ველური ორქიდეა (7 თავი)
_მოიცა, მოიცა, რას ჰქვია გასაღები შენთან დარჩება? - შიშჩამდგარი ხმით ვკითხე. _რას რა ჰქვია, აქ დარჩები მანამ, სანამ მე შხაპის მიღებას არ მოვრჩები. - განმიმარტა მშვიდად, ცალი ხელით გვერდზე გამწია, საშხაპეში შევიდა და წყალი მოუშვა. როგორც კი გვერდით ჩამიარა, მაშინვე ვიგრძენი ალკოჰოლის სუნი. გამოგიტყდებით და შემეშინდა. თუმცა... _შენ ნორმალური ხარ ადამიანო? ახლავე კარი გამიღე, თორემ ყველაფერს დავამსხვრევ აქ. - გაცეცხლებულმა საშხაპის მინის კარზე დავუბრახუნე. აბაშიძემ წყალი მოკეტა და საშხაპის კარი გააღო. მოესწრო დასველება. სველი თმა შუბლზე ჩამოშლოდა. წამწამები სისველისგან უფრო დაგრძელებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად გაბრაზებული ვიყავი იმ წამს მასზე, მისმა ასეთ ფორმაში დანახვამ დამამუნჯა. სიტყვა ვერ ვთქვი. პირსახოცი არ მოეძრო, ისიც სველი იყო. ეს გამოწეული გულ-მკერდი, ღონიერი მკლავები და მზერა ისეთი, თითქოს აქ არაფერი მომხდარაო, სულ დავიბენი. გაუნძრევლად ვიდექი, მაგრამ ჩემი შინაგანი მე ხელებს იფრიალებდა სახეზე და გაიძახდა: „უჰ, როგორ „ჩამოცხა“.. “ _კი, საყვარელო, მაგაზე გეტყვი უარს? - მითხრა და მკლავში დამქაჩა. საშხაპეში შემაგდო თავისთან და წყალი მოუშვა. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ისედაც დაბნეულმა ვერაფრის გააზრება ვერ მოვასწარი. სამაგიეროთ გრილმა წყალმა მომიყვანა უცებ გონზე. ხელის გულებს ვახვედრებდი წყალს, იქნებ ტავი გადავირჩინო და არ დავსველდე-თქო, მაგრამ უკვე სველი ვიყავი. გაწუმპული! თან ჩემი ტანსაცმლით. უნიფორმა მაინც მცმოდა. _რა ჯანდაბას აკეთებ, გააფრინე? - ავკივლდი და გაბრაზებულმა ხელები ვკარი გულ-მკერდზე აბაშიძეს. არც კი შერხეულა. ცდილობდა ღიმილი დაემალა. _რა იყო, დარო, დაგბანე. აი, შენ ხომ დამილაგე ოთახი, ჰოდა მე მადლობა გადაგიხადე და დაგბანე. - ოლიმპიური სიმშვიდით განმიცხადა. დამბანა თურმე, რა მოხდა მერე. პირიქით უნდა ვმადლობდე მას ამისთვის. ჰმ!.. - მოიცა, აი ნახე, ამ შამპუნს საოცარი თვისებები აქვს, თმას საოცარ ბზინვარებას სძენს, - შამპუნის ბოთლი მოიმარჯვა და თავზე დამასხა. _რას აკეთებ.. გაჩერდი, არ მინდა შამპუნი, შემეშვი, მომშორდიიი! - მოვუმატე ხმას და ხელების ქნევასაც. _გაჩერდი, გაჩერდი, ნუ ფართხალებ. მოიწი ახლოს, მოგაცილებ ქაფს. _შემეშვი! ავადმყოფი ხარ, სუფთა! - ვუთხარი ღვარძლიანად და მრისხანებით სავსემ თვალი თვალში გავუყარე. თვითონაც ისე მიყურებდა ერთი არ დაუხამხამებია თვალები. _არა, ველური ხარ, ნამდვილი ველური. - ჩაიცინა მერე. დუში ჩამოხსნა და უფრო მოხერხებულად დამასხა წყალი თავზე. ე _შემეშვი-თქო, გითხარი მგონი. - არ შემიცვლია ტონი და მზერა. _როგორ, კაცო, ასე ქაფიანი დაგტოვო? - გაიოცა ვითომ. _მე თვითონ მოვიშორებ. შენი დახმარება არ მჭირდება! _გჭირდება, გჭირდება.. - ჩაილაპარაკა ღიმილით და თავის დაბანა დამიწყო. ცალი ხელით დუში ეჭირა, ცალი ხელით კი თავს მბანდა. _კარგი, რახან ასე გსურს მომემსახურო, დაე იყოს შენი სურვილისამებრ, ბატონო გიგი! - შევიცვალე უცებ ხმა და დავთმე პოზიცია. არც ისტერიკას ჰქონდა აზრი და არც ჭიდავს. არ დავიწყებდი ისტერიკას, იმიტომ, რომ მივხვდი, მას ჩემს ნერვებზე თამაში მოსწონდა. ამიტომ ამ სიამოვნებას არ მივანიჭებდი. ხელჭიდილში კი უდაოდ დამარცხებული და ქანცგაცლილი დავრჩებოდი, ამიტომ ჭკუა ვიხმარე და დავყევი. _ოჰო!... - წარმოსთქვა სასიამოვნოდ გაოცებულმა. მე გაჩუმება ვარჩიე. ერთი ღრმად შევისუნთქე, თმიდან თმისამაგრი მოვიხსენი, თმა გავიშალე და დასჯილი ბავშვივით თავდახრილმა დავდექი აბაშიძის წინ. დამბანა თავი მისმა შეშლილმა უდიდებულესობამ. ისე ნაზად მისვამდა თმაზე ხელს, ერთი ფიქრი ვიფიქრე, ხომ არ მეფერება-თქო. _მოიცა, აქ დამელოდე. - გამაფრთხილა როცა წყალი მოკეტა და საშხაპის კარი გააღო. _დამელოდეო ისე მითხარი, თითქოს სადმე გაქცევა შემეძლოს. - ჩავილაპარაკე აგდებით. _რავიცი, მაინც.. კარი ღიაა და... - მითხრა და მშრალი პირსახოცი მომახვია თავზე. _რაა? - შევიცხადე თვალებგაფართოებულმა. _წასვლა რომ გნდომებოდა კარის გაღებას ეცდებოდი მაინც.. „ოჰ, ღმერთო, რა აუტანელი ვინმეა ეს ადამიანი!“ აღმომხდა სასოწარკვეთილს გონებაში. სახე მომებრიცა. სახეზე კმაყოფილი და ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. თმას რომ მიშრობდა მისი სახის ყოვე ნაკვთზე მოვატარე მზერა. _გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ გავქს? - ამ კითხვამ ორმაგი გრძნობა გამიჩინა. მეცინა თუ მეტირა აღარ ვიცოდი. _კი, როგორ არა, მაქვს. ჩემი გარდერობით ვარ მოსული! - ვუპასუხე აგდებით და პირსახოცი უხეშად ჩამოვართვი. - ასე როგორ წავიდე სახლში. ან ქაბატონი რას იტყვის რომ დამინახავს.. - მოვყევი წუწუნს, თან სველ ტანსაცმელს, რომელიც მეცვა, ცალი ხელით დავუწყე გაწურვა. _დედაჩემი სახლში არ არის, ნუ ნერვიულობ, გვიანობამდე არ დაბრუნდება. _მომისმინე. ხვალიდან ამ სახლში ჩემი ფეხი არ იქნება. შენ თვითონ აუხსენი ქალბატონ კლარას ჩემი წასვლის მიზეზი! - გამოვცერი კბილებში, ნახევრად სველი პირსახოცი სახეში მივაფერთხე და კარისკენ გავემართე. ნაბიჯებს რომ ვდგამდი სველი ფეხსაცმელები საოცარ ხმებს გამოსცემდა. შარვლიდან და სვიტერიდან კი წურწკურით მოდიოდა წყალი. აბაზანის კარი გამოვაღე და რას ვხედავ... თენგიზი არ დგას იქ?! შევხტი უცებ მულოდნელობისგან. ის კი ურეაქციოდ იდგა და მიყურებდა. _მე... მე... - არ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის. კეფა მოვიქექე. _თენგიზ, არაფერია, მე მივხედავ... - გამოსძახა აბაშიძემ. თენგიზმა თავი დამიკრა და ნელი სვლით გავიდა ოთახიდან. აბაზანის იატაკი მთლინად დავასველე სადაც კი გავიარე. _ოთახში არ გახვიდე, მოიცა. - ახლა მე მომაძახა. შევდექი და მისკენ მოვბრუნდი.- არ გენანება შენი დალაგებული? - ღიმილი გარეოდა ხმაში. სველი პირსახოცი მოეძრო და მშრალი მოეხვია. თმაც შეუმშრალებია უკვე. - მე მოგცემ ტანსაცმელს და გამოიცვალე. - მითხრა ღიმილით გასვლისას. _რა ტანსაცმელს მომცემ (?), - გავიოცე. არაფერი მიპასუხა. თავისი კარადა გამოაღო. ნაცრისფერი კაპიშონიანი თბილი ზედა და სპორტიულის შარვალი გამოიღო. - არ არსებობს! - აღმომხდა აღშფოთებით. - შენი ტანსაცმელი უნდა ჩავიცვა? მეღადავები? _სხვა გზა არ გაქვს! ჰა, გამომართვი.- ტანსაცმელი ხელში მომაჩეჩა, - აამ, ტრუსი და ბიუზჰალტერი არ მაქვს სამწუხაროდ, თორემ უარს არ გეტყოდი... - დააყოლა მერე, ვითომ უხერხული ტონით, არადა ძლივს იკავებდა სიცილს. საძაგელი! სიბრაზე ყელში მიჭერდა ხელს და მახრჩობდა. - აჰ, ხო, რომ გამოიცვლი და სანამ კარს გააღებ დააკაკუნე, მეც ვაპირებ ჩაცმას.. მთელი ძალით მივიჯახუნე აბაზანის კარი. _ავადმყოფი იდიოტი! - ვთქვი მერე ხმამაღლა. გამოვიცვალე. ჩავიცვი გიგის ტანსაცმელი. ჩანჩურასავით გამოვიყურებოდი. გასვლამდე გაფრთხილებისამებრ კარებზე დავაკაკუნე. გამოდიო დამიძახა. _რაღაც ცელოფნის პარკი მჭირდება სველი ტანსაცმლისთვის. - ვუთხარი ოთახში რომ გავედი. მეუხერხულა მის ტანსაცმელში ყოფნა და შევიშმუშნე. თვალებით გაეღიმა რომ შემომხედა. თვითონაც ჩაეცვა უკვე. თეთრი სვიტერი, ჯინსის შარვალი და მაღალყელიანი თეთრი ბოტასები ეცვა. _კარგი, მოგიტან ახლავე. ტაქსი გამოვიძახე და ჭიშკართან გელოდება უკვე. მე ნასვამი ვარ და საჭესთან ვერ დავჯდები... - მითხრა და ოთახიდან გავიდა. სასიამოვნოდ გავვოცდი. კმაყოფილმა ცალი წარბი ავწიე და ისე მივიხედ- მოვიხედე ოთახში. აღმოვაჩინე, რომ იატაკის საწმენდი ჯოხი და ტილო იქ არ იყო. ვიღაცას გაუტანია. არც ტანსაცმელი იყო იატაკზე მიმოფანტული და ორქიდეებიც თავის ადგილს დაბრუნებოდა. _აი, მოგიტანე. - მალევე დაბრუნდა აბაშიძე ოთახში. უხმოდ გამოვართვი, ჩავაწყე სველი ტანსაცმელი და ოტახიდან გამოვედი. რასაც ჰქვია მივფართხუნებდი. ცალი ხელით შარვლს ვიყავი ჩაფრენილი, მეშინოდა არ ჩამძრობოდა. ფეხსაცმელი ჩავიცვი, მერე ქურთუკი, ჩანთა მოვიკიდე და ისევ ზევით ავბრუნდი გიგისთან. _თქვენს სამოსს როგორმე მოგაწვდით რაც შეიძლება მალე და რაც გითხარით არ დაგავიწყდეთ, უთხარით ქალბატონ კლარას რომ სამსახურიდან წავედი, თან აუხსენით რატომაც... - აშკარად არ ესიამოვნა ჩემი ნათქვამი. _კარგი, ნახვამდის დარო. - მომიგო ძალიან ცივად. - ახლა შეგიძლია წახვიდე. ახლა მე არ მესიამოვნა მისი ნათქვამი. _აჰ, ჰო, თქვენი პერანგი, როგორც მთხოვეთ ზუსტად ისე მოვიქეცი, - ვუთხარი ნიშნისმოგებით და ჩანთიდან საჩუქრის პარკი ამოვიღე რაშიც პერანგი იდო. - ნახვამდის, ბატონო გიგი. შემოვბრუნდი და თითქმის სირბილით გამოვედი სახლიდან. მინდოდა მომესწრო იქაურობისგან გაცლა, სანამ ჩემს ნახელავს იხილავდა, ბატონი აბაშიძე... -------------------------------------------------------------------------------- დაგვიანებას ესე პაწია თავის დადება სჯობდა, ასე ვიფიქრე.. ისიც ვიფიქრე, რომ გაერთობოდით ამ თავით... რავიცი, რაც მოვახერხე ესაა რა.. გმადლობთ ყველას, განურცევლად ყველას, რომ კითხულობთ და ინტერესს გამოთქვამთ. ტრადიციისამებრ, შეცდომებისთვის სორი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.