უსათაუროდ...
დღეს შეიძლება უკანასკნელად ავიღე კალამი ხელში... ალბათ იმიტომ რომ მეწერინება , ან მეწევინება , ვერც ეგ გამიგია... ვიღებ ბოლო ღერ სიგარეტს ვუკიდებ და ვიწყებ წერას. საუკუნეა აღარ ვემონები ჩემს ბედისწერას, და ღირსეულად შევეგუე შენს ჩუმ ჯვირსწერას... ფილტვებს ვიჯერებ ნიკოტინის სუნით და ისე ვუშვებ ნაფასებს რომ ვცდილობ დარდიც ამოვაყოლო. ნეტავ ახლა მაგ შენს უსაზღვრო თვალებში ჩამახედა, და მერე თუნდაც სამყაროს სამუდამოდ გამოვეთხოვო. გავა დრო და დამავიწყები , (ალბათ მაგ დროს ჩემი სახლის ჭერი ნიკოტინისგან გაყვითლებული იქნება), მაგრამ მე დაგიძახებ, მე ხელს მოგკიდებ და გეტყვი რომ ისევ გამიტაცეს შენზე ფიქრებმა. მესამე ნაფასს ვურტყამ და ვკვდები ხველებით, ფილტვებში უშენოდ ჩასუნთქული ჰაერი მტკივა, ახლა აქ რომ მყავდე ჩაგიხუტებდი და გეტყოდი რომ უშენოდ სულში მცივა. .................. ბოლო სულ ერთი აქვს ყველაფერს, ყველაფერი ჩუმად მიდის და ქრება , ახლა შენი სუნთქვა რომ მესმის , ბოლოს ეს სიყვარულიც მოკვდება ... ნიკოტინისგან შენისლულ ჭერზე შენს სახელს ვაწერ ნატკენი თითებით და კიდევ უფრო ვნისლავ, ფიქრებიც მერევა, ოცნებებსაც ფერი გაუხუნდათ, დარდებს ისევ სასმლით ვიკლავ... ................... ბოლო მაინც ერთი აქვს ყველაფერს, უაზროდ მოდის , მიდის და ქრება... ბოლოს ტკივილიც გაივლის და მის ადგილას დარდი დარჩება... ბოლო ნაფასი ყოფილა ყველაზე ტკბილი , წერასაც რომ რჩები და ტუჩზე ღიმილი გემჩნევა , გგონია რომ ახლა კარზე კაკუნი იქნება და გულში ჩაიკრავ , მთელი ძალით,არსებით....ერთხელაც... ............. მაგრამ სიგარეტს აქრობ და ხვდები ტკივილიც იმატებს, გული უაზროდ ფეთქავს და ვეღარ იშუშებ იარებს ... გული ნელ-ნელა ჩერდება და შენც ნელ-ნელა ქრები... მიდიხარ ახლოს მყოფ ხიდზე...და სულმოუთქმელად ხტები... ანა ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.