შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საცოდავი ხარ


14-04-2015, 13:38
ავტორი Skellington
ნანახია 2 189

გუშინ საღამოს შემატყობინეს, რომ მოკვდი. ასე უაზროდ? ფანჯრიდან გადახტი? სულ არ გაგაჩნია ფანტაზია, პატარავ. თუმცა ვენები რომ გადაგეჭრა, უფრო საცოდაობა იქნებოდა, ვიდრე სიცარიელეში ნახტომი: ხელზე წითელი ზოლები, სისხლით გაჯერებული წყალი - პათოსურია. სიკვდილში რაღაც ცივი, გარყვნილი სილამაზეა, რომლის დანახვა ყველას არ შეუძლია, რადგან ისინი იმედგაცრუებასა და საშინელებაში იძირებიან. უსიცოცხლო, გაშეშებული სხეული უდიდეს შთაბეჭდილებებს ტოვებს, თუმცა ეს გაციებული მშვენიერება ცოტა შემაშინებელიც არის. ყოველთვის მომწონდა შენი ტანჯვის ყურება, რომელიც თვითონ მოიგონე. რამდენი წლის იყავი? თექვსმეტი? და შენ გადაწყვიტე, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა? სულელო ბავშვო. თვითმკვლელობა - ეს ეგოიზმია, უაზრო ხერხი ყურადღების მისაქცევად. მიიქციე ყურადღება? რა თქმა უნდა, მე ხომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორი არარაობაც ხარ. გინდა გაიგო, როგორ მოვიქეცი, როცა ასეთი სიკვდილის შესახებ შევიტყვე? ყავის სმა და წიგნის კითხვა გავაგრძელე. რატომ? იმიტომ, რომ უსარგებლო, ახირებული არსება ხარ, რომელიც არც შეცოდებას იმსახურებს და არც თანაგრძნობას. მეცინებოდა, როცა შენი ძმა ტელეფონში მიყვიროდა, შენ ხარ დამნაშავეო. მე? სისულელეა. მე შენთვის ხელი არ მიკვრია - შენ თვითონ გადადგი ნაბიჯი სიცარიელეში. ყველას აქვს უფლება გადაწყვეტილებები თვითონ მიიღოს.
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჟანგბადი ტანჯვით ეცვლებათ - შენც ერთ-ერთი მათგანი იყავი. გამოიგონე შენთვის რაღაც სიყვარული, ყოველ კუთხეში წუწუნებდი, ყველას აგებინებდი, რომ ცალმხრივად გიყვარდა, სახეზე მწუხარებას იხატავდი და მაჯაზე, ფრთხილად იწერდი ბასრი დანის წვერით ჩემს სახელს. ვენების დაზიანების გეშინოდა? რა თქმა უნდა. ეს ხომ უბრალო შოუა, ჩვენება სპექტაკლის "მე ისეთი უბედური ვარ, მას მე არ ვუყვარვარ". მთელი შენი ცხოვრება - პუბლიკაზე თამაშია. წასვლითაც ხმამაღლა გადაწყვიტე წასვლა, შენზე რომ ელაპარაკეთ და ხალხს შეცოდებოდი. ალბათ წერილიც დატოვე რაღაც ამდაგვარ სტილში: "აღარ შემიძლია ცხოვრება. ჩემი გული მზად არის ნებისმიერ დროს გაჩერდეს უიმედობისგან. ჯობია მოვკვდე, ვიდრე ვიწვალო და უაზრო ყოფა გავაგრძელო". საინტერესოა, როგორ მიიღე ასეთი გადაწყვეტილება? საზიზღრობა ტაბლეტები ყლაპე, როგორც ამას ადრე აკეთებდი, თუ დაგავიწყდა, რომ მერვე სართულიდან მიწამდე ცოცხალი ვერ მიაღწევდი? მშიშარა ქმნილება ხარ, რომელიც მსხვერპლის როლში შევიდა. მძულს ასეთი ხალხი. რის მიღწევას ცდილობდი? ან რას მიაღწიე? ოჯახი დაგტირის, ადგილს ვერ პოულობს, შენი მეგობრები ცუდად არიან. მე კი მიმიფურთხებია. გუშინდელი საღამოს შემდეგ ჩემში არაფერი არ შეცვლილა, რადგან შენნაირებისგან თავი შორს მიჭირავს. შენ ჩემთვის არაფერს არ ნიშნავდი და არც შენი დასასრულის შემდეგ შეცვლილა რაიმე.
ჩვეულებრივი ლაწირაკი, რომელიც იმის მაგივრად, რომ გაზრდილიყო და ცხოვრებაში რაიმესთვის მიეღწია - დეგრადირება განიცადა, ზრდის პროცესი და განვითარება შეაჩერა, და უტვინო არსებად იქცა.
შენი საქციელი - ტვინის არ ქონაზე და უსაზღვრო ეგოიზმზე მეტყველებს. შენს ხანმოლკე ცხოვრებას ასანთი ნორმალურად ჯერ ვერც მოკიდებოდა (არ დაგიწყია ცხოვრება) - მაშინვე იაფფასიან სიგარეტად იქცა, მყრალმა კვამლმა გარშემო ყველაფერი მოიცვა, ვარდნის დროს, ფერფლი მიმოფანტა და დაქცეული, ასევე იაფფასიანი ლუდის გუბეში დაეცა.

საცოდავი ხარ.



№1  offline წევრი ana 11

ჩემი აზრით ყველას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება არავინაა შეზღუდული !
და კიდევ ჩემი აზრით , ასე არ უნდა მოიხსენიო ის ადამიანი მას უყვარრდი და სიყვარულის გამო, შენ გამო თავი გასწირა შენ ის კი არ უნდა გაკიცხო, არამედ უნდა შეიყვარო და ახლაც უნდა სცე პატივი!!!

 


№2  offline წევრი Skellington

ana 11
ჩემი აზრით ყველას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება არავინაა შეზღუდული !
და კიდევ ჩემი აზრით , ასე არ უნდა მოიხსენიო ის ადამიანი მას უყვარრდი და სიყვარულის გამო, შენ გამო თავი გასწირა შენ ის კი არ უნდა გაკიცხო, არამედ უნდა შეიყვარო და ახლაც უნდა სცე პატივი!!!

არასდროს არ გავამართლებ, უფროსწორედ ვერ გავამართლებ ბავშვს, რომელიც ჯერ ცხოვრების აზრზეც არ არის და იმის გამო, რომ ვიღაცამ არ შეიყვარა, თავს იკლავს. თან ისე, რომ არც ფიქრობს, როგორ რეაგირებას მოახდენენ ამაზე მშობლები, მეგობრები, განსაკუთრებით კი - დედა!
ვიცოდი, რომ უმეტესობა ცინიზმში ჩამითვლიდა ამ ჩანახატს. სინამდვილეში, სულ სხვა მხრიდან უნდა შეხედო ამას. მოკლედ რომ ავხსნა, მე ვიგულისხმე, რომ სუიციდი - გამოსავალი არ არის და ვიღაცის გამო, თავი არ უნდა მოიკლა.
ასევე მძულს, როცა ბიჭს ადანაშაულებენ ყოველთვის. ჩანახატი ზუსტად ბიჭის მხრიდან დავწერე, რომელშიც ჩანს, რომ რადგან გოგომ თავი მოიკლა, ამით არაფერი არ შეცვლილა. გოგონას სუიციდმა მხოლოდ ტკივილი უბოძა თავის ოჯახს. დანარჩენი კი თავის ადგილზე დარჩა.

 


№3  offline წევრი Mkitxveli

ვიღაც რომ შენ გამო, ანუ შენს მიმართ სიყვარულის გამო, თავს მოიკლავს, ეგ თავგანწირვა აბსოლუტურად არაა. (ანა11)

Skellington შენ კი გეთანხმები რაღაცებში, მაგრამ ასე მგონია, ეს ამბავი პირადად მე რომ შემემთხვას,ანუ ვიღაცამ თავი მოიკლას,იმიტომ რომ მაგის სიყვარულს სიყვარულით არ ვუპასუხე, სინდისის ქენჯნას არა,მაგრამ საშინელ ტკივილსა და მწუხარებას ვიგრძნობ. რასაც წერ შენ ,,ლაწირაკი'' , ,,წიგნის კითხვას და ყავის სმას გავაგრძელებ'' ..... ვერა. დიდი ხანი შოკში ვიქნები ) და მგონია, ყველა ასე იქნება. ის კი ვინც, თავს იკლავს, მართლა საცოდავია. სამწუხაროდ.

 


№4  offline წევრი Skellington

Mkitxveli
ვიღაც რომ შენ გამო, ანუ შენს მიმართ სიყვარულის გამო, თავს მოიკლავს, ეგ თავგანწირვა აბსოლუტურად არაა. (ანა11)

Skellington შენ კი გეთანხმები რაღაცებში, მაგრამ ასე მგონია, ეს ამბავი პირადად მე რომ შემემთხვას,ანუ ვიღაცამ თავი მოიკლას,იმიტომ რომ მაგის სიყვარულს სიყვარულით არ ვუპასუხე, სინდისის ქენჯნას არა,მაგრამ საშინელ ტკივილსა და მწუხარებას ვიგრძნობ. რასაც წერ შენ ,,ლაწირაკი'' , ,,წიგნის კითხვას და ყავის სმას გავაგრძელებ'' ..... ვერა. დიდი ხანი შოკში ვიქნები ) და მგონია, ყველა ასე იქნება. ის კი ვინც, თავს იკლავს, მართლა საცოდავია. სამწუხაროდ.

ვისთვის როგორ. :3
ამ ჩანახატისთვის კი ცოტა სხვა ტიპის ადამიანი შევარჩიე. "პო*უისტი", ასე რომ ვთქვათ. :დ იმ დონემდე გაცარიელებული, რომ სხვისი პრობლემები და ტანჯვა არ ადარდებს.

 


№5  offline წევრი ana-stasia

შეიძლება ცოტა ბოროტული Nაწერია,მაგრამ მხოლოდ სიმართლეა დაწერილი და მეც შენთან ერთად ვგმობ მსგავს საქციელებს,ვერასდროა გავუგებ ეგეთ ადამიანს,მომწონს შენი აზროვნება და ეს ნაწერიც ძალიან მომეწონა.მეგობარი მყავდა,რომელმაც თავი მოიკლ,ნარკომანი და"ბირჟავიკი"ბიჭის გამო,ცრემლი არ დამიღვრი,მიუხედავად იმისა,რომ ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით,სიკვდილის მიზეზი,რომ გავიგე ულევი ზიზღი ვიგრძენი მისადმი,ყველა იმას იღებს რასაც იმსახურებს.

 


№6  offline წევრი Skellington

ana-stasia
შეიძლება ცოტა ბოროტული Nაწერია,მაგრამ მხოლოდ სიმართლეა დაწერილი და მეც შენთან ერთად ვგმობ მსგავს საქციელებს,ვერასდროა გავუგებ ეგეთ ადამიანს,მომწონს შენი აზროვნება და ეს ნაწერიც ძალიან მომეწონა.მეგობარი მყავდა,რომელმაც თავი მოიკლ,ნარკომანი და"ბირჟავიკი"ბიჭის გამო,ცრემლი არ დამიღვრი,მიუხედავად იმისა,რომ ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით,სიკვდილის მიზეზი,რომ გავიგე ულევი ზიზღი ვიგრძენი მისადმი,ყველა იმას იღებს რასაც იმსახურებს.

სრულებით გეთანხმები. ვიცოდი, რომ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ამ საკითხში გამიგებდა. ^^ ♥

 


№7  offline წევრი ana-stasia

ამ საკითხში ყოველთვის მედავებიან ად მეუბნებიან,რომ უგულოდ ვლაპარაკობ,უგულოდ რატო ვერ ვხდები სიმართლეს ვლაპარკობთ და ჩვენნაირი მოაზროვნე ხალხი ამრავლო ღმერთმა wink love

 


№8  offline წევრი Skellington

MonsTer №13
რამდენი წლის ხარ ?

მე? 17.

 


№9  offline წევრი Skellington

MonsTer №13
Skellington
MonsTer №13
რამდენი წლის ხარ ?

მე? 17.

კარგი გოგო ხარ <3 <3 love

მადლობა. request ♥ ♥

 


№10  offline წევრი ფსიქო.13

mec 17is var da mec zustad shennairad vfiqrob... ubralod ar mesmis,ra gamosavals pouloben suicidshi da 15 wlis glapebi cxovrebaze wuwuneben,roca ar ician ras nishnavs namdvili ttkivili,tavs iklaven bichis gamo,romelic sinamdvileshi arc ki uyvart,prosta cvetshia))) ai aar vici rra gitxra,chem ssatqmels ambob sul dda rasac me ver vwer shen wer... mimifurtxebia gulisamrevi yoveldgiurobistvis)))
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№11  offline მოდერი Mary Drey

...................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent