შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Art Cafe


23-04-2015, 22:02
ავტორი Snowflake
ნანახია 1 770

მთელი დღის წვიმის შემდეგ,შებინდებისას გადაიღო.ალუბლების ყვავილების ფანტელები დაცურავენ ქუჩის გუბეებში.მოსახვევში თეთრ აბრაზე შინდისფრად გამოყვანილი წარწერა შენიშნა და იქითკენ გაემართა მძიმე ნაბიჯებით.კაფეს მძიმე კარებს მთელი ტანით მიაწვა.მკრთალი შუქით იყო ხის მრგვალი მაგიდები განათებული.გასასვლელისკენ ჩუმი ხითხითით მიმავალი ახალგაზრდების ჯგუფს გვერდი აუარა და კუთხეში მდგარი მაგიდისკენ გაემართა.სიგარეტის,ალკოჰოლისა და ქალის ნაზი სუნამოს სურნელი ერთმანეთში შეზავებულიყო.სკამი არც ისეთი მოხერხებული აღმოჩნდა,მაგრამ როგორღაც მაინც მოკალათდა და ზურგით კედელს მიეყრდნო.ერთი სიგარა ამოიღო და კოლოფი უხეშად დააგდო მაგიდაზე.ნელა გააბოლა,ესიამოვნა სასიამოვნო ატმოსფერო.ისეთ ხასიათზე იყო,სამყაროს ყოველ კუნჭულში უნდოდა ჩამძვრალიყო ფიქრებით.თეთრ,დაკუჭულპერანგში ჩაცმულ,დაღლილი ღიმილით მდგარ ოფიციანტს ორმაგი ვისკი შეუკვეთა და მზერა თავისი მაგიდის პირდაპირ ზურგით მჯდომზე შეაჩერა.ზურგზე ჩამოყრილი გრძელი,წაბლისფერი თმები,ლამაზად გამოყვანილი ვიწრო წეელი,შიამაყეშერეული ჯდომის მანერა.თეთრპერანგიანი ბიჭის მოტანილი ვისკი მოსვადა ისევ ინტერესით განაგრძო დაკვირვება.ქალმა ადგილი ინაცვლა და ოდნავ კედელს მიეყრდნო თავით,თუმცა სახე მაინც არ ჩანს.ნაზი მოძრაობით მოსვა გრძელყუნწიანი ფინჯნიდან ჩაი,ან,შეიძლება,ყავა.გვერდით მდგარი ტორშერის შუქი ხელებზე ეფინება.რა თხელი,თლილი თითები ჰქონია,როგორ მოუხდებოდა შავ-თეთრ კლავიშებს..საათს დახედა,უკვე მეორედ.როგორც ჩანს,ვიღაცას ელოდება.კაფეში ვივალდის ჰარმონიული თანწყობის ბგერები იპარება.მოულოდნელად,ქალი ირხევა.ეღიმება,ასე ჰგონია,რომ ეღიმება,თუმც ზურგით ზის და ვერ ხედავს.განაბული უსმენს და ტანის ოდნავ შესამჩნევი მოძრაობით ჰყვება მუსიკას.მგონი,"გაზაფხულია",თუ "შემოდგომა"?ან რა მნიშვნელობა აქვს.საოცარი სიმშვიდის გრძნობით იჟღენთება ჰაერი.
მეორე ჭიქა ვისკი,ისევ ორმაგი.იმ მაგიდისკენ ვიღაც ახალგაზრდა ქალი სწრაფი ნაბიჯით მოემართება.წაბლისფერთმიანი ბავშვივით,მაგრამ მაინც ქალური მიხვრა-მოხვრით,წამოხტა და ახლადმოსულს მოეხვია.როგორ უხდებოდა ამ ცისფერ კაბას მისი თხელი ფეხები და გამოყვანილი წელი..როგორც ჩანს,დიდ ხანს არ უნახავთ ერთმანეთი.
-დიდ ხანს მელოდი?
-არაუშავს,არ მომიწყენია.-ღიმილნარევი,მშვიდი ხმა.
-ადრიანე ბაღიდან სახლში წავიყვანე და ცოტა შემაგვიანდა.
-ხვალ აუცილებლად მოვალ მის სანახავად,რომ დიდი წითელი ლოყები ჩავუკოცნო.ისევ ხომ უყვარს ბარამბოს შოკოლადები?
ყოველი სიტყვა კარგად ესმის.ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას მაგიდები.თურმე,ამ ქალისგან მოდის სიმშვიდე,ამიტომ არის იგი ჰაერში ასე უხვად.
-უყვარს,უყვარს!საბი,მართლა აპირებ იტალიაში გადასახლებას?
წაბლისფფერთმიანს გულიანად ეცინება.
-გადასახლებას არა.ცოტა ხნით მინდა საცხოვრებლად გადავიდე ვერნაცაში,პატარა ზღვისპირა სოფლის ფერადი სახლის პატარა ოთახში.განა,ეს შესანიშნავი არ არის?თანაც,ხომ იცი,როგორ მიყვარს სოუსმოსხმული სპაგეტი,ვენეციის ლომებსაც უფრო დაკვირვებით შევათვალიერებ,შენც ჩამოგიტან ვერონადან პატარა ქვას.
ფართომუცლიანი ჭიქიდან ერთი მოსმით ჩაცალა ვისკი.
-რატომ ვერსად და ვერავისთან პოულობ ადგილს,საბიანა?
საბიანა.. როგორ უხდება ამ სახელს ეს წაბლისფერთმიანი ქალი.
-სულ ვცდილობ,არავისზე და არაფერზე არ ვიყო დამოკიდებული.თავისუფლების შეგრძნება მინდა.ვიღებ ადამიანებისგან ემოციებს,ადგილებისგან-მოგონებებს და მივდივარ.თან მიმაქვს ის ემოციებიც და ადგილებიც.მინდა,ყველაფერი თუ არა ბევრი რამ აღმოვაჩინო და სამყარო სრულად შევიგრძნო.
-შეცვლილხარ.
-უბრალოდ,მივხვდი,რომ რუტინული ცხოვრება მფიტავს,ყოველდღიურობა მაგრძნობინებს,რომ ფრთების ნაცვლად ხელები მქონია და მე ამას ვერ ვგუობ.
-საბი,როგორი თავქარიანი ხარ.
-შეიძლება,ეს სისულელეა,ან გიჟური ახირება,არ ვიცი.არც ის ვიცი,ეს რამდენ ხანს გაგრძელდება.ერთ დღესაც შეიძლება დავბრუნდე და ჩვეულებრივი რიტმით გავაგრძელო ცხოვრება.მაგრამ მანამ არა,სანამ იმას არ ვიპოვი,რაც სულს დამიმშვიდებს.
გაოცებით უსმენდა ზურგით მჯდარის სიტყვებს.საკუთარი თავი შეიცნო,ოდნავი გადასხვაფერებით.მოუნდა,ადგეს,ძლიერ მკლავებში მოიქციოს ცისფერკაბიანი სიფრიფანა არსება და გადაკარგოს.გადაიკარგონ,რათა სამყაროს უსასრულობა შეიგრძნონ და ვარსკვლავთფარდის მნათობებად აციმციმდნენ.
ისევ ვივალდის ნატიფად გადაბმული ნოტებით ივსება სივრცე,მოულოდნელად ამოვარდნილი ქარიშხალივით აბრუებს კაფეს გვიან სტუმრებს,გაზაფხულის წვიმაშერეული ქარი კი ალუბლების ყვავილების ფანტელებს წვეთებით დასერილ დიდ ფანჯრებს აკრავს..
---
დღეს რაღაც ძალიან მეწყინა.ასეთ ხასიათზე ვიყავი და დავწერე.



№1  offline მოდერი Mary Drey

................................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent