მას...
შენ არ იცვლები,ის ხარ რაც ხარ და არასდროს ირგებ ცრუ და ფალს როლებს მხოლოდ იმისთვის რომ ვინმემ შეგიყვაროს,შენ ცხოვრობ წარსულით და შენთვის აწმყოსა და მომავალს უინტერესობა ჰქვია. ასეც ხდება,შენ დგახარ გაყინულ ფანჯარასთან,გარეთ წვიმს და წვიმის წვეთები კენტად ეცემიან უკვე დიდი ხნის წინ დაჟანგებულ სახურავს ,მაგრამ ამის და მიუხედავად შენთვის წვიმის ხმა მაინც ერთადერთი სასიამოვნო მოსასმენია სხვა მოსასმენს შორის...ეწევი...ღერს ღერზე კოლოფს კოლოფზე და სულ ერთია ყველაფერი რადგან ბოლო დროს დალტონიზმი გჭირს ,აღარაფერს ხედავ ფერადად,ყველაფერი არაფრად გადაიქცა და ქუჩაშიც არაფრისმეტყველი სახით დადიხარ...ერთადერთი რაც გშველის უშაქრო ყავაა და ბევრი ნიკოტინი, ბოლს ატან დარდებს ესაუბრები საკუთარ თავს და აწერ გაყინულ მინას -რომ აღარ ხარ... -რომ ვეღარ სუნთქავ... -რომ დაიღა -რომ დამთავრდი ... და ისე სხვათაშორის ჯერ არგადაშლილი წაუკითხავი წიგნივით დროზე ადრე გედება მტვერი და დროზე ადრე აბარებ თავს წარსულს... მე ყოველთვის ასე წარმომიდგენიხარ...დგახარ ფანჯარასთან და ღერს-ღერზე ეწევი,შენი თაფლისფერი თვალები სევდა-ტკივილისფერი ხდება ,ფიქრობ და მიუხედავად იმისა ,რომ ტკივილი სულს გიწიოკებს და თითქმის ყველა ნერვს გიღრღნის მაინც იღიმი,რატომ არ იცი ,ან იცი ან კიდევ გინდა იცოდე,თუმცა ჩემი აზრით ტკივილის გადატანა ასე უფრო იოლია... *** ხო ძვირფასო,ახლა თებერვალია და ცუდად ვარ ... ფიზიკურად არა უფრო.... ან რას გიყვები შენ ჩემზე უკეთ იცი როგორ ვარ,უბრალოდ არ აღიარებ. ჰო,ასეც ხდება მე ვდგავარ დაორთქლილ ფანჯარასთან ,გარეთ წვიმს და ვუყურებ როგორ ცდილობს საცოდავი ქუჩის ძაღლი გადარჩენას,ახლა მოხუცი გადადიოდა გზაზე და სწრაფად მიმავალმა მანქანამ მთელი გუბის წყალი შეასხა ამ ქალს,მაგრამ წყევლის მაგივრად დალოცვა მიიღო ... შენგან განსხვავებით ფილტვებს სიგარეტით არ ვიბოლავ თუმცა ძალიან მინდა ახლა ნაფაზს ნაფაზზე ვუშვებდე და ისედაც სიძველისგან გაყვითლებულ ჭერს უფრო ვნისლავდე. შენ აქ არ ხარ ...ამ სიშორიდან რაზე გელაპარაკო ,ვაწერ დაორთქლილ მინას რომ მიყვარხარ,რომ მჭირდები რომ უშენობა სულს მიხუთავს მაგრამ წამში ერთხელ იშლება... ჰო შენ ჰაერი ხარ ,ჩემი ჰაერი ... ზოგჯერ ისეც ხდება რომ არ მყოფნი ,უჰჰაერობა მჭირს ,ანუ უშენობა ,ანუ ყველაზე საშინელი რამ რაც კი ოდესმე მიგრძვნია... შენ კი ისევ ისე დგახარ ფანჯარასთან ... სიგარეტით ხელში... დარდების გუდით ზურგზე და თვალებდახრილი ფიქრობ რაზე თვითონაც არ იცი... მე კი ვსრულდები..ვმთავრდები...ვილევი... მენატრები ... მე შენ მიყვარხარ... ანა ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.