შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულ გრძნობებს


27-05-2015, 02:30
ავტორი gogona708
ნანახია 2 046

გაივლი ქუჩაში და თვალში შენდაუნებურად მოგხვდება ორი ერთმენეთზე ჩაჭიდებული ხელი, მაგრად რომ უჭერენ ერთმენეთს დიდი გრძნობებით და ასევე შენდაუნებურად გეტკინება მარცხნივ, მაგრად, ძალიან მაგრად. შეიძლება ცრემლებიც კი მოგაწვეს თვალებზე, ან უკიდურეს შემთხვევაში ეს თველზე მომდგარი ცრემლი ვეღარ შეიკავო და იქვე დაღვარო. წამშივე წაგიხდეება ხასიათი, ჩვენთვის, ყველასთვის ნაცნობი ნოსტალგია რომ მოგიკაკუნებს კარზე და ისე შემოიჭრება შიგნით, შენში, რომ კარის გაღებას არც კი დაგეკითხება. გაგახსენდება საკუთარი თავი წარსულიდან. სულცოტახნისწინ შენც ხომ იყავი ასე...?! შენც ხომ დადიოდი ქუჩაში, (და არამარტო) ხელიხელჩაკიდებული შენთვის სასურველ პიროვნებასთან , თქვენც ხომ უჭირდით ხელებს ერთმანეთზე დიდი გრძნობებით?! აზრები, ფიქრები, გრძნობები, შენში ისევე დაუკითხავად და თავხედურად იჭრებიან, როგორც ის ზემოდ ხსენებული თავხედი ნოსტალგია და მათი გამრავლების პარალელურად მარცხნივაც უფრო და უფრო მეტად გტკივდება! განა გშურს..არა! უბრალოდ შენც გინდება...გინდება, რადგანაც იცი მისი სიტკბოება. უბრალოდ გენატრება. მაგრამ შემდეგ გონება გულზე იმარჯვებს, როგორც ყოველთვის გვიან, მაგრამ მაინც, სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო და შენ აცნობიერებ, რომ სჯობს გტკიოდეს მარცხნივაც, მარჯვნივაც, დაბლაც, მაღლაც, საერთოდ ყველგან, სჯობს გწყუროდეს, სჯობს გენატრებოდეს ვიდრე ეს ყველაფერი კვლავაც გქონდეს და გრძნობების გარეშე. აცნობიერებ, რომ თავისუფლად შეგიძლია დღესაც, ისევე, როგორც გუშინ, იარო ხელიხელჩაკიდებულმა და მაგრადაც მოუჭირო ხელი, მაგრამ ის ზემოდხსენებული დიდი გრძნობა სადაც არ (აღარ) იქნება, სჯობს საერთოს არაფერი არ იყვეს! გრძნობების გარეშე, ჰაერის სუნთქვაც კი ამაზრზენია!!! და ბოლოს, სულ ბოლოს კი უკვე ამ ყველაფერში 100% დარწმუნებული აცნობიერებ კვლავაც, კიდევ ერთხელ ამას და იღიმი! ყველას გისურვებთ ძალიან ხშირად გონების გულის წინააღმდეგ გამარჯვებას, ანუ ბევრ ღიმილს! იფიქრეთ ტვინით და არა გულით!



№1  offline მოდერი Mary Drey

....................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent