მას...
შენ მარტო ჩემი უნდა გერქვას ან უნდა სხვისი იყო . მე ვერ გაპატიებ არაჩემს მიერ გამოწვეულ შენს ღიმილს, მე ვერ გაპატიებ უჩემოდ გაბრწყინებულ თვალებს. მე ვერ გაპატიებ ჩემი წილი სითბოს სხვისთვის მიცემას , ვერ გაპატიებ უჩემოდ გათენებულ/დაღამებულ დღეს. მე ვერ გაპატიებ შენს ხელებს სხვის მხრებზე, ვერც შენს სუნამოს სხვის მოღერებულ ყელზე . მე არ შემიძლია მთელი დღეები ვიჯდე და ვწერო შენზე მერე კი ვთქვა რომ ეს წერილები მას ეკუთვნის ვინც ჩემი ა(ღა)რაა . შენ ან მარტო ჩემი უნდა იყო ან წამითაც არ უნდა მეკუთვნოდე . მე არ მჭირდება სხვის მიერ გამთბარი შენი ხელები ჩემს წელზე, არც შენი სუნთქვის მოსმენა მჭირდება რომელიც ჩემამდე ათას სამას ოცდა ცხრა მანდილოსანს აქვს მოსმენილი . არც შენი ბაგეები მჭირდება სხვის მიერ დაკოცნილი . მე არ მჭირდება შენი თვალების ყურება რომელთაც სხვის გამო ფალსად და ფლიდად დაადინე ცრემლები. მე ვერ გაპატიებ უჩემობას. ვერ გაპატიებ. ვერ გაპატიებ... ვერ... გაპატიებ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.