მეშვიდე ნოტი
დრო ცოტა აქვს, ასათვსებელი ნოტები - ბევრი. დარბაზის შუაგულში ზის, შავ როიალთან და დავიწყებული მელოდიის განახლებას ცდილობს. ისევ არ გამოსდის, ისევ აკლია რაღაც. ნოტები არ აქვს, სადაცაა კანიდან ამოხტება. თითებში ძალა ემატება, მეტი სიმძლავრით ეხება კლავიშებს, კიდურებს ვერ იმორჩილებს და კიდევ უფრო მეტი ეშლება. თითქმის შეუძლებელი ხდება, რომ თვალი ზედმიწევნით ადევნო მას, თუ, როგორ ეეხება თეთრს, მერე შავს.. ორივეს. და ერე ისევ, შავს... 34_ედ დაუკრა უკვე და კიდევ აკლია. თავი უსკდება. საათის მნიშვნელობას უკვე ვეღარ აღიქვამს, ვეღარ თვლის რამდენი საათია, რაც როიალთან ზის და ფეხზე არ გაუვლია. ცრემლი დაეცა კლავიშებს, თავით დაემხო კლავიატურას და მთელი გულით ამოიტირა. 13 წუთია უკვე ისვენებს. წელში სწორდება, სკამის კიდეზე მოხერხებულად თავსდება და ისევ ხელახლა ისმის შავ როიალზე ამღერებული სტრავინსკი. ისევ ერევა. მე_7 ნოტი აკლია. შუაზე გაწყვიტა მელოდია, თითები გაუშეშდა კლავიშებზე. ოდნავ, ზევით-ქვევით შეათამაშა, თითქოს მერყეობდა, კიდევ დაერა თუ - არა. ნელი მოძრაობით მოაშორა კიდურები როიალს და კალთაზე დაიწყო. ისევ, წელში გამართული იჯდა, ტერფს არ აცილებდა პედალს. თვალები დაეხუჭა და ყბებს ერთმანეთს სიმწრით აჭერდა. ტკივილიც აღარ მოქმედებდა მასზე. თითებს აჩქარებით ათამაშებდა ფეხებზე და ის იყო უნდა ეღრიალა, რომ თითქოს, დრო გაჩერდა. ვერ იგრძნო, როგორ შეიცვალა მასში რაღაც, ისე აღმოჩნდა ხიდის ერი ბოლოდან მეორეზე. ვერ მიხვდა რა მოხდა წამის მეასედში. ვერც ის ახსნა, რატომ უხურდა სხეული. აზრზე მოსასვლელად, ეგონა, რომ წუთები დასჭირდა, მაგრამ "მიზეზი" შეუჩერებად მოეხვია თვილდანს და როიალს მიწვდა. რატიანის ხელებს შორის მოქცეულ თვილდანს, დანარჩენი ნოტებიც დაავიწდა. გაქვავებული უსმენდა აჟღერებულს მუსიკას და მეშვიდე ნოტით ამოვსებულ მელოდიაზე თვალცრემლიანს გაეღიმა. ოდნავ დახარა თავი რატიანმა და ცხელი ტუჩები მიაკრო მის კისერს. მოულოდნელობა, შიში, სიხარული, გაოცება; ერთანად აღებეჭდა სახეზე. ადამიანისგან, რომელიც წლების განმავლობაში თავისი მიმართულებით ნათქვანმი სიტყვა არ გაუგონია, ახლა მოდის, ჯერ ნოტებს უსწორებს და შემდეგ, კისერზე კოცნას უტოვებს. ოდნავ მოხვია ხელები რატიანმა, ოდნავ შებრუნდა მისკენ თვილდანი და თვალებში ჩახედა. მაშინ მოხდა მისი გარდატეხა. წამებში მოუწია ყველაფერზე დაფიქრება და დასკვნის გამოტანა, მაგრამ ეს არაფერი იყო იმ გრძნობასთან, რომელსაც ამდენი წლის განავლობაში პატრნობდა რატიანი და ყველაფერს აკეთებდა საიმსოდ, რომ ამ აზრიდან შორს დაეყენებინა თვილდანი, თუმც.. ის იყო, რომ რატიანმა ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა. ხაზი გადაუსვა ყველა იმ ტკივილს, რომელიც ამ წლების განმავლბაში სიყვარულის დასამალად მიიღო, იგრძნო და არ დაეცა. ახლა მიხვდა თვილდანი, რატომ არ შესძულდა ეს ბიჭი. მის თვალებშივე ამოიკითხა მიზეზი და ოდნავ გაიღიმა. ყველაფრის აზრზე მოვიდა. თვალები მილულა და უკვე ნაცნობი, ცხელი ტუჩები იგრძნო თავისაზე.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.