შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ორქიდეა (20 თავი)


20-05-2018, 03:38
ავტორი Keke27
ნანახია 12 580

დილით დედაჩემის ზარმა გამაღვიძა, სკაიპი ჩართეო. აინტერესებდა ყველაფერი, თუ რას ვაპირებდით. ისიც კი აინტერესებდა, რა უნდა ჩაგვეცვა.
საძინებლიდან ლიზი გამოვიდა ახლადგაღვიძებული. მას რომ გავხედე, დედამ მკითხა ვის უყურებო. დაინტერესდა რძლით და მისი ნახვა მოისურვა. ლიზი მორიდებული ღიმილით და ავარდისფერებული ლოყებით მომიჯდა გვერდით და დედაჩემს მიესალმა. შევატყე, დედას მოეწონა აკოს ცოლი. შეუმჩნევლად ავდექი და ისინი მარტონი დავტოვე, რადგან საუბარი კარგად ააწყეს, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ.
ტელეფონზე გიგის ნომერი ავკრიბე.
_გისმენთ. - ჩამესმა აბაშიძის ნამძინარევი ხმა.
_რა ოფიციალური ხართ, თქვენო უდიდებულესობავ. - მივმართე ირონიულად.
_ა, დარო შენა ხარ? - თითქოს წამში მოფხიზლდა.
_რა თქმა უნდა, მე ვარ. - ვიწყინე ვითომ.
_რა ხდება ამ დილა ადრიან? ძილს რატომ არ მაცლი?
_ რა დროს ძილია, კახეთში ვართ წასასვლელნი და უნდა მოემზადო. - გავკაპასდი.
_მე რა მომზადება მინდა ასეთი, რომ დილიდანვე დავიწყო? მაკიაჟი მაქვს გასაკეთებელი, ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ფერებს ვერ შევუხამებ და დრო დამეკარგება თუ თმის დახვევას სჭირდება დიდი დრო? - მკითხა სერიოზული ტონით, - აჰ, ხელჩანთა ვერ გადავწვიტე, გუჩი თუ...
_მოიცა, მოიცა, შენ ახლა ჩვენ-ქალებს დაგვცინი? - გადავიხარხარე.
_დიახ დაგცინით. არ ხართ სასაცილოები?
_სულაც არა. მართალია დიდ დროს ვხარჯავთ საკუთარი თავების მოწესრიგებაში, მაგრამ ყველა კაცს სიამოვნებს ლამაზი, გემოვნებიანად ჩაცმული და მოხდენილი ქალის გვერდით გავლა. განა ასე არ არის? სასაცილოები თქვენ უფრო ხართ-კაცები. - განვრისხდი.
_ჩვენ რა გვჭირს სასაცილო? - ისეთი ხმით მკითხა, მივხვდი, უკვე კარგად გამოფხიზლებულიყო და საწოლზეც წამომჯდარიყო.
_ძალიან სასაცილოები ხართ, როცა საყვარელ ქალს დაინახავთ, ყველაზე ლამაზად რომ გამოიყურება. თვალები შუბლზე აგდით, ნერწყვი ყელში არ გადაგდით და პირი ღიად გრჩებათ. ქალს ამ დროს ღიმილი დასთამაშებს სახეზე, იმიტომ არა, რომ თითქოს თქვენზე ახდენს შთაბეჭდილებას, იმიტომ იღიმის, რომ მართლა სასაცილოები ხართ, პირდაფჩენილები. - ბოლო სიტყვა, ისე ჩავძახე ყურმილში, კისრის ძარღვები დაბერილი მქონდა. ვაღიარებ, ზოგჯერ ძალიან ფსიხი ვარ.
აბაშიძე დუმდა.
_ალიო, აქ ხარ? - ვკითხე ცოტა შეფიქრიანებულმა.
_კი, აქ ვარ და გავდივარ უკვე, უნდა ავდგე და ტვინი გავავარჯიშო, რა გაგიძლებს შენ მთელი გზა კახეთამდე და მერე მთელი საღამო იქ.
_ჰმ, იოცნებე, რომ შენს სიახლოვეს გამოვჩნდე საერთოდ. - მივუგე მკვახედ.
_“მე ვოცნებოოობ, ო, უაზროოდ ვოცნებოობ“ - წაიღიღინა აბაშიძემ და მერე გაიცინა. მეც გამეცინა. - დარო! - დამიძახა.
_გისმენ. - ხმა უკვე დამითბა, მისი სიცილი და ეს დაძახილი ისე ტკბილად ჩამესმა.
_არაფერი არა. - თითქოს გადაიფიქრა რის თქმასაც აპირებდა.
_კარგი. დროებით. - არ ჩავეძიე მეც და ტელეფონი გავთიშე.
სამის ნახევარზე აკოს ორი მეგობარი მოვიდა, ბაჩო და ლუკა. ლუკას მანქანით ვაპირებდით წასვლას. ლიზის ძმამაც გამოთქვა წამოსვლის სურვილი, რამაც ლიზი ძალიან გააბედნიერა, თუმცა აკოზე იგივეს ვერ ვიტყოდი. ძალიან უემოციოდ იყო. მისი გამომეტყველება გულს მიღონებდა, მაგრამ თავს ისე ვიჭერდი თითქოს ვერ ვამჩნევდი, არ მინდოდა ჩემს რძალს ენერვიულა უარესად. ისედაც კარგად ხედავდა მისი ქმრის დამოკიდებულებას კახეთში სტუმრობაზე.
ლიკამ დამირეკა, ნიკოსთან და გიგისთან ერთად შენს სადარბაზოსთან ვარ და ჩამოდით აწიო.
ჩემს ძმას ვუთხარი, მე ნიკოს მანქანით წამოვალ-თქო.
მართლაც, სამი საათისთვის სახლის კარი გავუხურეთ და დაბლა ჩავედით. ისევ თოვდა. მე კი გაზაფხულივით ვიყავი გამოწყობილი. აშკარად არ ვიყავი თოვლიანი ამინდისთვის შესაფერის ფორმაში. მოკლე წითელი კაბა მეცვა. ტყავის ქურთუკი და ქუსლიანი ფეხსაცმელი. თმა მაღლა ავიწიე. მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე. დემონსტრირება უნდა მომეხდინა ჩემი ვიზუალის აბაშიძეზე, თუნდაც ლოლოები დამკიდებოდა.
ყველას ჩამოვჩი, მინდოდა მარტო გავსულიყავი სადარბაზოდან, რადგან გიგი აღფრთოვანებულიყო ჩემი ხილვით. მანქანიდან გადმოსულიყო და მომლოდინე სახით იცქირებოდა. ცისფერი პერანგი საყელოსთან შეხსნილი ჰქონდა. თმა საგულდაგულოდ გადაევარცხნა უკან. შავი პალტო კი საოცრად უხდებოდა მის უნაკლო აღნაგობას. რაც ჩავიფიქრე ზუსტად ამისრულდა. აბაშიძე ჩემი დანახვისას წელში გასწორდა, ჯიბეებიდან ხელები ამოიღო და ლამის ყბაჩამოვარდნილი მომაჩერდა. მეც თავი ისე წარმოვიდგინე, თითქოს შენელებული კადრი ვიყავი, ნელა და გრაციოზულად მივაბიჯებდი მათთკენ, თან ღიმილი დამთამაშებდა. მაგრამ ეს ღიმილი სახეზე შემეყინა, როდესაც უცაბედად ფეხი გადამიბრუნდა და თავი ძლივს შევიმაგრე, რომ არ წავქცეულიყავი. ფირმმა ჩაიხვია. რეალობას შერცხვენილი დავუბრუნდი. მეთქი რატომ მიწა არ გამისკდება და არ ჩამიტანს აქვეთქო. წელში გავსწორდი, ვითომც აქ არაფერია ისე განვაგრძე სვლა. ვხედავდი როგორ იკავებდა სიცილს გიგი. მზერა ამარიდა და მანქანის კარი გამოაღო.
_დაბრძანდით, გეთაყვა. - მითხრა მეტად თავაზიანად.
_შეგიძლია გაიცინო, თორემ სისხლი მოგაწვა სახეზე, ძალიან წითელი ხარ. - მივუგე ვითომ უდარდელი ხმით და ძალით გავუღიმე.
_დაჯექი, დაჯექი, ბევრს ნუ ლაპარაკობ. - ღიმილი შეაპარა ნათქვამში. მანქანის უკანა სავარძელზე მოვთავსდი. აბაშიძე კი გვერდით მომიჯდა. ლიკა წინ იჯდა.
კახეთისკენ მიმავალ გზას დავადექით. ხმას არ ვიღებდი. მხოლოდ ჩემი თანამგზავრები ლაპარაკობდნენ.
_რა მოხდა, რატომ ხარ ჩუმად? - მკითხა გიგიმ კოპებშეყრილმა. თან ახლოს მოიწია.
_უბრალოდ გისმენთ. რა აუცილებელია ვილაპარაკო? - თავი მისკენ გავაბრუნე. მზერა ჩემს ტუჩებზე გადაიტანა და ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა. მივუხვდი რაც გაიფიქრა. ქალურ ხრიკს მივმართე, ქვედა ტუჩი ნაზად მოვიკვნიტე და მეც გავიღიმე. თვალებში შემომხედა.
_დარო.. - თითქმის ჩურჩულით წარმოსთქვა. - მის ხმაში ვნებამ გაიჟღერა. მესიამოვნა და ეშმაკურად ამიციმციმდა თვალები. მის ხელს თითებით ნაზად მივეფრე. უცებ ჩემი ხელი მარცხენაში მოიქცია, მაგრად ჩამჭიდა და ათრთოლებული ხმით კბილებში გამოსცრა, - ნუ მიკეთებ ამას. ნუ ცდილობ ჭკუიდან გადამიყვანო.
გამარჯვებულის ღიმილით ფართოდ გავიღიმე და მზერა ავარიდე.
მერე თელავამდე ხელი არ გაუშვია ჩემზე.
გზაში სხვა და სხვა ამბების მოყოლით ვირთობდით თავს.
მამიდაჩემის სახლ-კარი სოფლის პირობაზე ძალიან ლამაზი იყო. გალავანივით ქვით ნაშენი ღობე ჰქონდა ეზოს შემოყოლებული და კარიბჭესავით აღმართული შავი ჭიშკარი. ჭიშკრიდან სახლამდე მოზაიკის გზა იყო დაგებული. ამ გზის გასწვრივ კი ბზის ბუჩქები ჩამწკრივებულიყვნენ. შევატყე აბაშიძე აღფრთოვანებული ათვალიერებდა კარ-მიდამოს.
ორსართულიანი სახლის პირველი სართულის აივანზე სტუმრებს მოეყარათ თავი და ჩვენს მისვლას სულმოუთმელად ელოდნენ. პატარა სუფრა გვექნებაო ნორამ, არადა აქ ქორწილის რაოდენობის სტუმარი იყო. ოხ, ნორა, ნორა...
თოვდა.
მანქანიდან გადმოვედით. მამიდაჩემი სტუმრებს გამოეყო და ხელებგაშლილი ჩვენკენ წამოვიდა. ჩემი ძმა და რძალი გულში ჩაიკრა. კიდევ ერთხელ მიულოცა გაბედნიერება მათ.
მერე სახლში შეგვიპატიჟა. ისე მოხდა, რომ მე და გიგი გვერდიგვერდ მოგვიწია მაგიდასთან დაჯდომა. ჩემს გვერდით ლიკა მოთავსდა. გიგის გვერდით კი, ნიკო. მაგიდის თავში სიძე-დედოფალს მიუჩინეს ადგილი.
ცოტაც და ნამდვილი კახური ქეიფიც გაჩაღდა. გიგი და ნიკო სასმელს არ ერიდებოდნენ.
სტუმრებიდან რამდენიმე ბიჭმა კახური მრავალჟამიერი შემოსძახეს. არაფერი სჯობდა მათ მოსმენას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისეთი სიმპათიური ბიჭები ასრულებდნენ სიმრერას, მარტო მათი ცქერით გაებადრებოდა ადამიანს სახე. მით უმეტეს ქალს.
ჩემი აღფრთოვანებული მზერა შეუმჩნეველი არ დარჩენია აბაშიძეს. არც მე გამომრჩენია მისი უკმაყოფილო გამომეტყველება, როდესაც ხან მე მიყურებდა ხან იმ ბიჭებს.
_რა მოგივიდა? - ვკითხე მას, როდესაც დაჟინებული მიმზერდა მრავლისმეტყველი თვალებით. ვითომ ვერ მივხვდი. ჩემი კითხვა უპასუხოდ დატოვა და მზერა ამჯერად ჭერს მიაპყრო. - ცუდად ხარ? ღვინომ ხომ არ გაწყინა? გული ხომ არ გერევა? - დავაყარე კითხვები, ვითომ და შეშფოთებულმა. „მეჩვენება თუ ეჭვიანობთ, ბატონო გიგი?“ გავიფიქრე და გონებაში გავიცინე. - წამოდი გარეთ გაგყვები, საპირფარეშოს გიჩვენებ. - ვუთხარი და წამოდგომა დავაპირე.
-აქ დაჯექი. - თითქმის მიბრძანა და ხელი მოშიშვლებულ ფეხზე დამადო. მხურვალე იყო ძალიან მისი მტევანი და მთელ სხეულში დამიარა ამ სიმხურვალემ. მარჯვენა ხელი სახეზე სწრაფად დავიფრიალე და თითქმის ჩურჩულით წარმოვსთქვი „რას აკეთებ“.. ჩემი ნათქვამი თითქოს არ გაუგონია, ხელი უფრო მომიჭირა, ფეხზე ფერება დამიწყო და კაბის ქვეშ შემიცურა. ეს უკვე ნამეტანი იყო. სახეზე ცეცხლი წამეკიდა. ჭიდავს ვერ დავუწყებდი ხელის გაშვებაზე, ყველას ყურადღებას მივიპყრობდი. ლიმონათი ჭიქაში ჩავისხი და სწრაფად მოვსვი. ნერვიულობისგან, ვნებისგან, სურვილსგან, სულ ავირიე. ადგილზე ავწრილადი. „გამიშვი, გთხოვ“ ისევ ჩურჩულით წარმოვსთქვი. -რა მოხდა? სად გაქრა, ის დარო წუთის წინ აღფრთოვანებული თვალებით რომ შესცქეროდა იმ ბიჭებს? - გველივით ჩამისისინა ყურთან და ვიგრძენი როგორ შეეხო მისი თითები ჩემს სასქესო ორგანოს. ცოტაც და გული წამივიდოდა იქ. ხველება ამივარდა. ჰაერი გადამეკეტა. სიმღერა შეწყდა და ყველამ მე დამიწყო ცქერა.
_მაპატიეთ, მაპატიეთ... არაფერია, კარგად ვარ. - მხოლოდ ეს ვთქვი და სწრაფად წამოვხტი სკამიდან. უკან მოუხედავად გავვარდი სამზარეულოში. ლიკა გამომყვა.
_როგორ ხარ? რა მოგივიდა კი მაგრამ? - შეშფოთებულიყო ჩემი მეგობარი. - უკაცრავად, ერთი ჭიქა წყალი გვჭირდება, - მიმართა იქ მყოფთ ნორას მეზობლებს, რომლებიც ხინკლის შეხვევით იყვნენ გართულნი.
წყალი მოვსვი და ღრმად ჩავისუნთქე.
_გარეთ გავიდეთ რა. - ვუთხარი ლიკას და სამზარეულოდან სახლის უკანა ეზოში აღმოვჩნდით. - უნდა მოვკლა, გიგი აბაშიძე. გამოძიებას რომ დაიწყებენ შენ დაგკითხავენ, უთხარი არ ვიცნობ, დარო ცეცხლაძესთქო.
_რას ბოდიალობ გოგო, რა ჯანდაბა გემართება? - თვალები კაკლისოდენა გაუხდა ჩემს მეგობარს.
_გვამს ადვილად მოვიშორებ თავიდან. დავჭრი, დავანაწევრებ.. ჯერ ხელებს დავაჭრი, მერე თითებს დავუჩეჩქვავ.. თავს გადავპუტავ, წარბებს დავაწიწკნი, იმ წამწამებსაც მივაყოლებ, რომ აფახურებს ხოლმე და უცოდველი თვალებით მიყურებს, ჰოდა, იმ თვალებს დავთხრი... - შეშლილივით წინ და უკან დავაბიჯებდი და ასე დავაწყე უცებ მკვლელობის გეგმა.
_დარო... - ხმა გაეპარა ლიკას. - მოიცა აქ, წყალს მოგიტან კიდევ. - შეშინებულმა უკუსვლა დაიწყო, თან თვალს არ მაცილებდა. ზურგით კარს რომ მიეჯახა სწრაფად შევარდა სახლში.
_ჰო, ჰო, ეგრე გავაკეთებ ზუსტად. მის დანაწევრებულ გვამს კი, მაწანწალა ძაღლებს მივუგდებ... არა ეგრე არ ივარგებს, სამხილი არ უნდა დავტოვო. სუფთად უნდა შევასრულო ყველაფერი. - განვაგრძობდი ჩემს თავთან ლაპარაკს.
_ნუთუ ასე აღგაგზნებს ჩემი შეხება? - ზურგს უკან აბაშიძის ხმამ გაიჟღერა და ადგილზევეც გავშეშდი.

____________________________________________________
არ გჯერათ ხო? არც მე :დ
ჩვენ დავბრუნდით. :)



№1 სტუმარი მერო

თვალებს არ ვუჯერებდი არ არსებობს გამოჩნდიიიი

 


№2 სტუმარი სტუმარი ნელი

ჩხირი კედელს,გამოჩნდი.იმედია გააგრძელებ.როგორ ველოდი დადგა სტენკა თუ არა.ხომ აღარ დაიკარგდბი.

 


№3  offline წევრი მალუ

არ მჯერა :D რა მაგარი გოგო ხარ რომ არ მიატოვე <3 ახლა ყველა თავს წავიკითხავ და ამასაც ზედ ზედ დავაყოლებ დესერტივით აუუუ რა მაგრად გამიხარდა მატარებელში არ ვიყო შევიცხადებდი ერთი ორს :D

 


№4  offline წევრი დარინა

ამაზე მაგარი დილა თუ მქონოდა ისეთი აღრფთოვანებით ჩავიკითხე მთელი თავიიი, ძალიან ვამაყობ რომ დაბრუნდიიიი, მიყვარს ეს გიჟებიიი.

 


№5  offline წევრი Mariammmo

ამ სათაურს და ამ ავტორს თუ გადავაწყდებოდი კიდევ აქ ვერ ვიფიქრებდი <3
კეთილი იყოს შენი დაბრუნება <3
ძალიან გაგვახარე <3

 


№6  offline წევრი ქეთათო4

უჰუუ ???? ძლივს. ძალიან კარგი თავია თითქმის დროის ინტერვალიც არ იგრძნობა ზუსტად მისდევს ????
მალე დადე

 


№7 სტუმარი Shorena kiladze

Vaimeee tvalebi shublze gamivida sixarul8sgsn zlivs davijere.ra magaria ...

 


№8 სტუმარი ნაკო

ცრემლები წამომივიდა შენი ნიკის დანახვაზე ოღონდ მართლა ❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი Barca

არ არსებობს ნეტა იცოდე როგორ გამახარე მაგარია ❤????

 


№10 სტუმარი Qeti qimucadze

Armjeraaa, rogor gamaxareeeee, vgijdebi daroze da gigize

 


№11 სტუმარი ბუ ????

ღადაობ? მეთქი მეჩვენება ????????

 


№12 სტუმარი Qeti qimucadze

Armjeraaa, rogor gamaxareeeee

Imedia male dadeb momdevnossss, rogor gamixarda sheni nikis cakitxvaaa

 


№13 სტუმარი სტუმარი ucnobii

dzaaan magari gogo xar ai rom dagvibrundi ra dzaan momewona es tavic. imedia shemdeg tavze kide erti weli ar gvalodineb(^_^;)(^_^;)(^_^;)(^_^;

 


№14  offline წევრი ჟიზელი

ვაიმე კეკე , დავდებილდი,გამოჩნდი? კარგი გოგო ხარ. აღარ მახსოვს ისტორია,სასწრაფოდ დავიწყებ თავიდან ^^

 


№15  offline მოდერი naattii

ვაიმე კეკე მეჩვენებიიიი????

 


№16 სტუმარი თია

როგორც იქნა.????????????

 


№17  offline წევრი teddy))

არ მჯერა, კეკეე ;დდდ სხვათაშორის მახსოვს რაც წინა თავებში ხდებოდა ფა გაურკვევლობა არ დამრჩენია მთლად დდდ გამიხარდა შენი დაბრუნება და ნამდვილად კარგი და სახალისო თავი იყო ❤️ ერთი ის გამახსენე აკო დაროს მეგობარია, ხო? ველი შემდეგ თავს❤️

 


№18 სტუმარი აბლაბუდა

ნოუვეი????????????არ მჯერა ჰალილუია, ინშალაჰ/)))) ოო ღმერთებო ვერ ვიჯერებ და მომკალით, ამდენი ხნის მერე აღარც კი მეგონა თუ გააგრძელებდი თუკა, ეხმლა წავედი წავიკითხო :-*

 


№19  offline წევრი NniNna

ვაიმეე სასწაული მოხდა რამეე??)) რაკარგია რომ დაბრუნდი<3

 


№20  offline წევრი მეDina

თვალებს არ დავუჯერე კეკეეეე ♥️ ჯერ არ წამიკითხია. პირდაპირ კომის დაწერა მომინდა, მიხარიხარ... და არა მარტო მე... ძალიან ბევრს. აბა წავიკითხო ახლა :)
--------------------
☆NaT☆

 


№21 სტუმარი სტუმარი თინათინი

თუ მჯეროდეს laughing

 


№22 სტუმარი T.

Keke arc mjera rom isev aq xar. Imdenad miy arda xolme roca shens niks davinaxavdi. Exlac arc ki wamikitxavs ra weria pordapir komentarze shemovedi. Gitxari kidec ertxel gkitxulob da gelodebitqo. Mokled nugar shewyvitav da iqavi aq raa

 


№23  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალიან გამახარე კეკე შენი დაბრუნებით. მე მჯეროდა შენი რომ დაბრუნდებოდი. ვიმედოვნებ რომ აღარ დაგვტოვებ..... ხო დარწმუნებული ხარ რომ მე ჯერ არც წამიკითხავს ეს თავი და ისე ვწერ კომენტარს. გამიხარდა რომ გააგრძელე ძალიან თუმცა რა დაგიმალო და შენმა ნიკმა ათასად უფრო მეტად გამახარა.... უბრალოდ ვერ ვიჯერებ მართლა....
ძალიან მაგარი ხარ...

 


№24  offline წევრი სიბილა

როგორც იქნაააააააააა

 


№25 სტუმარი სტუმარი nawka

vau mechveneba xo? .megona damaviwydeboda magra shevci satauri rogorc ki wavikitze yvela momenti gamaxsenda.viwyeb kitxvas da imedia agar dagagviandeba keke

 


№26 სტუმარი Marta

მიხარია რომ დაბრუნდი. და იმედია გაგვათამამებ შენი ისტორიებით

 


№27 სტუმარი სტუმარი qarishxali

ვაიმეეე არ არსებობს, როგორ გელოდით heart_eyes მიყვარხართ მე თქვენ და თქვენი ისტორიები kissing_heart kissing_heart

 


№28  offline წევრი ლუკკიანეცცი

არააა?! შენ ხარ?! ვაუ:Dამ თავს ჯერ არ წავიკითხავ დაველოდები როდის დაამთავრებ და მერე ბარეღამ თავიდან ბოლომდე წავიკითხავ თორე იმდენი ხანი იყავი დაკარგული დამავიწყდა რახდება ამ მოთხრობაში:))

 


№29  offline წევრი Taks

არ მჯერა.
არ მჯერა!
აარრ მჯეეერააა!!!!
დამიბრუნდნენ ჩემი გიგი, დარო და კეკე!!
დღეს კიდევ თუ გამიხარდებოდა რამე ვერ წარმოვიდგენდი!
ახლა უკვე ვეღარ ვკმაყოფილდები, ველოდები მოუთმენლაად ახალ თავს!!! ????

 


№30 სტუმარი ani

რა მაგარია რომ დაბრუნდი როგორ მინდოდა ამ ისტორიის დასასრული წამეკიტხა... მიყვარხარ ლამაზო გოგო დზაან გამახარეეე......

წელიწადი და სამი ტვეა გელოდებიიიი.....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent