე არ მითქვამს შენთვის წადითქო,- მომესმა მისი ბოხი ხმა ისევ. უკან მოვიხედე.
-ბატონო?- თითქოს ვერ გავიგე რა მითხრა.
-სანამ წახვიდოდე კლიენტს უნდა კითხო,"კიდევ ხომ არაფერს ინებებ?"- მითხრა ირონია შეფარული და მკაცრი ტონით. ისედაც ვიცოდი რომ უნდა მეკითხა ეგ, მაგრამ სიბრაზემ გადამავიწყა და ახლა უფრო დამებერა ძარღვები.
-კიდევ ხომ არაფერს ინებებთ?- ვკითხე მშვიდად. არადა ბრაზიზგან ვიხრჩვებოდი.
-ორი ჭიქა ფორთოხლის წვენი მომიტანე.
-ახლავე!- გამოვბრუნდი, სანამ ბარმენამდე მივიდოდი სხვა მაგიდიდან დამიძახეს ცარიელი ჭიქები ასაღებას. "ისევ შემაგვიანდა" გავიფიქრე და შეკვეთა სწრაფად წავიღე იდუმალი ბოხი ხმის პატრონისკენ. მარტო არ დამხვდა. ორი გოგო უჯდა გვერდზე, რომლიბიც "ძერსკულად" იცინოდნენ. "მაჩო" გამიელვა აზრმა და ჭიქები მაგიდაზე დავაწყვე.
-ინებეთ!- გოგებს არც მოუქცევიათ ყურადღება. სიცილით იყვნენ გართული.
-გმადლობ!აქვე იყავი ხოლმე, კიდევ დამჭირდები.- მითხრა ბოხმა ხმამ. თავი დავუქნიე და წამოვედი.
-შოთი, გეხვეწები იმ განაკვეთში, სადაც ბურდული ზის სხვა გაგზაავნე რაა.
-რატო რა ხდება?
-რავიცი არ მოსწონს ჩემი მომსახურება.
-ეგრე გითხრა, ტო?
-ჰო! არ ვარგიხარ მიმტანად აქ ადრე უფრო კარგი მომსახურება იყოვო.- თვალები ამიცრემლიანდა, არ მინდოდა ეს განმეორებულიყო და სამსახური დამეკარგა კლიენტის უკმაყოფილობის გამო.
-კაი დაიკიდე. ლანას ვეტყვი იქით რომ იმსახუროს. შენ ამ მხარეს მიხედე.
-რა კარგი ხარ! მადლობა.- კმაყოფილმა განვაგრძე მუშაობა, შოთის მიერ მიჩენილ მხარეზე. ბურდულისგან შორს.


2 თავი.


და მაინც ინტერესი მღრღნიდა ვინ იყო ეს ლექსო ბურდული.
სამუშაო საათები ამომეწურა და წასასვლელად მოვემზადე, კლუბის უნიფორმა გავიძრე და ჩემი ტანსაცმელი ჩავიცვი. კლუბიდან გასვლისას ნაცნობი ხმა წამომეწია ნაცნობ სიცილის მოყვარულ გოგოებთან ერთად.
-უკაცრავად გაგვატარეთ!- ისევ დამცინავი კილოთი ნათქვამი. უკან მოუხედავად დავუთმე გზა. ორივე ლამაზმანისთვის წელზე მოეხვია ხელი და მიხუტებული ჰყავდა ორივე. რომ ჩაიარეს პირველი გოგოებს დავაკვირდი, შველივით ტან-ფეხი ჰქონდათ, რაც ძალიან კარგად იხატებოდა მათ ვიწრო და მოკლე კაბებში. რთული მისახვედრი არ იყო ვინც იქნებოდნენ ეს ლამაზმანები. თვითონ ბურდულის შეთვალიერება ვერ მოვასწარი,კარს იქით მიიმალნენ. მაღალი რომ იყო ეს დავაფიქსირე. "წატი თქვენიც" ჩავილაპარაკე და სწრაფად გამოვედი კლუბიდან. დილის ხუთ საათხე არანაირი ტრანსპორტი არ მუშაობდა ტაქსის გარდა. ტაქსს კიდე არ ვიძახებდი, დიდი ფუფუნება იქნებოდა ჩემთვის, შინ ტაქსით დაბრუნება. ამიტომ ფეხით მივდიოდი სახლში. ჩქარი სიარულით ნახევარ საათში ჩემს სადარბაზოსთან ვიყავი ხოლმე. ზამთარი იყო და ციოდა ძალიან. ჩქარა გავუყევი სახლისკენ გზას. კარგა მანძილი მქონდა გავლილი, რომ შემთხვევით მოვიხედე უკან. შორიდან შავი ფერის მანქანა ნელა მომყვებოდა. შიშისგან ცივმა ოფლმა დამასხა და ნაბიჯს ვუმატე,თან არ მინდოდა ჩემი შიში შემჩნეული ყოფილიყო. ამიტომ ცოტა გზაც კიდე გავაგრძელე და პირველივე კორპუსის სადარბაზოში შევედი. სიბნელეში კედელს ავეკარი, გავიყუჩე და დაველოდე მანქანის ჩავლას. მანქანაც გაჩერდა იმ სადარბაზოს წინ, ცხვირ-პირზე ავიკარი ხელი, რომ არ მესუნთქა. ძრავა არ ჩამქრალა,ცოტაც და გავიგუდებოდი ჩემივე ხელით, რომ არ წასულიყო. ცოტა ხანი შევჩერდი, მერე ქურდივით ცალი თვალით დავზვერე იქაურობა, სრული სიმშვიდე იყო. მალულად და შიშით გამოვედი სამალავიდან და სირბილით გავუყევი გზას სახლისკენ.სახლში გიჟივით შევვარდი და კარი საკეტებით ჩავრაზე.იატაკზე ღონე მიხდილი ჩავიკეცე და განცდილი შიშისგან და ემოციისგან ავტირდი.გული რომ ვიჯერე ძლივს ავიტანე სხეული, აბაზანაში შევლასლასდი და შხაპის ქვეშ დავდექი. მთელი დაღლილობა მომეშვა თბილი შხაპი წამალი იყო პირველი ჩემთვის. პირსახოცი მოვიხვიე, სათვალე გავიკეთე და აბაზანიდან გამოვედი. სარკეში ჩემს თავს მოვკარი თვალი. გავჩერდი, გავსწორდი და ერთხან ვაკვირდი ჩემს სხეულს, ხან აქეთ შევბრუნდი ხან იქით. ბურდულის სიტყვები გამახსენდა "შენთვის უთქვამთ, რომ ლამაზი ხარ".. ვეძებდი რა მქონდა კარგი. ხომ იცით ადამიანს რისი დაჯერებაც უნდა იმას დაიჯერებს, თუნდაც იცოდეს, რომ ტყუილია. ამიტომ ვცდილობდი ჩემს ვიზუალში სილამაზე დამენახა. გვერდულად დავდექი, მკერდს დავაკვირდი, მომეწონა, მშვენიერი ზომისაა.საჯდომსაც არაუშავს. პირსახოცი დავიმოკლე და ფეხებს მივაშტერდი სარკეში, კარგია რას ვერჩი. ახლოს მივედი ჩემს ანარეკლთან, რამდენიმე წუთი სახის ნაკვთებს ვაკვირდი. ოდნავ გაყოფილი ნიკაპი, სქელი ტუჩები, სწორი თხელი ცხვირი, შავი ფერის ფართე გრძელ წამწამებიანი თვალები და გრძელი წარბები. ჰმ! ვერაფერს ვუწუნებდი ჩემს თავს. ალბათ იმიტომ რომ მინდოდა ტკბილი ტყუილის დაჯერება. ანდა იქნებ მართლა ვარ ლამაზი?ერთხანს ვიტრიალე სარკის წინ, მერე თითქოს გონს მოვეგე და გაბრაზებულმა დავეჭყანე ჩემს ანარეკლს. პიჟამოები ჩავიცვი, მაღვიძარა დავაყენე და უგონოდ გადავეშვი საძილეთში.
დილით გაბრუებული გავედი სახლიდან, არ მეყო ძილი. მარშუტში ფანჯარასთან დავჯექი და თავი მინას მივადე,ცოტას წავუძინებთქო ვიფიქრე. რამოდენიმე ხანში მკვეთრი დამუხრუჭების ხმამ გამომაფხიზლა. მძღოლმა წითელზე გააჩერა. "იდიოტი" გავიფიქრე გაბრაზებულმა და ფანჯარაში გავიხედე, წუხანდელმა შიშმა შემახსენა თავი. შუქნიშანზე, მარშუტის გვერდით ის შავი მანქანა იდგა. მინები დაბურული ჰქონდა და ვერ დავინახე ვინ იჯდა. მძღოლის მხარეს ოდნავ იყო ფანჯარა ჩამოწეული და სიგარეტის კვამლი გამოდიოდა. ცივად დამიარა ტანში. საფიქრალში ჩავვარდი, ვინ იყო, ან ჩემგან რა უნდოდა.
სასწავლებელში ყოფნამ ჩვეულ ფორმაში ჩაიარა. მხოლოდ განსაკუთრებული ის მოხდა, რომ ლექტორმა ჩემი კონსპექტის წაკითხვის შემდეგ მთელი აუდიტორიის წინაშე გამოაცხადა, "ამ გოგოს დიდი მომავალი აქვს". გული სიამაყით და სიხარულით ამევსო. ჩემი ჯგუფელების ყბაჩამოვარდნილი სახეების ხილვა მსიამოვნებდა. მხიარულად დავტოვე სასწავლებელი და ბიბლიოთეკაში წავედი სამეცადინოდ, საღამოს ისევ კლუბში უნდა წავსულიყავი და უნდა მომესწრო დავალების გაკეთება.

-პრივეტ ანა!- მომესალმა შოთი.
-პრივეტ! როგორ ხარ?
-რავი მაგრად, შენ?
-მე?- ჩამეცინა,- წა შლი ლი!
-აუ ცოდო ხარ, შენთავს გეფიცები, ასეთ რეჟიმს ვერ გაქაჩავ დიდხანს.- შევებრალე ახალ მეგობარს.
-it's okay!- ვუთხარი და გავუღიმე.
- რას არაუშავს გოგო, შენნაირი ენერგიით სავსე ადამიანი ჯერ არ მინახავს ტო!
-ოჰ! ოჰ! რაამბავია ახლა, რა ხდება?
-აი პროსტა მაგარი ადამიანი ხარ!
-მადლობა ჩემო კარგო, შენც ძალიან კარგი ადამიანი ხარ.
-ახალი ბარმენი გვყავს მართლა, დავითმა აიყვანა. გაგაცნობ დაიცა..ლაშა!- გასძახა ზურგით მდგომ ბიჭს შოთიმ. მოტრიალდა, ვაიმე რა სიმპატიურიაა, წამოვიძახე გონებაში.- ეს ანაა, გაიცანი, ჩვენი მიმტანია.
-სასიამოვნოა ძალიან,- მითხრა ლაშამ და ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად, ხმა არ მომეწონა, რაღაც "იაზვა ტიპის" შთაბეჭდილება დატოვა ჩემში, მიუხედავად მისი უნაკლო ვიზუალისა.
-ჩემთვისაც,- ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი.
-მოკლედ ასე! იცნობდეთ ერთმანეთს და მივხედოთ ახლა საქმეს, სამუშაო საათები დაიწყო. წამზომი ჩართულია.- გვითხრა შოთიმ ღიმილით. გასახდელში გავედი, ტანსაცმელის გამოსაცვლელად. ჩავიცვი კლუბის უნიფორმა ისევ. შავი შარვალი და შავი მოკლე სახელოებიანი მაისური. პატარა წინსაფარი გავიკეთე, რომელზეც კლუბის სახელის ინიციალები იყო მიხატული. თმა ავიკეცე და სათვალე ისედაც სულ მქონდა. ხალხმა იმატა. ელექტონულმა მუსიკამ დაახშო სმენა. თამბაქოს კვამლმა დაბურა დარბაზი. "რა უკულტურო საზოგადოებაა. გარეთ, რომ გავიდნენ და იქ მოწიონ წელი მოწყდებათ ვითომ, ან სპეციალური ოთახი გამოყონ მწეველებისთვის "ვბრაზობდი ჩემთვის და აქეთ იქით დავდიოდი, შეკვეთებით ხელში.
-ჰეი ოფიციანტ!- ისევ ის ბოხი ხმა მეძახდა. მივედი საიდანაც მეძახდნენ, ისევ ის გარემოცვა დამხვდა ერთის დამატებით, ვიღაც ბიჭი ახლდა.
-გისმენთ, რას შეუკვეთავთ? - ვკითხე მშვიდი გამომეტყველებით.
-ჩემთვის ისევ ამრიკული ვისკი. გოგოებო,ლამაზებო თქვენ რას დალევთ? - მიუბრუნდა მის ლამაზმანებს.
-ჩვენ ტეკილას დავლევთ, ხო ნუციიი? - ნუციმაც ტეკილაო.
-შენ რას შეუკვეთავ გაბრო? - დამასწრო შეკითხვა ბურდულმა?
-მე მხოლოდ მინერალური წყალი მინდა.
-და ფორთოხლის წვენიც მიამატე,- მომაძახა ბოხმა ხმამ. შეკვეთა რაც შემეძლო სწრაფად მივუტანე და ფრთხილად დავიწყე მაგიდაზე ჭიქების დალაგება.
-Qué tiene esta camarero ciático fresco, yo sería feliz con el sexo.- გადაულაპარაკა გაბრომ ბურდულს ისე, რომ მე ყველაფერი კარგად გავიგე, ოღონდ არ ეგონა თუ ესპანური მესმოდა. "რა მაგარი ტრა*ი აქვს ამ მიმტანს,სიამოვნებით მექნებოდა მასთან სექსი"-ო. ტვინში ამასხა სისხლმა.
-ესპანურად არა.. რუსულად ჟღერს უფრო კარგად მაგის პასუხი. "იძი ნა ხ*ი!"- ვუთხარი და წყლიანი ჭიქა სახეში მივასხი. თვალები გაუფართოვდა, გაოცებისგან, სიბრაზისგან და მოულოდნელობისგან. გიჟივით წამოვარდა და ყელში მწვდა
-მოდი აქ შე ბ*ზო!- გარტყმა დამიპირა.
-ხმას დაუწიე და დაჯექი!- დაიღრიალა ბურდულმა. გაბროს ჩემზე მოქნეული ხელი ჰაერში გაუშეშდა. ხელის კვრით გამანთავისუფლა და ცეცხლის მრქვეველი თვალებით გადახედა ლექსოს.- დაჯექი!-გაუმეორა ისევ ღრიალით. გაბრო მოწყვეტით დავარდა სკამზე.
-წადი შენ, საქმეს მიხედე!- მითხრა ცივად ლექსომ. მეც მაშინვე გავეცალე იქაურობას. საპირფარეშოში შევედი და ტირილი დავიწყე. "ნაგავი, დამპალი, უნამუსო" ვლანძღავდი გაბროს მთელი ბოღმით. ტირილს მოვრჩი, სახეზე ცივი წყალი შევისხი და დარბაზში დავრუნდი. შოთიმ შემატყო ნამტირალები რომ ვიყავი.
-რა გჭირს ანა?- მკითხა შეშფოთებული ხმით.
-არაფერი..
-ეე კაი ახლა.. რა გჭირსთქო!
-დეგენერატი კლიენტი იყო და გავბრაზდი..
-მერე დეგენერატების და ნაბიჭვ**ბის გამო ღირს გაბრაზება და ნერვების მოშლა?
-ხო რავი რა..
-დღეს მე წაგიყვან სახლში კაი?- მკითხა შოთიმ. მინდოდა უარის თქმა, მაგრამ ის შავი მანქანა რომ გამახსენდა, უარი გადავიფიქრე და დავთანხმდი.
არ შემინიშნავს როდის დატოვა ბურდულმა და თავის ამალამ კლუბი. სახლში შოთიმ წამიყვანა. ძალიან თბილი ბიჭია. გზაში ბევრი მაცინა და თბილად დამემშვიდობა.

პარასკევი გათენდა. ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემთვის. სწავლის და მუშაობის კვირის ბოლო დღე. მეორე დღეს მქონდა ბედნიერება მთელი დღე მძინებოდა.
ამ საღამოს არ გამოჩენილა კლუბში იდუმალი ბოხი ხმის პატრონი. სამუშაო საათები დამთავრდა და ბედნიერი გამოვედი კლუბიდან. მაგრამ კმაყოფილება შიშმა შემიცვალა უცებ. კლუბთან ახლოს ის შავი მაქანა დავინახე, ძრავა ჩართული და ფარები ანთებული ჰქონდა. კანკალი დამეწყო მუხლების, მაგრამ თავი გავიმხნევე. ქუდი დავიფარე და ჩქარი ნაბიჯით წავედი სახლისკენ. უკან მოხედვის მეშინოდა, ვერ ვხედავდი მაგრამ ვგრძნობდი, უკან მომყვებოდა.
არსად არ შემიხვევია, პირდაპირ სახლში ავედი. შუქი არ ავანთე ისე მივედი ფანჯარასთან და ეზოში გადავიხედე. მანქანა ჩემი სადარბაზოს წინ იდგა. კარებს ვეცი და დამატებით ჩამკეტით ჩავკეტე. გული საგულეს აღარ მქონდა უკვე. სერიოზულმა შიშმა მომიცვა.
შხაპმა და ჩემმა თბილმა საწოლმა გადამავიწყა ყველაფერი. ტელეფონი გავთიშე და დავიძინე. მეორე დღეს საღამოს ექვსი საათი სრულდებოდა რომ გამეღვიძა. კარგა ხანს ვინებივრე საწოლში გაღიმებული სახით ძილით კმაყოფილმა. ავდექი და მაცივარი გამოვაღე, ცარიელი დამიხვდა. "აუ რა ჩავა დაბლა ახლა, როგორ მეზარება" ვთქვი ჩემთვის და ზანტად დავიწყე ჩაცმა.პიჟამოებზე დუტის მუხლამდე ქურთუკი მოვიცვი და შიშველი ფეხები ჩექმებში ვტუცე. თმა გაბურძგნული მქონდა, სათვალე გავიკეთე და დაბლა ჩავედი. მოპირდაპირე კორპუსის პირველ სართუზე იყო სურსათის მაღაზია, შორს წასვლა არ დამჭირდებოდა და ამიტომ დამეზარა თავის მოწესრიგება. შევიძინე რაც მინდოდა და მაღაზიის კიბებზე ჩამოვდიოდი, ისევ ის შავი მანქანა გამოჩნდა... ნელი მოძრაობით ჩაიარა, დაბურულ მინებში შევატყე მძღოლს თავი ჩემკენ ჰქონდა მობრუნებული და მიყურებდა. არ გაჩერებულა გზა განაგრძო. მეც სირბილით ავედი სახლში. ორშაბათ დილამდე გარეთ არ გამოვსულვარ. მშობლებს გამოვუცხადე, რომ სასწავლებელში ჩათვლები მქონდა და საახალწლოდ ვერ ჩავიდოდი მათთან, არადა კლუბიდან არ მანთავისუფლებდა დავითი და მეც იძულებული ვიყავი დავთანხმებოდი, სხვა გზა არ მქონდა. სამ კვირაში ახალი წელი დგებოდა. შოთიმ მითხრა ფართის ვაწყობთ ოცდათერთმეტში,ჩვენ მომსახურე პერსონალი ვიქნებით და რამოდენიმე სტუმარი მოწვევით გვეყოლებაო. დიდად არ გამხარებია, ახლწელს სახლში მინდოდა შევხვედროდი, მაგრამ პირველი ხელფასით კაბა და ტუფლები ვიყიდე მაინც ფართისთვის. დანაეჩენით კი ბინის ქირას მივუმატე.
მთელმა კვირამ ისე ჩაიარა ბურდული არ გამოჩენილა კლუბში და არც ის შავი მანქანა დამდევდა კუდში. სულ მავიწყდებოდა შოთისთვის მეკითხა ვინ იყო ლექსო ბურდული.
-ანა! ამ შაბათს ძილი არ გიწერია,- მითხრა შოთიმ და სახე დამანჭა.
-რატომ რა ხდება?
-აი ის ბურდული სახლში ფართის აწყობს თავის პონტში რაა.. ჰოდა ამ კლუბიდან დაიქირავა მიმტანები.ნუ ისეთ პონტში რაა, ანაზღაურებას დამატებით მოგცემთ დავითი.
-იმედია, თორემ არ შევარჩენ მაგ ბურდულს და დავითს ჩემზე ძილის საათების წართმევას.- ვთქვი ღიმილით.
-ნუთუ ასე ძალიან გიყვარს ძილი?- მომესმა ჩემთვის კარგად ნაცნობი ბოხი ხმა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ნელა შემოვბრუნდი.ახლა კარგად ვხედავდი მის სახეს, აი ვის შევადარო.. იცით ვის გავს?! იტალიელი მსახიობი რომ არის Raoul Bova, აი ზუსტად გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს. პირველი რაც გავიფიქრე იყო, "ამან რა ნახა ჩემში ლამაზითქო".. სიმპატიურ ბიჭებს სიმპატიური გოგოები მოსწონთ როგორც წესი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დამცინა იმ დღეს.
-უბრალოდ, დანაკლის ვინაზღაურებ შაბათ-კვირას. - ვუთხარი ძლივს.
-გვიანობამდე არ მოგიწევს დარჩენა, თან კვირა წინ გაქვს და მაშინ გამოიძინე.- დაიცა,მეჩვენება თუ ჩემზე ზრუნავს? ვკითხე უცებ გონებას. კიდე აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ კლუბის უფროსი დავითი შემოვიდა და ხელების გაშლით და შეძახილებით მიესალმა ლექსო ბურდულს. მერე მე მომიბრუნდა და დამიღრინა "რას დამდგარხარ აქ, წადი საქმეს მიხედე".. უხმოდ გავეცალე იქაურობას.
შაბათს შუადღის ორი საათის დროზე გამომიარა შოთიმ, ლანამ და ლაშამ, ბურდულთან უნდა წავსულიყავით.


3 თავი.

-შოთი ვინ არის ეს ბურდული? - ვკითხე მანქანაში ყოფნისას.
-ამბობენ კრიმინალიაო, რამოდენიმე ბანდიტური საქმე მის სახელს უკავშირებენ, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს. ყოველშემთხვევაში საქართველოში სუფთაა მისი საბუთები. ისე ესპანეთში მოღვაწეობს,იქ რას აკეთებს ეგ უკვე არ ვიცი. მაგარი მექალთანეა ისე, მაგრად ევასება ქალები და მაგარი მაყუთაა ძაან,არადა ოცდაექვსი წლისაა ჯერ მხოლოდ. მაღალი ავტორიტეტით მოძრაობს თან. მოკლედ, თავის პონტში მაგარს ისწორებს რაა..
-დავითს მისალმებაზე შევატყე გავლენიანი რომ არის ეგ ლექსო,- ვთქვი ჩაფიქრებულმა.
-დავითი მაგარი ს*რი ტიპია, ოღონდაც ვინმეს რამეს გამორჩეს და..-გამოსცრა კბილებში ლაშამ.
-შენ რამე დაგიშავა?
-არა, უბრალოდ ვერ ვიტან აფერისტ ადამიანებს.
-ვინ იტანს რო?!
-მოვედით, ესაა ბურდულის სახლი.- თქვა შოთიმ და მანქანა ჭიშკარს მიაყენა. არა რა ჭიშკარს გალავანი უფრო შეეფერებოდა იმ ღობეს და ეზოს კარს.
-ეს სახლია თუ სასახლე?- დამასწრო თქმა ლანამ.
-როგორც თვითონ ბურდული უწოდებს, სახლია.- თქვა ღიმილით შოთიმ.- კარგით ახლა ნუ იყურებით ეგრე სირცხვილია, აიღეთ თქვენი ნივთები და შევიდეთ ეზოში.- ყველამ ჩვენ-ჩვენი ჩანთები ავიღეთ. ჭიშკარიდან ოდნავ მოშორებით პატარა ჯიხური იდგა, რომლის კარიდან ქუჩაშიც შეგეძლო, გამოსვლა. იქედან კარგად ჩაფსკვნილი ახმახი კაცი გამოვიდა და დაბღვერილმა გამოგვძახა.
-აქ მანქანის ადგილი არ არის, ჭიშკარს გავაღებ და სადგომზე დააყენეთ.
-არის უფროსო!- დაეთანხმა შოთი და მანქანაში ჩაჯდა.
-ჩვენ ფეხით წამოვალთ.- ვუთხარით და მანქანის გავლის შემდეგ ჩვენ შევედით ეზოში. ქვაფენილით იყო მოგებული სახლამდე მისასვლელი გზა. გზის კიდეებზე ბზის ბუჩქები იყო ჩამწკრივებული. ბუჩქებში კი ლამპიონების ჯარი იდგა. ეზოში ბევრი ხე იყო. წარმოვიდგინე ზაფხულში რა სილამაზე იქნებოდა აქ. სახლის წინ მაღალი პალმები აღმართულიყვნენ. თვითონ სახლი ორსართულიანი იყო. ნაცრისფერი ბრტყელი ქვით ნაშენი. პირველი სართულის ფანჯრები იატაკიდან იწყებოდა და ლამის ჭერამდე აღწევდა. ბორდოსფერი ფარდები ოქროსფერი ყვავილებით იყო მოქარგული. მთავარი შესასვლელი სახლს მიშენებული ჰქონდა ოვალის ფორმის მსგავსად კოშკივით მაღალი, მეორე სართულის სიმაღლეს ცდებოდა. აღფრთოვანებას ერთმანეთზე გადახედვით ვავლენდით. ლაშამ კარებზე დააკაკუნა. ჯერ ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, მეორედ დაკაკუნების შემდეგ კარი საშუალო ხნის ფუნფულა ქალმა გაგვიღო. ვაცნობეთ ვინც ვიყავით, თბილად გაგვიღიმა და სახლში შეგვიპატიჟა. უცებ ვიფიქრე დროში ვმოგზაურობთქო. მეცხრამეტე საუკუნის სასახლეში მეგონა თავი. ირგვლივ ყველაფერი ანტიკვარებით და ძველებური სტილით იყო მორთული.
-წვეულება აქ იქნება,- აგვიხსნა ფუნფულა ქალმა როცა დარბაზივით დიდ ოთახში შევედით.
-მაპატიეთ, თქვენ როგორ მოგმართოთ?- ვკითხე ქალს.
-მე ნანული მქვია შვილო, ამ სახლის მომვლელი ვარ.
-აა გასაგებია!- ვთქვით ყევლამ ერთხმად.
-აქეთ მოდით ახალგაზრდებო, ამ ოთახში მოწესრიგდით და გიჩვენებთ რა უნდა გააკეთოთ.- მიგვითითა სამზარეულოს გვერდით პატარა მისაღებ ოთახზე ნანულიმ.
-აუ ხედავთ რა ხდება აქ? - გვიჩურჩულა შოთიმ როცა მარტო დავრჩით ოთახში.- ტიპი იხრჩვება ფულში.
-ოო კაი რაა! რა გიკვირს ერთი მაგის მილიონები?ძაან იცი საიდან აქვს ეს ფულები. არამგონია ჩემსავით ღაამეები ეთენებინა კლუბებში ორი კაპიკის შესაგროვებლად.- ვთქვი მე.
-ყველაფერს ჭკუა უნდა ანა. ფულს კი იშოვი ადამიანი, მაგრამ როგორ გამოიყენებ ისაა საქმე.ზოგი უაზრობაში ხარჯავს, ზოგი კიდე მიწაში მარხავს. ყველამ არ იცის ფულის მართვა.
-მართალი ხარ შოთი-დავეთანხმე.
-აბა! ასე სიბრძნეს აფრქვევს სულ შოთი არჩვაძე!- გაიკრიჭა შოთი.
-თეთრი ხელთათმანები სად არის? არ წამოგიღიათ?-შეიცხადა უცებ ლანამ.
-კი, კი მანდ ჩავდე, ჩანთის გარეთა ჯიბეში,- უთხრა ლაშამ. ლანამ ღრმად და მშვიდად ამოისუნთქა და ისე დაგვირიგა ხელთათმანები.
-რომელზე იწყება წვეულება?
-მგონი ხუთზე.
-ჯერ ოთხის ნახევარია, წამო ნანულის ვკითხოთ რა უნდა გავაკეთოთ.
-ჩვენ მხოლოდ მიმტანობა გვევალება ,მეტი არაფერი. ყველაფერი გამზადებული მოვა.
-აბა ხუთამდე რა ვქნათ?
-რავი გავიდეთ გარეთ და დავათვალიეროთ ეზო, თუ მოგცემენ ამის უფლებას,- თქვა ლანამ.
-აუ მე მცივა და აქ დავრჩები არ მინდა გარეთ წამოსვლა.- უარი ვთქვი ლანას შემოთავაზებაზე. დავრჩი ოთახში მარტო. სრული სიჩუმე ჩამოწვა. სავარძელში ჩავჯექი და კედლების თვალიერებას მოვყევი. თითქმის დაფარული იყო ნახატებით და ფოტოებით ოთახის ოთხივე მხარე. ნახატები ლამაზ და ცოცხალ ფერებში იყო შესრულებული. მომეწონა ფერთა ასეთი შეხამება. ფოტოები შავთეთრი იყო. ზოგზე მოხუცის დანაოჭებული ხელები, ზოგზე ადამიანის თვალები, ზოგზე ბავშვის ბუთქუნა ბარკლები, ცარიელი ქუჩები და მარტოდ-მარტოდ დარჩენილი ნისლში გახვეული ხეები იყო აღბეჭდილი. საინტერესოდ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი. ოთახის კუთხეში დიდი, ჩუქურთმებიანი ფაიფურის ლარნაკი იდგა ლურჯ ფერებში გაწყობილი. მეორე კუთხეში ბუხარი იყო, შავი მარმარილოთი შემოსილი. ბუხრის თავზე სიძველისგან გაყვითლებული ფოტოები ელაგა. ავდექი და ახლოს მივედი, დავაკვირდი. საოჯახო ფოტოები იყო.
ერთ-ერთ სურათში, დაახლოებით შვიდი წლის ბურდული ამოვიცანი. გამეღიმა და ფოტო ხელში ავიღე, ძალიან საყვარელი იყო სურათში.
-ფრთხილად დადე უკან!- მომესმა ლექსოს მკაცრი ხმა. შიშისგან შევხტი და სურათი ხელიდან გამივარდა. გატყდა.
-ვაიმეე!- შევიცხადე, სწრაფად დავიხარე და გაუაზრებლად დავუწყე ხელის გულით მინის ნამსხვრევებს მოგროვება.- მაპატიეთ! არ მინდოდა..- ვლუღლურებდი და თვალები ცრემლით მევსებოდა. პატრონისთვის არ შემიხედავს.
-ვინმემ დაგავალა ფოტოებს ხელი მოკიდეო?- დაიღრიალა ბურდულმა. ინსტიქტურად თვალები დავხუჭე და ხელი ყურებზე ავიფარე. ყვირილზე ნანული შემოვიდა ოთახში.
-რა მოხდა ალექსანდრე შვილო?- შეიცხადა ნანულიმ. არაფერი უპასუხია ლექსოს, ჩემს წინ დაიხარა სურათი აიღო და კარებში რომ გადიოდა კბილებში გამოცრა:
-ხელი აქვს გაჭრილი და შეუხვიე.- ნანულის დაუბარა. მერეღა დავხედე ხელებს, ორივე ხელის გულები დასერილი მქონდა. ნანული წამოდგომაში დამეხმარა. თავზე მზრუნველად გადამისვა ხელი და პირველადი დახმარების წითელი ჯვარ დახატული ტყავის ჩანთა გამოღო კარადიდან. ჭრილობები ფრთხილად დამიმუშავა და "ბინტით" შემიხვია.
-ალექსანდრე თუ ლექსო?- ვკითხე ნანულის.
-ალექსანდრეა მისი სახელი, ლექსოს შემოკლებული ფორმით ეძახიან, თუმცა არც კი ვიცი ჩემს გარდა ვინმემ იცოდეს, რომ ალექსანდრე ჰქვია. აი შენც გაიგე ახლა.- გამიღიმა თბილად.
-გასაგებია! ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის.- ვუთხარი და ხელთათმანები გავიკეთე ხელზე.
-არაფრის შვილო!თითქმის სულ ეგრეა გაღიზიანებული. ძალიან მძიმე ხასიათებისაა.- დამამშვიდა სახლის მომვლელმა.
-არა, ჩემი ბრალი იყო, არ უნდა ამეღო ხელში ის სურათი.- ვთქვი დამნაშავესავით და თავი ჩავხარე.
-არ მოსწონს ხოლმე მის საკუთრებას ვინმე უკითხავად რომ ეხება, ბავშვობიდან ეგრე იყო.
-გასაგებია!..
-კარგი ახლა მოვრჩეთ ლაპარაკს, შენს მეგობრებს დავუძახებ და საქმეს შევუდგეთ.
-კარგი, როგორც იტყვით, ჩვენ უკვე მზად ვართ კარგა ხანია.-რამოდენიმე წუთში იმ დარბაზივით დიდ ოთახში ვიყავით. ალაფურშეტის სუფრას ვაწყობდით. სტუმრებმა იმატა, ყველანი დახვეწილი და მდიდრულად ჩაცმულები იყვნენ. კლასიკური მუსიკის ჰანგები ვიოლინოს შესრულებით სასიამოვნოდ წვდებოდა ყურს. იქ მყოფი საზოგადოების ყალბი ღიმილი და შამპანურის "ძერსკულად" წრუპვა უკვე ნერვებს მიშლიდა. როდის დამთავრდებოდა ეს სპექტაკლი ერთი სული მქონდა, რომ სახლში წავსულიყავი.
დარბაზში სახლის პატრონის გამოჩენას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. გემოვნებით ჩაცმული იდგა ბურდული, გვერდს კი ლამაზი გოგო უმშვენებდა. "გილოცავ.. გილოცავ".. ულოცავდნენ სტუმრები ახლად შემოსულ წყვილს. ალბათ საცოლეა და ნიშნობა აქვს, გავიფიქრე და რატომღაც გული ჩამწყდა. რას ველოდი ნეტა? ირონიულად მწარედ გამეღიმა ჩემს ფიქრზე. მთელი საღამო ვერიდებოდი, რომ ბურდულს არ გადავწყდომოდი. მესინოდა კიდევ რამე არ მითხრასმეთქი. მაგრამ მაინც..
-ეს წაიღე და ახალი მომიტანე,- მითხრა ისევ მკაცრად და სინზე შამპანურის ცარიელი ჭიქა დამიდო.
-ახლავე.- ცივად დამიარა მისმა ხმამ და სასწრაფოდ შემოვბრუნდი უკან. მაგიდასთან მივედი და შამპანურიანი ჭიქა ავიღე.
-ხელები გტკივა? - ჩემს გვერდით იდგა და სითბო ჩამდგარი ხმით მეკითხებოდა.კიდევ შევხტი შიშისგან.გაეღიმა.
-არა, უკვე აღარ მტკივა. აი ინებეთ,- ვუთხარი და ჭიქა გავუწოდე.
-რა მშიშარა ხარ.
-სულაც არ ვარ მშიშარა.- ვიმართლე თავი უნიჭოდ,- სურათის გამო კი ბოდიშს გიხდით. მაპატიეთ ახლა დაგტოვებთ, ხალხს უნდა მოვემსახურო.
-არ გეძინება?- მკითხა, როცა უკვე წასასვლელად შვებრუნდი. გავჩერდი, გულის სიღრმეში კი მსიამოვნებდა მისი ყურადღება, მაგრამ ისევ შიშამდე მივდიოდი. რა უნდოდა ასეთ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფილი იყო ყველანაირად და თან საშინლად სიმპატიური ჩემნაირი პროვინციელი, ღამის კლუბში მიმტანად მომუშავე და მისი გოგოებისგან განსხვავებით ნაკლებად შეხედული გოგოსგან? ალბათ გართობა, გავეცი პასუხი ჩემსავე დასმულ კითხვას, მაგრამ რომელი გასართობი მე მნახა, გარს უამრავი ლამაზმანების არმია ახვევია.
-კი მეძინება, თან ძალიან!- ვუთხარი და თვალებში მივაჩერდი. მომნუსხა მისმა მზერამ.
-ცოტაც და წახვალ მალე.- მითხრა და მზერა ჩემს უკან გადაიტანა-ახლა წადი და გააგრძელე მუშაობა.- მითხრა მკაცრად ისე, რომ მზერა არ მოუშორებია ჩემს უკან სივრცეზე. უხმოდ შევბრუნდი და წასვლა დავაპირე, ჩემს წინ გაბრო იდგა და ამღვრეული თვალებით მიყურებდა.
-უკაცრავად!- ჩავილაპარაკე და გვერდი ავუარე.
როგორც იქნა დასრულდა ეს დამღლელი სპექტაკლი და სახლში წავედით. შხაპის მერე თბილად ჩავწექი საწოლში და ღრმად ჩამეძინა. მეძინა, მაგრამ ვგრძნობდი ვიღაც მიყურებდა. ძილშივე ამიტანა შიშმა და ბორგვა დავიწყე. ელდანაცემი და აჩქარებული პულსით წამოვჯექი საწოლზე. ღამის სიჩუმეში კარგად გავიგონე ჩემი ოთახის კარის ჭრიალი. ხმა წამერთვა, გული ყელში მებჯინებოდა. სწრაფი მოძრაობით საბანში ჩავძვერი და სუნთქვა შევიკარი. მივაყურადე, ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. რამოდენიმე წუთის მერე ცხვირი გამოვყავი საბნიდან და გრილი ჰაერი შევისუნთქე, ცოტა აზრზე მოვედი. საათს გავხედე დილის ხუთი სრულდებოდა. გავბედე და საწოლიდან ავდექი.ფეხის წვერებზე გავიარე გზა საწოლიდან შუქის ჩამრთველამდე, კართან ახლოს იყო. შუქი ავანთე, ოთახის კარი ღიად დამიხვდა. ისევ სამარისებული სიჩუმე იყო. დავყევი და ყველგან ავანთე სინათლე. საეჭვო ვერაფერი შევნიშნე. ჩავთვალე რომ, კარი მე დამრჩა ღიად.
მის მერეც გაგრძელდა იმის შეგრძნება, რომ ვიღაც მიმზერდა მძინარეს, მაგრამ ხმაურის გარეშე. რამოდენიმეჯერ შავი მანქანაც შევნიშნე სახლში რომ ვბრუნდებოდი. ბურდული ყოველ საღამოს სტუმრობდა კლუბს, მაგრამ არანაირი გამოლაპარაკება არ გვქონია. შეკვეთაც კი არ მოუცია ჩემთვის.
სახლში დაღლილი შევედი, თან როგორი, შხაპის თავიც არ მქონდა. მხოლოდ დაძინება მინდოდა. ოთახის კარი შევაღე და შუქი ავანთე.მოულოდნელობისგან გავშეშდი...


4 თავი.

..მოულოდნელობისგან გავშეშდი. ჩემს საწოლზე წითელი ვარდების დიდი თაიგული და ცისფერი, თეთრი ლენტებით გაბანტული ყუთი იდო. ოთახს თვალი ქურდული მზერით მოვავლე, მერე ამანათს მივაშტერდი კარგა ხანს გაუნძრევლად. ძალა მოვიკრიბე და ფანჯრებს მივვარდი, ჩაკეტილი დამიხვდა შიგნიდან.სხვა ოთახისიც შევამოწმე, ისინიც იმავე მდგომარეობაში იყო. სამზარეულოში შევედი და დიდი დანა ავიღე, გადავწყვიტე კარადები შემემოწმებინა, რადგან ვფიქრობდი, რადგანაც ფანჯრები და კარები ჩაკეტილი დამიხვდა,ის ვინც სახლში შემოვიდა ისევ აქ უნდა ყოფილიყო. დანა მოვიმარჯვე და კარადის წინ დადვდექი თავი საშინელებათა ჟანრის ფილმში მეგონა, წარმოვიდგინე, მე მსახიობი ვარ და ჩემს უკან მთელი გადამღები ჯგუფი დგას და ეს ყველაფერი თამაშია მხოლოდ. სწრაფად გამოვაღე კარადის კარი, მაგრამ ცარიელი აღმოჩნდა. მეორეც და მესამეც. საწოლის ქვეშ შეხედვაც არ დამვვიწყებია. დავრწმუნდი, რომ სახლში არავინ არ იყო. შემოსასვლელი კარის საკეტს დავაკვირდი, ვერაფერი საეჭვო ვერ ვნახე.დანა თავის ადგილას დავაბრუნე.
-საოცრება პირდაპირ!!-წამოვიძახე ხმამაღლა და ოთახში დავბრუნდი.ნელა მივუახლოვდი ამანათს და ფრთხილად დავუწყე ლენტებს გახსნა,თითქოს დანაღმული ყოფილიყო და თუ სიფრთხილეს არ გამოვიჩენდი აფეთქდებოდა.თავსახური გვერდზე გადავდე,ყუთიდან წითელი ნაჭერი და პატარა კონვერტი მიმზერდა.კონვერტს დავწვდი და გავხსენი,ხელით ნაწერი იყო.. "ეს კაბა ჩაიცვი ფართიზე".. წითელი ნაჭერი ხელის ნელი მოძრაობით ამოვიღე კოლოფიდან.მოკლე,გრძელ სახელოებიანი,გულ-მკერდ დაფარული და ზურგ ამოღებული კაბა შემრჩა ხელში.ხარისხზე ეტყობოდა,რომ ძვირად ღირებული იქნებოდა.მომეწონა,ძალიან ლამაზი იყო,მაგრამ მრისხანება მომერია. თავი დამცირებულად ვიგრძენი.
-რას ნიშნავს ეს? ამით შემახსენე, რომ ღარიბი ვარ? თუ გემოვნება არ გამაჩნია ჩაცმაში? იცი რას გეტყვი?! ბევრზე მეტად კარგად მაქვს განვითარებული და ჩამოყალიბებული ჩაცმის სტილი და გემოვნებაც. რადგანაც მდიდრულად არ მაცვია არ ნიშნავს იმას, რომ მოდას ჩამორჩენილი ვარ და ვერ ვერკვევი ამ სფეროში. იდიოტო! ნეტა რას ფიქრობდი აქ საჩუქარს რომ მიდებდი?ვინ გგონივარ?-ვლაპარაკობდი ჩემთვის, კაბა კოლოფს დავუბრუნე და ისევ ისე გავბანტე. ვარდები ავიღე და ღრმად შევისუნთქე მათი წითელი და ტკბილი სურნელი. ლარნაკი არ მქონდა,რომც მქონოდა არ ეყოფოდა მაინც, იმდენი იყო. ამიტომ ვანაში დავაგუბე წყალი და ვანის კუთხეში რასაც ქვია მივაყუდე მათი სიმაღლის გამო ვარდები.
ამ ყველაფერმა ისე მომაფხიზლა ძილი აღარ მეკარებოდა,მაგრამ თავს ვაიძულე დამძინებოდა... მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა დილის რვა საათზე.
ბოლო დღე იყო სასწავლებში.მერე საახალწლო არდადეგები მეწყებოდა. ლექციებს დავესწარი და ჯგუფელებმა ვქეიფობთ და შემოგვიერთდიო. უარი ვუთხარი რადგან კლუბის ფართის დღეს ემთხვეოდა და ვერ წავიდოდი. კარებზე საკეტი შევცვალე და დამატებითი, რიგირთ მეოთხე საკეტი დავაყენებინე სანტექნიკოსს. გაკვირვებული კი მიყურებდა სეიფივით რატომ ვრაზავდი ამ კარებს, მაგრამ რას დავეძებდი მის გაკვირვებას, მთავარია უსაფრთხოდ მეგრძნო თავი. ხუთი ლარანაკი ვიყიდე და ძლივს ვაკმარე ჩემზე მოძღვნილ ვარდებს. ორი თახში დავიდე, მესამე ზალაში დავდე თახის შუაში მდგომ მაგიდაზე, მეოთხე სამზარეულოში და მეხუთე "ლოჯში", თავი ვარდების ბაღში მეგონა.
დღისით მძინავდა, ღამით ვმუშაობდი. რა ბედნიერება იყო დილით,იმ ყინვაში სახლიდან გასასვლელი, რომ არ ვიყავი.
კარებზე ზარის ხმამ გამაღვიძა, საათს გავხედე შუადღის სამი იყო. თბილი პლედი მოვიხურე და კარებს მივუახლოვდი ფრთხილად.
-ვინ არის? - გავძახე შიშნარევი ხმით.
-მე ვარ! "ხაზეიკა"!- გამომძახა სახლის პატრონმა. გულის ფანცქალით გავაღე კარი,ვიფიქრე ბინის ფული დამიგვიანდა და მოვემზადე საყვადურების მოსასმენად.
-მობრძანდით!- შევიპატიჟე სახლში ლუდა, ასე ჰქვია მას,- ვიცი დამიგვიანდა გადახდა, ბოდიში ლუდა დეიდა, ნაწილი მაქვს და ნაწილს ველოდები უნდა გამომიგზავნონ მშობლებმა.- შეწუხებული სახე მივიღე და მერჩივნა მიწა გამსკდომოდა იქვე,ასეთ უხერხულ სიტუაციაში, რომ აღმოვჩნდი. რომ არ მეყიდა კაბა ტუფლები ახლა გადახდილი მექნებოდა ეს ფული, ვბრაზდებოდი ჩემს თავზე.
-როგორ შენ არაფერი იცი?- მკითხა გაკვირვებით ლუდამ.
-რა უნდა ვიცოდე?- არანაკლები გაკვირვებამ დამეტყო მეც.
-შენი ბიძაშვილი იყო მოსული და მთელი წლის ქირა გადაიხადა,-მითხრა ღიმილით ბედნიერმა "ხაზეიკამ".
-რაა? ვინ ბიძაშვილი? მე ბიძაშვილი არ მყავს.- ძლივს მოვაბი სათქმელს თავი.
-როგორ არა, კაი სიმპატიური ბიჭი იყო! ნეტაი მის დედას ასეთი შვილი რომ ეყოლება.ზრდილობით სავსე! მითხრა ანას ბიძაშვილი ვარო.
-რა ჰქვია არ უთქვამს?
-არა, არც მიკითხავს. ჰო რისთვის მოვედი, აქ სამზარეულოს კარადაში შენახული მქონდა დედაჩემის ნაქონი თუჯის პატარა ქვაბი და წავიღებ იმას, ჩემს შვილიშვილს ფაფების და სუპების ჭამა დავუწყეთ უკვე და თუჯის ქვაბში მომზადებული საჭმელი საჯანმრთელოა უფრო.- გამიღიმა ლუდამ და სამზარეულოსკენ წავიდა.
-კი, აიღე, მანდვე იქნება, ხელი არ მიხლია მე!- მივაძახე, თან ფიქრებით "ჩემს ბიძაშვილთან" ვიყავი. ვინ უნდა ყოფილიყო, ასე ვინ მანებივრებდა? "ხაზეიკა" გავაცილე და გავიაზრე რომ ბინის ქირა არ მქონდა გადასახდელი, ჩემი ხელფასით რაც მინდოდა იმას შევიძენდი. სიხარულისგან ოთახებში დავიწყე სირბილი. ბოლოს საწოლზე ავხტი და დაღლამდე ვხტუნავდი. მიხაროდა ,მაგრამ მეორე მხრივ მეშინოდა კიდეც, ერთ მშვენიერ დღეს ამ საჩუქრების ავტორი არ მოსულიყო და სამაგიეროდ რაიმე არ მოეთხოვა.
საღამოს კლუბში წასასვლელად მოვემზადე და გასვლის წინ კარი კარგად ჩავკეტე. კლუბში ბედნიერი სახით შევედი. მკითხეს, მაგრამ არ მიტქვამს მიზეზი ჩემი გახარებული სახის, კარგად გამოძინებას მივაწერე. მუშაობას შევუდექი. ბურდული გოგოსთან ერთად მოვიდა.ოღონდ გოგო შეუცვლია. თავის მაგიდასთან დაჯდა. ერთი ადგილი ჰქონდა ამოჩემებული და სულ იქ ჯდებოდა. "ბლოკნოტ" მომარჯვებული მივედი, რადგამ იმ მხარეს მიწევდა მსახურება, გაღიმებულმა მივესალმე ორივეს ერთად და ვკითხე რას ინებებდნენ.
-ამდენჯერ არც ერთ მიმტანს უკითხავს ჩემთვის რას ვინებებ. საკმარისი არ აღმოჩნდა? სულ ერთი და იმავეს გიკვეთავ,რომ დაგემახსოვრებინა?- მითხრა გაღიზიანებული და მკაცრი ტონით. გამაჟრჟოლა საყვედურმა.
-უნდა დამმახსოვრებოდა?- ვკითხე გაბრაზებულმა.
-აბა არა?
-თქვენნაირი იცი რამდენია აქ? ყველას სასურველ სასმელს ვერ დავიმახსოვრებ!
-ჩემნაირი ბევრია არა?- თითქოს რაღაც ეწყინა.
-დიახაც!- არ ვცხრებოდი მე.
-შენ იცი?! მიმტანს კლიენტზე არა სათანადოდ მოპყრობისთვის სამსახურს რომ ატოვინებენ?- მითხრა მშვიდად და სიგარეტი გააბოლა. სისხლი მომაწვა თვალებში. ცოტაც და ავტირდებოდი, მაგრამ მისმა ლამაზმანმა გადამარჩინა.
-მე ალუბლის წვენი და მარტინი მომიტანე.- შეკვეთა ჩავიწერე. კლუბის სუსტი განათების მიუხედავად, მაინც ვხედავდი თუ ვგრძნობდი როგორ მჭამდა თვალებით ბურდული. რა მექნა არ ვიცოდი,მოვბრუნებულიყავი და წამოვსულიყავი, თუ თავიდან მეკითხა მისთვის "რას ინებებდა" მისი უდიდებულესობა. ვიცოდი რასაც სვამდა, მაგრამ თავიდან ფორმალობის გამო ვკითხე, მერე ჩემი სიამაყის გამო "გადავივიწყე" მისი საყვარელი სასმელი-ამერიკული ვისკი. ისევ მისმა ლამაზმანმა მიხსნა განსაცდელისგან - ლექსოს ამერიკული ვისკი წამოუღე გაზავების გარეშე.- ისიც ჩავიწერე და წამოვედი. სევდა შემომაწვა, ხასიათი გამიფუჭდა. შეკვეთა მივიტანე, ბურდული დაკავებული დამიხვდა, მისი ლამაზმანის კოცნით იყო გართული. მეუხერხულა ეს სიტუაცია. შევიშმუშნე. ჩუმად დავალაგე ჭიქები მაგიდაზე და ვიკითხე:
-კიდევ ხომ არაფერს ინებებთ?- საშინლად არ მინდოდა ხმა ამომეღო იმ წუთას, უბრალოდ მინდოდა გავქცეულიყავი. ლექსომ კოცნა შეწყვიტა, მაგრამ ჩემკენ არ გამოუხედავს ისე მითხრა:
-თუ დამჭირდება დაგიძახებთ!- უხმოდ მოვტრიალდი და ვნატრულობდი, რომ არ დაეძახა ჩემთვის მეტად. მოწყენა დამეტყო საგრძნობლად. მკითხეს რა გჭირსო, მაგრამ აბა რას ვეტყოდი? მე თვითონ არ მქონდა პასუხი ჩამოყალიბებული. მარტო საყვედურის გამო არ ვიყავი ასე. უფრო ის მეწყინა სხვას, რომ კოცნიდა. არადა იმედი მქონდა, რომ ცოტათი, მაინც მოვწონდი და ასე ჩემს დასანახად არ უნდა მოქცეულიყო. მწარედ ჩამეცინა ჩემს ნაფიქრზე. "მოვინდომე პრინცი".. ოცნებებს და ფანტაზიებს რა გამოლევს ქალის გონებაში, მიტუმეტეს ჩემნაირი გამოუცდელი გოგოს აზროვნებაში. არასდროს მყავრებია, არც მომწონებია, ანდა როდის უნდა მომესწრო?მხოლოდ წიგნებში მქონდა თავი ჩარგული და გვერდზე არც ვიყურებოდი. ეს ბურდული კი რაღაც სხვანაირი განცდით შემოიჭრა ჩემში. ცარიელი ჭიქები ავიღე ერთ-ერთი მაგიდიდან და მოცეკვავე ხალხში გავერიე, ბარმენამდე რომ მივსულიყავი.ვინ რას ცეკვავდა,ვინ რას უბერავდა, სრული დომხალი იყო. არ ჰქონდა რიტმს მნიშვნელობა მათთვის, მთავარი იყო სხეული ემოძრავათ. როგორც იქნა გავაღწიე ამ ბრბოს. ლაშამ სინზე დაწყობილი შეკვეთა დამახვედრა, შოკოლადის მუსი და მარწყვი.
-ბურდულის მაგიდასთან მიიტანე ეს!
-აუ ოღონდ მე არა რაა!!!
-შენ ხომ კარგად ხარ? მიდი, მიდი დროზე იცდის!- უხასიათოდ დავავლე ხელი სინს და კოპებშეყრილი ისევ შევერიე ბრბოს. ბურდული ვისკს წრუპავდა, მისი გოგო იქ არ დამიხვდა. ალბათ საპირფარეშოში გავიდა გავიფიქირე.
-ინებეთ! - ვუთხარი უკან გამობრუნება დავაპირე.
-მეჩვენება თუ გაბრაზებული ხარ?- მკითხა დამცინავი ტონით.
-ბატონო ალექსანდრე! კლიენტებთან საუბარი მეკრძალება კერძო თემებზე.- შევახსენე მიმტანის წესი.
-ალექსანდრე?- იკითხა და სიგარეტს ძლიერი "ნაპასი დაარტყა".
-დიახ, თქვენ ხომ ალექსანდრე გქვიათ?!.
-დიახ მქვია!- დამეთანხმა.- და მაინც რატომ ხარ გაბრაზებული?- გამიმეორა კითხვა, ოღონდ დამცინავი კილოს გარეშე.
-არ ვარ გაბრაზებული, უბრალოდ დავიღალე.
-ცრუობ!
-მაპატიეთ უნდა წავიდე.- ვუხარი და ისე მოვბრუნდი არ დავლოდებივარ მის პასუხს. ბრბოს მისი ლამაზმანი გამოეყო და ლექსოს გამოსძახა მოდი ვიცეკვოთო. უარი უთხრა ცეკვაზე ბურდულმა, კმაყოფილმა ჩავიცინე და ხალხს შევერიე. თვალი მოვკარი, დროზე ადრე დატოვა ლექსომ კლუბი, გოგოსთან ერთად. მალევე მოვრჩი მეც მუშაობას და შინისაკენ გავუყევი გზას ჩქარი ნაბიჯებით. დღეს არ მომყვებოდა შავი მანქანა. ჩემი სადარბაზო მუდამ ჩაბნელებულია, სადღაც მესამე სართულზე ანთია სულ შუქი და ეს ერთი ნათურა "ყოფნის" ცხრა სართულიან კორპუსს იმ სადარბაზოში. მე მეხუთეზე ვცხოვრობდი. ლიფტი არ მუშაობს რათქმაუნდა ამიტომ ნელა ავუყევი კიბეებს, ფეხის ხმა მომესმა, ვიღაც ჩამოდიოდა ზემოდან, არა, უფრო ჩამორბოდა. სიბნელეში, შიშისგან პირველი სართულის მეზობლის რკინის კარს ავეკარი და გავიყუჩე. ისე ჩამიქროლა არც შევუმჩნევივარ. სუნამოს, სიგარეტის და ალკოჰოლის სურნელი მომაფრქვია და გარეთ სირბილით გავიდა.ცოტა ხანი შევჩერდი, მანქანის ხმა მომესმა. წავიდა გავიფიქრე და გულ ამოვარდნილი ავირბინე მეხუთე სართულამდე. კარები ძლივს გავაღე სიჩქარისგან, თითქოს მე მომდევდნენ. როგორც იქნა შევაღწიე სახლში და შუქის ჩამრთველს ავკარი ხელი.გაოცება,შიში,სიხარული,ქალური ბედნიერება ყველაფერი ერთმანეთში ამერია. შესასვლელში ლარნაკში ჩადებული ძალიან ლამაზი ფერადი ყვავილების დიდი თაიგული დამხვდა. ინსტიქტურად ოთახისკენ წავედი, შიში არა, უფრო ინტერესი მკლავდა უკვე, ვინატრე დამხვედროდა ამ ამანათის ავტორი აქ,მაგრამ ოთახში, ისევ წითელი ვარდები დამიხვდა საწოლზე და პატარა კონვერტი, ისევ ხელით ნაწერი.. "შენ, ყველაზე ლამაზი, სუფთა და უმანკო ხარ".. თვალები ცრემლებით ამევსო, ასეთ რამეს ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი.. მიხაროდა და ბედნიერი ვიყავი ძალიან ამით. ჩავიცხრე ჩემი სიხარული და ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი სახლში როგორ შემოვიდა, საკეტი ხომ შევცვალე, თან დამატებითი დავაყენე. უცებ იმ ჩქარი ნაბიჯების პატონი გამახსენდა სიბნელეში რომ შევნიშნე, უეჭველი ის იყო, მან დატოვა ეს ყვავილები, მაგრამ ვინ იყო ის? დიდხანს ფიქრით არ დამიღლია თავი, კარებს პატარა კომოდი მივადგი და დასაძინებლად დავწექი. მეორე დღეს უკვე ახალიწლის ღამე იყო და კლუბში ფართი ეწყობოდა. იქ სტუმრის სახელით უნდა მივსულიყავი და არა მიმტანის.
დილით დაბლა ჩავედი, მაღაზიებში და აფთიაქში გავიარე. ოპტიკური ლინზები, კოსმეტიკა, სუნამო და პატარა ხელის ჩანთა და საყურეები ვიყიდე. წინა ღამით განცდილმა სიხარულმა და იმის გაფიქრებამ, რომ მე ვიღაცისთვის ლამაზი ვარ, სურვილი გამიჩინა მართლა ლამაზად გარდავსახულიყავი.მაგრამ ნაჩუქარი კაბის ჩაცმას არ ვაპირებდი მაინც. სახლში დავბრუნდი და მზადებას შევუდექი,თუმცა ჯერ ადრე იყო. ვიბანავე, სველი თმები კოსასავით დავიხვიე და ისე გავიჩერე.წარბებს დიდი ცრემლის ღვრის შემდეგ ფორმა მივეცი, ლინზები წვალებით ჩავისვი და თვალები ავაფახურე. მომეწონა მხედველობა სათვალის გარეშე. ახლა მაკიაჟი იყო საქმე.სახის კანი ერთ ფერზე დავიყენე, კაბა მუქი ლურჯი ფერის მქონდა, ამიტომ ლურჯი ჩრდილები გავიკეთე თვალის კუთხეში, წამწამები ისედაც გრძელი და აპრეხილი მქონდა, ამიტომ არაფერი დამჭირვებია მათთვის ფორმის შესაცვლელად. ტუჩებზე ღია ვარდისფერი ტუჩის საცხი წავისვი. კაბა გადავიცვი. სიგრძე მუხლამდე მწვდებოდა, წელში გამოყვანილი,დაბალი მკლავებით და ფართედ მოხდილი,მაგრამ ისე რომ მკერდის ღარი არ მიჩანდა.თუმცა ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა ჩემი სხეულის ყოველი ნაკვთი ამ კაბაში.ქუსლიან ფეხსაცმელებზე შევდექი,თმა გავიშალე,ამდენ ამბავში გამშრობოდა და ტალღისებური ფორმა მიცემოდა.ერთხანს ვიტრიალე სარკის წინ გაღიმებულმა,ეს მე ვარ?ვააუუ ანა რა მაგარი ხარ!! შევძახე ჩემს თავს,სუნამო მივისხურე და სახლიდან გავედი. ტაქსი გამოვიძახე.უკვე ათი ხდებოდა საათს რომ დავხედე,- ფუი ჯანდაბა!ამდენი ხანი რას ვაკეთებდი..- წამოვიძახე და მომინდა გავუჩინარებულიყავი,რომ არავის შევემჩნიე კლუბში მისული.ტაქსი გაჩერდა,მძღოლი გავისტუმრე და შესასვლელისკენ გავემართე.
-ანა!- მომესმა მეძახდნენ.მოვბრუნდი შოთი მოდიოდა ჩემკენ ხელებ გაშლილი და გაღიმებული სახით.მეც გავუღიმე.- ნამდვილად არ მეგონა ეს შენ თუ იყავი,უბრალოდ ინსტიქტურად დავიძახე და რომ მობრუნდი თავად საოცრება ვიხილე!- მოვიდა და გადამკოცნა.- რა ლამაზი ხარ გოგო!- წამოიძახა.
-კაი ახლა აჭარბებ და მრცხვენია ეგრე რომ მეუბნები.
-რა გრცხვენია გოგო! თავი აწიე და ისე იარე.ვსო დღეს გვერდიდან არ გიშორებ,ჩემთან ერთად ხარ იცოდე,- მითხრა და ხელმკლავი გამიკეთა.- უი ჰო! დამდეგს გილოცავ,ღმერთმა ბედნიერი და წარმატებული ახალი წელი გაგითენოს.
-შენც ასევე.მადლობა.- კლუბში ორივენი ერთად შევედით.ბურდული ადგილზე დამიხვდაროგორც ყოველთვის სიმპატიურად გამოიყურებოდა,ისევ ის გოგო ახლდა და გაბროც აქ იყო.უსიამოვნოდ დამიარა მისმა დანახვამ,მღვიე თვალებით მომაშტერდა.ლექსოს გავხედე და თავის დაქნევით მივესალმე.გაოცება ვერ შევატყე,მხოლოდ კმაყოფილმა ჩაიცინა და მაშინვე მომაშორა მზერა.აქამდე ჩემთვის უსიამოვნო მუსიკა სასიამოვნოდ ჩამესმა ყურში.ლანამ ალკოჰოლი მომაწოდა,დავლიოთ,ცოტას შევხურდებითო.მეც შევყევი სმას.მომეწონა გაბრუება.სასიამოვნოდ დამიარა სხეულში სასმელის გრადუსმა.შოთისთან ერთად ვიცეკვე.ახალი წელი შესრულდა და ფეირვერკის ხმაც გაისმა.ერთმანეთს მივულოცეთ,კიდევ ვიცეკვეთ მე და შოთიმ ერთად.ცეკვის დროს ლანამ ჩამავლო ხელი და საპირფარეშოსკენ გამაქანა.
-რა ხდება?-ვიკითხე როცა ბიჭების საპირფარეშოს წინ გავჩერდით.
-დაიცა აქ,ლაშა გამოვა და რარაც უნდა მოგვცეს.- მითხრა ანთებული თვალებით ლანამ.თან ლაშაც გამოჩნდა კარებში.ანთებული სიგარეტი ეჭირა ხელში,ლანას მიაწოდა,ლანამაც უსიტყვოდ გამოართვა და გემრიელად მოქაჩა.
-ჰა გამომართვი!- გამომიწოდა მე.
-რა არის? ხომ იცი რომ არ ვეწევი მე.
-ა! ამ ერტხელ არაფერი უჭირს,კი არ მიგაჩვევს მოწევას მერე ეს, უბრალოდ ახლა კაიფში ჩაგაგდებს და მაგარი გაგისწორდება.- ამიხსნა ლაშამ.
-არ მინდა!
-ეე კაი რააა.. მხოლოდ დღეს.მხოლოდ ერთხელ-არ მეშვებოდა.
-საშიშია?- ვკითხე და ლანას გავხედე,უკვე "კარგად იყო".ალბათ სასმელის ბრალი იყო ასე,რომ შევთამამდი და მოწევა გადავწყვიტე.
-არა,არაა საშიში.თავიდან სუსტი ნაპასი დაარტყი.- მიხსნის ლაშა და მეც პირისკენ წავიღე, რომ მომეწია. უცებ ყელში მწვდა ვიღაც და კედელს მიმანარცხა მთელი ძალით.ცოტა მაკლდა,რომ გონება არ დამეკარგა.
-შენ გოგო გააფრინეეე?!- მიყვიროდა თვალებ ჩასისხლიანებული ბურდული და უფრო მეტად მიჭერდა ხელებს კისერზე.ლოყაზე სიმწრის ცრემლი ჩამომიცურდა.უცებ შემიშვა ხელი და ლაშასკენ შებრუნდა.- ამხელა ყ*ე კაცს ჭკუა არ გაქვს თავში ხო?- დაუღრიალა და მთელი ძალით მოუქნია მუშტი სახეში.ლაშა მოწყვეტით გაიშხლართა იატაკზე. მერე მე მომკიდა მკლავში ხელი და ჩქარი სიარულით გამომიყვანა კლუბიდან გარეთ.სიცივემ და შიშმა კანკალი დამაწყებინა. სანამ რამე მეტყოდა მე დავსწარი თქმა. თან მკლავი გავინთავისუფლე მისი ხელისგან.
-შენ ვინ ხარ და რა უფლებით ერევი ჩემს ცხოვრებაში?- ლამის ვუკივლე.მრისხანება ისე უნათებდა თვალებს გამაჟრჟოლა,ვიფიქრე ლაშას ბედს გავიზიარებ მეც-მეთქი.
-სიტყვებს დაუკვირდი რას ამბობ.-გამოსცრა კბილებში.
-გაუგებარს არაფერს ვამბობ.ვინ მოგცა უფლება ჩემს ცხოვრებაში ჩარევის? რასაც მინდა იმას გავაკეთებ და ამას არავის დავეკითხები.-მივახალე რასაც ვფიქრობდი.
-არც მე ვეკითხები არავის არაფერს,რაც მინდა იმას ვაკეთებ.გასაგებია?- უკვე ყვიროდა.
-გააკეთე მერე, მაგრამ მე შემეშვი. შენ მე ვერ დამიშლი რამის გაკეთებას,- ვუთხარი და წასასვლელად მოვემზადე.ხელში დამქაჩა და მომაბრუნა.ახლოდ დამიდგა და გამართხილებელი და მკაცრი ტონით მითხრა:
-იცოდე! ჭკვიანად იყავი და რამე არ მიქარო,თორემ რაც მოხდება მერე შენს თავს დააბრალე.
-ვიცი საკუთარ თავს როგორ მივხედო,არ მჭირდება დაცვა,მითუმეტეს შენ!-ხელი გავაშვებინე და სწრაფად შევედი კლუბში.ჩანთა ავიღე და უკანა კარებიდან გავედი.სახლში ისე წავედი არავინ გამიფრთხილებია...
რომ გამეღვიძა თენდებოდა უკვე.თავი მისკდებოდა.ტანზე დავიხედე,გაუხდელად დამძინებია.ავდექი და ტანსაცმელებიანად შევწექი საწოლში.უცებ წამოვხტი და საწოლზე დაფენილ თბილ პლედს დავაკვირდი რომელიც რამოდენიმე წუთის წინ მეფარა სანამ გავიღვიძებდი.ამას კარადაში ვინახავდი,იშვიათად ვიღებდი ხოლმე და გონებაში აღვიქვი,მე არ დამიხურავს ეს პლედი...
მივხვდი ისევ იყო ვიღაც შემოსული ჩემს სახლში...


5 თავი.

ავდექი და შუქი ავანთე ოთახში..
-ხო დავიტანჯე მოკლედ ასე ბორიალით ოთახიდან ოთახში,ვინ ჯანდაბა ხარ?ან რა გინდა,რატომ არ მენახვები?- ვლაპარაკობდი და დავდიოდი ოთახებში.ისევ არავინ იყო.კარი ისევე ისე დაკეტილი დამიხვდა.-არა ნამდვილად უჩინმაჩინი შემომიჩნდა.- ვთქვი და საწოლში შევწექი.შუადღემდე მეძინა.ტელეფონი
გაცდენილი ზარებით სავსე იყო.ჩემებს,ლაშას,შოთის და ლანას დაურეკავს.პირველი ჩემებთან დავრეკე სახლში.გიჟებს ჰგავდნენ დედა და მამა.
-სად იყავი რომ ვრეკავდით?რატო არ პასუხობდი ტელეფონს?-ჩამძახოდა მამაჩემი.
-მეძინა მამა და ზარი ვერ გავიგე,- ვიმართლე თავი.
-ასეთი რა გეძინა? წუხელ სად იყავი?ახალი წელი რომ შესრულდა,მაშინაც გირეკავდი რატომ არ აიღე,გეკითხები!- ასეთი განრისხებული მამჩემისთვის ჯერ არ მომისმენია."დამერხა" გავიფიქრე,ვერაფერს ვერ ვიფიქრებდი რაშიც დავარწმუნებდი ჩემებს,რომ ჭკვიანად ვიყავი და ტყუილად ნერვიულობდნენ.პირველი რაც მომივიდა აზრად ის მივახალე.
-დღეს საღამოს მოვდივარ სახლში.ჩათვლები ჩავაბარე და ერთ კვირიანი არდადეგები მომცეს.- თითქოს მოლბა მამაჩემი,ხმაზე შევატყე.
-მობრძანდი,მობრძანდი!- და გამითიშა.სასწრაფოდ გამოვიცვალე და კლუბში გავვარდი.დავითი უნდა მენახა და ერთ კვირიანი შვებულება
მეთხოვა.საბედნიეროდ იქ დამიხვდა. შოთიც იქ იყო და ლაშაც.ბიჭებს მივესალმე და დავითის კაბინეტისკენ წავედი.კარებზე ფრილად დავაკაკუნე.მიხმო შემოდიო.მორიდებით შევაღე კარი. მკაცრად გამომხედა კლუბის უფროსმა და გისმენო მითხრა.
-ბატონო დავით,ძალიან დიდი სათხოვარი მაქვს თქვენთან.
-გისმენ რა მოხდა?-სიმკაცრე გაუქრა.
-ერთი კვირით უნდა გამანთავისუფლოთ.ძალიან გთხოვთ.- დავითი დუმდა,მაგრამ როგორც იქნა ამოღერღა მერე.
-მხოლოდ ერთი კვირით იცოდე!დღეს ისედაც არ ვმუშაობთ.. რვა იანვარს აქ იყავი გაფრთხილებ და თან გაითვალისწინე,ხელფასი ჩამოგაკლდება ამ ერთი კვირის.- რა დამპალია,მაგრამ ხელფასს დავეძებდი?! ჩემები დამეწყნარებინა და...
-ძალიან დიდი მადლობა,ნახვამდის!-გახარებულმა დავტოვე კაბინეტი და ბართან მდგომ ბიჭებთან მივედი.ლაშას ახლა დავაკვირდი ცალი თვალი მსუბუქად ჰქონდა ჩალურჯებული.
-როგორ ხართ? - ვიკითხე მხიარულად.
-მე კარგად,ცოტა ლაშიკო გვყავს შეფერადებული..- მითხრა შოთიმ ღიმილით.
-შენ როგორ ხარ?- მკითხა ლაშამ და თვალი ამარიდა.
-მე არამიშავს..
-მისმინე!.. გუშინდელის გამო ძალიან ვწუხვარ.. არ უნდა შემომეთავაზებინა მოსაწევი შენთვის..
-მეც ძალიან ვწუხვარ,რომ ასეთ დღეში ხარ ახლა,- გამოვხატე მწუხარება,ოღონდ მართლა ვწუხდი მისი თვალის გამო.
-რა ბზიკმა უკბინა ბურდულს?- მკითხა შოთიმ.
-აბა მე რა ვიცი?მეც ეგ მაინტერესებს!- გავეცი პასუხი.
-მაგის სუყველაფერს რომ შევე*ი მე!- გამოცრა კბილებში ლაშამ. გულზე მომხვდა ლექსოს მისამართით ცუდი ნათქვამი.
-კაი ბიჭებო მე მივდივარ, ერთი კვირით გაბარებთ აქაურობას!
-სად ტყდები ტო?- გაიკვირვა შოთიმ.
-სოფელში უნდა ჩავიდე ჩემებთან..
-ააა.. მომენატრები!
-მეც!.. კაი ახლა გავიქეცი და დაგირეკავთ ხოლმე.-ბიჭებს დავემშვიდობე და სწრაფად დავბრუნდი სახლში,ზურგ ჩანთაში ჩავიწყე რაც აუცილებელი ტანსაცმელი მჭირდებოდა და სადგურზე წავედი.მარშუტი საღამოს ექვს საათზე გადიოდა ჩემი სოფლის მიმართულებით.ღამე იყო რომ ჩავედი,ჩემი სახლი გზატკეცილის პირასაა და მარშუტმა ჭიშკართან გააჩერა.მელოდებოდნენ უკვე ჩემები.ვნერვიულობდი,რას იტყოდნენ "ახალი ანას" დანახვისას.რა თქმა უნდა ყველამ უსიტყვოდ გაიკვირვა,მამა თვალს არ მაშორებდა,დედას ჩუმი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.ძმებმა ლამაზად ხარო მითხრეს,ჩემმა დამ მეც მინდა შენსავითო.. როგორ მომნატრებია აქაურობა,მშობლების სურნელი და და-ძმების მოფერება.სახლი სადაც გავიზარდე.სადაც ბავშვობა გავატარე და ჩამოვყალიბდი ადამიანად.სანამ სადგურზე ვიცდიდი,პატარ-პატარა საჩუქრები ყველას ვუყიდე.
სახლში რომ შევედი,ყველას სათითაოდ ჩამოვურიგე.გაეხარდათ ძალიან!როგორ ვინატრე უფრო მეტი მქონოდა და უფრო მეტი სიხარული მომეტანა მათთვის.კიდევ ერთხელ განვმტკიცდი ჩემს დასახულ მიზნეში,რომ მე წარმატებული და შეძლებული გავმხდარიყავი,რომ ბავშვობაში რაც გვაკლდა ყველაფერი ამენაზღაურებინა.მშობლებს რაც შრომა ჰქონდა გაწეული ჩვენს გაზრდა-აღზრდა-მოვლაში ცოტათი მაინც გადამეხადა მათთვის.მამამ გამოკითხა ჩამიტარა,რას ვაკეთებდი,როგორი იყო უნივერსიტეტი,რამოდენიმე გაფრთხილება და დარიგება მომცა,მერე თავზე მაკოცა და "მეიმედები"-ო მითხრა.დედას მოვეხვიე და ღრმად შევისუნთქე მისი გემრიელი და განუმეორებელი სურნელი.-ჩემი ტკბილი დედიკო..ჩემი ძლიერი დედიკო..ჩემი სიამაყე დედიკო..-ვეფერებოდი დედას თავზე და ტკბილ ლოყებს ვუკოცნიდი. ჩემმა და-ძმებმა გამახარეს,ძალიან კარგად სწავლობენ სკოლაში და მაღალ ნიშნებიანი რვეულები გადამიშალეს მაგიდაზე.ყველა რომ მოვისიყვარულე,დასაძინებლად ჩემს ოთახში წავედი,ჩემი და შემომიძვრა მეც შენთან დავწვებიო.თითქმის შუაღამემდე ვილაპარაკეთ,მთელი სოფლის და სკოლის ამბები მომიყვა.მე არ მეძინებოდა,ისეთ რეჟიმს ვიყავი მიჩვეული დილამდე არ დამძინებია.ჩემს დას გადავხედე უკვე ძინავდა,საბანი გავუსწორე,გულაღმა დავწექი და ჭერს მივაშტერდი.თავისით დამეწყო ფიქრი ლექსოზე.ყელზე ხელი მოვისვი,გუშინ რომ გამეტებით მიჭერდა.მისი სიბრაზისგან ამღვრეული თვალები დამიდგა თვალწინ და გამეღიმა.ისიც ამოტივტივდა გონებაში,სახლში რომ შემოდიოდა ვიღაც ჩუმად,ამის გახსენებაზე უსიამოვნოდ დამიარა მთელ სხეულში რატომღაც.თავი გავაქნიე,თითქოს ასე ფიქრებს გავფანტავდი.მაგრამ ისევ ბურდული იყო ჩემს მეხსიერებას ტკიპასავით მიკრული და ვერაფრით ვიცილებდი. როგორც იქნა დამეძინა...
მეორე დღეს მოვინახულე ჩემი ყველა მეზობელი... ზოგმა გამხდარი ხარო,ზოგმა შეცვლილხარო,გალამაზებულხარო,გაზრდილხარო,დაქალებულხარო.. მოკლედ შემამოწმეს თავიდან ბოლომდე.სტიპენდიაც მომილოცეს,სოფელი ამაყობს ჩემით თურმე.არადა წარმოდგენა არ ჰქონდათ ჩემი სტიპენდია ღამის კლუბში მიმტანად მუშაობა რომ იყო.ბ*ზად შემრაცხდდა სოფელი,როგორც იციან პროვინციულმა საზოგადოებამ.დაცემინებასაც კი გაგიჭორავენ.
სახლში საღამოს დავბრუნდი.ყველანი ტელევიზორის წინ დამიხვდა თავმოყრილი.დედას გამომცხვარი გემრიელი ნამცხვარი დაედოთ და გემრიელად შეექცეოდნენ ფერადი ეკრანის ყურებას და ნუგბარით ტკბობას.თვალებით მივუალერსე ყველას და ჩემი ძმის გვერდით დავჯექი.ფილმს უყურებდნენ და ემოციურად აღიქვამდნენ ყველა მომენტს.ვუყურებდი მათ და გული სითბოთი და სიბრალულით მევსებოდა.როგორი უბრალოები და სუფთები იყვნენ და როგორ მენანებოდა მათი გაჭირვებაში ცხოვრება.სიღარიბემ დიდი დაღი დაასვა ჩემს მეხსიერებას.განა იმიტომ,რომ რაიმეს დანაკლისს განვიცდიდი..არა!! იმიტომ,რომ ჩემი მშობლები ცდილობდნენ ყველანაირად დაეძლიათ გაჭირვება... მერე რა რომ ცხრამეტი წლისაც არ ვარ ჯერ,ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა..ვიგემე სიმდიდრეც და სიღარიბეც.. ერთხელ, როდესაც მერვე კლასში ვიყავი ჩემმა კლასელმა დაბადების დღე გადაიხადა.კლასელები დაგვპატიჟა,მე არ მინდოდა წასვლა.სკოლის ტანსაცმელის გარდა სხვა ჩასაცმელი არ მქონდა,წუწუნს ვერ დავიწყებდი,ვიცოდი მშობლებს საშუალება არ ჰქონდათ ვერაფერს მიყიდიდნენ და ჩემი წუწუნით გული ეტკინებოდათ,ამიტომ უარი განვაცხადე წასვლაზე.ბევრი სამეცადინო მოვიმიზეზე.დედას რას გამოაპარებს შვილი?! ვერც ვერაფერს!არ მოისვენა,რატომ უნდა გამორჩე შენს კლასელებს,უნდა წახვიდე მაინცო.იმდენი მოახერხა მაინც მომიძებნა და შემიხამა ტანსაცმელი,რათქმა უნდა ვიცოდი,რომ ვერ ვიქნებოდი ჩემი კლასელებივით დახვეწილი ჩაცმული.. ამიტომ ბავშვური თავმოყვარეობის გამო ამეტირა,მე ვტიროდი დედა კი განაგრძობდა ჩემს ჩაცმას.. მერე თავისთვის თუ ჩემს გასაგონად ჩაილაპარაკა "არაუშავს.. მღვდელი ჭილოფშიც კი იცნობაო".. დაბადებისდღეზე წავედი მაინც!.. მაშინ არ მიმიქცევია ყურადღება ამ სიტყვებისთვის,მაგრამ დრო რომ გავიდა თანდათან გავიაზრე რასაც ნიშნავდა.. მთელი ცხოვრება მემახსოვრება დედის ეს ნათქვამი.. მთავარია ადამიანი ვარგოდეს და ერქვას ადამიანი.. ჩაცმა მეორე ხარისხოვანია.. ჩაცმა დახურვით არ უნდა შეაფასოთ ადამიანები...
-აუ დღეს რა მაგარმა მანქანამ ჩაიარა დაინახეთ?-ფიქრებიდან ჩემი ძმის ნათქვამმა გამომიყვანა.
-არა,არ დამინახავს და როგორი იყო?-ჰკითხა მეორე ძმამ.
-შავი ფერის აუდი A8,თან ისე ნელა მიდიოდა ვიფიქრე ჩვენთან აჩერებსთქო.-სახეზე წამოვხურდი შავი ფერის მანქანის ხსენებაზე.ავწრიალდი და მოსვენება დავკარგე.კუდში რომ დამყვებოდა ზუსტად იმ მანქანაზე საუბრობდნენ ახლა ჩემი ძმები.ვერაფერი ვერ ვთქვი.უბრალოდ მუხლებში კანკალი ვიგრძენი.აქ ჩამომაკითხა,რა უნდა რას დამდევს.გადავწყვიტე თბილისში რომ ჩავალ და კიდევ გამომყვეს უკან ეგ მანქანა მივალ და ახსნას მოვთხოვ მისი საქციელის გამო.
დასაძინებლად დავწექი,რაღაცნაირად ქვეცნობიერში ლოდინის შეგრძნება გამიჩნდა,რომ ჩემზე შემოჩენილი უჩინმაჩინი აქაც შემოვიდოდა და ისევ ის შეგრძნება მექნებოდა,ვიღაც,მძინარეს მიყურებდა.. მაგრამ არა!მსგავსი არაფერი მომხდარა.. მხოლოდ უცნაურმა, სურვილმა შემიპყრო.. ჩემი რაღაც ნაწილი ბურდულის ნახვას მთხოვდა.. უფრო დაზუსტებით რომ ვთქვა,მენატრებოდა... ალილო ღამემ და შობამ მშვიდობით ჩაიარა.მეორე დღეს თბილისს დავუბრუბდი.მძღოლის უკანა მხარეს ვიჯექი ფანჯარასთან და სარკიდან კარგად დავინახე,როგორ მოყვებოდა შავი მანქანა მარშუტს რომელშიც მე ვიჯექი.არა მეღადავება უეჭველი, გავიფიქრე და ცივმა ოფლმა დამასხა.საღამოს უკვე თბილისში ვიყავი.სახლში ასვლას და მოწესრიგებას ვერ ვასწრებდი,ამიტომ პირდაპირ კლუბში წავედი და სამსახურში გამოვცხადდი.ლანამ და ბიჭებმა ოვაციებით მიმიღეს, როგორც იქნა დაგვიბრუნდიო. დავითმა შორიდან დამინახა და ცერი თითი ამიწია "ყოჩაღ"-ო მანიშნა.ჩავიცვი უნიფორმა და მუშაობას შევუდექი. რათქმა უნდა ხალხით სავსე იყო კლუბი დღესაც,მაგრამ ჩემი თვალები ვისაც ეძებდნენ ის არ ჩანდა.მის მაგიდას რამოდენიმეჯერ ჩავუარე,ცარიელი იყო.თითქოს ცარიელი იყო ყველაფერი ირგვლივ ჩემთვის.იმ დღეს არ გამოჩენილა ბურდული.არც მიკითხავს ბიჭებისთვის და ლანასთვის.სახლში ნამგზავრმა, ნამუშევარმა, დაღლილ წაშლილმა დავბრუნდი.კიბეებს რომ ავუყევი გული ბაგაბუგს უმატებდა.მეშინოდა ჩემი უჩინმაჩინი იქ დამხვდებოდა,ან რაღაც მსგავსი იქნებოდა.ხელის კანკალით გავაღე კარი თვალები დავხუჭე,ხელის ფათურით შუქის ჩამრთველი მოვნახე და ავანთე,მოჭუტული თვალები ოდნავ გავხსენი და შესასვლელს მოვავლე მზერა.სიმშვიდე იყო.არაფერი შეცვლილა,მხოლოდ ყავილები დამიხვდა დამჭკნარი.ამოვისუნთქე და კარი ჩავკეტე.საძინებელში შევედი.აქ კი.. გულმა ორმაგი დარტყმა შეასრულა.. საწოლზე ისევ დამხვდა წითელი ვარდების დიდი თაიგული და პატარა კონვერტი. "მომენატრე" ეწერა შიგ.რაღაც მომენტში კი გამიხარდა უჩინმაჩინის არსებობა,მაგრამ შიშმა შემიპყრო იმის მერე რაც გავიფიქრე, იქნებდა მანიაკია მე კი მისი მსხვერპლი და სანამ გამომასალმებს სიცოცხლეს ჩემთან ასე მოქცევით ერთობათქო. ყვავილები კომოდის თავზე დავაწყე და ტანზე გაუხდელად შიშისგან აკანკალებული შევწექი საწოლში..არ მახსოვს როდის ჩამეძინა.
მეორე დღეს საღამომდე ბილიოთეკაში ვიყავი.ღამით კი ისევ კლუბში მივედი.როგორც ყოველთვის ხალხი დღესაც ბევრი იყო. დავდიოდი სინით ხელში და დამქონდა შეკვეთები.მიწევდა მოცეკვავე ბრბოში შერევაც.რამოდენიმე ნასვამმა ბიჭმა წელზეც კი მომხვია ხელი და სცადეს მათთან ერთად მეცეკვა.ერთი გადამეკიდა და ვერ ვიშორებდი,სადაც წავედი თითქმის უკან დამყვებოდა.
-შენი ხომ არაფერი მაქვს შემთხვევით?-მოვუბრუნდი როცა უკან მომყვებოდა.
-არა,რა უნდა გქონდეს?-გულწრფელად გაიკვირვა.
-აბა რას დამყვები კუდში?
-გამეცნო მინდა!-გამომიცხადა და თმაზე ხელი გადაისვა.
-მე არ მინდა! და მუშაობაში ხელს მიშლი,-ვცადე გავცლოდი.
-კაი რაა! რას მიწუნებ?ნახე როგორი ბიჭი ვარ!-მითხრა და ქუსლზე დატრიალდა.
-არ უნდა დაგელია ამდენი!- ვუთახრი და წარ აწევით ავათვალიერ-ჩავათვალიერე.
-ვითომ რათაო?
-რა რათაო,ვერ ხედავ რა დღეში ხარ?-აზრი არ ჰქონდა მისთვის მეხსნა მიმტანის წესები,რომ მასთან ამდენის ლაპარაკის უფლება არ მქონდა-წადი ახლა სახლში და გამოიძინე კარგად.-ვუთხარი და გზა განვაგრძე.გამომყვა უკან,კიდე არ მანებებდა თავს.
-რა გქვია?
-ღმერთოო რა შეგცოდე ასეთი!!-წამოვიძახე,რადგან უკვე ნერვებს მიშლიდა მისი სიახლოვე და ალკოჰოლის სუნი,რომელიც მას ჰქონდა.-თავი დამანებე თუ შეიძლება,ვმუშაობ.
-მერე მე რა ხელს გიშლი?
-ავღადავდით?
-მეტყობა რამე ღადაობის?მართლა მინდა რომ გაგეცნო.მე ტატო მქვია-მითხრა და ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად.მის გულუბრყვილობაზე გამეღიმა,ხელი ჩამოვართვი,მაგრამ სახელი არ მითქვამს.
-სასიამოვნოა ტატო ძალიან!-შევატყე არ უნდოდა ხელის გაშვება,იდგა და უემოციო ღიმილით მიღიმოდა.
-ვხედავ მიმტანის წესებს მხოლოდ ჩემთან იცავ.-თითქმის ყურში მიჩურჩულა ბურდულმა.ავხედე,მის თვალებში მრისხანება იდგა.გულმა გაიღიმა მისი დანახვისას.
-ტატო,სხვა დროს ვისაუბროთ,ახლა უნდა დაგტოვო,სამუშაო მაქვს.-დავპირდი სხვა დროს საუბარი,იქნებ ასე მოვიშოროთქო,თან ბურდულის გაღიზიანება მინდოდა.ჩავთვალე,რომ არ ესიამოვნებოდა ეს ფაქტი.
-დაგელოდები და სახლში მე გაგაცილებ-მითხრა ტატომ და ხელი გამიშვა.სულელი! მომინდომა სახლში გამოყოლა.არაფერი მიპასუხია,უბრალოდ სწრაფად გავეცალე იქაურობას.ბურდულისთვისაც არ მომიხედავს.ბართან მივედი და ლაშას ფურცელზე დაწერილი შეკვეთა გავუწოდე.
-კლიენტს რატომ ელაპარაკებოდი?თან კერძო თემებზე!-ბარის მაგიდას მიუჯდა ლექსო,ჩემთან ახლოს იყო.ისევ ისეთი თვალებით მიყურებდა.
-და შენ რაიმე დაგიშავდა ამით?-ვკითხე და ირონია ავიკარი სახეზე.
-წესებს არღვევ!
-ახლაც,შენ რომ გელაპარაკები!-ვუთხარი ნიშნის მოგებით.ჩაეცინა.ლაშამ შეკვეთა მომცა,ლექსოს ღვარძლიანი მზერით შეხედა.სინს დავავლე ხელი და სწრაფად გავეცალე იქაურობას.
ბურდულის მაგიდასთან გაბრო შევნიშნე,ორგანულად ვერ ვიტან ამ ბიჭს.რა "იაზვა" გამოხედვა აქვს. სხვა გზა არ მქონდა უნდა მივსულიყავი და მიმტანის მოვალეობა უნდა შემესრულებინა.რადგან იმ განაკვეთზე მე ვმუშაობდი.მაგიდას რომ მივუახლოვდი თან ლექსოც მიუჯდა თავის ლამაზმანთან ერთად.ირონიუად ჩამეცინა მათი დანახვისას.
-აბა! რას ინებებთ?-ვეცადე მხიარულად გამომსვლოდა შეკითხვა.
-აუ ეს როჟა კიდე აქ არის?-ჩაილაპარაკა გაბრომ დამცინავი ტონით.სიბრაზის ვიბრაციამ დამიარა მთელ ტანში.
-თქვენდა სამწუხაროდ კი! ისევ აქ ვარ.
-მართლა,რომ სამწუხაროა,-ირონია არ დამაკლო.
-თუ არ მოგწონთ აქაურობა შეგიძლიათ მიბრძანდეთ,არავინ გაძალებთ აქ ჯდომას-ვუთხარი ისე,რომ უკვე სიბრაზეს ვერ ვმალავდი.არ გამომრჩენია ლექსოს განერვიულებული სახე და მისი გოგოს გაოცებული გამომეტყველება.
-შენ ძალიან ბევრს ტლიკინებ ხო იცი.. და მოგეხაზება ერთ დღეს-დამემუქარა გაბრო.
-ახლავე დაცვას დავუძახებ და მერე ვნახავ ვის როგორ მოეხაზება.თქვენ მე,როგორც მიმტანს.. შეურაცყოფას მაყენებთ..ამით ჩემს უფლებებს არღვევთ..
- შენი უფლებები..-მომახალა ხმამაღლა.ღრმად ჩავისუნთქე,მეშინოდა კონტროლი არ დამეკარგა,თორემ ეს ყველაფერი ჩემი სამსახურიდან გაშვებით დამთავრდებოდა."ბლოკნოტი"მოვიმარჯვე და კალამი ნერვიულად ავათამაშე.
-რას შეუკვეთავთ?!-გავიმეორე კითხვა მკაცრად და კოპებშეყრილმა.
-ვისკი!-მითხრა ბურდულმა შეცვლილი ხმით.
-მე მხოლოდ წყალი მინდა,-მითხრა ლამაზმანმა. გაბროსთვის არც შემიხედავს,მოვბრუნდი და წამოვედი. შეკვეთა ლანას გავატანე.
-შემომაკვდება ბურდულის ძმაკაცი ხელში,-მივახალე შოთის.
-რა უნდა?
-გადამეკიდა.. დამცინავად მელაპარაკება.. შემცვალე რა გთხოვ!არ გამიშვა იქით.-მუდარა ჩამდგარი ხმით ვთხოვე მეგობარს.
-კარგი! აქ იყავი.. იცი რა ვიფიქრე? ხვალ ადრე მოვიდეთ და ბარმენობას გასწავლი.გასწავლი როგორ უნდა გააკეთო კოქტეილის "შეიქ"-ი.
-მართლა?!-სიხარულისგან წამოვიყვირე.
-ხო მართლა და აქ დადგები შენც,ჩემს გვერდით.დავითს ვეტყვი რომ დამხმარე მჭირდება.
-აუ რა მაგარია! აიი არ ვიცი რა გითხრაა.. ძალიან მაგარიაა,მადლობა შოთი.-აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი.
-ხვალიდან ვიწყებთ! ვნახავ როგორი მოსწავლე იქნები.
-ძალიან დამჯერი და მონდომებული!
-მაგას მე შევაფარებ.. ახლა წადი იმუშავე,თორემ ორივეს მოგვხვდება საყვედური.
-ჰო რა მინდა გკითხო იცი?
-უცებ მითხარი..
-ბურდულთან რომ ვიყავით სახლში და ვიღაც გოგოსთან ერთად გამოცხადდა მაშინ, გახსოვს?
-კი მახსოვს! მერე?
-სტუმრები რას ულოცავდნენ?
-ის გოგო მისი დაა,გერმანიის უნივერსიტეტში ჩააბარა სამედიცინოზე და ბურდულმა წვეულება გადაუხადა ამიტომ.
-ააა!! მე კი მეგონა ნიშნობა გამოაცხადესთქო.-შოთის გაეღიმა.
-კაი რაა ღადაობ ხო?ბურდული და ნიშნობა?ბურდული და ერთი ქალი? უბრალოდ წარმოუდგენელია.. ვერ ხედავ რა დღეშია?
-ჰოდა მეც მაგიტო გკითხე,სახლში სხვა ჰყავს და აქ კიდე ვინებთან ერთად მოდის.. კაი კაი წავედი!..
სამუშაო საათები დასრულდა,გარეთ გამოვედი.თოვა დაწყებულა.ძალიან ლამაზი იყო ირგვლივ ყველაფერი.სახლში წასვლა არ მინდოდა,ძალიან დამღალა უკვე უჩინმაჩინის არსებობამ.გულში კი ვმადლობდი ყოველი საჩუქარისთვის,მაგრამ ასე გასაიდუმლებულად ყოფნა მაღიზიანებდა.ნერვებს მიშლიდა რომ სახლში ისევ შემოდიოდა,ვერ ვხედავდი მაგრამ ვგრძნობდი.ერთი ფიქრი ისიც ვიფიქრე ამ სახლში რაღაც დიდი ცოდვაა დატრიალებული და სული დადისმეთქი.მაგრამ სული ხომ არ გადამიხდიდა ბინის ქირას,ხომ არ გამანებივრებდა ლამაზი ყვევილებით და ხელით ნაწერი ბარათებით..ღამით მძინარეს პლედს ხომ არ დამაპარებდა..
ნელა გავუყევი დათოვლილ ქუჩას.ქალაქს ეძინა,ქუჩებში სიმშვიდეს დაესადგურებინა,ხანდახან თუ ჩაიქროლებდა მანქანა ადრიანად საქმეზე მიმავალი მგზავრით.თოვლის კრაჭუნის ხმა გავიგონი,ყურთა სმენას თანდათან უახლოვდებოდა ფეხის ხმა.. შიშმა ამიტანა..
-ისე წამოხვედი არ გითქვამს და უკან გამოგყევი...
6 თავი.

-ისე წამოხვედი არ გითქვამს და უკან გამოგყევი..-ჩემს გვერდზე ტატო იდგა.
-და რატომ უნდა მეთქვა?
-ხომ დაგპირდი გაგაცილებთქო.
-ნუ შეწუხდები არ მინდა.-მართლა არ მინდოდა.
-მერე ვინ გითხრა რომ ვწუხდები?უბრალოდ ვიფიქრე,ასეთ დროს გოგოს მარტო სიარული ცოტა არ იყოს სახიფათოა.იმდენი არაკაცი დადის..-საუბარზე ეტყობოდა,რომ უკვე მოფხიზლებულიყო.
-შენ რატომ უნდა გენდო?-გავაწყვეტინე ლაპარაკი.
-აი პროსტა შემომხედე!მეტყობა რამე მე?-გაჩერდა ხელები გაშალა და თვალი ააყოლ-ჩააყოლა თავის სხეულს.
-რა უნდა გეტყობოდეს?-გავიკვირვე მე.
-ჰოდა რომ არაფერი მეტყობა მეც მაგას გეუბნები.-გაიკრიჭა.მეც გამეღიმა.-გამიცნობ და ნახავ,რომ არ ვარ საშიში.
-იცი? მე ძიუდოში შავი ქამარის მფლობელი ვარ!-ვუთხარი და დაველოდე მის რეაქციას.
-ძალიან კარგი! მე მეორე კურსის სტუდენტი ვარ უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტზე.ვფლობ ოთხ უცხო ენას-მითხრა მშვიდი ხმით.მის გულუბრყვილობაზე გულიანად გამეცინა.-რა გაცინებს?
-ძიუდო იმიტომ კი არ გიხსენე,რომ ამით თავი მომქონდეს.უბრალოდ ვიფიქრე გადატანითი მნიშშვნელობით გაიგებდი ჩემს ნათქვამს.თავის დაცვა შემიძლია ძალიან კარგად,ეს გითხარი მე!-სიცილს ვერ ვიკავებდი.
-ვისგან გინდა თავის დაცვა?
-თუნდაც შენგან!
-კაი რაა ღადაობ? დას გეფიცები პირობას გაძლევ,რომ არაფერს დაგიშავებ.უბრალოდ არც კი გაიელვო ეგ ფიქრად.-მითხრა გულწრფელად.არადა მართლა ეტყობოდა,რომ პატიოსანი და ალალი ბიჭი იყო.
-ანუ გენდო?
-ასი პროცენტი დარწმუნებული იყავი.
-ძალიან კარგი!-გავუღიმე თბილად.რატომღაც იწვევდა ეს ბიჭი ნდობას ჩემში.
-სახელი არ გითქვამს.-შემახსენა.
-მე ანა მქვია!
-მომწონს სახელი ანა.
-მადლობა!
-ვიმეგობროთ?
-ვიმეგობროთ!
-მადლობა ნდობისთვის.დღისითრას აკეთებ ხოლმე?
-ახლა არდადეგები მაქვს და ისე სტუდენტი ვარ,ვსწავლობ!
-დღისით სწავლობ და ღამით მუშაობ ხო?-გაკვირვება თუ სიბრალული დაეტყო ხმაში.
-ასე გამოდის-გავუღიმე.-უცხო ენები რატომ აირჩიე?
-ერთგვარი ჰობი იყო ბავშობიდან მოყოლებული და მერე მოთხოვნილებად გადამექცა.არაა გამორიცხული ენათმეცნიერებაზეც დავფიქრდე-მითხრა ღიმილით.
-ანუ ლინგვისტი გინდა გახდე?
-არ გამოვრიცხავ.
-რა ენები იცი?
-ინგლისური,რუსული,იტალიური და მეგრული.-ჩამომითვალა თითებზე.მეგრულის ხსენებაზე გულიანად გამეცინა.
-მეგრული უცხო ენებში გადის? არ ვიცოდი.
-მა რას შვება-მითხრა სიცილით თვითონაც.-არა,ვხუმრობ.მეგრული დიალექტია და არა ენა.ყოველ შემთხვევაში ქართული ენის დიალექტი ნამდვილად არაა.მეგრული და ლაზური მხოლოდ ერთი ენის-ზანურის დიალექტებად შეიძლება წარმოვიდგინოთ და არავითარ შემთხვევაში ქართულის.
-მეც ეგრე ვიცოდი.და მეგრულით რაღატო დაინტერესდი?
-მამით მეგრელი ვარ,დედით რუსი.აქედან გამომდინარე ვიცი ეს ორი ენა.
-ანუ მარგალი ხარ?-ვუთხარი მეგრული აქცენტით და ისევ გამეცინა.
-თბილისში დაბადებული და გაზრდილი ვარ,მაგრამ მენტალობ მსოფლიო მოქალაქე,რადგან უკვე კარგა ხანია თბილისურ პროვინციალიზმს გავცდი..მაგრამ მაინც მეგრელი-ამყვა სიცილში.
-ეგ ყველაფერი კარგია,მაგრამ შენც ისეთი მეგრელი ხარ,ას კაცში ერთი მეგრელი რომ ნახო და მეგრულად გააბა მერე მუსაიფი,თან ხმამაღლა.-შევაპარე ხუმრობით.
-ნწ! არა კაცო-მიპასუხა მეგრული კილოთი.სასაცილოდ გამოდიოდა ძალიან.
-აუ ერთხელ ერთი მეგრელი ქალი ნახევარი საათი მელაპარაკა მეგრულად, თან ემიციური ხელების შლით და მიმიკებით. და თან ისე რომ ერთი არ ჩაუსუნთქია, უცებ რომ შემეპარებინა ვერაფერს ვიგებ თქო-ჩემს ნათქვამზე გადაეხარხარა.
-იუ არ მოლტო ჯგირ ძღაბ, მოი დარაგაი ანა!-მითხრა სიცილით.
-ოთხი ენის ნაზავი იყო ახლა ხო ეგ?!
-ჰოო! ძალიან კარგი გოგო ხარ შენ, ჩემო ანა თქო.
-მად'ლ'ობა-ვუთხარი მეგრული აქცენტით.
-შენ საიდან ხარ?
-კილოზე არ მეტყობა იმერელი რომ ვარ?
-ქუთაისელი?
-ნუ ხო!
-მაგარია მერე! არ გეწყინოს,მაგრამ ქუთაისური ჟარგონებით და ლექსიკით ძალიან ვხალისობ.-მითხრა სიცილით.
-არა,არ მწყენია.ზოგჯერ რომ დავუფიქრდები,მეც ძალიან ბევრს ვხალისობ.
-"წამეიყვანე სიმონ,ასწორებს გიტარაზე რო უკრავს".. დაახლოებით ასე საუბრობთ ხო?
-დაახლოებით კი! მარა სიმონ შენ არაფერი შეგეშალოს იცოდე-გავაფრთხილე ქუთაისური აქცენტით.
-სკან გოლვაფირო, არაფერი შემეშლება.-მივდიოდით თოვლიან ქუჩაზე ნელა და სიცილით ვაღვიძებდით დილის თბილისს.ძალია გამახალისა ტიტემ და გულში მადლობას ვუხდიდი,რომ გაცნობის ინიციატივა გამოიჩინა.
თითქმის ჩემს სახლთან ვიყავით უკვე მისულნი ნაცნობი შავი მანქანა რომ შევნიშნე.ჩვენგან მოშორებით იდგა.ავფორიაქდი,მაგრამ არაფერი შევიტყე.ტატო რომ არ მხლებოდა აუცილებლად მივიდოდი და ვნახავდი ვინ იყო.
-მოვედით!-ვუთხარი ტატოს,როდესაც ჩემი კორპუსი გამოჩნდა.-ძალიან დიდი მადლობა რომ მომაცილე სახლამდე.
-მადლობა პირიქით!ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ანა,მხიარული და თავისუფალი გოგო ხარ,მომწონს შენნაირ ადამიანებთან მეგობრობა.
-იგივეს ვიტყოდი შენზეც.კარგი დროებით ტატო!
-დროებით! და მშვიდ ძილს გისურვებ.-მითხრა და ხელი დამიქნია.სადარბაზოში შევედი,სიბნელიდან ვაკვირდებოდი მიმავალ ტატოს.საშუალო სიმაღლის, ქერა სიმპატიური ბიჭი იყო.კიბეებზე ძლივს ავიტანე ტანი.თითქოს ახლა მიწია დაღლილობამ.კარის შეღების მეშინოდა უჩინმაჩინის გამო,მაგრამ ტყუილად.. არაფერი დამხვედრია.ვიგრძენი,რომ არც კი ყოფილა დღეს შემოსული.შხაპი მივიღე და საწოლში ჩავწექი.ფიქრებმა ისევ ბურდულთან წამიყვანეს...
შუა დღეზე შოთის ზარმა გამაღვიძა.
-რას შვები არ მოდიხარ?
-სად?-უცებ აზრზე ვერ მოვედი.
-კლუბში!ხომგითხარი ადრე მოდი და ბარმენობას გასწავლითქო.
-აა.. უი.. ხოო.. დაიცა მოვფხიზლდე.. მოვალ მალე.-ვუთხარი და გავუთიშე.ძლივს წავართვი ძილს თავი.როგორც იქნა მოვწესრიგდი და სახლიდან გავეტიე.შოთი თავის ადგილას იდგა და საქმიანობდა.
-დიდება შენს გამოჩენას. სად გოგო აქამდე?
-მეძინა სად ვიქნებოდი,ახლაც მძინავს.
-ეე ბარმენობა თუ გინდა ძილი უნდა დაივიწყო.
-მეტი რაღა დავივიწყო?როდის მძინავს.
-მოგიკვდი მე შენ!-შევებრალე შოთის და ცალი ხელი ლოყაზე იტკუცა.ორივეს გაგვეცინა.
-კაი დავიწყოთ მიდი.-ვუთხარი და გვერდით დავუდექი.
-ჯერ გაგაცნობ აუცილებელ წესებს,ბარმენი მომხიბვლელად უნდა გამოიყურებოდეს. თუ მას აქვს მოუვლელი კანი, არათანაბარი კბილები ან საუბრობს გაურკვევლად, მაშინ მან უნდა დაივიწყოს ბარმენის კარიერის შესახებ.-გაეღიმა,მერე განაგრძო-ბარმენი უნდა იყოს ზრდილობიანი, აქტიური ადამიანი. საკუთარ თავში ჩაკეტილი და მთელს მსოფლიოზე ნაწყენი ადამიანებისათვისაც ჩაკეტილია ბარმენობის გზა. ბარმენი არ არის ადამიანი, რომელიც უბრალოდ ემსახურება ხალხს, იგი არის მოსაუბრე, რომელთანაც ხალხს სურს საინტერესო საუბრის გაბმა რამდენიმე ჭიქა სასმელის დალევის შემდეგ. ის არის ადამიანი, რომელმაც ყველას უნდა დაუთმოს საკმარისი ყურადღება, იყოს სალმიანი, მომღიმარე და ყოველთვის კარგ ხასიათზე,გასაგებია?
-კი გასაგებია!
-და კიდევ ერთი!ბარმენი უნდა ასწრებდეს ყველა მურველის მომსახურებას ისე, რომ არ ავიწყდებოდეს ვინ გადაიხადა ფული და ვინ არა. გარდა ამისა, იგი ყურადღებას უნდა აქცევდეს ჭურჭლის სისუფთავეს ბარში.
-გასაგებია!
-ძალიან კარგი! მაშ ასე,რა არის კოქტეილი? კოქტეილი- რამოდენიმე სასმელის შერევის შედეგია.კოქტეილების შემადგენლობა სხვადასხვანაირია.უმეტესობისთვის გამოიყენება ყინული,რომელიც მნიშვნელოვანია.იგი უნდა იყოს ნაკლებად მინირალიზებული ან გაწმენდილი წყლით გაკეთებული.უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე და გემოს გარეშე.რომელი კოქტეილი მოვამზადოთ?
-მოხიტო! მოხიტო მომწონს ძალიან და მასწავლე რაა..
-კარგი,იყოს მოხიტო. ესეიგი რა ხდება.. მოხიტო ხუთი ინგრედიენტისგან შედგება: რომი,შაქარი,ლაიმი,სოდიანი წყალი და პიტნა.ამ ყველაფერს მაღალ ჭიქაში მოვათავსებთ და სპეციალური ჩხირით მოვურევთ.გასაგებას აგიხსენი?
-კი,კი.. დავიწყო?
-მიდი აბა!-შოთის ჩამოთვლილი ინგრედიენტები მოვიმარაგე და შევუდექი კოქტეილის გაკეთებას.კარგი გამომივიდა,ოღონდ ტკბილი იყო,შაქარი მომივიდა მეტი.
-პირველ მცდელობაზე არაუშავს,თანდათან დაიხვეწები და ყველაფერი კარგად გამოგივა.-სცადა ჩემი გამხნევება ბარმენმა.
-იმედია!-ვუთხარი და ჩემი გაკეთებული მოხიტო მოვწრუპე.
-ბურდულის ძმაკაცს რა უნდა რას გერჩის?-მკითხა შოთიმ.არ მოველოდი შეკითხვას და უცებ დავიბენი.
-არაფერი ისეთი,ნასვამი იყო და ბოდიალობდა რაღაცეებს,ვუთხარი დაცვას დავუძახებთქო..
-არამგონია დაცვაზე დაძახებით დაფრთხეს ეგ.. დიდი "გოთვერანი" ტიპია.. ორჯერ იჯდა უკვე.
-მართლა? ნაჯდომია?-ისე გავიკვირვე თითქოს წარმოუდგენელი რამ გამეგო.-ბურდული არა ჰო?
-არა,ბურდული არაა "განასროკი" მაგრამ ამბობენ უბრალო ქურდობებზე არ დადის,უფრო ძარცვებს ეტანება და დიდ საქმეებს კიდებს ხელსო..-შიშმა დამიარა ტანში.
-შავი სამყაროს წარმომადგენელია,ნუთუ კიდევ არსებობენ ასეთები?
-როგორები?-გაკვირვებით მკითხა შოთიმ.
-აი კანონიერი ქურდები რომ არიან რა..
-როდის არ არსებობდნენ შენ ეგ მითხარი.. ყოველთვის იყო და იქნება სამყაროში და ქვეყნის მართველობაში ეგრედ წოდებული ქურდული სამყარო.შენ წარმოიდგინე სტალინიც!მე არ მეგულება სტალინზე მეტად გათვითცნობიერებული და ქურდულ ცხოვრებაში გარკვეული პოლიტიკოსი, სახელმწიფოს მეთაური და მასაც კი არ უცდია ქურდების, როგორც კლასის განადგურება. პირიქით, სტალინმა ის სახელმწიფო სისტემაში ჩართო და ამან გაამართლა კიდეც. სახელმწიფო სისტემაში ჩართვა, მათ სტრუქტურულ ჩართვას კი არ გულისხმობს, არამედ არსებობის საშუალებას.
-მეშინია მე მასეთი ხალხის..-მართლა შემეშინდა.
-ბურდულზე ჩასაფრებულნი არიან,როდის წაიჭერენ ერთი სული აქვთ.. საქართველოში ვერაფერს უმტკიცებენ,რაღაც შეემთხვა მაგას მემგონი ადრე და წავიდა,დატოვა საქართველო.წლებია უკვე ესპანეთში ცხოვრობს.. იშვიათად ჩამოდის ხოლმე თბილისში.. თავიდან ძველი ბიჭობით გაითქვა სახელი,მერე ბანდიტური საქმეები მიაწერეს,მაგრამ სუფთა გამოძვრა,უეჭველი ვიღაც ჰყავს სამინისტროში..
-კაი კაი არ მინდა მაგაზე ლაპარაკი,თორემ შიშმა ამიყოლა უკვე.-ვუთხარი შოთის და ვეცადე აკანკალებული ხელები დამემალა.
-შენ რისი გეშინია, რას გერჩის,რა უნდა დაგიშავოს!-მითხრა ღიმილით შოთიმ.თავში აზრმმა გამწვა და თვალს დამიბნელდა უცებ "ამბობენ უბრალო ქურდობებზე არ დადის,უფრო ძარცვებს ეტანება და დიდ საქმეებს კიდებს ხელსო" ამოტივდივდა შოთის ნათქვამი თავში,გონებაში და მთელი ჩემი არსება მოიცვა.თუ ეგრეა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდეს კარის ნებისმიერი ჩამკეტის გაღება და ისე დაკეტვა,რომ კვალი არ დატოვოს.. წონასწორობას ვერ ვიცავდი უკვე ეს რომ გავიფიქრე.
-ანა რა გჭირს გოგო,რა ფერი გაქვს.. ცუდათ ხარ?-შეშფოთებით მკითხა შოთიმ.
-წყალი მომაწოდე რაა-ძლივს ამოვიღე ენა.წყალი მოვსვი და ცოტა დავმშვიდდი.-არაფერია,გადამივლის. დღეს ლუკმა არ მაქვს ნაჭამი და მისი ბრალია ეტყობა.-მოვუნახე მიზეზი ჩემს ცუდათ გახდომას.
-დაიცა მერე შე კაი ადამიანო,რატო იკლავ თავს! დაჯექი აქ და ახლავე მოგიტან საჭმელს-შოთიმ სკამზე დამსვა და თვითონ გავიდა. მალევე დაბრუნდა.ხელში სალათიანი თეფში ეჭირა.-აი ეს ჭამე,ცოტა აზრზე მოხვალ.გავუღიმე და ჭამა დავიწყე.ორი ლუკმა ძლივს გადავყლაპე.
-მეტი არ მინდა,უკეთ ვარ!სახლში წავალ,ცოტას დავიისვენებ,საღამოს მოვალ და კი გნახავ.-დავამშვიდე მეგობარი.
-გამოგყვები სახლამდე!..
-არა! არ მინდა,მართლა კარგად ვარ.მადლობა შოთ!
-არაფრის რისი მადლობა.კაი მაშინ,ტელეფონს მიაქციე ყურადღება დაგირეკავ იცოდე.
-კარგი! დროებით.
-დროებით!-კლუბიდან გამოვედი და ზამთრის ცივი ჰაერი ხარბად შევისუნთქე.მიშველა ჰაერზე გამოსვლამ ცოტა გონს მოვედი.მთელი გზა უჩინმაჩინზე და ბურდულზე ვფიქრობდი,ვცდილობდი პარალელი გამევლო მათ შორის.თითქმის ყველაფერი ამტკიცებდა,რომ ჩემზე შემოჩენილი უჩინმაჩინი ალექსანდრე ბურდული იყო.მაგრამ ისიც მაფიქრებდა,თუ ასეა რატომ არაფერს იმჩნევდა და ჩემს თვალწინ სხვა ქალებს კოცნის.ფიქრები ერთმანეთში მერეოდა.სახლში შევედი.ისევ უცვლელი დამიხვდა ყველაფერი. კარადიდან ნაჩუქარი კაბა გამოვიღე და დავაკვირდი,იქნებ ლექსოსეული რამე შემემჩნია მასზე.მაგრამ ვერაფერი ვნახე,ან რას ვეძებდი,რა უნდა მენახა.. საღამომდე ვიწრიალე,ვერ ვწვებოდი,ვერ ვჯდებოდი,ვერ დავდიოდი და მაინც ბოლთას ვცემდი.როგორც იქნა მოვიდა დრო კლუბში წასვლის.
-როგორ ხარ?-შემომეგება შოთი.
-უკეთ ვარ,უკეთ!
-შემაშინე დღეს,ისეთი ფერი გედო..თავს გაუფრთხილდი გეხვეწები,ჩემი თხოვნა იქნება ეს..
-რა საყვარლად მზუნველი ხარ ბიჭო!-გავეკრიჭე შოთის.
-კაი ახლა,თორემ გავწითლდი.-მითხრა სიცილით.
-წავედი გამოვიცვლი და გამოვალ უცებ,კარგა ძალი ხალხიც მოსულა უკვე.-ვთქვი და დარბაზს მოვავლე თვალი.გამოსაცვლელ ოთახში შევედი და გამოვიცვალე.რომ დავბრუნდი,ბართან ტატო დამიხვდა.მხიარულად მივესალმე.მართლა გამიხარდა მისი დანახვა.თვითონ რატომღაც ვერ შევატყე სიხარული ჩემს დანახვაზე,არა კი გამიღიმა მაგრამ რაღაც ვერ იყო ხასიათზე.
-რა მოხდა ტატო?-ვეღარ მოვითმინე და ვკითხე.
-არაფერი ისეთი.
-ჩვენ ხომშევთანხმდით მეგობრობაზე გუშინ?
-კი შევთანხმდით და ასეცაა,ჩვენ მეგობრები ვართ!
-მერე, რა მოხდა? რაღაც ვერ ხარ ხასიათზე..
-მისმინე!.. მე კი ვუთხარი და იმედია დაიჯერა კიდეც,რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ!
-ვის რა უთხარი? ვის რა უნდა დაეჯერებინა ვერაფერი გავიგე.-გაკვირვებას ვერ ვფარავდი.
-ლექსო ბურდული შემხვდა დღეს და მელაპარაკა..
-რააა?!-ლამის ყბა ჩამომვარდა გაოცებისგან.
-ჰო! მაგ გოგოსგან შორს დაიჭირე თავიო!..-არაფერი მითქვამს ტატოსთვის.ბრაზისგან გავიბერე ისე,რომ ვინმეს ერთი ზედმეტი სიტყვა და ალბათ გავბრდღვნიდი.შემოსასვლელი კარისკენ ვიხედებოდი,როდის შემოვიდოდა ბურდული ერთი სული მქონდა.დიდხანს არც დააყოვნა და თავის ლამაზმანთან ერთად გამოჩნდა,თავის მაგიდას მიუჯდა და შეკვეთა ითხოვა.
-მე წავიღებ ამ შეკვეთას!-ვუთხარი ლანას და შოთის ვანიშნე მალე მოვალთქო. არც კი შემოუხედავს ბურდულს ჩემთვის,განცხრომით დაძგერებოდა მის ლამაზმანს და კოცნიდა.სისხლმა ტვინში ამასხა.საბოლოოდ დავრწმინდი,რომ ეს არ იყო "უჩინმაჩინი".. ჭიქები მთელი ძალით დავახეთქე მაგიდაზე.ხმაურზე მისი გოგო შეხტა,თვითონ კი განრისხებულმა შემომხედა. ორივე ხელებით მაგიდას დავეყდენი,ლექსოსკენ გადავიხარე და კბილებში გამოვცერი:
-ბატონო ალექსანდრე გარეთ გამოდით,საქმე მაქვს.-არანაკლებ "ძველბიჭურად"გამომივიდა ნათქვამი.არის ჩემში მაინც ის ქუთაისური რაღაც.მრისხანება არ გაქრობია თვალებიდან,უხმოდ ადგა და გასასვლელისკენ წავიდა.უკან გავყევი.
-არ გეჩვენაბა რომ ზედმეტი მოგივიდა?-მკითხა მისი ბოხი და მკაცრი ხმით როცა უკვე გარეთ გავედით.
-"საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაოო" იმას იყენებთ ხო?-ვკითხე დამცინავი ტონით.
-თავდაცვა?ვისგან ვიცავ თავს,შემახსენე აბა!-მკაცრი ტონი დაცინვაში გადაუვიდა.უფრო ავენთე.
-თქვენ მე სულელი ხომ არ გგონივარ?ვინ გეკითხება ჩემს საქმეში რომ ერევი?-ვცდილობდი ხმა მეკონტროლებინა.
-რომელ საქმეში?როემლია შენი საქმე?
-მეღადავები?-აღვშფოთდი უკვე.
-არა!
-მაშინ კარგად მისმინე! შენ არავინ არ ხარ ჩემთვის გასაგებია? შესაბამისად შენი საქმე არ არის მე ვის გავიცნობ და ვის დაველაპარაკები,ვინ იქნება ჩემი მეგობარი თუ შეყვარებული.შენ არავინ გეკითხება ამას და გირჩევნია შენ დაიჭირო თავის ჩემგან შორს.-მივახალე ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით.
-ბლა.. ბლა.. ბლა.. მორჩი?!-მკითხა მშვიდად და ღიმილით.
-არა არ მოვრჩი!-ლამის ვუყვირე,ნერვები მომეშალა აგდებულად რომ შეხედა ჩემს ნათქვამს.-თუ თავს არ დამანებებ იძულებული ვიქნები სამსახური დავტოვო..-უცებ დასერიოზულდა.
-და სად მიდიხარ მერე?
-სადაც შენ არ იქნები!
-ჰოდა წადი მიდი! რას ელოდები?რა დაგრჩენია ამ კლუბში?
-ეგეც არაა შენი საქმე..ასე რომ მოკეტე-წამომცდა უცებ. მისმა თვალებმა გაიელვა.
-ახლა იცი როგორ ხასიათზე დამაყენე? რომ მიგახრჩო არ დამენანები.-გამოსცრა კბილებში.
-მე დიდი ხანია მაგ ხასიათზე ვდგები, შენ რომ დაგინახავ.-არ მოვიხარე ქედი.ღმად ჩაისუნთქა და მერე უცებ ყელში მწვდა.
-ისე მოგკლავ და გაგაქრობ,შენს სულსაც ვერ იპოვნიან თვით ანგელოზებიც კი!-მითხრა და კედელს მიმაყრდნო.მთელ სხეულში შიშმა,სიბრაზემ,სასოწარკვეთამ.. ყველაფერმა ერთად დამიარა, ცრემლები თავისით წამომცვივდა.
-ნადირი ხარ!-ამოვიღნავლე საცოდავად.
-ვარ!
-თავი დამანებე და შემეშვი საერთოდ..-ისევ საცოდავი ხმა ამომივიდა პირიდან.ხელი შემიშვა.ცოტა ხანს მიყურა, მერე ცრემლით დასველებული სახე მისი გრძელი თითებით მომიმშრალა.თვალებში ჩამხედა, შუბლზე მაკოცა და წავიდა. გაოგნებული ვიდექი. მზერა გავაყოლე მიმავალ ბურდულს,კარებში რომ შედიოდა თითქოს რაღაც გაახსენდაო, შემოტრიალდა და გამიღიმა.
-ღამით,როცა წამოწვები ხოლმე,რაიმე წაიფარე,თორემ გამიცივდები!...


7 თავი.

-ღამით,როცა წამოწვები ხოლმე,რაიმე წაიფარე,თორემ გამიცივდები!-მითხრა და კარში შესასვლელად შებრუნდა.გაგონილმა ფარდა ახადა და საბოლოოდ დამარწმუნა იმაში,რომ ჩემი უჩინმაჩინი ბურდული იყო.ყველა გრძნობა ერთმანეთში ამერია.მეშინოდა ბანდიტი რომ გადამეკიდა,მეშინოდა ჩემი თავის,რადგან ადრევე ვხვდებოდი ბურდული ჩემი ინტერესის სფერო გახდა.მიხაროდა,რომ ჩემზე ფიქრობდა,რომ ზრუნავდა.მტკიოდა სხვასთან რომ იყო,მიუხედავად იმისა,როგორც მისი საქციელიდან გამომდინარე სჩანდა მე მოვწონდი,კოცნიდა სხვას ჩემს მოურიდებლად.. "არა ეს ვერ არის აშკარად"გავიფიქრე და გაცეცხლებული შევვარდი კლუბში.შოთისთან მივიჭერი.
-შემივსე ერთი ჭიკა რაიმე სპირტიანი სასმელით.-ვუთხარი და ჩემი ხმა მე თვითონ ვერ ვიცანი.
-რა მოგივიდა ანა! ადამიანის სახე არ გაქვს-შეშფოთდა ბარმენი.
-მიდი,მიდი დამისხი და მერე მოგიყვები.-შოთიმ უხმოდ დამისხა ტეკილა.წყალივით დავლიე,ისედაც გაცეცხლებულ გულზე სულ წამომახურა.-წავედი მე,დავითმა რომ მიკითხოს მოკვდა ანათქო ან რამე მოიფიქრე არ ვიცი-მივახალე და გასახდელისკენ წავედი,შოთის არაფრის თქმა არ ვაცადე.ტანსაცმელი გამოვიცვალე და დარბაზში რომ დავბრუნდი შოთის გავძახე-კარგად ვარ,არ ინერვიულო.უბრალოდ ახლა აქედან უნდა გავიდე აუცილებლად.-კარგიო დამიქნია თავი გაოცებულმა.
გარეთ რომ გამოვედი წვიმდა.ჩქარა გავუყევი სახლისკენ გზას.ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა. "ანა! ტატო ვარ,შოთიმ მომცა შენი ნომერი.მითხრა,რომ განერვიულებული ყოფილხარ.ახლა როგორ ხარ?".. მივწერე "კარგად ვარ,კარგად. ხვალ შეგეხმიანები".. მობილური გავთიშე.ალკოჰოლმა გზაში მიწია,საიამოვნოდ გამაბრუა და დამიბრუჟა კეფა და მუხლები.კარგა გვარიანად დავსველდი. სახლში შესულმა თვალი მოვავლე იქაურობას.ისევ სიმშვიდე იყო.
-ჰმ!ბურდული.. ჩემზე შემოჩენილი უჩინმაჩინი ალექსანდრეა.. ლექსო ბურდული კრიმინალი! ლექსო ბურდული მექალთანე!ლექსო ბურდული რისხვა! ლექსო ბურდული გიჟი და არანორმალური! ბურდული საშინლად სიმპატიური! ბურდული საშინლად საყვარელი! ბურდული!..-ვლაპარაკობდი ჩემთვის გაბრაზებული და თან სველ ტანსაცმელებს ვიხდიდი.ტრუსის ამარა დარჩენილ სხეულზე პიჟამოს ზედა გადავიცვი და თავზე პირსახოცი მოვიხვიე,თმას რომ არ დავესველებინე.. ოთახში შევედი და საწოლში შევწექი.-დეგენერატი! იდიოტი!-განვაგრძობდი ალექსანდრეს ლანძღვას.ღამემ და ცოტაოდენმა ალკოჰოლმა თავისი გაიტანა და ძილი მომერია,ემოციებიდან დაცლილს ღრმად ჩამეძინა...
მესიზმრა.. ცეცხლში ვიდექი და სახეს ცეცხლის სიმხურვალე მიწვავდა,გაქცევა მინდოდა მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძროდი.. ვგრძნობდი ვბორგავდი.ძლივს გავახილე თვალები.თავის გაუნძრევლად ავხედე ტუმბოზე დადებულ ელექტრო საათს. დილის რვის წუთებს მიჩვენებდა.ისევ დავხუჭე თვალები.. ლოყაზე ცხელი სუნთქვა ვიგრძენი,სახე ამეწვა აი ზუსტად ისე როგორც სიზმარში.. თავის გადმობრუნება ვცადე,მეორე ლოყა ბალიშის ნაცვლად მკლავზე მედო.. არა ჩემი მკლავი ნამდვილად იყო!! საბანი ფრთხილად ავწიე და ჩემს სხეულს დავხედე.მუცელზე ხელი მქონდა მოხვეული.არც ეს იყო ჩემი ხელი!! სწრაფად დავიფარე და თვალები დავჭყიტე დაძაბულობისგან.ფრთხილად გადმოვაბრუნე თავი,რომ მენახა ვინ იწვა ჩემს საწოლში ჩემს უკან. ფანჯრიდან შემოსული დილის რიჟრაჟის და ელექტრო საათის განათებაზე ჩემზე მოკრული მძინარე ბურდულის სახე ამოვიცანი.ჯერ გამაჟრჟოლა,გამაცია,ცივმა ოფლმა დამასხა,დამამუნჯა.. მერე მისმა მშვიდმა სუნთქვამ სითბო ჩამიღვარა გულში,ისე საყვარლად ეძინა, სუნთქავდა და თან ისე ვყავდი ჩახუტებული მომინდა გადავბრუნებულიყავი და მეც მივხუტებოდი.მაგრამ არა!! ამას არ გავაკეთებდი.. ინსტიქტურად კივილი მოვრთე და წამოხტომა ვცადე საწოლიდან.ჩემს კივილზე ლექსომ შეიღვიძა.თავი ოდნავ წამოწია და ცალი თვალ მოჭუტულმა გაბრაზებული ტონით მითხრა:
-რა გაკივლებს გოგო ამ დილაუთენია,გაჩუმდი და მაცალე რა ძილი!-ხელები მაგრად მომხვია და თავი ისევ ბალიშზე დადო.ძილს აპირებდა.გავგიჟდი მის ასეთ რეაქციაზე.
-შენ საერთოდ ნორმალური ხარ?-გავკიოდი.
-ხომ გითხარი "ბლიად" გაჩუმდითქო-იღრიალა.მერე წყნარადა მითხრა.-აი უბრალოდ გაჩუმდი!ძალიან მეძინება.-მეუბნებოდა ისე თვალებს არც ახელდა.ვითომ გათიშულს ეძინა.მარჯვენა ხელი,რომელზეც თავი მედო პირზე ამაფარა,ხმის ამოღების საშუალება არ მომცა.-ჰო აი ეგრე გაჩუმდი! ყოჩაღ,კარგი გოგო ხარ!-შემაქო და უფრო მოემგვანა საწოლში,ტკიპასავით მომეკრა უკნიდან.ხმა ჩამივარდა,ვერაფერს ვერ ვამბობდი,ყელში ბურთი გამეჩხირა,საცაა ავტირდებოდი.მხოლოდ ტრუსებით და მაისურის ამარა ვიწექი საწოლში და ჩემთან ერთად უცხო მამაკაცი იწვა,რომელიც არც კი მაძლევდა იმის საშუალებას ავმდგარიყავი და ჩამეცვა მაინც.დავნებდი და მოვეშვი,ნელა დავდე თავი ისევ მის მკლავზე.თვითონ კი ისევ მშვიდად განაგრძობდა სუნთქვას.სხეულის ყველა ის ადგილი მეწვოდა სადაც კი მეხებოდა,მთლიანად ვხურდი.არ დამძინებია,ან რა დამაძინებდა.უბრალოდ ვიწექი ჩუმად და სუნთქვისაც კი მეშინოდა. ასე ვიყავი დაახლოებით ორმოცი წუთი. მეტკინა მარჯვენა გვერდი ერთ მხარეზე ნაწოლი,ფრთხილად ვეცადე გადმობრუნება და გულაღმა დაწოლა.გამომივიდა.ისევ ეძინა ბურდულს,მაგრამ ხელები არ გაუშვია ჩემზე.მარწუხებივით ჰქონდა შემოჭერილი.ავწრიალდი,ვერ მოვისვენე ლოგინში,თან მართლა ძალიან მცხელოდა. საათს გადავხედე,მერე ლექსოს უკან მდგომ ტუმბოზე მობილურს.მოკლედ ნერვებმა ერთ ადგილას გაუნძრევლად ყოფნას ვერ გაუძლეს.
-არ იცოდი ხოლმე ასე მოუსვენრად ყოფნა საწოლში!-მითხრა თვალებ გაუხელელად ალექსანდრემ.
-ოჰ!იკადრა გაღვიძება.-ამოვიღე ენა-გამიშვი,გაწიე ხელები.-ვცადე მისი ხელი მომეშორებინა,რომელიც წელზე ჰქონდა შემოხვეული,მაგრამ ამაოდ ვეჭიდავებოდი.-ეს რა წესია?სახლში იპარები. ეგ არ იკმარე და საწოლში მიწვები.გეკითხები რა წესია?!-წამოვენთე.ლექსომ თვალები გაახილა,ერთხანს ჩუმად მაკვირდა,მერე ისედაც ბოხი ხმა ახალ გაღვიძებულზე სულ დაბოხებოდა, მითხრა:
-ძალიანაც კარგი წესია,შემოვედი არ შეგაწუხე,ადე ქალო კარი გააღეთქო,ჩუმად ჩემთვის დავწექი და დავიძინე.რას უწუნებ ჩემს წესს?-მითხრა მთელი სერიოზულობით.
-ვერ ხარ ხო?-წამოვიძახე.
-ოო ნუ წიკვინებ რაა.. შენ,რა წესია ერთი, ახალგაზრდა გოგო ტრუსებით რომ წვები დასაძინებლად?-გადავიკისკისე მის ნათქვამზე.თვითონაც გაეცინა.
-აი ვინ გეკითხება შენ,მე ჩემს სახლში და ჩემს საწოლში როგორ დავწვები და რას ჩავიცვამ?-ვუთხარი სიცილს რომ მოვრჩი.
-ჰოდა,აი შენც არავინ გეკითხება,ჩემს სახლში როდის მოვალ და როდის დავიძინებ ჩემს საწოლში.გასაგებია?-მითხრა მთელი სერიოზულობით.
-ჰაჰ!-აღშფოთებისგან აღმომხდა- მოდი ხელზე მიჩქმიტე,მესიზმრება მგონი.სიზმარში ვარ ჰო?-ვეუბნებოდი გაფართოვებული თვალებით.
-ჰო კაი,მოდი გიჩქმეტ,მოწიე ხელი!-მარჯვენა ხელით,რომელზეც თავი მედო ჩემი მარჯვენა აიღო და მისი მარცხენა ხელით მკლავზე მიჩქმიტა.
-აუ!!!-წამოვიძახე ტკვილისგან და ხელი მოვისვი მტკივან ადგილას.-მეტკინა ველურო!
-ხო მთხოვე ჰოდა მეც შევასრულე.კაი მიდი ადექი ახლა და ჩაიცვი.-მითხრა და საბანი გადამხადა.თვითონ ჩაცმულს ძინებია,შავი მაისური და ლურჯი ჯინსის შარვალი ეცვა.ამ ჟესტმა უფრო გამიღვივა მის მიმართ ნდობა.მაგრამ მე სირცხვილისგან რა მექნა არ ვიცოდი. ისიც მრცხვენოდა ერთ საწოლში რომ ვიწექით,მაგრამ ასე დღის სინათლეზე რომ რომ გამომამზეურა,მეუხერხულა ძალიან. თან შემცივდა.
-დამაფარე საბანი გავიყინე!-საბანს მოვეპოტინე ,მაგრამ არ მაფარებდა.გავბრაზდი,გავიბერე და კოპებ შეყრილმა წამოვხტი საწოლიდან.მაისური ძლივს მიფარავდა საცვალს.კარადიდან შარვალი გამოვიღე და ამოვიცვი.-შენც ადექი დროზე და წადი აქედან.იმ კარებს ამოვჭედავ და მერე ვნახავ როგორ შემოხვალ.-ვუთხარი ისევ გაბუსულმა და ფეხსაცმელების ჩაცმა დავიწყე.
-სად მიდიხარ?-მითხა და საწოლზე წამოჯდა. თმები სასაცილოდ ჰქონდა აბურძგნული და ძალიან საყვარლად მიყურებდა.ვდნებოდი მისი შემხედვარე,მაგრამ ეს შინაგანად,გარეგნულად კი ისევ ისეთი შეუვალი სახე მქონდა.
-დაბლა ჩავდივარ,ყავა არ მაქვს და უნდა ვიყიდო.-ვუთხარი მკაცრად.
-აუ ყავა მეც მინდა.დაიცა შენ იყავი და მე ჩავალ!-თქვა და საწოლიდან ადგა.
-ალექსანდრე! მაბრაზებ უკვე..-მთელი სერიოზულობა ჩავაქსოვე ხმაში.
-ანა! ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს მე.. - გამხადა ღირსი მომესმინა მისი მკაცრი ხმა.იმდენად კატეგორიულად მითხრა,წინააღმდეგობა არ გამიწევია.უბრალოს ზედმეტი იქნებოდა იქ ჩემი ლაპარაკი.არც ის მინდოდა,რომ "ქაჯი" გამოვსულიყავი მის თვალში.
-კარგი!როგორც ინებებთ ბატონო ალექსანდე!-ირონია გავურიე ხმაში.
-ძალიან კარგი,ქალბატონო ანა! და ეს დაიმახსოვრე ყოველთვის,საშინლად არ მომწონს როცა მეწინააღმდეგებიან.
-ჰმ! დავიმახსოვრო?
-ჰო დაიმახსოვრე,სამომავლოდ გამოგაგება!-მითხრა და თვალი ჩამიკრა.-მიდი წყალი აადუღე და ხუთ წუთში აქ ვარ.რა წამოგიღო კიდე ყავის გარდა?
-არაფერი!
-კარგი ჩემით მოვიფიქრებ.-მოვიდა თავზე მაკოცა და კარი გაიხურა.მოწყვეტით დავვარდი საწოლზე. იმ წუთას ყველაზე ბედნიერი და შიშით გარემოცული ადამიანი ვიყავი...


8 თავი.

კი,მე ბედნიერი ვიყავი ეს ბუნებრივია.
ნებისმიერ ქალს უხარია ნებისმიერი მამაკაცის ყურადღების ცენტრში ყოფნა.ეს სჭირთ ქალებს!
არიან ქალების კატეგორია საშიში,მკაცრი და შეუვალი მამაკაცები რომ აინტერესებთ და იზიდავთ.არიან კატეგორიები,რომლებსაც რბილი და დამყოლი ხასიათის მამრობითი სქესი მოსწონთ.მაგრამ ყველა ქალის ქვეცნობიერი მაინც ითხოვს ძლიერი კაცის ყოლას.სიძლიერე კუნთებში კი არ აისახება,არამედ მის ხასიათში და მენტალიტეტში.ქალმა ღირსეული მამაკაცის გვერდით თავი სუსტადაც უნდა იგრძნოს და ძლიერადაც.ბავშვადაც და ზრდასრულ ადამიანად.კაცმა უნდა მოახერხოს ეს!.. მაგრამ ყველა კაცს არ შესწევს ამის უნარი,რადგან მათ "ბავშვობის"ასაკიდან გამოსვლა უჭირთ,უფრო არ სურთ.
..ავდექი,აბაზანაში შევედი,ხელ-პირი დავიბანე და კბილებს ვიწმენდდი კარების ხმა რომ გავიგე.შესასვლელში გავედი,ლექსო ორივე ხელში სავსე ცელოფნის პარკებით შემოვიდა და ფეხით კარის დაკეტვას ცდილობდა. ჩამეღიმა და აბაზანაში დავბრუნდი.
-რა ქენი წყალი არ აადუღე?-გამომძახა სამზარეულოდან.
-არა!
-რატომ?
-არ მეცალა!ახლა ავადუღებ-ვუთხარი და სამაზარეულოში შევედი.-ამდენი რა იყიდე?-მაგიდაზე დაწყობილ ცელოფნებს ჩავხედე.
-საჭმელია რა..
-არ იყო საჭირო ამდენი რამის ყიდვა.-ჩაიდანი წყლით ავავსე, გაზქურაზე დავდგი და მისკენ მოვტრიალდი.
-გაზქურას ანთებენ ხოლმე,როცა ადუღებული წყალი უნდათ.-მითხრა წარბების აწევით და გაზქურისკენ თითის გაშვერით.
-არ ვიცოდი!-ვთქვი ცინიზმით, შებრუნდი და ავანთე.-ლექსო მისმინე!- სკამზე ჩამოვჯექი.
-გისმენ,აბა რა ხდება?!
-მეტი რაღა უნდა ხდებოდეს? არ მომწონს მე ეს ყველაფერი.არ მინდა ასე იქცეოდე,არ მინდა ასე ვცხოვრობდე.იმედია ხვდები რასაც ვამბობ.-თვალებში მივაჩერდი.ჩუმად იდგა.- ახლა ვხვდები და ვიცი,შენ გადამიხადე ბინის ქირა,მახვედრებდი ყვავილებს,მაჩუქე კაბა. და ის შავი მანქანა კუდში რომ დამყვებოდა შენ იყავი.მადლობა ყველა საჩუქრისთვის,მაგრამ არ მინდა!! მე შენი არაფერი არ მინდა,გესმის?! მე ვერ ჩავეწერები და ვერ ვიქნები შენი ლამაზმანების რიგში და შენი გასართობი.შენ მე ვინ გგონივარ?-თვალები ამეწვა უკვე და ნერვიც ამიტოკდა.
-ზუსტად ის ხარ ვინც მგონიხარ!-მითხრა ღიმილით.
-ახლა დალევ ყავას და წახვალ ამ სახლიდან-ვუთხარი კატეგორიული ტონით.
-ანა!..
-ალექსანდრე!-გავაწყვეტინე,რაღაცის თქმას აპირებდა.-ვერ ვთქვი გასაგებად? არ მინდა ჩემთან რაიმე შეხება გქონდეს! არ მინდა გესმის?!-თვალები აემღვრა.-და კლუბშიც თუ არ დამენახვები კარგს იზამ ძალიან..
-ეგ ჩემი გადასაწყვეტია რას ვიზამ და რას არა!..
-ვიცი,შენი გადასაწყვეტია,მაგრამ მე არ მსურს შენი ნახვა მეტად.ეს არ არის ჯანმრთელი სიტუაცია,ეს არ არის მოსაწონი და მე არ მომწონს.ვიღაც უცხო მამაკაცთან ერთად ერთ სახლში,ერთ საწოლში.. შემოდიხარ ღამ-ღამობით და მითვალთვალებ!-ძარღვები დამებერა-ყველაფერს თავი,რომ დავანებოთ,ეგ დანაშაულია! -ჩაეცინა,უბრალოდ იდგა და მისმენდა.-შენგან განსხვავებით,მე ბავშვი ვარ!.. რა გინდა ჩემგან? თავი დამანებე გეხვეწები!-ჩაიდანში წყალი ადუღდა და გამოსართავად მივედი.შემობრუნება ვერ მოვასწარი,ჩემს უკან იდგა და წელზე შემომხვია ხელები.გავიყინე ერთ ადგილას.მგონი გულიც კი გაჩერდა იმ წამს.თავისკენ მომაბრუნა და თვალებში ჩამხედა.მღვრიე და ამავე დროს მზით გაბრწყინებულ ზღვას ვხედავდი მის თვალებში.
-ვიცი,რომ ბავშვი ხარ. ძალიან ჭკვიანი ბავშვი.ლამაზი და ძალიან საყვარელი,უმანკო და სუფთა,თავის თავში დაჯერებული და ძლიერი ბავშვი! ეს ბავშვი,კი მხოლოდ ჩემია!-მელაპარაკებოდა და თან სახე ახლოს მოჰქონდა ჩემკენ.
-მე შენი არ ვარ!-გამოვცერი კბილებში.
-ჰო ჩემი ხარ! რომ დაგინახე იმ დღიდან მოყოლებული.
-ჰაჰა არ გამაცინო რა!
-მომწონს რომ იცინი!
-ლექსო უკან დაიხი და ხელი გამიშვი.-ვცადე ხელებით უკან გაწეულიყო.
-ისიც მომწონს სახელით რომ მომმართავ.
-ჩემს ნერვებზე თამაშობ ხო?ხელი გამიშვი,თორემ..
-თორემ რა? რას იზამ?-მითხრა და უფრო მაგრად მომიჭირა ხელები წელზე.ფაქტიურად მიხუტებული ვყავდი.
-ვიკივლებ!-მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.
-მიდი დაიწყე.. რას ელოდები?
-ამ სახლში აწი ვეღარ მნახავ.
-სადაც არ უნდა წახვიდე,მაინც გიპოვი,გესმის?
-ახლავე გამიშვი ხელი!-ვიყვირე მთელი ხმით.-და მოშორდი აქაურობას!-გამოვცერი კბილებში.-გაქრი საერთოდ და თავი დამანებე.-გავჩუმდი,ჩემი გულის ხმა მესმოდა.
-არ მიყვარს როცა ზედმეტებს ლაპარაკობენ..
-არ მაინტერესებს შენ რა გიყვარს და რა არა.
-წყალი გაცივდა,ყავა გაამზადე მიდი.-მითხრა და ცივად გამიშვა ხელი.მსუბუქი ხელის კვრა გამოუვიდა.ორი ჭიქა ყავა გავამზადე და მაგიდაზე დავდგი.თვალს მაყოლებდა ყოველ მოძრაობაზე, ვგრძნობდი.გულის სიღრმეში მინდოდა,მინდოდა მასთან ახლოს ყოფნა,მაგრამ არა! საკუთარ თავმოყვარეობას არ გადავაბიჯებდი.
-დალიე.-ვუთხარი და ჭიქა მისკენ გავწიე.
-ახლა მე მისმინე!.-მითხრა და ყავა მოსვა.-შენ,მე ჩემი დაგარქვი და ასე იქნება სულ.-გამაჟრიალა მთელ ტანში.-შენ ვერსად ვერ წახვალ, სანამ მე არ გეტყვი თანხმობას.არ მაინტერესებს შენ გინდა თუ არა ეს.მე როგორაც ვიტყვი ისე იქნება ჩვენს შორის ყველაფერი..
-შენ ცოტას ხომ არ უბერავ?-წამომცდა,მაგრამ ისე ავღელდი ვერ გავაკონტროლე.ჯერ ჩაეცინა,მერე მკაცრი სახე მიიღო და ფეხზე ადგა.ურცხვად მივაშტერდი თვალებში.მკლავში ხელი მომკიდა და ფეხზე დამაყენა.მეგონა კედელს მიმანარცხებდა ისეთი მრისხანება დავინახე მის თვალებში.მინარცხებით არა,მაგრამ კედელზე კი ამაკრა.თვითონ ორივე ხელით მიეყრდნო ჩემს უკან კედელს და წყნარი,მაგრამ მკაცრი ხმით მითხრა:
-შენ ვერგაიგე ხო რა გითხარი? შენ ჩემი დაგარქვი! ჩემი!!! და ამას ვერავინ ვერ შეცვლის,თვით ანა კაკაურიძეც!
-მე შენი არ მეშინია..
-ვიცი!
-ჰოდა არ მაინტერესებს შენი სურვილები.
-კიდე თავისას იმეორებს-ჩაეცინა ირონიულად და ოთახის სივრცეს გახედა.
-და გავიმეორებ კიდეც,თუ საჭირო გახდა ბევრჯერაც.
-ვიცოდი ჯიუტი რომ იყავი,მაგრამ ასეთი?!.. არაუშავს,მიგატეხავ მაგ რქებს.
-მე თუ არ მენდომება,ვერაფერსაც ვერ დამიშავებ-"გავბლატავდი", ბურდულისგან ქებად ჩავთვალე ჩემი სიჯიუტის აღნიშვნა.
-მართლა?-მკითხა სიცილით.-ვნახოთ აბა?!-გააზრება ვერ მოვასწარი მისი სიტყვების,როცა ტუჩებზე დამაცხრა და კოცნა დამიწყო.მთელი სხეული მომეჭიმა გიტარის სიმივით.თვალებში დაგუბებული სიბრაზე ლოყაზე ჩამომიცურდა.ის კი, არ ჩერდებოდა,ჩემს კოცნას განაგრძობდა,რბილი და ცხელი ტუჩებით. გონს მოვეგე და მთელი ძალით ხელი ვკარი.მომწყდა ტუჩებიდან და უკან დაიხია.სახეზე ღიმილი დასთამაშებდა,მაგრამ ეს ღიმილი გაოცებამ და მოულოდნელობამ შეუცვალა,როდესაც სახეზე სილა გავაწანი.გავმწარდი მისი ასეთი საქციელის გამო.
-მხეცო!.ნადირო!. ვინცა ხარ,გაეთრიე ამ სახლიდან-ვბღაოდი ბოლო ხმაზე,და თან ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა.
-კარგი ჰო დამშვიდდი,გაკოცე მეტი ხომ არაფერი მომხდარა.-უკვირდა.-არადა წეღან დიდ გულზე იყავი.-დამცინავი ხმით მითხრა.
-ალექსანდრე წადი!-ვიყვირე კიდევ,თვალებიდან ალბათ ცეცხლს ვაფრქვევდი,საშინლად მეწვოდა,კისრის ძარღვები დამბერვოდა.ბურდული უსიტყვოდ შებრუნდა და გასასვლელისკენ წავიდა.გავიგონე როგორ შეიგინა გასვლისას და კარები მიიჯახუნა,იატაკმა და კედლებმა ზანზარი გააყენა.იატაკზე ჩავჯექი და ხმით მოვრთე ტირილი.თავი შეურაცყოფილად ვიგრძენი.ტუჩებს გაუაზრებლად ვიწმენდდი სახელოთი.
-დამპალი,რა ჰგონია,ყველა ვინც მოეწონება მისი უნდა გახდეს?! ვერ მივართვი!,-ვლუღლუღებდი ჩემთვის.უცებ ავდექი,ცრემლები მოვიწმინდე და მეზობელთან გავედი.კარი შუახნის კაცმა გამიღო.
-გამარჯობათ!უკაცრავად,რომ გაწუხებთ ლურსმანი ხომ არ გაქვთ,რომ მომცეთ? რამოდენიმე ცალი მჭირდება.-ვთხოვე მეზობელს.
-კი,კი მაქვს-ისე გაკვირვებული მიყურებდა,გაგიმარჯოს თქმა დაავიწყდა.-როგორი გინდა,დიდი თუ პატარა?
-დიდი,დიდი,აი ბეტონის კედელს რომ მიეჭედოს ისეთი თან გრძელი უნდა იყოს.გაქვთ?
-კი,კი მაქვს.ახლავე გამოგიტან.-მეზობელი სწარფად შებრუნდა სახლში,რახარუხის ხმა გავიგონე და ორ წუთში ისიც გამოჩნდა.ხელში ხუთი ღერი გრძელი ლურსმანი ეჭირა.-გეყოფა?-მკითხა.
-კი,მეყოფა.ძალიან დიდი ბოდიში შეწუხებისთვის და უღრმესი მადლობა.ჰო! იცი რა მინდა კიდე გთხოვო?!ვინმემ ჩემზე რაიმე რომ გკითხოს,გთხოვთ უთხარით,არ გინახივარ საერთოდ.მპირდები?-მეზობელი თხოვნის შესრულრბას დამპირდა.სახლში შემოვედი,შესასვლელში დაკიდებულ სარკეში ჩემი თავი დავინახე.თვალები და ცხვირი გაწითლებული მქონდა.ალბათ მიტომ გავუკვირდი მეზობელსთქო გავიფიქრე. სამზარეულოში შევედი,ქვაბები გადმოვყარე კარადიდან,გრძელ ტარიანი მძიმე ქვაბი ავარჩიე და ისევ შესასვლელში დავბრუნდი.ჩაქუჩის მოვალეობა უნდა შეესრულებინა ამ ქვაბს.კარები ჯერ საკეტებით ჩავკეტე,მერე ლურსმნები დავაჭედე კარების ჩარჩოს მთელ სიგრძეზე.ნახევრამდე ჩაჭედებული ლურსმნები კარების მხარეს გადავღუნე და კარი დავლუქე.საკეტის გაღების შემთხვევაში,კარი მაინც არ გაიღებოდა.ჩავიკეტე სახლში თავი.არ მინდოდა ბურდულის ნახვა.ვესრად ვერ წავიდოდი,ყველგან მნახავდა მაინც.ფანჯრიდან კიდე როგორ შემოვიდოდა მეხუთეზე ვცხოვრობდი,ერთი აივანი ჰქონდა ამ ბინას ლოჯის მხრიდან და აივანი კიდე გისოსებით იყო დახურული,რომელიც ბოქლომით იყო ჩაკეტილი ქვედა მხარეს.ანუ აივნის მხრიდან დაცული ვიყავი.ტელეფონი ჩავრთე და შოთის დავურეკე.
-შოთი უნდა მიშველო!
-რა ხდება?-შეშინებული მკითხა.
-დავითს უთხარი,მე სოფელში წავედი.დედაჩემია ცუდათ-ვთქვი საშინელი ტყუილი.-ვერ მოვალ სამსახურში.მაგრამ ვინმემ რომ მიკითხოს,ლანამაც კი,იცოდე არავის უთხრა ეს ამბავი.გთხოვ!
-კარგი,ანა!დაველაპარაკები დავითს,იმედია სერიოზული არაფერი სჭირს დედას.ნუ გეშინია,ყველაფერი კარგად იქნება.-დამამშვიდა მეგობარმა.
-მადლობა შოთ! ჰო! ტელეფონი დამიჯდა და მეთიშება.კაი გაკოცე კარგად!-ტელეფონი გამოვრთე.-ახლა ვნახავ ბურდულო თუ მნახავ და შემოხვალ ამ სახლში.ვთქვი ხმამაღლა.-საჭმელი კი მაქვს,სასწავლებელში დასვენების გამო არ დავდივარ და ვიქნები ასე გამოკეტილი.საქმესაც გავიჩენ რაიმეს.-კმაყოფილი ვიყავი ჩემი საქციელით.უჯრები დავქექე,საქსოვი ძაფი და ჩხირები ვნახე. "მშვენიერია" წამოვიძახე. დივანზე მოვკალათდი,ტელევიზორი ჩავრთე და ქსოვა დავიწყე.რას ვქსოვდი არ ვიცი,უბრალოდ ნერვებს ვაყოლებდი. ტელევიზორის ხმაც არ მესმოდა,მხოლოდ გამოსახულებას ვხედავდი..ყურებში მხოლოდ ალექსანდრეს ნათქვამი მიწიოდა "შენ ჩემი დაგარქვი!! ჩემი!!!".. კოცნის გახსენებაზე ჟრუანტელმა დამიარა მთელ ტანში.ინსტიქტურად ტუჩებზე მოვისვი ხელი.მივეფერე ჩემს ბაგეებს,სადღაც ორი საათის წინ ბურდული თავისი ცხელი ბაგეებით რომ მკოცნიდა.ჩამეღიმა, სადღაც გულის სიღრმეში მომეწონა კიდეც მისი კოცნა.ეს ხომ პირველი იყო,მაგრამ პირველი კოცნა სხვანაირი წარმომედგინა,უფრო ნაზი,რომანტიული და თვალებდახუჭული,როგორც ფილმებშია.ეს კი,როგორც ველური ისე მკოცნიდა...თავი გავაქნიე, თითქოს ასე ფიქრები გამეფანტებოდა,ტუჩები მოვიწმინდე და ქსოვა განვაგრძე.ძილი მომერია და იქვე დივანზე მივწექი.რომ გამეღვიძა საღამოს შვიდი საათი იყო.გარეთ უკვე ბნელოდა.შუქები არ ამინთია ისე გადავიხედე კორპუსის ეზოში.სიმშვიდე იყო.ერთი ლამპიონი იდგა ჩემი სადარბაზოს წინ და საცოდავად ბჟუტავდა,ძლივს ანათებდა ეზოს. მზერა მოპიდაპირე კორპუსის განათებულ ფანჯებზე გადავიტანე.რაღაც უნდა მეღონა,ფანჯრები უნდა დამებურა,რომ შუქი არ გასულიყო ჩემი სახლიდან.საძინებელში შევედი და პლედი ავიღე და ჩემი ოთახის ფანჯარაზე ჩამოვკიდე.მეორე პლედით სამზარეულოს ფანჯარა დავბურე.ტელევიზორი ლოჯში იდგა და იქ კი ისედა ეკიდა მუქი ფარდები. მაგიდაზე დაწყობილ ცელოფნებს ჩავხედე,მაგრამ არაფერი არ ამომიღია ისე შევდე მაცივარში.საჭმელი არ მიჭამია,არც მომშიებია.გულის კანკალში გავატარე მთელი ღამე,არ დამძინებია.ვფიქრობდი ბურდული დაბრუნდებოდა კარების გაღებას ცდიდა. მაგრამ არა! არანაირი ჩამიჩუმი არ ყოფილა.დილით ჩამეძინა. რაღაც კოშმარი მესიზმრა და შეშინებულმა გავიღვიძე. ისევ სიწყნარე იყო სახლში. "მგონი მართლა დამანება თავი"გავიფიქრე და ტელეფონი ჩავრთე.შოთის და ტატოს მესიჯი დამხვდა.შოთისი გავხსენი პირველად.. "დავითს არაფერი უთქვამს,დედას გამოჯანმრთელება უსურვა.შენ როგორ ხარ?" მივწერე: "მადლობა შოთი,მე არამიშავს.დავითს მადლობა გადაეცი ჩემგან.ხომ არავის ვუკითხივარ? შენ როგორ ხარ?". ხუთ წუთში მომივიდა პასუხი; "მხოლოდ,ლანამ,ლაშამ და ტატომ გიკითხა,რატომ არ არისო.მეც არამიშავს.მოვიწყინე გუშინ უშენოდ.მალე ჩამოდი რა". ჰმ!ბურდულმა არ მიკითხა,ალბათ არც იყო კლუბში მისული.მგონი ძალიან გაბრაზდა,ჰოდა ძალიანაც კარგი,თუ დამანებებს თავს. შოთის მივწერე; "ვეცდები მალე ჩამოვიდე.კარგი გაკოცე და კარგაად!"..ჩემებს დავურეკე,მოვიკითხე და ტელეფონი ისევ გამოვრთე არ დავლოდებივარ პასუხს. ტატოს მესიჯიც არ წამიკითხავს.არ მინდოდა მიმეწერა მისთვის რამე.მთელი დღე ქსოვაში და ტელევიზორის ყურებაში გავატარე. ფილმი გადიოდა "12 years a slave",ბევრიც ვიტირე. ისედაც ცუდ ხასიათზე ვიყავი და უფრო გამიფუჭდა ხასიათი. დავიღალე ასე გამოკეტილი სახლში ყოფნით.რას ველოდი ნეტა?.. არადა ლურსმნები ისე მაგრად ჩავაჭედე ვიცოდი გამიჭირდებოდა იმის ამოძრობა.ქსოვას შევეშვი და წიგნებს დავუწყე ძებნა.ჩემს დიასახლისს დაეტოვებინა თაროზე რამოდენიმე ძველი წიგნი.დათა თუთაშხიამ დამაინტერესა,რადგან ფურცლებით იყო რამოდენიმე გვერდი ჩანიშნული.ჩანაწერებს აკეთებდა მკითხველი.ერთ-ერთ ასეთ ჩანაწერს წავაწყდი. თუთაშხია წერს ნანო თავყელიშვილს წერილს: "ყველა ქალი,ყველა მამაკაცთან ყველანაირ ურთიერთობაში იჩაგრება.მის წყურვილსა და ვნებას ათასნაირი შიში ახლავს გამუდმებით.ეს აწვალებს სწორედ.ყველაზე მეტად იმის ეშინია-ვინმემ არ გადაიბიროს ჩემი მამაკაცი,ან თვითონ არ მიმატოვოს სხვა მიზეზითო.კაცებსაც სჭირთ იგივე,მაგრამ ნაკლებად და ნაკლებს"..წიგნით ხელში დივანზე ჩამოვჯექი და წაკითხულს ჩავუფიქრდი.მართლაც და როგორი მართალი ნათქვამია.მე ხომ გულის სიღრმეში ამიტომ მეშინია ბურდულთან ურთიერთობის. მეშინია,რომ ვერ შევძლებ მისთვის ერთადერთი გავხდე. და არც ის მინდა მისი გოგოებიდან ერთ-ერთი რომ ვიყო.
ამიტომ აღარ ვიფიქრებ ამ ადამიანზე,მორჩა. თან მეორე დღეა უკვე და არ მოუკითხია,არ ვუკითხივარ "გაუტყდა" ალბათ ჩემი რეაქცია და შემეშვა.ალბათ ფიქრობს ჩემზე "ქაჯიაო".. იფიქროს რაც უნდა აი დარდი!.. ან იქნებ სულაც არაფერს ფიქრობს და ერთობა ახლა მის ლამაზმანებთან.. გაერთობა რატომაც არა,ვინ ეტყვის უარს ლექსო ბურდულს-კაცი სიმპატია!.. ამ ფიქრებით მქონდა გაჭედილი ტვინი.ახლა გამახსენდა საჭმელი უკვე მეორე დღეა არ მქონდა ნაჭამი.ძალით ავდექი ფეხზე,მაცივარში შევიჭყიტე.მაგრამ ისევ მივხურე.ყავა გავიმზადე მხოლოდ და ვაშლის წვენი დავლიე. მთელი ორი დღის კვების რაციონი მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა.ისევ ფიქრებს მივეცი თავი,სხვა რა მქონდა საქმე.რა საშინელებაა ისეთი ადამიანების ყოფა, სახლში რომ არიან და გარეთ გასვლა არ უწევთ,თან სურვილიც არ აქვთ.როგორ ძლებენ.ეკლებზე ვიჯექი. რას ავიტეხე ეს კარის ამოკეტვა,მაგრამ ცხელ გულზე სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.საათი ღამის თორმეტს უჩვენებდა.ტელეფონს ვწვდი,ვერ ვისვენებდი.ჩავრთე ისევ.. კიდევ შოთის მესიჯი დამხვდა.ვიფიქრე დასამშვიდობებელი მესიჯიათქო,ამიტომ ჯერ ტატოსი გავხსენი. "ან როგორ ხარ?! სად გაქრი,ხომ გაქვს მშვიდობა?"..არაფერი მიმიწერია. მერე შოთისი გავხსენი.სულ რაღაც თხუტმეტი წუთის წინ ჰქონდა გამოგზავნილი. მხდველობა დავძაბე ისე ვკითხულობდი. "ანა! ბურდულმა გიკითხა. ვუთხარი ორი დღეა არაფერი ვიცი მასზეთქო.გაცეცხლებული გამოვიდა კლუბიდან. რა ხდება?" მესიჯის კითხვის დასრულება და კარებზე ბრახუნი ერთი იყო. შიშისგან შევხტი.ყურებზე ხელი ავიფარე და დივანსა კედელს შორის დარჩენილ ცარიელ ადგილას ჩავიმალე.რამოდენიმეჯერ განმეორდა კაკუნი,მაგრამ არ გავსულვარ. მერე კარის სახელურის ხმა მომესმა.ალბათ საკეტი გახსნა,მაგრამ ვერ შემოვიდა.კიდევ ერთი ძლიერი დაბრახუნება გავიგე,არა უფრო მორტყმის ხმა იყო. მერე ჩაწყნარდა ყველაფერი. მგონი ოცი წუთი მაინც ვიყავი კუთხეში ჩაყუჟული. სამალავიდან ფრთხილად და ფეხაკრებით გამოვედი,გასასვლელში გავედი და კარებს მივაყურადე,აბსოლიტური სიწყნარე იყო. მშვიდად ამოვისუნთქე."წავიდა",გავიფიქრე და საძინებელში შევედი.შუქი ავანთე და საწოლი ავშალე დაძინება გადავწყვიტე... უცებ საშინელი მსხვრევის ხმა გავიგე და დავინახე იატაკზე როგორ გაიფანტა მინის ნამსხვრევები.შიშისგან ადგილზე გავშეშდი.ფანჯარაზე ჩამოფარებული პლედი გადაიწია და ოთახში ჩატეხილი ფანჯრიდან წელზე თოკ შემოხვეული ბურდული შემოვიდა... იატაკზე მოწყვეტით დავეცი...
გონს რომ მოვედი და თვალი გავახილე,ოთახი ცარიელი დამიხვდა."ალბათ სიზმარი იყო" გავიფიქრე და თავი წამოვწიე. ოთახში სველი ტილოთი ხელში ლექსო შემოვიდა.შეშინებული და მრისხანე მზერით შემომხედა უსიტყვოთ. მოვიდა და ტილო დამადო შუბლზე.
-არ მინდა ეს,სიცხე კი არ მაქვს.-ვუთხარი მკვახედ და მოვიცილე.
-შენ საერთოდ ხმა არ გამაგონო.-გამოცრა კბილებში.-რას გავს შენი საქციელი,საერთოდ თუ აზროვნებ შენ.გოგო მთელი თბილისი შევძარი შენი ძებნით,სოფელშიც არ იყავი.ყველაზე ცუდი და საშინელებაც კი ვიფიქრე ხომ არ დაემართათქო.-მისი თვალები კვესავდნენ რომ მელაპარაკებოდა.
-არ მინდოდა შენი ნახვა,არ მინდოდა აქ რომ მოსულიყავი.-ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-წამოდი მივდივართ!-მითხრა ისევ მკაცრად.
-სად? არსად წასვლა არ მინდა მე.
-ჩემთან სახლში.შენ ამ სახლში დღეიდან არ იცხოვრებ!-მოვიდა და ხელში ამიყვანა.
-არ მინდა შენს სახლში დამსვი გთხოოვ,არ მინდაა შენთან-პატარა ბავშვივით დავიწყე ტირილი.
-არ მაინტერესებს შენ რა გინდა..
-ლექსო დამსვი გთხოვ!
-მორჩი ახლა წუწუნს-შემომიბღვირა და სახლის კარი გამოიხურა.არ ვიცოდი იმ წუთას რა უნდა მექნა ან მეთქვა,უბრალოდ ჩუმათ და უხმოდ ვტიროდი. მანქანასთან ჩამომსვა კარი გამიღო დაჯექიო მიბრძანა. მეც დავჯექი,თავი შემოყო მანქანაში და უსაფრთხოების ღვედი შემიკრა. ჩემი ცხვირი ლამის მის კისერს ეხებოდა ისე ახლოს იყო. მისი სურნელი შევისუნთქე.ზღვის სურნელი გამახსენა,ბავშვობაში დეიდამ წამიყვანა დეიდაშვილებთან ერთად ზღვაზე რამოდენიმე დღით,პირველად ვნახე მაშინ ზღვა და პირველად შევიგრძენი მისი სუნი.. აი სწორედ ისეთი სუნი ჰქონდა ბურდულსაც,როგორიც იმ ზღვას.კარი მომიჯახუნა და გვერდით მომიჯდა. ცრემლიანი თვალებით გავხედე. არ მიყურებდა.მანქანა ადგილს მოსწყვიტა.-ტანსაცმელებს ვიყიდით,ან თუ გინდა ხვალ გამოგიტან ამათ,რაც აქ გაქვს.-მითხრა წყნარი,მაგრამ შეუვალი ხმით.
-ხვალ სახლში დამაბრუნებ!-ვუთხარი კატეგორიული ტონით.და ცრემლები ხელის გულით მოვიწმინდე.
-შენი სახლი დღეიდან ჩემს სახლშია,გასაგებია?
-არა! არ არის გასაგები.ალექსანდრე მე მშობლები მყავს,და-ძმები,მათ რა პასუხი გავცე?რა ვუთხრა? ან შენ რას ეტყვი მამაჩემს?..
-ეგ ჩემი საქმეა რასაც ვეტყვი.. ხვალვე წავალ და დაველაპარაკები,შენ მარტო თუ ეგ გაწუხებს.
-მარტო ეგ არა! მე არ მინდა შენთან ყოფნა,რა ვერ გაიგე? არ მინდა არააა!
-მე მინდა! ჩემთან რომ იყო.
-ანუ ეს რა გამოდის,მიტაცებ?-ხმა გამიწვრილდა.
-არა,რა გიტაცებ. მდგმური იქნები ჩემი უბრალოდ,ნუ გეშინია ხელს არ გახლებ.-მითხრა ღიმილით.
-პოლიციაში წავალ და გიჩივლებ!-წამოვიძახე უცებ. ჯერ წყნარად შემომხედა,მერე კი ისტერიკული სიცილი აუტყდა. დამპალი! დამცინა,თან როგორ უხდება სიცილი. ვაიმე რა დროს სიცილზე ფიქრია,თავი გადაირჩინე ანა!!!...-თავს მოვიკლავ!..-ვიყვირე ბოლო ხმაზე.
-ერთით ნაკლები ლამაზი ადამიანით დატრიალდება დედამიწა,სხვა არაფერი.-მითხრა მშვიდად და ღიმილით გამომხედა.
-თავს მაზიზღებ,ვერ გიტან!!!!
-კიდე,კიდე!!
-შენ ჩემს ხმას ვერ გაიგონებ აწი! ვსო მე მკვდარი ვარ შენთვის ამ წუთიდან.-ვუთხარი და ბრაზ მორეულმა ისევ ტირილი დავიწყე.
-რა სულელი ბავშვი მყევხარ შენ მე!-მითხრა სითბოთი გაჟღენთილი ხმით და ლოყაზე ორი თითით ხელუკუღმა მიჩქმიტა...
ჭიშკარი ღიად დაგვიხვდა მის სახლში რომ მივედით.იქვე იდგა,მაღალი და ახოვანი კაცი.ფანჯრიდან გადასძახა ლექსომ-მადლობა რეზო ძია!.-მანქანა სახლის წინ გააჩერა.-გადმოხვალ შენით თუ ისევ ხელში აგიყვანო?-მკითხა სერიოზული ტონით. ხმა არ გამიცია,ღვედი შევიხსენი და მანქანიდან გადმოვედი.გაბერილი ვიყავი საშინელი,აი როგორი იცი?კისრის ძარღვები რომ გეტკინება ემოციური ყვირილისგან და ნერწყვის გადაყლაპვა გიჭირს,აი ეგრე ვიყავი მეც.კარი შეაღო და ნანულის გასძახა. ახლად გაღვიებული ნანული თავშალ მოხვეული გამოვიდა ლექსოს დაზახებაზე.
-ნანუ,ოთახი გაუმზადე ამას,ჩვენი სტუმარია დღეიდან.-ნანულიმ კედელზე დაკიდებულ საათს შეხედა,მერე მე შემომხედა გაფართოვებული თვალებით.
-კაი შვილო,გავუმზადებ-უთხრა ლექსოს ისე,რომ ჩემზე თვალი არ მოუშორებია.-შენ მე მახსოვხარ-მითხრა მე.
-გამარჯობა,როგორ ბრძანდებით?-მოვიკითხე.
-სხვა დროს მოიკითხეთ ერთმანეთი.წადი შენს ოთახში და დაისვენე.-გვითხრა მკაცრად სახლის პატრონმა.ნანულიმ თვალით მანიშნა წამოდიო,მეც მორჩილად გავყევი. ბურდულს მოვუხედე უკან.კოპებ შეყრილი იდგა და დამშვიდებული ზღვისფერი თვალებით მიყურებდა...


9 თავი.

ნანულიმ ლამაზად მოწყობილ პატარა ოთახში შემიყვანა.მალულად მოვავლე თვალი იქაურობას.
-ეს იქნება შენი ოთახი-მითხრა მან და ფანჯარას ატმის ფერი ფარდა რომელიც გადაწეული იყო,ჩამოაფარა.
-მადლობა-ვუთხარი და ნაძალადევად გავუღიმე.
-კარგი,დაისვენე ახლა და ხვალ მოგიკითხავ უკეთ.-მითხრა მზრუნველად და ოთახიდან გავიდა.ღია ფერის კედლები და შესაბამისი ფერის ავეჯი ერთმანეთთან გემოვნებით იყო შეხამებული.საწოლი ავშალე,შუქი ჩავაქრე და დასაძინებლად დავწექი.ნერვებს ვასკდებოდი,საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი,რომ ვერ შევძელი ბურდულის შეჩერება და მაინც მისი გაიტანა.თავის ჭკუაზე მატარებს და მმართავს."ამას არ შეგარჩენ ბურდულო და არც შენ,ჩემო თავო!",ვთქვი მუქარის ტონით და დავაწყვე გეგმა,თუ როგორ უნდა გადამეხადა სამაგიერო ბურდულისთვის,რომელმაც ჩემი წინააღმდეგობის და თხოვნის მიუხედავად მაინც თავისი გაიტანა.ხოლო ჩემს თავს იმის გამო,რომ სათანადო წინააღმდეგობა არ გავუწიე.
ფიქრებში ჩამეძინა.
დილით მანქანის ხმამ გამაღვიძა,ალბათ ბურდული წავიდა,გავიფიქრე.კარზე კაკუნის ხმა გაისმა,ოთახში ნანული შემოვიდა ფრთხილად.
-მობრძანდით,არ მძინავს-ვუთხარი ღიმილით და საწოლზე წამოვჯექი.
-დილა მშვიდობისა,აბა!როგორ ხარ?
-დილა მშვიდობის!მადლობა,არამიშავს.თქვენ როგორ ბრძანდებით?-დავუბრუნე კითხვა.
-ეჰ! სადაა შვილო ბრძანება.. არამიშავს ვცხოვრობ ყოველდღიურობით და ვარ.-მითხრა თბილად და საწოლზე ჩამომიჯდა-წამოდი,საუზმე მოვამზადე და ერთად ვჭამოთ.
-არა,მე არ მინდა საჭმელი.თან ჩასაცმელი არაფერი მაქვს,პიჟამოებით ვარ მხოლოდ.
-ჩვენ მარტო ვართ სახლში,არაუშავს იყავი ეგრე..
-საჭმელი მართლა არ მინდა..
-ალექსანდრე ასე არასოდეს მოქცეულა-შემაპარა ნანულიმ-ახლა რა მოუვიდა არ ვიცი.ეტყობა მისთვის ძალიან ძვირფასი ხარ-თვალებში ვარსკვლავები აუთამაშდა და მრავლისმთქმელი ღიმილი მოედო სახეზე.
-არ მაინტერესებს მე რა ვარ მისთვის. აქედან უნდა წავიდე.-სიბრაზემ დამიარა.
-შენი თავი მე ჩამაბარა ახლა,და სანამ მოვა მე უნდა მოგხედო.ადე,მიდი ჩემი გოგო და საუზმე მივირთვათ.-წამოდგა და გვერდებზე თბილად მომითათუნა ხელი.ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა ეს ადამიანი ჩემში,მაგრამ ჩემი წუხანდელი გეგმა,საკუთარი თავის და ბურდულის დასჯის შესახებ სისრულეში უნდა მომეყვანა.გადავწყვიტე შიშმილობის აქცია მომეწყო.ამიტომ ნანული უარით და ჩაფიქრებული გავისტუმრე ოთახიდან.რომ ვთქვა შიმშილი მაწუხებდათქო არა,საერთოდ არ მქონდა შეგრძნება,რომ მესამე დღის უჭმელი ვიყავი.შუადღემდე ვიწექი საწოლში.ტელეფონი ჩავრთე და ჩემებს დავურეკე,მშვიდობით ვართო.შოთის მივწერე "როცა გნახავ მოგიყვები ყველაფერს"-თქო.ტატოც მოვიკითხე.საწოლში თბილად და უქმად ყოფნამ ძილი მომგვარა და ისევ ჩამეძინა.ნანულის ფრთხილმა დაკაკუნებამ გამაღვიძა,სადილი მზად არის და იქნებ ახლა მაინც გამოდიო,მაგრამ ახლაც არ გავედი.გაბრუნდა და სინზე დაწყობილი თეფშები ოთახში შემომიტანა.
-ეს რომ არ ჭამო,იცოდე მაწყენინებ!მთელი გული და სული ჩავაქსოვე ამის მომზადებაში,ნახე რა გემრიელად გამოიყურება-მითხრა და სინი ტუმბოზე დადო.ისეთი სურნელი დატრიალდა ცოტაც და ცუდათ გავხდებოდი.
-ძალიან გთხოვ,წაიღეთ,ვერ შევჭამ!-ვუთხარი კატეგორიული ტონით.
-კი მაგრამ..
-არა,არ მინდა ჭამა,გეხვეწები რა ქალბატონო ნანული.
-ასე,უჭმელად სანამ უნდა იყო?
-სანამ გავძლებ,მანამდე.სანამ არ გამიშვებს მისი უდიდებულესობა მანამდე-წოდება ცინიზმით წარმოვთქვი.
-არ შეიძლება შვილო მასე,შენს თავს ავნებ ეგრე.-შეწუხდა ნანული.
-ღირსი ვარ,მინდა რომ ვავნო.გთხოვთ გაიტანეთ ეს საჭმელი,მხოლოდ წყალს დავიტოვებ-ვუთხარი და წყლით სავსე ჭიქა ავაცალე სინს.
-კარგი შვილო როგორც გინდა-მითხრა და ოთახიდან გავიდა საუზმიანად.ძილი ვერ შევიბრუნე,თვალებ გახელილი ვიწექი და ფიქრებს მივცემოდი.კარებზე ისევ გაისმა კაკუნი რამოდენიმე ხანში.წამოვჯექი და თან კარიც გაიღო.ოთახში ბურდულმა შემოიხედა.გამაჟრიალა მისი დანახვისას.
-შეიძლება?-იკითხა და პასუხს არ დალოდებია ისე შემოვიდა.ხელში შავი ჩანთა ეჭირა.-ტანსაცმელები მოგიტანე,შენთან ვიყავი სახლში,რაღაცეები ჩემით გიყიდე.-მითხრა და საწოლზე მძიმედ დადო,კარგად მოზრდილი ჩანთა.-ჩაიცვი მიდი.-არაფერი მითქვამს.-ჰე რას ელოდები ადექი.
-იქნებ მიხვდე და გახვიდე ოთახიდან.-გამოვცერი კბილებში.
-არაუშავს,ვიქნები.არ მოგერიდოს,ისე მოიქეცი როგორც საკუთარ სახლში.
-ალექსანდრე ნერვებს მიშლი უკვე,გადი!
-კარგი ჰო.. აქ ვარ კარებთან იცოდე.-მითხრა და უკუსვლით მივიდა კარებამდე.კარი რომ გაიხურა ჩანთას ვწვდი და ტანსაცმელებს დავუწყე ქექვა.შარვალი ამოვიცვი და სვიტერი გადავიცვი.ფეხსაცმელებს ვიცვამდი ისევ რომ შემოვიდა ოთახში.-საჭმელი რატომ არ ჭამე?
მკითხა მკაცრად.
-არ მინდა.
-სახლშიც ყველაფერი ხელუხლებელია მაცივარში,აქაც არაფერი გიჭამია,რას ნიშნავს ეს?
-არ მინდა მორჩა.
-მორჩი ჩაცმას?-მკითხა უცებ.
-კი.
-წამოდი ერთად ვჭამოთ.
-არ მინდა ჭამა,რა ვერ გაიგე?
-ხომ იცი ვერ ვიტან როცა მეწინააღმდეგებიან..
-მეც ვერ ვიტან როცა რაიმეს მაიძულებენ. სახლში მივდივარ მე,აქ არ გავჩერდები.
-თავიდან დავიწყო ახლა?არსადაც არ წახვალ,წამო აბაზანას გიჩვენებ თავი მოიწესრიგე,თორემ როგორ გაქვს ეგ თმები გაბურძგნული-მითხრა სიცილით,ინსტიქტურად თავზე გადავისვი ხელი.ამაზე უფრო გაეცინა,მოვიდა და უფრო ამიბუძგა თმები.-წამო წამო.-უხმოდ გავყევი,აბაზანაში თავი მოვიწესრიგე და ისევ ჩემს ოთახში ვაპირებდი დაბრუნებას,მომაძახა-აქეთაა სამზარეულო აქეთ.
-არ მინდა ჭამა-გამოვძახე უკენ მოუხედავად და ოთახში შევედი.
-შენ ვერ გაიგე ხო რა გითხარი?-თვალებში სიბრაზე ჩამდგარი შემოვარდა.
-მე კი არა შენ ვერ გაიგე რა გითხარი,არ მშია!
-შენ გოგო ნორმალური თუ ხარ?მესამე დღეა უჭმელი ხარ,სიკვდილი გინდა?-დამიყვირა განრისხებულმა.
-კი მინდა!
-მე ვიცი შენ რაც გინდა.-მითხრა, მკლავში ხელი მომკიდა და ოთახიდან გამიყვანა,სამზარეულოში მაგიდასთან დამსვა ძალით.-ნანული!მოიტანე საჭმელი.-ნანულიმ მაშინვე დამიდო თეფში მაგიდაზე.-მოკიდე ხელი და დაიწყე ჭამა მიდი.-ჩამძახა ყურში.
-არ მინდათქო!-თვალები ცრემლებით ამევსო.
-ხელი მოკიდე და ჭამე!-გამიმეორა ნელა.გავჯიუტდი და ხელი არაფერს მოვკიდე.მანქანის გასაღები გულმოსულმა მოისროლა მაგიდაზე და ჩემს გვერდით დაჯდა,ახლოს მიმაჩოჩა თავისთან,ჩემი სკამი ფეხებში მოიქცია,მარცხენა ხელი სკამის საზურგეს დაადო,ხოლო მარჯვენათი საჭმლიანი ჩანგალი პირთან მომიტანა.ადგომითაც ვერ ავდგებოდი ისე ვყავდი მომწყვდეული-გააღე პირი დროზე.
-არ მინდა!-უკვე ვტიროდი.
-მე მინდა!
-ჰოდა ჭამე!..
-ერთად შევჭამთ,გააღე ახლა პირი დროზე,ნუ მახვეწებ.-"არაფერი გიჭირს,მეხვეწე ცოტა"გავიფიქრე.უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
-რა ბავშვებივით იქცევით-გვითხრა ნანულიმ ღიმილით და სამზარეულოდან გავიდა.
-ანა! დროზე,დამეღალა ხელი.
-შემეშვი,არ მინდა და არ ვჭამ.
-იცოდე ძალით გაჭმევ ახლა.
-არ შევჭამ,მორჩა.-ვთქვი და წამოდგომა ვცადე.მაგრამ მისმა მარცხენამ უკანვე,სკამზე დამსვა ისევ.ხელი ჩანგალს მომაკიდებინა და ჭამეო მანიშნა.
-თუ ჭკვიანად მოიქცევი,სამსახურში წახვალ საღამოს,თუ არადა იქნები აქ და სასწავლებელშიც არ გაგიშვებ.-მითხრა ნიშნის მოგებით და ჩაიცინა.
-თუ შევჭამ გამიშვებ?-ვკითხე სიხარული შეპარული ტონით,თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.-არ მატყუებ?
-არა!..მიდი ახლა ცოტა მაინც ჭამე.-აქციის მონაწილენი,კუჭი,გული და გონება ჭამას მთხოვდა,ორად ორი ლუკმა ვჭამე მხოლოდ.
-მეტი არ მინდა.
-ეს გეყოფა?
-კი მეყოფა.
-მაშინ ახლა ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი დალიე..
-არ მომწონს ფორთოხლის წვენი-ვთქვი წუწუნით.
-შეიძლება არ მოგწონს,მაგრამ ძალიან სასარგებლოა.ორგანიზმისთვის აუცილებელ ვტამენებს შეიცავს და უნდა დალიო-ჭიქა მომაწოდა.გამოვართვი და ნახევრამდე დავლიე.-ყოჩაღ კარგი გოგო ხარ,ასე არ სჯობს?!რომ დამაწყვიტე წეღან ნერვები-მითხრა ღიმილით და თავზე მაკოცა.-მიდი ახლა ქურთუკი მოიცვი,იქ არის ჩანთაში და გარეთ წავიდეთ.
-სად?სად უნდა წავიდეთ?-სულ გადამავიწყდა,რომ ვუბრაზდებოდი რამოდენიმე ხნის წინ.
-გარეთ მოვიფიქროთ.
-არ მინდა წამოსვლა.-გამახსენდა რომ უნდა ვიჯიუტო.
-ანა აზრი არ აქვს ჩემთან სიჯიუტეს.-მითხრა და თვალი ჩამიკრა.გავჩუმდი,ვერაფერი ვერ ვთქვი.
-მართალი ხარ!-ჩავილაპარაკე მერე ჩუმად."დავემორჩილები და მორჩილეებით დავიმორჩილებ"შევცვალე სტრატეგია და ჩავიცინე.მაგრამ ვგრძნობდი,უძლური ვიყავი მე მის წინაშე.თუმცა დანებებას არ ვაპირებდი.-კარგი წავიდეთ.-ოთახში შევედი,ქურთუკი მოვიცვი და მასთან დავბრუნდი.-სახლში თოკით შემოსვლა როგორ გარისკე?-ვკითხე როდესაც მანქანაში ჩავსხედით.
-ავიღე თოკი,ავედი სახურავზე და ისე ჩამოვედი,გავრისკე იმიტომ რომ გადამეკეტა ჭკუა,არ ვიცოდი არაფერი სად იყავი.
-და დალურსმნული კარი როდისღა გააღე?-გამახსენდა,რომ გამომიყვანა კარი ღიად იყო.
-სანამ შენ გეძინა.-მითხრა სიცილით.
-ალექსანდრე რა გინდა ჩემგან?-ვკითხე თითქმის ჩურჩულით.
-მინდა,რომ შემიყვარო!-მიპასუხა რამოდენიმე წამი დუმილის შემდეგ.დავიბენი,მის ასეთ პირდაპირ პასუხზე.არადა გულის სიღრმეში,უკვე მიყვარდა ბურდული.
-მე მეშინია შენი!..-რასაც ვფიქრობდი ვუთხარი.
-ვიცი,რომ გეშინია ჩემი.ამიტომ ვეცდები დაგარწმუნო,რომ არ ვარ საშიში,მითუმეტეს შენთვის.
-არადა ძალიან უნიჭოდ გამოგდის ეგ დარწმუნება-გამეცინა.
-ანუ უფრო გაშინებ ხო?-გაეცინა თვითონაც.
-კი!-უცებ მანქანა გააჩერა და ჩემკენ შემობრუნდა.
-ანა,არ მინდა ჩემი გეშინოდეს-მითხრა სევდიანი ხმით.
-ვერაფერს შეცვლი ალექსანდრე,მე მაინც შემეშინდება შენი,უბრალოდ ისეთი..
-ისეთი წარსული და სტატუსი მაქვს იმიტომ არა?-დაამთავრა ჩემი სათქმელი.
-დიახ!-დავეთანხმე მორიდების გარეშე-შენ კრიმინალი ხარ! მე არ მსურს ასეთი წრის ადამიანთან რაიმე სახის ურთიერთობა.თუნდაც მხოლოდ ნაცნობობაც..
-უკვე გვიანია!-მკაცრად მომიჭრა და სვლა განაგრძო.

-გვიანი არასოდეს არ არის.გამიშვი,მე ჩემს გზაზე წავალ შენ შენსაზე..
-ვერ გაგიშვებ!ძალიან რთულია ჩემთვის ეგ..-ვგრძნობდი მართალს მეუბნებოდა და გულმა ორმაგად იწყო ცემა.
-უბრალოდ ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი.როგორია ჩემი გადმოსახედიდან დღევანდელი ჩემი მდგომარეობა.დათრგუნული ვარ,თავი პატიმარი მგონია ალექსანდრე..
-ხარ კიდეც,- მითხრა ღიმილით.-ჩემი გულის პატიმარი.
-დამცინი ხო?
-არა არ დაგცინი,მართლა გეუბნები.
-არ მჯერა შენი და არც მინდა დავიჯერო-არადა როგორ მინდოდა დამეჯერებინა.
-ვიზრუნებ,რომ აზრი შეგეცვალოს.
-ვერ ვხვდები საერთოდ რატომ შემამჩნიე.-ვიკითხე გულწრფელად და გულახდილად.
-პირველი და მთავარი,მიუხედავად იმისა,რომ საშინლად ჯიუტი და თავდაჯერებული ხარ,მაინც თავმდაბალი ხარ.-რა საიამოვნო შეგრძნებაა,როდესაც გულწრფელად აღნიშნავს ვინმე შენს დადებით მხარეს-ისედაც იცი შენ შენი თავის ფასი.-გამიღიმა.
-მე კი ვიცი,მაგრამ ისეთი ადამიანის,როგორიც შენ ხარ რით დავიმსახურე შენი ყურადღება,ამას ვერ ჩავწვდი.
-ანა!.. იმდენად სუფთა ხარ შინაგანად,იმდენად სუფთა თვალები გაქვს,ამას მხოლოდ ის დაინახავს ვისაც ყელში აქვს ამოსული სილიკონით დაყენებული ძუძუები და ტ*აკი.კოსმეტიკით გაშპაკლული სახე და ყალბი ღიმილი.-უკვე დავფრინავდი.
-რავიცი ძაან კიი იხუტებდი იმათ..-გადავუკარი მწარედ.გაეცინა.
-ვიცოდი,რომ მაკვირდებოდი.-წამოვწითლდი.
-რაღა დაკვირვება უნდოდა,ჩემს თვალწინ ლამის კუჭის წვენი ამოუღე ისეთ ამბავში იყავი.-მრისხანება გამერია ხმაში.ის კი სიცილის უმატებდა.რა აცინებდა ვერ ვხვდებოდი.ტელეფონზე მესიჯი მომივიდა ტატო მწერდა."მუჭორექ ძღაბ?სადაა რომ დაიკარგე შენ ჰა?ესაა ჩვენი მეგობრობა?(მეგრული აქცენტით წაიკითხე ეს)"მარიგებდა თან.გამეცინა და პასუხი დავუბრუნე."მეგრულად რა მკითხე ვერ გავიგე და დღეს თუ იქნები კლუბში გნახავ,მეგობრობა ძალაშია!" ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან.
-ანეგდოტი მოგწერეს?-მომესმა ბურდულის შეცვლილი ხმა.
-კი!
-ჰო?-იკითხა ეჭვით.გულში გამეცინა.
-მეგრული იცი?-ვკითხე უცებ.
-კი,ვსხლავ!-გაეცინა.
-მართლა?
-არა,რა მართლა.საიდან უნდა ვიცოდე მეგრული,სანათესაოში მეგრელი არავინ მყოლია.შენ ესპანური საიდან იცი?-ის გაახსენდა ალბათ გაბროს ესპანურად ნათქვამი.
-ჩემით ვისწავლე.
-რატომ?
-მაინტერესებდა და ვისწავლე.
-ჩემი ნიჭიერი გოგო..
-"ჩემი" მოაშორე მაგ წინადადებას.
-არა! ზუსტად რომ "ჩემი" შეეფერება..
-არა!
-კი!
-არა!
-კი!
-ოო... სად მივდივართ?-გადავუტანე თემა.
-მთაწმინდაზე ავიდეთ,სიმაღლის გეშინია?
-არა!-ვიცრუე.
-კარგია!მალე მივალთ უკვე.მაგრამ სანამ ანძაზე ავალთ,ციგურებით ვისრიალოთ კარგი?
-მე არ ვიცი ციგურებზე დგომა.
-არაუშავს გასწავლი.-მანქანა სადგომზე დააყენა და ჩვენ საციგურაო მოედნისკენ წავედით.საციგურაო კანკები მოვირგეთ და ყინულზე დავდექი.წონასწორობას ძლივს ვიცავდი,მეშინოდა არ დავვარდნიიყავი და მთელი ძალით ვიყავი ალექსანდრეს მკლავს ჩაბღაუჭებული.-ნუ გეშინია,ნუ!-იცინოდა ბურდული ჩემს დაძაბულ სახეს რომ უყურებდა.
-ნუ დამცინითორემ გავალ აქედან.-გავიბუსე.
-გასწორდი ერთი წამით,აი მე უკან დაგიდგები,აქ ვარ არ გაგიშვებ ხელს.პირველად მთავარია დგომა,ყინულზე მყარად დადექი,მერე ნაბიჯები გადადგი,ჩვეულებრივი ნაბიჯები-მიხსნიდა ლექსო და თან ნელა მადგმევინებდა ნაბიკებს.-ყოჩაღ აი ასე. ხომ ვთქვი რომ ჩემი ნიჭიერი ხართქო-შემაქო ღიმილით.
-შენი არა!
-ჩემი ჯიუტი!-ისევ გაეღიმა-ახლა მისმინე,სრიალის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ხელებს,ბალანსი ხელებით ვითარდება.აი ასე განზე გაშალე და ოდნავ წინ გასწიე,-ჩემი ორივე ხელი მის ხელებში მოიქცია და ძალიან ახლოს დამიდგა,მისი სუნთქვა ყურთან მხვდებოდა,მაჟრიალებდა მთელ ტანში.-ახლა ოდნავ მუხლი მოხარე,აი ასე,სუ ოდნავ-განაგრძობდა მასწავლებლის როლში ყოფნას თან უკვე ნელა ვსრიალებდი.ვცადე მუხლის მოხრა,მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა ჩემი ცდა და ძირს გავიშხლართე,გადავიყოლე ბურდულიც.უხერხულობისგან სიცილი ამიტყდა,ვერ ვჩერდებოდი.-ხომ არ გეტკინა რამე?-ლექსოც იცინოდა.
-მე არა,შენ ხომ არაფერი გატკინე?-ვკითხე სიცილით და წამოჯდომა ვცადე.უცებ ხელი დამავლო და ზემოდან მოვექეცი ბურდულს.გვერდებზე ხელი შემომხვია და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა.-რას აკეთებ?გამიშვი..
-შენ,რომ იცინი ირგვლივ მთელი სამყარო მიფერადდება და შენ მეუბნები გამიშვიო?!-მის თვალებში ზღვა გამთბარიყო.მისი სითბო მეც გადმომედო,დაძაბული და მოჭიმული სხეული მომიდუნდა,თვითონაც იგრძნო,გვერდები გამინთავისუფლა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.-შენ ჩემი დაგარქვი!!-წარმოთქვა ჩემთვის კარგად ნაცნობი ფრაზა და შუბლზე მაკოცა მერე თვალებში ჩამხედა.
-ავდგეთ,თორემ ყველა ჩვენ გვიყურებს!-ჩვენზე მოჩერებული ხალხისკენ გავაპარე თვალი.
-ერთი მაგათი კარგიც მოვ**ან!-გამოსცრა კბილებში.
-ოო კაი,რა!აბა სანამ ვიყოთ ასე?
-პირადად მე არ მომწყინდება არასდროს-გაეღიმა.
-მე მომწყინდა უკვე და გამიშვი,თან სამსახურში წასვლის დროც მოვა მალე-ვეცადე ავმდგარიყავი.
-კარგი,როგორც იტყვი!-დამეთანხმა,ფეხზე ადგა და წამოდგომაში დამეხმარა.
-სურათებს რატომ გვიღებენ?-ვკითხე როდესაც შევნიშნე რამოდენიმე ფოტოაპარატის ობიექტივი ჩვენკენ იყო მომართული.
-პაპარაცია ალბათ-გამცა პასუხი მშვიდად.
-რა?რა პაპარაცი,არ შემშალო ახლა.-შევიცხადე.
-ნუ შეიშლები მერე,ხვალ ნახევარი საქართველო გაიგებს,რომ ალექსანდრე ბურდულს ყველაზე ლამაზი საცოლე ჰყავს და ძალიან ბედნიერია!..


10 თავი.


-რა საცოლე,შენ ხომ არ გაგიჟდი?-შევიცხადე.
-კარგი ჰო!არავინ არაა.. უბრალოდ იღებენ ალბათ თავისთვის..-მითხრა ღიმილით.
-იცოდე მეორედ ეგრე არ იხუმრო-ვუთხარი და ვცადე გასასვლელისკენ სრიალით წავსულიყავით.წამომეშველა თვითონაც.
-წამო ანძაზე ავიდეთ..
-არ მინდა,სახლში მირჩევნია.თან სამსახურისთვის უნდა მოვემზადო,თორემ დავითი გადამერევა.
-და ვაბშე რომ შეეშვა მაგ სამსახურს არა?
-არა!მე მომწონს ჩემი შრომით რომ ვშოულობ ფულს.
-ღამის კლუბია და მაგიტო..
-ეს ჩემი ცხოვრებაა და ჩემი საქმეა,სად ვიმუშავებ და სად არა.
-უკეთეს ცხოვრებას გთავაზობ მე..
-აი ეგ არ უნდა გეთქვა ზუსტად-მეწყინა მისი ნათქვამი-არავის შემოთავაზება არ მჭირდება,როგორმე ჩემით მივხედავ ჩემს ცხოვრებას.
-რაც შენ გეხება,უკვე ყველაფერი მეც მეხება!-მითხრა მკაცრად.
-აუ შემეშვი რა! არ მინდა შენთან ლაპარაკი-ვუთხარი და მანქანის კარი გამოვაღე.თქმას აპირებდა რაღაცის მაგრამ ტელეფონმა დაურეკა,დახედა და სანამ უპასუხებდა ზარს,თითქმის მიბრძანა.
-ჩაჯექი მიდი და მოვალ ახლავე!-მეც ჩავჯექი,თვითონ კი მანქანის უკან დადგა ცოტა მოშორებით.ფანჯარა ცოტათი შევაღე,რადგან ვერ ვიტან მანქანის სუნს.სარკიდან დავინახე ბურდული ნერვიულად წევდა სიგარეტს და ემოციურად,ხელის ქნევით ლაპარაკობდა ტელეფონზე.ყური მოვკარი,საუბარი ესპანურ ენაზე იმართებოდა,მაგრამ სიტყვებს კარგად ვერ ვარჩევდი,თან არ მინდოდა ყური დამეგდო.ტელეფონი გათიშა,ერთხანს ასფალტს ჩააშტერდა,მერე რაღაც ჩაილაპარაკა და მანქანისკენ წამოვიდა.სახეზე აშკარად განერვიულება ეტყობოდა.მთელი გზა არც ერთს არ ამოგვიღია ხმა.თავის სახლთან გააჩერა მანქანა და შეცვლილი ხმით მითხრა-მიდი შენ მოემზადე და მე გამოგივლი მერე.
-არ მინდა გამოვლა,ჩემით წავალ.-არაფერი უთქვამს.კარი მივუხურე და ეზოში შევედი,თვითონ კი მანქანა ელვის სისწრაფით მოსწყვიტა ადგილს.სახლში შესულს ნანული შემომეგება ღიმილით.
-მოხვედით უკვე?! ალექსანდრე სად არის?-მკითხა და ჩემს უკან სივრცეს გახედა.
-არ ვიცი,მგონი რაღაც გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა სწრაფად მოუწია წასვლა.-ვაცნობე.
-აა.. კაი არაუშავს,მოვა მალე ალბათ.
-რაღაც მინდა გთხოვოთ.-ვკითხე როდესას პატარა მისაღებ ოთახში შევედით.
-გისმენ შვილო.
-შეგიძლიათ ალექსანდრეზე რაიმე მომიყვეთ?მინდა უკეთ ვიცნობდე.
-მე რა უნდა მოგიყვე შვილო.თვრამეტ წლამდე ჩემს თვალწონ გაიზარდა.მერე უბედური შემთხვევა მოხდა და ბიძამისმა ესპანეთში წაიყვანა ალექსანდრე და მისი და..
-რა უბედური შემთხვევა?-დავინტერესდი.
-ავარიაში მოყვნენ,მთელი ოჯახი და მშობლები დაიღუპა.საჭესთან თვითონ ალექსანდრე იჯდა.-თვალებზე ცრემლი მოადგა ნანულის.
-უი რას მეუბნები,საცოდავები.-დამენანა ყველანი ამხელა ტკივილისთვის.
-ჰოო!საცოდავობის ამბავი იყო აქ,ალექსანდრე ცუდათ იყო მაგის გამო,თავს იდანაშაულებდა,იტანჯებოდა,ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და ბიძამისმა თავისთან წაიყვანა მერე,პატრონობა თავის თავზე აიღო,ობლად დარჩენილი ბავშვების.თან ის კაცი ოჯახთან ერთად ცხოვრობს იქ და შეძლებულიცაა,სხვადასხვა სახის ბიზნესი ჰქონია იქ თურმე.. ალექსანდრეზე მხოლოდ ის ვიცი იქ წასვლის შემდეგ მკურნალობდა და სწავლობდა.-ნანული გაჩერდა,კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ თითქოს ჩემი ერიდებოდა.
-რაღაცეები მეც გავიგე მასზე-მივუხვდი რიდის მიზეზს-კრიმინალი ყოფილა-ვთქვი თითქმის ჩურჩულით.
-ეგრე ამბობენ,მაგრამ არ მჯერა მე მაგი,ვერ დავიჯერებ ალექსანდრე ეგეთი რომ იყოს-მითხრა ცრემლ მორეულმა.
-არ ვიცი რა გითხრა და რით დაგამშვიდო,ყველაფერი კარგად იქნება-თბილად გავუღიმე-მე უნდა წავიდე ახლა,სამსახურში.
-ასეთ დროს მუშაობ?-გაიოცა მან.
-კი ვმუშაობ.-სევდა შემეპარა ხმაში.ოთახში შევედი,ტანსაცმელი გამოვიცვალე,ზურგჩანთაში ჩავილაგე და გამოსვლისას ნანულის გავძახე დროებით თქო.არ ვაპირებდი ლექსოს დავლოდებოდი,უფრო მეტიც გადავწყვიტე სახლში მივსულიყავი და მასთან არ დავბრუნებულიყავი.კლუბში შესვლისას ვიგრძენი როგორ მომნატრებია იქაურობა.ყველა ადგილზე დამიხვდა.ტატოც აქ იყო.ღიმილით და თბილი მისალმებით შევხვდით ერთმანეთს.შოთიმ ცხვირზე მიჩქმიტა მსუბუქად და მომენატრეო.დედაჩემი მოიკითხეს.დანარჩენებს შორიდან მივესალმე.კლუბის გახსნამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი და ერთმანეთი უკეთ მოვიკითხეთ.
-ტატო აქ აპირებს მიმტანად მუშაობას.-მაცნობა ახალი ამბავი შოთიმ.
-ვააა! ყოჩაღ,მაგარია.. გილოცავ!-გავხედე ტიტეს,სახე აწითლებული მიღიმოდა.
-მადლობა!დავითმა ამიყვანა და ვნახოთ როგორ შევძლებ.ყოველშემთხვევაში ვცდი მაინც.ისე,შენ უნდა გიმადლოდე ამას-მითხრა მე.
-მე რა შუაში ვარ?-გულწრფელად გამიკვირდა.
-შენგან ავიღე მაგალითი,დღისით ვისწავლი ღამით ვიმუშავებ და იქნებ გამომივიდეს რაიმე.მაგრამ დედაჩემი წინააღმდეგია,ეშინია შარს არ აეკიდოვო.
-მიხარია მაგალითის ძალა თუ მაქვს და ჩემი ქცევა გადამდებია..წარმატებებს გისურვებ მთელი გულით.ჩემებმა კი საერთოდ არ იციან აქ რომ ვმუშაობ.
-თორემ დაგიშლიან ხო?
-დამიშლიან რომელი,თან უეჭველი ინფაქტი გარანტირებული ექნებათ.
-კაი ტო მართლა?
-მართლა!
-ბურდულს რა უნდოდა შენგან?-მკითხა უცებ ჩუმად შოთიმ,მაგრამ შევატყე ტატომაც გაიგონა.ლაშა ცოტა მოშორებით იდგა.მომინდა მათთვის,ტატოსთვის და შოთისთვის გული გადამეშალა და ყველაფერი მოვუყევი დაწყებული უჩინმაჩინით და დამთავრებული ციგურებზე სრიალით.გაოცებულები მიყურებდნენ.
-კაი მართლა ტო?
-მართლა,მართლა! როგორ მოვიშორო?-ვიკითხე.
-გინდა კი,რომ მოიშორო?-ჩაფირებული მკითხა ტატომ.
-არ ვიცი,რავიცი,ხან მინდა ახლოს ვიყო მასთან,ხან კი გავიქცე მინდა მისგან.
-გიყვარს ტო?--თითქმის ერთდოულად მკითხა ორივემ.
-შარში ვარ!-"ჰო,მიყვარს" ნაცვლად ვთქვი.
-ახლა სად არის?
-სადღაც წავიდა,თან განერვიულებული იყო ძალიან.-ვთქვი ჩაფიქრებულმა.
-ალბათ საქმე ჩაეშალათ-თქვა შოთიმ.
-რა სამქე?-ვიკითხე გაფართოებული თვალებით-შენ ხომ თქვი საქართველოში არ აკეთებეს ასეთებსო?-თავის დასამშვიდებლად შოთის ნათქვამი გავიხსენე.
-რას გაუგებ მასეთ ხალხს ანა!უნდა შეეგუო მსგავს სიახლეებს,ისეთი ვინმე შეგყვარებია..
-მადლობა როგორ დამამშვიდე?!!-ვთქვი ხუმრობით-კარგი წავალ მე გამოვიცვლი თორემ დროა უკვე-დავუბარე შოთის და ტატოს.გასახდელი ოთახამდე მისასვლელად მამაკაცების საპირფარეშო უნდა ჩამევლო.ტუალეტიდან ჩურჩულით საუბრის ხმა მომესმა.ყურადღება ნათქვამმა მიიქცია,"მე,ვარ უმცროსი გამომძიებელი"ყური კარებს მივადე და სმენად ვიქეცი."ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი,ბატონო პოლკოვნიკო".. როგორც სჩანს ტელეფონზე ლაპარაკობდა."როგორც გავიგე,სადღაც ნაჩქარევად და განერვიულებული წასულა".."არის ბატონო პოლკოვნიკო!ვერავინ ვერაფერს ხვდება,მე ფრთხილად ვმოქმედებ".."კარგით!ნახვამდის." ბურდულზე იყო ლაპარაკი ალბათ,გამწვა თავში აზრმმა უცებ და შიშმა ამიტანა.უთვალთვალებენ უეჭველი.კარს მიღმა დაბალზე საუბრის ხმა შეწყდა. საუბარს მორჩა, გავიფიქრე და სწრაფად,ფეხის წვერებზე სიარულით შევედი გასახდელ ოთახში.კარი ოდნავ შეღებული დავტოვე მინდოდა დამენახა ხმის პატრონი.დიდხანს არ მიცდია,ტუალეტიდან ლაშა გამოვიდა.ადგილს მივეყინე გაოგნებისგან.ნუთუ ლაშა ჯაშუშუა?პოლიციელია?..
შიშისგან შემცივდა და ამაკანკალა.ძლივს მოვაბი თავი,რომ ჩამეცვა.რა ვქნა როგორ მოვიქცე?რა ვუთხრა ლაშას?ან ვუთხრა კი რამე?ალექსანდრეს ხომ არ ვუთხრა და გავაფრთხილო?მაგრამ მეშინია ლაშას არ დაუშავოს რაიმე მერე და უფრო შარში არ ჩავარდეს.სიტუაცია უფრო არ გავამწვავო ჩემი საქციელით.. თავის სატკივარი გამიჩნდა.
დარბაზში რომ დავბრუნდი ხალხი მომრავებულიყო,თვალებით ბურდულს ვეძებდივერსად ვნახე.მისი მაგიდაც ცარიელი დამიხვდა.
ბარმენის გვერდით დავიკავე ჩემი ადგილი.შოთის არ გამოპარვია ჩემი შეშფოთებული სახე და მკითხრა რა გჭირსო.როგორი დაკვირვებული და ყურადღებიანია ეს ბიჭი,არასდროს არ დარჩება შეუმჩნეველი ჩემი არც ერთი რეაქცია.
-შოთი ცუდათ ვარ!-ვუთხარი ისე,რომ არავის გაეგო.
-ვხედავ,რომ ცუდათ ხარ და მიტომ გკითხე.
-ლაშა გადაცმული პოლიციელია,ბურდულს უთვალთვალებს-ვთქვი საცოდავი გაწვრილებული ხმით.შოთიმ გაოცებული გამომხედა."ხო ეგრეა" დავუდასტურე ფართედ გახელილი თვალებით და თავის ქნევით.
-უეჭველი დავითი იქნება მაგ საქმეში გარეული-მითხრა თითქმის ჩურჩულით და კლიენტს შეკვეთა გაუწოდა.
-დავითი?
-ჰო დავითი,ყველა სივს დავითი ამოწმებს და ლაშასი გამორჩებოდა? იქნებდა სულაც არ ჰქვია ლაშა..
-ძალიან ვნერვიულობ და ძალიან მეშინია..როგორ მოვიქცე?-ამიკანკალდა ხმა.
-დამშვიდდი!შენ არ ჩაერიო,არ შევიმჩნიოთ არაფერი.ბურდული ჭკვიანი კაცია და თვითონ მოახერხებს რამეს.-დამარიგა შოთიმ.
თვალები დამეღალა კარებისკენ ნაყურები,ველოდი ლექსოს შემოსვლას,მაგრამ ის იმ ღამით არ გამოჩენილა.
სახლში დაღლილი მივედი,კარი შევაღე და შუქი ავანთე.ირგვლივ ყველაფერი მილაგებულიყო,საძინებელში ფანჯარაში მინა ჩასმული დამიხვდა.უზრუნია აქაურობაზე,გავიფიქრე და გამეღიმა.ძილის წინ ყოველდღიური პროცედურა ჩავიტარე და დასაძინებლად დავწექი.
სად წავიდა?ნეტა რა ბედი ელის?რა იქნება მომავალში?..თასი ფიქრი და კითხვა დამტრიალებდა თავში და ამ ფიქრებით ჩამეძინა.

თვალსა ხელს შუა მიილია იანვარი,სწავლა დამეწყო.ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდი.დღისით სწავლა,ღამით მუშაობა.ორი საათ ნახევარი ძილი და მერე ისევ მეორდებოდა ყველაფერი.ლაშა ისე იქცეოდა როგორც ბარმენს ევალებოდა,არადა რა იცოდა,რომ მე ყველაფერი ვიცოდი მასზე.მთელი ეს პერიოდი ბურდული არ გამოჩენილა,თითქმის ორ კვირაზე მეტი გავიდა.ვიგრძენი რომ მენატრებოდა.სახლში დაბრუნებისას ვნატრულობდი,რომ დამხვედროდა ჩემი უჩინმაჩინი,მაგრამ ნატვრა არ მიხდებოდა.ძილის წინ მეტირებოდა ხოლმე და ჩურჩულით ვთხოვდი მოსვლა.ერთი ფიქრი ვიფიქრე ნანულისთან წავალ და ვკითხავ რაიმე ხომ არ იცისთქო,მაგრამ გადავიფიქრე,თავის დაფასების და სიამაყის მომენტის გამო.ტატო და შოთი ხვდებოდა ჩემი მოწყენის მიზეზს და ცდილობდნენ ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა.თან მამშვიდებდნენ,ცუდი რამე რომ მომხდარიხო,გაუხმარებელი არ დარჩებოდა და გავიგებდითო.ძალიან დავახლოვდით მე და ტატო,ალბათ საუკეთესო მეგობრები ქვია ჩვენს ურთიერთობას.ყოველ ღამე სახლში მაცილებდა.
-არ გინდა ხმამაღლა აღიარო,მაგრამ მე მაინც კარგად ვხვდები,გენატრება..-მითხრა ტატომ როცა კლუბიდან გამოვედით და სახლისკენ წავედით.-არც გაბედო და არ იუარო.-გამაფრთხილა ღიმილით.
-კი მენატრება..-ვთქვი მორიდებით.
-ძალიან ხარ შეყვარებული ანა!
-ასე ძალიან მეტყობა?
-არა,არ გეტყობა,მაგრამ მე ვხვდები.
-პირველად ვარ შეყვარებული,თან ვისზე?კრიმინალზე და თავზე ხელაღებულზე..
-კაი ახლა ნუ დაიგრუზები რაა!! არ მომწონს როცა ცუდ ხასიათზე ხარ.
-მეც არ მინდა,მაგრამ..
-ანა! ვიცი მე როგორი სუფთაა და ძლიერია შენი სიყვარული ბურდული მიმართ,იმიტომ რომ პირველია.მაგრამ იქნებ დაივიწყო და არ იფიქრო მასზე.
-არ მინდა მეც მასზე ფიქრი,მაგრამ არ შემიძლია,თავს ზევით ძალა არ მაქვს.
-მოდი რაიმე სასაცილო მოვყეთ და გავმხიარულდეთ,ძირს მოწყენილობა და უხასიათობა!!-ბოლო სიტყვები ისე წარმოთქვა ტატომ თითქოს კომკავშირელი ყოფილიყო.გამეღიმა.
-კარგი,მოვყვეთ,თან სახლამდე ჯერ შორია.
-ესე იგი,შენ ყვები მეგრელებზე,მე ვყვები იმერლებზე.მოვილაპარაკეთ?-მკითხა სიცილით.
-okay!!ბეჭებზე დაგცემ იცოდე.-გავაფრთხილე-მიდი დაიწყე.
-ესე იგი რა ხდება.ბიჭიკია ზღვაზე ქერათმიან ქალს “ახუჭუჭებს”:არაფერი გამოვა, მე ლესბიანკა ვარ,ეუბნება ქალი.ლესბიანკა რაია? ეკითხება ბიჭიკია.რა და, აი, ჩვენსკენ რომ ლამაზი ქალი მოდის, მე იმ ქალს ძალიან ვევასები.უხსნის ქალი.მაშინ, მასე თუა, მეც ლესბიანკა ვარ, სიმონ….-გულიანად გამეცინა მონაყოლზე.
-რაცხას აფერისტობ ახლა შენ მეგრულად სიმონ-ვუთხარი ტატოს სიცილით-ბიჭიკია არ მოუვიდოდა მაგი ამბავი,ძუკუს ხელწერაა უფრო.-ორივე ვიცინოდით.
-ვგიჟდები შენს აქცენტზე,მიდი ახლა შენი ჯერია.
-კაი!..მეგრელი ციხეში მოხვდა. როცა დაიძინა მწვანე საღებავი წაუსვეს მელოტ თავზე. გამოიღვიძა მეორე დილით და სარკეში რომ ჩაიხედა, გადაირია:დედას გიტირებთ, ახლავე თქვით რომელმა გამკრასკა!მე გაგკრასკე,წამოდგა ვიღაც კუნთებიანი ახმახი.რა გინდა ახლა?
ხოხ, არაფერი ისეთი, გაშრა და მეორე პირი არ უნდა გადაუსვა?-მეგრელის ნათქვამი მეგრული კილოთი ვთქვი,ტატო ადგილზე ჩაიკეცა სიცილისგან,მის რეაქციაზე უფრო მეცინებოდა ვიდრე გაკრასკულ მეგრელზე.
-მიდი ახლა შენ!
-დაიცა ჩავითქვა სული.-ფეხზე წამოდგა,სახე დაიზილა და ღრმად ჩაისუნთქა-აუ მუცელი მტკივა უკვე სიცილისგან დას გეფიცები.
-მეც მინდა მუცელი და ლოყები მეტკინოს,მიდი გისმენ.
-კაი ხო!..სამსახურში თანამშრომელთა საატესტაციო ტესტი-გამოცდა ტარდება.
გამოცდიდან სახეაჭარხლებული ჭიჭიკია გამოვარდა, კარი მიაჯახუნა და სიმწრის ოფლი მოიწმინდა.რა ქენი?მივარდა ნაზიკია.რა უნდა მექნა, ისეთი ტესტი შემხვდა, სირცხვილით დავიწვი კაცი.მაინც რა ეწერა ასეთი?“სად ეზრდებათ ქალებს ყველაზე ხშირი და ხვეული თმა”-ო. აბა, ამისთვის რა პასუხი უნდა გამეცა, ვერაფერიც ვერ დავწერე, ჩავიჭერი...სწორი პასუხი თუ იკითხე მაინც, რა არის?ზიმბაბვე ყოფილა!მერე?რა მერე, ქალო, კაცი დავბერდი და მაგ ადგილს თუ ზიმბაბვე ერქვა, პირველად გავიგე!-მუცელიც მეტკინა და ლოყებიც სიცილისგან,ბევრი ვიცინეთ ძალიან და იმ წუთებში საერთოდ არ ვფიქრობდი ბურდულზე.
-მიდი ახლა შენ მოყევი და თან დავიშაოთ მოვედით უკვე-მითხრა ტატომ.
-მეგრელზეა ისევ-ვუთხარი სიცილით-მეგრელი დიდ სამამულო ომშია. მოხრიგინებს გერმანელების ტანკი. ესვრიან, ვერ აფეთქებენ. ერთი შანსია ვინმემ ყუმბარები შემოირტყას წელზე და შეუვარდეს მუხლუხებში (იყო ასეთი მეთოდი გმირულად დაღუპვის).
- აბა ვის გიყვართ სამშობლო - მოუწოდებს მეთაური - შეუხტით ტანკს!
მსურველები რაღაც არ სჩანან. მეთაური გამწარებული დარბის:
- რას გავს ეს, არავის არ გიყვართ სამშობლო?
შეეჩეხა მეგრელს:
- შენ, არ გიყვარს სამშობლო?
- როგორ არ მიყვარს სამშობლო - შეიცხადა მეგრელმა.
- მერე შემოირტყი ყუმბარები და შეუხტი ამ ტანკს!
-(მეგრელი) მე კი შევუხტებოდი ამ ტანკს მარა მერე ვის ეყვარება სამშობლო?!
-ჭკვიანები ვართ რას გვერჩი?-მითხრა სიცილით ტატომ.
-ჰოო ძაან!..ტატო!მადლობა დღევანდელი საღამოსთვის,ძალიან გამახიარეულე,მიხარია,რომ ჩემი მეგობარი ხარ.-ვუთხარი და გადავეხვიე.
-მეც ძალიან მიხარია და მადლობა შენ!-თვითონაც მომეხვია.
-აბა ჰე! ტკბილი ძილი.ხვალ ისევ გნახავ.
-ტკბილი ძილი.-ერთმანეთს დავემშვიდობე და კიბეებსე ავუყევი ნელა.სახლში შესულს ისევ სიწყნარე და სიმშვიდე დამხვდა.გული ჩამწყდა და თან სიბრაზე მახრჩობდა ასე რატომ მომექცა,მეუბნებოდა მინდა შეგიყვარდეო და აჰა მოახერხა კიდეც,მაგრამ რა გამოვიდა?დამტოვა ისე არაფერი დაუბარებია. არადა როგორ მენატრება,როგორ მინდა ახლოს მყავდეს,როგორ მინდა მისი ზღვის სურნელი შევიგრძნო ისევ.
მონატრებამ და სიბრაზემ თვალები ამიწვა.
პირველი იყო ასე გულის ფეთქვა და თავს ვერ ვერეოდი,თავისით მეფიქრებოდა ბურდულზე და მეტირებოდა.
დილით მაღვიძარამ გამაღვიძა.ძლივს წავართვი ძილს თავითვალებ დახუჭულმა მოვძებნე ჩემი ძილის დამაფრთხობელი და გავთიშე.თვალები მოვისრისე მუშტებით, საწოლში გავიზმორე და წამოვჯექი.გული გამიჩერდა მგონი იმ წამს,საწოლის წინ სავარძელში ბურდული იჯდა და მიღიმოდა...
11 თავი.

ალბათ ყველას განგიცდიათ მოულოდნელი სიხარული და გეცოდინებათ,თუ როგორი საიამოვნო შეგრძნებაა ის.
ამ სასიამოვნო შეგრძნების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი ახლა მეც,ვუყურებდი მომღიმარ ბურდულს და გული ყელში მებჯინებოდა ბედნიერებისგან.
-როგორ ხარ ანა?!-მკითხა თბილი ხმით და საწოლზე ჩამოჯდა.იმედი მქონდა როცა მნახავდა გადამეხვეოდა და გულში ჩამიკრავდა,მაგრამ მხოლოდ მომიკითხა.მეწყინა და ავენთე.
-ძალიან კარგად ვარ,ცუდათ რატომ უნდა ვიყო?-ვუთხარი კოპებ შეყრილმა.
-აუცილებელი იყო ჩემი წასვლა,ვიცი რომ ბრაზობ.
-სადაც გინდა იქ წადი ალექსანდრე,მე არ მაინტერესებს.
-წავედი კიდეც,და ძალიანაც გაინტერესებს სად ვიყავი.ვიცი!
-ახლა რაღატო მოხვედი აქ?-ვკითხე და ლოგინიდან ავდექი.იქვე თბილი სვიტერი მქონდა და გადავიცვი.
-ვიცოდი,რომ გენატრებოდი!-მენატრებოდიო კი არა,გენატრებოდიო.წამოვხურდი სახეზე სიბრაზისგან.
-ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე ლექსო.-ვუთხარი და თვალებში მივაჩერდი.
-მოდი ჩემთან!-ცალი ხელი გამომიწოდა და თან მიღიმოდა.მუხლებში სისუსტე ვიგრძენი.-მოდი,მოდი!
-დიდად დამავალებ თუ წახვალ-მივახალე ცივად და ოთახიდან გასვლა დავაპირე.
-ანა!-დაჭექა მისმა ხმამ.ადგილზე გავშეშდი და მხრები ავიწურე.-მობრუნდი!-მითხრა იგივე ტონალობით.როცა თბილად მექცეოდა მავიწყდებოდა,რომ ის კრიმინალია,ის საშიში ადამიანია,ჩემს სიამაყეს და სიჯიუტეს როცა ვანიჭებდი უპირატესობას,მაშინაც მავიწყდებოდა.
მაგრამ მისი მრისხანე თვალები და მკაცრი ხმა,მახსენებდა მის "წოდებას".
მისკენ მოვტრიალდი.არ ვიცი რას ვგრძნობდი იმ წუთას,ერთი სახელი არ მოეძებნება იმ შეგრძნებას,მას რომ შევხედე.მძულდა,მეზიზღებოდა,მეშინოდა,მიყვარდა,მინდოდა,სურვილს მიღძრავდა.. ყველაფერი ერთად არეულიყო.მინდოდა მივვარდნილიყავი,სახეში გამერტყა,მელანძღა,მეყვირა მისთვის და თან მინდოდა მეკოცნა,მეკოცნა ისე,როგორც თვითონ მკოცნიდა და მპარავდა პირველ კოცნას,გიჟურად და ველურის მსგავსად.
-მომიახლოვდი!-მითხრა და ფეხზე წამოდგა.ნაბიჯი გადავდგი მისკენ,მეგონა ძვლები გაგომეცალა საერთოდ და ჩემი სხეული უძვლოდ დარჩენილი საცაა იატაკზე გაიშხლართება მეთქი.ძალა მეცლებოდა რამდენადაც ვუახლოვდებოდი.შემეცოდა ჩემი თავი,ასე უსუსურად რომ ვგრძნობდი,და ამის გამო ზიზღის გრძნობა გამიჩნდა საკუთარი თავის მიმართ.მის წინ გავჩერდი.დახრილი თავი ხელით ამიწია და თვალებში ჩამხედა.-მომენატრე ძალიან და შენს გამო დავბრუნდი.
-შეგეძლო არ დაბრუნებულიყავი-ენა ვერ გავაჩერე მაინც,მინდოდა სიბრაზე გადმომენთხია,მინდოდა ცოდნოდა როგორ მტკიოდა უმისობა,როგორ მენატრებოდა და როგორ ვტიროდი ძილის წინ.-შენთვის არავინ არ ვარ მაინც!
-ვინ გითხრა სულელო?-მკითხა ღიმილით.
-შენ!.. შენ თვითონ მითხარი,ისე წახვედი არაფერი გითქვამს,არადა წასვლამდე ვითომ ყველაფერი ვიყავი შენი.მაგრამ ანდაზა "ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო" მართალი აღმოჩნდა..
-მითხარი რომ გენატრებოდი.-მითხრა ისე,რომ არც მიუქცევია ყურადღება ჩემს ნათქვამზე.
-მენატრებოდი ალექსანდრე,თან ძალიან.
-ვიცი,რომ ტიროდი ძილის წინ.-თვალები გამიფართოვდა და ამიწყლიანდა."საიდან?"შუბლზე დამეწერა ეს კითხვა.გაეღიმა.-მინდა,რომ მაკოცო,აი ისე,როგორაც გახსენდებოდა ჩემი კოცნა.-ეს ადამიანი ტვინში მიზის,ჩემს ფიქრებს კითხულობს,გავიფიქრე და ლოყაზე გაოცებისგან გაჟღენთილი მლაშე სითხე დამედინა.
-არც იოცნებო!-გამოვცერი კბილებში,არ გავიტეხე იხტიბარი,რადგან ძალიან შემრცხვა ჩემს ნაფიქრს რომ მიმიხვდა.
-მე არ ვოცნებობ ანა არასოდეს,მე ვმოქმედებ!-მითხრა და ისევ ისე,ველურივით დამაცხრა ბაგეზე.მეგონა დენმა დამარტყა,ისე დამიარა თხემიდან ტერფამდე მისმა კოცნამ.ცხელი და ვნებიანი ტუჩებით მიკოცნიდა ბაგეებს და ფრთხილად მიცურებდა მაისურის ქვეშ ხელს.ვერ ვეწინააღმდეგებოდი,ავყევი მეც მის გიჟურ ამბორს,ვხვდეობოდი რომ უნდა გავჩერებულიყავი,მაგრამ ძალა არ მქონდა.მისი ხელები ჩემს ზურგს თამამად ეფერებოდნენ.ბოლო ძალა მოვიკრიბე და მოვშორდი მის ბაგეებს,ხელებიც მოვიშორე მისი.ორივენი მძიმედ და ჩქარა ვსუნთქავდით.
-არ გინდა გთხოვ!-მუდარა ჩამიდგა თვალებში.
-მინდა ჩემი რომ გახდე!-მიჩურჩულა და ვნება ჩამდგარი თვალები შემომანათა.
-ახლა არა გეხვეწები.. ასე არ მინდა,არ შემიძლია..გამიგე.-ამიკანკალდა ხმა.თითქოს ჩაცხრა,ჩამშვიდდა,ალბათ მიმიხვდა თავშეკავების მიზეზს.
-კარგი,როგორც შენ გინდა.-მითხრა და ლოყაზე მაკოცა.გვერდებზე შემომხვია ხელი და გულში ჩამიკრა.ვსუნთქავდი ზღვის სურნელს და ნელნელა ტალღები მითრევდნენ მის სიღრმეში.არ ვეძახდი საშველად არავის,საკუთარ თავსაც კი.უფრო და უფრო მივიწევდი სიღრმისკენ და ხარბათ ვისრუტავდი საოცარ სუნს.ლოყა ჩემს თავზე დაედო და ჩუმათ რაღაცას ბუტბუტებდა.გული რომ ვიჯერე ზღვის ჰაერით და ტალღებში ყოფნით,ვუთხარი სასწავლებელში მაგვიანდება თქო.შემომთავაზა მე გაგიყვანო,მაგრამ უარი ვუთხარი.არ მინდოდა ყურადღება მიმექცია იქ ბავშვების.ბურდული ხომ ცნობადი სახე იყო და ჩემი მასთან,სტუდენტების თვალწინ გამოჩენა მითქმა-მოთქმას გამოიწვევდა და ეს არ მინდოდა.
-კარგი,მაშინ საღამოს ერთად წავიდეთ,ერთი ადგილი უნდა გაჩვენო.
-საღამოს ვმუშაობ,შაბათს რომ წავიდეთ არა?
-ეე!სამსახური მოიცდის.მე დაველაპარაკები დავითს.-მითხრა და თვალი ჩამიკრა.დავითის ხსენებაზე ლაშა გამახსენდა და ის რომ დავითიცაა გარეული იმ საქმეში.
-ლექსო რატომ გითვალთვალებენ?-ვკითხე უცებ,დაუგეგმავი და არასასიამოვნო კითხვა.
-ფიქრობენ,რომ ნარკოტიკების გამსაღებელი ვარ ესპანეთიდან საქართველოში და კერძოდ ამ ბიზნესით ვმოღვაწეობ თურმე,ცდილობენ ფაქტზე წამიჭირონ.-მითხრა მშვიდად.
-და შენ ხომ სუფთა ხარ?
-ნარკოტიკების მხრიდან კი.. მაგრამ ბოლომდე სუფთა მაინც არ ვარ..
-უფლება მაქვს ვიცოდე ვინ ხარ?-ვიკითხე და პასუხის მოლოდინში სუნთქვა შევიკარი.
-რა გაინტერესებს ანა?! წარმოდგენა შეგეცვალოს გინდა ჩემზე?-ხმას აუწია ბურდულმა.
-ყველაფერი მაინტერესებს ალექსანდრე,ყველაფერი.-ოდნავ ხმას მეც ავუწიე.
-ყველაფერი რა!.. როგორ ვძარვცვავ მილიონრების სახლებს,წამებში როგორ ვთიშავ სახლის სიგნალიზაციას,როგორ ვხსნი სეიფის კოდებს,როგორ ვიწყობ ჩანთაში დოლარებს და ძვირფასეულობას.როგორ ადვილად შემიძლია ადამიანის მოკვლა და როგორ ადვილად შემიძლია ამაზე არ ვიფიქრო!!.. კიდე რა გაინტერესებს ანა?!-განერვიულებული მიყურებდა.მოსმენილის გამო შოკში ვიყავი,მაგრამ მივხვდი მე მისი არ მეშინოდა,არ მაშინებდა მისი კრიმინალობა.მე ამან უფრო ძალა შემმატა,საკუთარ თავში უფრო მეტი რწმენა აღმოვაჩინე ჩემი თავის მიმართ.მიუხედავად ამ საშინელი ცხოვრებისა რითაც ლექსო ცხოვრობდა,მისი სურვილით მე შევიტანე რაღაც ფერადი,რაღაც ნათელი,რაღაც თბილი..ამას ვგრძნობდი და ვხედავდი.მომინდა ისევ მოვხვეოდი.
-ალექსანდრე!.მე ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ.-ვუთხარი ჩუმათ და მთელი გრძნობით.მის განერვიულებულ სახეს თბილმა ტალღამ გადაუარა და ზღვა რომელიც მის თვალებში ღელავდა,უცებ ჩადგა..დათბა..
-ჩემი სულელი გოგო.-მითხრა ღიმილით და შუბლზე მაკოცა.-მიდი ჩაიცვი ახლა,თორემ დაგაგვიანდება სასწავლებელში.მე გარეთ გავალ.-ღიმილით და თბილი მზერით გავაცილე ბურდული ოთახიდან. საათს გავხედე,მაგვიანდებოდა.უცებ მოვემზადე და სახლიდან გავვარდი.-ჩაჯექი მე წაგიყვან-გარეთ დამხვდა,მანქანასთან იდგა.აზრი არ ჰქონდა ჩემს სიჯიუტეს არ წაყოლაზე,რადგან უკვე მაგვიანდებოდა.სასწავლებლის წინ რომ გააჩერა მანქანა რათქმა უნდა ყურადღება მიიპყრო.ლოყაზე მიჩქმიტა და ისე დამემშვიდობა.
თვალებით შემჭამეს ცნობისმოყვარეებმა.ლექციაზე დაგვიანებით შევედი,მაგრამ კარგი ლექტორი დამიხვდა და უხერხულ სიტუაციას გადამარჩინა.
საღამომდე დრო სწრაფად გავიდა.ტატოს და შოთის ვახარე ბურდულის დაბრუნება,გაიხარეს ჩემი სიხარულით.დავპირდი საღამოს გნახავთ თქო.
სახლში ლექსო შემოვიდა.
-შენ მე გულს გამიხეთქავ ერთ დღესაც იქნება,შემამზადე მაინც წინდადწინ სანამ შემოხვალ-ვუთხარი სიცილით და კისერზე მოვეხვიე.თვითონაც მომეხვია.
-მე რომ კაბა გაჩუქე ის კაბა ჩაიცვი და წავიდეთ.-მითხრა და კისერში მაკოცა.
-სად მივდივართ?
-კითხვების გარეშე!-თვალი ჩამიკრა.
-კარგი!-გავუღიმე.-ოღონდ გადი ოთახიდან.
-ვიქნები!
-არააა!! არ ჩავიცვამ აბა..
-ჩაიცვამ!მიდი მოიტანე კაბა.-კარადიდან კოლოფი გამოვიღე რომელშიც კაბა იდო.-მიდი ჩაიცვი.
-ჯერ უნდა ვიბანავო და დამტოვე რაა!..
-მე არაფერ ხელს არ გიშლი. მიდი დროზე,ტყუილად ნუ გაგყავს დრო.-არ აპირებდა ოთახიდან გასვლას,ფანჯარასთან დადგა და ისე მიყურებდა,რაღაც შიშმა გამკრა.კარადა გამოვაღე,პირსახოცი ავიღე,უჯრიდან ბურდულისგან შეუმჩნევლად ჩემი "თეთრეული" პირსახოში შევმალე,მერე ყუთს თავი გადავაძვრე,კაბას დავტაცე ხელი და აბაზანისკენ გავიქეცი.-ოხ! მაინც დამიძვერი ხელიდან ხო?-გამომძახა ლექსომ სიცილით.კარი ჩავკეტე შიგნიდან და შხაპის ქვეშ დავდექი,მანამ ვიდექი სანამ კარზე არ მომიკაკუნა.-გამოხვალ თუ მივაყუდო ეს კარი გვერდზე?
-ხუთი წუთიც და მზად ვარ!-გამოვძახე და პირსახოცი მოვიხვიე.სწრაფად გავმშრალდი და ჩავიცვი,შემეშინდა მართლა არ გაეღო კარები. თმები გავიშრე მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და გამოვედი.-მზად ვარ,წავედით?
-ძალიან ლამაზი ხარ!-მითხრა ანთებული თვალებით.ქათინაურმა სახე და ყურები ამიხურა ერთიანად.
-მადლობა.ძალიან ლამაზი კაბაა და ძალიან მომწონს!-ვუთხარი და გრძელ სარკეში თვალი შევავლე ჩემს ანარეკლს.
ახლოს დამიდგა,უკნიდან მომხვია ხელები,მერე ცალი ხელით თავი გვერდზე გადამაწევინა და ყურის ძირში მაკოცა,ნელნელა დაბლა ჩაუყვა,კაბით დაფარული ბეჭი ხელის ნელი მოძრაობით მომიშიშვლა და ფრხილი და თბილი კოცნით მეფერებოდა.-წავიდეთ ლექსო.-ვთქვი ჩურჩულით თვალებ მილულულმა.
-კარგი წავიდეთ.-როგორც იქნა გამანთავისუფლა მისი მკლავებიდან.გზაში შოთის და ტატოს მივწერე,რომ ვერ ვნახავდი საღამოთი.
მანქანა სადგომზე გააჩერა და გადმოვედით.
-სად ვართ?
-პაემანზე!-მითხრა და გამიღიმა.
-პაემანზე?
-ჰო პაემანზე!-გამიმეორა.
-როგორც შეყვარებულები ისე!
-დიახ!-დამიდასტურა.
-სხვანაირი ხარ იცი?კლუბში რომ გავიცანი ბურდული სხვა იყო.
-ჩემში ცვლილება შენი დამსახურებაა.თუმცა ის ბურდულიც აქვეა,მაგრამ როცა შენთან ერთად ვარ გადის ხოლმე გვერდზე.-გავიბადრე მის ნათქვამზე.
ერთ-ერთი კარების შესასვლელში დაცვა "მობრძანდით ბატონო ალექსანდრე"-თი შეეგება ლექსოს.პატარა,წყნარი და თბილი ფერებით გაჯერებული "ჯაზ კლუბი" იყო.ცოცხალი მუსიკა და ჯაზის ჰანგებით სასიამოვნოდ მოწვდა ყურთასმენას.ბევრი ხალხი არ იყო,რამაც ძალიან გამახარა.
-აბა!რას იტყვი?მოგწონს აქაურობა?-მკითხა და სკამი გამოწია,რომ დავმჯდარიყავი.
-კი,ძალიან მომწონს.სიწყნარეა,მშვიდი გარემო და ჯაზი ცოცხალი შესრულებით.ფანტასტიკურია!იცი?ზოგჯერ მგონია ფიქრებს კითხულობ.-ვუთხარი ღიმილით.
-მიხარია,თუ მოგეწონა აქაურობა.ფიქრებს კი,ნამდვილად ვკითხულობ-თვითონაც გამიღიმა.მიმტანმა მენიუ მოგვაწოდა.მაგრამ არაფერი მინდოდა ბურდულზე მზერის გარდა.როგორც ყოველთვის დღესაც ძალიან სიმპატიური იყო და გულში მეამაყებოდა ასეთი მამაკაცის გვერდში დგომა.-თეთრი თუ წითელი?-მკითხა.
-იყოს თეთრი,ოღონდ ჩემთვის დაბალ პროცენტიანი ალკოჰოლით.
-ცოტა მაღალ პროცენტიანი არაფერს გავნებს დამიჯერე.
-კარგი,დაგიჯერებ.თუმცა ვიცი,რომ მავნებს,რადგან არ მომწონს გაბრუების პროცესი.-ვუთხარი ღიმილით.მიმტანს თეთრი ღვინო და აღმოსავლური დელეკატესები შეუკვეთა.
-აბა თვალი მოავლე აქაურობას რას შეამჩნევ?-მითხრა და გამომცდელი მზერით მომაჩერდა.მხედველობა დავძაბე და იქაურობას დავაკვირდი.რომ ვერაფერი შევნიშნე წინ,მარჯვნივ და მარცხნივ,უკან მოვიხედე და კედელს მივაშტერდი.გაოცებამ და მოულოდნელობამ გული ამიჩუყა.
-ეს რა არის ალექსანდრე?-წამოვიძახე აღტაცებით და ფეხზე ავდექი.გვერდით დამიდგა და კმაყოფილი მიღიმოდა.
-მოგწონს?
-ძალიან..მაგრამ აქ რატომ?..ან საერთოდ რატომ?ან როგორ?-დაბნეულ კითხვებს ვეკითხებოდი და მიშტერებული ვუყურებდი კედელს სადაც ალბათ ოცამდე ზოგი შავ ფანქარში,ზოგი საღებავებში შესრულებული ჩემი პორტრეტები ეკიდა სხვადასხვა სახის გამომეტყველებით.
-მე დაგხატე!-მითხრა მშვიდად.
-ხატავ?!-აღმოჩენა იყო.
-კი როგორც სჩანს.-გაეღიმა.
-ვაიმე ერთ ნახატზე მძინარე ვარ-წამოვიძახე და ნახატისკენ გავიშვირე თითი.ემოციებისგან ამეტირა.-კი,მაგრამ აქ რატომ არის ეს ნახატები?
-ჩემია ეს კლუბი და მომინდა აქ ყოფილო შენი პორტრეტები,მინდოდა ხალხს ენახა ნამდვილი სილამაზე.-ვერ გადმოვცემ სიტყვებით იმ ამაღლებულ შეგრძნებას იმ წუთას რაც მქონდა.
-აღარ ვიცი რა ვთქვა... ძალიან დიდი მადლობა ალექსანდრე.-თუნდაც სიზმარი ყოფილიყო ეს ყველაფერი,მაინც ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი გაღვიძების შემდეგაც,რადგან ასეთი სიზმარი ვნახე,ამას ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი.და ისე ლამაზი იყო ეს ყველაფერი ჯაზის ფონზე,არარეალურიც კი მეგონა.
-არცაა არაფრის თქმა საჭირო.მოდი დავსხდეთ.-მაგიდას მივუჯექი,მაგრამ ისევ ეიმფორიაში ვიყავი,რამოდენიმეჯერ ნახეტებსაც მოვუბრუნდი.
-ასე ძალიან მოგეწონა?
-მაგას კითხვა უნდა?..
-მაშინ შენ გაგიმარჯოს,-თქვა და ჭიქა ჩემკენ გამოწია.
-შენც გაგიმარჯოს-ვუთხარი ღიმილით და ჩემი ჭიქა მისას მსუბუქად შევახე.ცოტა მოვსვი.
ჩვენს მაგიდას შუახანს გადაცილებული, საფეთქელზზე ჭაღარა შეპარული კაცი მოუახლოვდა.ალექსანდრე ფეხზე წამოდგა და ხელის ჩამორთმევით და თბილი მოკითხვით მიესალმა.მოსულმა მე გამომხედა ხელი გამომიწოდა,ვიფიქრე უნდა ჩამომართვასთქო,მაგრამ ჩამორთმევის ნაცვლად ხელზე მეამბორა.გამეღიმა,მის ასეთ მოკრძალებულ და დახვეწილ საქციელზე.
-ეს ბატონი გიორგია,ამ კლუბის ბენდის დამაარსებელი და ჩემი მასწავლებელი.-ღიმილით გამაცნო ბურდულმა ჭაღარ შეპარული კაცი.
-ძალიან სასიამოვნოა ბატონო გიორგი.მე ანა ვარ.-ვუთხარი ღიმილით.
-დაუსწრებლად გიცნობ უკვე.-გამიღიმა,მერე ლექსოს მიუბრუნდა-შენ სულ დაივიწყე ბენდი და ნაწყენი ვარ ამის გამო.-უსაყვედურა მასწავლებელმა ბურდულს.ბენდიო.. ბურდული უკრავს? წამოვიძახე გინებაში და ლექსოს მივაჩერდი კითხვით სავსე თვალებით.
-ვერ ვიცლი სამწუხაროდ,თორემ ხომ იცით როგორ მსიამოვნებს თქვენთან ერთად დაკვრა.-იმართლა თავი.
-ჰოდა იქნებ გამოძებნო თავისუფალი დრო და დავუკრათ ერთად.-უთხრა გიორგიმ-ახლა დაგტოვებთ,ხეს აღარ შეგიშლით.სასიამოვნო საღამოს გატარებას გისურვებთ.-ღიმილით შემომხედა მე.მადლობა გადავუხადეთ და მიმავალ მასწავლებელს თვალი გავაყოლეთ.
-სრულიად სხვა ბურდული!-წამოვიძახე მე.-შენადა ეს ორი კვირა გამქრალი რომ იყავი,რაიმე გარდასახვის ოპერაცია ხომ არ გაგიკეთებია?-ჩემმა შეკითხვამ გულიანად გააცინა.
-არ მოგწონს ასეთი ბურდული?-მკითხა სიცილით.
-როგორ არა,მაგრამ უბრალოდ არ მოველოდი,არ მეგონა ასეთი თუ იყავი.
-შენ ხომ არ მიცნობ!..
-აღმოჩნდა რომ არ გიცნობ თურმე როგორი ხარ სინამდვილეში.
-და როგორია შენი თვალით დანახული ნამდვილი ბურდული.
-ძალიან საყვარელი,დახვეწილი,რომანტიკოსი..თბილი,მოსიყვარულე.. მაგრამ მაინც საშიში.
-ისევ გეშინია ჩემი?
-არ ვფიქრობ მაგაზე,მითუმეტეს ახლა.თუმცა გაგიმხელ,მე შენი შიში ყოველთვის მექნება.. უბრალოდ ესეც იმიტომ,რომ თავიდანვე შენდამი შიშით შემოხვედი ჩემში.. და ეს ასე დარჩება,არ შეიცვლება.არ ვიცი,კარგია თუ არა ეს..
-მოდი დღეს უბრალოდ ნუ იფიქრებ ცუდზე,კარგი?
-კარგი!.
-რამოდენიმე წუთით დაგტოვებ,ბენდთან ერთად დავუკრავ ჩემს საყვარელ კომპოზიციას"People Make The World Go Round"შენ გიძღვნი იცოდე.-მითხრა ღიმილით და წამოდგა.ბედნიერების ღიმილისგან ტუჩებს თავს ვერ ვუყრიდი.ვიფიქრე პიანინოს თუ მიუჯდებოდა,მაგრამ არა!საქსაფონი აიღო ხელში,ბენდის წევრებს რაღაც გადაულაპარაკა,მერე მე გამომხედა და თვალი ჩამიკრა.
მცირე შესავლის შემდეგ ინსტრუმენტს ჩაბერა და ჯადოსნური ჰანგებით აივსო იქაურობა,იმდენად მომწონდა მუსიკა,სიამოვნებისგან ცრემლები მომადგა თვალებზე,თან იმის გააზრება,რომ ბურდული უკრავდა თან ჩემთვის,გულს უფრო მიყუჩებდა.მეშინოდა ბედნიერებისგან ცუდათ არ გავმხდარიყავი...

12 თავი.


ჩემი საყვარელი მწერალი ნოდარ დუმბაზე ამბობს:"ადამიანი ტაძრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ ერთ განზომილებაში უმზირო, ან მოშალო... მას ირგვლივ უნდა შემოუარო და იმ მხრიდან უმზირო საიდანაც ლამაზია".
ბურდულმა მისი ლამაზი სამყარო დამანახა,მისი მეორე ცხოვრების წესი.ამით მიმახვედრა,რომ მისთვის სულერთი არ ვიყავი.
დაკვრას მორჩა,იქ მყოფმა საზოგადოებამ ოვაციებით აღნიშნეს მისი შესრულების მაღალი ხარისხი.მეც ვუკრავდი ტაშს და ჩემკენ მომავალ მომღიმარ ბურდულს თვალს არ ვაშორებდი.
-ბრავოოო!ძალიან მაგარია,ძალიან მომეწონა,აღფრთოვანებული ვარ!-შევაქე ალექსანდრე.
-მადლობა,მადლობა..-თავი დახარა და თეთრალურად გადამიხადა მადლობა და ჩემს წინ დაჯდა.-ახლა რას გაუმარჯოს?-მკითხა და ჭიქა დაიკავა ხელში.
-ახლა ხელოვნებას გაუმარჯოს-ვუთხარი და მეც ავწიე ჩემი ჭიქა.
-ქართველებს ხომ სადღეგრძელოები არ გამოგველევა,ამოუწურავად გვაქვს.-მითხრა ღიმილით.-კარგი, ხელოვნებას გაუმარჯოს მაშინ.
-ხელოვნებას და ხელოვან ადამიანებს!-დავუმატე.ჭიქები ერთმანეთს მივუჭახუნეთ და ისევ მოვსვი.ღვინო სასიამოვნო დასალევი

აღმოჩნდა.ერთს მეორე მიჰყვა და საიამოვნოდ მაგრამ არა სასურველას გამაბრუა.კარგა ხანს ვისაუბრეთ,ვიცინეთ,ვიხალისეთ.სახლში გვიან

დავრუნდით,ოღონდ თავისთან წამიყვანა.
-აქ რატომ მოვედით?-ვკითხე როცა მანქანა ეზოში შეიყვანა.
-ესეც შენი სახლია!ჩემი ცოლი რომ გახდები მთავარი დიასახლისი შენ იქნები!-მითხრა ღიმილით.
-ანუ ცოლობას მთავაზობ?
-ჯერ არა! მაგრამ მაქვს გეგმაში..-გამომხედა ლოყაზე მსუბუქად მიჩქმიტა.
-და მე არ მეკითხები რა მაქვს გეგმაში?-ვკითხე ღიმილით.
-ნწ! არა,არ გეკითხები..
-არ გავხდები შენი ცოლი.. სულ ნერვები მექნება მერე დაწყვეტილი.-ვუთხარი გაბუსულმა.
-ხო არა?!-გამიღიმა.
-დიახაც!ვიფიქრებ რომ სულ მღალატობ და ერთობი ისევ შენს ლამაზმანებთან.-შევატყე ფერები გადაუვიდა სახეზე.
-ჰოო ღალატი ცუდია ძალიან..-თავისთვის უფრო ჩაილაპარაკა ვიდრე ჩემთვის.
-სიმართლე რაც არ უნდა მწარე იყოს მირჩევნია ვიცოდე,ვიდრე ტყულით ვიჯერებდე თავს.
-ჰო,მაგრამ ბევრს ტკბილი ტყუილი ურჩევნია მწარე სიმართლეს.-მითხრა და ძრავა ჩააქრო.
-მე არ მივეკუთვნები მაგ კატეგორიას.-მოვუჭერი მოკლედ.რატომღაც წამით ჩაფირდა და მანქანიდან გადავიდა.
-სად გირჩევნია,შენს ოთახში დაიძინებ თუ ჩემთან?-გაეღიმა.
-რათქმა უნდა შენთან!-ვუთხარი ხუმრობით მაგრამ სერიოზული ტონით.უცებ ღიმილი შეწყვიტა.მის რექციაზე გამეცინა.-კაი ხო ნუ იძაბები,არ გივარდები ოთახში. ბავშვობიდან ვერ ვიტან ძალადობას!..ასე რომ ნუ გეშინია.
-სიამოვნებით მიგიღებდი ჩემს ოთახში-მითხრა ისე რომ სახის გაოცებული ნაკვთები არ შეცვლია,ახლოს მოვიდა და კოცნა სცადა მაგრამ თავი გვერდზე გავწიე.
-მართალია,ცოტა ნასვამი ვარ,მაგრამ ზუსტად ვიცი,რომ ახლა არა... ახლა არ შემიძლია..-ვთქვი ჩურჩულით.
-ნუ გეშინია ჩემი-ხმა შეცვლოდა.
-არ მეშინია.. ლექსო გთხოვ! დამეხსენი..-ცოტაც და ავტირდებოდი.
-კარგი! წადი შენს ოთახში.დილით გნახავ.-მითხრა ცივად და სახლში შევიდა.უკან გავყევი და ფეხაკრებით გავიარე ჩემი ოთახისკენ მიმავალი გზა.ბურდულის საძინებელი ჩემი ოთახის გვრდით აღმოჩნდა.სანამ შევიდოდა მომიხედა ცალყბად ჩაიცინა და კარს იქით გაუჩინარდა..
დილით მზის სხივმა მომანათა სახეზე და კარგი შეგრძნებით გამეღვიძა,მაგრამ უცებ გამახსენდა,რომ სასწავლებელში ვიყავი წასასვლელი და გიჟივით წამოვვარდი.
-მაგვიანდება ჯანდაბა!-წამოვიძახე განერვიულებულმა,მერე კაბას დავავლე ხელი ჩასაცმელად-ფუ ამის!.. ამ კაბით როგორ წავალ..-ვთქვი გაბრაზებულმა და კაბა ისევ საწოლზე მივაგდე.-უი აქ ტანსაცმელები ხომ დავტოვე-გამახსენდა უცებ და კარადას მივვარდი.შავი ჩანთა ამოულაგებლად დამხვდა იქ.უცებ რაც მომხვდა ხელში ჩავიცვი და ოთახიდან სასწრაფოდ გავედი.ბურდულის საძინებლის კარი ცოტაზე ღიად იყო დარჩენილი.ვიფიქრე გავაფრთხილებ,რომ მივდივარ მეთქი და კარზე დასაკაკუნებლად მოვემზადე,მაგრამ ხელი ჰაერში გამიჩერდა.ლექსო ესპანურად ტელეფონზე ლაპარაკობდა და ღიად დარცენილი კარიდან კარგად მესმოდა მისი ნათქვამი ყოველი სიტყვა."ბავშვი როგორ არის?" ეკითხებოდა ვიღაცას ყურმილში. "რაო რას ამბობს მომენატრა მამიკოვო?"წარმოსთქვა მოწყენილი ხმით. "შენ როგორ ხარ?".. მეტის მოცდას არ ვაპირებდი ისედაც ცუდათ ვიქცეოდი სხვის საუბარს რომ ვისმენდი,თან საფიქრალში ჩავვარდი მონასმენის გამო.თუმცა მალევე გადამავიწყდა,არ მივაქციე ყურადღება,რატომღაც.კარზე ფრთხილად დავაკაკუნე.. "კარგი,მერე დაგირეკავ" დაასრულა საუბარი ბურდულმა და თან კარიც გააღო.
-უკვე გაიღვიძე?-მკითხა დაბნეული ღიმილით.
-კი გავიღვიძე და გავდივარ უკვე.მაგვიანდება,არ შეგაწუხებდი,მაგრამ ჩავთვალე რომ უნდა გამეფრთხილებინე.
-მე კარგა ხანია მღვიძავს უკვე,მეგობრები მოვიკითხე და ლაპარაკს შევყევი.-წამით შეჩერდა,მერე მითხრა- დაიცა და მე გაგიყვან უცებ.
-არ მინდა შეგაწუხო ალექსანდრე.-მართლა მომერიდა.
-არ ვწუხდები!-მითხრა და კარი გამოიხურა.-ტანსაცმელები წამოღებული გქონდა?-მკითხა ღიმილით.
-არა აქ მქონდა დატოვებული ყოველი შემთხვევისთვის-გამეღიმა.
-წინდახედული მყევხარ!
-აბა,აბა!
-დღეს მუშაობ ხო?
-კი,კი აუცილებლად.
-ასე მნიშვნელოვანია ეგ სამსახური?
-"ეგ" არა,სამსახურია მნიშვნელოვანი ჩემთვის,ჩემი შემოსავალი რომ მაქვს მშვიდად ვარ.
-ჰო ეგ მართლა კარგია.. -მითხრა და სასწავლებელში მისვლამდე გზაში ხმა არც ერთს არ ამოგვიღია.მანქანიდან გადმოსვლის დროს ხელზე მომიჭირა ხელი და ღიმილით მითხრა-არ მაკოცებ?
-კარგი,გაკოცებ,მაიტა ლოყა-ვუთხარი სიცილით.
-აჰაა!-ლოყა გამომიწია და ხმაურიანი კოცნით ვაკოცე.ახლად ამიწვერილმა წვერმა ტუჩები დამიჩხუნა და საიამოვნოდ დამიარა ტანში.-ჩემი გოგო!-გამიღიმა და კმაყოფილი სახით გადმოვედი მანქანიდან. ლექცია დაწყებული დამიხვდა,უკევ მეორედ დავიგვიანე,საშინლად ვუბრაზდებოდი ჩემს თავს.მთელი გულმოდგინებით ჩავიძირე ლექციების ტბაში.
სასწავლებლიდან ბიბლიოთეკაში წავედი,კოლოქვიუმი მქონდა მეორე დღისთვის მოსამზადებელი და ძალიან კარგად უნდა მემეცადინა მარალი შეფასება უნდა მიმეღო ლექტორისგან აუცილებლად.
საღამომდე დავყავი იქ,მერე სახლში ავირბინე,გამოვიცვალე და კლუბისკენ გავქანდი.
-ანუშკი როგორ ხარ გოგო?!-მხიარულად მომესალმა შოთი.
-ჯულიეტას ვახლავარ!-არ ჩამორჩა ტატო.ლაშამ მხოლოდ ხელის აწვით მომაგება სალამი,ლანამ გადამკოცნა.
-რა იყო,ავღადავდით?-ვკითხე ტატოს ღიმილით.
-ნუ რას ვიზამთ,ვერ ვიტევ იუმორს ვერა!-გაეცინა თავის ნათქვამზე.
-რა ხდება შენკენ?-ჩაგვერთო შოთი.
-აიი ყველაფერი მაგრადაა!-ვთქვი გაბადრული სახით.-მერე მოგიყვებით,ახლა წავალ გამოვიცვლი თორემ შემოდის ხალხი უკვე.დღეს მიმტანი ვარ თუ ბარმენი?ხომ არაფერი შეცვლილა?-ვიკითხე და თან გასასვლელად მოვემზადე.
-დღეს რაღაც წვეულებაა დაგეგმილი აქ,ვირაც ფართის აკეთებს და აქტიური მიმტანები უფრო დაგვჭირდება.-მიპასუხა ბარმენმა.
-okay!არის უფროსო.-მხირულად წავედი გასახდელი ოთახისკენ,გამოვიცვალე და დარბაზში რომ დავბრუბდი,ბურდული მოსული დამიხვდა უკვე.თავის მაგიდასთან იჯდა ლამაზმანთან ერთად და ჩეული ჩვეულებით აბოლებდა სიგარეტს.-გული ჩამიკვდა,სული მეტკინა,სუნთქვა დამიმძიმდა,კაპილარები დამებერა.ჩემს დანახვაზე ფეხზე ადგა,სიგარეტი საფერფლეში დატოვა და ჩემკენ წამოვიდა.
-ტყუილად ბრაზობ!-მითხრა ღიმილით და ლოყაზე ჩამომისვა ხელი,ინსტიქტურად თავი უკან გავწიე,კოპები შევყარე და ისე შევხედე.
-"კუზიანს სამარის მეტი არაფერი გაასწორებს"-ვუთხარი და ცინიკურად გამეღიმა.
-"ეჭვიანობა-ეს მატყუარა გრძნობაა. შენ არ ეჭვიანობ, შენ გეშინია დაკარგვის. მაგრამ ნუ გეშინია,ეს უაზრობაა"..ბრძენებს უთქვამთ ასე-მითხრა ღიმილით და ნიკაპზე მომკიდა ხელი.თვალებში ჩამხედა.
-იოლად გეხერხება თავის დაძვრენა,ბატონო ალექსანდრე მაგრამ მე ვერ გამაცურებ.-ვუთხარი ნიშნის მოგებით.
-მეგობარია მხოლოდ ის გოგო საქმიანი შეხვედრა გვაქვს და ნუ იბუსები რაა.-ისევ იღიმოდა.ნერვებზე თამაშობდა.
-კარგი,კარგი.. იყოს მეგობარი.და საინტერესოა როგორ დამთავრდება ეგ საქმიანი შეხვედრა,რომლის საწოლში მოაწრეთ ხელს კონტრაქტს ნეტავ?რამეს ხომ არ შეუკვეთავთ?-ვკითხე წარბგაუხსნელად.არც ის მინდოდა ძალიან რომ დამტყობოდა ეჭვიანობა,და არც ის მინდოდა სულელად ჩავეთვალე.
-არ მენდობი ხო?
-რას შეუკვეთავ?-გავუმეორე კითხვა მკაცრად.მისი შეკითხვა თითქოს არ გამიგია.
-ვისკი მომიტანე,იცი რომელიც-მიპასუხა თვითონაც მკაცრად და მაგიდისკენ შებრუნდა.გულზე გაბერილი წამოვედი,ბარმენმა შეკვეთა მომცა და უკან,ბურდულისკენ წავედი.კლუბში მუსიკის ხმისგან იატაკს ზანზარი განქონდა.ლექსო და ლამაზმანი გვერდიგვერდ ისხდნენ და მუსუკის ხმას რომ არ დაეხშო მათი ლაპარაკი ერთმანეთს ყურში გადალაპარაკებით ესაუბრებოდნენ.სისხლი ამიდუღდა,ვიგრძენი ტვინი როგორ მიაწვა თავის ქალას და როგორ მომინდა ორივე მიმეხრჩო იქვე,ხელის აუკანკალებლად.ვისკიანი ჭიქა მაგიდაზე დავდე,ქალმა გამომხედა.
-მე რომი მომიტანე ყინულით!ოღონდ სწრაფად-ლამის იყვირა ისე ხმამაღლა მითხრა და ისევ ლექსოს მიუბრუნდა ყურში სალაპარაკოდ.ბურდულს თვალი არ მოუშორებია ჩემთვის,უცნაური მალული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. შეკვეთა მასაც მივართვი.მადლობა გადამიხადა და უკა მოუხედავად გამოვბრუნდი.მინდოდა ბურდული გამეღიზიანებიანა და მოცეკვავე ხალხს შევუერთდი,მუსიკას ტანი ავაყოლე და ცეკვა დავიწყე,პარტნიორიც ავიკიდე უცებ,თან ორი ერთად.თამამად დამადო ერთმა ხელი თეძოზე,მერე ნელნელა დაბლა ჩააცურა და მიჩქმიტა. ნაძალადევი ღიმილით გავინთავისუფლე ჩემი საჯდომი მისი ბინძური და ბილწი ხელიდან.ნელნელა,ცეკვა ცეკვით გავშორდი იქაურობას.არ ვიცი ლექსო მხედავდა თუ არა.ტუალეტისკენ წავედი,რადგან მინდოდა ცივი წყალი შემესხა სახეზე,რომ ბურდულისგან გამოწვეული სიბრაზე ჩამომებანა და უადგილოდ ხელების ფათურის უსიამოვნო შეგრძნება გამემშრალებინა.
ქალების და კაცების საპირფარეშოს გასახდელი ოთახი ყოფდა.გასახდელ ოთახს რომ მივუახლოვდი,უცებ ვიღაცამ პირზე ამაფარა ხელი და უკან სვლით კაცების ტუალეტში შემათრია.აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა,ისე დამეძგერა კისერში და სველი,დორბლიანი ტუჩებით კოცნა დამიწყო.მის სახეს ვერ ვხედავდი რადგან თავი ჩარგული ჰქონდა ჩემს კისერში და ცდილობდა გულმკერდეზე გადასულიყო საკოცნელად. ცალი ხელი პირზე ჰქონდა აფარებული და მთელი ძალით კედეზე მაკრავდა.დაბნეულობისგან ფიქრის უნარი დავკარგე,რომ თავი გადამერჩინა.. უწყლოდ დარჩენილი თევზივით ვფართხალებდი,ვიგუდებოდი უჰაერობისგან და მისი დორბლიანი შეხებისგან.უცებ თავი აწია და საზიზღარი ღიმილიანი სახით შემომხედა.ჩემს წინ ის ადამინი იდგა,როემლსაც რამოდენიმე წუთის წინ თამამად ვეცეკვებოდი.ცხოველური ნდომა ჩასდგომოდა ალკოჰოლისგან გაბრუებულ გამოხედვაში და ცდილობდა სისრულეში მოეყვანა მისი სურვილი.ცალი ხელით ქამრის შეხსნა დაიწყო,თან პირიდან ხელს არ მაცილებდა.მერე ჩემი შარვლის ღილებს წვდა.
-კარგად გავერთობით,პატარავ-მითხრა და ისევ მწვდა ყელზე საკოცნელად.თავის დასაცავად ხელების ქნევა დავიწყე,მაგრამ ვერაფერს გავხდი.ვერაფერს გრძნობდა.მოგუდული ხმით ვკიოდი,მაგრამ ჩემი ხმა მხოლოდ მე მესმოდა.კარი ჩაკეტილი იყო,დარბაზში მუსიკა ბოლო ხმაზე უკრავდა და ჩემსას ვერავინ ვერ გაიგებდა ვერაფერს.თვალებ დაქაჩულმა მოვავლე თვალი იქაურობას იქნება რაიმე მომხვედროდა ხელში და თავში ჩამერტყა,მაგრამ ვერაფერი შევნიშნა ახლომახლო მსგავსი.. შარვალი შემიხსნა და ხელის ჩაცურება მოინდომა,სიმწრისგან ვტიროდი,მგონი სისხლიანი ცრემლებით.როგორრაც მოვიფიქრე და მუხლი ამოვარტყი ქვემოდან მის "საამაყო" ადგილს,შარვალში ცაცურებული ხელი თავის ნატკივარ ადგილას დაიდო და ტკივილი და გამწარება აეღბეჭდა სახეზე.პირზე აფარებული ხელიც მომაშორა და ჩაიკეცა.
-შენ ბ*ზო!-დამიღრიალა და სანამ გონს მოვეგე წამოხტა.კარებს მივვარდი,მაგრამ გამოღება ვერ მოვასწარი თმებში მწვდა,მომაბრუნა და სახეში გამარტყა.წონასწორობა ვერ დავიცავი,თავი ხელის საბან ნიჟარას ჩამოვარტყი და გონება დავკარგე.

ყურთასმენას რაღაც წრიპინი ჩაწვდა,მძიმედ გავახილე თვალები,მხოლოდ ბურუსს ვხედავდი ირგვლივ.თავს ვერ ვამოძრავებდი,მარტო თვალებს ვაცეცებდი უმისამართოდ... არ მინდოდა,მაგრამ თვალები თავისით დამეხუჭა და სიჩუმეში ჩავიძირე.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე,მერე ისევ დამიბრუნდა თვალების გახელის ინსტიქტი.ბურუსით გახვეულ სივრცეში ბურდულის სახე გამოჩნდა,თითქოს სადღაც შორიდან მიყურებდა,მხედველობა დავძაბე,თვალები გავაფართოვე,თითქოს ასე უფრო სწრაფად დაიწმინდებოდა ბინდი.ლექსომ ახლოს მოწია სახე,უკვე კარგად ვხედავდი მას,ადამიანის ფერი არ ედო,თვალებს დასიებული და წვერ გაუპარსავი იყო.შემეშინდა რომ შევხედე,ასეთი არასოდეს მენახა.
-რა ხდება?-ვკითხე ძლივს და საშინელი ტკივილი ვიგრძენი პირის გაღებისას.
-ახლა კარგად ხარ,დამშვიდდი,ყველაფერი კარგად იქნება.-მითხრა ბურდულმა სიბრალულით სავსე ხმით და შუბლზე მაკოცა...


13 თავი.

-სად ვარ ალექსანდრე?-ვკითხე და წამოდგომა დავაპირე,მაგრამ ბურდულის ხელის ბეჭზე შეხებამ განძრევის საშუალება არ მომცა.
-არ შეიძლება შენი მოძრაობა ანა!ტვინის შერყევა გაქვს თავის ძლიერი დარტყმისგან.პალატაში ხარ ახლა.-მითხრა და თავზე გადამისვა ხელი.გამახსენდა რაც მოხდა,თავის დარტყმის მომენტი და თვალთ დაბნელება.. მერე.. მერე რა იყო?..
-რა მოხდა?-სახე სატირლად მომებრიცა.
-დაწყნარდი,არაფერი მომხდარა,მოვუსწარი იმ ახვარს-გამოსწრა "წოდება" კბილებში-შენ,რომ მომჯობინდები მერე დაგელაპარაკები-მითხრა მკაცრი ტონით.-ახლა ექიმს დავუძახებ,არ გაინძრე!-მალევე დაბრუნდა ექიმთან ერთად.
-აბა როგორ არის ჩვენი ლამაზი პაციენტი?-იკითხა მხიარულად ფუმფულა,ლოყებწითელა ექიმმა.
-ლაპარაკე შეუძლია ექიმო,ადგომაც კი სცადა.-უპასუხა ბურდულმა.
-ძალიან კარგი! ახლავე გაგსინჯავთ-მითხრა მე და პატარა ფარანი თვალებში ჩამანათა.-აბა ახლა ხელზე მომიჭირე.-მოვუჭირე.-აბა ახლა ზემოთ ასწიე-ავწიე.-მუხლი მოხარე,ყოჩაღ!გადასარევია..-მითხრა ღიმილით-მაგრამ ჯერ ვერ ადგები ორი დღე მაინც,ტვინის შერყევასთან გვაქვს შეხება და ეს არ არის იოლ ფარგლებში მოგვარებადი.ცოტა ხნით დასვენება მოგიწევს,მაგრამ რაც მთავარია უკეთესობისკენ მიდის შენი გამოჯანმრთელება.ასე,რომ საშიში არაფერია.
-თავი რატომ მაქვს შეხვეული?-ხელი დაბინტულ თავზე დავიდე.
-დაცემისგან გამომდინარე,თავზე ჭრილობა გქინდა,რამოდენიმე ნაკერი დაგადეთ,არაფერია ეგეც მალე გაგივლით,ქორწილამდე დაგავიწყდება!-ბოლო სირყვები ღიმილით წარმოთქვა და ბურდულს მიუბრუნდა.-ახლა მაინც წადით სახლში,მესამე დღეა უკვე აქ ხართ,ცოდო ხართ დაისვენეთ!-უთხრა თბილი ხმით.
-რაა? სამი დღეა უკვე აქ ვარ?-შევიცხადე.
-კი,სამი დღეა!-დამიდასტურა ექიმმა.
-და შენ აქ იყავი,სულ?-ვკითხე ბურდულს სევდიანი ხმით და ხელი გავუწოდე,მინდოდა მაგრად ჩამეჭიდა მისთვის და არ გამეშვა.
-ჰო აქ ვიყავი-ხელზე ხელი მომიჭირა.
-მადლობა ალექსანდრე!-გულწრფელად გადავუხადე მადლობა და თვალები ცრემლით ამევსო.მისი თბილი მზერით დამამშვიდა.
როგორც მერე ლექსოსგან გავიგე,კარგად დაინახა როგორ ვცეკვავდი,როგორ გავეცალე იქაურობას და გამოჩენა რომ შემაგვიანდა შოთისთვის უკითხავს სად არისო. შოთის შევუნიშნივარ საპირფარეშოსკენ მიმავალი და უთქვამს ბურდულისთვის.გასაახდელშიც და ქალების საპირფარეშოშიც ვუძებნივარ,მაგრამ ამაოდ. კაცების ტუალეთთან რიგი ყოფილა და მაშინვე მიმხვდარა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.კარი შემოუმტვრევია და ასე მიხსნა იმ ბინძური არსებისგან.მიუხედავად იმისა,რომ გონება დაკარგული მქონდა,ის დამპალი მაინც ცდილობდა გეგმის სისრულეში მოყვანას თურმე.ახლა ის ციხის საავადმყოფოში წევს,ბურდულისგან ნაცემი და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული.საავადმყოფოდან გამოსვლის მერე სახლში ჩავიკეტე,ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი დარტყმა მივიღე. მძულდა საკუთარი თავი,რომ ასე მოხდა ყველაფერი,ეს ხომ ჩემი ბრალიც იყო.მე გამოვიწვიე ის ბიჭი.მე რომ არ მეფიქრა ბურდულისთვის სამაგიეროს გადახდა არაფერიც არ მოხდებოდა.სამაგიეროს გადახდით,ადამიანები საკუთარ თავს უფრო ვნებთ ვიდრე იმ ობიექტს ვისთვისაც ეს გავაკეთეთ.არ აქვს მნიშვნელობა ზიანი,მორალური იქნება თუ ფიზიკური,წარმატებული თუ წარუმატებელი,ყველა შემთხვევაში,ბოლოს მაინც საკუთარ თავთან დამარცხებული შენ გამოდიხარ,თუნდაც იმიტომ,რომ არ გეყო ძალა ბოროტ აზრებს შეწინააღმდეგებოდი.
ჩემს დეპრესიაში თებერვალიც გაილია.ბურდული და მეგობრები არ მტოვებდნენ.სასწავლებელში დღე გამოშვებით დავდიოდი,მაგრამ თავში არაფერი შედიოდა.გავხდი და ცივი ფერი დამედო სახეზე.
ლექსოსგან ძალიან დიდი საყვედური მომხვდა,ვერ აიტანა ჩემი ასეთი სასოწარკვეთა.
-შენი ბრალია ყველაფერი ხომ ხვდები?!-მიღრიალა ერთ დღესაც ჩემთან მოსულმა.როდესაც თავს დამნაშავედ გრძნობ ადამიანი და კიდე ჩაგძახებენ დამნაშავე ხარო,არ არის სასიამოვნო მოსასმენი,მაგრამ გულის სიღრმეში გიხარია,გიხარია რომ გტკენენ,ამით იმ დანასაულს ისყიდი საკუთარი სინდისის წინაშე,რაც ჩაიდინე.-ახუნტრუცდი და მომინდომე იქ სტრიპტიზის ცეკვა.იქვე უნდა დამებრიდე,ეგ რომ გააკეთე.-განაგრძობდა ყვირილს ლექსო,მინდოდა ვეცემე იმ წუთას,მძულდა საკუთარი თავი.
-მერე რატომ არ მომკალი? დავისვენებდი!!მიდი,მიდი მომკალი!-ავყევი მეც ყვირილში და მთელი ერთი თვის ნაგროვები ბოღმა და ცრემლი ამოვანთხიე.სახე უფრო მრისხანე გაუხდა ბურდულს.
-ახლა თუ არ მოკეტავ,ახლავე შეგისრულებ მაგ ბრძანებას თუ თხოვნას.-გამოსცრა კბილებში.-რას ფიქრობდი ნეტა,რომ აეკიდე იმ დედა მოტ**ულებს?
-მინდოდა გაბრაზებულიყავი,მეგონა შენც იეჭვიანებდი ჩემსავით და არ მოგეწონებოდა სხვა ვინმეს დანახვა ჩემს გვერდით,როგორც მე არ მომეწონა ის ქალი.-გავყვიროდი ბოლო ხმაზე და ემოციებისგან ვიცლებოდი.
-და აი ხომ ხედავ რა გააკეთე?! იმედია ჭკუის სასწავლებელი იქნება ეს შენთვის. და ხმას დაუწიე როცა მელაპარაკები,უკვე კარგად ხარ!-მითხრა უცებ მშვიდი ხმით,ქარიშხალი წამებში ჩადგა ბურდულის სახეზე.მეც გადმომდო მისი სიმშვიდე,თუმცა ტირილი არ შემიწყვიტავს.-იტირე,იტირე.. ჩემი სულელი გოგო!-მომეხვია და გულში ჩამიკრა.ასე ახლოს ლექსო არ მომკარებია მთელი ერთი თვის მანძილზე,არ ვიკარებდი მე თვითონ,არც ცდილობდა.
სტრესი და დეპრესია დავძლიე ბურდულით და ბურდულთან ერთად.ვფიქრობდი,რომ ეს ადამიანი ჩემთვის გააჩინა ღმერთმა,მე კი მისთვის.
სამსახურიდან წამოვედი,იქ ვერ დავბრუნდებოდი.ახლის ძებნა დავიწყე.ლექსომ შემომთავაზა,რადგანაც არ იშლი და მუშაობა გინდა,ჩემთან "ჯაზ კლუბში" იმუშავეო.სიხარულით დავთანხმდი იმ პირობით,რომ მე არაფრით გამომარჩევდა სხვა მომუშავე პერსონალიდან.ხელფასი იგივე მქონდა და თან, აქ ადრე მიწევდა სახლში დაბრუნება.
დეპრესიის დამარცხებიდან ორი კვირა გავიდა,სამსახურის დაწყებიდან ერთი.ნელნელა სასწავლებელშიც დავეწიე გასწრებულ პროგრამებს და თავსაც უკეთესად ვგრძნობდი.იმასაც ვგრძნობდი,თუ როგორ მივეჩვიე ალექსანდრეს და მოთხოვნილებად მექცა მისი ნახვა.ცოტაც რომ შეგვიანებოდა მოსვლა მაშინვე ვიწყებდი წრიალს და ვკარგავდი მოსვენებას.როცა შევხედავდი მთელი სამყარო ნათდებოდა, ირგვლივ ყველა ფერს ფერი ეძლეოდა.მისი ხმის გაგონება სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრიდა.მისი შეხება მაჟრჟოლებდა.მისი სურნელი მაბრუებდა და მისი კოცნა მაგიჟებდა.ბედნიერი ვიყავი,უსაღვროდ ბედნიერი მის გვერდით.მიყვარდა,მიყვარდა გაგიჟებით და მეშონოდა ამ სიყვარულის.მეშინოდა მისი დაკარგვის,მეგონა რომ ერთ დღესაც ყველაფერი დასრულდებოდა.ვფიქრობდი,რომ მე არ დამიმსახურებია ამხელა ბედნიერება და სიხარული,ამიტომ დასასრულიც ახლოს იქნება აქვე თქო.გონებაში გეგმაც კი შევიმუშავე,ბურდულმა რომ მიმატოვოს მერე რა უნდა მექნა.როგორ მოვიქცეოდი?უბრალოდ ავდგებოდი და თავს მოვიკლავდი.მის გარეშე არსებობა და იმ ტკივილის გამკლავება ვერ წარმომედგინა,იმდენად მივეკედლე მას,იმდენად შემისისხლხორცდა ეს ადამიანი.ალბათ ეს ყველაფერი იმან განაპირობა,რომ ლექსო ჩემი პირველი სიყვარული იყო..
თურმე წინათგრძნობა არ მღალატობდა.. და ჩემს სიყვარულს აღსასრულის დღისთვის ამზადებდა...

ჩემი სიყვარულის მსგავსად გაზაფხულიც,ჩუმად და ლამაზად შემომეპარა.ხეები აყვავდნენ,ჰაერში ნედლი ხის და ნორჩი კვირტების სურნელი ტრიალებდა.ძალიან მიყვარს წელიწადის ეს დრო.გული მწყდებოდა,რატომ გაზაფხულზე არ დავიბადე თქო.განსაკუთრებით აპრილი მიყვარს,ატმის ყვავილისფერი აპრილი.
დილით სახლიდან გასულს გუნება და განწყობა ამიმაღლდა,გაზაფხულის დილას და მოწმენდილ ცქრიალა ცას რომ შევეგებე.
წუხელ ლექსომ მომიყვანა სახლში.დამტოვა და წავიდა,ზემოთ არ ამოსულა.წასვლის წინ რომ იცის ისე ამიბურძგნა თმები და ცხვირზე მაკოცა.მასზე რომ ვფიქრობ სულ ვიღიმი.
შოთიმ მითხრა ლაშა სამსახურიდან წავიდაო.ტატოს ვნახულობდი ხოლმე,დაკავებული იყო ძალიან და როცა დრო ჰქონდა ყოველთვის მოდიოდა ჩემს სანახავად. მე იმ კლუბში ვერ მივიდოდი,მოგონებების მეშინოდა.
სასწავლებელში ლექციებს მოვრჩი,სამეცადინოდ წავედი და საღამომდე ბიბლიოთეკაში ვიყავი.დღეს არ ვმუშაობდი.სახლში დაღლილი მივედი და შხაპისთვის აბაზანაში შევედი.ალბათ ერთი საათი მაინც ვიდექი დუშის ქვეშ.კანი დამეკუჭა ამდენხანს წყალში ყოფნით და მოვიფიქრე მერე რომ ამოვსულიყავი.პირსახოცი მოვიხვიე და აბაზანიდან სიმღერით გამოვედი.
-კარგად მღერი!-მომესმა ბურდულის ხმა რომელიც ჰოლში იდგა.შიშისგან და მოულოდნელობისგან შევკივლე.
-ლექსო ჩემი სიკვდილი გინდა ჰო?რატო მაშინებ სულ!-ტირილი მომერია.
-კარგი რაა..ხომ იცი ჩემს გარდა აქ ვერავინ შემოვა და შენც მიეჩვიე ვაა,ჩემს ასე მოსვლას.-ჩემკენ წამოვიდა.
-მივეჩვიე,მაგრამ მეშინია მაინც-ვუთხარი და ოთახში შევედი.
-მომენატრე და მიტომ მოვედიდღეს მთელი დღეა არ მინახიხარ.-ოთახის კარი მიხურა.
-მიდი,სამზარეულოში დამელოდე,ჩავიცვამ და გამოვალ.მეც ძალიან მომენატრე.-გავუღიმე,მინდოდა ჩავხუტებოდი,მაგრამ მიკარების მეშინოდა,პირსახოცის ამარა დარჩენილი სხეული.თვითონ მომიახლოვდა,ერთი ნაბიჯით უკან დავიხი.
-კარგი,გავალ,მაგრამ მანამდე ერთს გაკოცებ კარგი?-მითხრა ღიმილით და მკლავებში მომიმწყვდია.მთელ სხეულზე ალი მომედო მეგონა.ფრთხილად დაწვდა ჩემს ბაგეებს და ნაზად მაკოცა.დაძაბული ვიდექი მის წინ და მთელი ძალით ჩავბღაუჭებოდი პირსახოცს,რომ არ შემომხსნოდა.-რა კარგი სუნი გაქვს-მითხრა ჩურჩულით ყურთან,მისმა ცხელმა სუნთქვამ მომადუნა.სველი თმა უკან გადამიწია და სველ კისერზე მაკოცა.
-შენ თქვი მხოლოდ ერთს გაკოცებო და წავალო-შევახსენე თვალებდახუჭულმა.
-წავალ,წავალ ოღონდ მოგვიანებით-მითხრა ისევ ჩურჩულით და ჩემს ბაგეს დაუბრუნა მისი რბილი ტუჩები.ავყევი მეც ტუჩების მოძრაობას და ვგრძნობდი როგორ მითრევდა ვნების მორევში.პირსახოცის მოცილბა სცადა ბურდულმა ჩემთვის,ფრთხილად და შეუმჩნევლად უნდოდა ეს გამოსვლოდა,მაგრამ ხელი ნერვიულად მქონდა პირსახოცისთვის ჩაბღაუჭებული და გაშვებას არ ვაპირებდი.
-ლექსო გთხოვ არა!..-ვბუტბუტებდი და თან მის ბაგეებს ვერ ვშორდებოდი.
-ანა!..უბრალოდ მომენდე,ნუ გეშინია.. მომენდე!-ვნებიანი,თბილი,სიყვარულით სავსე ხმით მიჩურჩულა ბურდულმა.მეტს ვეღარ შევეწინააღმდეგებოდი,მაჟრჟოლებდა მისი სუნთქვა ჩემს ყურთან.სურვილს მიღძრავდა მისი მოფერების და მივენდე..
თანხმობის ნიშნად პირსახოცს ხელი გავუშვი ნელ-ნელა...
მთელი ძალით მიხუტებდა ბურდული მის ცხელ და შიშველ სხეულზე...
ჩემი უმანკოება მას ჩავაბარე..

ორმაგად შემიყვარდა,გაორმაგებულად სცემდა გული სიყვარულით და ბედნიერებით მის მოლოდინში და დანახვისას.თითქმის ყოველ ღამე რჩებოდა ჩემთან.ყოველი მასთან გატარებული დღე ბედნიერება იყო ჩემთვის.მაგრამ ვაი,რომ ამ ბედნიერებას დიდი ხნით არსებობა არ ეწერა თურმე და ეს ყველაფერი ლამაზი ტყუილი აღმოჩნდებოდა ერთ დღესაც...



14 თავი.


სასწავლებლიდან გამოსულს ალექსანდრე დამხვდა.გამიკვირდა და გამიხარდა მისი დანახვა.
-აქ არ გელოდი.-ვუთხარი ღიმილით.
-ჰო რავი,ვერ მოვისვენე და წამოვედი შენთან,წამო სადმე წავიდეთ,ცოტა ხნით მაინც დაივიწყე სწავლა.-მითხრა და კოცნა დააპირა.
-უხერხულია ხალხი გვიყურებს-სახე ამიჭარხლდა.
-მკიდი*-უხეშად გამოუვიდა ნათქვამი.
-ლექსო რაღაც ძალიან არ მომწონხარ ეს ბოლო კვირაა,ჩაფიქრებული და გაღიზიანებული დადიხარ,რამე ცუდი ხდება?-თვალებში მივაჩერდი.მზერა ღიმილით ამარიდა.
-არაფერია ისეთი.ნუ ხარ გოგო შენ ეჭვიანი.-ლოყაზე მსუბუქად მიჩქმიტა.-მიდი,მიდი ჩაჯექი და წავიდეთ.
-კარგი,წავიდეთ.-მანქანისკენ წავედი.სანამ ჩავჯდებოდი თავბრუ დამეხვა,ხელით დავეყრდენი მანქანას რომ არ წავქცეულიყავი.
-რას შვები ანა,კარგად ხარ?-გამომძახა მანქანიდან ალექსანდრემ.
-კი,კი კარგად ვარ.-სახეზე დადენილი ცივი ოფლი ხელის გულით მოვიწმინდე და მანქანაში ჩავჯექი.
-ფერი არ გადევს,რა მოგივიდა?-შეშფოთებით მკითხა ლექსომ.
-არვიცი,ალბათ გადავიღალე.-ვნახე გამოსავალი,თუმცა მეც არ ვიცოდი რა მჭირდა.
-ჰოდა წავიდეთ ახლა და ბუნებაში დაგასვენებ.გაზაფხული და აპრილი ხომ გიყვარს?ვიცი რომ გიყვარს!-გადმომხედა ღიმილით.
-შენ საიდან იცი?მე არ მითქვამს შენთვის.-გავხედე სასიამოვნოდ გაკვირვებულმა.
-ანა,შენ მსგავსი ხარ გაზაფხულის,შენი სული კი აპრილივით სპეტაკია.გაზგაფხულთან გაგაიგივე და ყოველი გაზაფხულის მოსვლა შენს თავს გამახსენებს.შენ ხარ ჩემი ცხოვრების გაზაფხული.-თმებზე მომეფერა და სევდის ფერი ღიმილით გამიღიმა.
-შენ კი წელიწადის ყველა დრო ხარ ჩემვის.-ვუთხარი ღიმილით-გაზაფხული-იმიტომ,რომ გაზაფხულივით ლამაზად შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში და სულში.ზაფხული-იმიტომ,რომ მასსავით მათბობ და მწვავ შენი ალერსიანი და ვნებიანი მზერით.შემოდგომა-იმიტომ,რომ შემოდგომის ფერებივით ბრწყინავს ჩემი სიყვარული შენდამი.ზამთარი-ზამთარი იმიტომ,რომ ზოგჯერ მასსავით ცივი ხარ ჩემს მიმართ.-ბოლო სიტყვები გაბუსულმა წარმოვსთქვი.
-რა მაგარი გოგო მყაავს!-წამოიძახა,ორივე ხელი გაუშვა საჭეს და ზემოთ აღააპყრო თან იღიმოდა.-მართლა ასე გიყვარვარ?-მკითხა უცებ.
-ამაში ეჭვიც არ შეგეპაროს ალექსანდრე.
-მე არ ვარ შენი სიყვარული ღირსი ანა,მე საერთოდ არ ვარ სიყვარულის ღირსი.-უცებ ნაღვლიანი გახდა.
-შენი ცხოვრების წესს თუ გულისხმობ,მე გითხარი ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა,მაინც მეყვარებითქო და ასეც იქნება.
-მაპატიე ანა,წარსულში თუ გატკინე და მომავალში თუ გატკენ..
-რა უცნაურად ლაპარაკობ-გამეცინა-პატიება მიღებულია.ახლა ის მითხარი სად მივდივართ?
-კახეთში,კახეთში მივდივართ!-თვალი ჩამიკრა ღიმილით.
-მაინტერესებს!-წამოვიძახე-თან კახეთში ნამყოფი არ ვარ.
-ჰოდა ექსკურიაც გამოგვივა,თუ რამე და დავრჩეთ დღეს იქ.ლოპოტაზე ავიდეთ-შემომთავაზა.
-სასწავლებელი?
-დილით ადრე წამოვიდეთ და მოუსწრებ.-მომეწონა ეს იდეა და დავთანხმდი.მთელი გზა თბილი სიტყვებით მამკობდა ბურდული,ჩემი ხელი მის მარჯვენაში მოიქცია და დროდადრო მეამბორებოდა.მეტი ბედნიერება მე არ მინდოდა სიხარული,სიყვარული.. ყველაფერი ერთად მქონდა.

კახეთის ხილვით ძალიან ვისიამოვნე მიუხედავად იმისა,რომ საშინელი დაქანცული ვიყავი,მგზავრობისგან.
ლოპოტამ საერთოდ გამაოცა,აღმაფრთოვანა,სასტუმროს ნომერში შესვლა აღარ მინდოდა ტბას ვერ ვშორდებოდი.იქვე სავარძლებში მოვკალათდით და ტბის პეიზაჟის ყურებით ვიწყე ტკბობა.
-ჩაის ხომ დალევ?-მკითხა ლექსომ მოგვიანებით და ფეხზე წამოდგა.
-კი დავლევდი,ლიმნიან ჩაის დიდი სიამოვნებით.
-აქ იყავი და დავბრუნდები ახლავე-მითხრა და თავზე მაკოცა.უკვე კარგად შეღამებულიყო,მაგრამ ტბიდან მონაბერი ჰაერის სუნთქვაში და სიამოვნებაში ხელს არ მიშლიდა დაღამება.
ალექსანდრე მალევე დაბრუნდა,ცალ ხელში სინზე დადებული ჩაის ჭიქები ეჭირა,ხოლო მეორეში პლედი.
-რა მალე მოხვედი.
-აბა ხომ არ გალოდინებდი?-მითხრა ღიმილით.სინი თავის სავარძელზე დადო,მერე ჩაი მომაწოდა და პლედი მომახურა.მესიამოვნა, გავუღიმე.-აბაა,ასე კაი ბიჭი ვარ მე!-შეიქო თავი ხუმრობით და სავარძელში ჩაჯდა.
-მადლობა დღევანდელი დღისთვის,მართლა ძალიან მომეწონა ყველაფერი,განსაკუთრებით შენს გვერდით ყოფნა მომწონს და მიხარია.-ვუთხარი სითბოთი სავსე ხმით.ლოყა სავარძლის საზურგეზე მიედო და ანთებული,ცოტა სევდაშეპარული თვალებით მიყურებდა.-ალექსანდრე რა გველოდება მომავალში?-ვკითხე უცებ.არ განძრეულა ისე გამცა პასუხი.
-ყველაფერი კარგად იქნება..-მითხრა და გამიღიმა.კარგა ხანს ვისხედით და ყურს ვუგდებდით ტბის მდუმარებას.მერე ნომერში ავედით,გულისრევის შეგრძნება დამყვებოდა თან მთელი საღამო.საპირფარეშოში შევედი ცივი წყალი შევისხი სახეზე,იქნებ მოვფხიზლდეთქო,მაგრამ მაინც შეუძლოდ ვიყავი.სახეზე გაფითრებული ვიყავი.ალბათ რაიმემ მაწყინა მეთქი,ვფიქრობდი.
-ანა კარგად ხარ?-მომიკაკუნა კარზე ლექსომ.
-კი,კი კარგად ვარ,წყალს გადავივლებ და გამოვალ მალე.-გავძახე და გახდა დავიწყე.
-მერე კარი რატომ ჩაკეტე?-მკითხა სიცილით.
-ოო,მაცალე რაა გეხვეწები..
-მეც მინდა წყალის გადავლება.
-გამოვალ და გადაივლებ მერე,ორი წუთი ვერ მოითმენ?
-ვერა ვერ მოვითმენ!.
-კარგი ხო,დაითვალე ასამდე და გამოვალ ასს რომ იტყვი.-ვუთხარი სიცილით და წყალი მოვუშვი.
-ანა,ვიწყებ იცოდე და ასს რომ ვიტყვი და არ იქნები გამოსული,კარს ვაღებ იცოდე.-იცინოდა თვითონაც.
-დაიწყეე-გავძახე და ვანაში დაგუბებულ წყალში ჩავწექი.თბილი წყლიდან მიღებული სიამოვნებისგან თვალები დავხუჭე და ნეტარებაში გადავეშვი. ალექსანდრე ითვლიდა
-57,58,100 შემოვედი უკვე!-თვალები გავახილე,უკვე აბაზანაში შემოსულიყო და მიცინოდა.
-ასე უცებ რა დაითვალე?კაი რაააა.. რატო მატყუებ ოოო-დავიწყე წუწუნი.
-მმმ ჩემი გემრიელი გოგო..-მომღიმარი თვალებით შემომხედა და გახდა დაიწყო.-დახუჭე შენ თვალები არ მიყურო-მითხრა სიცილით,მეც გამეცინა.თვალებზე ხელი ავიფარე და სიცილს განვაგრძობდი.მისმა შეხებამ ტანში ჟრუანტელი დამიარა...


დილით მაღვიძარამ გაგვაღვიძა დილის შვიდი დაწყებულიყო.ნახევრად მძინარე ჩავჯექი მაქანაში,გზაში ისევ ჩამეძინა.ძილში ვგრძნობდი როგორ მეფერებოდა ბურდული სახეზე და თმებზე.თბილისში შემოვდიოდით უკვე რომ მოვფხიზლდი.
-რა ძილის გუდახარ ეე!!-მითხრა ღიმილით.
-ჰოო,არ მეყო წუხანდელი ძილი.-ჩავიბურდღუნე ნამძინარევი ხმით.
-დღეს არ მოხვიდე სამსახურში,განთავისუფლებ და დაიძინე მეცადინეობას რომ მორჩები.
-არა,იყოს არ მინდა ასე რაა. პრივილეგიებით ვსარგებლობ და ეს უსამართლობაა სხვა მომუშავე პერსონალთან.
-მე როგორაც ვიტყვი ისე იქნება.-მითხრა კატეგორიული ტონით.არაფერი მითქვამს,უბრალოდ გავჩუმდი.თმა მოვიწესრიგე და გვერდზე ფანჯარაში გავხედე სივრცეს.-კიდე გაიბუსე?
-არა!
-კარგია!-სასწავლებელან გამიჩერა,გადმოსვლის დროს ხელზე მომიჭირა ხელი და მითხრა-ანა,რაც არ უნდა მოხდეს მაინც გეყვარები?
-შენ იცი მაგის პასუხი!-ვუთხარი ნაწყემა.
-არა,მიპასუხე,რაც არ უნდა მოხდეს გეყვარები?
-და რა უნდა მოხდეს?
-ყველაზე მეტი საშინელება წარმოიდგინე!
-რომ მიღალატო?
-ეგაა საშინელება?-მითხრა ღიმილით.
-ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს...
-ჩემი ჩერჩეტი გოგო!მოდი გაკოცო და გაიქეცი მიდი-მთელი გრძნობით დამეწაფა ტუჩებზე და ვნებიანად მაკოცა.
-მიყვარხარ!-ვუთხარი და მანქანიდან გადმოვედი.სანამ კარებში არ შევედი მანამდე იდგა და მიყურებდა.

ორი დღე გავიდა და ბურდული არ ჩანდა.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო მე მისი ტელეფონის ნომერი არ მქონდა.არასდროს არ დაგვჭირვებია ტელეფონი.გავიფიქრებდი და ჩემთან ჩნდებოდა ხოლმე.მოსვენება დავკარგე,ადგილს ვერ ვპოულობდი.
ორი დღეს ერთი კვირაც მიემატა,ლექსო ისევ არ სჩანდა.უკვე ვეღარ ვითმენდი,ცუდათ ვხდებოდი.გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი მასთან და ნანულისგან გამეგო რაიმე,მაინც.
ჭიშკარში რეზო შემომეგება,თბილად მომესალმა.ალექსანდრეს მანქანა სახლთან იდგა.იმედი მომეცა სახლში იქნება თქო.კარებზე დავაკაკუნე,კარი გაიღო და გაბროს დამცინავ სახეს შევეფეთე.
-გამარჯობა!-ძლივს მოვიბრუნე ენა პირში დაბნეულობისგან.
-ოჰ! ვინ მოსულა-ირონია გაურია ხმაში.ძარღვები დამებერა.
-ალექსანდრესთან მოვედი.-გამოვცერი კბილებში.
-შემოდი შემოდი-შემიპატიჟა და მეც შევყევი.-ლექსოსთან რატო მოხვედი?ის საქართველოში არ არის,რა არ იცოდი ჩიტუნია?
-საქართველოში არ არის?-ლამის გული გამისკდა ამის გაგონებაზე.
-ჰა რა იყო გაგჟ*მა და მიგაგდო?-მითხრა და საზიზღარი სიცილით გადაიხარხარა.-ყოჩაღ ლექსოს,სიტყვა შეასრულა.-განაგრძობდა გაბრო.ცრემლები მომერია.
-მოგკლავ შენ ნაბიჭ*არო!-დავუყვირე ბოლო ხმაზე და სახეში მთელი ძალით გავარტყი,სიცილი შეწყვიტა,მაგრამ დამცინავი მზერა არ მოუშორებია.ტუჩის კუთხიდან სისხლმა გამოჟონა,იგრძნო თბილი სითხე,ცერა თითით მოიწმინდა და ენით მოიშორა თითიდან წითელი სითხე.-როგორ ბედავ და ასე მელაპარაკები?-განვაგრძობდი ყვირილს.
-შენ ნაბოზ*არო,იცი შენნაირი ნაშა რამდენი ყავდა ლექსოს?შენ საერთოდ ვინ ჩემი *ლე ხარ? ნიზლავში მოგებული ბო*ი გდიხარ.-ზიზღიანი თვალებით მიყურებდა და ისე მეუბნებოდა ამ სიტყვებს.
-რა თქვი?-ხმა ჩამივარდა.
-აბა,რა გეგონა? დავნიზლავდით მე და ლექსო,თუ დაგკერავდა შენ.. მე ვეუბნებოდი ვერ დაკერავთქო,მაგრამ ნიზლავს ჩამოვიდა აგე ნახე თუ არაო.. და აჰაა შეგისრულა კიდეც არა?-ისევ საზიზღარი სიცილით გაიცინა.ღონე მიხდილი დავვარდი იატაკზე.
-ტყუილია,ტყუილია,იტყუები,ალექსანდრე ამას არ იზამდა არაააა,შენნაირი ნაგავი კი არ არის-ვუკივლე გაბროს და ცრემლებმა დაუკითხავად იწყეს დენა.
-ლექსოს ცოლ-შვილი ჰყავს ესპანეთში და მათთანაა ახლა წასული და არ ჩამოვა აქეთ,თავისი საქმეები მოაგვარა უკვე.-განაგრძობდა გველივით სისინს გაბრო.
-რა ცოლ-შვილი..-გაფართოვებული თვალებით მივაჩერდი და ფეხზე ავდექი.
-ჰო ჰო შენზე ბევრად ლამაზი ესპანელი გოგო ჰყავს ცოლად.. შენ რაღაში სჭირდებოდი მეტი?გაერთო,თავისი გაისწორა და წავიდა რაა..
-ტყუილია,ყველაფერი ტყუილიააა,იტყუები შენ დამპალო!!-ვბღაოდი ბოლო ხმაზე.
-არ გჯერა არა?-გადაიხარხარა-დაიცა სურათებს გაჩვენებ-წიგნების კარადიდან ერთი სქელი ლურჯ ყდიანი წიგნი გამოაძვრინა და გამომიწოდა.-ნახე მანდაა სურათები.ინსტიქტურად გამოვართვი და ფურცვლა დავუწყე.სისწრაფეში სურათები იატაკზე დაცვივდა გულ მოკლული დავხედა ძირს გაფენილ ფოტოებს.ლამაზი ეგზოტიკური შესახედავი ტიპის ქალი და პატარა გოგონასთან ერთად ჰქონდა რამოდენი სურათი გადაღებული.უფრო მეტი ბავშვის და ბურდულის სურათები იყო.სადღაც ერთად არიან გასართობ ცენტრში და სხვა და სხვა მულთფილმის გმირებთან აქვთ ფოტოები გადაღებული.ცრემლით ჩაგუბებული თვალებით ბავშვის თვალებს დავაკვირდი,ზღვასავით ლურჯი იყო.ცივად დავაგდე წიგნი იატაკზე,წელში გავიმართე,ცინიკური ღიმილით მოცინარ გაბროს მივუახლოვდი და რომ არ ელოდა იმ დროს კიდე გავარტყი სახეში გამწარებულზე ძალა მოცემულმა.
-ახვარო!.. ნაგავო!..-ბურდულის ჯავრს მასზე ვიყრიდი-ფურთხის ღირსი ხარ,არაკაცო.-ალბათ ადამიანის სახე არ მქონდა რადგან ისე მიყურებდა თითქოს მის წინ მხეცი მდგარიყო.ჩემს ყვირილზე ნანული შემოვარდა ოთახში და გაოცებული ხან მე მიყურებდა ხან გაბროს.-ნანული დეიდა ალექსანდრე სადაა?-მივატირე განადგურებულმა.
-ესპანეთში დაბრუნდა როგორც მე ვიცი,რა მოხდა შვილო?-თვალებ გაფართოვებული და ფერწასული მომაჩერდა.იატაკზე დაგდებულ წიგნს უმოწყაოდ ფეხი გავკარი და კარი მთელი ძალით გამოვიჯახუნე.სირბილით გადმოვედი ეზოდან.სად მივდიოდი არ ვიცი,მივრბოდი და თან მომსდევდა ფიქრები..ფაქტები ამოტივტივდა გუნებაში, ბურდულის ლაპარაკი ტელეფონზე "მამიკო მოენატრაო?"ისიც გავიხსენე ბურდულს არასდროს არ უთქვამს ჩემთვის სიტყვა მიყვარხარ,აქამდე უმნიშვნელო და დაუკვირვებელი მნიშვნელოვდან და ეჭვის საგნად გადამექცა..ნანულის ნათქვამი "ალექსანდრეზე არაფერი ვიცი იქაური ცხოვრებისო,მარტო ის ვიცი სწავლობდა და მკურნალობდაო".ორი კვირით გაუჩინარება ლექსოსი.. ყველაფერი ერთად მომაწვა და ტვინის და გულის სიკვდილს უმიზნებდა.ვიგრძენი ძალა მეცლებოდა,ცრემლიანი თვალებით ვერაფერს ვხედავდი,მხოლოდ მანქანების ჩაქროლვის და საყვირის ხმები მესმოდა.შუა ქუჩაში ვიდექი და ვბღაოდი.ვიღაცის ძლიერმა ხელებმა ძალით გადმომიყვანა ქუჩიდან.
-გაგიჟდიი? რას აკეთებ? შენი თავი თუ მოგბეზრდა იმ მძღოლებს რას ერჩი?კაცის მკვლელებად რომ უნდა იქცნენ!-ჩამძახოდა ჩემთვის უცნობი მამაკაცი.
-გოგონა რა მოგივიდა?სასწრაფოს გამოვუძახოთ?აშკარად დახმარება გჭირდება!-ჩემს ირგვლივ ხალხმა მოიყარა თავი და ყურადღების ცენტრში მოვექეცი.ძალა მოვიკრიბე და ცრემლები შევიმშრალე.
-არა,არ მინდა დახმარება,უბრალოდ ცუდი ამბავი გამაგებინეს და იმოქმედა ჩემზე.-ვთქვი ძლივს.
-ვინმე გარდაგეცვალა?-შეიცხადეს ქალებმა.
-არა,მე უნდა მოვკვდე მალე!-ვუთხარი და წამოსასვლელად შემოვბრუნდი.მესმოდა ჩემს უკან ჩოჩქოლი."საწყალი"..მიხსენიებდნენ ამ სიტყვით.
ბოღმით,ბრაზით,ზიზღით,ტკივილით და ტანჯვით სავსე მივაბიჯებდი მძიმე ნაბიჯებით და ვგეგმავდი თუ როგორ უნდა დამესრულებინა სიცოცხლე.ასე შერცხვენილი და განადგურებული აზრი არ ჰქონდა ჩემს სიცოცხლეს.თვითმკვლელობა ყველაზე დიდ სასჯელად ჩავთვალე იმ წუთას საკუთარის თავის დასჯის.გადასასვლელზე შევჩერდი,რადგან სხვებიც იცდიდნენ და ელოდნენ თავიანთი შუქნიშნის ანთებას.ჩემს გვედით მდგომ ღიპიან კაცს ციგნის ბავშვები შემოეხვივნენ,"ბიძია დაგვეხმარე რაა.ბიძია დაგვეხმარე"-ს ძახილით.ღიპიანი ყვირილს და ლანძღვას მოყვა,"ჩაციკლულები არიან ეს პატრონ მოტ*ნულები ამ სიტყვებზე,გადით აქედან გადაშავდით იქით".. მაგრამ ბავშვებს მისი ლანძღვა არად ჩაუგდიათ,მაინც თავისას გაიძახოდნენ.გული დამეწვა მათი შემხედვარე. ჩანთიდან ფული ამოვიღე და ყველას დავურიგე."მადლობა დეიდა,გაიხარე დეიდა"ის ღიპიანი იდგა და მიყურებდა წარბ აწეული.
-ვითომ შენ რითი ხარ ჩემზე მეტი?-მომმართა მე.
-ცოდვა მადლის შეგრძნება მაქვს შენგან განსხვავებით-შევუღრინე ისედაც ნერვებ მოშლილმა.
-ვითომ რატომ შენ ტუტუცო?-არც მე დამაკლო ლანძღვა.
-შეადარე ჩვენი საქციელები ერთმანეთს და მიხვდები რატომაც.-ცოტაცდა მივვარდებოდი ამ კაცს და ყელს გამოვბრდღვნიდი.
-გამომივიდა ეს ნაბიჭვრ*ბის დამცველი.-არ ჩერდებოდა მაინც.
-ბავშვებზე წესიერად ილაპარაკე ამხელა კაცი ხარ და მაგის შეგნება არ გაქვს-ვუთხარი ზიზღით და ბრაზით.
-შენც მაგათი დედებივით ქუჩის კახპა იქნები და მიტომ აგეწვა ტ*აკი ხო?-მითხრა და ნიშნის მოგებით ჩაიცინა.-ეგება შენც კი გყავს ასეთი ნაბიჭვა*ი და აგზავნი ასე ფულზე,ვითომ გიჭირდეთ ძაან.თქვენნაირი კახპები რომ მომრავლდა მიტომაა საქართველოს საქმე კარგად-მომაყვირა და გაშეშებული დამტოვა.პასუხის გასაცემად სიტყვები და აზრი გამეფანტა.
უცებ ერთმა აზრმმა გამწვა თავში და ისე მეტკინა ამის გაფიქრება,რომ თავზე მოვიშინე ხელები.იქვე ჩავიკეცე ტკვილისგან და გონება დავკარგე...
გონს მძაფრი სუნის შესუნთქვამ მომიყვანა,სასწრაფო დახმარების მანქანაში ვიწექი და თავზე ექიმები დამყურებდნენ...


15 თავი.


-რა ხდება?-ვკითხე სასწრაფო დახმარების ექიმებს.
-ქუჩაში შეუძლოდ გახდი და ჩვენ გამოგვიძახეს,ახლა საავადმყოფოში გადაგვყავხარ,იქ კი სრულ გამოკვლევას ჩაგიტარებთ და გავიგებთ რამ გამოიწვია გონების დაკარგვა.-მითხრა თბილად და ღიმილით ექიმმა.
-გასაგებია.-ვთქვი ჩუმად და თვალები დავხუჭე,ცხელი ცრემლი გადმომდინდა და ნიაღვარივით შეერია ჩემს თმებს.
-ნუ ტირი,საშიში არაფერი იქნება,არ შეშინდე-დამამშვიდა მეორე ექიმმა და მზრუნველად გადამისვა თავზე ხელი.არაფერი არ მითქვამს უფრო ამიჩუყდა გული და გულამოსკვნილი ქვითინი მოვრთე."არა,ალექსანდრე ასე არ მომექცეოდა,ეს ყველაფერი გაბროს ტყუილები იქნება,ბურდული ამას არ გააკეთებდა.. ასეთ სიბინძურეს როგორ იკადრებდა.. ვერ დავიჯერებ.. არ დავიჯერებ ამას.. არ ვიფიქრებ ამაზე.. მაგრამ ცხადია რომ გაქრა,მისთვის ალბათ მართლა არაფერი ვარ თორემ გამაფრთხილებდა მაინც რომ მიდიოდა.. ოჯახი? ოჯახი რომ ჰყავს?ჩემი ყურით ხომ მოვისმინე ბავშვის ამბავს რომ ეკითხებოდა ვიღაცას ტელეფონზე.. თავის ცოლს ელაპარაკებოდა ალბათ-ვფიქრობდი და ტირილს ვუმატებდი,ჩემს დამშვიდებას ამაოდ ცდილობდნენ-რატომ მომატყუე,რატოოომ,რატომ დამიმალეე,რატომ გამაუბედურე რატოომ,რა დაგიშავე ასეთი... როგორ ვიცხოვრო უშენოდ ახლა,როგორ უნდა ვისუნთქო უშენოდ,რატომ დამტოვე მარტოოო-მოვთქვამდი ხმით.
-გიღალატა?-მკითხა ერთ-ერთმა სიბრალულით და თვალებში დაგუბებული ცრემლი ხელის გულით მოიწმინდა.
-მომატყუა,მომკლა და გამანადგურა,არ შემიცოდა,არ დამინდო..-გავეცი ტირილით პასუხი.
-კარგი დამშვიდდი შემოგევლე,ჯერ ახალგაზრდა ხარ,მთელი ცხოვრება წინ გაქვს,უკეთესს შეხვდები და ის გაგხდის ბედნიერს,არ ღირს იმ კაცისთვის ტირილი რომელმაც ქალის ფასი არ იცის.. ცხოვრებაში უამრავი ცუდი ხდება შვილო,მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ,ძლიერები უნდა ვიყოთ და არ უნდა მივცეთ საშუალება ბედის ირონიას რომ დაგვაჩოქოს..ცხოვრება ომია,უნდა ვიბრძოლოდ ბედნიერებისთვის და გადარჩენისთვის,ამ ბრძოლაში კი გამარჯვებული ჩვენ უნდა გამოვიდეთ..გასაგებია რას გეუბნები?-მითხრა ექიმმა და თანაგრძნობით მომიჭირა ხელზე ხელი.
-უიმისობა მომიღებს ბოლოს,ვერ გავუძლებ-ამოვღერღე ტირილით.
-გაუძლებ,გაუძლებ!-ცრემლებიანი სახე სამედიცინო სალფეთქით მომიწმინდა-ღმერთი ადამიანს ისეთ განსაცდელს არ მოუვლენს რომ ვერ გაუძლოს! წმინდა მამები გვასწავლიან ამას.უფალი შენთანაა და შენ ყველაფერს გაუძლებ..ასე,რომ უბრალოდ გაიღიმე,ყველაფერი კარგად იქნება!-მითხრა ღიმილით.-გაიღიმე მიდი!
-არ მეღიმება და როგორ?!-ვუმატე ტირილს.
-აი ასე... უბრალოდ გაიღიმე-მაჩვენა როგორ უნდა გამღიმებოდა,მის მცდელობაზე მართლა გამეღიმა.-ყოჩაღ!აი ნახე ყველაფერი კარგად იქნება!-მანქანა გაჩერდა და ბორბლებიანი საკაცით საავადმყოფოს შენობაში შემიყვანეს.ამიაკის,წამლების,ანტესეპტიკის და სპირტის სუნი ერთმანეთში არეულიყო და საავადმყოფოსთვის დამახასიათებელ სურნელს ჰქმნიდა.უსიამოვნოდ ჩავუშვი ფილტვებში ჰოსპიტალის ჰაერი.პალატაში შემიყვანეს და საწოლზე გადამაწვინეს.
-ნემსის ხომ არ გეშინია?-მკითხა ღიმილით ექთანმა.უარის ნიშნად თავი გავიქნიე.-ყოჩაღ,კარგია!ანალიზებისთვის ცოტაოდენი შენი სისხლი გვჭირდება ვენიდან უნდა აგიღო,კარგი?!-თანხმობა თავის დაქნევით მივეცი.ანალიზის ჩაბარების პროცედურას მორჩა,წვეთოვანი დამიდგა და დამიბარა ახლავე დავბრუნდები ექიმთან ერთადო.ფიქრის დაწყებაც ვერ მოვასწარი ექიმი და ექთანი შემოვიდნენ პალატაში.
-გამარჯობა!მე მორიგე ექიმი ბაჩანა წიკლაური ვარ-გამეცნო საშუალო სიმაღლის შავგვრემანი ახლაგაზრდა ექიმი.-თქვენის ნებართვით გაგსინჯავთ.
-კარგი ექიმო.
-ანკეტის შევსება აუცილებელია და რასაც გკითხავ მიპასუხე-მითხრა ექთანმა.-სახელი,გვარი,მამის სახელი და შენი ასაკი.
-ანა თამაზის ასული კაკაურიძე.ცხრამეტი წლის.
-სწავლობ?
-კი,სტუდენტი ვარ!-კიდევ უამრავი კითხვა დამისვა ექთანმა,ექიმი კი ჩემს გასინჯვას განაგრძობდა.გასვლისას დამამშვიდებელი წამალი დამალევინეს და დამიბარეს ერთ საათში იქნება ანალიზის პასუხებიო.დამამშვიდებლის წყალობით ჩამეძინა.ძილში წიკვინა ხმა ჩამესმა,მაღვიძებდა.თვალები მძიმედ გავახილე,ჩემს წინ დაბალი,გამხდარი ცხვირ გაწითლებული ქალი იდგა.წარბები წვრილად ჰქონდა გადაწკეპილი შუბლზე და წუნკალ იერს სძენდა მის სახეს.
-ანალიზის პასუხები მოგიტანე-მითხრა ისევ გაწვრილებული ხმით.საწოლზე წამოვჯექი და მოუთმენლობა ავიკარი სახეზე.-სისხლის სუფთა გაქვს,ჰემოგლობინი გაქვს ცოტა დაბალი და ეს ბუნებრივიცაა,შენი სისხლის ნაწილი ნაყოფს მიაქვს და ამიტომაც აჩვენა ასე...
-უკაცრავად რა თქვით?-წამოვიკნავლე.
-ორსულად ხარ,მალე დედა გახდები!
-არა..არა.. არა.. ეს არ უნდა მოხდეს,არაააა-ვიყვირე ისტერიკულად.
-რა გაყვირებს გოგონა,ამაზე ადრე უნდა გეფიქრა თუ ბავშვი არ გინდოდა.-მითხრა მკვახედ და წარბ აწევით.
-არა.. ვერ გავაჩენ,არ შემიძლია.. მომკლავენ.. თავს მომჭრის მამაჩემი-ვბუტბუტებდი და თან წარმოვიდგინე როგორი რეაქცია ექნებოდა თამაზის ეს რომ გაიგოს.
-ქმარი არ გყავს გოგონა?-მკითხა გაკვირვებით
-არა,არ მყავს.-ვუპასუხე და დამნაშავესავით ჩავხარე თავი.
-აბორტი გაიკეთე მერე და ვერავინ ვერ გაიგებს!-მითხრა ისეთი ტონით,თითქოს საქმე მოეგვარებინოს.
-აბორტი?-თავი ავწიე და თვალებში მივაჩერდი.
-ხო აბორტი!უამრავი ქალი მიმართავს მაგ ხერხს და იცილებენ არასასურველ ნაყოფს.-სრულიად მშვიდი სახით მეუბნებოდა ამას.
-აბორტი-ვთქვი ჩუმად-უნდა მოვკლა?-თვალები ცრემლებით ამევსო.
-გადაწყვიტე,სანამ აქ ხარ!ბარემ მოიშორებ და თავისუფალი გახვალ აქედან,ქმარი არ გყავს და უკანონო ბავშვი ხელს შეგიშლის ახალი ცხოვრების დაწყებაში-ჩამსისინებდა გველივით.
-არა!არა.. არა...-ვიმეორებდი დაბნეული.
-რა არა?
-ვერ გავაჩენ..
-გინეკოლოგი მეორე სართულზეა და შეგიძლია მოინახულო-მითხრა და გავიდა.
მომკლავს ჩემები.შევარცხვინე ჩემი ოჯახი..ასე რატომ გამიმეტე ალექსანდრე.. ახლა რა ვქნა რა გავაკეთო-მოვრთე ისევ ტირილი.ბავშვი როგორ უნდა გავაჩინო უქმროდ,სირცხვილით სად უნდა გამოყონ მერე ჩემებმა თავი.ვერ გადაიტანენ ჩემგან ასეთ საქციელს...
ინსტიქტურად მუცელზე მოვისვი ხელი.გავიაზრე,რომ შიგნით ბავშვი მყავდა.. ჩემი და ლექსოს შვილი..შვილი..ჩემი შვილი..
ამის გაფიქრებისას გულში საოცარი სითბო ჩამეღვარა..
-ჩემი შვილი,ჩემი პაწია,ჩემი ბასასუნა-ვეფერებოდი ჩემს მუცელს და ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა,დავტიროდი ჩემს ჯერ არ დაბადებულს და სიკვდილისთვის განწირულ ნაყოფს.
-ყველაფერი რიგზე გაქვს,პირველ სართულზე გასასვლელთან სალაროა,იქ გადაიხდით ფულს და თავისუფალი ხართ,შეგიძლიათ წახვიდეთ.-მითხრა ექთანმა და წვეთოვანი მომიხსნა.
-უკვე შემიძლია წასვლა?
-კი,კი შეგიძლია-გამიღიმა და ანალიზის ფურცლებს დახედა.-უი ფეხმძიმედ ხარ?-წამოიძახა გახარებულმა.თავი დავუქნიე.-ვაიმე რა კარგიაა,გილოცავ ღმერთმა მშვიდობა და ჯანმრთელი ბავშვი მოგცეს.
-მადლობა-ძლივს გასაგონად ვთქვი.ეთანი გავიდა.ძლივს ავდექი საწოლიდან,მთელი სხეული მტკიოდა.ფული გადავიხადე და გაურკვევლი მიმართულებით გავუყევი ქუჩას.
"ალექსანდრე როგორ მჭირდები ახლა,როგორ მინდა ჩემთან იყო და გახარებდე,რომ ჩვენ შვილი უნდა გვეყოლოს.თუმცაა შენ უკვე გყავს შვილი და არამგონია სიხარულის მომტანი ყოფილიყო შენთვის ეს ამბავი,შენ ხომ უბრალოდ ერთობოდი ჩემთან..ასე რატომ გამიმეტე..უშენობას როგორ შევეგუო.. შენზე ფიქრები შემშლის მე ალექსანდრე,გესწავლებინა როგორ ვიყო შენს გარეშე".. ატირებული ვფიქრობდი და ამ ფიქრებში ეკლესიის ჭიშკარს მივადექი,მეგონა დაკეტილი იქნებოდა რადგან უკვე საღამო იყო,მაგრამ გულმა შიგნით შესვლა მიკარნახა.ეზოში პირჯვრის გადასახვით შევედი და ტირილისგან დასიებული თვალებით გუმბათს ავხედე.ეკლესიის კარი გაიღო და მამაო გამოვიდა,შევატყე წასასვლელად ემზადებოდა,მაგრამ რომ დამინახა შეჩერდა.
-საღამო მშვიდობისა ღვთის შვილო!-მომესალმა თბილი ხმით.
-მშვიდობა თქვენდა მამაო.-დავუბრუნე სალამი და თავი მოწიწებით დავხარე.
-ხომ მშვიდობა გაქვს შვილო?-მკითხა მშვიდად.ვერაფერი ვუპასუხე მხოლოდ ტირილს მოვყევი.მომიახლოვდა თავზე ხელი დამადო და მერე პირჯვარი გადამსახა-წამოდი ტაძარში შევიდეთ და ვისაუბროთ.-უხმოდ გავყევი.თავი ყველაზე ცოდვილი ადამიანი მეგონა დედამიწაზე და ვთვლიდი არ ვიყავი ტაძარში შესვლის ღირსი,მივდიოდი,მაგრამ უკან რაღაც ძალა მქაჩავდა,ეს ძალა ბოროტი იყო.-მოდი აქ დავსხდეთ-მითხრა თბილად მამაომ როდესაც ტაძარში ხატს ვემთხვიეთ და კუთხეში მდგარ სკამებზე მიმითითა.-ვხედავ სადარდებელი გაგჩენია,რასაც ძალიან განიცდი,შენი გამომეტყველება ამბობს ამას.რა შეგემთხვა,იქნებ დაგეხმარო.
-შევცოდე მამაო,გამოუსწორებელი ცოდვით შევცოდე.. არც კი ვიცი როგორ გითხრათ.-მიჭირდა საუბრის დაწყება.
-თვითმკვლელობის გარდა არც ერთი ცოდვა არ არის მიუტევებელი შვილო.მთავარია გულწრფელად მოინანიო.რა შესცოდე?
-ორსულად ვარ მამაო.-ამოვიკნავლე საცოდავი ხმით.
-მერე ეგ ძალიან კარგია,ეგ რომ არ არის ცოდვა,მადლობა შესწირე უფალს,რომ დედობის მადლი გარგუნა.-მითხრა ღიმილით.
-მამაო მე ქმარი არ მყავს..-მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე იქვე,ამის თქმისას.მამაო წამით გაჩუმდა,ჩაფიქრდა და მერე მითხრა.
-შეცდი,ცდუნებას აჰყევი და.. გასაგებია,გეშინია მშობლებმა არ იციან ალბათ ჰო?-უარის ნიშნად თავი გავაქნიე.-მერე რას აპირებ?
-არ ვიცი მამაო,ვიცი რომ აბორტი ცოდვაა,მაგრამ ჩემები ამას არ მაპატიებენ,თან უმამოდ როგორ გავზარდო,როგორ ვარჩინო...
-რა გქვია?-მკითხა უეცრად.
-ანა მქვია მამაო..
-ანა!ძალიან ცუდი,რომ არ დაიცავი ქრისტიანული და რელიგიური ტრადიეციები.. ხვდები ხო რასაც ვგულისხმობ?..მაგრამ რაც შესცოდე,ამის გამოსწორება გულწრფელი მონანიებით და მხურვალე ლოცვით შეგიძლია ღვთის წინაშე...
-მამაო ჩემს ორსულობას რა ეშველება ლოცვით და მონანიებით?
-უნდა გააჩინო!-მითხრა მტკიცედ.-დედობა ღვთისგან მონიჭებული მადლია!..
-მაგრამ მეშინია მამაო..
-რისი გეშინია?ახალი სიცოცხლე რომ მოავლინო ამ ქვეყანას და ღვთის სადიდებლად გაზარდო?!იმის რატო არ გეშინია შვილის მკვლელი რომ გახდები?.. მაგ ბავშვს ღვთის ნებით მიეცა სული,ესეიგი მისი ნებაა ის გაჩნდეს და შენ არ გაქვს უფლება უფლის ნებას წინ აღუდგე.. ნუთუ არ შეგეცოდება სასიკვდილოდ გაიმეტო შენი სისხლი და ხორცი?შენს წიაღში მყოფი ჩვილი?.. კი მართალია,რომ შეცდი და გრძნობებს აჰყევი,მაგრამ იმ გრძნობიდან ხომ ხედავ რამხელა საჩუქარი მიიღე... დედა უნდა გახდე,დედა!ერთი წამით არ შეგეშინდეს,ეჭვი არ შეიტანო უფლის მიმართ რწმენაში..წარმოიდგინე,უფალი რომელიც ჩიტებზეც ზრუნავს,როგორ გგონია ადამიანებზე არ იზრუნებს?ჩვენ ხომ მის მსგავსად ხატად შეგვქმნა..
-ჩემებს რა ვუთხრა მამაო?
-შვილო,პატიება სთხოვე შენებს,თუ ღვთისნიერი ხალხია ღვთის საჩუქრად მიიღებენ შენს შვილს,თუ არადა მაინც უნდა გააჩინო.მიენდე უფალს და გწამდეს მისი.. ისეთი სახის დახმარებას გაგიწევს თავად გაგიკვირდება,სიხარულით აივსები.როცა ადამიანი უფლის სახელით კეთილ და მართალ გზას დაადგება,ღმერთი მას არასოდეს მიატოვებს.. აბა წარმოიდგინე შენი პატარა როგორ უნდა გაიმეტო იმ ტკივილისთვის როდესაც აბორტი კეთდება.მღვდელი ალექსანდრე ზახაროვის ეპისტოლეში ამოვიკითხეაბორტზე ჰქონდა დაწერილი, "ამერიკელმა ექიმმა ბერნარდ ნათანსონმა გადაიღო ფილმი, სადაც ნაჩვენებია იმის ულტრაბგერითი გამოსახულება, რაც ხდება ქალის საშვილოსნოში აბორტის გაკეთების დროს 12-კვირიან ნაყოფზე „ვაკუუმ-ასპირაციის“ მეთოდით. ეკრანზე ნათლად ჩანს, როგორ ცდილობს პაწაწინა არსება ვაკუუმ-გამწოვისათვის თავის არიდებას, თავის დაძვრენას. სწრაფი და ღელვით აღსავსეა მისი მოძრაობები. გული უცემს ძალუმად და აჩქარებულად. ხოლო ბოლოს, როდესაც ბოროტების აპარატის საცეცებში მომწყვდეული ბავშვის სხეულის დანაწევრება იწყება, იგი ფართოდ აღებს პირს უხმო ძახილით. აქედან მომდინარეობს ფილმის სახელწოდებაც - „უხმო ძახილი“. გაითვალისწინეთ, რომ არავითარი გაუტკივარება აბორტის დროს ნაყოფისათვის არ არსებობს"..-ვუსმენდი მამაოს და ცრელმები ღაპა-ღუპით მდიოდა-ნუთუ გაიმეტებ ამ ტკივილისთვის შენს შვილს?-მკითხა მან.მუცელზე ხელი მოვისვი.. საოცარი ძალა ვიგრძენი..
-არა!არა მამაო.. ვერ გავიმეტებ.. მე ის მიყვარს უკვე-ვუთხარი და ხმამაღლა ტირილი დავიწყე.მამაო კმაყოფილი მიღიმოდა და პირჯვარს მსახავდა.
-რწმენა რომ უფრო გაგიმყარდეს,გეტყვი: წმინდა სერაფიმე საროველი გვირჩევს, კი არ უარვყოთ ე.წ. „უკანონოდ“ ჩასახული ყრმები, არამედ ღვთის შიშით გავზარდოთ, რამეთუ ისინი არ არიან დამნაშავენი, ამ ქვეყანას რომ მოევლინნენ. არც მათი მშობლები უნდა განვიკითხოთ, რადგან უთქვამთ, არგანკითხვა ნახევარი ცხონებააო. ამის მაგალითად წმიდა მამას მოჰყავს შემთხვევა, რომელიც ბიზანტიაში, იმპერატორ იუსტინიანეს დროს მოხდა. გალატეის მხარეში, სოფელ სიკიოტთან, მდინარეზე გადასვლისას, იმპერატორის ერთ-ერთმა პირადმა მცველმა მშვენიერი ქალწული დაინახა და მისი სურვილით აენთო. გაიგო ისიც, რომ ქალწული ქვრივის შვილი იყო და, ალბათ, ამით გაკადნიერებულმა ასულზე ძალა იხმარა... ამის შემდეგ გოგონას ეზმანა, თითქოს მის წიაღში კაშკაშა ვარსკვლავი ჩაეშვა. ერთმა წმიდა მამამ ხილვა ამგვარად განუმარტა: „შენს წიაღში ჩასახული ყრმა დიდი ადამიანი გახდება; ის დიდი იქნება არა ოდენ კაცთა შორის, არამედ ღვთის წინაშეც; ხოლო ბრწყინვალე ვარსკვლავი ნიშნავს იმ ღვთაებრივ მადლმოსილებას, რომლითაც ღმერთი დააჯილოდოებს შენს ნაშობს, რამეთუ ღმერთი თავის მონებს უწინარეს შობისა, დედის მუცელშივე განწმენდსო“. ასე იშვა ყრმა ვაჟი, რომელსაც უფალმა სიყრმიდანვე წმიდა გიორგი დაუდგინა მფარველად. ეს გახლდათ დიდი მამა წმიდა თეოდორე სიკიოტელი.ხედავ?იქნებ და შენი შვილი სამშობლოს დამცველი და ღირსეული მამულიშვილი იბადება!-უკვე სიხარულისგან და ბედნიერებისგან ვტიროდი,უსაღვრო ძალას ვგრძნობდი.მე ძლიერი ვიყავი,მთელ მსოფლიოს შევეწინააღმდეგებოდი ჩემი პატარასთვის,ჩემი შვილისთვის.ცრემლნარევი ღიმილით დავეშვი მუხლებზე მამაოს წინ და მადლობას ვწირავდი.იმედით და რწმენის სიხარულით ავივსე,გაუფერულდა შიში იმისა,რომ შეიძლებოდა გავერიყე ყველას და როგორც კეთროვანი ისე შემოეხედათ ჩემთვის.ჩემში ცოცხლობდა არსება,რომელიც ჩემით არსებობდა და მე არ მქონდა უფლება მასზე უარი მეთქვა. მე უკვე მიყვარდა ის,წარმოვიდგინე როგორ იტირებდა,როგორ ჩავიკრავდი გულში და მიყუჩდებოდა ჩემი სითბოთი გამთბარი...როგორ ვუმღერებდი ძილის წინ.. როგორ ვაჭმევდი,როგორ დავბანდი,მესმოდა დედა როგორ დამიძახებდა.. ჩემი პატარა.. როგორ შევისუნთქავდი მის საოცარ და განუმეორებელ სურნელს.. ვიდექი მუხლებზე და ვტიროდი.. ვტიროდი სიხარულით და ბედნიერებით..
-მე არ მეშინია მამაო!-წამოვიძახე და მოძღვარს ხელზე ვემთხვიე-მადლობა მამაო! თქვენ მე გადამარჩინეთ,ჩემი შვილი გადაარჩინეთ!..
-მადლობა უფალს,შვილო!.. უფალმა მოგიყვანა აქ და მისი სათქმელი მათქმევინა მე.-მამაო წამოდგა და წამოდგომაში დამეხმარა.-სანთელი აანთე მიდი და მე რამოდენიმე ლოცვის პატარა ბროშურებს გამოგიტან,სახლში წაიღე და წაიკითხე.-მითხრა ღიმილით.ტაძრიდან რომ გამოვედი კარგა დაბნელებულიყო.ტაქსი გავაჩერე და სახლში წავედი...
იმ ღამით მშვიდად მეძინა ემოციებიდან დაცლილს და ტირილით დაღლილს.
დილით მაღვიძარამ გამაღვიძა.სასწავლებელში უნდა წავსულიყავი.. მუცელზე ხელი მოვისვი-დილა მშვიდობისა დეე!მაპატიე გუშინ თუ შეგაშინე ჩემო პატარავ,როგორ მიხარიხარ ხომ იცი,ხომ ხვდები ამას?მიყვარხარ ჩემო ბუსუნა..ჩემო პატარა ანგელოზო..უკევ ერთი სული მაქვს როდის დაგინახავ,როდის მოგეფერები.. ძალიან,ძალიან მიყვარხარ და ჩვენ ერთად ძალიან ბედნიერები ვიქნებით.ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის ჩემო პატარავ!.. ახლა დედიკო უნდა ადგეს,ჩაიცვას და სასწავლებელში უნდა წავიდეს,ძალიან ბევრი სამეცადინო მაქვს და ძალიან გთხოვ არ გამაწვალო კაი დე?-ველაპარაკებოდი ჩემს წიაღში ჩემსავე სისხლსა და ხორცს ჩემს შვილს.ლექსო დამიდგა თვალწინ.რა ბედნიერი ვიქნებოდი ეს სიხარული ერთად რომ განგვეცადა,მაგრამ მას უკვე ჰყავდა ოჯახი და არ ვაპირებდი მის ცხოვრებაში ჩარევას,მისი ოჯახის არევას..მაინც მინდოდა,უბრალოდ გამეგო მის შესახებ რაიმე,მაგრამ ნანულისთან მისვლის მეშინოდა,კიდე გაბრო რომ დამხვედროდა ვერ გადავიტანდი მის დამპალ საქციელებს.
დღეები ერთმანეთს მისდევდა.ვცდილობდი არ მენერვიულა ბავშვის ხათრით მაინც,მაგრამ მაინც ვერ ვაღწევდი ბურდულზე ფიქრს და დარდ თავს.გადავწყვიტე სახლში მივსულიყავი და ნანული მენახა.
ჭიშკართან რეზო დამხვდა ისევ.
-გამარჯობა რეზო ძია!-მივესალმე მხიარულად.
-გაგიმარჯოს ჩემო კარგო!-მომცა ომახიანი ხმით სალამი რეზომ.
-თუ იცი ნანული დეიდა სახლში მარტოა?ხომ არავინაა ნანულის გარდა?
-მარტოა კი,არავინ არ მოდის კარგა ხანია უკვე-მითხრა და მძიმედ ამოიღვნეშა.გული ამტკივდა.
-კარგი,შემოვალ მაშინ,ვნახო მინდა ნანული.
-კი შვილო შემოდი.-ეზო ფეხის თრევით გავიარე და კარზე დავაკაკუნე.ცოტა ხნაში კარში წინსაფრიანი ნანული გამოჩნდა.ჩემს დანახვაზე სიიხარულისგან შეიცხადა.
-ანა,მოდი,მოდი.. როგორ ხარ? შენზე ვნერვიულობდი ძალიან.
-კარგად ვარ,მადლობა!თავად როგორ ხარ?-სახლში შევედი და მეტკინა უ-ალექსანდრე-ობა.
-მე არამიშავს შვილო.შენ როგორ ხარ,იმ დღეს ისე განერვიულებული წახვედი..შენზე დარდი მკლავდა.
-ალექსანდრეზე ხომ არაფერი გაგიგიათ?-ვკითხე და პასუხის მოლოდინში სუნტქვა შევიკარი.
-სამი დღის წინ ველაპარაკე ბიძამისს,თვეში ერთხელ მირეკავს,სახლს რომ ვუვლი ფულს მიგზავნიან და მაგიტომ დარეკა.ვკითხე ალექსანდრე როგორაა როდის ჩამოდისთქო,მიპასუხა კარგადაა და საქართველოში ჩამოსვლას ვერ მოახერხებს კარგა ხანს,ძალიან დაკავებულიაო.-მითხრა ნანულიმ დათრგუნული ხმით.სუნთქვა დამავიწყდა ამის მოსმენისას.ამეწვა შიგნით ყველაფერი.გული გაჩერდა მგონი.სისხლი კაპილერებში დაგროვდა და საცაა გასკდებოდა.ყელში ბურთი მომაწვა,რომელიც ჩემს დახრჩობას ლამობდა.-ანა,ვიცი თქვენს შორი რაღაც რომ ხდებოდა და ვიცი რომ ცუდათ ხარ მის გამო-თქვა ნანულიმ და მზრუნველად ჩამომისვა მკლავზე ხელი-არ ვიცი რა ეტაკა ალექსანდრე...
-არაფერია!-წამოვიძახე უცებ,არ დავამთავრებინე სათქმელი-მას ასე სურდა,თუ ასე უნდოდა კარგად იყოს.მე აღარ შევახსენებ თავს.ნახვამდის ნანული დეიდა.-არ მახსოვს როგორ გადმოვედი ეზოდან...თავისით დამეწყო ღრმა სუნთქვა ქოშინის მსგავსი.. ცრემლებიც თავისით შეუერთდა ამ სუნთქვას და სახლში მისვლამდე ასე ვიყავი.
აზრმმა გამიელვა თავში.. საქართველოდან უნდა წავიდე,სადღაც შორს,გადავიკარგო ძალიან შორს და იქ უნდა დავიწყო ახალი ცხოვრება ჩემს შვილთან ერთად!...

_______________________________________

აი ამას გადავუგზავნი მალე რეჟისორს. როგორ ფიქრობთ, მოეწონება? და თქვენ გსრურთ ამ ისტორიის კინოეკრანიზაცია იხილოთ?



№1 სტუმარი darina

madloba keke amaswinad gtxove am istoriis dadeba, madloba rom chveni txovna gaitvaliswine, gansakutrebit miyvars es storia uamravjer maqvs wakitxuli da kidev uamravjer wavikitxav.

 


№2  offline წევრი mani156

ვგიჟდები კეკე შენზე love როგორ გამიხარდა ამ ისტორიის თავიდან წაკითხვის საშუალება რომ მომეცა love ვგიჟდებიი ამ ისტორიაზე_ც love

 


№3  offline წევრი eleonor

ვაიმეე ვგიჟდები ამ ისტორიაზე. აი ვერ მოვთვლი იმდენი რომანი მაქ წაკითხული,თუნდ ძველი მწერლების თუნდ თანამედროვესი, მაგრამ აქ რომ ემოცია და სითბოა იმდენი არსად არ მინახავს love რაღაც არანორმალურად საინტერესო მოთხრობაა winked ალბათ ამაში დიდი როლი შენს მიერ შექმნილი პერსონაჟების ხასიათმაც ითამაშა :)) ალბათ კი არა კი, საერთოდ როდესაც პერსონაჟი საინტერესოა და მისი პიროვნება სხვებისგან გამოირჩევა ეს უფრო ითრევს მკითხველს. სწორედ ასე იყო ამ ისტორიაში love ლექსოს პერსონაჟი აი როგორ ვთქვა უზომოოდ შემიყვარდა. უზომოოდ კი არაა ცამდეე winked ძალიან თბილი, ტკბილი და ჩამთრევი ისტორიაა აი ერთი ამოსუნთქვით რო იკითხება და რო ვერ წყდებიიი <33 ძალიან ნიჭიერი ხარ მართლაა (ნეტა მეც შემეძლოს რამე მსგავსის დაწერა :D) რაც შეეხება კინოეკრანიზაციის თემას დიდი სიამოვნებით ვნახავდი ამ ისტორიის მიხედვით გადაღებულ ფილმს, მაგრამ ახლანდელი რეჟისორების ამბავი რო ვიცი ისეთ მსახიობებს მოიყვანენ გავლაში რო არ არიან მაგ პროფესიასთან. ბოლო დროს სულ ეგეთი ფილმები გამოდის (ნუ რა თქმა უნდა არის გამონაკლისების, მაგრამ იშვიათად) წარმატებებს გისურვებ და მალე დაიწყე რამე ახალი ისტორიის წერა დიდხანს ნუ მოგვანატრებ თაავს love

 


№4  offline წევრი masu

Vgijdebi vgijdebi vgijdebi

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ეს ისტორია რამდენჯერ წავიკითხე ვინიცის <3და ახლაც სიამოვნებით წავიკიტხე ვგიჟდები კეკე შენზეეე <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი lalita

რამდენჯერ მაქ წაკითხული და მაინც წავიკითხე ბოლომდე ვგიჟდები შენზე და შენ ისტორიებზე უმაგრესი და განუმეორებელი ხარ.

 


№7  offline წევრი NA NO

Dgemde ar vicodi es aheni dawerili tu iyoo dAn magaria martla da meramdened vkitxulob ukve agar vici sul mabednierebs me amis kitxva dzan magaria da ert-erti sauketeso pilmi iqneba martlac rom es rom gadaigon :

 


№8  offline წევრი zak

მე ამ ისტორიის დახმარებით აღმოვაჩინე ეს საიტი.კეკე შენ ხარ ის პირველი მწერალი ვისი იტორიაც წავიკითხე.მე ამ წყვილზე და ზოგადათ ამ ისტორიაზე ვაბოდებ.შენ ხომ საერთოდ უნიჭიერესი ხარ love

 


№9  offline წევრი Smiling girl

საუკეთესო <3 საოცარი <3 განუმეორებელი <3 თბილი <3 ტკბილი <3 საუცხოო <3 შოკოლადი <3

 


№10 სტუმარი Marianna

Keke shen xar shoki pirdpapiir

 


№11  offline წევრი masu

მეორე ნაწილს არდადებ? love

 


№12  offline მოდერი D-roni

რამდენიმე დღის წინათ წავიკითხე მთლიანად ისევ ...
რამდენჯერ მაქვს წაკითხული ვინ მოსთვლის , ბაბულიკური და ცოტა ისეთი შინაარსის ისტორია კი არის , მაგრამ იმდენად მსიამოვნებს ამის კითხვა , იმდენად სასიამოვნოდ წერ , იმდენად კარგად გადმოსცემ თითოეულ გრძნობასა და ემოციას ... შენი კუმირი ვარ კეკე !
საოცრებაა შენი წერის მანერა ! ყველაფერი თავის ადგილას გაქვს , მრავალფეროვანია ყველა შენი ისტორია , გაქვს ჩხუბი, სევდა ,მხიარულება , მეგობრობა , უბდურება , ბედნიერება , ვნება , და რაღა თქმა უნდა სიყვარული ! საოცრება ხარ ამ საიტის კი არა მთლიანად მსოფლიოს საოცრება ! დამიჯერე ვინც ერთხელ მაინც წაიკითხავს შენს ერთ-ერთ ისტორიას ის ვერასდროს დაგივიწყებს !მე მაქვს რამდენიმე ისტორია,რომლის გარეშეც ვერ ვძლებ , მახსოვს მეორე ნაწილი , რომ დადე ამის როგორ გამიხარდა , იმდენად ვიყავი ჩართული წარმოიდგინე ერთ დღეში მთლიანად ესეც და ისიც წავიკითხე , მიუხედავად იმისა ,რომ ათაჯერ მქონდა წაკითხული , ზეპირად ვიცი უკვე და ისიც ზუსტად ვიცი, რომ ყოველთვის ! ყოველ კვირას ერტხელ მაინც კიდევ წავიკითხავ , რადგან მე ეს არასდროს მომბეზრდება ! გიმეორებ საოცრება ხარ! მსოფლიოს საოცრება ! love

 


№13  offline წევრი enana

ჩემი ერთ-ერთი უუუსაყვარლესი ისტორიაა, რომელიც ზეპირად ვიცი უკვე, იმდენჯერ მაქვს წანაკითხი თავის დროზე. ბოლო რამდენიმე დღეა,იმდენჯერ გამახსენდა და მომინდა რაღაცნაირად თავიდან წაკითხვა ,რომ კითხვას ვაპირებდი როგორ მენახა, რადგან ვერ ვპოულობდიი დაა რაა დამემართა ახლა სიახლეებში რომ ვნახეე, ის ემოცია გაისიგრძეგანე კეკეე :) :) ამ ისტორიის მეორე ნაწილიც ძალიან მიყვარს და ზოგადად რა, შენს ისტორიებზე მაფანატებს. ასე ადვილად არ შემიძლია რომელიმე ისტორია წინ დავაყენო, რადგან, მართალია, ყველა ერთნაირად მატკბობს, მათბობს და სიამოვნებას მანიჭებს, მაგრამ ყველა განსხვავებულად, თავისებურად. ვერცერთს ვერ დავთმობ. ყველა მიყვარს მე... :)

რაც შეეხება ეკრანიზაციას, ზეფანტასტიური იდეაა და არა მარტო ამ კონკრეტულის. უბრალოდ თქვენი, ავტორების მიერ შექმნილი პერსონაჟები იმდენად გვყავს გათავისებული, რომ ეკრანიზაციის დროს თუ ერთი ერთში არ ჩაჯდა ყველაფერი, ის მომენტი იქნება - წიგნი სჯობია ფილმსაო. რა ტკბილობა იქნება კინოო. :) ვსოო, შევსკუპდი მე ოცნების და წარმოდგენის ჭრელაჭრულა ღრუბლებზე... :დ უუნიჭიერესი ხარ კეკე და ამის გამეორება არ დამეზარება არასდროს, არასდროს, არასდროს... :* :*

 


№14  offline წევრი eni

აი ყველაზე ყველაზე თბილი ტკბილი უუგემრიელესი ისტორია იყო მართლა არვიცი რავთქვა. დიდი ხანია ამ საიტზე. ვარ და ვიტყვი რომ ყველასგან განსხვავებული ისტორია იყო საშინლად შემიყვარდა არვიცი იმდენ
ემოციას იტევს მეც ვერ გავუძელი ამდენ ემოციას რაც შეეხება რეჟისორს. აუცილებლად მოეწონება დიდი სიამივნებით ვიხილავდი ტელეეკრანზე ამ ისტორიის შესაბამის ფილმს ძალიან კარგი ხარ და წარმატებებს გისურვებ <3 <3 <3

 


№15  offline წევრი t i k o

კეკეეე <3 აი ძალიან მომოწნს შენი წერის სტილი და საერთოდ აღფრთვანებული ვარ შენი ისტორიებით საოცარი გადმოცემის უნარი გაქვს სამწუხაროდ ყველაისტორია არმაქვს წაკიტხული შნი შემოქმედებიდან ამიტომმ ძაან ძაან გთხოვვ რა იქნებ დადო რომელიმ ისტორია კიდევვ love love

 


№16  offline წევრი Marryam

კინოეკრანიზაციაო?? ვაიმე, ვაიმე, ვაიმე !! მეორედ წავიკითხე ახლა ეს ისტორია ისე რო სახიდან ბედნიერ ღიმილს ვერ ვიშორებდი...მიუხედავად იმისა, რომ წაკითხული მქონდა და ვიცოდი როგორაც განვითარდებოდა მოვლენები, მაინც წავიკითხე...პ.ს კინოეკრანიზაციაზე მართლა ფიქრობ?? შოკი იქნება წინასწარ გეუბნები მარა იცოდე ალექსანდრეს როლი ყველაზე სიმპატიურმა მამაკაცმა უნდა მოირგოს:დ ისეთი როგორიც თითეულ ჩვენგანს წარმოგვედგინა ``

 


№17 სტუმარი salo

Umagresi iyoo.sheudarebeli.magari xar keke

 


№18  offline წევრი ნ ი ნ ა

ეს იატორია პირველად წავიკითხე,შენი შედარებით ძველი ნამუშევრები არ ვიცი სიმართლე რომ გითხრა.კინოეკრანიზაცია მშვენიერი იქნებოდა,ამასთან დაკავშირებით ორი აზრი მგონი არ არსებობს.ამ ისტორიას ისე გულისყურით ვკითხულობდი რომ არ ვიცი,საერთოდ როცა ისტორია სრულადაა ჯერ დასასრულს გადავხედავ ვინმე მთავარი გმირი ხომ არ კვდება,თუ ასეა იმ ისტორიას თავიდანვე არ ვკითხულობ ხოლმე,მაგრამ ეს არ ვრცელდება შენს ისტორიებზე.
რომელიმე ძველ ისტორია კიდევ ზტუ დადდე გამიხარდება
წარმატებები!

 


№19  offline ადმინი ano23

გავგიჟდი ისე გამიხარდა ამ ისტორიის დანახვა,, არადა არ მწყინდება love ვგიჟდები შენს ყველა ისტორიაზე ....არც კი ვიცი უფრო მეტად რომელი მომწონს wink winked ყველა ერთმანეთზზე უკეთესი და კარგია

 


№20  offline წევრი blacklife111

სიტყვები არ მყოფნის რომ ეს ისტორია შევაფასო . ყველა დროის ყველაზე საუკეთესო ისტორია . ქედს ვიხრი შენს წინაშე !

 


№21  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმე როგორ არა სიამოვნებით ვუყურებ ამას ფილმად <3

 


№22  offline წევრი tvinischia

vaimeee ra magari ikoo titkmis mteli dgea vkitxulob ❤ gadaugzavne rejisors da am istoriiis kinoekranizacia tu moxdeba aucilebald vnaxav ai aucileblad ❤ zustad eseti sitoboti tu iqneba is kinoc rogori sitbotic es iko ai vapshe magari iqneba ai vapshe ❤❤❤❤

 


№23  offline წევრი Gerko

გაუჩEრებლად წავიკითხე,დიდი თXოვნა გვაქვს ამერიკაშ მყოფ ემიგრანტებს,თუ შესაძლებელია დადოთ თქვენი ძველი ისტორიები,აღფტოვანებული ვართ თქვენით. დიდი მადლობა.

 


№24 სტუმარი nino

Ragac saswauli iyo. Didi siamovnebit vixilavdi am idtorias filmis saxit

 


№25 სტუმარი ნანუკი

ვაიმეეე !!! ძალიან მაგარია! საოცრებაა! ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, რამდენი ხანია ესეთი კარგი ისტორია არ წამიკითხაავს! ძალიან გამიხარდება თუ ამ ისტორიას ფილმის სახით ვიხილავ *-* წარმატებები <3

 


№26  offline წევრი teddy))

Didi siamovnebit, da imdenad gamexardeba, rom arvici... Tavidan roca vkitxulobdi metqi chveulebrivi ambavi ikneba tko magram chemi keke ase ar dawers tqo, is mteli emociit da grdznobebit wers da ase ar iqneba tko da martlac, rom ase iyo! Ametira da tanac dzalian! Dzalian kargi iyo da mec davitanje mattan ertad! Imedia male vixilav films!

 


№27  offline წევრი Lana Tomlinson

ვაიმე რა კარგი იყო:ო აი ვგიჟდები შენზე კეკე.კითხვის დროს ისეთ ემოციებში ვიყავი ახლა მიკვირს. აი ყოჩაღ!ძალიან კარგი ხარ.

 


№28  offline წევრი მარიამი ))

ვაინე აი არ ვიცი რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნიიიის, ორმაგად გამეხარდება, ფილნად თუ ვიხილავ. გვყარობთ კეკე.

 


№29  offline წევრი Salo me

საოცრება იყო. სიტყვები არ მყოფნის იმდენად ახლოს მოვიდა ჩემთან თავი ამ ისტორიის გმირის ადგილას წარმოვიდგინე. არაჩვეულებრივად წერ და რაც ყველაზე მეტად მომეწონა ეს არ იყო მხოლოდ სიყვარულის ისტორია, ჩართული გქონდა სხვადასხვა ინფორმაციებიც რაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. რაც შეეხება ფილმს ჩემს თვალწინ უკვე გაირბინა წაკითხულმა ფილმად და ძალიან მაგარი იყო. უნიჭიერესი ხარ
--------------------
Sally

 


№30  offline მოდერი Kira

ვაიმეე რამდენჯერ მაქვს ეს ისტორია წანაკითხი და სულ ისე ვკითხულობ როგორც პირველ ჯერზე lol აი უბრალოდ საოცრება ხარ რა love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent