შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხშირად დამესიზმრე


11-04-2016, 15:28
ავტორი Keke27
ნანახია 7 066

ახლა ჩემს წინ დგახარ და თვალებში გიყურებ. გიყურებ და უკვე მერამდენედ ვრწმუნდები, რომ ძალიან მიყვარხარ.
მზერა ტუჩებზე გადამაქვს.
მიღიმი... კითხულობ ჩემს ფიქრებს. სახეზე კმაყოფილება დაგთამაშებს და ჩემკენ დგამ ნაბიჯს, მიახლოვდები, გინდა, რომ სახეზე ჩამომისვა ხელი, ფრთხილად ჩააყოლო ყელს, მერე მკლავს და ჩემს თითებში გადახლართო...
როგორც ყოველვის, შენი შეხებისას ჟრუანტელი მივლის, თვალები მენაბება და არაამქვეყნიურ სამყაროში გადავდივარ.
სამყაროში სადაც ყველა ფერი ფერადია.
ვგრძნობ შენი მკლავების სიძლიერეს. ვგრძნობ როგორ ვნებიანად დაგდის სისხლი ძარღვებში და ვგრძნობ როგორ ღრმად და შეუმჩნევლად სუნთქავ...

უცებ ირგვლივ ბნელდება..
მოიღრუბლა...
ცა სატირლად მოემზადა...
შეშინებული გიმზერ თვალებში. ვხვდები, რომ წასვლას აპირებ...
თბილად მიღიმიან შენი სევდიანი თვალები. თითქოს მამშვიდებენ, მამხნევებენ, მამზადებენ იმ ტკივილისთვის რომელიც უნდა გადავიტანო...
„ნე გეშინია, კარგი? მე სულ შენთან ვიქნები“... მეუბნები და მხურვალე ბაგეებით ტუჩის კუთხეს მიკოცნი.
„ხშირად გაიღიმე, ხომ იცი, როგორ მიყვარს შენი ღიმილი“... მეუბნები და თითებით სახეზე ჩამოცურებულ ცრემლს მიმშრალებ...
ვგრძნობ როგორ გეყინება ხელები...
ვხედავ როგორ მშორდები ნელ-ნელა... თანდათან ბურუსში იმალება შენი სახე, თვალები, ღიმილი... მინდა დაგიძახო, დაგედევნო, არ გაგიშვა, მაგრამ მონუსხულივით ერთ ადგილს ვარ მიყინული, ხმას ვერ ვიღებ, მხოლოდ სახეზე ჩამოცურებული ცრემლები გამოხატავენ, თუ როგორ მტკივა შენი წასვლა...
თვალებით დარჩენა გთხოვე, მაგრამ ვერ მიმიხვდი წადილს...
წასვლა არჩიე...
ვიმარჯვებ უმოქმედობაზე და ვიწყებ ხმით ტირილს...

ისევ ვიგრძენი თბილი ხელები ჩემს სახეზე.
ტკბილი ხმაც მესმის, რაც მაიძულებს თვალების გახელას და რეალობაში დაბრუნებას.
რეალობაში სადაც იმედი დამრჩა, რომ შენ ჩემთან ხარ ისევ... მეძლევა მიზეზი გავიღიმო, ასე ძალიან რომ გიყვარს როცა ვიღიმი...
„დედიკო, ისევ ცუდი სიზმარი ნახე?“ მეკითხება ჩვენი შვილი, რომელსაც შავი, პატარა ნაწნავები სუსტ მხრებზე აქვს დაფენილი და პატარა ხელებით ცრემლებს მიწმენდს სახიდან.
ტკივილით სავსე სიხარულით ვიღიმი, ხელებს ვუკოცნი და გულში ვიკრავ....

შენს სურათს ვუყურებ და ჩემი თვალები მუდარით გიმზერენ...
დიდი ხნით არ დამტოვო, ხშირად დამესიზმრე...

___________________________

2016 წელი.

______________
ისმის კითხვა: რამ წამომიარა?...

პ.ს. მომენატრეთ ძალიან.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

სულ სხვანაირი კეკე love

 


№2  offline წევრი მოლურჯო

საოცრება ხარ კეკე
--------------------
მარიამი

 


№3  offline წევრი qetiqetiA3

სულ სულ სხვანაირი <333 პატარა დიდი აზრით <3 <3 <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი Keke27

pirveli chanaxatia rac wera daviwye... :)))

mec mesxvanaireba chemi tavi... )))
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№5  offline წევრი xuti

რა კარგი იყოო.

 


№6  offline წევრი qetiqetiA3

Keke27
pirveli chanaxatia rac wera daviwye... :)))

mec mesxvanaireba chemi tavi... )))

ძალიან კარგად გამოგივიდა ჩემო კარგო <333 <3 <33

 


№7  offline წევრი mako-makako

ძალიან ლამაზი და სასიამოვნო წასაკითხი იყო.შენ შენი სხვა მხარეც დაგვანახე კეკე და ძალიან მომეწონა.<3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№8  offline წევრი თათულიTN

ამეტირა :( როგორი კარგი იყო და სევდიანი sad love

 


№9  offline წევრი eleonor

ვაიმეე უმაგრესიი იყო <333

 


№10  offline წევრი OnlyGirl

აიი, რომ დავინახე შენი სიახლე რამის ხტუნვა დავიწყე.. <3 მოთხრობა მეგონა, მაგრამ მაინც ძალიან გახარებული ვარ <3 ძალიან სევდიანი იყო და ძალიან მაგარი <3 ახალ მოთხრობას დადებ? <3 :((

 


№11 სტუმარი Kusaaa

Istorias aghar dadeb?

 


№12  offline ახალბედა მწერალი Keke27

davdeb davdeb, movagroveb ramdenime tavs da...
arc tqven gawvalebt da arc sakutar tavs... :))
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№13 სტუმარი Kusaaa

Mixariaa <3 sulmoutqmelad gelii <3

 


№14 სტუმარი pila

კომენტარი moutmenlad velodebi axal istoriebsss

 


№15  offline წევრი Chamomile_B

რომ იცოდე როგორ მაბედნიერებ შენი ისტორიებით კეკე <3

 


№16  offline წევრი enana

Saocreba, sascauli, sityvebi AR myopnis... :*

 


№17 სტუმარი Ann

Au qmedeba ocnebis nacvlad amis msgavsi iatoriebi dade ra kèe gtxov

 


№18  offline წევრი ალექსისი

საოცრება ხარ უდაოდ მაგარი მწერალი ხარ❤❤

 


№19  offline წევრი elo

Keke maoceb

 


№20  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 


№21  offline მოდერი აირ ისი

მართლა რა სასიამოვნო წასაკითხი იყო ❤

 


№22 სტუმარი ეკა 5

ძალიან ლამაზი და სევდიანი იყო, გული დამწყდა, ლამაზად წერ❤️????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent