შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოსული


10-05-2015, 22:39
ავტორი NA NO
ნანახია 2 186

წვიმის წვეთები და ისევ ქუჩა,რომელიც,როგორც ყოველთვის ხალხით არის სავსე,ახლაც საშინლად წვიმს და ყველა ცდილობს,ამ განრისხებულ ამინდს,რომელიც თითქოს გვემუქრება...მე კი,ისევ ისე ვდგავარ შუა ქუჩაში და მათ სახეებს ვაკვირდები,რომლებზეც ტკივილი და სიხარულიც აღბეჭდილია.ახლა,ათობით წყვილი თვალი მომშტერებია,ზოგი ზიზღი აღსავსე,ზოგი სიბრალურით...ზოგი კი,გაკვირვებული.მართლაც გასაკვირია ასეთ დროს ქუჩაში უაზროდ დაყუდება არა? მაგრამ იცით,რომ ახლა მიხარია!..ხო აი მიხარია,რომ წვიმს და ეს მე მაცოცხლებს...მხოლოდ ის ხვდება ჩემს გულისთქმას,ვგრძნობ,როგორ მაბრუნებს ყოველი წვეთი ამ ბინძურ სამყაროში მაგრამ მაინც ტკივილნარევ სიხარუულს ვგრძნობ...
ისევ ვიდექი...ვხვდებოდი,ვრწმუნდებოდი...უმიზნოდ ვცხოვრობდი,განა ერქვა ჩემს ცხოვრებას ცხოვრება? ზრდასრული ადამიანისთვის ცხოვრება ხომ მიზნებით,მისწრაფებებით,ათასგვარი თავგადასავლითა და გამოცდილებითაა სავსე?... ჩემი ცხოვრება კი რას წააგაავს? – სრულიაად არაფეერს ნაცრისფერ მატერიააშიაა გახვეული დაა ერთ ადგილს ტკეპნის// ირგვლივ კიი ბრბოოს დაზომებულიი სილუეტეებიი დაძრწოდნენ,
მეჩვენებოდა და არ იყვნენ ეს ადამიანები თვალთმაქცები? ალბათ,იტყვით დრომ მოიტანაო ასეთი უგულობააა .ხომ იცით,შეიძლება ასეც ითქვას,ყველანი საკუთარ სამყაროში ჩაიკეტნენ ,რომელიც ვარდისფერ ფერებში დახატეს და ცდილობენ მარადიული გახადონ,მარადიული კი ნამდვილად არაფერია,ამიტომ არ მინდა ვიფიქრო მასზე...
მაგრააამ შიში დამჩემდა ამ ბოლოდროს,ხო...მარტოობის შიში რომ ქვიაა, თურმე რაა ამაზრზენი გრძნობა ყოფილაა ,მაგრამ ვხედავ,რომ არ არის უსაფუძვლო,ვგრძნობ,რომ პირფერობის და ტყუილის გარეშე ვიკარგები,არა,კი არ ვიკარგები- ვირიყები... მარტოობის კუნძულზ,რომლის ირგვლივ ტყუილისა და ტკივილის ზღვაა...ისევ წვიმს...ისევ წვეთები თუ მაგრძნობინებენ,რომ ცოცხალი ვარ და აზროვნება შემიძლია,თუმცა მინდა კი ვაზროვნებდე და ვფიქრობდე თუნდაც მომავალზე?ნამდვილად არა,ახლა მომავალზე ფიქრი სისულელედ მიმაჩნია,რადგან თუ ფიქრობ,რა იქნება ხვალ,ამ ფიქრით თავსაც იტანჯავ და ვერც ხვდები რას უნდა ელოდე მომავალ დღეს,ჩვენ მიერ აგებული ოცნების კოშკები კი სათითაოდ თავზე გვენგრევა ხშირად...მაგრამ,მაინც ვფიქრობ...
ფიქრები...ფიქრები და ისევ ფიქრები,ნეტავ შეილება კი უფიქროდ სუნთქვა?წვიმა..დაისევ წვიმის წვეთები ეცემა ჩემს სახეს,მათაც თითქოს სადღაც მიეჩქარებათ და ისინიც მტოვებენ,ამიტომ იძულებილი ვარ ფიქრებს მოვწყდე.ახლა კი ნამდვილად ვგრძნობ,როგორ მარტოსულად შევრჩენილვარ ამქვეყანას...



№1  offline მოდერი Mary Drey

................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent