შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღარბუნა ზღარბუნა


19-04-2015, 17:23
ავტორი Gadareuliangelozi
ნანახია 1 832

- რა კარგია ერთმანეთს რომ ვყავართ!
შენ უბრალოდ წარმოიდგინე: მე არ ვარ, შენ ზიხარ მარტო და არავინაა ისეთი, რომ დაელაპარაკო.
- შენ სად ხარ?
- მე არ ვარ.
- ასე არ ხდება...
- მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ვთქვათ და მე არ ვარ, საერთოდ არ ვარ და შენ მარტო ხარ. აი რას იზამ?
- შენთან წავალ.
- სად?
- როგორ სად? სახლში. მივალ და გეტყვი: რატომ არ მოხვედი? შენ იტყვი...
- აი სულელი, როგორ ვიტყვი, როცა არ ვარ?
- თუ სახლში არ ხარ, მაშინ შენ წამოხვედი ჩემთან. გავიქცევი სახლში და შენ აქ ხარ! და დავიწყებ...
- რას?
- ჩხუბს!
- რისთვის?
- როგორ რისთვის? იმისთვის, რომ არ გააკეთე რაზეც შევთანხმდით.
- და რაზე შევთანხმდით?
- აბა მე რა ვიცი? მაგრამ შენ ან ჩემთან ხარ ან შენს სახლში.
- ჰო, მაგრამ მე ხომ საერთოდ არ ვარ... გესმის?
- აი შენ აქ ხარ!
- ეს ეხლა ვარ აქ... საერთოდ რომ არ ვიყო? სად ვიქნები?
- ან ჩემთან, ან შენთან.
- ეს თუ ვარ იმ შემთხვევაში
- ნუ ხო.
- და საერთოდ რომ არ ვიყო?
- მაშინ ზიხარ მდინარესთან და მთვარეს უყურებ...
- მდინარეზეც არ ვარ...
- მაშინ წახვედი სადმე და ჯერ არ დაბრუნებულხარ. წავალ ყველაფერს შემოვივლი და შენ გიპოვი!
- შენ უკვე ყველაფერი მოიარე, მაგრამ ვერ მიპოვე.
- ყველაფერს ზევით - ქვევით გადავატრიალებ და მოიძებნები!
- არ ვარ მე, არსად არ ვარ!
- მაშინ გამოვვარდები მინდორში და დავიყვირებ "ზ–ღ–ა–ა–რ–ბ–ო–ო–ო–", შენც გაიგონებ და მიპასუხებ...
- არა! მე საერთოდ არ ვარ... გესმის?
- რას გადამეკიდე? – ეწყინა – შენ თუ არ ხარ, არც მე ვარ..!!! გაიგე?



№1  offline მოდერი Mary Drey

.......................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent