შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ორქიდეა (15 თავი)


28-12-2016, 22:26
ავტორი Keke27
ნანახია 13 752

15.
_ნუ იყურები ეგრე! - ვუთხარი შეკავებული სიცილით და თვალი ავარიდე, რომ არ გამცინებოდა.
_ეგრე როგორ?
_აი ეგრე, როგორი სახეც გაქვს.
_როგორი სახე მაქვს? - პირდაპირ ჩემს ნერვებს ცდიდა. თან ისე უცოდველი კრავის თვალებით მიყურებდა.
_ვაიმეე, არაფერი არა. ცოცხს ავიღებ და გავალ. გააგრძელეთ მერე ძილი, თქვენო უდიდებულესობავ. - ბოლო სიტყვები მაღალფარდოვნად წარმოსვთქვი. თან კედელზე მიყუდებული ცოცხისკენ გავემართე, რომელიც საწოლის მეორე მხარეს იყოს.
_კარგი, აიღე. მაგრამ აქედან ვერ გახვალ. - განმიცხადა მშვიდად და მისი ოთახის კარი შიგნიდან ჩაკეტა.
წელში გამაცია. გამაჟრიალა.
_ეს როგორ გავიგო? - ვკითხე კოპებშეყრილმა.
_პირდაპირი მნიშვნელობით. - ხმა ისევ მშვიდი ჰქონდა. საკეტიდან გასარები გამოაძრო და მერე საწოლში ჩაწვა.
ელდა მეცა.
_ახლავე გამიღებ კარს! -გავიმკაცრე ხმა.
_ილაპარაკე რამდენიც გინდა. თქვენი უდიდებულესობა ძილს აპირებს მაინც. - მითხრა უდარდელი ხმით და გვერდი ინაცვლა.
_ბატონო გიგი! - ტონი ოფიციალური გავხადე. - კარი გამიღეთ! და თან, ხომ არ დაგავიწყდათ თქვენი პირობა, აბაზანაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ რომ მომეცით?
_ეგ პირობა ძალაში აღარაა უკვე.
_ღმერთო ჩემო! ამას ვის გადავეყარე! - წამოვიძახე აღშფოთებით და ნერვებმაც მიმტყუნეს. საშინლად გაბრაზებულმა დავწვდი საბან, რომელშიც თბილად გახვეულიყო აბაშიძე და ნებივრობდა და ძლიერად დავქაჩე. წამებში, ჩვენი ბატონი გიგი, საბნის გარეშე აღმოჩნდა საწოლზე.
ჯერ ვერ მიხვდა რა მოხდა. მერე კი წუწუნს მოჰყვა.
_აუ, შემცივდა, ტოო.
_რას მელაპარაკები! - ვუთხარი დაცინვით. - ვმუშაობ მე აქ, ვმუშაობ, გესმის? ვინმემ, რომ დამინახოს ახლა რა მდგომარეობაშიც ვარ, მაშინვე სამსახურს დამატოვებინებენ. შენ კი არხეინად გააგრძელებ ძილს. ახლავე გასაღები მომეცი ან თავად გააღე კარი!
_მოკლედ ეს გოგო ხომ მშვიდად ცხოვრების უფლებას არ მოგცემს რააა. - განაწყენებული ტონით თქვა აბაშიძემ და ზლაზვნით გადმოვიდა საწოლიდან. კარადისკენ გაემართა, მაისური გამოიღო, სწრაფად გადაიცვა. მერე ჯინსის შარვალი ამოიცვა, მაგრამ ღილები არ შეუკრია, გახსნილი დატოვა.
ჩემკენ გამოემართა, თან თმაზე ხელებს ისვამდა. ისწორებდა.
_გახვიდე გინდა აქედან? - მკითხა და ახლოს დამიდგა.
_აჰ, ალილუია! მიხვდა როგორც იქნა. - ცაში აღვაპყარი ხელები და ისე ვთქვი.
გიგის ჩაეცინა.
_მაშინ მაკოცე. - მითხრა მშვიდად.
_ბატონო? - გავშრი. მეთქი რა მითხრა?
_მაკოცე. - შეუვალი სიმშვიდიდ გამიმეორა.
_რა სითავხედეა? - ავღშფოთდი. - ძალიან ბევრის უფლებას აძლევ თავს.
_დარო, არ გაგიშვებ გარეთ მაშინ. მერე ამოვა დედაჩემი და შენ აუხსენი ყველაფერი. მე ვეტყი, რომ მეძინა ჩემთვის და შემომივარდა ოთახში-თქო. იმასაც ვეტყვი, კარგად შეარჩიე ხოლმე მომსახურე პერსონალი-თქო. - ამ ყველაფერს ისე მეუბნებოდა, რომ ერთი ნაკვთიც არ შეტოკებია სახეზე.
დავმუნჯდი. სიბრაზისგან რა მექნა არ ვიცოდი. ალბათ საშინლად წითელი ვიყავი სახეზე, რადგან მეგონა ცეცხლი მეკიდა.
_ჰე, გელოდები.
_არ მჯერა, ეს რა ხდება...
_ლოყაზე, გოგო, ლოყაზე! რა „იზმენებში“ ჩავარდი.. - მითხრა სიცილით და სახე მომიშვირა, თან საჩვენებელი თითი მიიდო ლოყაზე. - ჰე გელოდები. - დააყოლა ბოლოს.
შევყოვნდი.
_რა საჭიროა ეს ცირკი? - ვორჭოფობდი მაინც.
_გელოდები, დარო!
_კარგი, ჯანდაბას!... - მეთქი კარგი, უცებ ვალოცებ ლოყაზე და კარიც გაიღება-თქო, ხოლო სამაგიეროს ამ ცირკისთვის მოგვიანებით აუცილებლად გადავუხდი, მთლად უპატივცემულოდ არ დავტოვებ-თქო. ფეხის წვერებზე ავიწიე და ის იყო მის ლოყას უნდა შეხებოდა ჩემი ტუჩები, რომ თავი ისე სწრაფად მოაბრუნდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი როგორ შეერთდა ჩვენი ტუჩები. ზუსტად მახსოვს ის რეაქცია, რაც ჩემში მოხდა იმ წამს. მისი ტუჩები ისეთი რბილი და თბილი იყო, მტელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ძალა გამომეცალა. თავბრუც კი დამეხვა წამიერად.
თუმცაა.. თვალები არ დამიხუჭავს და ნეტარებაში არ გადავვარდნილვარ. პირიქით, ისე ფართოდ გავახილე, მგონი მთელი კვირის გამოსახედი იმ წამს გამოვიდეხე. სწრაფად მოვწყდი მის ტუჩებს და ორივე ხელი ვკარი გულზე.
_რას აკეთებ... - თქმა ვერ დავასრულე, ისევ მაკოცა. ცალი ხელი კეფაზე ჰქონდა მოკიდებული, რითაც მსუბუქად ძალას მატანდა მის ბაგეს არ მოვშორებოდი. ცალი ხელი კი წელზე მომხვია. ხელები კი მქონდა თავისუფალი, მაგრამ რად მინდა? ვერაფერს ვერ ვშვებოდი, რომ თავი დამეღწია მისგან. იძულებული გავხდი, ეს გამეკეთებინა... მარჯვენა ფეხი მოვხარე და მუხლი მთელი ძალით ამოვცხე ქვემოთ. თვალები ჭყიტა უცებ. ტკივილისგან სახე დაებრიცა. ჩემს კოცნას შეეშვა. ხელიც გამიშვა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. არაფერს ამბობდა. ან შოკში იყო, ან მოერიდა ხელი დაედო მტკივნეულ ადგილას.
მე კიდე გამარჯვებულის სახით ვიდექი.
_მიიღე, ჩიტო? - ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
აბაშიძე ხმას არ იღებდა. მხოლოდ ფერები გადადიოდა სახეზე.
თვალი მოვკარი, გასაღები ხელში ეჭირა. მისკენ გავიწიე და გასაღები ისე სწრაფად ავართვი, უცებ ვერ მოვიდა აზრზე. ან შეიძლება არც ჰქონდა რამის თავი.
_აწი გეცოდინება, ჩემთან ეგეთი ოინები რომ არ გაგივა. - ვეუბნებოდი და თან ცოტა არ იყოს შევფიქრიანდი ადგილიდან რომ არ იძვროდა. ისიც ვიფიქრე თვალებღიას და ფეხზე მდგომს, გული ხომ არ შეუწუხდა-თქო. ცოცხს დავავლე ხელი დაკარებისკენ გავემართე.
ის ისევ იდგა.
კარი გავაღე. იმის მაგივრად, რომ უკან მოუხედავად გავსულიყავი, მოვუბრუნდი.
არა, აშკარად არ გამოიყურებოდა კარგად აბაშიძე.
_კარგად ხარ? - ვკითხე შეპარული შიშით.
როგორც იქნა გაინძრა. დოინჯი შემოიდო. გაიზმორა და თვალებით მანიშნა გადიო.
ტკივილი და სიბრაზე ერთდა იკითხებოდა მის მზერაში.
_არა, მართლა, კარგად ხარ? - არ ვეშვებოდი. თავს ცოტა დამნაშავედაც ვგრძნობდი და თან მის ნერვებზე ვთამაშობდი.
_დარო, გადი, თორემ ვერ გადამირჩები! - ისეთი ხმით მითხრა, აშკარად არ მეხუმრებოდა.
_კარგი, გავქრი. მორჩა! - სრაფად დამოვიკეტე კარი და გამოვედი. მერე სახეზე ხელი ავიფარე და ასე მოგუდული ვიცინოდი. ცრემლებამდე მივედი.
საწყალი ბიჭი, დავტოვე უშთამომავლოდ, მგონი.

დარჩენილი ოთახები დავალაგე. ჰოლიც დავგავი. ყველაფერი უხმაუროდ გავაკეთე.
რამდენჯერაც მოვკრავდი ჩემს თავს სარკეში თავს, შევჩერდებოდი, ტუჩებს დავაკვირდებოდი და ვიხსენებდი გიგის კოცნის გემოს. თითებით ნაზად ვეხებოდი ჩემს ბაგეს, თან მეღიმებოდა.
ტკბილი იყო მისი კოცნა.

დაბლა ჩავედი. კლარა სადრაც წასულიყო. თენგიზმა მორიგი დავალება მომცა. უნდა დამესუფთავებინა სახლის უკან ძალიან დიდი აივანი. გარეთ, ყინვაში. რას ვიზამდი. წუწუნს ხომ არ დავიწყებდი, შემცივდება და არ მინდა მაგის გაკეთება-თქო. ფულს აბა რაში მიხდიდნენ. ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავედი. აივნი მთელ სახლს გასდევდა უკანა მხარეს. იატაკი მოზაიკის იყო. მოაჯირი კი თეთრი რიკულების. იქვე ეწყო დაწნული ავეჯი. მაგიდა და სავარძლები. ხიდან დაცვენილ ბოლო ფოთლებს აქ მოეყარათ თავი. უნდა დამეგვა და მერე უნდა მომეწმინდა. შევუდექი ჩემს საქმეს. თან ტელეფონში მუსიკა ჩავირთე (Dante - Next To You), ყურასმენები გავიკეთე და ისე. მოკლედ ჩემს სტიქიაში გადავეშვი. მალე სიცივესაც ვერ ვგრძნობდი, თუმცა ცხვირი და თითები სულ გამიწითლდა. გამეყინა.
სუნთვისას ორთქლს ვუშვებდი. ცრემლნარევი ღიმილით მეღიმებოდა, რადგან მამა მახსენდებოდა.
სამ სიმღერაში დავასრულე დასუფთავება.
ახლა მოწმენდის დრო იყო. სახლში შევბრუნდი, ჭურჭელში წყალი ჩავასხი, ხელზე ხელთათმანები გავიკეთე და იატაკის ტილო გავწურე. დავიწყე წმენდა. მუსიკა ისევ ჩართული მქონდა, ამჯერად N'to – Time-ს ვუსმენდი.
კი ვამხნევებდი თავს, ცოტაც დარჩა და მორჩები-თქო, მაგრამ ჩემს ჯინაზე თითქოს სიგრძე ემატებოდა აივანს. არადა უკვე საგრძნობლად შემიპყრო ყინვამ.
_რას აკეთებ, გაგიჟდი ხო? - მოულოდნელობისგან ადგილზე შევხტი. ჩემს გვერდით გიგი იდგა. ცალი ყურსასმენი მომხსნა და ისე მითხრა.
_ჯანდაბა! გული გამისკდა... - მარცხენა ხელი გულზე დავიდე. მართლა შემეშინდა. როგორია, შენთვის ხარ გართული, თავდავიწყებით წმენდ იატაკს, თან იყინები, თან მხოლოდ მუსიკის ხმა გესმის და უცებ ვიღაც გაძრობს ყურსასმენს და ჩაგყვირის ყურში.
_შეეშვი მაგას და შემოდი სახლში. - მიბრძანა მგონი.
_მოიცა რა შევეშვა, უნდა დავასრულო. - ვუთხარი გაკვირვებულმა.
_არ არის საჭირო, გაცივდები და შემოდი სახლში, რომ გეუბნები, ვაახ!
_ხო, მაგრამ უნდა მივიყვანო დაწყებული საქმე ბოლომდე. დამავალეს ეს მე. - გავჯიუტდი.
_აუ, ეს ვინ არის, ტოო! - ცისკენ აღაპყრო თვალები აბაშიძემ.
_ისა, შენ კარგად ხარ? - ვკითხე დაბალ ხმაზე, შეკავებული სიცილით და თვალებით მტკივნეულ ადგილზე მივანიშნე.
შევატყე, როგორ უნდოდა გაცინება, მაგრამ თავი შეიკავა.
_კი, კარგად ვარ. შემოდი ახლა სახლში.
_მიხარია კარგად რომ ხარ. - გულწრფელი ვიყავი მართლა. - იყოს, იყოს, აი ცოტა დამრჩა და შემოვალ მალე.
აბაშიძემ თვალი მოავლო აივანს. კეფა მოიქექა და იატაკის ჯოხი გამომართვა.
_რა ჯიუტი ხარ, სისხლის გამშრობი! - მითხრა ნაწყენი ხმით, წყლიანი ჭურჭლისკენ წავიდა და ტილო შიგ ჩაყო, მერე ამოაწურწურა იქედან და იატაკზე დააბერტყა.
_რას აკეთებ? - სიცილი ამივარდა. იატაკის წმენდა თუ რეცხვა დაიწყო გიგიმ.
_გეხმარები. - მომიგო სიცილით. მის ქმედებაზე თვითონაც ეცინებოდა.
_ხო, მაგრამ ეგ ტილო უნდა გაგეწურა. - ვუთხარი სერიოზული ხმით.
შედგა.
_მეღადავები ხო? - თვითონაც იმავე ტონით დამისვა შეკითხვა. - ტილოც მაწურინე ახლა.
„ღმერთო ჩემო, რა საყვარელია ეს ბიჭი. თავი ხელში თუ არ ავიყვანე, ჭკუას დამაკარგვინებს“. ვფიქრობდი იმ წამს.
ხმით გამეცინა მისი შემხედვარე.
_შედი, შედი სახლში და შემოვალ მალე. - მითხრა და წმენდა განაგრძო. უნდა გენახათ როგორ იქნევდა იატაკის ჯოხს. განზე. მარჯვნიდან მარცხნივ. თან მოწუმპა ყველაფერი. როგორ არ უნდა გამცინებოდა მისი შემხედვარე.
ნაცრისფერი, სქელი ძაფით ნაქსოვი, ჟაკეტი ეცვა. შიგნით თეთრი მაისური. ჯინსის შარვალი და სპორტული შავი ფეხსაცმელი. თმა საგულდაგულოდ დაევარცხნა როგორც სჩვევია ისე. წვერიც გაეპარსა. მეტად სიმპათიური იყო ეს ბიჭი და რა გავაკეთო, ამ ფაქტს ვერ გავექცეოდი. მინდოდა თუ არა, თავისით მეღნიშნებოდა. შეიძლება არაფერი მეთქვა, მაგრამ თვალები გამცემდნენ მაინც.
გასული დროით თუ ვიმსჯელებთ, რაც მისი ოთახი დავტოვე, გამოდის, რომ მთელი ეს დრო თავის მოწესრიგებას მოანდომა. მოკლედ, ძილი დავუფრთხე.
_არა, ვიქნები აქ. ვტკბები ამ სანახაობით.
_შენ არ გეგონოს, რომ დამავიწყდეს რაც დილით გამიკეთე, იცოდე, გველის ნაკბენივით დაგიმახსოვრებ. - გამაფრთხილა. თან საჩვენებელი თითი დამიქნია. - აუ, გავიყინე.. - დააყოლა ბოლოს და ეზოს გახედა. ჩაფიქრდა. - იცი, ზაფხულში რა ლამაზია აქაურობა? ბავშვობაში, მე და მამა ერთად ვთამაშობდით აქ. აი იქ, ხედავ? კალათბურთის ფარი რომ არის.. - ხელი გაიშვირა. მზერა მის ხელს გავაყოლე. კალათბურთის ფარი მართლაც იყო. წვრილი ჯაჭვისგან ნაქსოვი ბადეთი. - პირველობას არ ვუთმობდი. - დასძინა ღიმილით.
აბაშიძე მამაზე ალაპარაკდა. ეს კი ძალიან პირადული თემა იყო, როგორც მე დავასკვენი აქ ყოფნის განმავლობაში. სმენად ვიქეცი. ცნობისმოყვარეობა მეძალებოდა, მაგრამ ვცდილობდი არაფერი მეკითხა ისეთი, რაც ლაპარაკის სურვილს გაუქრობდა.
_რა მოხდებოდა, დაგეთმო მერე.. - ვუთხარი ღიმილით. ჩემი ინტერესი ჩავახშე.
_ნწ, არა. პირველობა მიყვარს! - გაეღიმა მასაც.
_ახლა სად არის მამა? - მაინც ვერ მოვისვენე, თუმცა ძალიან ბუნებრივად და ლოგიკურად გამომივიდა კითხვის დასმა.
_უკრაინაში. მეორე ოჯახი ჰყავს იქ. - სამქეს განაგრძობდა ისე გამცა პასუხი.
_მაპატიე, ძალიან პირადულში ჩავერიე მგონი. - ძალიან იმოქმედა ნათქვამმა ჩემზე.
_არა, არაფერია. დიდი ხნის ამბავია... და მყავს იქ, ნატალია ჰქვია. თორმეტი წლისაა. ჩავდივარ ხოლმე მასთან სტუმრად.
_კარგია, რომ ურთიერთობა გაქვს მათთან.
_ძალიან დიდხანს გამვა წყენა მამაჩემზე. ვერ ვპატიობდი ჩვენს მიტოვებას. აი ხომ არის, ბიჭები მამებს ბაძავენ და ცდილობენ მისნაირნი იყვნენ. მე არასოდეს მქონია ეს სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი ძალიან წარმატებული გახდა. თავისი შრომით და ცოდნით მიაღწია ბევრს.. ეს კი სამაგალითოა შვილისთვის, ხო? მაგრამ ჩემს თვალში ნულია ყველა მისი მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ამ ყველაფერს საძირკვლად დედაჩემის ცრემლიანი თვალები და მტკივნეული გული უდევს. - ვუსმენდი და მის ხმას ვერ ვცნობდი.
_ძალიან სამწუხაროა. - მხოლოდ ეს ვთქვი.
_თუმცა, ჩვენს ცხოვრებაში რაც ხდება, ცუდი თუ კარგი, ყოველთვის ჩვენსავე სასარგებლოდაა. - ეს რომ თქვა თან თვალი ჩამიკრა. ვერ გეტყვით რა იგულისხმა იმ ნათქვამით.
_ხო, მართლა, ბარემ ახლა გეტყვი, ორ იანვარს კახეთში ხარ დაპატიჟებული. ნიკოც რა თქმ უნდა..
_ვაა.. რატო?
_მამიაჩემი და ბიძაჩემი გეპატიჟებიან, ჩემი ძმის დაოჯახება უნდა ავღნიშნოთო და...
_ორ იანვარს? - დაფიქრდა.
_დიახ.
_ალბათ მეცლება. ზუსტად არ ვიცი. თუ მეცალა აუცილებლად ვესტუმრები ქალბატონ ნორას. - მითხრა ღიმილით. „ნეტა რა მოუცლელი უნდა დაგემართოს? „ გავიფიქრე გონებაში და ძალით გავუღიმე.
იატაკის წმენდასაც მორჩა ამასობაში. მის ნახელავს კმაყოფილმა მოავლო თვალი.
_ყოჩაღ! - შევაქე და აპლოტისმენტებით დავაჯილდოვე. მადლობა თეტრალურად გადამიხადა, თან იცინოდა.
_ესენი სად წავიღო ახლა? - მკითხა ჭურჭელზე და იატაკის ტილოზე.
_მე მივხედავ ამათ. მადლობა, რომ დამეხმარე.
_არაფერს, ქალბატონო. - მაღალფარდოვნად მითხრა და იატაკის ჯოხი გამომიწოდა. - მალე შემოდი. - დამიბარა და სახლში შევიდა. გული საგულეს აღარ მქონდა. ლამის დავდნი.
ნივტებს თავისი ადგილი მივუჩინე.
ქურთუკი საკიდზე დავკიდე. გაყინული ხელები დავიორთქლე, რომ გამთბარიყო და სამზარეულოში შევედი თამროსთან.
_დარო, საჭმელი არ გინდა? - მომეგება თამრო.
_მხოლოდ ჩაის დავლევ, შეიძლება?
_როგორ არა, შვილო. ახლავე გაგიმზადებ, ჩამოჯექი მოდი.
მაგიდასთან დავჯექი. თამრომ ორცხობილებიანი თეფში დადგა მაგიდაზე. კარაქი, მურაბა, შაქარი, ჩაის ფერი... მოკლედ სუფრა გამიწყო. რამდენიმე წუთში ჩაის ვსვავდი და ნეტარებისგან თვალებს ვხუჭავდი.
_ძალიან კარგია.. გავთბი. - ვუთხარი თამროს და მადლობა გადავუხადე.
_შეგერგოს, შვილო.
_აუ, თამროოო.. - სამზარეულოში გიგი შემოვიდა. არა უფრო შემოვარდა. მის დანახვაზე ჩაი გადამცდა. ხველება ამივარდა. ლამის დავიხრჩვი. - კარგად ხარ? - დაინტერესდა ჩემით. თავი დავუქნიე, კი-თქო. ხმის ამოღება ვერ მოვახერხე. _თამრო, ერთი ლუკმა მომე რა რამე, გავრივარ და წავიხემსები უცებ.
_კი, კი ახლავე. ხაჭაპურს ხომ შეჭამ? - დაფაცურდა მზარეული.
_ჰო, ერთი ნაჭერი მომე.
მზარეული სწრაფად შებრუნდა ხაჭაპურის ნაჭერი რომ მიეწოდებინა გიგისთვის.
ამასობაში ხველებამაც გადამიარა და სულიც ამოვითქვი.
გიგი მაგიდასთან მოვიდა ახლოს, ერთი ორცხობილა აიღო, ჩაკბიჩა, მერე ჩემს ჩაის ჭიქას დაწვდა, მოსვა და ისევ უკან დამიბრუნდა. გაოცებული ვადევნებდი თვალს.
_გავდივარ მე და ჭკუით იყავი. - მითხრა, თვალი ჩამიკრა და ცხვირზე მომიჭირა ხელი მსუბუქად. მერე შებრუნდა, თამროს ხაჭაპურის ნაჭერი გამოართვა და სწრაფად დატოვა სამზარეულო.
ღიმილით სავსე თვალებით გავაცილე აბაშიძე.



№1  offline წევრი Ana Imnadze

დაიგვიანე,მაგრამ ჯანდაბას გაპატიებ :D
გიგი ძაან საყვარელი ტიპია <3

 


№2 სტუმარი ana

ძალიან მაგარია ! აღარ დააგვიანოხოლმერა ამომხდა სული ლოდინით

 


№3  offline წევრი შამხათი

არასდროს არ მყოფნის, დაუსრულებლად შემიძლია ვიკითხო. ძალიან საყვარელი ისტორია გამოგდის, ისეთი, რომ დაგვიანებასაც არ ვიმჩნევ.

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ohooh momwons es bichii :D ra sayvarlebi ariaaan

 


№5  offline წევრი M^d G1rl

ამ ისტორიამ თავი ისე შემაყვარა, რომ არვიმჩნევ დაგვიანებებს..
ძაან სისაყვარლეა^^ ისეთ საყვარლობა გამოდის რომ დაგვიანებაც კი უხდება :დდ
გიგი მიყვარს და ამ თავში რატო დამიჩაგრე ავტორ? ცოდო არიყო ჩემი სადისტი ბიჭიი?? :დდდ


პ.ს. ამ წელში აღარ ველი შემდეგ თავს, მაგრამ იმედს ვიტოვებ 31ში რო შემოვცუნცულდები საიტზე დამხვდება კიდევ ერთი საყვარლობა თავი^^
წავედი ოცნებებში :დდდ მოკლედ გელი გელი მოგელიიიი❤

 


№6 სტუმარი Blonde

Dasasrulma "daglija" :D dzalian magaria da iqneb shedzlo cota male dadeba <3

 


№7  offline წევრი ლეტი

ყველაზე ტკბილი ხარ კეკე❤️

 


№8 სტუმარი Qeti

Zalian magaria

 


№9  offline წევრი Shokoladi :D

აი ღირდა რა ❤ ლოდინი ნამდვილად ღირდა ❤ ძალიან მიყვარხარ კეკე , შენ და შენი ისტორიები. მათბობთ ❤❤

 


№10  offline ახალბედა მწერალი Keke27

გმადლობთ <3

მიხარია, რომ მოგწონთ. heart_eyes heart_eyes
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№11 სტუმარი ირაა

შემიყვარდაა გიგი♡♡♡♡♡♡ თან ბევრიც ვიცინეე საღოლლ

 


№12 სტუმარი Guest lalita

არასდროს არ მყოფნის, დაუსრულებლად შემიძლია ვიკითხო
მართალია დააგვიანე , მაგრამ ღირდა . აი ვგიჟდები დაროზე, გადარეულია, მაგრამ მგონი გიგი უფრო გიჟია . მუხლის ამორტყმა მაგარი იყო.

 


№13  offline აქტიური მკითხველი lalita

არასდროს არ მყოფნის, დაუსრულებლად შემიძლია ვიკითხო
მართალია დააგვიანე , მაგრამ ღირდა . აი ვგიჟდები დაროზე, გადარეულია, მაგრამ მგონი გიგი უფრო გიჟია . მუხლის ამორტყმა მაგარი იყო.

 


№14 სტუმარი Ani

Keke exla saaxalwlo dasveneba maqo da malmale davdebo da imedia martla male dadeb.zaan momwons ...ai su zalian ...sheni yvela istoria zaan momwons gansakutrebit "qmedeba ocnebis nacvlad"magram mgoni es ufro kargi gamodis.gtxov male dade raaaaa?...

 


№15 სტუმარი Guest მარიამი

კეკე, შენ ხარ რაღაც სასწაული, ღმერთმა იცის შენს მიერ დაწერილ ყველა ისტორია რამდენჯერ მაქვს წაკითხული. :დ ახლაც უნდა დავიწყო გაორმაგებული გულის ცემა ძალიან მომწონს. მიყვარხრ მე შენ ჩემო ტკბილო და რაც მთავარია მალე დადე რა :*

 


№16 სტუმარი mariami

რასაყვარლებიარიანნ

 


№17  offline წევრი მოლურჯო

კეკე როგორი კარგი ხარ ვერ წარმოიდგენ
--------------------
მარიამი

 


№18  offline წევრი Swimminger

აუუ კეკე რა კარგი იყოო მაბედნიერებს ეს ისტორიაა და შენ კიდევ საუკეთესო ხარ <3

 


№19  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dzaan magariaa

 


№20  offline წევრი Tamtu_tatu

Dzalian magari ikooo kekeee. Shen xar dzalian tbili da tkbili adamianii. Imitomac cer aset tbil istorieeebs. Ux mikvarxar meeee.,,

 


№21  offline წევრი OnlyGirl

იმ დღიდან მიყვარხარ "ქმედება ოცნების ნაცვლად" რომ წავიკითხე <3 ვგიჟდები შენზე და შენს მოთხრობებზე <3

 


№22  offline ადმინი მწარე

მომწონს მშვენიერია ორიგინალურია მაარა ამათი უფრო მეტიი თბილი ურთიერთობა მინდაა ვეღარ ვითბენ
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№23  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე ძაან მაგარი იყო რა.
--------------------
ლანა

 


№24 სტუმარი Ana

დაროს მიმსგავსებული ფოტოც დადო იქნებ.

 


№25  offline წევრი Izabela€€

Cota mal-male tu dadebt kargi iqneba

 


№26 სტუმარი Mar

Dzan kaiaa magramm cota malee ar shegidzlia dadoo dzann gvian gvian deb da mere bodishio kai raaa dade malee gelitt yvelaa

 


№27 სტუმარი Mar

Ohj vegar vitmen ro shemoxvall ori dade ertadd ocode

 


№28 სტუმარი Mar

Eh axali weli kodisnda shen sachuqars ar gviketebb ara samartlianii dade raa

 


№29  offline წევრი nini31323

ოუუუ ძაან მაგარია კეკე

 


№30  offline აქტიური მკითხველი terooo

ცუდად უპაჭუნებს ეს ამას თვალებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent