ველური ორქიდეა (2თავი)
(ბავშვებო, ეს არის ისტორია, რომელსაც არანაირი ამბიცია არ გააჩნია. დაროს უნდა, ძალიან თავისუფლად და თავისებურად მოგიყვეთ თავისი ამბავი. აი ისე, წარმოიდგინეთ, რომ სამეგობრო შევიკრიბეთ, თბილი ჩაი, ან სულაც ყავა, თბილი პლედი და ვისმენთ ერთი ადამიანის ცხოვრების ისტორიას. დარო ჩვენი ახალი მეგობარია და გვეცნობა. მას ნაკლებად აინტერესებს მისი ისტორია ბანალურია თუ ორიგინალური. უბრალოდ უნდათ, რომ მოყვეს.. ) დილით ერთად გავედით სახლიდან, მე და აკო. არაფერი მიკითხავს მისთვის ისევ. სასწავლებელთან დავემშვიდობე და გზა გავაგრძელე. ლექციებზე გონება გაფანტული ვიყავი. ვერაფრით მოვახდინე კონცენტრირება. _რა გჭირს, დარო? - მკითხა ჩემმა მეგობარმა. _არაფერი, ლიკა, რამე მჭირს? - გავიკვირვე და წელში გავიმართე. _შენი სხეულია მხოლოდ აუდიტორიაში, ფიქრებით კი, ღმერთმა უწყის სად ხარ... _არაფერი ისეთი... _მოხდა რამე? - არ მომეშვა ლიკა. თან ინტერესით ააფახურა გრძელი წამწამები. პასუხი დავაყოვნე. _აკოზე ვნერვიულობ. - ვთქვი მერე. _აკოს რა მოუვიდა? _აი, მაგის გარკვევას ვცდილობ, რა სჭირს ამ ბიჭს. სულ ჩაფიქრებული დადის და ტან გაღიზიანებულია. ვერაფერს ვეკითხები. მაშინვე ღრიალს იწყებს. _ვაახ.. - შეფიქრიანდა ჩემი მეგობარი. - ბიჭებთან ხომ არ აქვს პრობლემა რამე? ფულზე ხომ არ ითამაშა და წააგო? ან იქნებ.. უცებ სმენა დამეხშო. გაგონილმა შოკში ჩამაგდო.. „ფულზე ხომ არ ითამაშა და წააგო“, გაიმეორა გონებამ. _არა, არა... აკო მაგას არ გააკეთებდა.. - ვთქვი ენის ბორძიკით. გველნაკბენივით წამოვხტი სკამიდან. ლექტორს ბოდიში მოვუხადე და ლექცია დავტოვე. გარეთ გამოსულს დეკემბრის ცივმა ჰაერმა გამომაფხიზლა. ღრმად ჩავისუნთქე, ქურთუკის საყელო ყურებზე ავიფარე და ჩქარი ნაბიჯით აკოს სასწავლებლისკენ წავედი. სასწრაფოდ უნდა მენახა ჩემი ძმა, თორემ ვგრძნობდი, რომ გული წამივიდოდა ნერვიულობისგან. ქუჩა გადავჭერი და სასწავლებლის ჭიშკართან დავდექი. ტელეფონზე ჩემი ძმის ნომერი ავკრიბე. ზარი გავიდა, მაგრამ არ მიპასუხა. მერე მის ჯგუფელს დავურეკე, რომელთანაც მეგობრობდა. _ვახო, ბოდიში რომ გაწუხებ, აკოსთან მინდა დალაპარაკება ერთი წუთით. _აკო? აუ, დარო მე სასწავლებელში არ ვარ. - მითხრა ვახომ შეწუხებული ხმით. _აჰ, კარგი.. ვურეკავ და არ მპასუხობს.. ვიფიქრე შენ.. _ახლა სანიკიძის ლექციაა და ვერ გიპასუხებდა, ხომ იცი როგორი ლექტორიცაა.. - გამარკვია და თითქოს დამამშვიდა კიდეც ჩემი ძმის ჯგუფელმა. _აჰა, გასაგებია. მადლობა და ნახვამდის, ვახო. გადავწყვიტე იქვე კაფეში შევსულიყავი და იქ დავლოდებოდი ჩემს ძმას. შეტყობინება გავუგზავნე „ლექცია რომ დასრულდება, მაშინვე დამირეკე“ - თქო. მიმტანს ცხელი ჩაი შევუკვეთე და კაფეს ფანჯრებიდან ზამთრის სიცივისგან გათოშილ ხეებს დავუწყე ცქერა. „თუ ეს მართალია, რომ შეიძლება, აკომ ფული წააგო, ჩემს თავს არასოდეს ვაპატიებ ამას“. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, მიმტანმა შეკვეთა მომიტანა და თან ტელეფონმაც დარეკა. ჩემი ძმა იყო. _რა მოხდა? - მკითხა მაშინვე, როგორც კი ვუპასუხე. _შენი სასწავლებლის წინ, კაფეში ვარ და გადმოდი. _კარგი. - დამთანხმდა დაბნეული ტონით. რამდენიმე წუთში სიცივისგან აბუზულმა აკომ ქუჩა გადმოჭრა და კაფეში შემოვიდა. თვალებით მეძებდა. ხელი დავუქნიე, მაშინვე ჩემსკენ გამოემართა. საშუალოზე მაღალია ტანად. წაბლისფერი ტალღოვანი თმა და ფართო თვალები აქვს. კანი ხორბლისფერი აქვს. აზიელს ჩამოჰგავს ცოტათი. წყინს ხოლმე ეს შედარება. შეშფოთებული სახით ჩამოჯდა და მომლოდინე თვალებით მომაჩერდა. _აკო, სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ. არ დაგიმალავ, ძალიან ვნერვიულობ.. თუმცა მზად ვარ ყველანაირი სიმართლის მოსასმენად.. შენც ხომ ატყობ, რომ ვხვდები მე, ეს ბოლო დღეებია როგორი გაღიზიანებულიც ხარ.. _კარგი, რაა.. მაგისთვის დამიძახე?.. - ხელი აიქნია მოჩვენებითი უდარდელობით აკომ. _მადროვე! - თითქმის ვუბრძანე. სახის მიმიკა შეცვალა. შეატყო, რომ მტელი სერიოზულობით ველაპარაკებოდი. - ვიცი, რომ რაღაც პრობლემა გაქვს. ისიც ვიცი, რომ ვერ უმკლავდები ამ პრობლემას. დახმარება გჭირდება და საშველად ვერავისთან მიდიხარ... უნდა ვიცოდე რა გჭირს. გესმის? მე უნდა ვიცოდე. - ბოლო სიტყვები დავუმარცვლე და მუდარა გავურიე ხმაში. თვალებში მივაჩერდი. თვითონაც მიყურებდა. არც ერთი ვიღებდით ხმას. მე მის პასუხს ველოდი, მას კი თქმა უჭირდა. ასე ვიყავით, ალბათ ორი ან სამი წუთი. _შენ ვერ დამეხმარები.. - თქვა ბოლოს და მზერა ამარიდა. გულმა ორმაგად დამიწყო ცემა. ყურები დამეგუბა. _მითხარი, იქნებ გეხმარები. ერთად მოვაგვაროთ.. მოვიფიქროთ და ერთად ვნახოთ გამოსავალი.. რა გჭირს ასეთი? - ვცდილობდი მხნედ მელაპარაკა. აკო ისევ გაჩუმდა. ფანჯარაში სივრცეს გაჰყურებდა. _ერთი გოგოა, რა.. - დაიწყო ენის ბორძიკით, - ბავშვს ელოდება ჩემგან.. გაჩენა აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ მე არ მიყვარს ის გოგო... სხვა მიყვარს... არადა ბავშვი, ჩემი შვილი... ხომ ხვდები, რა... არ მინდა ის გოგო ჩემი შვილის დედა იყოს.. „ტიპშამ“ ძალით გამიჩალიჩა და ახლა მეტენება, ბავშვის პონტში... - აკოს სახეზე მიტკალის ფერი ედო. ტუჩები გალურჯებოდა. თავზარდაცემული შევსქეროსი ჩემს ძმას. ვერ გავერკვიე ჩემს ემოციაში. დავიბენი.რა უნდა მექნა, გამხარებოდა თუ მწყენოდა ეს ამბავი. ისევ შემომხედა თვალებში. კაპილარები ჩაწითლებოდა. - ხედავ? შენც ვერ ნახულობ გამოსავალს.. - ჩაეცინა აგდებით. _მადროვე აზრზე მოსვლა, შოკში ვარ. - ვუთხარი და ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე. _მისი ცოლად მოყვანა არ შემიძლია, გესმის? მე სხვა მიყვარს. _წამოდი გარეთ გავიდეთ, აქ ჰაერი არ მყოფნის. - ორივენი წამოვდექით ფეხზე, ფული მაგიდაზე დავტოვე და სწრაფად დავთოვეთ კაფე. - სხვა თუ გიყვარს ამ გოგოსთან რა გინდოდა? - ვკითხე მერე სიბრაზე მორეულმა. _ეეეე, გავერთე რაა. _ჰმ, გაერთო ბიჭი.. შენმა შეყვარებულმა იცის? _არა, ხომ არ გაგიჟდი. _რას აპირებ, არ უნდა უთხრა? _შანსი არაა. _ბავშვი უმამოდ უნდა გაიზარდოს? _აი, ეგ არ მინდა რომ მოხდეს. არადა როგორ ვიცხოვრო ისეთი ქალის გვერდით რომელიც არ მიყვარს? - ხმა აუთრთოლდა ჩემს ძმას. _და შენნაირი იდიოტი მამა რატომ უნდა ჰყავდეს შენს შვილს? ამაზე თუ გიფიქრია? - გამოვცერი კბილებში და მკლავზე მუჯლუგუნი ვკარი. დამნაშავესავით ჩაქინდრა თავი და ასფალტს ჩააჩერდა. - გული მომეწურა. _ლიზი ამბობს, რომ ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე აბორტი გაიკეთოს. ნიაკოს უნდა დაველაპარაკო ამ დღეებში... იქნებ გავბედო და სიმართლე ვუთხრა. ვიცი, რომ ძალიან ვატკენ გულს. შემიძულებს... მთელი ჩემი ცხოვრება ინგრევა, გესმის? - თვალები ცრემლიანი ჰქონდა აკოს. მეც ამეტირა მისი შემხედვარე. _რამდენი ხნის ფეხმძიმეა, ლიზი? _ერთი თვის, მგონი. _ანუ რა გამოდის, გადაწყვეტილება მიიღე უკვე? აკომ არაფერი მიპასუხა, მხოლოდ დუმილი მომაგება. _წავედი მე ლექციაზე. საღამოს სახლში გნახავ და ხვალ ლილის დაველაპარაკები, ან შენ დაელაპარაკე, რავიცი. - მითხრა ბოლოს ნირწამხდარმა და წავიდა. კარგა ხანს ვიდექი გაშეშებული და თვალით მივაცილებდი ჩემი ძმის სიცივისგან და გამოუვალი მდგომარეობისგან მობუზულ სხეულს. ვერაფერშიც ვერ დავეხმარე.. რა უნდა მერჩია? პასუხისმგებლობას თავი აარიდეთქო? თუ ის, რომ გოგოს აიძულოს აბორტის გაკეთება? ან იქნებ ის, არაფერი უჭირს ბავშვი უმამოდ თუ იქნება. მისი დაბადება ლიზიმ გადაწყვიტა და არა შენ. ასე სინდისის ქენჯნას მოვაშორებდი? არადა, აკო მხოლოდ ცხრამეტი წლისაა. ცოლი და შვილი? ღმერთო, დედაჩემს გული არ გაუსკდებოდეს ნეტავ ხვალ... ფეხის თრევით წავედი ჩემი სასწავლებლისკენ. ბოლო ორ ლექციას დავესწარი. ჩემი ძმის პრობლემის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი. * * * ჭიშკარზე ზარი დავრეკე. ძაღლი არსად ჩანდა. კარში თენგიზი გამოჩნდა. ხელით მანიშნა, რომ ჩავსულიყავი. წამში მასთან ვიყავი. _ხომ არ დავიგვიანე? _არა, რას ამბობ. შემოდი, შემოდი. უნიფორმა გაგიმზადეთ, ახლავე მოგცემ და გამოიცვალე. მოწესრიგდი და შემდეგ თვითონ ქალბატონი მოგცემთ მითითებებს რა უნდა გააკეთო. - მითხრა თენგიზმა და სასადილო ოთახში შემიძღვა. იქედან რამდენიმე ნაბიჯიანი ვიწრო ჰოლი გავიარეთ და სამზარეულოში ამოვყავით თავი. სამზარეულო საკმაოდ დიდი იყო. სახლის შიდა ერთ-ერთი კიბე სწორედ სამზარეულოში იყო. კუთხეში. იქვე ორ ჩემოდანს მოვკარი თვალი. _აი, შენი ტანსაცმელი, დარო, მაღლა ადი, საძინებელში გამოიცვალე და ჩამოდი. _კარგი, მაგრამ რომელ ოთახში? - ვკითხე დაბნეულმა. _როგორც კი ახვალ ხელმარცხნივ. კიბეზე ავედი. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი. ხელმარცხნივ სამი კარი დამიხვდა. რომელიც ყველაზე ახლოს იყო ჩემთან იმ ოთახში შევედი, თან კარი ღია იყო. შესვლამდე დავაკაკუნე, მაგრამ არავინ გამომეპასუხა, ამიტომ თამამად მოვიხურე კარი, ჩავკეტე და ტანსაცმლის გახდა დავიწყე. თან ოთახს ვათვალიერებდი. ოთახში შემოსასვლელი კარის გარდა კიდევ ორი კარი იყო. ალბათ ერთი აბაზანაა და მეორე „კლოზეტი“, გავიფიქრე. კედლები ღია ცისფერი იყო. ორსაწოლიანი ლოგინი იდგა. კუთხეში მაღალი ღამის სანათი. საწოლს ორივე მხარეს ტუმბოები ეწყო. ზედ რამდენიმე წიგნი და ღამის პატარა სანათები იდო. ხოლო მოპირდაპირე მხარეს კი, თეთრი ფერის ტახტი იდგა. ფანჯარაზე ორი ქოთანი დავინახე, რომელშიაც ორქიდეები იყო ჩარგული. ყვავილების დანახვისას თვალები გამიბრწყინდა. თითები ნაზად და ფრთხილად ჩამოვუსვი მათ. ძალიან სადად იყო ყველაფერი იმ ოთახში. ჩემი ტანსაცმელი ჩანთაში ცავკეცე. საცვლების ამარა ვიდექი. ის იყო უნიფორმა უნდა ჩამეცვა, რომ ოთახში აბაზანის კარი გაიღო და წელზე პირსახოცმოხვეული ბიჭი გამოვიდა... ............................ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.