შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიხარიხარ, მტკივხარ...


18-05-2015, 17:42
ავტორი MyLove
ნანახია 2 537

ხომ დგება მომენტები, როცა რაღაც რადიკალური ცვლილება ხდება შენში. გინდა რაღაც გააკეთო, რაღაც მოიმოქმედო და ამის საშუალება არ გეძლევა. თითქოს, ხელ-ფეხი შეგიბორკეს და განძრევის უფლება არ მოგცეს.
შენი საყვარელი ადამიანი ბედნიერია, მაგრამ შენ _ არა. ზოგჯერ ეს საკმარისი არ არის, რომ იყო კარგად. შენ ხომ არ შეგიძლია, მისი კარგად ყოფნა გაიზიარო. ეს გაკარგვინებს ყველაფრის ხალისს.
რაღაც ეგოისტურ უსიამოვნებას განიცდი და თვალები ცრემლით გევსება. შენი ტკივილი რამეზე რომ არ გადაიტანო, ალბათ სული ამოგხდება. მისი მომღიმარი სახე და ბედნიერი თვალები, ისევ გიცვლის ცხოვრების რაკურსს, გარწმუნებს, რომ რაც არ უნდა დიდი დრო გავიდეს, ის ერთადერთი იქნება. ამის გაცნობიერება შენც გბოჭავს. რა თქმა უნდა, ბედნიერი და ამაყი ხარ იმით, რომ ძლიერი სიყვარული შეგიძლია, მაგრამ ამავდროულად საოცრად უძლურდები, ხვდები, რომ ამ გრძნობას მომავალი არ აქვს.
თვალებს ხუჭავ, ცდილობ ყველაფრისგან განიწმინდო. არ აქვს მნიშვნელობა, კარგისგან თუ ცუდისგან! მთავარია დამძიმებული გული დაგიცარიელდეს. შეიგრძნო ნირვანა, მაგრამ ეს რთულია.
ოცნებებს ვხატავ, უბრალო, შავი ფანქრით. მე მხოლოდ კონტურების მოხაზვა შემიძლია... შენ ვალდებული ხარ, ფერადი საღებავის როლი შეასრულო ჩემ ცხოვრებაში! შენ ვალდებული ხარ, გამიფერადო ყოველი ოცნება, რომელიც შენ გეხება.. იმიტომ კი არა, რომ მე შენ სიყვარული გაჩუქე, არამედ იმიტომ, რომ ჩემსავით ვერავინ შესძლებს შენი ემოციების ამოცნობას.
თითქოს, მეც ვგრძნობ შენს ტკივილს, მაგრამ შენი სიხარულის შეგრძნება დაკარგული მაქვს.
რა არის ეს? რატომ არ მანებებს ეს გრძნობა?
ა, ხო, მივხვდი!...
მე მხოლოდ შენთან მაქვს ბედნიერების უფლება!
და მაინც ,რა არის ნამდვილი სიყვარული?
ნამდვილი სიყვარული ალბათ ნიჭია.. რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია..
რომელიც წმინდა, ამაღლებული, უმანკო, ნაზი და სათუთია..
იცით
რა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება რომ შენ გაქვს ნიჭი.. ნიჭი გიყვარდეს..
ნიჭი გენატრებოდეს.. ნიჭი აღმერთებდე.. მისი არსებობაც კი რომ ბედნიერებას
განიჭებდეს… მისი სიხარულით რომ ხარობდე და მისი ტკივილი რომ გტკიოდეს..
სიყვარული
ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის…. როცა გრძნობა იბადება გულში მთელს
შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს… მთელი ცხოვრება მხოლოდ შენს
საყვარელ ადამიანს უკავშირდება.. მასთან რაგაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და
გასაქანს არ გაძლევს..
ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ის არასოდეს
ქრება უკვალოდ და დიდ ტკივილსაც ტოვებს სულში…დიდი დრო და სიძლიერეა
საჭირო იმისთვის რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი განცდებისა
და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე… ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება რომ,
ჩვენი ცხოვრების მანძილზე დრო აღარ გვრჩება იმისთვის რომ ხელახლა
შეგვიყვარდეს…
ზოგი იტყვის სიყვარული ვნებააო.. მაგრამ ცდებით..
სიყვარული ვნებაც არის.. მაგრამ ვნებას არ შეიძლება ვუწოდოთ სიყვარული..
ნამდვილი სიყვარული წმინდაა, ხელუხლებელი.. ვნებამ მართლაც ცეცხლივით იცის
აგიზგიზება, მაგრამ მალევე ქრება.. თანაც უკვალოდ…
ნამდვილი სიყვარული მარადიულია.. ჩაუქრობელი..
სიყვარული ყველაზე დიდი ვნებაა, რადგან იგი ერთბაშად ეუფლება გონებას, გულსა და სხეულს..
ეს გრძნობა პატარა გულში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს…

აი ეს არის ,,ნამდვილი სიყვარული”…!!!



№1  offline მოდერი Mary Drey

...........................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent