შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

OLd TIME....


25-04-2015, 09:52
ავტორი FrAgOla
ნანახია 1 967

ბავშობაში გაზრდაზე ვოცნებობდი .

ბაღს ვერ ვიტანდი .დედაჩემს ყოველ დღე ტირილით მივყავდი იქ ,ბებიაჩემი და ბაბუაჩემი კი სულ მიცავდნენ და ცდილობდნენ დედის ”კლანჭებიდან ” ჩემს დახსნას. ბაღი ისე დავამთავრე,რომ არ შემყვარებია არც ბაღი და არც რომელიმე ბიჭი .. სხვები მიეჩვივნენ ,მე ვერა …

ბავშობაში წერა-კითხვის სწავლაზე ვოცნებობდი . ყოველთვის მქონდა ბლოკნოტები,რომლებშიც რაღაცეებს ”ვჯღაპნიდი ”,რადგან წერა არ ვიცოდი და მეგონა,რომ რაღაცას მაინც დაემსგავსებოდა ჩემი მოხაზული რგოლები …

ბავშობაში ახალ წელს ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ვხვდებოდი და ნაძვის ხის ქვეშ ჩემი მშობლების დამალული საჩუქრები მელოდებოდა. ბავშობაში სოფელში წასვლის დროს უბედნიერესი ვიყავი .მახარებდა სოფლის თითოეული ბინადარი,კუთხე -კუნჭული , ამინდი ,მზე, ბალახი,ცხოველები …..

ახლა უბრალოდ ემოციებმა იკლეს, ეს წვრილმანები ვეღარ მაბედნიერებს,უბრალოდ ღიმილს მგვრის სახეზე. ახლა ბედნიერებისთვის უფრო მეტი რამ მჭირდება და ამ მეტის მოპოვება ცოტა არ იყოს რთულია…

სკოლაში შესვლა მიხაროდა. ვიცოდი,რომ იქ წერა-კითხვას ვისწავლიდი და სკოლაში მისვლის პირველ დღეს ვიგრძენი,რომ დიდი ვიყავი და ჩემს ოცნებას გაზრდასთან დაკავშირებით ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი… შემდეგ სკოლის დერეფანში უფროს კლასელები დავინახე და მივხვდი,რომ ჩემი სიხარული ნაადრევი იყო. ვუყურებდი მათ და ვხვდებოდი,რომ არც თუ ისე კარგ ადგილზე მოვხვდი .. აქედან დავიწყე იმაზე ოცნება,რომ ერთ დღეს მეც ვიქნებოდი პატარების თვალში უფროს კლასელი და მეც შევიდოდი ბოლო ზარზე კლასებში საროჩკაზე წარწერების გასაკეთებლად.მახარებდა ის ფაქტი,რომ ერთ დღეს ჩემიც შეშურდებოდათ პირველ კლასელებს და იტყოდნენ ” ამხელა როდის გავხდები-ო ”

სკოლის წლებმა როგორ ,სად ,რანაირად გაირბინეს წარმოდგენა არ მაქვს . სულ მეცინებოდა და ვბრაზდებოდი იმ ფრაზის წარმომთქმელ ადამიანებზე,რომლებიც ამბობდნენ,რომ სკოლა ეხლაა ცუდი,შემდეგ კი ვინატრებთ ისევ მერხზე ჯდომას.

უკვე მეთერთმეტე კლასში ვარ . მეორე სემესტრში ,არ დაივიწყოთ … უკვე გავიზარდე …სულ მალე სკოლას დავამთავრებ . რადგან თერთმეტმა წელმა ასე მალე გაირბინა, წელიწად ნახევარიც შეუმჩნევლად გაიპარება …

არ ვიცი სკოლა მომენატრება თუ არა ,ან კლასელები ,მაგრამ დარწმუნებული ვარ ,რომ ეს ასაკი აუცილებლად მომენატრება .

მომენატრება ,რადგან მენატრება ჩემი თავი 5-6 წლის ასაკში . მაშინ ყველა მე მეფერებოდა, ყველა თვალებში მიყურებდა, ოღონდ რამე მეთქვა ,მთელი ოჯახი ფეხზე იდგა. მაშინ ჩემს ”მინდას” ფასი ჰქონდა … მაშინ არ მქონდა პრობლემები და სადარდებლები.მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რა მეთხოვა მშობლებისთვის და როდის დაიწყებოდა ტელევიზორში მულტფილმები ..

ხოდა გავიზარდე .

გავიზარდე და რეალობას შევეჯახე. დავინახე ადამიანები,რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან , მივხვდი რა არის ცხოვრება,პრობლემები,სიყვარული,იმედგაცრუება,ღალატი,დაღლილობა და გაქცევის სურვილი .

პიტერ პენმა იცოდა,რომ თუ გაიზრდებოდა ბავშობის წლებს ვეღარ დაიბრუნებდა და ამიტომ გადაწყვიტა, მარადიულად თამაშში და გართობაში ყოფილიყო …

სამწუხაროდ, პატარაობაში ჩემთან არ მოსულა პიტერ პენი და არ უკითხავს მინდოდა თუ არა გაზრდა .

მაგრამ ახლა ,რომ მოვიდეს და მკითხოს,მინდა თუ არა ბავშობაში დაბრუნება,ზუსტად ვიცი რასაც ვუპასუხებ .

OLd TIME....



№1  offline წევრი DaaDaa

მეთერთმეტე კლასში ვარმეც ,ბავშვობაში დაბრუნება მინდათქო რომგიჸხრა მოგატყუებ.სამაგიეროდ ვნატრობ ხანდახან ტკბილ 16 წელში ჩავრჩე...აღარ მინდა მეტი გაზრდა.ცხოვრება წინააღმდეგობებით არის სავსე,მაგრამ ყველაფერს აქვს დადებითი მხარე,ასაკსაც გაზრდასაც და შენ წარმოიდგინე პრობლემებსაც...ყველა ასაკი თავისებურად კარგია თუ ადიანს ჭკუის სწორად გამოყენება შეუძლია <33 ჩანახატს რომვკითხულობდი მეღიმებოდა მეეც ესეთი ბავშვი ვიყაავი ზუუსტად

 


№2  offline წევრი marisa

მოდი, დავიწყოთ თავიდან. ბაღი ძალიან მიყვარდა, სუპებისა და რამოდენიმე ბავშვის გარდა, მაგრამ მათ გამო არ ვაპირებდი ამ სიამოვნებაზე უარის თქმას. ჩემი მასწავლებლებიდან დაწყებული, ჩემი მეგობარი მეგობარი გოგო-ბიჭებით და საყვარელი დათუნიებით დამთავრებული სულ მიხაროდა ხოლმე. დღესაც, რომ ჩავივლი ჩემი ბაღის წინ, ნოსტალგია შემომიტევს ხოლმე. პატარაობაში ყველა ხმაურიანი, ლაღი, თავისუფალი, უმანკო, წრფელი, ბედნიერი, მომღიმარია და ა.შ. როცა იზრდები მერე სხვა ფასეულობები გიჩნდება, სხვანაირად უყურებ ცხოვრებას. პასუხისმგებლობები და ვალდებულებები გემატება. შესაბამისად, პრობლემები, ემოციები, გრძნობები მძაფრდება და სახეს იცვლის. გირჩევ, რომ საკუთარი ემოციების, დადებითი გრძნობების, რასაც განიცდი, ყოველთვის ამოაფრქვიე ხოლმე და არ დამალო. აგრძნობინე ადამიანებს, რომ სიყვარულს გრძნობ მათ მიმართ, არა მხოლოდ თეორიულად, არა პრაქტიკულადაც, რა თქმა უნდა.
სკოლას რაც შეეხება, იქაც არიან პურიტანები, სნობები, მიზანთროპები, შურიანები და ბოღმიანები, მაგრამ მაინც სკოლური ამბები, ვთვლი, რომ ყველას გვჭირდება. ახლახანს წავიკითხე და მართლა ძალიან კარგი წიგნია, დანიელ პენაკის "სკოლის სევდა". რაღაცები გადავახარისხე ჩემს თვალში და ჩემს სკოლას სხვა მხრიდან შევხედე. ვისურვებდი, რომ სულ ცოტახნით დამაბრუნა ისევ უკან ,მაგრამ არა სამუდამოდ. ასეთია ცხოვრება.. ძალიან მაგარია ადამიანი, რომ იზრდება. ამას ვერ ავცდებით ^^ ძალიან მიხარია, რომ ჯერ ისევ ბავშვი მქვია და ისიც ვიცი, რომ სულ იქნება ჩემში დიდი ბავშვი. ( იმედია ) ჰოდა, არაუშავს, თუ ვინმე მეუბნება, რომ ბავშვობა დავკარგე :))
" ის ლურჯი დღეები და ბავშვობის მზე..."

 


№3  offline წევრი FrAgOla

მიხარია რომ მოგეწონათ feel

 


№4  offline მოდერი Mary Drey

...............................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent