შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვები კითხვით მიმართავენ ღმერთს


11-05-2015, 11:12
ავტორი ლილიანა
ნანახია 3 527

ბავშვები, რომ ყველაზე გულახდილები, გულუბრყვილოები და
სათნოები არიან ამაზე, რათქმაუნდა არავინ კამათობს.ზოგჯერ მათი შეკითხვები ან პასუხები
დამაფიქრებელი და გულში ჩამწვდომია.
6-10 წლამდე პატარებს დაუსვეს კითხვები:
„ რა გსურთ, რომ სთხოვოთ ღმერთს?“
რა გსურთ, რომ მოუყვეთ ღმერთს?“

პატარების პასუხები მიხაილ დიმოვმა შეკრიბა და ერთ წიგნად
გამოსცა სათაურით-„ბავშვები წერენ ღმერთს“


აი ზოგიერთი მათთგანი:
-როგორ ცხოვრობ უფალო ზეცაში?რაც საჭიროა ყველაფერი
გაქვს?იქნებ რამე გჭირდება?

-ადამიანები ისე იტანჯებიან დედამიწაზე, ნუთუ შენი ჯოჯოხეთი
ამაზე უარესია?

-რათქმაუნდა მიყვარხარ უფალო, მაგრამ დედა და მამა უფრო
მიყვარს და არაუშავს ხო?

-შეიძლება არ მოვკვდე?

-როცა დედა რამე გემრიელს მყიდულობს შენ კარნახობ ხო
რა მინდა?

-რამდენი წლის ხარ უფალო?

-კათოლიკებს სხვა ღმერთი ყავს, მუსულმანებს სხვა, ლუთერანებსაც
სხვა, კი მაგრამ რამდენი ხართ მანდ ღმერთო?

-ღმერთო როცა დედამიწაზე ისვრიან ტყვიებს შენ არ გესმის?

-ბიბლიაში პირველი რაც გიწერია არის თავდაპირველად იყო
სიტყვაო და რა სიტყვაა ეს უფალო?

-როგორც მე გავიგე ევოლუცია ასე განვითარდა, შენ თავდაპირველად
შექმენი ადამი და ევა, ხოლო დანარჩენი ხალხი მაიმუნებისაგან წარმოიშვნენ ხო?

-შემიძლია რამეთი დაგეხმარო უფალო?

-რა უფრო ადრე იუო ადამი და ევა თუ დინოზავრები?

-უფალო მოდი ვიმეგობროთ

-რა გავაკეთო, რომ დედამიწაზე ყველა ბედნიერი იყოს?

-რატომაა, რომ როცა ვინმეს გავაბრაზებ განწყობა გიფუჭდება, ხოლო
როცა ვინმეს ვპატიობ ბედნიერი ვარ?

-სხვადასხვა წიგნებში სხვადასხვანაირად აღგწერენ, სად
ვიპოვო უფალო შენი ნამდვილი ფოტო?

-და ათეისტები რამეს გთხოვენ?

-რატომ ვბერდებით?

-რატომაა, რომ სიცოცხლეს შენ გვაძლევ მაგრამ მისი წართმევა
ნებისმიერს შეუძლია>?

-გთხოვ ისე იყოს, რომ არავინ ავადდებოდეს, არ ომობდენ.ახლა
პირადს გთხოვ გამამდიდრე

-გთხოვ უფალო ისე მოახდინე, რომ დედამ არასოდეს დალიოს
წამლები

-დიდხანს ვფიქრობდი რა მეთხოვა შენთვის, თავიდან ძაღლი ვიფიქრე, მაგრამ
მერე გადავიფიქრე რატომ შეგაწუხო თხოვნებით.უბრალოდ მინდა, რომ როცა დედა სამუშაოდან
დაბრუნდება იყოს ბედნიერი და მხიარული

-გთხოვ ჩუმად ერთი ანგელოზი მანახე

-მოდი დედამიწაზე არავინ იტიროს

-ისე ქენი, რომ დედამიწაზე ყველა იარაღი გაფუჭდეს

-მოდი შევხვდეთ ერთმანეთს სიკვდილამდე

-მინდა გესტუმრო ერთი კვირით

-მინდა ვისაც ვხედავ ყველა იღიმოდეს

-ღმერთო გთხოვ დედა უკვდავი გახადე

-უფალო ყვავილები უკეთესი გამოგივიდა ვიდრე ადამიანები



№1  offline მოდერი Mary Drey

..........................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent