მარიონეტი
კიდევ ერთი დილა...ისევ გაათენე,არ დაგძინებია,..მთელი ღამე მათ,დედამიწაზე მოხეტიალე სულებს ელაპარაკებოდი...ბევრი რამ გითხრეს...ისინი ყოველ ღამე მოდიან შენთან და ძილის საშუალებას არ გაძლევენ...ეს სულაც არ არის ცუდი,შენ მათზე ყველაფერი გაინტერესებს...ადრე ისინიც ხომ ადამიანები იყვენ მაგრამ ადრეულ ასაკში სასტიკი ტანჯვით მოკვდნენ,ისე რომ ვერ გააკეთეს ის რაზეც ოცნებობდნენ,ახლა კი არ შეუძლიათ დედამიწის დატოვება და ჯერ კიდევ აქვთ ოცნებების ასრულების იმედი...დახეტიალობენ აქ,ამ სამყაროში...უყურებენ ადამიანებს და უკვირთ თუ რატომ არიან ისინი ასეთი შეუბრალებლები...საღამოს კი ხეტიალისგან დაღლილები შენთან მოდიან და გესაუბრებიან ყველაფერზე,რაც მათ დაინახეს,შენც უსმენ...ასე გადის ღამე...სულების შესახებ ვერავის ვერაფერს უყვები,რადგან გეშინია, შეშლილად არ შეგრაცხონ და არ გაგრიყონ შენი აზრების გამო,გეშინია მარტო დარჩენის...არადა შენ ისედაც მარტო ხარ...ბევრჯერ გიცდია ,მაგრამ სულებმა შეგაჩერეს,რადგან არ უნდოდათ ერთერთი მათგანი გამხდარიყავი,იმიტომ რომ მათი აზრით ეს საშინელებაა...შენ უკვე საკუთარ თავს მკვდრად თვლი...გგონია რომ მოსიარულე ლეში ხარ და ნელნელა იხრწნები,გგონია რომ მარიონეტი ხარ,რომელსაც ვიღაც მართავს,გინდა გათავისუფლდე,მაგრამ არ გამოგდის...სული გეხუთება...გეშინია...გაქცევა გინდა,მაგრამ ვერ მოძრაობ,კივილი გინდა მაგრამ ხმას ვერ იღებ...მოულოდნელად გახსენდება რომ შენ ერთი უბრალო,საცოდავი მარიონეტი ხარ,და აღარ ეწინააღმდეგები ამ ყველაფერს...ისევ ღამდება,ისევ მოდიან სულები და გიყვებიან ამბებს,და ასე მეორდება ყოველდღე...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.