შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვა


30-04-2015, 22:24
ავტორი natalia kvaratskhelia
ნანახია 2 446

ყოველთვის მეგონა რომ მე, ქარი და წვიმა ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილნი.ახლა ქარია,ცივა და წვიმს კიდეც ოდნავ.
თბილ საბანში გახვეულს მესმოდა,როგორ ღრიალებდა ქარი,კივილით როგორ აწყდებოდა ჩემს ფანჯრებს,მესმოდა ,როგორ რიტმულად უკრავდა წვიმა სახურავზე და მესმოდა საკუთარი გულისცემა,აჩქარებული,აი ისეთი ნარბენ კაცს რომ აქვს... და გაიელვა,ყველაფერი გაირინდა წამით,გულიც კი.და ინათა, მერე იჭექა და ისევ ამოიდგა სამყარომ ენა
კარი გავაღე,გავედი,მაშინვე მომესალმა ძველი მეგობარი ქარი,თბილი სალამი მიძღვნა სიცივით და თმებთან ერთად თხელი ხალათი ამიფრიალა.
შიშველი ტერფებით კიბის ცივ საფეხურს შევეხე და შევერიე სიკვდილიდ მანტიისფერ სიბნელეს.ქურდივით მივიპარებოდი კიბეზე,საფეხურები მალე მდელომ ჩაანაცვლა,მდელო ქვაფენილმა, ქვაფენილი ტროტუარმა.ტროტუარზე შევჩრდი ირგვლივ მიმოვიხედე,არავინ ჩანდა შუქიც კი არ ბჟუტავდა არსაიდან,მხოლოდ ქარი ცეკვავდა ტანგოს.ხეები მის ნებას დაყოლილნი მისივე მელოდიას რიტმულად აყოლებდნენ ტანს.
კარგი მეგობრები არასდროს მიდიან!!!
ქარი არ წასულა,ის იქ იყო და ცდილობდა უკან დავეხიე,მიწეწავდა თმას,მიფრიალებდა ხალათს,მიკიოდა,წასვლის ნებას არ მაძლევდა,მაგრამ ჩემს ფეხქვეშ მაინც გაიარა ასფალტმა,შემდეგ ქვიშამ ბოლოს კი ზღვამ....
ქარი არ წასულა,ქარი იქ იყო,ქარი კარგი მეგობარია....



№1  offline წევრი makoo

მმ მომეწონა <3

 


№2  offline მოდერი Mary Drey

.............................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent