შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მეზობლის გოგონა


3-06-2015, 12:30
ავტორი madamfiso
ნანახია 2 874

წლების წინ სოფელი მქონდა. ბებიისეული, იქ გავიზარდე, მაგრამ ომს ემსხვერპლა. ჩემი სახლი ტყესთან ყველაზე ახლოს იყო, ყველაზე მაღლა იდგა. სოფელში ერთი მეზობელი გვყავდა, ცოლი მოიყვანა, კარგი გოგო იყო მაგრამ მშობლებმა არ მიიღეს და ჩემმა თანასოფლელმა ცოლთან ერთად პატარა ხის ქოხი ააშენა ტყესთან და ჩვენზე მეტად მიუახლოვდა მას. მიუხედავად მცდელობისა, მათი ოჯახი არ შედგა და დასცილდნენ…
რამდენიმე წლის შემდეგ, ამ კაცმა სხვა ქალი მოიყვანა თავის ქოხში, პირველი ცოლის მოსახელე… ამ ქალმა 5 თვეში პატარა გოგონა გააჩინა, ნათია, ყველაფერი ნათელი იყო… თუმცა ჩემმა მეზობელმა შვილივით მიიღო და მის აღზრდას შეუდგა. მე პატარა ვიყავი, ამიტომ ყველაფერი არ მესმოდა, მხოლოდ ეს ცისფერთვალა ბავშვი მომწონდა, რომელიც არც დედას ჰგავდა და არც “მამას”… ხელში აყვანილი დავაპორწიალებდი ორღობეში და არავის “ვთხოვნიდი”.
მე სოფელში მხოლოდ ზაფხულობით ჩავდიოდი. ერთ ზაფხულს, როდესაც ჩავედი, ბებიას ვუთხარი რომ ჩვენს უახლოეს მეზობელთან ვაპირებდი წასვლას, ნათიას სანახავად. ბებიამ კი ცინცხალი ამბავი დამახვედრა.
ჩემს მეზობელს ხელფასი აუღია და ცოლისთვის მიუცია, ქალი ცხინვალში წასულა, რაღაცების საყიდლად, ხოლო ბავშვი მეზობელთან დაუტოვებია… ჯერაც არ დაბრუნებულაო… მთელი სოფელი ლაპარაკობდა, როგორ შეატოვა ამ საძაგელმა ქალმა საწყალ ალიკას სხვისი შვილი… ჩემს მეზობელს ბავშვი ისე უყვარდა ნამდვილი შვილივით ზრდიდა. ჯერ ხელით ატარებდა, როცა წამოიზარდა, ხელჩაკიდებული.
მერე სოფლიდან წამოვედით, რადგან დიდი ბაბუა დაიღუპა და იქ კი ომის სუნი იწყებდა ტრიალს.
წლების წინ, სანამ სამუდამოდ გაასწორებდა ომი ჩემს სოფელს მიწასთან, საინფორმაციო გადაცემაში ჩემი სოფლის სახელი მომესმა, გულმოდგინედ მივუგდე ყური.
“დედას, მამისათვის ბავშვი, რომელიც დაახლოებით 7 წლის წინ მიატოვებია “მამამისთან” ერთად, წაურთმევია და ახალ “მამასთან” წაუყვანია… მეზობლების მონათხრობით, გოგონას დედაც სცემდა და მამინაცვალიც, რამდენჯერმე გაქცევაც უცდია თურმე საბრალო ბავშვს. ბოლო ცემას კი ვეღარ გაუძლო და 10 წლის გოგონა ცაში წავიდა…”
გულში თითქოს რაღაც შემერჭო მისი ღრმა, ზღვისფერი თვალები რომ გამახსენდა…
ნეტავ საერთოდ არ ჩამერთო ტელევიზორი…
სოფელში რომ ჩავედი ტყეში განმარტოება გადავწყვიტე ცოტა ხნით… გზად შევამჩნიე, რომ ტყესთან უახლოესი მოსახლეები ისევ ჩვენ ვიყავით, ჩემი მეზობლის ხის ქოხი მიწასთან იყო გასწორებული…



№1 სტუმარი sabq

Aseti mshoblebi arc sicoxles da arc sikvdild imsaxureben.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent