შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ უბრალოდ მიჩვევა ?


15-05-2015, 23:08
ნანახია 3 015

ესეიგი რაშია საქმე..მე ვარ მარი....შეყვარებული თუმცა...ეს სიყვარული ცალმხრივია.ხო წლებია მიყვარს ერთი ბიჭი რომელსაც არასდროს დავლაპარაკებულვარ,არასდროს არ მითქვამს გამარჯობა,არასდროს მიმიწერია და რავი რა...ფაქტიურად ამ ბიჭეს არცკი ვიცნობ მაგრამ მიყვარს..10წლის ვიყავი რომ შემიყვარდა.მესმის ძალიან ადრეა..როცა ახლა 15 წლის გოგოებს შეყვარებულები მხოლოდ იმის გამო ყავთ რომ სასტავში არ დასცინონ და ასე შემდეგ რა ...
ერთისიტყვით ეს ბიჭი მიყვარს ყველაზე და ყველაფერზე მეტად..
ჩემი სკოლელია (10 კლასელია) და ჩემს გვერდით კორპუსში ცხოვრობს..
იმდღეს..
სკოლის კიბეებზე მე და ჩემი დაქალი ჩავდიოდით ეგ და თავისი სასტავი ამოდიოდა და მე ჩემ დაქალს ვუთხარი რომ იქითა მხრიდან მოგვევლო ,არ მინდოდა აქედან ჩასვლა ვიცოდი რომ რაღაც ისე ვერ იქნებოდა. იმან კიდე მითხრა რა გჭის პირველად ხომ არ ხედავ რა უნდა გითხრას ან გიქნასო...
ჩავდიოდით კიბეზე..მე სულ დაბლა ვიხედები ხოლმე რომ ვხედავ.გვერდით რომ ჩამიარა ჯერ შეიგინა მერე კიდე თქვა 'ფუ რა მახინჯია'
ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დავუშვი რომ თვალებში შევხედე და დავინახე როგორ იცინოდა და მე მიყურებდა, თავის ძმაკაცს რაღაც გადაუჩურჩულა და კიდე გაიცინეს..
უბრალოდ ვიცი რომ არ ვარ რა ლამაზი,ვერ ვეძრობი მაგარ ზმანებზე,არ მაქვს ბევრი ფული,არ ვცხოვრობ მდიდრულ სახლში,არ მყავს მდიდარი მშობლები მაგრამ..მე შემიძლია ადამიანობა და სიყვარული რაც ბევრს არ შეუძლია : ((( უბრალოდ გული იმაზე დამწყდა რომ ეს ბიჭი მთელი სამი წელი მიყვარდა ,იფიქრებთ სამი წელიია მეტი ხომ არაფერიო მაგრამ ეს სამი წელი რაც მაგისთვის ვიტირე ,ვიტანჯე და..ხომ შეუძლია რომ გამიგოს?ვაფშე არაფერს არ ვთხოვ უბრალოდ თავი რომ შეეკავებინა ასეთი კომენტარისგან..
მეგობრებმაც მითხრეს რომ ეგ არაკაცია და არაადამიანიო ეგ როგორ გიყვარდაო..სულ მაგას მეუბნეოდნენ..ყოველდღე მეკიდე ვცდილობდი რომ დამეცვა და ჩემი მეგობრების თვალში კარგი პიროვნებად გამომეყვაა..
დღემდე ვერ ვხდვები რატომ მიყვარდა ეს ადამიანი.. ახლა კი ისიც კი არ ვიცი მიყვარს თუ არა..ალბათ აღარ უნდა მიყვარდეს მაგრამ მიყვარს..რომ ვხედავ იგივე შეგრძნება მიჩნდება და რავიცი...

თქვენი აზრით ამას სიყვარული ქვია? :/// თუ უბრალოდ მიჩვევაა ან რამე მსგავსი..ალბათ უბრალდ ბავშური გატაცებაა მაგრამ არამგონიაა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent