შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული ბავშვობა,


31-05-2015, 20:18
ავტორი kurt cobain
ნანახია 3 298

ალბათ ყველა ადმამიანის ცხოვრებაში არის გარკვეული ნივთი,საგანი ან რავიცი სხვა რამ,რაც დზალიან მნიშვნელოვანია. რომელიც შეიდზლება მთელი წარსულის მატარებელია. ჩემს ცხოვრებაშიც არსებობდა ასეთი ნივთი.
დიდი არაფერი,ძაღლი იყო,რომელიც იშლებოდა და ბალიშადაც გამოიყენებოდა.
ძალიან მიყვარდა. რომ შევხედავდი მტელი ბავშვობა მახსენდებოდა.
ბოლო დროს ძალიან ვცდილობდი დიდი ვყოფილიყავი თუნდაც საქციელებით,ჩაცმის სტილით,მაგრამ დღეს ვხვდები რომ ბავშვბა შეუდარებელია და სისულელეა იჩქარო მაშინ,როცა თავის დროზე ყველაფერი იქნება.
ბოლო დროს სათამაშოს დიდ ყურადღებასაც არ ვუთმობდი,არც დრო მქონდა და არც ხასიათი.
მაგრამ დღეს...
მამაჩემი სასულიერო პირია და ქალაქის გარეუბანში მსახურობს.
ორი ძმა მყავს და როცა ჩვენი ტანსაცმელი პატარავდება ან გემოვნება გვეცვლება საუკეტესოებს,გაუცვეთელს,ახლებს კვირაობიტ მიგვაქვს მამაჩემის მრევლთან.
არც კი ვიცი როდის,მაგრამ დედაჩემს ყველაფერი მოუმზადებია და გაუტანებია.
როცა დეიდაჩემი,რომელიც იმავე ეკლესიაში დადის,დაბრუნდა და თქვა:
-ყვალეფერი გაინაწილეს. ის ძაღლი,რომ იყო ის ერთმა გოგომ წაიღო,მიყვარსო ასეთEბი.
გავშეშდი.
-რა ძაღლი დედაა?
ცოტა შეცბუნებულმა ვიკკითხე
-ჩემი ძაღლი ოთახში რომ მედო?
დედაჩემმა ტავი დამიქნია.
ცრემლებმა თავისით დაიწყეს დენა.
-დაუკითხავად რატო აიღე? ხო იცოდი,რომ ძაან მიყვარდაა?
-რა გიყვარდა არ გამაგიჟო,ხუთი წელია მანდ გდია.
-არ გდია დედა,არა. თუნდაც ეგრე რო ყოფილიყო დაუკითხავად რატომ აიღე.
ყვირილზე გადავედი. მთელი სახე ცრემლით მქონდა სველი.
ეზოში გავვარდი და კარგადაც გამოვიგლოვე გაჩუქებული სათამაშო.
მერე მამაჩემი გამოვიდა,სითუაცია რომ გაიგო მედ გამიკვირდა როგორ შეელიე მაგასო.
მერე მთელი ოჯახი დამპირდა ახალს გიყიდითო.
მაგრამ "მე ახალი არ მინდა,ძველი მირჩევნია".
სიცარიელე ვიგრძენი,როცა ოტახში სათამაშოს ადგილი ცარიელი დამხვდა.
ალბათ ოდესმე რომელიმე სხვა სათამაშო დაიკავებს მის ადგილს, ის ვერასდროს დაბრუნდება.
და თურმე რა ძნელი ყოფილა,როცა აცნობიერებ,რომ რაღაც სამუდამოდ დაკარგე.
და ალბათ ვინმე საყვარელი ადამიანი,რომ დავკარგო სულ გავაფრენ.
აი ახლაც,ოთახში ვზივარ და ვტირი.
ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მთელი ბავშვობა დავკარგე,თითქოს ყველა მოგონება მას გაჰყვა და აღარასოდეს,აღარასოდეს დაბრუნდება.
ამიტომ მოვუფრთხილდეთ ყველასა და ყველაფერს რაც ჩვენ გარშემოა.

31.05.2015, 20:16.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent