შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მაინც,რამდენი უთქმელი სიტყვებია...


17-04-2015, 00:41
ავტორი anuki_just love
ნანახია 3 105

რამდენი რამ გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი,და მაინც რამდენი რამ უთქმელად ქრება,ან ვინახავთ გულში,ყველაზე ძვირფასი ის სიტყვებია რომელიც გამოუთქმელია,შენშია და გრღნის,გასაქანს ვერ აძლევ,უბრალოდ არ შეგიძლია თქვა,იმიტომ რომ ასე უბრალოდ ვერ გადმოსცემ მას რაც შენშია,ხშირად მიფიქრია,რომ არსებობს რაღაც რასაც უბრალოდ სიტყვებით ვერ გადმოსცემ,რამდენი უთქმელი მიყვარხარ,მენატრები,მჭირდები დაგვიგროვდა,მაგრამ? მაგრამ უბრალოდ არ ვამბობთ,ამას კი მიზეზი არაქვს.განა რთულია? არა,"პსროსტა" არ გვინდა ხანდახან "ვერ"... ყველაზე რთული ის სიტყვებია,რომელიც ყელში გაწვება,გინდა თქვა,ვიღაც საოცრად დიდი ინტერესით ელოდება შენს წარმოთქულ ერთ სიტყვას,მაგრამ შენ არამბობ,მხოლოდ იმიტომ,რომ გეშინია შედეგის,ან უბრალოდ არ გინდა ის ვიღაც გააბედნიერო. გრძნობების გამოხატვის გვეშინია,არა უფრო სწორად შედეგებს ვუფრთხით,ცხოვრება არცისე დიდია რომ რაღაცას უსაშველოდ ველოდოთ,რამდენჯერ გადაგვიშვია უკან უთქმელი და უკვე სათქმელად მომზადებული სიტყვები და უბრალოდ დავმუნჯებულვართ,რას იტყვის ხალხი მე თუ ჩემს გრძნობებს საჯაროდ გამოვხატავ? ვინიცობაა,მაგრამ შეიძლება ყველამ "გაატაროს" შენთვის ძვირფასი სიტყვები და უბრალოდ საკუთარ მოსაბეზრებელ ცხოვრებას მიხედოს,მაგრამ არა ეს ხომ საქართველოა! აქ ხომ ყველა სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს,ერთობა ყველა სხვისი ცხოვრების განხილვით და გაკრიტიკებით,მაგრამ საკუთარ განვლილ ცხოვრებას არავინ უყურებს,ისე ესვრიან ტალახს სხვას,რომ მერე ამაზე არც კი დაფიქრდებიან, ვფიქრობ ამით ცდილობენ თავად აარიდონ იმ ტალახს თავი,რომელსაც თვითონ ისვრიან, მაგრამ საბედნიეროდ არიან ისეთი ადამიანები,რომლებსაც უბრალოდ მაგრად "კიდიათ" სხვისი ცხოვრება და უხარიათ სხვისი ბედნიერება. ვერასოდესს დამალავ საკუთარს სხვაზე თითის გაშვერით.არვიცით რა გველის ხვალ,ან 1 საათის შემდეგ, ყველა უთქმელი მიყვარხარ,მენატრები,მჭირდები სანანებელი იქნება,ნუ იფიქრებ იმაზე რას იტყვის ხალხი,იფიქრე იმაზე რას იტყვის ის! რას გრძნობ შენ,რა გიხარია,რა გაბედნიერებს,ცხოვრება იმაზე ხანმოკლეა ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია,იცხოვრე იმისთვის რომ იყო ბედნიერი, იმისთვის რომ ვიღაც გააბედნიერო და არასოდეს გაკიცხო სხვა მხოლოდ იმიტომ რომ მან რაღაც "არატრადიციული" ჩაიდინა. ამ სიტყვებით მიდა გითხრათ ჩემო ძვირფასებო,რომ არავინ არავის გასაკიცხი და თითის გასაშვერი არ არის,რაღაც წილი ბედნიერებისა ყველამ დავიმსახურეთ,უბრალოდ ერთი მარტივი სიტყვით შეგვიძლია სიხარული მივანიჭოთ ერთმანეთს და გავაბედნიეროთ,ხშირად გაიღიმეთ და თქვით,რომ ყველაფერი კარგად იქნება! მე არც ფსიქოლოგი ვარ და არც მასწავლებელი,უბრალოდ ერთი უბრალო ადამიანი ვარ,რომელსაც უნდა,რომ ყველამ ისე იცხოვროს და აკეთოს ის რაც გულით უნდა და არა რას იტყვის ხალხი! ყველას ჩვენი ბედნიერება,სურვილები და ოცნებები გვაქვს ამ უდაბნოში,რომელსაც დედამიწა ქვია...



№1  offline წევრი qetusia

ხშირად აღიარებას დაცინვა და დამცირება მოსდევს... :(

 


№2  offline მოდერი Mary Drey

...............

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent