პროტესტი (II)
ფეხებზე თქვენი ცივილიზებური სამყარო ფერგასული ,უაზრო ფასეულობებით, თქვენი თანამედროვე აზროვნება ,თქვენი მორალის მქადაგებელი თანამედროვე , კრეტინი ,ვითომ ძალიან განათლებული და განვითარებული თაობა. მე ვარ ქართველი და ჭირსაც წაუღია ყველა წეს-ჩვეულება,აზროვნებისა თუ განვითარების ყოველივე ის ელემენტი რაც ქართულ კულტურასა და ზოგადად ქართველობას ერთ მტკაველა საფრთხეს მაინც შეუქმნის ფეხებზე თქვენი ტოლერანტობა ყოველგვარი უმსგავსობისადმი , მე არ მსურს ჩემი შვილები (მომავალში) არაჯანსაღ გარემოში გაიზარდონ და ფსიქიკური ზემოქმედების გამო მათ დაემსგავსნონ ვისი მიღებაც მე არ შემიძლია. არ მინდა ჩემმა შვილებმა ,ისევე როგორც ახლა მე , ვერ გაარჩიონ ვინ რა სქესისაა . წყალსაც წაუღია თქვენი სამართალი და კანონთა კოდექსი ,ყველა ის კანონი თუ წესი რომელიც ქართველობას შეურაცხყოფს,რომელიც ჩემს რწმენას და რელიგიას ფეხქვეშ თელავს . ფეხებზე ცალფაზიანი დეგრადაციაგანცდილი ტვინის პატრონების მიერ "ახალი სამყაროსათვის" შექმნილი წეს-წყობილება . მე ვარ ქართველი და ვგმობ ყოველგვარ არაქართველურ ,შემოსულ წესებს რაც ჩემსა და ნებისმიერი სულით ქართველის მორალურ ღირებულებებს შეურაცხყოფს. წყალსაც წაუღია მოდის გამო გაათეისტებული თაობა , დაკარგული რწმენა , უფლის შეურაცხმყოფელი საქციელები .მე ქართველი ვარ და მტკივა ყველა ქართველის დატანჯული სახე , გამათხოვრებული საზოგადოება და ულუკმაპუროდ დარჩენილი თითოეული ადამიანი . თქვენ ბრბო ხართ ! თქვენში ორის აზრს აქვს მნიშვნელობა და იმ ორს მიჰყვებით ეგვიპტელი მონებივით . სადაა თქვენი ქართველობა? სადაა თქვენი რწმენა ? სიმამაცე ? სიძლიერე? სად არის ქართული სიყვარული? ფეხებზე თქვენი სექსის გამო თითოულ გრძნობაზე დარქმეული სიყვარული და "შეცდომის" გამო შექმნილი ოჯახები (დაკანონებული ფიზიკური ურთიერთობები) . ფეხებზე თქვენი უწესობით კანონებად ქცეული სამართალი .სინდის-ნამუს შერცხვენილი "პატიოსანი ქალიშვილები", ათასი გოგოს პატრონი ,საკუთარი დედის მაგინებელი "ვაჟკაცები", მე ქართველი ვარ და ქართველი კაცის დღევანდელ ცხვირმოუხოცავ "დავაჟკაცებულ" ახალგაზრდების უმრავლესობასთან შედარება ჩემთვის მიუღებელი და სისხლისგამყინავია . "ლიჟბი აქედან წავიდე" თქვენი საყვარელი ფრაზაა , ერთმა თქვა და მილიონმა აიტაცა , მაშინ როდესაც საქართველოზე კარგი სხვა ქვეყანა არასდროს იქნება ნამდვილი ქართველისთვის . ჰოდა ნეტამც აქედან წახვიდეთ ... ჩემო სამშობლო,რით გაგახარო? რა დაგიწერო ჩემო სამშობლო, რომ შენს გაუსაძლის ტკივილს წამით მაინც მივცე გაქრობის საშუალება. ჩემო სამშობლო ,ათას ჭირ-ვარამ გადატანილო ,როგორ მებრალები ,როგორ მეცოდები დღევანდელი საუკუნისთვის . ვერასდროს ვიცხოვრებ წამით უშენოდ , თუ შენს მთის კალთებზე უკანასკნელად არ ამოვისუნთქე და სული უფალს არ მივაბარე მაშ რატო გავჩნდი ამ ქვეყნად ? . ჩემო სამშობლო, ჩემო .... ანა ზეიკიძე (არ ჩამქოლოთ ახლა) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.