შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ორქიდეა (18 თავი)


20-01-2017, 12:10
ავტორი Keke27
ნანახია 16 050

(სანამ კითხვას დაიწყებთ, ორი წუთი დამითმეთ, გთხოვთ.
ყოველ დილით ექვისის, მაქსიმუმ შვიდის ნახევარზე ვდგები. ბევრმა იცის, რომ დედა ვარ, თან მარტოხელა. მყავს ხუთი შვილი. დილის შვიდ საათზე ბავშვებს უკვე უნდა ღვიძავდეთ. სწავლა რვა საათზე იწყება. ოთხი ერთ სკოლაში დადის, ხოლო მეხუთე სხვა სკოლაში. გოგოები თავისით მიდიან სკოლაში. არა, უფროსი შვილი მეხმარება, მას მიჰყავს პატარა დები. ბიჭი მე უნდა წავიყვანო. მას რომ დავტოვებ კლასში, მერე თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ ავტობუსის გაჩერებისკენ, რომ სამსახურში არ დამაგვიანდეს. ხუთი საათი სამსახურში მიწევს ყოფნა. სანამ ბავშვები სკოლაში არიან. იქედან დაბრუნებული გოგოების სკოლაში მივრბივარ, რომ წამოვიყვანო ისინი. მათ რომ მივიყვან სახლში, საჭმელს ვუმზადებ (რისთვისაც მხოლოდ ათი წუთი მაქვს), მერე კი ისევ გავრბივარ, მეხუთე შვილი მყავს მოსაყვანი სკოლიდან. არ მინდა დამაგვიანდეს, თორემ ინერვიულებს მერე. იქედან დაბრუნებული კი, ვეხმარები მათ გაკვეთილების მომზადებაში. მერე ვიწყებ სახლის დალაგებას, ვახშმის მომზადებას. ბავშვების გაზავებას, რომლებმაც რომელიღაც სათამაშო ვერ გაიყვეს, ან სულაც ერთს ის მულთფილმი არ მოსწონს, რმელსაც მეორე უყურებს და ამის გამო იწყება ომი. ზავის და ტრაქტატის გამფორმებელი მათ შორის რა თქმა უნდა მე ვარ. საღამოსკენ კი ვატყობ, რომ უკვე ტვინი მეთიშება და საცაა ფეხად ჩამომეძინება... არადა პატარები უნდა ვაბანავო.... როგორც იქნა, ძილის დროა.. რამდენიმე ათეული წუთი სჭირდებათ მათ იმისთვის, რომ ძილს შეეგებონ.. ეს წუთები ასეთია: ერთი ლაპარაკობს. გაჩერდი, დაიძინე, ვეუბნები.. ჩერდება. მაგრამ მეორე აგრძელებს სამაგიეროდ,,, და ასე გრძელდება მეხუთემდე.. მერე ისევ თავიდან... (:დდდდდ) მშვენივრად ვერთობი მათთან ერთად, კი.. (ჩემი სიცოცხლის აზრია ისინი. ჩემი ხუთი ბედნიერება)...
ბოლოს ისე ხდება, რომ ჯერ მე მაძინებენ და მერე თვითონ იძინებენ.. შუაღამით აღმოვაჩენ, რომ ჩემს საწოლში არ ვწევარ. (:დდდდ)
დარწმუნებული ვარ, გაიფიქრებდით: თუ კი ასეთ გარჯაში ხარ, რაღას წერ მაშინ, წადი მიხედე საქმეს.. )))))
ახლავე გიპასუხებთ - სწორედ ასეთ გარჯაში რომ ვარ, წერა ჩემთვის რელაქსაციაა. რომ არ ვწერო და ჩემს მკითხველს არ დავეკონტაქტო, რობოტად ვიქცევი.. ეს კი საშინლად არ მინდა.
ჩემი პერსონაჟებით ძალიან ბედნიერი ვარ. მათ მე სხვა სამყაროში გადავყავარ...

და მაინც...

ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა კიდე, დაგვიანებისთვის ბოდიშს არ და ვერ მოგიხდით, რადგან ძალიან დიდი სითავხედე იქნება ჩემი მხრიდან....

ნიუ-იორკის დროით ღამის 3:08 სთ-ია. წავედი მე ვიძინებ. სამი საათის ძილი უნდა მეყოს. რომ გათენდება სამსახურში ვარ წასასვლელი.

გმადლობთ ყურადღებისთვის.
ახლა კი წაიკითხეთ და ისიამოვნეთ... (ვიმედოვებ)..

..............................................................................

_რა არის ეს, რა ბავშვებივით იქცევით. - გამოსცრა კბილებში ნიკომ და თვალები დაგვიბრიალა.
_თვითონ დაიწყო. - იმართლა გიგიმ თავი. მარიამი გაოცებული გვადევნებდა თვალს. ვერ გაეგო რა ხდებოდა.
თვალები ისე დავაწვრილე და შევხედე აბაშიძეს, როგორც მონადირე, რომელსაც მიზანში ჰყავს ნადირი ამოყვანილი.
_აი, უყურე, რა უნდა ახლა, რას მერჩის. - აწუწუნდა პატარა ბავშვივით გიგი და მსხვერპლის სახე მიიღო. სპეციალურად აკეტებდა ამას, რომ მე უარესად მომშლოდა ნერვები.
_დარო, გეყოს აწი. - მომიბრუნდა ნიკო და რაც შეეძლო მშვიდად მითხრა.
_კარგი, მოვრჩი. შემივსე ერთი ჭიქა და წავედი მე. - ვუთხარი იუბილარს თან თვალი თვალში გავუყარე. მიხვდა, რომ არ ვხუმრობდი და იმასაც მიხვდა, რომ არ გადავიფიქრებდი ნათქვამს.
_მოიტა ჭიქა. - ჭიქა მივაწოდე. შემივსო.
_დღევანდელ დღეს გაუმარჯოს, ნიკო ჩემო. - წარმოვსთვი და წყალივით დავლიე სასმელი. მერე კი ავდექი. - ახლა უნდა დაგტოვოთ, დიდი ბოდიშის მოხდით. ლიკა დარჩი, არ გაბედო გამოყოლა. - ბეჭზე ხელი დავადე ლიკას, რომელიც წამოდგომას აპირებდა. დაჯდა. - ნიკო, ძალიან დიდი მადლობა. კარგად გავერთე, მოვილხინე და ზოგ-ზოგიერთების ნერვებიც დავკვნიტე. ნახვამდის, ბატონო გიგი. გოგონა... - მარიამსაც დავემშვიდობე და კარისკენ გავემართე. გასასვლელში ჩემი პალტო მომაწოდეს, მოვიცვი და გარეთ გავედი. მეგონა მისწრება იქნებოდა ჩემთვის გრილი ჰაერი, მაგრამ არ გამახსენდა, რომ როცა ნასვამი ხარ, სიგრილემ შეიძლება ორმაგად მოგგვაროს სიმთვრალე.
შევბარბაცდი.
წამით გავიფიქრე, რას ავიჩემე ეს წამოსვლა-თქო, მაგრამ მაშინვე უკევაგდე ეს ფიქრი და იქვე მგომ ტაქსს მივაშურე.
_არ გინდა ტაქსი, მე წაგიყვან. - წამომეწია უცებ გიგი ხმა. უკან მოვიხედე, აბაშიძე „შენ ხომ შემიკალი ხელში“ სახით მიახლოვდებოდა. გულში სიხარული ვარდივით გაიშალა. არ დაეტია მფეთქავ ორგანოში და სახეზეც მომეფინა. ღიმილი მივაგებე. თვითონაც ჩაეღიმა.
_ოჰ, თქვენო უდიდებულესობავ, რას ბრძანებთ, ნუ შეწუხდებით. - ვუთხარი დამცინავად. (მართალი ხარ, ენა მაქვს ამოსაძრობი)
_რომ ვწუხდებოდე ახლა აქ არ ვიქნებოდი და ერთგული ძაღლივით არ დაგედევნებოდი. - მომიგო და თან მომიახლოვდა.
_აჰ, რადგანაც უკან გამომყევი, ამის გამო ძაღლს ადარებ თავს? - ტონი არ შემიცვლია.
_დარო, სიტყვებზე ნუ მეკიდები. - ხელზე წამავლო ხელი და მაგრად ჩამჭიდა - წამოდი, მანქანა აქვე მყავს. - თითმის წამაპორწიალა.
_წავიქცევი, ნელა იარე, ისედაც ძლივს დავდივარ. - ვთქვი უკმაყოფილოდ.
_ხელში ხომ არ გიყვანო? - ახლა თვითონ გაუხდა ხმა დამცინავი.
_არაა ცუდი აზრი. - ჩემს პასუხზე შედგა. ალბათ არ ელოდა ამას თუ ვეტყოდი. ისევ ჩაეცინა, ირგვლივ მიმოიხედა და ისე ამიტაცა ხელში გააზრებაც ვერ მოვასწარი.
_ასე უკეთესია? - მკითხა ისე თბილად, თავიდან ფეხებამდე გამაჟრჟოლა.
_ასეთი ხმით ნუ მელაპარაკები, ისედავ გაბრუებული ვარ და უარესს ნუ დამმართებ. - ჩემთვის უცნობი ხმით წარმოვსთქვი და კისერზე შემოვხვიე ხელები. თან გავუღიმე.
_შენც ნუ დამელაპარაკები ამ ხმით, თორემ დიდი შანსია ხელიდან გამივარდე და მერე კოცნით და ჩახუტებით მოგგუდო. - ნათქვამმა გამახალისა და ხმამაღლა გავიცინე. ჩემს სიცილზე მასაც გაეცინა.
მისი მანქანა ჩვენგან ორმოციოდე ნაბიჯით დაშორებით იდგა. ეს მანძილი ხელში აყვანილმა და ღიმილანი თვალებით მატარა.
_ფრთხილად, არ წაიქცე... მოიცა, ხელი არ გამიშვა... - მეუბნებოდა თან მანქანის კარს აღებდა.
_კარგი, ნუ მარცხვენ, არც ეგეთი მთვრალი არ ვარ, რომ წინასწორობა ვერ დავიცვა. - ბოლო ძალა მოვიკრიბე და ირგვლივ დატრიალებული საგნების მყარ მდგომარეობაში დანახვა ვცადე, თუმცა ამაოდ. თავბრუ ისე მეხვეოდა, როგორც ბზრიალა ტრიალებს მთელი სისწრაფით. ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა.. ფერები, მანქანები, შენობები, ბოძები.. თითქოს წრეზე ერთმანეთს მისდევდნენ.
_მოდი აქ, ფრთხილად დაჯექი. - ეცინებოდა. მანქანის წინა სალონში მომათავსა. მერე ღვედი შემიკრა. სახეზე ჩამოშლილი თმა ყურებს უკან გადამიწია. ბოლოს მახსოვს, კარის დაკეტვის ხმა და მანქანის წინ გავლილი გიგი. მეტი არაფერი.. არ გამიგია, როდის დაჯდა საჭესთან, არც მანქანის ძრავის ხმა. არც გადმოსვლა და უფრო მეტიც, არც ის, თუ როგორ აღმოვჩნდი უცხო ბინაში აბაშიძესთან ერთად. მაშინვე ჩამძინებია.

ალბათ კიდევ გავაგრძელებდი ძილს, რომ არა სიცივე. შემცივდა და თავს ძალა დავატანე, რომ თვალები გამეხილა. აღმოვაჩინე, რომ უკვე გათენებულიყო. ნახევრად გახელილი თვალებით საბანს დავუწყე ძებნა, არ მეფარა. როგორც სჩანს ძილში გადავიძვრე. ვიპოვე, კისრამდე ჩავიფუთნე და ნეტარება მოგვრილმა ძილის გაგრძელება ვცადე. მაგრამ თავში ისეთი ტკივილი ვიგრძენი, მეგონა რაღაც ბასრი ჩამარჭვეს, ესაა რომ სისხლი არ გამოდის. მხოლოდ ტკივილს ვგრძნობდი. აზრზე მოსვლის ტკვილი იყო ეს. მივხვდი, რომ სრულიად უცხო ოთახში და უცხო საწოლში ვიწექი. ასეთი საბანი მე არ მქონდა. ამასთან ერთად ისიც გავიაზრე, რომ მხოლოდ ბიუზჰალტერით და ტრუსით ვიყავი. ამიტომაც შემაწუხა სიცივემ თურმე. თვალები ვჭყიტე.
კულმინაცია! აბაშიძეს ჩემს გვერდით ეძინა და მშვიდად სუნთქავდა. წელს ზევით შიშველი.
მზერა მიმეყინა მასზე. ვიგრძენი, ბასრ საგანს გულშიც მარჭობდნენ.
საბანი ხელის კანკალით წამოვწიე. ჯერ საკუტარ სხეულს დავხედე, როგორც ვვარაუდობდი, ისე დამხვდა. მერე გიგისკენ წამოვწიე, შევიჭყიტე. შარვლიანად იწვა.
ამოვისუნთქე.
გულისცემა და ტკივილი ნელ-ნელა ჩამიწყნარდა.
სალხს მივაყურადე. სიჩუმე იყო. მხოლოდ ქუჩაში ჩავლილი მანქანების ხმა სწვდებოდა ჩემს ყურთასმენას. დავასკვენი, რომ სახლში მარტონი ვიყავით.
წამოვჯექი.
სითამამე მომემატა.
საბანი იღლიების ქვეშ საიმედოდ დავიმაგრე და აბაშიძის გაღვიძებას შევუდექი.
_გიგი. გი-გიიი! - ხელი ვკარი მკლავზე.
დახშული ბეგერებით გამცა პასუხი. უჭირდა ძილისთვის თავის წართმევა.
_გიგიიი!.. - ისევ დავუძახე.
არ იღვიძებდა.
მაშინ მთელი ხმით დავკივლე.
_ვაიმე, გიგი, თაგვი გყავს გულზე. - ვიფიქრე, წამოხტება ახლა გიჟივით-თქო და მერე დავცინებდი, მაგრამ ნურასუკაცრავად. შენც არ მომიკვდე.
_მომაშორე მერე, რა გაკივლებს. - მომიგო დაბოხებული და აუღელვებელი ხმით.
მიმხვდა ხრიკს.
_გღვიძავს? - წამოვიძახე და მუჯლუგუნი ვკარი მკლავზე.
_არა, მძინავს და ისე გელაპარაკები. - ხმაში წყენა დაეტყო. ძილი დავუფრთხე.
_ჰოდა გაახილე თვალები. სად ვარ? წუხელ რა მოხდა? - დავაყარე კითხვები.
_ჩემს საწოლში ხარ. წუხელ ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო, ორ ზრდასრულ ადამიანს შორის. - მითხრა და თვალებიც გაახილა თან. გამომცდელი მზერით დამაკვირდა.
_ხო, მაგრამ არ მეცნობა ეს ოთახი, არც საწოლი... - ვთქვი დაბნეულმა. - ანუ, ჩვენ.. ჩვენ.. - მინდოდა მეთქვა, რომ ანუ ჩვენ ერთად ვიწექით-თქო, მაგრამ თავი ვერ მოვაბი.
_იძახე ახლა ჩვენ, ჩვენ... ჰო ჩვენ, ერთად ვიწექით. - ჩემი სათქმელი დაასრულა მან. ვიეჭვე, რომ ხუმრობდა. ერთად კი ვიწექით, ჩემს გვერდით იწვა. სექსი არ გვქონია, ამაში დავრწმუნდი, რადგან ისე მშრალად წარმოსთქვა, ერთად ვიწექითო, გამორიცხულია, მართლა, რომ რამე მომხდარიყო ჩვენ შორის, ასე თავისუფლად ვერ მეტყოდა.
_აჰა, გასაგებია. მერე ვერ გამაღვიძე, შე კაცო? ცოტა ხანს მაინც მოვკრავდი თვალს აქტის პროცესს. - ვუთხარი მთელი სერიოზულობით, არადა როგორ მინდოდა გადახარხარება იმ წამს. თუმცა ჩემი წილი სიცილით აბაშიძე იცინოდა უკვე. ლამის გადავარდა საწოლიდან.
_ვაიმე, რა გიჟი ხარ, დარო! - სულს ვერ ითქვამდა. მეც ვიცინოდი მასთან ერთად.
_აჰა, რა გინდა, დილიდანვე ვზრუნავ შენზე. ხომ ხედავ, ასე გულიანად რომ გაგაცინე, ახლა გაგიაქტიურდება თავის ტვინის ლიმბური სისტემა და სუპერ „კანტაქტი“ ექნება შენს ტვინს ნახევარფეროებს შორის. - ვთქვი სიამაყით, საჩვენებელი თითი მაღლა ავწიე და „ეს რა მაგარი ვარ“ სახე მივიღე. ჩემი შემხედვარე, გიგი კიდევ უფრო უმატებდა სიცილს.
_შემეშვი რა! აღარ შემიძლია მეტი.
_მართლა, მითხარი, სად ვარ? - ვკითხე ცოტა რომ ჩაწყნარდა.
_ჩემ სახლში-თქო, ხომ გითხარი. ბინაში.
_ვაიმე, წუხელ რომ სახლში არ მივედი, ჩემი ძმა გაგიჟდებოდა. - წამოძახე განწირული ხმით და საწოლიდან წამოხტომა დავაპირე. საბანი დაუფიქრებლად მოვიძრე. - უი! - უცებვე ძველ პოზას დავუბრუნდი. ბიუზჰალტერის ამარა ვიყავი. - რას მიყურებ, მომეცი ჩემი კაბა. - შევუღრინე თვალებ ამღვრეულ გიგის, რომელსაც მზერა ჩემს სავსე მკერდზე გაუშეშდა.
უცებ გამოერკვა.
_ლიკამ მოაგვარა ყველაფერი. მან უთხრა შენს ძმას, რომ მასთან რჩებოდი. ასე, რომ... - მითხრა და საწოლიდან ადგა.
_აჰ, კარგია. - გულზე მომეშვა.
_აი ეს ჩაიცვი. - კარადიდა ლურჯი მაისური გამოიღო და გამომიწოდა.
_ეს რა არის? ჩემი კაბა მომაწოდე.
_ლიკამ ისიც უთხრა შენს ძმას, რომ დღესაც მასთან დარჩები საღამომდე. რომ გაიღვიძებ მერე გადაურეკავ და ეტყვი ლიკასთან ხარ. - მეუბნებოდა და თან კარადის თაროზე რარაცას ეძებდა. - აჰ, ვიპოვე. აი ესეც ჩაიცვი. - მისი პიჟამოს შარვალი მომაწოდა. გაოგნებული ვადევნებდი თვალს.
_რაა? რა ლიკასთან უნდა დავრჩე საღამომდე.. რა უნდა დავრეკო.. - კოპები შევყარე, გაურკვევლობისგან.
_დღეს ჩემი მძვეალი ხარ. - მომიგო მშვიდად. თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა.
_შეგეშალა. მძევალი არა, ტერორისტი ვიქნები მე დღეს. დამაცადე! - მივაძახე მუქარით და ჩაცმა დავიწყე.
პიჟამოს შარვალი ორი მტკაველით გრძელი მქონდა. არც მაისური იყო მთლად ჩემს ტანზე გამოწერილი.
სარკეშ ჩავიხედე და გული შემიქანდა. უსახლკარო ლოთს ვგავდი. ჩანჩურა ტანსაცმელი, დასიებული თვალები და გაბურძგნული თმა...
ბუზღუნით გავედი ოთახიდან.
_აბაზანა სად არის? - გავძახე სახლის პატრონს.
_აქ არის, მოდი. - დერეფანში ჩამწკრივებული კარებიდან ერთი გაიღო და კბილის ჯაგრისით პირში გაჩრილმა, გამომხედა გიგიმ. მისკენ წავედი.
_მალე მორჩი რა.
_შემოდი, შემოდი, რისი გერიდება. - დამპატიჟა აბაზანაში.
_და რა გინდა, უნდა უყურო, როგორ მოვილევ დილის ტუალეტს? - გავწიწმატდი.
_მერე რა?
_თავი არ მომახრჩობინო, მალე გამოდი მადედან!
_კარგი ჰო, ერთი წუთიც და მოვრჩები, ვაახ!.. - მითხრა სიცილით.
_სანამ მე თავს მოვიწესრიგებ, შენ საუზმე გამიმზადე. - ფაქტიურად ვუბრძანე, რაც შემეძლო სერიოზული ხმა და სახე დავიჭირე. გამომხედა. მერე პირში წყალი გამოივლო. ჯაგრისი ჭიქაში ჩადო. სარკიდან დამაკვირდა. მე გამომეტყველება არ შემიცვლია. მინდოდა დაეჯერებინა, რომ არ ვეხუმრებოდი.
_ჩიტის კვერცხის ომლეტს მიირთმევთ თუ წაბლის სუპს, ქალბატონო ჩემო. - მკითხა შეკავებული სიცილით, თან მომიახლოვდა. სულ ახლოს დადგა.
_იყოს წაბლის სუპი, რაღაც საინტერესოდ ჟღერს. - ვითომ სერიოზულად მივირე მისი ნათქვამი.
_ფრანგული სამზარეულოდანაა, თან საკმაოდ გემრიელია, ამავე ქვეყნის კოცნასავით. - ალყაში მომაქცია მისი ნათქვამით. ტუჩებზე ენა მოისვა. კოცნას მიპირებს, გავიფიქრე და სახეზე წამოვხურდი. უაზრო ღიმილი მივაგებე და დამფრთხალი კურდღელივით გვარდზე გავხტი.
ჩაეცინა. გაწბილების ჩაცინება უფრო იყო ეს ვიდრე ჩემი დაფრთხობის.
_არ მინდა წაბლის სუპი, ყავა გამიკეთე მხოლოდ. - ვუთხარი გამარჯვებულის ხმით და აბაზანის კარი ჩავკეტე.
_კარგი, იყოს ყავა, თუმცა წაბლის სუპზეც იფიქრე. - მითხრა კარებს იქიდან. მივხვდი, რომ ეცინებოდა. წაბლის სუპში კი კოცნა იგულისხმა.
„რატომაც არა“, მხოლოდ ჩემს გასაგონად გავეცი პასუხი და მეც გამეცინა.
თავი მოვიწესრიგე.
აბაზანიდან რომ გამოვედი, მთელ სახლში ყავის გამაბრუებელი არომატი ტრიალებდა.
_აქეთ მოდი. - გამომძახა სამზარეულოდან.
მისკენ წავედი.
ყავა გაემზადებინა. მაგიდაზე ორი ჭიქა, თეფში და ჩანგალი იდო. ტკბილელულიც არ დავიწყებია.
მაისური ჩაეცვა.
_დაჯექი. - სკამი გამოწია. დავჯექი. - ხომ არ გცივა?
_არა. პირიქით, ცხელა აქ. მთელი დღე რა უნდა ვაკეთო აქ? - ვკითხე და ყავა მოვსვი. უგემრიელესი იყო. - რა გემრიელია. - მაშვინვე ავღნიშნე.
_გინდა გაგიმხელო საიდუმლო ინგრედიეტი?
_ჯერ კითხვაზე მიპასუხე, მტელი დღე რა უნდა ვაკეთო აქ.
_ჩემთან ერთად უნდა იყო-თქო, ხომ გითხარი უკვე.
_ეგ გავიგე და რა უნდა ვაკეთო მერე-ტქო გეკითხები, ვაახ. - გავჯიუტდი მოკლედ.
_ძალიან გინდა რამე ვაკეთოდ? არ მაქვს პრობლემა, გავაკეთოდ! - მომიგო ნიშნისმოგებით.
_ჰო, თორემ მოწყენილობისგან მოვკვდები. - ვთქვი ვითომ დადრდიანებულმა. მის ნერვებზე თამაში მინდოდა.
_დარო, ნუ მეთამაშები, თორემ, ხომ იცი, მარტო ვართ სახლში და ნებისმიერ წამს, თუ მოვინდომებ ჩემი გახდები. - ახლოს მოვიდა და ჩემს წინ ჩაიმუხლა. ცივმა ოფლმა დამასხა შუბლზე. სკამზე ავწრიალდი.
_რაო, წუხანდელი ხომ არ გაგახსენდა? - კოცნა იგულისხმა აშკარად.
_რა უნდა გამხსენებოდა? ნასვამი ვიყავი, არაფერი მახსოვს. - უნიჭოდ ვიცრუე.
_ადექი ერთი წამით. - თითქმის მიბრძანა. ფეხზე წამოდგა. მეც მონუსხულივით დავემორჩილე მის ბრძანებას.
_ავდექი ჰა, მერე? - თვალებში მივაჩერდი. ვნება მორეული მზერით მიცქერდა. ღიმილიც ეპარებოდა ტუჩის კუთხეში. ვგრძნობდი როგორ მისუსტდებოდა სხეული. როგორ მეცლებოდა ძალა მუხლებში. საკუთარი გულის ცემა ყურებში ჩამოსმოდა. წამოვხურდი, ისე როგორც მაღალი ტემპერატურის დროს ემართებათ ადამიანებს. გულში ვნებისგან ადუღებული სისხლი არტერიამ ვენებს გადასცა. სისხლძარღვები დამებერა.
_მერე ის, რომ თავს ვერ ვიკავებ ახლა. უბრალოდ არ შემიძლია.. უძლური ვარ.. - აბაშიძეს ხმა ოდნავ უთრთოდა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ჩემს ბაგეებს დაეწაფა. ისე ვნებიანად მკოცნიდა, მეც უძლური ვიყავი, წინააღმდეგობისთვის. არც მინდოდა მისთვის წინააღმდეგობა გამეწია. პირიქით, იმდენად მომწონდა მისი კოცნა, საკმაოდ მოხერხებულად ავყევი.
მერე ყველაფერი თავისით და ბუნებრივად მოხდა. არც ერთს არ გვინდოდა გაჩერება.
მაისურში ხელები შევუცურე და თითქმის აკანკალებულმა დავუსვი ზურგზე.
ჩვენი სხეულები თრთოდა.
ფრთხილობდა აბაშიძე. ვგრძნობდი. მაგრამ ჩემი სითამამე სძენდა გამბედაობას. თვითონაც შემიცურა მაისურში ხელი და ჩემი მკერდი ხელში მოიქცია. ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა. თვალებდახუჭული და ვნებისგან გონება დაბინდული განაბული ვიყავი.
ცოტაც და მის წინ მხოლოდ პიჟამოს შარვლით ვიდექი. ის ხარბად დასცქეროდა ჩემს მკერდს, რომელიც აჩქარებული გულისცემისგან მოუსვენრად ადი-ჩამოდიოდა.
მერე მახსოვს რიდი გამიქრა...
მისი აღარ მრცხვენოდა.
შეუჩერებელი კოცნით გავიკვლიეთ გზა საძინებლამდე.
ვხედავდი, როგორ გადაიძრო მაისური...
შეიხსნა ელვა შესაკრავი შარვალზე...
დიახ, არანაირი რიდი არ მქონდა მისი.. არ ვგრძნობდი თავს დარცხვენილად... ჩემ წინ დედიშობილა მამაკაცი იდგა და მე მისი უნდა გავმხდარიყავი.. მამაკაცი, რომელიც მისი ერთი გამოხედვით ჟრუანტელს მგვრიდა. თავს მაკარგვინებდა.. არ ვაღიარებდი ამას ხმამაღლა, თორემ მე ხომ ვიცი ჩემში რაც ხდებოდა.
მისი მხურვალე სხეული სასიამოვნოდ მეკვროდა.
დროდადრო თვალებში ჩამხედავდა, ალბათ ფიქრობდა, ხომ არ გადავიფიქრე... მაგრამ ჩემს თვალებში მხოლოდ სურვილს კითხულობდა.
_გიჟი ხარ და მეც მაგიჟებ, - ჩამსჩურჩულა ყურში ათრთოლებული ხმით...


......................................................................................................

გმადლობთ, რომ მოთმინების ძარღვი გაქვთ შემორჩენილი...



№1 სტუმარი natali7777

ძალიან მომწონს ყველა თქვენი ნაწარმოები...მადლობა რომ ახერხებთ მაინც წერას ..უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ

 


№2  offline წევრი M^d G1rl

ტკბილოო ნამდვილად ღირდა ლოდინად.. მაგიჟებ მე შენ❤

პ.ს. არვიცი შენით ვინარის უკმაყოფილო, მაგრამ იცოდე რაც არუნდა დააგვიანო მე მაინც შენი მკითხველი დავრჩები❤❤❤

 


№3  offline წევრი neilo

Keke ufalma gagazlieros.

 


№4 სტუმარი Guest ketu

შენი პატარა ისტორია წავიკითხე ;) ღმერთმა გაგიზარდოს ხუთივე ჩემო კარგო... ბედნიერება სიხარული არ მიგკლებოდეს... კითხვა ძალიან მიყვარს და მეც იმიტომ ვკითხულობ რომ მამშვიდებს ხოლმე, თუმცა როცა ვამბობ "კითხვა მიყვარს" პასუხი ასეთია_ "ნეტა ერთი,არ გეზარება?"...ამიტომ გიგებ ჩემო კარგო... რაც შეეხება სენს განრიგს,ბედნიერი დედა ხარ. 5 ანგელოზი გყავს სახლში. მოთმინებით დაგელოდები ყოველთვის :) და მაინც გმირო დედავ მაინც მინდა გკითხო მარტო რატომ? (თუ გინდა ნუ მიპასუხებ, პირიქით ბოდიში ცნობისმოყვარეობისთვის)

 


№5 სტუმარი Guest ketu

ხო და კიდევ ჯერ არ წამიკითხავს ეს თავი,პირდაპირ დავაკომენტარე... წავიკითხავ და შეგიპასებ, თუმცა მეეჭვება ცუდი ან უბრალოდ ჩვეულებრივი იყოს :) კარგი მწერალი ხარ

 


№6  offline წევრი Salivan

ყოჩაღ. სიტყვები არ მყოფნის ჩემი შენდამი გაჩენილი დამოკიდებულების აღსაწერად.

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

saswauli xaar raa martla girda lodinaas vgijdebi shenzee <3

 


№8  offline წევრი მოლურჯო

ვაიმე რა კარგი იყო
ლოდინი ნამდვილად ღირს ისე კარგად წერ
--------------------
მარიამი

 


№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

ყოჩაღ შენ.ნუ აქ ამბები დატრიალდება სასტოული პირდაპირ.ნამდვილად გიჟია ეს გოგო.ამ ისტორიის კითხვის დროს რაც არ უნდა უხასიათოდ ვიყო,ყოველთვის ვმხიარულდები დაროს შემხედვარე.მაგრი ხარ შენ,არა მაგარი კი არა უძალიანმაგრესი
--------------------
ლანა

 


№10  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუუ რა საყვარელი ვიგაცეები გყოლია . შენი ცხივრება კი ცალკე ისტორიაა. ბედნიერ ცხოვრებას გისსურვებ თუმცა რარას გისურვებ სახლში 5 ბედნიერება გყოლია. ღმერთმა გაგიზარდოს დ ა დაგილოცოს ისინი. წარმატებები ცხოვრებაში სიხარულო!!!
რაც შეეხება მოთხრბას უბრალოდ ძალიან ბედნიერი არ რომ მაინც ცდილობ დროის გამონახვას და წერ ხოლმე. მეტი ა გითხრა შენი მოთხრობების კითხვა ჩემთვისაც განტვირთვაა და ძალიან მამიხარდა რომ დამხვდა დღეს. მეტი რა შემიდძლია გითხრა. ნახევარი წლის მერეც რომ დადო მე მაინც წავიკითხი=ავ ამ მოთხრობას ხოდა ნამდვილი მკითხვეები მაინც წაიკითხავენ ამის თქმა მინდა და ნუ ინერვიულებ იმის გამო რომ იშვიათად დებ.
ველოდები შემდეგს და აბ შენ იცი ავტორ!!!!

 


№11  offline წევრი მეDina

ღმერთო, დავიწყებ იმით რომ გმირი ქალი ხარ კეკე. მე მხოლოდ იმის წარმოდგენამ დამღალა რაც წავიკითხე რამდენ საქმეს უმკლავდები. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ კარგო.
რაც შეეხება ისტორიას ძალიან კარგიააა. რა ვქნა მომკალი და მიყვარს დაროსნაირი "გიჟი" ადამიანები :)
--------------------
☆NaT☆

 


№12  offline წევრი პერლა

gaixare genacvaleee

 


№13  offline აქტიური მკითხველი lalita

ჩემი ტკბილი გოგო ხარ შენ ამით ყველაფერია ნათქვამი .მიყვარხარ ძალიან.პირადად არ გიცნობ მაგრამ მაინც.

 


№14  offline წევრი tatiko.1995

es ra iyo erti amosuntkvit wavikitxe da chem hormonebzec ki impkmeda amatma vnebam :)

 


№15  offline წევრი friza

კეკე გმირი დედა ხარ ნამდვილად.ყოველ დღე ვნახულობდი ხომ არ დაიდო ახალი თავი_თქო და ვბრაზობდი.ახლა ვხვდები მიზეზს და აღარ გავბრაზდები :D :D სულმოუთმენლად დაველოდები შემდეგ თავებს. :* <3

მიყვარხარ... heart_eyes kissing_heart blush

 


№16 სტუმარი გვანცა))

ისე როგორ უნდა დააგვიანო რომ მე ამის კითხვა შევწყვიტო,შეუძლებელია
სიგიჟემდე მომწონს და ყოველ ახალ თავს სულმოუთქმელად ველი,
წარმატებები❤

 


№17 სტუმარი Mtvareula

Ukargesii iyoo <3
Ukargesi xar shen <3
Ufro da ufro uketes tavebs veli <3
Ramdeni xanic ar unda daigviano me mainc wavikitxav <3 <3
Ki dzalian mainteresebs da minda malmale axali tavebi magram meores mxriv saertod ar vbrazdebi rom agvianeb <3 da saertodac dagvianebadac ar vtvli. Yvelas aqvs yovwldgiuri saqme, zogjer dzalian iglebi da araferi agar gainteresebs. Muzac xom ase shen nebaze ar modis. Xan shegidzlia wero xan ara, droc rom gqondes.

Kargi xar shen <3 <3 <3

 


№18  offline წევრი OnlyGirl

ვერ ავღწერ რამდენად გაფასებ და ვაფასებ შენს თითოეულ მოთხრობას <3
ძალიან კარგია რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც ახერხებ იმის გაკეთებას რაც გიყვარს და რაც უთქმელად ძალიან კარგად გამოგდის <3
და ეს თავიც რა თქმა უნდა უმაგრესი იყო <3

 


№19  offline წევრი babi3001

აი ვგიჟდები ამ მოთხრობაზე და შენზეც რო ასეთ მაგარ მოთხრობას წერ უმაგესიაა <3 ლოდინი ნაღდათ ღირდაა მართალია არ გიცნობ თუმცა ამ მოთხრობით თავი შემაყვარე აი ძაან მაგარი ჯიგარიი გოგო ხარრ. შემდეგ თავს ველოდებიი

 


№20 სტუმარი Shore shore

gemrielo ramdenxans velodi magram girda cdad zalian kargi iko

 


№21 სტუმარი sota

კარგი გოგო ხარ შეენ!!!!

 


№22  offline წევრი mariki

ძალიან მომწონს შენი მოთხრობები და მინდა რომ მე დავწერო პატარა წიგნიი მაგრამ დამწყებისთვის კიდევ ბევრი მაქ სასწავლი ამიტომ ჯერჯერობით ვაგროვებბ სხვადასხვა ნამდვილ ამბებზე მონაცემემბსს რომლებსაც სრულიად შემთხვევით ვიგებ და ვინიშნავ, ამმ ისტორიებსჰი რაც მაქ შეგროვებული მინდა რომ სჰენი ცხოვრების მცირე მონაკვეთიც მივუმატო რადგან როგორც აგნისჰნეე მარტო ხელა დედა ხარ და თუ თავხედობაში არ ჩამომართმევ ძალიან გთხოვ მომწერო და მომიყვე შენსს შესახებ და დამეხმარო კიდეც რაგაცეებში რადგან ძალიან მომწონს შენი წერის სტილიი და თვითნნ შენ ვეცადე პირად შეტყობინებაში მომეწერა მაგრამ ვერ მოვახერხე ძალიან გთხოვვ პასუხი მომწერე

 


№23 სტუმარი Teo

კეკე მოკლედ გეტყვი რომ ხარ საოცრება როგორც მწერალი.დგეს გაგიცანი როგორც დედა და ადამიანი. მომინდა შენი უფრო ახლოს გაცნობა. როგორც მივხვდი ნიუ იორკში ხარ. თუ სურვილი გექნება შემეხმიანე. წარმატებები სულლ

 


№24 სტუმარი Guest თამარი

იცი შენი ბევრი ისტორია მაქვს წაკითხული მართლა. და არასოდეს მეგონა თუ ასეთი ადამიანი იქნებოდი... შეიძლება არ გახსოვარ რამდენიმე კომენტარი მექნება დაწერილო მგონი. უბრალოდ ჩემი ნიკით ვეღარ შემოვფივარ საიტზე :დდ მოჯლედ უძლიერესი ადამიანი პიროვნრბა და პირველ რიგში დედა ხარ. ჩვენ ორნი ვართ და დედა რომ იხსენებს ხოლმე როგორ გვზრდიდა და რა გამოიარა ჩვენს გამო არ ვიცი როგორ ვთქვა ვამაყობ მისით ყოველთვის მამათიც... მაგრამ დედა მაინც სხვა არის ვიცი... მაგარი ადაკიანი ხარ და უძლიერესი დედა ღმერთმა სულ ბედნიერი გახარებული და წარმატებული გამყოფოს შენს 5 ბედნიერებასთან ერთად და გისუტვებ რომ ყოველთვის იამაყო შენი შვილებით და ვიცი ახლაც ასეა. ბედნიერი ადიანი ხარ თუნდაც მარტო... ისტორიას რაც შეეცება ყობელთვის ველოდები როდის დაიდება ხოლმე ახალი თავი.. ძალიან მიყვარს ეს ისტორია და ვხალისობ მისი წალითხვით ხოლმე.. რავი წარმატებები და უფალი იყოს თქვენი მფარველი მუდამ❤❤❤

 


№25 სტუმარი Guest ნიტა

ისე მიყვარს რომ ორი თვეც რომ არ დადო დაველოდებით.. ნუიდარდებ მაგაზე ძალიან კარგი ხარ კეკე ბრავო შენ .. აწი როცა იქნება იქნება ^^^^^^^^ ლავ იუ

 


№26 სტუმარი Guest ციცინათელა_

სიტყვები არ მყოფნის ისეთი მაგარი ხარ . ოფიციალურად შენი შემოქმედების ფანი ვარ და მოუთმენლად ველი შენს ყოველ ახალ თავს

 


№27 სტუმარი kati

yochag,rom 5shviltan ertad chventvis dris poulob da gelodebi uuusasrulod.zalian momwons es istoria.

 


№28  offline წევრი nini31323

უჰ უჰ რაკარგი იყო. ფეიბუქზე გიგის დაკარგვის ამბავი,რომ გედო მეგონა იმსაც ჩაატევდი,მაგრამ არაუშავს შენი დღის რეჟიმი,რომ წავიკითხე ისიც ვიფიქრე ეს როგორ მოასწროთქი. ჩემი მხრიდან გეპატიება დაგვიანება.მიხედე ბარტყებს <3

 


№29 სტუმარი Guest უცნობი

ძალიან მიყვარს თქვენი ისტორიები და მოუთმენლად ველოდები ყოველთვის ახალი თავის დადებას...თქვენი ყველა ისტორია მაქვს თითქმის წაკითხული და ყველა ძალიან მაგარია...

 


№30  offline წევრი nestanuka13

კეკე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი და გამორჩეული მწერალ ხარ საიტზე, ძალიან მიყვარს შენი ისტორიები, ვიცოდი რომ 5 შვილის დედა იყავი მაგრამ მარტოხელა დედა თუ იყავი ეგ არ ვიცოდი, ნამდვილად არ არის ადვილი 5 შვილის გაზრდა მითუმეტეს შენი ქვეყნისგან შორს სადაც დამხმარეც კი შეიძლება არ ჰყავდეს ადამიანს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent