შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბუხარში ალი გიზგიზებს


7-05-2015, 16:16
ავტორი grifini
ნანახია 1 868

მოგიზგიზე ალი,რომელიც ბუხარში ანთია.ირგვლივ სიჩუმეა მხოლოდ ალში დამწვარი შეშის ხმა ისმის,რომელიც ყურს არ სიამოვნებს.
ცაში ვარსკვლავები,რომლებიც არ ჩანან.დიდი მთვარე,რომელსაც ღრუბლები ფარავენ და არც ის ჩანს.არც ეს სიამოვნებს თვალს,მაგრამ მაინც აპარებს მისკენ მზერას.
წინდებში ფეხები გაყინულია,ბუხართან არიან მაგრამ მაინც გაყინულია,არც ეს სიამოვნებს ფეხებს,მაგრამ მაინც არაფერს აკეთებენ.
წიგნი,რომელიც წინ დევს და თვალს ადევნებს,ხან და ხან თუ აიხედება ვარსკვლავებისკენ,რომლებიც არ ჩანან.შემდეგ დიდი მთვარესკენ გაიხედება,რომელიც კიდევ არ ჩანს.არც,ეს სიცივე სიამოვნებს ხელებს.
პლედი,რომელიც მთელ სხეულზეა შემოხვეული.იქნებ სხეულზეც სცივა.ვითომ?
სცივა,მაგრამ არ ინძრევა.რატომ? მაზოხისტია ? თავს იტანჯავს?
არა,უბრალოდ კითხულობს და ფიქრობს.
სცივა.ძალიან სცივა.თითქმის სულ გაყინულია.მაგრამ არა სხეულზე,არამედ გულშია სიცივე.მის წასვლამ დატოვა სიცივე.
ვითომ სხვებიც მიატოვებენ როგორც მან გააკეთა?! ვითომ ისინიც დაარღვენენ პირობებს ? რატომ ? რამე დააშავა ასე რომ მოექცნენ?
სულ მასთან იყო,სულ ყველაფერში გვერდში უდგებოდა...და რა? სიცივის მეტი ვერაფერი,არაფერი...მხოლოდ სიცივე,რომელიც არ თბება.
მაისია...მას სცივა...გულიდან წამოსულმა სიცივემ შეაცივა...
ვითომ სხეულზე უფრო სცივა,ვიდრე გულში? შეიძლება...მაგრამ მაინც ძალიან სიცივეა გულში...
თვალები ჩაუწითლდა,ვითომ ისევ მასზე ჩაფიქრდა?
ხელებით მოიფშვნიტა თვალები და ისევ წიგნს ჩააშტერდა.უფს! ერთი ცრემლი დაეცა წიგნს და წერტილი დატოვა,რომელიც მალევე გაშრა.
უფს! კიდევ ორი.
პირველი ცრემლი რომლიდან წამოვიდა ? მარცხნიდან ? თუ მარჯვნიდან ?
აჰ,მარცხნიდან ? ე.ი. სტკივა,ანუ ძალიან სტკივა.
ვითომ ოდესმე დაავიწყდება მასთან დაკავშირებული მოგონებები ? შეიძლება...
მაინც ვერ ხვდება რა გააკეთა არასწორედ,რომ დაკარგა.
„თოვდა,თოვდა,სიგარეტი გვქონდა“.
ბუხარს შეხედა.მისი თვალები აალდა ცეცხლში.თითქოს მისი ტკივილი იწვოდა იმ ცეცხლში შეშის,მაგივრად.
გულზე დაიხედა.აღარ ჰქონდა გული.ყინული ჰქონდა.ოთხკუთხედ ყინულში იყო გული.
„რამდენი დღეა,რამდენი ღამე,
დღეს დილით ვფიქრობდი
ვერ გამოვითვალე“
ვარსკვლავებს ახედა,არ ჩანდნენ ისევ.არც ვარსკვლავებს უნდოდათ მასთან.არც მთვარე ჩანდა,ალბათ არც მას უნდოდა მასთან.
მაგრამ მაინც ჩანდა მთვარე ნახევრად.
ვითომ ისიც დატოვებს ?
ვითომ მართლა ყველამ დატოვა ასე ეულად ?
ბევრი „მეგობარი“ ჰყავდა...
ჯანდაბა!
ჰყავ“და“! არ ჰყავს,არამედ ჰყავ“და“.
ვითომ ვარსკვლავები არ გამოვლენ და არც მთვარე? ვითომ არ გაუთბება ის აწითლებული ცხვირი ? ვითომ ფეხებიც ასე გაყინული ექნება ? ვითომ ჰაერი თუ დათბება ?
ვითომ ვინმე თუ მივა მასთან ?
წიგნს ორი ცრემლი დაეცა.უფს! ეს იმედგაცრუებას ნიშნავს.
ვითომ არავინ მივა მასთან ?
ვარსკვლავები არ ჩანან,არც მთვარე.ფეხები და ხელებიც გაყინული აქვს.ჰაერი ცივია.
ბუხარში კი ისევ გიზგიზებს ალი.



№1  offline წევრი ninaa26

mogonebii chventan darcheba magram isinic gacivdebian :)))

 


№2  offline მოდერი Mary Drey

.....................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent