შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვის შვილი (ტელეკინეზი)


4-06-2015, 20:04
ავტორი madamfiso
ნანახია 1 904

სოფია 13 წლის იყო. ორივე მშობელი დაღუპული ჰყავდა. ბებია ზრდიდა. ბებია ეკლესიური ქალი იყო, ამიტომ სოფიასაც ჩაუნერგა სულში ღმერთის სიყვარული, გოგონაც არ გასძალიანებია ყოველდღე ეკლესიაში დადიოდა. კოჭამდე კაბა მიწაზე დასთრევდა. ხშირად ფეხს აბიჯებდა და წაიბორძიკებდა ხოლმე. მანდილს კი მხოლოდ ძილის წინ იხსნიდა. ამბობდა მანდილოსანი იმიტომ ჰქვია ჩვენს სქესს, რომ მანდილი სულ უნდა გვებუროსო. თანატოლი გოგონები გაიცინებდნენ და სიყვარულის ნიშნად ეხუტებოდნენ. ყველას უყვარდა, იმდენად კეთილი და სათნო იყო, შეუძლებელი იყო არ გყვარებოდა. თავსაბურავის ქვეშ შავ ხვეულ თმას მალავდა, თვალები კი გიშერზე შავი ჰქონდა.
ზამთარი იყო. თოვდა. ადრე დაღამდა. გოგონა ბიბლიოთეკაში იყო, დრო ისე გავიდა ვერც შეამჩნია. შენობიდან რომ გამოვიდა ბნელოდა. შეშფოთდა, ცოტათი შეშინდა კიდეც. მერე ცაში აიხედა, გაიღიმა და ღმერთს მიმართა:
-ღმერთო შინ მშვიდობით მიმიყვანე, ბებია ალბათ დარდობს, დაამშვიდე…- თავი მორიდებით დახარა და ნაბიჯებს დაუჩქარა. ხიდს მიუახლოვდა, იქ უნდა გამძვრალიყო და როგორც თვითონ იტყოდა “ხიდიდან 2 ნაბიჯში ცხოვრობდა”. სინამდვილეში კი სამი სახლი მაინც უნდა გაეარა ხიდის შემდეგ. ხიდის ქვეშ წყალი ჩამოსულიყო და გაყინულიყო, ფეხი დაუცდა და დაეცა. სიბნელიდან ვიღაც გამოძვრა და ხელი წააშველა:
-ფრთხილად გოგონი, აქ საშიშია…
-მადლობა, ღმერთი დაგლოცავთ, -გაუღიმა გოგონამ და მადლიერების ნიშნად თავი დაუკრა.
-ღმერთმა უკვე დაგვლოცა დაიკო, -სიბნელიდან მეორე ჩრდილიც გამოძვრა, -შენ გამოგაგზავნა, -გადაიხარხარა.
-მადლობა, მაგრამ ვაგვიანებ, -დაიბნა და არელდა გოგონა, უნდა წავიდე, – ბებია მელოდება, ნახვამდის.
-ჰეი, ჰეი… -კიდევ ერთი ჩრდილი, რომელიც მკლავში ძლიერად სწვდება და იჭერს, – ვერ გაიგე პუპსიკამ რა გითხრა? აქ საშიშია… ს ა შ ი შ ი!
-არ მეშინია, ღმერთი დამიცავს…
-მაგასაც ვნახავთ, -თქვა ერთმა ჩრდილმა და ერთხმად გადაიხარხარეს.
-მოდი ცოტა გავერთოთ, -თქვა ერთ-ერთმა. გოგონას მღელვარებამ იმატა და ენა დაება:
-მმმმ მმ მართლა მაგვიანდება…
-ნუ გეშინია, შენც მოგეწონება… -თვალი ჩაუკრა მთვარის შუქით განატებულმა ერთმა ბიჭმა, რომელიც უკვე გამძვრალიყო ხიდიდან. -ხომ არ გავაცილოთ გოგონა, თუ აგვიანდება…- დაამატა ირონიული ღიმილით.
-არაა საჭირო თავად შევძლებ…
-შეეშვით, ბიჭო ვერ ხედავთ ბავშვია! -წამოიძახა იმ ბიჭმა წეღან პუპსიკა რომ უწოდეს.გოგონას იმედი ჩაესახა, მაგრამ იმედის ემბრიონი ჩასახვისთანავე გაწყალდა, როცა ერთ-ერთმა ჩრდილმა თავსაფარი მოაძრო და ზურგზე გრძელი ხვეული თმა დაეფინა.
-არა ძმაო, ამას ვერსად გავუშვებთ!- თქვა და ტუჩები გაილოკა მთვარის შუქზე მდგომმა.
-მე პას! არ მინდა ამის საცოდაობის ყურება, გაუშვით რა… -არ იშლიდა “კეთილი ჩრდილი”.
-არა-მეთქი ბიჭო! -გაბრაზდა ერთი ჩრდილი და ყელზე ჯიბის გასახსნელი დანა მიაბჯინა, – თუ არ გინდა გარევა დაახვიე!
-კარგი, მე წავედი.
-არ დამტოვოთ აქ, მეშინია… -ატირდა გოგონა, აცახცახდა და მისმა ნერვიულობის დონემ პიკს მიაღწია. ჩრდილებმა ხეები გაუკავეს, მიწაზე დაანარცხეს, ტანისამოსი შემოახიეს. ერთ-ერთი ცდილობდა პირზე ხელის აფარებას მაგრამ შიგადაშიგ ბაგეს ხელს აცილებდა და გოგონას განწირული ტირილი ისმოდა.
-არ დამტოვოთ, მეშინია… -მაშინ როცა მეოთხე ჩრდილი უკანმოუხედავად მიაბიჯებდა. ხიდს გასცდა და თოვლში კვალის დატოვება დაიწყო. მთელ სულს უღრღნიდა იმ ბავშვის ყვირილ-ტირილი, დაფლეთილი კაბის თითოეული შრიალი სახეზე ელამუნებოდა, ესმოდა და გრძნობდა, თითქოს მასსავით იტანჯებოდა, თითქოს მასაც უფათურებდნენ ველური ჩრდილები ხელებს და ტკენდნენ. ტკენდნენ ყველაფერს. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ბიჭი თანაბარი ნაბიჯებით მიდიოდა და უკან არ იხედებოდა. პატარა გოგონამ ცრემლები გადმოსდო. გვირაბს კარგა მანძილით რომ მოშორდა და ხმები და ტკივილები უკან დარჩა, თოვლში პირქვე დაემხო. ბოლო ხმაზე აღრიალდა. ნანობდა რაც ჩაიდინა, ნანობდა რომ გამბედაობა არ ეყო. ჯერ დრო ჰქონდა შეეძლო ეხსნა ის უბედური ბავშვი. მაგრამ იმასაც ნანობდა რომ ამას ვერ გააკეთებდა. ისიც იცოდა, რომ მთელი ცხოვრება დაიტანჯებოდა, მაგრამ რისთვის? მას ხომ არაფერი გაუკეთებია? ამ კითხვის დასმისთანავე ტვინში ჩაქცეული სისხლი ადამიანად გარდაიქმნებოდა და პასუხობდა “ზუსტად მაგისთვის რომ არაფერი გაგიკეტებია, შეგეძლო და არ გააკეთე, გაწირე!” ეს სიტყვები ძვალსა და რბილს ერთი სისწრაფით კბეჩდა და ღრღნიდა მაგრამ უკან დაბრუნება მაინც ვერ გაბედა. ადამიანად ქცეულმა ხმამ ბოლოს უთხრა: “ლაჩარი ხარ, ყოველთვის ასეთი იყავი და ასეთად დარჩები სიცოცხლის ბოლომდე!” სანამ ბიჭი საკუთარ თავს ებრძოდა გოგონა ველურმა ჩრდილებმა “შელახეს”. ეს იყო ანგელოზი, რომელსაც ფრთები ჰაერშივე მოაჭრეს და მათგარეშე დარჩენილი უსიცოცხლოდ დაენარცხა მიწაზე. გონს რომ მოვიდა უკვე თენდებოდა, წამოდგომა სცადა მაგრამ ფრთების მოჭრით გამოწვეულმა წყლულებამა ნება არ დართეს და ისევ მიწას დაანარცხეს. იწვალა. ადგა და კედელ-კედელ გამოყვა ხიდს. კედელი დამთავრდა და გოგონა მერე ისევ დაეცა, მაგრამ ამჯერად თოვლში. გონება დაკარგა. გარეთ ისევ ბარდნიდა, უსიცოცხლო სხეული ნაზად იფიფქებოდა. ის ბიჭი მოვიდა, გუშინ რომ არ ეყო ძალა ეს გაეკეთებინა. დააგვიანდა, მაგრამ მაინც მოვიდა. დაჰყურებდა თოვლში ჩაფლულ, დალურჯებულ, ფრთამოკვეთილ ანგელოზს, რომელსაც სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ჰქონდა, მაგრამ მაინც ფიქრობდა რა მშვენიერიაო. ისევ სისხლის ხმამ იმარჯვა და ბიჭი გამოაფხიზლა. გათოშილი და განადგურებული არსება ხელში ააყვანინა და თავის სახლის კართან დააწვენინა. ზარიც დაარეკინა. გაუჩინარდა, ისევე როგორც გუშინ თავისი ჩრდილი, კვალიც ჩრდილის მსგავსად დატოვა. თანშალწაკრულმა ქალმა კარი გააღო, რომ დაინახა თავისი გოგონა შეჰკივლა:
-ღმერთო გვაშორე უბედურება!- აქოთქოთდა და უამრავი საწყევარი სიტყვა დასცდა პირიდან, რაც ცხოვრებაში ალბათ არასოდეს ეთქვა, გოგონა ბებიის ყვირილმა და წყევლა-კრულვამ გონს მოიყვანა, წამოდგა. ისევ კედელს გაუყვა, სიტყვაც არ დასცდენია. საძინებელში შევიდა, დედისეული შიშველი თოჯინა სისხლიან ხელებში მოაქცია, გულზე მიიკრა და საწოლს ჩაეკონა.
***
ქუჩაში ბნელოდა. ლამპიონები ბჟუტავდა. შავკაბიანი ქერა გოგონა მოაბიჯებდა. ტიროდა. ყვიროდა. ხელში შიშველი, სისხლიანი თოჯინა ეკავა და პატარა ბავშვივით მოათრევდა.
-მე ცოდვის შვილი ვარ, გესმით ხალხო? მე ღმერთს ვძულვარ!
ქუჩაში მხოლოდ ერთი შეყვარებული წყვილი მოსეირნობდა. გოგონა შუა გზაზე მოაბიჯებდა, მის უკან კი ლამპიონები ქვრებოდა, ისევე როგორც საშინელებატა ჟანრის ფილმებშია ხოლმე. წყვილი შეშინდა, გოგონა განსაკუთრებით და ბიჭის მხარს ჩაებღაუჯა.
-გეშინია?-გაიცინა ქერათმიანმა, -არაუშავს, დედასაც ეშინოდა….
მერე ხელის ერთი მოძრაობით სასწაულებრივად მოწყვიტა გოგონა შეყვარებულის მკლავს და გზის სხვადასხვა მხარეს გაამწესა, მათ შუაში გაიარა. ყვირილი განაგრძო. ლამპიონები ისევ ქვრებოდა მის უკან. წინ კი ყველაფერი იმსხვრეოდა. ხიდს მიუახლოვდა. იქ ვიღაც იდგა. კაცი იყო. უყურებდა გოგონას ქცევას და ხმას ვერ იღებდა. გოგონა არ ჩერდებოდა, მიუახლოვდა.
-გეშინია?-ჰკითხა უცნობს.
-არა, მე შენ გიცნობ….
-ამ ხიდსაც იცნობ არა?-ირონიულად გაიღიმა გოგონამ.
-ვიცნობ…-თავი ჩაქინდრა კაცმა.
-შენ… შენ… -გოგონას თვალები აცრემლიანდა წინანდელზე მეტად კაცს კი სუნთქვა გაუძნელდა, თითქოს ვიღაცამ ყელში წაუჭირაო. გაწითლდა. -გტკივა?
-შეწყვიტე, გთხოვ…
-დედაც გთხოვდათ არა?
-მთხოვდა, მთხოვდა მეშველა, მაგრამ დავაგვიანე…
-უნდა გეჩქარა! -თქვა გოგონამ და თვალებიდან თითქოს ცეცხლის ფრქვევა დაიწყო.
-შეწყვიტე, მე არაფერი დამიშავებია… -გოგონა გაჩერდა, ფილტვებმა ჰაერი ხარბად შეიწოვეს.
-არა, მაგრამ არც არაფერი გაგიკეთებია…
-მაპატიე… -დაემხო კაცი მუხლებზე.
-რა თქმა უნდა, უბრალოდ დანარჩენების სახელები მითხარი…
-არ შემიძლია…-ისევ უჰაერობა. ტკივილი ყელში. გოგონა მიუახლოვდა და ყური პირთან მიუტანა.
-გისმენ…-კაცმა რაღაც წაიბუტბუტა. ფილტვებმა ისევ ხარბად შეიწოვეს ჰაერი.
-ახლა გპატიობ…-თქვა გოგონამ და თავი გვერდზე გადააგდო ღიმილით. მერე გაბრუნდა და ნელი ნაბიჯებით ხიდს გასცდა. ხიდმა დაიყვირა და კაცი ნანგრევებში ჩაიყოლია. მისი ბოლო სიტყვები გოგონას ყურს მიეპარნენ:
-ღმერთო რა ჩავიდინე!… -გოგონას სახეზე ღიმილმა გაირბინა. ის აღარ ყვიროდა, არც ტიროდა, არც არაფერს ამსხვრევდა, უბრალოდ მშვიდად მიაბიჯებდა (ახლა უკვე იცოდა სად მიდიოდა). უკან კი ლამპიონები ისევ ქვრებოდა.

ავტორი: AnnA VineflY (madam fisunia)



№1  offline წევრი ფსიქო.13

bravo,madam.
uyvarxar psycho.13-s.
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№2  offline წევრი madamfiso

მადლობა გენაცვალე, გაიხარე ^_^
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№3  offline წევრი Annee

ძალიან მაგარი იყოო!!! :*:*:*:* <3 ყოჩაღ!!

 


№4  offline წევრი madamfiso

სენქს ენნ რომ წაიკითხე და მითუმეტეს თუ მოგეწონა
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent