შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ ქუჩაში...!


23-04-2015, 21:26
ავტორი ROLIKA
ნანახია 2 528

სტუდენტობისას, ერთხელ, პროსპექტზე, უსინათლო რომ გადამყავდა, რაღაც აზრებმა შუა გზაზე გამყინეს უცებ; წარმოვიდგინე, თუ რა დღეში ჩავარდებოდა, მე რომ მისთვის ხელი გამეშვა, გავშვორებოდი... და ზუსტად ასე მოვიქეცი, იქ მივატოვე, გადმოვედი მეორე მხარეს და დავაკვირდი;
არც რამე უთქვამს, სახის ნაოჭიც კი არ შეცვლია, სულ ერთი წამით, შედგა მხოლოდ, წელში გასწორდადა გააგრძელა თავისი სვლა ტროტუარისკენ.
რომ გადმოვიდა, მივედი ისევ და, როგორც უცხომ, ჩემი თავი ვუგინე დიდხანს.ერთი აუგიც არ დასცდენია:
- ნახევარ გზაზე მოხმარებაც ხომ საქმეაო, - თქვა და გამშორდა.
ამის შემდეგ, მეც ჩვევად მექცა, ვინც ცხოვრებაში ჩამომშორდება,იმათ რაიმეს კი არ ვუყვირი, - დასაბრუნებელს, ან გულისსატკენს,
-
თითქოს ვიღაცა მეკითხებოდეს,
ვეპასუხები;
მასთან საერთო წარსული ხომ მაინც
ძვირფასად
შემომრჩა-მეთქი, -
მუდამ ამ სიტყვებს ვამბობ ხოლმე,
შევდგები მერე,
გავჩერდები,
ზეცას ავხედავ
და მაგონდება;
ისეთებიც ხომ არსებობენ,
მთელ სიცოცხლეში მსუბუქად რომ
მიაბიჯებენ,
იფიქრებ, თითქოს ქარს მიჰყვებიან
და უშფოთველად მიაქვთ ცხოვრება.
მაგრამ ქარსაც აქვს დრო, ადგილი,
ბოლო წერტილი,
სადაც ჩადგება და მუხლს მოიყრის..!



№1  offline წევრი damnashave

dzalian momewonnaaa :*

 


№2  offline წევრი ROLIKA

damnashave
dzalian momewonnaaa :*

Madloobaa :***

 


№3  offline მოდერი Mary Drey

....................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent