შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაეხუტეთ მეგობარს და უთხარით რომ გიყვართ!


25-05-2015, 01:04
ავტორი Tay194
ნანახია 3 037

გიფიქრიათ თუ არა იმაზე თუ როგორი უნდა იყოს საუკეთესო მეგობარი, ან როგორ უნდა მივხვდეთ რეალურად არის თუ არა ეს ის ადამიანი, ვისაც შეგვიძლია ვენდოთ და ჩვენს სულიერ მეგობრად ვაქციოთ?!ახლა ალბათ იტყვით, რომ თავიდან არავის არაფერი ეტყობა და ვერც ვერაფერს გავიგებთ.შეიძლება მართალიც ხართ, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველას მალე შორდება აფარებული ნიღაბი და თავის რეალურ სახეს აჩენს.ჩემი აზრით რთულია ახლა ამ დროს ნამდვილი მეგობრული სიყვარულის პოვნა და აღმოჩენა.დღევანდელ ბავშვებს მეგობრობა რატომღაც ერთად გართობა, ბევრი სელფის გადაღება და ერთმანეთისთვის აფერისტული, კარგი სიტყვების თქმა გვგონია.ეს თაობა მხოლოდ იმიტომ ვართ საშინელი,რომ არ შეგვიძლია ნამდვილი მეგობრული სიყვარული. იმდენად შეცვლილები ვართ, რომ ვეღარ ვხედავთ კარგს და ცუდს, უფროსწორად გვიჭორს მისი გარჩევა.ვიღაცა პონტის გამო მეგობრობს, ვიღაცას უბრალოდ უსწორდება მეგობრობა,მაგრამ მაშინ რა ხდება როცა მართლა გჭირდება გვერდით საუკეთესო მეგობარი?!მაშინ ვინ გიდგება გვერდით და ვინ გეუბნება, რომ მარტო არ ხარ და შეგიძლია ვინმეს ენდო, ვინმეს გადაუშალო გული და ის თქვა რის თქმასაც მხოლოდ საუკეთესო მეგობართან გაბედავ და კარგ რჩევასაც მიიღებ.ამ დროს ყველა პონტის მეგობარი რატომღაც იკარგება და იცით რატომ?იმიტომ რომ აღარ ხართ მისთვის საინტერესო,არ უნდათ დეპრესიული პრობლემიანი მეგობარი.მათ მხოლოდ გართობა უნდათ და არა თქვენი პრობლემების მოსმენა.ისინი გეძახიან მეგობარს,ერთობიან თქვენთან,მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უნდა ენდოთ მათ და საუკეთესო მეგობრის სტატუსი მიანიჭოთ.ალბათ იკითხავთ თუ როგოროა საკუკეთესო მეგობარი?!როგორ ვიპოვოთ ის?!საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ საუკეთესო მეგობარი ისაა ვინც ყველაზე რთულ პერიოდს და ყველაზე დიდი გასაჭორის დროს არ მიგატოვებს და გეტყვის, რომ ის შენსგვერდითაა.გაგიგებს მოგისმენს, ჩაგეხუტება და თავის აზრს გაგიზიარებს.ის არ მოგთხოვს შეცვლას და მიგიღებს ისეთს,როგორიც ხარ.არ ექნება მისთვის მნიშვნელობა რა რჯულის ან ეროვნების ხარ.ბოლომდე მოგყვებათ და არასდროს შემოგხედავთ შურის თვალით.ყოველთვის კარგ რჩევებს მოგცემთ და შეეცდება თქვენი შინაგანი მეს შესწავლას.საუკეთესო მეგობარი ყველაფერს გააკეთებს თქვენს გამო, არასოდეს მიგატოვებთ და მუდამ მოგისმენთ.მე კი გირჩევთ, ახლავე მოიშოროთ ისეთი ხალხი ვისშიც ეჭვი გეპარებათ,რადგან მოვა დრო და ისევ თქვენ გეტკინებათ გული ამის გამო.როცა მეტს მოელი ადამიანისგან ყოველთვის ნაკლებს ღებულობ და ამის გამო გტკივა გული, როცა ყველაზე მეტად ენდობი მაშინ გღალატობს და მაშინ გიკლავს გულს,მაგრამ თუ დავფიქრდებოთ ჩვენ აუცილებლად ვიპოვით ისეთ ადამიანს რომელიც ჩვენი საუკეთესო მესაიდუმლე აღმოჩნდება და არასოდეს გვიღალატებს.კარგად გაახილეთ თვალები,ეს არც ისე რთულია. ყველა დანარჩენი დაივიწყეთ და მეგობარი არა ფულის, სტატუსის ან რწამსის მიხედვით, არამედ გულით აარჩიეთ და ბოლომდე გაუფრთხილდით მას. არასოდეს მიატოვოთ და აუცილებლად უთხარით, რომ გჭირდებათ ის.არავითარ შემთხვევაში დათმოთ ის ბიჭის გამო,რადგან მოვა დრო და სასტიკად ინანებთ ამას.მეგობრული სიყვარული მაინც სულ სხვაა, ეს ის სიყვარულია, რომელიც სულ თან დაგყვება და შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს.
მე მყავს საუკეთესო მეგობარი და ძალიან დიდი დოზით მაქვს ის გრძნობა სხეულში გამჯდარი, რასაც მეგობრული სიყვარული ქვია და თქვენ ვისაც მართლა გყავთ ასეთი მეგობარი ჩაეხუტეთ და უთხარით,რომ ძალიან ძალიან გიყვართ ის და ნებისმიერო გასაჭიროს დროს მის გვერდოთ იქნებით.არ მიატოვებთ და არც ბიჭის გამო დათმობთ მას, რადგან მეგობრული სიყვარული უმნიშვნელოვანესია თქვენთვის.



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

მომეწონა და სრულიად გეთანხმები.. love

 


№2  offline მოდერი Mary Drey

................................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent