მე მუდამ ვიბრძოლებ სიყვარულისფერ ბედნიერებისთვის!
,,გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა. გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს. მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები, მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს. გარეთ კი წვიმით სველი აბრები აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს. მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ. გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები, არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე …… სულში. ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც , წვეთიც…. შენ ხარ- აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი." საღამოს,როცა ქარი სიყვებით მეთამაშება,თითქოს შენს სუნთქვს ვგრძნობ,თითქოს მხოლოდ მაშინ გვესმის ერთამნეთის ,მაგრამ არა შენ ჩემს ხმას მუდამ უგულველყოფ, მე შენს გულში მხოლოდ ნივთიერ წერტილს წარმოვადგენ,რომელიც მუდამ ჩუმად არის.მაგრამ აი იმ სიჩუმით ამბობს ყველაფერს,მხოლდ შენ,მხოლოდ შენ არ გესმის არ გრძნობ,არ ხედავ მხოლოდ შენ...მე მუდამ ვნატრობ შენ მზის სხივივით თბილ ღიმილს ,მაგრამ შენ მაგასც კი ვერ იმეტებ ჩემთვის. ყოველი დღე შენზე ფიქრით იწყება და შენზე ფიქრით მთავრდება.ჩემი ცხოვრების ყოველი წამი შენსკენ გამორბის ,მე მათ ვერ შევაჩერებ..გესმის?მე აღარ შემწევს ძალა რომ იმ გრძნობას რასაც შენდამი განვიცდი შევეწინააღმდეგო,არ შემიძლია შენს გამოხედავს გულგრილად ავარიდო თვალი ,არ შემიძლია შენს ბაგეებს შევხედო და მათკი კოცნის სურვილი არ გამიჩნდეს,მე ვერ შევძლებ უარი ვთქვა შენზე. ყოველ ღამე გაზაფხულის სიოს ფაქიზი ჩურჩულით სიტყვებს ვკარნახობ(მე,შენ,მიყვარხარ) და შენთან ვაგზავნი,ის შენს გულამდე ვერსდროს აღწევს,მას შენ არ აძლევ უფლებას შენს სულში შემოაღწიოს და გაგითბოს იგი.მას ისევ უკან ,ჩემთან აგზავნი ,თანაც გაციებული სიტყვებით.ჰოო...მე ეს სიტყვები მიბრუნდება და ჩემი გულის ზედაპირი ყინულით იფარება.მისი გალღობა კი მხოლოდ შენ შეგიძლია,მხოლოდ შენი ჩახუტებით დაიმსხვრევა ეს სევდით გაჟღენთილი ყინულის მასა მე ყოველთვის გელოდები.გელოდები რადგან,მგონია რომ მოხვალ.. მოხვალ და გულში ჩამიკრავ,ხელს ჩამჭიდებ და მეტყვი წამოდიო.მეც დაგთანხმდები და ჩვენ გავიქცევით ჩქარი ნაბიჯებით ამ ბინძური სამყაროდან,გავცდებით უსასრულობის არარსებულ საზღვრებს და ვიცხოვრებთ ჩვენსავ შექმნილ სივრცეში,რომელიც მოხატული იქნება ჩევგნი ფერბეით.მე და შენ შვქმნით ბედნიერების წამებს,წუთებს და საათებს.ჩვენ შევძლებთ და შევაჩერებთ დროს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.