შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მტირალა ხე


5-06-2015, 15:55
ავტორი madamfiso
ნანახია 4 202

ჩემი სახლის წინ ტირიფი იდგა. ძალიან მომწონდა. მიყვარდა კიდეც. ლამაზი იყო და მტირალა. ჩრდილიც კარგი ჰქონდა, ჩემმა ბიჭმა პატარა ხის სკამი გამოჭედა და იქვე ჩაფლო მიწაში. ხშირად ვისხედით ამ ხის ძირას და ათას სისულელეზე ვლაპარაკომდით.
-იცი, ტირიფი მტირალა ხეა…-ვუთხარი ერთხელ.
-ჰო, გამიგია, მაგრამ რა ატირებს?
-მაგდენი არ ვიცი…
-წესით, არ უნდა იტიროს, ამან მაინც…
-რატომ?
-ჩვენნაირი ბედნიერი წყვილი რომ უზის ფესვებთან და სიყვარულით რწყავს იმიტომ…-გამეღიმა და მოვეხვიე…

მეორე დღეს გავიგე, რომ მუცელში პატარა არსება მყავდა, ვერ ვიტყვი რომ მესიამოვნა, პირიქით ამ ფაქტმა ძალიან გამაღიზიანა და გადავწყვიტე არ გამემხილა. თავში ათასგვარი იდეა მებადებოდა მზაკვრული მკვლელობის. თუმცა განხორციელებას ვერ ვახერხებდი რაღაც ძალა არ მაძლევდა ამის ნებას. გადავწყვიტე მომეცადა. თუმცა ეს ცდაც ისე მღლიდა, მაღიზიანებდა. ფიქრიც კი არ მინდოდა იმაზე, რომ გავსუქდებოდი, დავმრგვალდებოდი… თავში ქაოსი მქონდა, მესიზმრებოდა სუნიანი საფენები, ბავშვის ტირილი, ხმაური ყველაფერი რაც შესაძლოა მოჰყოლოდა ამ პატარა ემბრიონს, რომელიც ბავშვიც კი არ იყო. ჯერ არ დაბადებულიყო და დედამისს უკვე სძულდა. უკვე უბედური იყო…

სკამზე:
-რაღაც ბოლო დროს გულჩათხრობილი ხარ და სხვანაირი…
-რას ნიშნავს სხვანაირი?
-სხვანაირს…
-გეჩვენება, -შევეცადე გამეღიმა, თუმცა ამბათ ძალიან ცუდად გამომივიდა.
-მითხარი, აღარ გიყვარვარ?-გულში ელვამ გამკრა.
-რას ამბობ, ახლა იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე ოდესმე…
-რომ ვეღარ ვგრძნობ?
-მაპატიე…-ვუთხარი და მოვეხვიე…

მეზობლად პატარა გოგო ცხოვრობდა, ასე 16 წლის, დიდი მრგვალი მუცლით… ალბათ მასშიც იყო ბავშვი. ბავშვში ბავშვი, ოღონდ უფრო პატარა, და იმაზე დიდი ვიდრე ჩემში.
სკამზე მარტო ვიჯექი, გოგონამ გამოიარა და მომესალმა, თვალები უბრწყინავდა. მივესალმე და სკამზე დავპატიჟე.
-ძალიან მომწონს ეს ადგილი.
-ჩემმა შეყვარებულმა გამოჭედა ეს სკამი.
-ვიცი, ძალიან კარგი წყვილი ხართ… რატომ არ ქორწინდებით?
-არ ვიცი ამაზე არასდროს მიფიქრია…
-არც მას?
-არ ვიცი, ალბათ არც მას, საჭიროებას ვერ ვხედავთ, ისედაც კარგად ვართ… ქაღალდზე წაწერილ სიტყვებს რა მნიშვნელობა აქვს, ბევრ ცოლ-ქმარზე უკეთესი “ცოლ-ქმარი” ვართ…
-ჰო ამას ვამჩნევ…
-დიდი ხანია?-მივანიშნე მუცელზე.
-7 თვე…
-მამა?
-მამაც ყავს რა თქმა უნდა…
-და თქვენ რატომ არ ქორწინდებით?
-დედამისს არ უნდა…
-მას?
-ალბათ საკმარისად არც მას…
-რა გრძნობა გაგიჩნდა როდესაც გაიგე რომ…-ისევ მუცელზე მივანიშნე.
-ბედნიერების…-ამ პასუხს არ ველოდი…
-მართლა?
-დიახ…
-კი მაგრამ რატომ?
-არ ვიცი…
-არ გიფიქრია რომ იტირებს და მისთვის სუნიანი საფენების გამოცვლა მოგიწევს?
-რა თქმა უნდა, მიფქრია.
-და მაშინაც არ გიფიქრია, რომ ზედმეტია?
-არა, რას ამბობ?.. ეს ბავშვი მიყვარს… სულ მეყვარება და მარტოსაც რომ მომიწიოს მისი გაზრდა გავზრდი… სახლიდანაც როომ გამაგდონ…
-ვისთან ერთად ცხოვრობ?
-დეიდასთან.. მშობლები ისე დამეღუპნენ არცერთი მახსოვს, დეიდას კი ჩემს მეტი არავინ ჰყავს, ამიტომ დახუჭა ორივე თვალი ამ მუცელზე…
-გასაგებია…
კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ, ის ყველა სიტყვაში, ყველა ფრაზაში სიყვარულს აქსოვდა იმ არსების მიმართ რომელიც მუცელში ჰყავდა… თითქოს გულიც კი მომილბა…

რამდენიმე დღე თავბრუდახვეული ვიყავი, ორ უკიდურესობაში. სიყვარული და სიძულვილი ეჯახებოდა ერთმანეტს, ხან ერთი სძლევდა ხან მეორე…

იმ დაწყევლილ ღამეს ვერაფრით მოვისვენე და ავდექი, ფეხშიშელი თითის წვერებზე გავიპარე ოთახიდან, არ მინდოდა მას გაეღვიძა. სამზარეულოში ვიდექი დახლთან და ჩაიდნის ადუღებას ველოდი, თავი ჩავკიდე და ისევ ფიქრებში გადავეშვი. წელზე ხელის შეხებამ ჩამომაგდო რეალობაში კვლავაც.
-ვერ იძინებ?
-ჰო, ალბათ სიცხის ბრალია…
-ვერც მე…
-ყავას დალევ?
-კი.
მასაც გავუკეთე და შევთავაზე სუფთა ჰაერზე, ჩვენს სკამზე დაგველია, რა თქმა უნდა, დამთანხმდა.
-გიყვარვარ?
-კი, -მიპასუხა მოკლედ და ცხელი ყავა მოსვა.
-გინდა რომ შვილი გვყავდეს?
-კი.
-გაგახარებს?
-არა, გამაბედნიერებს…
-მოდი დავქორწინდეთ…-ვუთხარი მცირე დუმილის შემდეგ. ჭიქა ხელიდან გაუვარდა.
-რატომ?
-ხომ გიყვარვარ?
-მიყვარხარ…
-მაშინ დავქორწინდეთ…
-კარგი… როდის?
-ახლავე…
-ახლა ღამეა…
-მაშინ დილით…
-კარგი…
სახლში შევედით, ტანისამოსი ჩავიცვით და გავიპრანჭეთ ორივე, ნამდვილი სიძე პატარძალივით… ბინდი იფანტებოდა, თენდებოდა. ფანჯარასთან მივედი. საშინელება დავინახე ჩემს ტირიფის ხეზე. თოკი იყო გამობმული, თოკზე გოგონა, ორსული… საცოდავად კონწიალობდა… თავბრუ დამეხვა. სისხლი დავინახე. ჩემი სისხლი. ის ისე მოკვდა მამამისმა მისი არსებობა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გაიგო. ალბათ ძალიან ეტკინა. მაგრამ ჩემზე მეტად არა. რადგან მხოლოდ მაშინ მივხვდი რაძლიერ მიყვარდა ეს უსუსური არსება, რომელიც ჯერ გავშვიც არ იყო… მთელი ცხოვრება გამყვება წითელი ხაზი, მისი სისხლის წვეთებით მოთხვრილი…
ვინანე, რომ მისი არ არსებობა ერთხელ მაინც მქონდა ნანატრი…



№1  offline წევრი ფსიქო.13

ბოლოს ვერ მივხვდი,ამიხსნი?

უი,გადავიკითხე და გავიგე,აღარ მინდა :დდ
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№2  offline წევრი madamfiso

რა ვერ გაიგე მითხარი და აგიხსნი :)
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№3  offline წევრი ფსიქო.13

gavige ukve,bolos davibeni,magram mivkhvdi mainc...
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№4  offline წევრი madamfiso

აჰაა, ძალიან კარგი :)
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№5  offline მოდერი Mary Drey

.......................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent