Mein Stern (2)
_შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა? - ვკითხე და უბის წიგნაკში რაღაც ჩავინიშნე. _შემდეგ ისე მოხდა, რომ მე გავიგე, მას ქმარი ჰყავს. რა თქმა უნდა, არ მესიამოვნა ეს ფაქტი, მაგრამ ჩემთვის ოჯახი იმდენად წმინდაა, სადაც ბავშვები არიან, მე არანაირად არ მინდოდა ჩემი ბედნიერება სხვისი უბედურების ხარჯზე ამეგო. ყველანაირად ვცდილობდი მათგან თავი შორს დამეჭირა. მაგრამ ისე ხდებოდა, რაღაცნაირად დრო ემთხვეოდა და ერთდროულად გაგვყავდა ბავშვები სკვერში იყო ეს თუ ტბაზე. მოკლედ, ჩვენს ურთიერთობას უკვე, შეიძლებოდა მეგობრობა რქმოდა. ერთხელ ვთქვი, DVD მჭირდებათქო. „მე მაქვს, შეგიძლია მოხვიდე და წაიღო“ - მითხრა მან. „კარგი. ოღონდ შენს ქმარს უთხარი“-თქო, გავაფრთხილე ნიკოლი. „ვეტყვი, არ არის პრობლემა“ - დამპირდა, თუმცა როგორც მერე აღმოჩნდა, მას არ უთქვამს ქმრისთვის. მივედი და წამოვიღე ეს DVD. უკან დაბრუნებისას კი ქმარი დამიხვდა სახლში. მივხვდი, რომ ნიკოლსა და მის ქმარს შორის უკვე უთანხმოებას ეჩინა თავი. აშკარად უკმაყოფილება დავინახე მის სახეზე და გამოხატა კიდეც ეს. “ვინ ხარ და რა უფლებით მოდიხარ აქ“- ო, მითხრა მან. ეს ქმარი იყო უნგრელი და ის ხასიათებით ძალიან გავდა ქართველ კაცს. ანუ ხომ ხვდები... მე ავუხსენი ვითარება, მოვიბოდიშე და უკან გამოვბრუნდი. თავს საშინლად დამნაშავედ ვგრძნობდი. უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამომეჩინათქო ვფიქრობდი. მის მერე გადავწყიტე, რომ საერთოდ არ მენახა ნიკოლი. ვხედავდი, რომ მის მიმართ უკვე გრძნობა გამიჩნდა და იმასაც ვხედავდი, რომ არც თვითონ იყო გულგრილი ჩემს მიმართ. თავს მასზე ფიქრი ავუკრძალე. მართლაც, სამი კვირა ისე გავიდა, საერთოდ არ მინახავს. მერე გავიგე, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, მაგრამ არა ჩემს გამო, თურმე, ბოლო ერთი წელია მათ ნორმალური ურთიერთობა არც ჰქონიათ. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი მაინც. თუმცა გასამართლებელ არგუმენტებსაც ვეჭიდებოდი ამავე დროს. ეს კაცი, ნიკოლის ქმარი, სხვა ქალაში მუშოაბდა და იშვიათად ჩამოდიოდა სახლში. ამიტომაც იყო, ნიკოლს და ბავშვებს სულ მარტო ვხედავდი და გამომდინარე აქედან არც მიფიქრია, რომ მას ქმარი ეყოლებოდა. თან ევროპაა, განა ყველა შვილიან ქალს ჰყავს ქმარი... მოკლედ ამ ამბების შემდეგ, რაღაც პერიოდმა განვლო და ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა. ამჯერად უფრო თავისფლად ვიყავით ერთმანეთთან და ჩვენი ურთიერთობა თანდათან სერიოზულ სახეს იძენდა. დილით, როდესაც ბავშვები სკოლაში გვყავდა, ჩვენ ერთმანეთს ვხვდებოდით. დავდიოდით ხელიხელ ჩაკიდებული და ვერაფერს ვამჩნევდით ირგვლივ. მე მისით ვარსებობდი. ის იმდენად ალამაზებდა ჩემს იმდროინდელ არსებობას, რომ თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა... არა, ვიყავი კიდეც ბედნიერი მის გვერდით, თან ძალიან... არ იყო ჩვენს შორის დიალოგი. ვიყავით ჩუმად, მაგრამ ამ სიჩუმით იმდენ რამეს ვუყვებოდით და ვეუბნებოდით ერთმანეთს, რომ დამიჯერე, ჩვეულებრივი საუბრით იმავე შეგრძნებით ვერ ვისაუბრებდით. ის იმ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა ძალიან მიჭირდა სულიერად. მისი გამოჩენით თავიდან დავიბადე. ვიგემე ნამდვილი სიყვარული. დიახ ნამდვილი სიყვარული... იცი, რა? ცხოვრებისეული დაკვირვებების და გამოცდილების საფუძველზე, ვთვლი, რომ ადამიანის გრძნობები სწორედ, რომ თვრამეტი წლიდან ოცდახუთ წლამდეა ნამდვილი. რადგან ამ პერიოდში ადამიანი ყველაზე მეტად გულწრფელია იმ გრძნობით რომელსაც ის ატარებს გულით... ნიკოლით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ბევრ რამეს სხვანაირი თვალით შევხედე. ჩემი ცხოვრების წიგნში, ახალ გვერდზე დიდი ასოებით დაეწერა სათაური „ნიკოლი“... - გაბრიელი წამით ჩაფიქრდა. მზერა ისევ სივრცეს გაუსწორა, მერე კი განაგრძო, - ის იყო იმდენად არაორდინალური ადამიანი, რომ ყოველთვის სიახლე მოდიოდა მისგან. მოკლედ, მაფერადებდა მისი არსებობით. ყოველ ჯერზე მაგრძნობინებდა, რომ მე ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა ვიყავი მისთვის. ალბათ ყველა წყვილს აქვს, თავისებური დამახასიათებელი, ერთმანეთზე სიტყვებით მოფერების მანერა. არც ჩვენ ვიყავით გამონაკლისი (იცინის)... დილით რომ ვიღვიძებდით, მოფერებით მეუბნებოდა ბაყაყივით გაქვს დაჭყეტილი თვალებიო. რაზეც ორივე გულიანად ვიცინოდით. ყველაზე მეტად რაც მომწონდა მასზე რომ მეწოდებინა, იყო „ჩემო ვარსკვლავო“ ( Mein Stern). მას სრულიად შეეფერებოდა ეს სიტყვები, თუ გინდ პირდაპირი და გადათანითი მნიშვნელობით. ის მართლა იყო ჩემი ვარსკვლავი. ვარსკვლავი, რომელიც მილიონ ვარსკვლავთ შორის ყველაზე მეტად და გამორჩეულად ანათებს. მისთვისაც ანალოგიური ვიყავი მეც. ყველაზე ხშირად რა მახსენდება იცი? მისი სურნელი. მისი სხეულის სურნელი. დღესაც ვცდილობ, რომ მივამგავნო რომელიმე სუნამოს ან ეთერზეთებს, მაგრამ ის განუმეორებელია... მისი სიახლოვე და ეს სურნელი იმდენად მაბრუებდა, მავიწყდებოდა ვინ ვიყავი ან სად ვიყავი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რაც შეიძლება დიდხანს მყოლოდა ჩემს გულზე მისვენებული რადგან მთლიანად ჩემი ყოფილიყო ამ სურნელიანად.... - კანდელაკი გაჩუმდა. ხმას არც მე ვიღებდი. იმ წამს მე გერმანიში ვიყავი, ტბის ნაპირას და შორი-ახლოდან ვუყურებდი ნიკოლს და გაბრიელს, თუ რამოდენა სიყვარული იღვრებოდა მათ თვალებში, როცა ერთმანეთს უმზერდნენ. _შემდეგ, გავიგე, რომ ნიკოლი საღამოობით, როდესაც მეგობრებს ხვდებოდა, ნარკოტიკსაც მოიხმარდა. რა თქმა უნდა, ეს საშინლად არ მომეწონა და მწვავედ გავაპროტესტე კიდეც შინაგანად, მაგრამ ნიკოლთან ხმა მაღლა არ გამომიხატავს ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება მისი ქცევის მიმართ, რადგან მე ეს რომ გამეკეთებინა, ის დაფრთხებოდა და დროდადრო, ეცდებოდა ჩემგან თავი შორს დაეჭირა. ასეთ შემთხვევაში, მე მას ვერ დავეხმარებოდი და ვერ ამოვიყვანდი იმ ჭაობიდან რომელშიც მისი სამეგობრო წრე ითრევდა. ის ძალიან მდიდარი ოჯახის შვილი იყო და როგორც ხშირ შემთხვევაშია, ასეთი კატეგორიის ახალგაზრდებს გართობად სასმელი და ნარკოტიკით გაბრუება მიაჩნიათ. მას საერთოდ არ აინტერესებდა რელიგია, უფრო მეტიც, წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რას ნიშნავს სულიერი ცხოვრება. იყო შინაგანად თავისუფალი, ეს მისგან ძალიან შორს იყო. იყო მომენტები, როცა მას აგდებით მოუხსენიებია მასზე დაბალი ფენის წარმომადგენელი. მახსოვს, პირველად, რომ ვაჩვენე ჩემი სოფლის სახლის ფოტოები, გაგიჟდა, აქ როგორ ცხოვრობთო. ნუთუ აქ შესაძლებელია ადამიანს ეცხოვრებოდესო. არადა სოფლის პირობაზე, იმ დროისთვის, ყველაზე მაგარი სახლ-კარი გვქონდა. - თქვა ღიმილით, - თუმცა მის ასეთ რეაქციას ჩემში არ გამოუწვევია სიბრაზე და თავიც არ მიგძვნია დამცირებულად, რადგან ვხედავდი, რომ მას ნამდვილი ცხოვრება და ნამდვილ ადამიანებთან ურთიერთობა არასოდეს ჰქონია. ის მხოლოდ, მისი სოციალური მდგომარეობით ხედავდა სამყაროს, ეს ხედვაც არასწორად ჰქონდა განვითარებული. გადავწყვიტე, რომ მისთვის თვალები ამეხილა და მართალი, ჯანმრთელი ცხოვრება დამენახებინა. ვიცოდი, რომ დიდი ძალიხმევა და სიფრთხილე დამჭირდებოდა ამისთვის, რადგან როდესაც ურთიერთობ ადამიანთან, ის ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის, ყოველშემთხვევაში ყველას გვაქვს ამის სურვილი. მაგრამ, როდესაც ხედავ, რომ ის არასწორ გზას ადგას, არასწორად მსჯელობს და ზედაპირულად უყურებს საკუთარ ცხოვრებას, მას უნდა დაეხმარო, ოღონდ ისე არა, მე კარგი ვარ და შენც ჩემნაირი უნდა გახდე. არა, უბრალოდ მას უნდა ესაუბრო და აუხსნა, თუ რატომ არ არის სწორი და არაჯანსაღი, ის როგორი ცხოვრებითაც ცხოვრობს. ამისთვის მზად ვიყავი, რადგან ნიკოლი ჩემთვის ყველაფერი იყო... ______________________ მაპატიეთ დაგვიანება. _________ შემდეგ თავის წერასაც შევუდგები მალე... წინ ისეთი ამბები გელიიით... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.