შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიგე


16-05-2015, 22:19
ავტორი marisa
ნანახია 2 015

იყო დრო, როდესაც ვფიქრობდი, რომ ქალები და მათ შორის მეც რაღაცებს ვაჭარბებდით. მასწავლებელმა, როდესაც მითხრა, რომ ბიჭები უფრო ჭკვიანები არიან ვიდრე გოგოებიო, რადგან ტვინის ნახევარსფეროს რამდენიმე უჯრედი არ აქვთო, წარმოდგენა შემეცვალა. ჩემთვისს გაუგებარია, რატომ უნდა ჰყავდეს კაცს ათასი და ქალს ერთი. ბიჭები ძირითადად პატარები "ვაჟკაცდებიან". მერე შეყვარებულები ჰყავთ, რომლებსაც ღალატობენ "ერთჯერად", " ორჯერად" და "მრავალჯერად" ქალებთან, იმიტომ რომ ქალიშვილი ცოლი უნდათ, ან გოგოს არ უნდა. ცოლის მოყვანის შემდეგ კი, მაინც არ იკლებენ ქალებს, რადგან ცოლს "იმნაირს" ვერ უშვრებიან. ქალსაც იგივე წარმატებით შეუძლია გააკეთოს მსგავსი. თუ გაბედა და ერთჯერადად ჰქონდა სექსი, მას "კაი ტიპად" (როგორც ბიჭების შემთხვევაში ხდება ხოლმე) კი არა, ბოზად შერაცხავენ და მის ცხოვრებას სტიგმას დაადებენ. ახლა დარწმუნებული ვარ, ვიღაც იტყვის, რომ პატარა ვარ და ბავშვობას ვკარგავ, რადგან ამაზე ვწერ. პროტესტის გრძნობა როგორ არ უნდა გაგიჩნდეს მაშინ, როცა მე და ჩემი ძმა რამეს დავაშავებდით, საყვედური ყოველთვის დედაჩემს ხვდებოდა, თითქოს მხოლოდ მისი, ან საერთოდ მისი ბრალი ყოფილიყო რამე. მაშინ, როცა მასწავლებლები არ განიხიალევენ ქალის განათლებას, როგორც რეალიზების საშუალებას, არამედ, როგორც პატიოსნების გამოხატულებას. როცა უშვილო ქალი უსარგებლოდ აღიქმება, რაც შეიძლება ქალის ბრალი სულ არ იყოს, როცა ქალის მთავარი მიზანი გათხოვება და შვილის გაჩენა გონიათ, როცა საზოგადოება მამაკაცებთან მიმართებით განგიხილავს და განიჭებს სტატუსებს, როგორებიცაა:გასათხოვარი, განათხოვარი, გათხოვილი, შინაბერა. როცა გოგო ბეჯითია, ბიჭი კი-ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი, როცა დღემდე გეუბნებიან, რომ "პატრონს" უნდა ჩაბარდე და კარგად შეინახო თავი და ასე შეიძლება დაუსრულებლად წერა. უკაცრავად, მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ ვინმესთვის შეიძლება "კისრის" ასოციაციას ვიწვევ, თავს კისრად ვერ აღვიქვამ და არც უპატრონო მგონია თავი. როდესაც ვხედავ უამრავ სტატიას:"როგორ შევინარჩუნოთ ქმარი/შეყვარებული/"ბოიფრენდი"? (არ ვიცი შესატყვისი. იქნებ, საყვარელი? ვგულისხმობ იმას, როცა წყვილი ერთად ცხოვრობს ხელმოწერის გარეშე), "როგორ ვიყოთ ქმრისთვის/შეყვარებულისთვის სასურველები?", გულზე შემომეყრება ხოლმე. ასეთ სტატიებში წერია, როგორ უნდა იყო სულ ლამაზი, გეცვას სექსუალურად, გაიკეთო მაკიაჟი 10 წუთში, არ იწუწუნო არასდროს, ეფერო და ლამაზი სიტყვებით შეამკო მეუღლე. არა, რა სჯობს ოჯახში ჰარმონიას და სიამტკბილობას, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტები მოსდით ხოლმე. და, ვინ წერს ამას? რა თქმა უნდა, უმეტესად ქალი. ერთმა გოგომ ისიც კი მითხრა:მესმის მამაკაცების, რომლებიც ცოლებს ღალატობენ, რადგან ქალები გათხოვების შემდეგ თავს არ უვლიანო. ვეთანხმები, რომ არის კატეგორია, რომელიც გათხოვების შემდეგ თავს არ უვლის, მაგრამ იგივენაირად მელოტდებიან, ჭაღარავდებიან, სუქდებიან და თავს აღარ უვლიან კაცები. სილამაზესთან და ფორმაში ყოფნასთან ერთად, სახლის საქმეებს პირნათლად უნდა აკეთებდე. საჭმლის გაკეთება, სახლის დალაგება და ბავშვების მოვლა ქალის ვალდებულება არ არის. ქალი სულ რომ არ მუშაობდეს და ამდენ რამეს აკეთებდეს, კიდევ ადარდე, რომ კარგ ხასიათზე და ფორმაში მყოფი დახვდეს მეუღლეს. კაცებმა აღარაფერი უნდა გააკეთონ ქალების შესანარჩუნებლად? თუ მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან გვიტანენ და ჩვენ აგვირჩიეს? უბრალოდ, მართლა მეცოდებიან ის ქალები, რომლებსაც ზემოთ ჩამოთვლილი თავი ვალდებულებად მიაჩნიათ. ამის წერა იმიტომ დავიწყე, რომ ჩატში ერთი მამრი შეგვხვდა, რომელმაც წარმოგვიდგინა კრიტერიუმები, რომელსაც მისი ცოლი უნდა აკმაყოფილებდეს და გვითხრა, ვაკმაყოფილებდით თუ არა ჩვენ. მე მის კრიტერიუმებში ვერ ჩავჯექი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ.

პ.ს. სამწუხაროდ, ზემოთ ნახსენებ მასწავლებელს მაშინ არაფერი ვუთხარი, მაგრამ თუ აქ ვინმე ხართ მასწავლებელი და მისნაირად მსჯელობთ, გირჩევთ, აღარ იმუშაოთ, სჯობს შვილების მოვლით დაკავდეთ, ან თუ არ გყავთ, დიასახლისი იყოთ და ასპარეზი "გონებაგახსნილ" მამაკაცებს დაუთმოთ.



№1  offline წევრი natato

კარგია რომ დაწერე, ასეთი სისულელეები ყელში ამოვიდა და მეც დასვაპირე ამის დაწერე. ყველაფერში გეთანხმები.

 


№2 სტუმარი sad heart

u shen shemogevle :* <3

 


№3  offline წევრი marisa

natato
კარგია რომ დაწერე, ასეთი სისულელეები ყელში ამოვიდა და მეც დასვაპირე ამის დაწერე. ყველაფერში გეთანხმები.

მადლობა :) მიხარია, თუ მოგეწონა

sad heart
u shen shemogevle :* <3

♡♥

 


№4  offline წევრი ნათი_

რა ნაცნობია... მემგონი რაღაც პერიოდი ამას ყველა ფიქრობს, ყველას უჩნდება პროტესტი, უბრალოდ მერე ხვდები რო არ გაქ ძალა რამე შეცვალო და ბოლოს ყველაფერს ეჩვევი. აი ესაა საშინელება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent